ბათუმის საფეხბურთო სტადიონის საპროექტო წინადადებების განხილვა

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის საპროექტო წინადადებების განხილვა | 04-03-2015

სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიების მიერ წარმოდგენილი პროექტები საჯარო განხილვისთვის გამოიფინება, რის შემდეგაც სპეციალური კომისია, არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, პროექტების განხილვა – შეფასების პროცესს დაიწყებს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ქ. ბათუმში, ლეონიძის ქ. №15-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე კონკურსი იანვარში გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება არაუმეტეს 650 000 ლარს შეადგენს, რომლის გადახდაც აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მოხდება.  

მარტის აფიშა ბათუმში

 

6 მარტი – “TECH HOUSE PARTY” რესტორანიVOX

დასაწყისი: 21:00 საათზე.

ბილეთის ფასი: 10 ლარი.

მისამართი: ანგისის ქ. №2.

ბილეთების შესაძენად დარეკეთ: +995 593 66 17 42 (სოფო).

ასაკობრივი შეზღუდვა: ბიჭი +21, გოგო +18.

 

7 მარტი – ბათუმის ცირკში „კომედი ქლაბ“-ის სრული შემადგენლობა

დასაწყისი: 15:00, 18:00;

ბილეთის ფასი: 10, 12 ლარი;

მისამართი: ბარათაშვილის ქ. №6;

ტელ: +995 599 68 02 23.

 

8 მარტი – ჯგუფი “ფრანი”, რესტორანი „ალექსანდრია“

 

დასაწყისი: 20:00 საათზე

ბილეთის ფასი: 50-70ლარი (ფასში შედის სუფრა).

ტელ: (0422) 571 070378

 

8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე რესტორანში „გაუდი“, მხიარული პროგრამა, სიურპრიზები, ცოცხალი მუსიკა.

 

ბილეთის ფასი: 100 ლარი (მენიუ 4 პერსონაზე).

მისამართი: ლ. ასათიანის №1

 

 

მუსიკალური ფესტივალი ,,ბათუმური ზამთარი“

 

8 მარტი,,,The Beatles“-ს საღამო. ზაზა მარჯანიშვილის ბენდი, ჯგუფი ,,ბლიცი“

დასაწყისი: 19:00 საათზე.  

 

10 მარტი ეკა რომალე ჯიჯეიშვილის საღამო

დასაწყისი: 19:00 სთ.

 

11 მარტი,  ლევან წულუკიძის საღამო  

დასაწყისი: 19:00 საათზე.

 

12 მარტი მუსიკალური საღამო, ათინა და ბექა

დასაწყისი: 19:00 საათზე.

 

14 მარტიანსამბლი ,,მეტეხი“ და ჯგუფი ,,ლაბირინთი“

დასაწყისი: 19:00 სთ.

მისამართი: ბათუმის ხელოვნების ცენტრი, ოდისეი დიმიტრიადის ქ. №1

 

აბონემენტის ფასი: 15 ლარი

ბილეთის ფასი: 5, 7 და 10 ლარი

 ტელ: 0422 27-62-40

 

დელფინარიუმი   – მხოლოდ შაბათი-კვირას. დასაწყისი: 17:00 საათზე.

 

საცურაო აუზი ბათუმი პლაზაში, ყოველდღე 07:00 – 23:00, ხოლო შაბათ-კვირას 09:00 სთ-დან – 21:00 სთ-მდე, ტელ: 0422 294401/02

 

ცხენებით გასეირნება, ყოველდღე, ორშაბათის გარდა 10:00-18:00 საათამდე.

 მისამართი: აეროპორტის გზატკეცილი # 253 ( ვეტერინარული კლინიკის უკან);

 

 

მუზეუმები

 

„ძმები ნობელების ტექნოლოგიური მუზეუმი“ყოველდღე, გარდა ორშაბათისა, 10:00 – 18:00 საათამდე. მისამართი: თამარ მეფის დასახლება

 

„ხარიტონ ახვლედიანის სახელმწიფო მუზეუმი“ – ყოველდღე, 10:00–18:00 საათამდე, მისამართი: ხარიტონ ახვლედიანის #4, ბათუმი 6010

 

„აჭარის ხელოვნების მუზეუმი“ყოველდღე, გარდა ორშაბათისა, 10:00–18:00 საათამდე, მისამართი: გორგილაძის ქუჩა #8

 

„ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი“ – ყოველდღე, გარდა ორშაბათისა, 10:00–18:00 საათამდე, მისამართი: ჭავჭავაძის ქუჩა # 77

 

 

ცოცხალი მუსიკა და DJ

 

DJ ბენდი, რესტორანში „ქლაუდ“, სასტუმრო „რედისონი“ ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას 23:00-03:00 საათამდე.

 

საქსაფონი რესტორანშიგაუდი – ყოველ პარასკევს და შაბათს, 19:00 საათდან.  მისამართი: ლ.ასათიანის#1 რუსთაველის და ჯაფარიძის კვეთა

 

ცოცხალი მუსიკა რესტორანში „SKY VOX“ – ყოველდღე, 19:30 საათიდან,

მისამართი: ბათუმი, ანგისა 21/22-ე სართული

 

ლუკა ზაქარიაძე და ჯგუფიპიკასოპიაცაზე ყოველ პარასკევს, 21:00 საათიდან.

 

ცოცხალი მუსიკა რესტორანშიყირამალა – ყოველდღე 20:00 საათიდან.

მისამართი: ხიმშიაშვილის ქუჩა, არდაგანის ტბასთან

 

ცოცხალი მუსიკა რესტორანშიმეგრულლაზური ყოველდღე 19:30 საათიდან. მისამართი: თბილისის გზატკეცილი #16

 

ცოცხალი მუსიკა რესტორანშიარტ ბულვარი – ყოველდღე, 20:00 საათიდან.  მისამართი: ძველი ბულვარი, შერატონის მიმდებარე ტერიტორია

 

ცოცხალი მუსიკა რესტორანში „VIA VENETO“ (პრეზიდენტ პლაზა) კარაოკე ბარშიყოველდღე 20:00 საათიდან.

 მისამართი: ბარათაშვილი #17

 

ცოცხალი მუსიკა რესტორანშივილაჯიო ლაუნჯ – ყოველდღე, 18:00 საათიდან. მისამართი: გორგილაძის #88

 

ცოცხალი მუსიკა, ბენდი ზამთრის ბაღში ,,ბაკურიანიყოველდღე, 20:00 საათიდან. მისამართი: ნინოშვილის #11

 

ცოცხალი მუსიკა და საქსაფონის ჰანგები რესტორანშიძველი ბულვარი, ყოველდღე 13:00-16:00 საათზე.  

მისამართი: ნინოშვილის ქ. #23.

ტელ: 577242006, 577909120

 

ჯგუფი „Asea Sool“ რესტორანშიმიუნჰენიყოველდღე შაბათს,  21:00 საათიდან. მისამართი: ქუთაისის/კოსტავას ქ. #8/5;

ტელ: 04222 227284/+995 577 299320/ 599 289955/ 599 508083

 

პიანისტი ლადო ყატაშვილი რესტორან ლოფტ“-ში ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 20:00-დან 23:00 საათამდე.

 მისამართი: მელაშვილის #1/3.

ტელ: 0422225790/0422225792

 

მუნიციპალიტეტი ნაპირგამაგრებითი სამუშაოებისთვის თანხას მთავრობას სთხოვს

 

გამგებლის მოადგილის ინფორმაციით, სამუშაოებისთვის დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარია  საჭირო: “ჩემი ინფორმაციით მთავრობის თავმჯდომარემ უკვე მოაწერა დოკუმენტს ხელი, თანხის ჩამორიცხვის შემდეგ ტენდერს გამოვაცხადებთ, გაზაფხულზე კი უკვე ნაპირგამაგრებითი სამუშაოებსი ჩატარებას დავიწყებთ”. 

როდის და რა ოდენობის თანხის გადარიცხვას აპირებს აჭარის მთავრობა ქობულეთის მუნიციპალიტეტისთვის? – ამ კითხვაზე პასუხს აჭარის მთავრობისგან ველოდებით.  

შეგახსენებთ, რომ დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რევაზ ხარაზმა ქობულეთის გამგეობა უმოქმედობაში დაადანაშაულა, რადგან მუნიციპალიტეტში ნაპირგამაგრებითი სამუშაოები არ მიმდინარეობას, რამაც შესაძლოა ტურისტულ სეზონს შეუშალოს ხელი. 

სამი მცირეწლოვანი დაზიანებულ სახლში

 

ენვერ ხიმშიაშვილი მეუღლესთან, დასთან და ბავშვებთან ერთად საუკუნის წინ აშენებულ სახლში ცხოვრობს. სახლში, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები იზრდებიან, დიასახლისის თქმით, წვიმის დროს წყალი ჩამოდის, ქარსა და თოვლში კი სახლი დეფორმაციას განიცდის.

„სახლი რომ ძველი და მწყობრიდან გამოსულია, თქვენც ხედავთ. აი, შეხედეთ კედლებს შორის რამხელა ღრიჭოებია“, – მაჩვენებს დიასახლისი ნინო მიქელაძე.

 

როგორც ენვერ ხიმშიაშვილი გვიყვება სახლი, სადაც ამ დროისთვის ექვსი ადამიანი ცხოვრობს, ორი საუკუნის წინ გაკეთებულ საძირკველსაა დაშენებული, საცხოვრებელი სახლის ისტორია კი საუკუნეზე მეტს ხანს ითვლის.

 

„გარდა იმისა, რომ სახლის კედლები ძველი და დამპალია, ავარიულია ორი საუკუნის წინ ნაშენები საძირკველიც. როგორც ჩემთვის ცნობილია, საძირკველზე, სადაც ახლა ჩვენი საცხოვრებელი დგას, საუკუნეების წინ გაცილებით დიდი ზომის სახლი იყო, სახლი ჩამოიშალა და იმავე საძირკვლის ნაწილზე კვლავ სახლი დაუშენებიათ, არ ვიცი რამდენად ექვემდებარება გამაგრებას. არაერთხელ ვითხოვე დახმარება, მპირდებოდნენ დაგეხმარებით, ბინას მოგცემთო, ვერანაირი დახმარება რომ ვერ მივიღე, ბოლოს გამგეობას ვთხოვე სახურავით დამხმარებოდნენ. ამასაც დღემდე ველოდები“, – ამბობს ენვერ ხიმშიაშვილი.

