ნეტგაზეთი • RU

შავი ზღვის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში

 

დღეს, ბათუმში, შავი ზღვის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემაა “თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება: კონსტიტუციური სარჩელის ეფექტურობის გაზრდა”. კონფერენციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო  მასპინძლობს.

კონფერენციაზე განხილული იქნება შემდეგი თემები – საკონსტიტუციო სასამართლოების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ გამოყენებული სტანდარტები და შესაბამისი პრაქტიკა თავისუფლების და უსაფრთხოების უფლებასთან დაკავშირებით; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დაცვის მექანიზმები და მათი სამართლებრივი და პრაქტიკული შედეგები.

კონფერენციაზე მოწვეული არიან შავი ზღვის რეგიონისა და ბელორუსიის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები და მოსამართლეები. ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეები და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის წევრები; საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეები; საქართველოს პარლამენტის და მთავრობის წევრები; არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონფერენციას მართავს ევროკავშირის პროექტის “საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერის”, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციისა (GIZ) და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის მხარდაჭერით.

კონფერენცია ხვალ, 28 ივნისს დასრულდება.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.