30 ივნისს, ბათუმში ლეგენდარული პრიმადონა, ცისანა ტატიშვილი იმღერებს.
კონცერტი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრში გაიმართება. გალა კონცერტში ცისანა ტატიშვილის გარდა მონაწილეობენ ნანა ქავთარაშვილი, ირინა ალექსიძე, არმაზ დარაშვილი, გოჩა დათუსანი და ირმა ქობულია.
ასევე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტები: ირაკლი კახიძე, ინგა ჯახუტაშვილი, სულხან ჯაიანი, ზაზა ხამათაშვილი, ნონა კორიფაძე, ლია ჯაში, ირმა ჟღენტი, ლელა სიხარულიძე.
კონცერტში მონაწილეობს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა და სიმფონიური ორკესტრი. დირიჟორი, ზაზა აზმაიფარაშვილი.