 

ხიმშიაშვილების პრობლემა მხოლოდ ძველი სახლი არ არის, ენვერის ცოლი ნინო მიქელაძე ავადაა და მუდმივი მკურნალობა სჭირდება, ავად არის ენვერი და მისი და – მზიაც.

 

„სამი ბავშვი მყავს, სამივე მცირეწლოვანია, ზრდასრულებს კი ფიზიკური მუშაობა არ შეგვიძლია. მე ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს, ფიზიკურად ვერ ვიმუშავებ. თუ ფიზიკურად არ იმუშავებს, ოჯახს როგორ არჩენს გლეხი კაცი? ცოლიც ავად არის და ჩემი დაც, სოციალურად დაუცველი ოჯახი ვართ, სახელმწიფო კი მეხმარება და შემწეობას მაძლევს, რისი მადლობელიც ვარ, მაგრამ ჩვენი მთავარი პრობლემა საცხოვრებელი სახლია“, – ამბობს ენვერი.

 

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ზაზა ზოიძე ამბობს, რომ სოციალურად დაუცველ ხიმშიაშვილების ოჯახს გამგეობა სახურავით ეხმარება.

 

„ჩვენ ამ ოჯახს სახურავით ვეხმარებით, ამის შესახებ ინფორმირებულები არიან, მათ გადაეცემათ 70 ცალი თუნუქის სახურავი, ნებისმიერ დროს შეუძლიათ წაიღონ. გარდა ამ ოჯახისა, მუნიციპალიტეტში მოქმედი „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებისთვის თუნუქის ფურცლების შეძენის მიზნობრივი პროგრამის“ ფარგლებში სახურავით დახმარებას შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი, 45 ოჯახი მიიღებს“, – განაცხადა ზაზა ზოიძემ.

 

სახურავით დახმარების მოთხოვნით შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სულ 92 განაცხადია შესული. ზაზა ზოიძის თქმით, გამგეობაში არსებულმა ზარალის შემსწავლელმა კომისიამ ყველა განმცხადებლის საცხოვრებელი სახლი ადგილზე შეისწავლა.

ნაციონალური მოძრაობის წევრი ქობულეთის გამგეობას უმოქმედობაში ადანაშაულებს

 

რევაზ ხარაზი ამბობს, რომ აღნიშნული გარემოება ტურისტული სეზონის ჩავარდნისა და ასწლოვან ხეების განადგურების საფრთხეს ქმნის.  მისი თქმით, 2014 წელს ქობულეთში, თამარ მეგის გამზირზე სანაპირო  შტორმა მიიტაცა, ხელისუფლებამ კი მოშლილი ჯებირი არ გააკეთა. 


რევაზ ხარაზი ამბობს, რომ ის თანხა, რაც წინა წლებში გამოყო ხელისუფლებამ სანაპირო ზოლის გასამაგრებლად, არასაკმარისია. 


“ბათუმელები” ქობულეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურს უკვე დაუკავშირდა. მუნიციპალიტეტიდან კომენტარის მიღების შემდეგ “ბათუმელები” გამგეობის პოზიციასაც გაგაცნობთ.  

რა შემთხვევაში ჩატარდება უმაღლესი საბჭოს ვადამდელი არჩევნები

 

ბატონო გიორგი, კანონმდებლობის შესაბამისად რა შემთხვევაში შეიძლება დადგეს დღის წესრიგში აჭარის უმაღლესი საბჭოს დათხოვნის საკითხი?

 

კანონმდებლობით აჭარის უმაღლესი საბჭოს დათხოვნის საფუძველი შეიძლება გახდეს უმაღლესი საბჭოს ქმედება, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტსა და მთლიანობას. ასევე, როცა ის თავის მოვალეობას ვერ ასრულებს, არის უუნარო და გადაწყვეტილებას ვერ იღებს; ბიუჯეტს ვერ ამტკიცებს, ან ვერ იღებს საკანონმდებლო აქტებს და თუ კი ის გადააყენებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და შემდეგ ორჯერ არ დაამტკიცებს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურას – ასეთ შემთხვევაში პარლამენტის თანხმობით პრეზიდენტს აქვს უფლება, აჭარის უმაღლესი საბჭო დაითხოვოს.

 

გარდა იმისა, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, რა ჩაითვლება უმაღლესი საბჭოს ფუნქციის ვერ შესრულებად, შეიძლება თუ არა უმაღლეს საბჭოში დღეს არსებული რეალობა გახდეს მისი დათხოვნის საფუძველი?

 

საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება უკვე მიიღო უმაღლესმა საბჭომ, გადააყენა ვიცე-სპიკერი და ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე. ეს არ მიუთითებს იმაზე, რომ უმაღლესი საბჭო უუნაროა. შეიძლება ეს საკითხი დადგეს, თუ უმაღლესი საბჭო ვერ დაამტკიცებს ბიუჯეტს. ის, რომ კანონს არ იღებს, თავისთავად არ მიუთითებს იმაზე, რომ უმაღლესი საბჭო ვერ ასრულებს მისთვის დაკისრებულ მოვალეობას. გამომდინარე აქედან, დღეს შექმნილი ვითარება უმაღლესი საბჭოს დათხოვნის საფუძველი ვერ გახდება.

 

რაც შეეხება თავმჯდომარის გადაყენებასთან დაკავშირებულ პროცედურას?

 

 უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაყენებას საბჭოს 21 წევრიდან ნახევარზე მეტმა უნდა დაუჭიროს მხარი, თუ კვორუმი არ შედგა, საკითხი ვერ გავა, თოთხმეტი წევრი მაინც უნდა ესწრებოდეს სხდომას, რომ კვორუმი შედგეს და ნახევარზე მეტმა უნდა დაუჭიროს გადაწყვეტილებას მხარი.

 

 ანუ, თუ სხდომაზე მხოლოდ ის თერთმეტი ადამიანი მივა, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ვიცე-სპიკერის გადაყენებას დაუჭირეს მხარი, საკითხი ჩავარდება?


დიახ, ასეა. 


ახალი თავმჯდომარის ვერ არჩევის შემთხვევაში უმაღლეს საბჭოს რა ვადით შეიძლება უხელმძღვანელოს უხუცესმა წევრმა?


 სანამ ახალ თავმჯდომარეს არ აირჩევენ, მანამდე უხუცესი წევრი გაუძღვება სხდომებს. 


შესაძლებელია თუ არა ასეთ ვითარებაში უმაღლესი საბჭოს 11-მა წევრმა (ვინც თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის თავმჯდომარე გადააყენა) შეიტანოს იმ ხასიათის ცვლილებები ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კანონში და რეგლამენტში, რითაც პროცესებს მის სასიკეთოდ წარმართავს? 


ცვლილების დამტკიცებას ორი მესამედის მხარდაჭერა სჭირდება, ამიტომ არა მგონია მოახერხონ, თანაც აჭარის კონსტიტუცია საქართველოს პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.


აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა
აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა

“ავტობანის გამო აგრობარათებს ვერ ვიყენებთ”

„სახელმწიფო დახვნის ვაუჩერს გვაძლევს და ვერ ვიყენებთ. შარშან გზის მშენებელი ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა გარანტია მოგვცეს, რომ ღობეს აღადგენდნენ და სიმინდიც დავთესეთ. თუმცა, 30-ზე მეტ ოჯახს 21 დღის ამოსული სიმინდის ყანა საქონელმა გადაგვიჭამა. ეს მეორედ მოხდა. შარშანწინდელი ზარალი, 1 კვადრატულ მეტრზე 27 თეთრი, აგვინაზღაურეს, ესეც, გზა რომ გადავკეტეთ მერე. გასული წლისას კი, დღემდე ვითხოვთ. თუ ყურადღებას არ მოგვაქცევენ, გზას ისევ გადავკეტავთ“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ხუცუბნელი მალხაზ ცეცხლაძე.

ქობულეთის ასაქცევი გზის მშენებლობა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობს. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს – აჭარის საავტომობილო გზების დირექციის დირექტორის ზურაბ სიხარულიძის განცხადებით, კომპენსაციის საკითხი გადაწყვეტილია და მოსახლეობა მას უახლოეს დღეებში მიიღებს: „პირადად შევხვდი მაგ ხალხს, შევპირდი და საკითხი ფაქტობრივად მოგვარებულია. პატარა ტექნიკური დეტალია დარჩენილი და ერთ კვირაში მიიღებენ კომპენსაციას“.

დაზარალებულები ამბობენ, რომ მათ კომპენსაციის მიღებას იანვრის ბოლოსთვის დაჰპირდნენ: „ადრე, გზა როცა გადავკეტეთ, ნახევარ საათში მოიტანეს ფული და დაგვირიგეს. ამჯერად რატომ ყოვნდება, არ ვიცით. ხარჯი გავწიეთ, დავზარალდით და იმ 27 თეთრსაც გვამათხოვრებენ“.

თანხის გაცემა, როგორც დირექციის ხელმძღვანელი აცხადებს, „მთელი პროცესია… თანხის გაცემას უნდა დასაბუთება, შესათანხმებელი იყო ჯერ დეპარტამენტში, შემდეგ მთავრობამ განიხილა, შესათანხმებელი იყო აზიის ბანკთანაც (დონორი ორგანიზაცია, რომელიც გზის მშენებლობას აფინანსებს – ავტ.), მშენებელ კომპანიასთან. ასე მივაღწიეთ იმას, რომ მიიღებენ თანხას“.

დირექციის ინფორმაციით, კომპენსაციას 32-მდე ოჯახი მიიღებს, რისთვისაც მთლიანობაში 42 ათასამდე ლარია გათვალისწინებული.

კომპენსაციასთან ერთად მოსახლეობა მეორე საკითხსაც აყენებს, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს.

„კომპენსაცია რომც მოგვცენ, წელს ნაკვეთებით მაინც ვერ ვისარგებლებთ, თუ ღობე არ გაკეთდა. სულ ნახევარ კილომეტრამდე მონაკვეთია შესაღობი. ვეუბნებით კომპანიის წარმომადგენლებს, მოსახლეობაც გამოვალთ, დაგეხმარებით შეღობვაშიო, მაგრამ დაგვპირდებიან და არაფერი. მთავრობა ამ დახვნის ვაუჩერებს რომ გვირიგებს, ხომ უნდა ვისარგებლოთ. გვესმის, დღეს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, მაგრამ რაც დააშავა კომპანიამ, თავად უნდა გამოასწოროს. აპრილამდე ღობე თუ არ გაკეთდა, გამოდის, ვერ დავხნავთ მიწას“, _ ამბობს მალხაზ ცეცხლაძე.

მოსახლეობის თქმით, ღობე ორი წლის წინ უნდა გაკეთებულიყო. დღეს კი, უკვე გაყვანილი გზის გასწვრივ რკინის მოაჯირებიც რომ გაკეთდეს, შემოსაღობი მანძილი საგრძნობლად შემცირდება: „ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შარშან ნოემბერში შეტანილ განცხადებაზე, აგერ ახლა, 9 თებერვალს გვიპასუხეს. ქონების მართვისა და აგრალურ საკითხთა კომისიამ განიხილა საკითხი და ეს „წარმოადგენს კერძო სამართლებრივ დავას და კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია იმოქმედოთ კანონის შესაბამისადო“. გაქვთ უფლება და იდავეთო – ეს რომ მოგვწერონ პასუხად, ამისთვის ავირჩიეთ ეს ხალხი და ამისთვის ვუხდით ხელფასს?“.

ზურაბ სიხარულიძის განცხადებით, ყველაფერი თავის დროზე კომისიამ შეამოწმა: „იყო სოფლის გამგებელიც, საკრებულოს დეპუტატიც, მოსახლეობაც და მოხდა აზომვა, დათვლა… ეს ღობეებიც აღდგება, ალბათ. ასე იყო ჩოლოქშიც და შეიღობა. სადაც ყანები ჰქონდათ, გადასასვლელებიც მოეწყო“.

კონკრეტულად როდის მოაგვარებს პრობლემას მშენებარე კომპანია? – ამ კითხვაზე, დაპირების მიუხედავად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან პასუხი ვერ მივიღეთ.

ავტობანის მშენებლობა სოფელ ხუცუბანში. ფოტო: თედო ჯორბენაძე

“ჟილინის არხის” მშენებელი კომპანია ბათუმის მერიას სასამართლოში უჩივლებს

ე.წ. “ჟილინის არხის” რეკონსტრუქციას მერიასთან დადებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ტენდერში გამარჯვებული კომპანია “GM HIDRO” აწარმოებდა. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის სამსახურში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ კომპანიას ფინანსური პრობლემები ჰქონდა, რის გამოც სამუშაოები წინასწარ შეთანხმებულ გეგმა-გრაფიკს ჩამორჩა. ამ ინფორმაციას კომპანიაშიც ადასტურებენ, თუმცა კომპანიის დირექტორის, უჩა ფუტკარაძის ინფორმაციით, შპს GM HIDRO -ს სამუშაოების შეთანხმების ვადაში დასრულების შესაძლებლობა აქვს.
კომპანია მერიის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს. “გვაქვს უნარი საქმე ბოლომდე მივიყვანოთ, ამის დასადასტურებლად მოვიწვიეთ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო, რის შემდეგაც მივმართავთ სასამართლოს. ჩვენი იურისტი ამბობს, რომ საქმეს მოიგებს”, _ ამბობს კომპანიის დირექტორი.

რაც შეეხება სამუშაოს შეფერხების მიზეზებს, “ჟილინის არხის” სარეკონსტრუქციო სამუშაოები მერიამ ე.წ. უავანსო პროექტით შეისყიდა. რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიას არხის რეკონსტრუქცია რამდენიმე ეტაპად უნდა განეხორციელებინა, თითოეული ეტაპის მიღება-ჩაბარების გაფორმებისა და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის შემდეგ კი, მერია კომპანიას უკვე შესრულებული, ანუ ჩაბარებული სამუშაოს ღირებულების ოდენობის თანხას გადაურიცხავდა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას პირველივე ეტაპზე მილიონზე მეტი ლარის სამუშაოს შესრულების ანგარიში უნდა წარედგინა, თუმცა სამუშაოები წინასწარ გაწერილ გეგმა-გრაფიკს ჩამორჩა: `ლარის კურსი აიწია, ამას დაემატა უამინდობაც, იმ კოკისპირული წვიმის დროს ჩვენ, ფაქტობრივად, ვერ ვიმუშავეთ. ჩამორჩენის მიზეზებზე მერიას წერილობით ვატყობინებდით.”

ის, რომ კომპანიამ სამუშაოები არხში მინიმალური ნალექის დაფიქსირების დროს უნდა განახორციელოს, ხელშეკრულებაშიც წერია: `ჟილინის არხზე საამშენებლო სამუშაოები უნდა ჩატარდეს წლის მინიმალური ნალექის დროს, როდესაც საჭირო წყალქცევითი სამუშაოები შედარებით ადვილი შესასრულებელი იქნება. არხზე საამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს (ქანობის მიმართულებიდან გამომდინარე) ქვემოდან ზემოთ. რადგან ზღვის სანაპირო ზოლთან არსებული ახლად აშენებული წყალგამტარი ნაგებობა აკმაყოფილებს პროექტით მოთხოვნილ პირობებს, იგი უცვლელადაა ჩართული ახალ საპროექტო სისტემაში. არხის მშენებლობა განხორციელდება მხოლოდ ამ ნაგებობიდან ზემოთ”.
სპეციალისტები განმარტავენ, რომ განსხვავებით ბათუმის შიგა სანიაღვრე ქსელებისგან, ჟილინის არხის წყალგამტარში წყალი მუდმივად გაედინება როგორც წლის მაქსიმალური, ასევე მინიმალური ნალექის პერიოდში. განსხვავება მხოლოდ არხში გამდინარე წყლის ოდენობაშია.

ნალექების მაქსიმალური პერიოდისათვის არხში გამდინარე წყლის რაოდენობამ, ზღვაში მიერთების წინ, შეიძლება მიაღწიოს 10 000 ლ/წმ. ხოლო მინიმალური ნალექების დროს (გვალვის პერიოდში) 50ლ/წმ-დე მცირდება – ნათქვამია ხელშეკრულებაში.
არხის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული ხელშეკრულება მერიამ უკვე მეორედ ჩაშალა. შპს GM HID0O”-ის დირექტორის თქმით, პრობლემა სამუშაოს სირთულესთან დაკავშირებული არ არის. “ჩვენ უკვე შესრულებული გვქონდა პირველი ეტაპის სამუშაოების 30 პროცენტი, დავხარჯეთ 200 000 ლარი, მზად გვქონდა ფილებიც, რაც იქ უნდა დაგვეგო. პირველი ეტაპის ჩაბარების თარიღის თხუთმეტი დღით გადადებას ვითხოვდით. რაც ჩვენთვის გადამწყვეტი იქნებოდა.”

როგორც ჩანს, კომპანიის წერილობითი ახსნა-განმარტებები საკმარისი არ აღმოჩნდა და ბათუმის მერიაში ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს. მშენებელი კომპანია 250 000 ლარით დაჯარიმდა და მიეცა დისკვალიფიკაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ შპს GM HID0O” ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.
ვიდრე კომპანია სარჩელს ამზადებს, მერია სამუშაოების გასაგრძელებლად ახალი კომპანიის შესარჩევად გამარტივებული ტენდერის გამოცხადებას უახლოეს დღეებში გეგმავს. ახალი კომპანიის გამარტივებული წესით შერჩევაზე მერიამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან თანხმობა უკვე მიიღო.

„ჟილინის არხის“ რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ ძლიერი წვიმის დროს ბათუმის ქუჩები აღარ დაიტბორება. ახალმა სისტემამ სანიაღვრე არხებთან დაკავშირებული პრობლემები უნდა მოხსნას.

ხელოვნების უნივერსიტეტში ერეკლე სიგუას ფოტოგამოფენა გაიხსნა

ერეკლე სიგუას ფოტოგამოფენა ხელოვნების უნივერსიტეტში

ქალთა უფლებების მხარდამჭერ აქციას ბათუმიც შეუერთდება

 

აქციის სლოგანებია: „მეტი ქალი პარლამენტში“, „მხარი დაუჭირე ქალების გაძლიერებას!“,  „მხარი დაუჭირე ქალების პოლიტიკაში ჩართულობას!“,  „ჩვენ გვჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში!“

 

„ჩვენ ვართ საქართველოს მოსახლეობის 53%, მაგრამ პარლამენტში 12%-ით ვართ წარმოდგენილი. 59 გამგებლიდან მხოლოდ ორია ქალი. ქვეყნის არც ერთი მერი და არც ერთი გუბერნატორი ქალი არ არის. დღეს საქართველოში ქალის ხმა არ ისმის. 25 წელია ქვეყანამ აღიდგინა დამოუკიდებლობა, მაგრამ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კუთხით პროგრესისთვის არ მიგვიღწევია. ჩვენი უფლებები უწინდებურად ირღვევა. 2014 წლის ქალთა მკვლელობებმა გვიჩვენა, რომ საქართველოში ჩვენი სიცოცხლის უფლებაც კი არ არის დაცული.


დღეს ქართულ პოლიტიკას აკლია ქალების ხედვა, გამოცდილება და უნარები. პოლიტიკის სფეროში ქალების სიმბოლური, მცირე რაოდენობა, არ გვაძლევს საშუალებას სრულად გამოვავლინოთ და გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი. საზოგადოებისა და კაცობრიობის განვითარების პროცესში ჩვენი უნიკალური წვლილი დაკნინებული ან სრულიად დაკარგულია. ქალები იმ საკითხების გადაწყვეტაშიც კი ვერ მონაწილეობენ, რომელიც უშუალოდ და მხოლოდ მათ ეხებათ. პარლამენტი არ უზრუნველყოფს ქალების წარმომადგენლობას და შესაბამისად არ იცავს მათ ინტერესებს. საქართველოში არ გვაქვს წარმომადგენლობითი დემოკრატია. ჩვენ, ქალები, უგულებელყოფილნი ვართ პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამას აღარ შევეგუებით“ – ნათქვამია აქციის მხარდამჭერთა განცხადებაში.


თბილისში მსვლელობა  ვარდების მოედნიდან დაიწყება და გაგრძელდება ყოფილი პარლამენტის შენობამდე, სადაც „ქალთა მოძრაობის” წევრები წარმოადგენენ, თუ როგორ ხედავენ ისინი ქალთა გააქტიურებას პოლიტიკაში.  აქციას  ბათუმიც შეუეთდება. ქალთა უფლებების მხარდამჭერები ბათუმში ვარდების სკვერში შეიკრიბებიან.

 

რვა მარტს აქცია თბილისში, გუდიაშვილის სკვერში დასრულდება, სადაც სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ქალების მიერ შექმნილი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. 

 


 

დეპუტატების ფრაქციიდან გარიცხვაზე „ქართულ ოცნებას“ არ უმსჯელია

 

მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ წევრებმა – სვეტლანა კუდბამ და ჯემალ ფუტკარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ერთად ხმა მისცეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დავით ბაციკაძის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ალექსანდრე ჩიტიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას,   ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ ამ დეპუტატების ჯერ ფრაქციიდან, შემდეგ კი პარტიიდან გარიცხვის საკითხიც განიხილებოდა.

 

ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ დეპუტატების  ფრაქციაში დარჩენა-არდარჩენის საკითხზე 23 თებერვალს უნდა ესმჯელა, თუმცა ეს საკითხი ფრაქციას დღემდე არ განუხილავს.

 

„საღი აზროვნების შემთხვევაში ფრაქციაში უნდა დავრჩეთ, მაგრამ არა მგონია, დაგვტოვონ“ – თქვა სვეტლანა კუდბამ „ბათუმელებთან“ საუბარში.  

 

დეპუტატი ამბობს, რომ მას ფრაქციაში დარჩენის სურვილი აქვს: „რა თქმა უნდა მინდა, რომ რაღაც ცვლილებები შევიტანო და ახალი ხედვა შევთავაზო პარტიას. რა არის ამაში ცუდი?“ – ამბობს ის.

 

მისი თქმით, კოლეგების წინასწარგანწყობა მის მიმართ არ არის მტრული, „მაგრამ გულში რა აქვთ, ამას ვერ გავიგებ. თუმცა, პარტიაში ყოფნისას პარტიულ დისციპლინას უნდა დაემორჩილო, თავისუფლება კი არასდროს არ არის ცუდი“.

 

 

 

აჭარის უმაღლესი საბჭო

 

 

 

 

საჩუქარი 64 დედას ქედაში

 

ფასიანი საჩუქარი ქედაში მცხოვრებ 64 ქალს გადაეცა. საჩუქრების გადაცემის შემდეგ ქედის კულტურის ცენტრის ორგანიზებით დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

 

საჩუქრების გადაცემა დედებისთვის ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის 2015 წლის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.  საჩუქრების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 400 ლარი გამოიყო.  



გახდება თუ არა ჯემალ ფუტკარაძე ვიცე-სპიკერი?

 

„ქალბატონმა სვეტლანამ დააყენა  წინადადება, რომ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ სახელით ჯემალ ფუტკარაძის კანდიდატურა წამოეყენებინათ და ჩვენც დავუჭერდით მხარს, მაგრამ „ქართული ოცნება“ დღეს უმაღლეს საბჭოში ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ იღებს. სულ მოლოდინის რეჟიმში არიან და რას ელოდებიან არ ვიცი“ – განაცხადა მედეა ვასაძემ.  


მისი თქმით, ფრაქცია „ქართული ოცნება“ ფაქტობრივად პარალიზებულია და გადაწყვეტილებების მიღება უჭირს: „ვაკანსიების საკითხი სხდომაზე აუცილებლად გავა, რადგან საფინანსო-საბიუჯეტო კომისიასაც სჭირდება თავმჯდომარე“ – აღნიშნა მედეა ვასაძემ. 


მისივე თქმით, ხვალ კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადაა: „თვითონ წამოაყენონ კანდიდატურა და ჩვენ შევხედავთ. რეგლამენტის მიხედვით მათ ამისთვის ათდღიანი ვადა  ჰქონდათ. კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა არის ხვალ“.  

 

 ბიუროს სხდომაზე ორი კომისიის – საფინანსო-საბიუჯეტო და თვითმმართველობისა და აგრარულ საკითხთა გაერთიანების საკითხიც დაისვა, თუმცა, როგორც მედეა ვასაძე ამბობს, ეს საკითხი ჩავარდა.


 ბიუროს სხდომაზე საბიუჯეტო  საკითხებიც განიხილეს.

 

თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში 300-მდე ქალია

 

2015 წლის იანვარში მსჯავრდებული იყო 13 არასრულწლოვანი, რომელთაგან 11 ვაჟი იყო, ხოლო 2 გოგონა. 

 

მიმდინარე წლის იანვრის თვეში პირობით მსჯავრდებულთა რესოციალიზაციაში ჩართული იყო 60 სრულწლოვანი ქალი [საზოგადოებრივ-კულტურულ საქმიანობაში] ხოლო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას განარიდეს 5 არასრულწლოვანი ქალი.

 

2015 წლის იანვრის თვეში, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით თბილისის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, გურიის, სამეგრელო ზ/სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქ/სვანეთისა და აჭარის რეგიონებში განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების, საზოგადოებრივ-კულტურული საქმიანობის, სარეაბილიტაციო და სამკურნალო პროგრამების, განრიდებულთა შეფასებისა და დასაქმების ღონისძიებები სულ 709 პირობით მსჯავრდებულისთვის მოქმედებდა.

 

საქართველოს პრეზიდენტმა დედის დღესთან დაკავშირებით 2 მარტს 8 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა

 

პერსონალური მონაცემები – საჯარო და კერძო დაწესებულებებს შეამოწმებენ

 

ინსპექტირების წესის მიხედვით, ინსპექტირება შეიძლება ემსახურებოდეს რომელიმე ან რამდენიმე ამოცანის გადაწყვეტას, მაგალითად, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძვლის/საფუძვლების არსებობის დადგენას; პერსონალურ მონაცემთა დაცვისათვის მიღებული პროცედურებისა და ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას; პერსონალურ მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემის კანონიერების შემოწმებას; ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავების, ვიდეოთვალთვალის განხორციელების კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას და სხვ.

 

დაწესებულებების შემოწმების მიზნით ხდება გეგმიური ინსპექტირება, თემატური  ინსპექტირება ან არაგეგმიური (მიზნობრივი) ინსპექტირება. არაგეგმიური ინსპექტირება არის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტის საფუძველზე დაწყებული შემოწმება, რომელიც ხორციელდება ერთეული ან რამდენიმე ორგანიზაციის მიმართ.

 

თუ ინსპექტორი, კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სხვაგვარად არ გადაწყვეტს, ინსპექტირებას ატარებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომელი ან თანამშრომელთა ჯგუფი.

 

გამონაკლის შემთხვევებში, ინსპექტირების ჯგუფში გარე პირის შეყვანა ხორციელდება ინსპექტორის გადაწყვეტილებით, როდესაც ინსპექტირება მოითხოვს ისეთ ცოდნას, გამოცდილებას ან უნარ–ჩვევებს, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში არ მოიპოვება და მათ გარეშე ინსპექტირების წინაშე დასმული ამოცანის/ამოცანების გადაჭრა ობიექტურად შეუძლებელია. გარე პირის ინსპექტირების ჯგუფში მუშაობის წესი და პირობები განისაზღვრება მასთან დადებული ხელშეკრულებით.

 

თუ ინსპექტირების შედეგად აღმოჩენილია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა/დარღვევები, ინსპექტორი, მათი მასშტაბისა და ხასიათის გათვალისწინებით, უფლებამოსილია მიიღოს კონკრეტული  გადაწყვეტილებები. მათ შორის:

 

მოითხოვოს დარღვევისა და მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებების მითითებული ფორმით და მითითებულ ვადაში გამოსწორება; მონაცემთა დამუშავების დროებით ან სამუდამოდ შეწყვეტა; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, მათი დაბლოკვა, წაშლა განადგურება ან დეპერსონალიზაცია, თუ მიიჩნევს, რომ მონაცემების დამუშავება ხორციელდება კანონის საწინააღმდეგოდ; ასევე მოითხოვოს მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემის შეწყვეტა, თუ მათი გადაცემა ხორციელდება კანონის მოთხოვნათა დარღვევით; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისად მონაცემთა დამმუშავებელს ან უფლებამოსილ პირს დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესით.

 

ინსპექტირების პროცესი შეიძლება მოიცავდეს შემდეგი საშუალებების გამოყენებას: ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვა; შეხვედრა ორგანიზაციის მენეჯმენტთან;  ადგილზე შემოწმება; ზეპირი განხილვა; განმეორებითი ინსპექტირება.

 

ინსპექტირებაში ჩართული ნებისმიერი პირი ვალდებულია დაიცავს ინსპექტირების პროცესში მიღებული დოკუმენტების, მტკიცებულების, გადაწყვეტილების, მონაწილე მხარეთა ვინაობისა და სხვა ინფორმაციის კონფიდენციალობა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

ინსპექტირების ფარგლებში განხორციელებული ყველა ქმედება, ინსპექტირების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ჩაიწეროს აუდიოჩაწერის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

 

ინსპექტირების პროცესში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, ინსპექტირებაში მონაწილე აპარატის თანამშრომელი დაუყოვნებლივ აცნობებს ინსპექტორს, რომელიც თავის მხრივ ვალდებულია შეატყობინოს უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს.

 

თამარ ქალდანი [პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის პირველი ანგარიშის წარდგენა]

ომში დაღუპულთა ოჯახებს ათას ლარს გადასცემენ

 

 აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, დღეს აგვისტოს ომში დაღუპული ედნარ დიასამიძის მეუღლეს და ორ შვილს მოინახულებს.  ათასლარიან საჩუქარს აჭარაში 22 ოჯახი მიიღებს.

 

 აღნიშნული თანხა დაღუპულთა ოჯახებს პირად ანგარიშზე ჩაერიცხებათ. 

 

 

ყვავილები დედის დღეს ბათუმის ქუჩებში

 ბევრი მათგანი ფოტოობიეტივში მოხვედრას ერიდება: „ვინმე მნახავს და დამცინებს, ქუჩაში ვზივარ“.

 დღეს ბათუმის ქუჩებში რამდენიმე სკოლის მოსწავლეც ყიდის ყვავილებს, ისინი ამბობენ, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან.

 ერთ-ერთმა ქალმა დღეს გასაყიდი ყვავილები სამ შვილს გაუნაწილა და სხვადასხვა ადგილზე დააყენა: „ასე უფრო მეტს გავყიდით“. ქალმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მატერიალურად უჭირს და მთავრობის დახმარების იმედი არ აქვს.

 ანი სკოლის მოსწავლეა, ის დედას ეხმარება

„ისე გადაიღე არავინ მიცნოს“

 ემინე დიასამიძე სოფლიდან ყვავილების გასაყიდად ჩამოვიდა

 ბატონი გურამი ყვავილებს მეუღლისთვის ყიდულობს

იამზე ცისკარაძე

ბათუმში 80 ქალი შესაძლოა უმუშევარი დარჩეს


სამკერვალო ფაბრიკა რომელიც შპს „ბათუმიტექსს“ ეკუთვნის, „მარკ სპენსერის“ და სხვა ფირმების მამაკაცის პერანგებს  ორი წელია კერავს. როგორც ფაბრიკის პროფკავშირების თავმჯდომარე ჩიტო ანთაძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, დამკვეთს პერანგების განყოფილება სხვა ქვეყანაში გადააქვს:

 

„მამაკაცის პერანგები ამ ფაბრიკაში უკვე მეორე წელია იკერება. ინჟინერი ვარ და მკერავები მე თვითონ გადავამზადე, ძალიან კარგი სპეციალისტები გვყავს და დამკვეთიც კმაყოფილი იყო ნამუშევრით, თუმცა ეს განყოფილება ორი წლის წინ ბულგარეთიდან გადმოიტანეს და როგორც ჩანს, ახლაც იქ უნდათ გადატანა“- გვეუბნება ჩიტო ანთაძე. 

 

პროფკავშირების თავმჯდომარის თქმით, ფაბრიკის ადმინისტრაცია თანამშრომლების შენარჩუნებას ცდილობს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი არ არის.  ჩიტო ანთაძე ამბობს, რომ ის შეეცდება არ დაირღვეს დასაქმებულთა უფლებები.

 

„ბევრი წევრი არ მყავს, მაგრამ ჩემი ვალდებულებაა მათი უფლებები დავიცვა. კანონის მიხედვით, როცა სამკერვალო უბნის ლიკვიდაცია ხდება, დასაქმებულებს წინასწარ ორი თვის ხელფასი უნდა მიეცეს. ადმინისტრაცია ცდილობს, რომ კარგი მკერვები შეინარჩუნოს, მაგრამ ვინ წავა და ვინ არა, ამაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის“. 

 

 პროფკავშირების თავმჯდომარის თქმით ფაბრიკაში 580 ქალია დასაქმებული, აქედან 80 ქალი მამაკაცის პერანგების განყოფილებაში მუშაობს, მათ  ორწლიანი კონტრაქტი აქვთ გაფორმებული.  მკერავები ანაზღაურებას გამომუშავებით იღებენ, მათი საშუალო ხელფასი 300 ლარია.

 

 

შესაძლო ცვლილებები მასწავლებლებისთვის ახალდამტკიცებულ რეგულაციებში

 

მასწავლებლის მხრიდან დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნევა: „მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის“ დარღვევა; საჯარო სკოლის შინაგანაწესის, წესდების შეუსრულებლობა; სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან სხვა ტოქსიკური საშუალებების მიღება, ასევე სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარება და ა.შ. ხოლო დისციპლინური სახდელის ფორმებად შენიშვნა; საყვედური; სასტიკი საყვედური და სამსახურიდან გათავისუფლება განისაზღვრა.

 

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე ამბობს, რომ პედაგოგთა პროფესიული კავშირი მთლიანობაში არ ეწინააღმდეგება მასწავლებელთა მიმართ დისციპლინური წარმოების გარკვეულ რეგულაციებში მოქცევას, რადგან „იგი დირექტორს უზღუდავს დისციპლინურ სახდელებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების უფლებას“. თუმცა, ამავე დროს მიიჩნევს, რომ რეგულაციებში არსებობს ხარვეზები, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.

 

მაია კობახიძის თქმით, ყველაზე დიდი უკმაყოფილება დებულების იმ ნაწილმა გამოიწვია, რომელიც პედაგოგის სკოლის გარეთ ჩადენილ ქმედებას არეგულირებს: „მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „დაუშვებელია მასწავლებლისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრება იმ ქმედებისთვის, რომელიც მან ჩაიდინა სკოლისგან თავისუფალ დროს, ან სკოლის ტერიტორიის გარეთ“, – რასაც ჩვენც ვეთანხმებით. მაგრამ ამას აქვს გაგრძელება – „გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სკოლას აქვს დასაბუთებული ინტერესი“: ეს ტერმინი ბუნდოვანია და იგი დასაბუთებას მოითხოვს, ვინაიდან სკოლის გარე ტერიტორიად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის შემთხვევა, როდესაც სკოლის გარეთ მასწავლებელი სამსახურებრივ მოვალეობას აგრძელებს, სხვა შემთხვევაში მასწავლებლის დისციპლინური დევნა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაა, ეს შესაძლოა მის პირად ცხოვრებას შეეხოს“, – ამბობს ის.

 

მაია კობახიძე მიიჩნევს, რომ სიტყვები „დასაბუთებული ინტერესი“ ბუნდოვანია და მან შესაძლოა დამსაქმებელს ან სხვა დაინტერესებულ პირს ინტერპრეტირების საშუალება მისცეს, რის გამოც ეს ნაწილი ან უნდა ამოიღონ დებულებიდან, ან უნდა განიმარტოს, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს სკოლის გარეთ დისციპლინურ დარღვევად. „ბრძანებაში განსაზღვრულია დისციპლინური გადაცდომები და იქვე არის შინაგანაწესის მოთხოვნების დარღვევა, ამდენად ეს უფრო ფართო ცნებაა და სკოლის გარეთ სკოლის შინაგანაწესის დარღვევა არ უნდა ჩაითვალოს დისციპლინურ გადაცდომად“, – ამბობს ის.

 

პროფკავშირის რეკომენდაციით, ზოგადად, ეს ბრძანება კერძო სკოლებსაც უნდა შეეხოს, რადგან ისინი სახელმწიფოს მხრიდან ვაუჩერულ დაფინანსებას იღებენ და, შესაბამისად, საერთო სტანდარტებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ.

 

მასწავლებლის მიმართ დისციპლინური წარმოება მას შემდეგ დაიწყება, თუ მასწავლებლის წინააღმდეგ საჩივარი შევა სკოლაშივე არსებულ დისციპლინურ კომიტეტში. ბათუმის საჯარო სკოლებში ასეთი შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.

 

ბათუმის #7 საჯარო სკოლის მასწავლებელი თინა კვიტაიშვილი მიიჩნევს, რომ დისციპლინურ გადაცდომებთან დაკავშირებული რეგულაციების ზოგიერთი ნაწილი ზედმეტად მკაცრია და ეთანხმება პროფკავშირების რეკომენდაციას „დასაბუთებული ინტერესის“ განმარტებასთან დაკავშირებით: „ეს ნაწილი ნამდვილად გაუგებარია და შესაძლოა გარკვეული სირთულეებიც შექმნას. მართალია, არსებობს ზემდგომი ორგანო, სადაც შეიძლება კომიტეტის გადაწყვეტილება გაასაჩივრო, მაგრამ ეს კიდევ ზედმეტ უსიამოვნებებთან არის დაკავშირებული. კარგი იქნება, თუ თავიდანვე ავიშორებთ ამას და განმარტავენ, თუ რა იგულისხმება „დასაბუთებულ ინტერესში“. სკოლის გარეთ პირად ცხოვრებას არ უნდა ეხებოდეს ეს დებულება. ფაქტობრივად, კუთხეში მიგვაყენეს და ეს არის“.

 

ბრძანებიდან ტერმინის – „დასაბუთებული ინტერესის“ ამოღების მომხრეა ბათუმის #8 საჯარო სკოლის მასწავლებელი ლალი ქორიძეც, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს ნაწილი შესაძლოა დამსაქმებლის მიერ ბოროტად იქნეს გამოყენებული, თუკი მას რაიმე პირადი ინტერესი აქვს კონკრეტული პედაგოგის მიმართ. `მაშინ, როცა დაკონკრეტებულია მასწავლებლის მიერ გადაცდომები სკოლასა და სკოლის გარეთ, ასევე უნდა დააკონკრეტონ რას ნიშნავს ეს `დასაბუთებული ინტერესი~ სკოლაში თუ მის საზღვრებს გარეთ“, – ამბობს ის.

 

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის თქმით, არც ერთი დოკუმენტი არ არის დოგმა და განხილვის შედეგად შესაძლებელია გარკვეული ცვლილებები ამ დოკუმენტშიც შევიდეს.

პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირი მათ მიერ შედგენილ რეკომენდაციებს განათლების სამინისტროს რამდენიმე დღეში წერილობითი სახითაც წარუდგენს.

ბათუმის მერის კომენტარი მურმან დუმბაძის ბიუროს სავარაუდო გასახლებაზე

 

გიორგი ერმაკოვი
გიორგი ერმაკოვი

„რა იგეგმება მე არ ვიცი, მაგრამ კანონის მოთხოვნა თუ იქნება, კანონი უნდა დავიცვათ. ჯერჯერობით ამ საკითხით ნამდვილად არ დავინტერესებულვარ. ბათუმში არ ვარ და როცა ჩამოვალ, ამ საკითხით აუცილებლად დავინტერესდები“.

 

როგორც გიორგი ერმაკოვი ამბობს, მურმან დუმბაძის ბიუროს მერიიდან გასახლებაზე მერის განკარგულება არ ყოფილა. 

 

ბათუმის მაჟორიტარის საქართველოს პარლამენტში და პარლამენტის ვიცე-სპიკერის მურმან დუმბაძის და ბათუმის მაჟორიტარის აჭარის უმაღლეს საბჭოში აკაკი ძნელაძის ბიუროები ბათუმის მერიის შენობაში, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განთავსდა. 

 

მერიის შენობაში იყო განთავსებული წინა მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარების ბიუროებიც. 

ქალები სამკერვალო ფაბრიკიდან

მოდელის სირთულეზეა დამოკიდებული, თუ რამდენი ცალი ტანსაცმელი შეიკერება დღის განმავლობაში. ფაბრიკაში ყოველდღიურად რვა საათს მუშაობენ.

 

მას შემდეგ რაც ტანსაცმელი გამოიჭრება, ცალკეული დეტალის მიხედვით ხდება მისი კლასიფიკაცია, შემდეგ კი იწყება კერვა.

 

შეკერვის შემდეგ ხდება ტანსაცმლის ხარისხის კონტროლი.

ამის შემდეგ ხდება ტანსაცმელისათვის ფორმის მიცემა, ანუ საბოლოო დაუთოვება.

 

საბოლოო კონტროლი ხარისხი.

და დაფასოება, იმის მიხედვით თუ როგორ ითხოვს ამას დამკვეთი – ზოგი საკიდით, ზოგიც დაკეცილი, ყუთში ჩალაგებული და ა.შ.

 

 

სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში

აღნიშნული პროექტი ხორციელდება ევროკავშირის შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის ფარგლებში და წარმოადგენს რეგიონალურ პროექტს 5 ქვეყნის (საქართველო, მოლდავეთი, ბულგარეთი, უკრაინა და თურქეთი) ორგანიზაციების მონაწილეობით.

ტრენინგის/ვორქშოფის მიზანი იყო ტრენინგის მონაწილეებისთვის ტურიზმის სფეროში კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის თანამშრომლობის ძირითადი პრინციპების, მოსაზრებებისა და ევროპული გამოცდილების გაცნობა. ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს და ჯგუფური მუშაობის ელემენტებს. ვორქშოფის დროს განხილული იქნა ის ძირითადი საკითხებიც, რაც მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე აჭარაში ტურიზმის განვითარების კუთხით. ტრენინგს ესწრებოდა 25 მონაწილე კერძო და სახელმწიფო სექტორიდან – ტურკომპანიების, სასტუმროების, ტურიზმის დეპარტამენტის, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.

ტრენინგი ჩაატარა მოწვეულმა გერმანელმა ექსპერტმა – კნუტ გერბერმა, რომელსაც გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება ტურიზმის (ეკო, ღვინის, პრომოუშენი, სატრატეგია), საერთაშორისო პროექტების რეალიზაციის, ტრენინგპროგრამების შემუშავების სფეროში. კნუტ გერბერი 4 წლის განმავლობაში (2004-2008) მუშაობდა საქართველოში GTZ/GIZ  ბიზნესის განვითარების პროგრამების კოორდინატორად. ის წარმოადგენს ასევე AREV (Assembly ofEuropean Wine Regions) საბჭოს წევრს, ევროპის საბჭოს „Wine Culture TourismExchange Project (WCTE)“ კოორდინატორს. ამჟამად კნუტ გერბერი მუშაობს დანუბე დელტას რეგიონის ტრანს-სასაზღვრო ტურიზმის განვითარების რეგიონალური პროექტის კოორდინატორად – GTZ/GIZ  პროგრამის ფარგლებში.

ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის აქტიურ თანამშრომლობაზე, რასაც ბევრი ქვეყნის მაგალითი ადასტურებს. როგორც მონაწილეები აღნიშნავენ, ტრენინგზე განხილული საკითხები ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო, რაც შემდგომში გამოადგებათ სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვაში და სახელმწიფო სექტორიც მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს იმ მიდგომებს, რაც ტრენინგის დროს იქნა განხილული. მათი აზრით, არსებულ ეტაპზე კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის თანამშრომლობა ტურიზმის სექტორში საწყის ეტაპზეა. ამ მხრივ გარკვეული ნაბიჯები გადადგმულია და პროცესების განვითარებისთვის გარკვეული დროცაა საჭირო, რომ ორივე სექტორმა კარგად გააცნობიეროს მსგავსი თანამშრომლობის დადებითი შედეგები და კიდევ უფრო გააქტიურდეს თანამშრომლობა.

ტრენინგი ასევე საინტერესო აღმოჩნდა ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებისთვის. მათი შეფასებით ბევრი საჭირო ინფორმაცია მიიღეს PPP-ის კონცეფციების, ამ სფეროში უცხოური გამოცდილებისა და წარმატებული ქეისების შესახებ, რაც გაზრდის მათი მუშაობის ეფექტურობას და ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარების პროცესების განვითარებას. ტრენინგის განმავლობაში გაჩნდა რამდენიმე საინტერესო იდეა, რომლის პროექტად ქცევის შემთხვევაში შესაძლებელია ჩვენმა რეგიონმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს PPP განვითარებაში, ქვეყნის მასშტაბით.

29-31 იანვარს გამართული ტრენინგი საინტერესო და ნაყოფიერი იყო მსმენელთათვის. მოლოდინი იმისა, რომ მივიღებდით ინფორმაციას, რაც დაგვეხმარებოდა შემდგომში ახალი იდეებით, უფრო წარმატებულად გვეთანამშრომლა კერძო სექტორთან, გამართლდა.

ტრენერს, ბატონ კნუტ გერბერს აქვს დიდი გამოცდილება ამ სფეროში, საინტერესო იყო თავად ტრენერის, კნუტ გერბერის მოსაზრებებიც ტურიზმის სფეროში მიმდინარე პროცესებზე:

როგორ შეაფასებდით ტურიზმის სექტორის განვითარებას აჭარის რეგიონში (და ზოგადად საქართველოში) ბოლო 5 წლის განმავლობაში? რა ცვლილებები შეინიშნება?

ჩემს მოსაზრებას 3 ნაწილად დავყოფდი: 1. ადამიანური რესურსები – სექტორში შეინიშნება უფრო ახალგაზრდული, გამოცდილი, მოტივირებული და „გარე გავლენისგან“ დამოუკიდებელი წარმომადგენლების არსებობა; ისინი აცნობიერებენ ცვლილებების საჭიროებას და ითხოვენ გარკვეულ ცვლილებებს, რომ მოერგონ ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს; გაუმჯობესებულია უცხო ენის ცოდნის დონე.

2. ინფრასტრუქტურა – მრავალი ახალი სასტუმრო გაჩნდა ბათუმში (უკვე მოქმედი, ნაწილი მშენებლობის პროცესში); სატრანსპორტო სისტემა აჭარაში (საჰაერო, რკინიგზა, საავტომობილო) გაუმჯობესებულია; სხვადასხვა ახალი ტურისტული პროდუქტი გამოჩნდა ბაზარზე.

3. ზოგადი შეფასება – აჭარის რეგიონში  „ავთენტურობა“ არ არის სათანადო დონეზე შენარჩუნებული და გამოკვეთილი;  შავი ზღვის რეგიონს თუ გადავხედავთ, აჭარის ტურისტულ პოტენციალს/კონკურენტულ უპირატესობებს მნიშვნელოვანი საფრთხე შეიძლება შეექმნას კონკურენტების მხრიდან; სერვისისა და ხარისხის საკითხი ჯერ ვერ არის საჭირო დონეზე მოგვარებული; აჭარის პოზიცირება ტურისტულ ბაზარზე ჯერ კიდევ არ არის მკაფიოდ განსაზღვრული; ეკოლოგიური სისუფთავის საკითხები საჭიროებს მოგვარებას ახლო მომავალში.

თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით (როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში) რას ურჩევდით სახელმწიფო და კერძო სექტორს თანამშრომლობის გაუმჯობესებისთვის, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას და რა მიმართულებით?

ეკონომიკური და რეგიონალური პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული ტურისტული კლასტერის ფორმირებაზე და ამისთვის საჭირო შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. რეგიონში უნდა არსებობდეს ტურიზმის მდგრადი განვითარების კარგად დაგეგმილი სტრატეგია, რომელიც მიმართული იქნება რეგიონის სოციალურ, კულტურული და ეკოლოგიური რესურსების რაციონალურად გამოყენებაზე.

ტურიზმის სექტორში პირდაპირ თუ ირიბად ჩართული ორგანიზაციების, კომპანიების, ინდივიდების მიზნების ბალანსირება დაგეგმვის პროცესის უმთავრეს სირთულეს წარმოადგენს. ტურიზმის განვითარების სტრატეგიის წარმატებისთვის აუცილებელია, რომ მასში გათვალისწინებული იქნეს სახელმწიფო, კერძო და სამოქალაქო სექტორის (საზოგადოების) მოსაზრებები და დაგეგმვის პროცესი უნდა იყოს მხარეებთან კონსულტაციურ მიდგომასა და კონსენსუსზე დაფუძნებული. ტურიზმის დაგეგმვა გრძელვადიანი და განმეორებადი პროცესია და არ მოიცავს მხოლოდ ერთ ეტაპს, მისი პერიოდული მოდიფიცირებაც საჭიროა.

PPP ანუ კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის თანამშრომლობა ტურიზმის განვითარების უმნიშვნელოვანესი საშუალება/ფორმაა, მაგრამ ეს საჭიროებს მრავალ წინაპირობას, ორივე მხარის სურვილს კომუნიკაციისა და პარტნიორობის კუთხით და შესაბამისი გარემოს ფორმირებას.

ტრენინგის დროს ნახსენები იქნა სერბეთში განხორციელებული ტურისტული პროექტების პარტნიორების გამოცდილება, რაც აჭარის რეგიონსთვისაც მნიშვნელოვანი იქნება კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებისთვის:

გაითვალისწინეთ თქვენი მიზნები;

დააბალანსეთ ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორების/ტურისტების ინტერესები;

ითანამშრომლეთ, მიიღეთ აქტიური მონაწილეობა პროცესებში და გქონდეთ კომუნიკაცია;

შეინარჩუნეთ და პრომოუშენი გაუწიეთ „ავთენტურობას“ და მაღალ ხარისხს;

პარტნიორობის საჭიროება უნდა გამომდინარეობდეს რეგიონში არსებული ორგანიზაციების საჭიროებებიდან;

აქტიურად ჩართეთ პროცესებში ისინიც, ვინც კულტურული თუ ეკოლოგიური გარემოს დაცვით და შენარჩუნებით (კონსერვაციით) არიან დაკავებული.

თითოეული რეგიონი, საზოგადოება განსხვავდება ერთმანეთისგან და ამიტომ რთულია რაიმე იდეალური ფორმის/მოდელის შექმნა ტურიზმში პარტნიორობისთვის. არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა მიდგომა, ყველა მცდელობა აუცილებლად წარმატებული ვერ იქნება…! მზად უნდა იყოთ მრავალი ცვლილებისთივს, ალტერნატივებისთვის, მცდელობებისთვის.


შსს-ს მონაცემებით ქვეყანაში ვიზიტორთა რაოდენობამ იკლო

 

რაც შეეხება იანვარ-თებერვლის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 600 396 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2%-ით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.

 

 შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:
 ტურისტი – 212 668 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 35,4%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 7,8%); 

 

ტრანზიტი – 115 653 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 19,3%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 14,6%); 

სხვა – 272 075 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 45,3%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 3,5%).

 

2015 წლის თებერვალშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-10%), აზერბაიჯანიდან (+8,5%), სომხეთიდან (+8,8%), რუსეთიდან (-7,3%) და უკრაინიდან (-14%) განხორციელდა.

 

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-თებერვალში გამოირჩნენ ლიტვა, გერმანია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი და იტალია (შესაბამისად 126%, 12%, 12%, 11%, და 10%), შუა აზიის ქვეყნებიდან უზბეკეთი (67%) და ყაზახეთი (20%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი – ბელორუსიის და მოლდოვას მოქალაქეები 43% და 21%–იანი მატებით.

 

მერია მრავალშვილიან დედებს ფულად საჩუქრებს გადასცემს

 

მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ინფორმაციით, დედის დღესთან დაკავშირებით ფულად ჯილდოს – 400-500 ლარს 19 სამშვილიანი და 36 ოთხშვილიანი ოჯახი მიიღებს.

 

„104 ოჯახი კი არის ხუთი და მეტშვილიანი და მათ ათასი ლარი გადაეცემათ. ეს ის ოჯახებია, ვისაც განცხადება ჰქონდა შემოტანილი ამ დროისთვის. პროგრამა გრძელდება და ფულადი საჩუქრის გადაცემა წლის ბოლომდე პერმანენტულად გაგრძელდება“ – ამბობს მერიის ჯანდაცვის განყოფილების უფროსი მარინა რუხაძე.

 

მრავალშვილიანი დედებისთვის დღეს ბონის კულტურის სახლში კონცერტიც გაიმართება.

 

 

 

შუახევში სკოლის მოსწავლე ჩამომხრჩვალი იპოვეს

ინფორმაცია  „ბათუმელებს“ ინწკირვეთის საჯარო სკოლის ბუღალტერმა, თემურ ჭაღალიძემ დაუდასტურა:

„წუხელ მოხდა ეს ამბავი. დილით იპოვეს ოჯახის წევრებმა სარდაფში ჩამომხრჩვალი“.

ბიჭს მშობლები გარდაცვლილი ჰყავდა, მას ბებია და ბაბუა ზრდიდა.

სოფელში  ამ წუთებში პოლიცია იმყოფება. როგორც შსს-ს პრესსამსახურში გვითხრეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

მურმან დუმბაძის ბიუროს ბათუმის მერიიდან ასახლებენ

 

 საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჭეიშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს, „რადგან ეს მერიის პრეროგატივაა“.

 

ბათუმის მერიის შენობაში პირველ სართულზე მურმან დუმბაძის ბიურო, სინამდვილეში ბათუმის მაჟორიტარის უმაღლეს საბჭოში აკაკი ძნელაძის ბიუროა. 

 

მუნიციპალიტეტს კანონმდებლობით აქვს ვალდებულება ბათუმის მაჟორიტარს ბიუროსთვის სამუშაო ფართობი გამოუყოს. 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერის მურმან დუმბაძის ბიუროც აკაკი ძნელაძისთვის გამოყოფილ ოთახში ფუნქციონირებს. აკაკი ძნელაძე „ბათუმელებთან“ განმარტავს, რომ მას მუშაობაში მურმან დუმბაძის ბიუროს წევრები ხელს არ უშლიან, თუმცა მისი ინფორმაციით, საკრებულო მურმან დუმბაძის ბიუროს შენობის დატოვების მოთხოვნის საკითხს განიხილავს.

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ახორციელებს სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს, კერძოდ, 10 საბაკალავრო, 6 სამაგისტრო და 4 სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამას.

ბაკალავრიატი: ისტორია; ფილოსოფია; თარგმანმცოდნეობა; თურქეთისმცოდნეობა; ქართული ფილოლოგია; რუსული ფილოლოგია; თურქული ფილოლოგია; ინგლისური ფილოლოგია; გერმანული ფილოლოგია; ფრანგული ფილოლოგია.

ბაკალავრიატის ორი საგანმანათლებლო პროგრამა:

– ქართული ფილოლოგია და ისტორია – სრულ სახელმწიფო დაფინანსებას იღებს.

მაგისტრატურა:  ლინგვისტიკა (ქართული ენა, რუსული ენა, თარგმანმცოდნეობა); ლიტერატურის თეორია და ქართული ლიტერატურათმცოდნეობა; ევროპეისტიკა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული  ფილოლოგია, ტრანსლატოლოგია, ბრიტანული და ამერიკული ლიტერატურა); ისტორია (საქართველოს ისტორია, მსოფლიო ისტორია); ეთნოლოგია; შავიზღვისპირეთისა და კავკასიის არქეოლოგია.

დოქტორანტურა:  ლინგვისტიკა; ლიტერატურათმცოდნეობა; ისტორია; არქეოლოგია.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფუნქციონირებს წლების განმავლობაში, საქართველოში სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ბაზაზე შექმნილი ცენტრები და კაბინეტები – ამერიკანისტიკის ცენტრი, თურქოლოგიის ცენტრი, ანგლისტიკის, რომანისტიკისა და გერმანისტიკის, ასევე კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინოლოგიისა და ნეოგრეცისტიკის კაბინეტები. ეს სასწავლო კაბინეტები აღჭურვილია სპეციალიზებული ბიბლიოთეკებითა და თანამედროვე ტექნიკით, რაც დიდ დახმარებას უწევს როგორც სტუდენტებს, ასევე პროფესორ-მასწავლებლებს.

ფაკულტეტზე ჩამოყალიბდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების ჩატარების ტრადიცია, რაც მომავალშიც გაგრძელდება და ხელს შეუწყობს სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის პოპულარიზაციას აკადემიურ წრეებში.

სწავლების ინტერნაციონალიზაციის განვითარებისათვის, საერთაშორისო განათლების ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით, სისტემატურად იმართება გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო პროექტების პრეზენტაციები. სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი გაცვლით პროგრამებში და სწავლას აგრძელებენ  ევროპის უნივერსიტეტებში.

სტუდენტთა მხარდაჭერისა და მათი ინტერესთა გათვალისწინებით, ფაკულტეტზე ხორციელდება საინტერესო პროექტები: ლიტერატურის მკითხველთა კლუბი, კინოკლუბი, დებატების კლუბი და ა.შ.

აქვე შევნიშნავთ, რომ სტუდენტთა სოციალური მხარდაჭერის მიზნით, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლების ხელფასის 1%-ი ყოველთვიურად ირიცხება სოციალურად დაუცველ სტუდენტთა დახმარების ფონდში. წარჩინებულ სტუდენტებს ენიშნება საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო სემესტრული და სახელობითი სტიპენდიები.

პირველი კურსის სტუდენტებს,რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციისას პირველ რიგში მიუთითებენ ბსუ-ს შესაბამის ფაკულტეტს/სპეციალობას და მე-4 არჩევით საგანში ექნებათ მაღალი ქულა, ენიშნებათ სტიპენდია 100 ლარის ოდენობით!

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ძლიერი მხარეებია:

აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების მრავალფეროვნება; სტუდენტთა სტაბილური რაოდენობა; გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობები; დამსაქმებელთა ინტერესი; სამეცნიერო პოტენციალი,  წარმატებული სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა; კომპეტენტური სამეცნიერო-პედაგოგიური კადრები.

ჩვენი ფაკულტეტის არჩევით თქვენ მიიღებთ:

ხარისხიან განათლებას, საინტერესო სტუდენტურ ცხოვრებასა და წარმატებულ მომავალს!!!

იყიდება გარემონტებული ბინა იაფად ჯავახიშვილის ქუჩაზე

 

 

ფოტო გადაღებულია რემონტის მიმდინარეობის დროს
ფოტო გადაღებულია რემონტის მიმდინარეობის დროს

 

ფოტო გადაღებულია რემონტის მიმდინარეობის დროს
ფოტო გადაღებულია რემონტის მიმდინარეობის დროს

 

ფოტო გადაღებულია რემონტის მიმდინარეობის დროს
ფოტო გადაღებულია რემონტის მიმდინარეობის დროს

ადლიაში ნაპირგამაგრებითი სამუშაოები დასრულდა

აჭარის სანაპირო ზოლის ადლიის მონაკვეთი 2013-2014 წლების სეზონური შტორმების დროს მნიშვნელოვნად დაზიანდა, გამოირეცხა პლაჟი და  დაზიანდა ნაპირის გასწვრივ მდებარე ინფრასტრუქტურა – სასეირნო ბილიკის სავალი ნაწილი, დაინგრა ბეტონის საყრდენი კედელი. ამასთან, საფრთხე შეექმნა ზღვის კიდიდან 30-50მეტრით დაშორებულ საავტომობილო გზას, რომელზეც, დღე-ღამეში, საშუალოდ, 6000-მდე მანქანა მოძრაობს.

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ადლიაში 1 კილომეტრამდე სიგრძის სანაპირო ზოლი გამაგრდა: აშენდა ქვანაყარი ბერმა, რომლის შრეებიც ისეა დაგეგმილი, რომ შტორმმა ნაგებობის გამორეცხვა ვეღარ მოახერხოს.

განხორციელებული სამუშაოები მოხსნის პრობლემებს, რომელიც ადლიის სანაპირო ზოლის ამ მონაკვეთზე წლების განმავლობაში არსებობდა, სანაპიროს შეუნარჩუნებს პლაჟს და განაპირობებს მიმდებარე გზაზე მოძრავი მანქანების უსაფრთხოებას.

პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 5,3 მილიონი ლარი შეადგინა.

ადლიის სანაპირო ზოლი

ბათუმელ მოკრივეს ტრავმა აწუხებს

 

გელა აბაშიძე

 

 

 

ამდენი ხნით რატომ გიწევთ თბილისში დარჩენა?

– ახლა ორკვირიან შეკრებას გავდივართ და რომ დავასრულებთ, სამი-ოთხი დღის მერე ისევ იწყება ახალი შეკრება.

 

ეს ვარჯიშები მხოლოდ A კლასის ტურნირისთვის მოსამზადებელი ეტაპია, თუ სხვა გეგმებიც გაქვთ?

– აგვისტოში ევროპის ჩემპიონატია. ჩემ წონაში სამი კონკურენტი სპორტსმენი ვართ. ჩვენ ცალ-ცალკე გამოვალთ შვეიცარიაში, პოლონეთსა და ბელორუსიაში. მე ბელორუსიაში ვიასპარეზებ. ვინც უკეთეს შედეგს მოიპოვებს, ის გაემგზავრება ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც აგვისტოში ჩატარდება.

 

ზაფხულში ერთერთი ტურნირის დროს მარცხენა მკლავი დაიზიანეთ, თუ გაწუხებთ ეს ტრავმა?

– ვარჯიშის დროს ცოტა მაწუხებს, მაგრამ გვყავს ექიმები და მასაჟებს ვიკეთებ. ჯერ კიდევ ვმკურნალობ. ამოგდებული მქონდა. შეჯიბრის მერე რთულად არის ხოლმე საქმე, მაგრამ იმედია, ეს ხელს არ შემიშლის.

 

რამდენად მზად ხართ ასპარეზობისთვის?

– მზად ვარ. მწვრთნელებიც და ჩვენც ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ.

ბავშვზე სქესობრივ ძალადობაში ბრალდებული 76 წლის მამაკაცის განაჩენი

 

სექსუალური კონტაქტი ძალადობის გარეშე, გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარ შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან – ეს არის ბრალდების მოკლე ფორმულირება. ბრალდებული 76 წლის მამაკაცია, რომელიც ბათუმში ტაქსის მძღოლად მუშაობდა, დაზარალებული გოგონა კი მის მეზობლად ცხოვრობს. განაჩენში წერია, რომ ბრალდებულმა 16:15 საათზე საკუთარ ავტომანქანაში დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით, ორალური სექსუალური კონტაქტის დამყარების გზით, ჩაიდინა სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება.

 

სასამართლოს განაჩენში წერია, რომ გარყვნილი ქმედება მამაკაცმა სასქესო ორგანოებზე შეხების გზით ჩაიდინა.

 

საქმეში დევს იმ ადამიანების ჩვენებები, რომლებმაც მტკიცებულებები შეაგროვეს. სასამართლოს განაჩენში წერია, რომ ფაქტი მოწმეების სამსახურის წინ, მანქანაში  მოხდა. დაზარალებულს წელსქვემოთ ჰქონდა გახდილი და ბრალდებული ხელით ეხებოდა სხეულზე, ხოლო ბრალდებულის სასქესო ორგანოს ტუჩებით ეხებოდა დაზარალებული, თვითმხილველებმა ეს პლანშეტური კომპიუტერით გადაიღეს. ვიდეო სასამართლოში გამომძიებელმა მიიტანა.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებული დ.ფ.-სთვის წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებით, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, დათვალიერების ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები, ვიდეოჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები.

 

ბრალდებულს ჩაუტარდა ექსპერტიზა: დასკვნის მიხედვით, ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნობიერებინა მისი ქმედება. განაჩენის გამოტანის პერიოდში კი ბრალდებული დაავადებულია „დროებითი ფსიქიკური აშლილობით, ისტერიული ფსიქოზით“. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედებებში. ბრალდებული დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, ამიტომაც ის საჭიროებს არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას.

 

მისი დიაგნოზია ფსიქიკური აშლილობა, ისტერიული ფსიქოზი და, შესაბამისად, სასამართლოს მიერ შეფარდებულ სასჯელს მოიხდის სამედიცინო დაწესებულებაში. სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი ასაკი, ამიტომაც სასჯელის ზომად კანონით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი, 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა [ეს დანაშაული 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს].

 

განაჩენი მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა გამოიტანა, სახელმწიფო ბრალმდებელი კი პროკურორი შოთა ხორავა იყო.

დავით ბაციკაძე მედეა ვასაძის წინააღმდეგ – პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება [პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა] ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც სამსახურებრივი მდგომარეობის, პროფესიული საქმიანობის ან სხვა გარემოების გამო ევალებოდა ამ საიდუმლოს დაცვა ან რომელმაც აღნიშნული ქმედება ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ [157-ე მუხლის მე-4 ნაწილი].

 

მედეა ვასაძე, დავით ბაციკაძეს [ანონსს, რომ შესაძლოა მას პროკურატურაში უჩივლოს] რამდენიმე დღის წინ წერილობით გამოეხმაურა.

 

 

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

მუხლი 157: პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა

 

1. პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, − ისჯება ჯარიმით ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

 

2. პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების,ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, − ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.

 

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) ანგარებით; ბ) არაერთგზის, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

 

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ,რომელსაც სამსახურებრივი მდგომარეობის, პროფესიული საქმიანობის ან სხვა გარემოების გამო ევალებოდა ამ საიდუმლოს დაცვა ან რომელმაც აღნიშნული ქმედება ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

 

შენიშვნა:

 

1. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (მოპოვება, შენახვა) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, რომელმაც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოპოვებული/შენახული ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს გადასცა და ჩადენილი/მოსალოდნელი სხვა დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაცია ამ გზით მიაწოდა.

 

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით“.

 

 

განათლების ახალი პროგრამა მასწავლებლობის მსურველთათვის

 

 

ქალბატონო სოფიკო, რატომ გახდა საჭირო ახალი საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის შემუშავება?

– მასწავლებლის საუნივერსიტეტო მომზადების ახალი პროგრამის კონცეფციის შემუშავების საჭიროება გამოიწვია რიგმა მიზეზებმა. მასწავლებლის საუნივერსიტეტო მომზადებამ უნდა უპასუხოს დროის გამოწვევებს. რა გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით? – შეიცვალა მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი. ახალი სტანდარტის მოთხოვნებს უნდა უპასუხოს განახლებულმა საუნივერსიტეტო პროგრამებმა. გადამუშავების პროცესშია ეროვნული სასწავლო გეგმა – ანუ იცვლება საგნობრივი სტანდარტები. ბუნებრივია, ეროვნულ სასწავლო გეგმას და მის მოთხოვნებს უნდა დაეყრდნოს განახლებული პროგრამები. განახლებული პროგრამების სწავლის შედეგები კი შესაბამისობაში უნდა მოვიდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის უფროსი მასწავლებლის კომპეტენციებთან.

 

ჩვენი საუნივერსიტეტო პროგრამების ერთ-ერთი სუსტი მხარე იყო ის, რომ არსებულ პროგრამებში ნაკლებად იყო გათვალისწინებული სასკოლო პრაქტიკა. მასწავლებლის მომზადების წარმოდგენილი კონცეფცია ემსახურება ასევე სასკოლო პრაქტიკის კომპონენტის გაძლიერებას. სასკოლო პრაქტიკა მასწავლებლის მომზადების პროგრამის ფარგლებში მოიაზრება, როგორც სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილი, რომელიც გამჭოლად გასდევს მთლიან სასწავლო პროცესს. კონცეფციის მიხედვით გათვალისწინებულია ასევე დამოუკიდებელი და ინტენსიური სასკოლო პედაგოგიური პრაქტიკა ე.წ. მაძიებლობა, რომლის მიზანია სათანადოდ მომზადებული, კერძოდ, პრაქტიკაზე ორიენტირებული კადრების შემოსვლა პროფესიაში.

 

ამგვარი პროგრამით მომზადებული ახალგაზრდები სკოლაში მუშაობის დაწყებისას მოიპოვებენ უფროსი მასწავლებლის სტატუსს, ანუ მეორე კატეგორიას. რადგან კატეგორია ანაზღაურებასთან არის მიბმული, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ერთგვარი მოტივატორია მასწავლებლის პროფესიაში წარმატებული ახალგაზრდების მოზიდვის.

 

რას გულისხმობს ახალი საბაკალავრო სამაგისტრო პროგრამა?

– ეს კონცეფცია მოიაზრება როგორც ინტეგრირებული აკადემიური საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 300 კრედიტის, პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულმა უნდა დაადასტუროს საგნობრივი, მეთოდური, კვლევითი და პრაქტიკული კომპეტენციები, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ მას მიენიჭება განათლების მაგისტრის ხარისხი.

 

იმისათვის, რომ ეს კონცეფცია რეალობად იქცეს, საჭიროა მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებების შეტანა. თუ საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები დროულად განხორციელდება და უნივერსიტეტები დროულად მოამზადებენ პროგრამებს, ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში აღნიშნული პროგრამით პირველი კურსდამთავრებულები გვეყოლება 2021 წლისთვის.

 

შეიცვლება  თუ არა რაიმე იმ სტუდენტებისათვის, ვინც ახლა სწავლობს პედაგოგიურ ფაკულტეტზე?

– ზოგადი განათლების კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით, მასწავლებლობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც დამთავრებული აქვთ განათლების მიმართულება. საგნის ბაკალავრი, ან მაგისტრი მასწავლებლობის უფლებას მოიპოვებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმატებით დაასრულებენ მასწავლებლის მომზადების დამოუკიდებელად არსებულ (60-კრედიტიან) პროგრამას.

 

მაშასადამე, პედაგოგიური განათლების მქონე კურსდამთავრებულებს დიპლომის მიხედვით აქვთ მასწავლებლობის უფლება, ხოლო ეროვნული სასწავლო გეგმის საგნის ბაკალავრებისა და მაგისტრებისთვის მასწავლებლობის უფლების მოპოვების გზას წარმოადგენს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლა. ამის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სერტიფიკატს, რაც მას აძლევს მასწავლებლობის უფლებას.

 

რა შედეგს ელოდებით პროგრამისგან?

– განახლებული პროგრამების მიზანია ახალი კადრების მომზადება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად და ამით განათლების სისტემაში არსებული როგორც რაოდენობრივი, ასევე ხარისხობრივი საკადრო დეფიციტის შევსება.

ახალი სამეანო დეპარტამენტი დედათა და ბავშვთა ცენტრში

 

სამეანო- გინეკოლოგიური დეპარტამენტი  40 საწოლზეა გათვლილი. ფუნქციონირებს ანტენატალური მეთვალყურეობის, სამეანო, გინეკოლოგიური და ნეონატალური სამსახურები. გაზრდილია საოპერაციო და სამშობიარო ბლოკების რიცხვი. ასევე, გაიზარდა საწოლების რაოდენობა კრიტიკული მედიცინის ნეონატოლოგიურ მიმართულებაში. აეწყო ელექტრონული მონაცემთა ბაზის სისტემა.

 

სამშობიაროს გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ მინიჭებული აქვს ბავშვისადმი კეთილგანწყობილი სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტის სტატუსი, ორჯერ დაჯილდოვებულია USAID/JSI-ის მიერ ეფექტური პერინატალური მოვლის პროგრამის წარმატებულად განხორციელებისათვის.

 

სამშობიროში დაცულია ოპტიმალური ძუძუთი კვების ყველა საფეხური.  ახლადგახსნილ მშობელთა სკოლაში ხდება მომავალი მშობლების მომზადება ორსულობის და მშობიარობის მიმდინარეობის, ახალშობილის მოვლისა და კვების, ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის და კონტრაცეპციის საკითხებზე.  ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის პრესსამსახური ავრცელებს. 

 

Exit mobile version