როგორ დავამარცხე საკუთარ თავში ქსენოფობი

 

თავის ესეში ბესო ხოზრევანიძე იმაზე წერს თუ როგორ დაამარცხა საკუთარ თავში ქსენოფობი. ბესოს ესეს სრულად  ვაქვეყნებთ:

 

,,სანამ ადამიანის სულში არ შეაღწევ მანამ ნუ განსჯი“,  – დაახლოებით ერთი წლის წინ მეგონა ამ ფრაზის მნიშვნელობა მესმოდა, სინამდვილეში მეც ქსენოფობიით სავსე ბრბოს ,,ღირსეული” წარმომადგენელი ვიყავი და ისევე როგორც ამ ბრბოს თითოეულ წევრს, მეც მაწუხებდა ,,ციგნების თავხედობა“. ვღიზიანდებოდი, როდესაც ქუჩაში არხეინად მოსიარულეს მეგობრებთან ერთად, მოწყალებას მთხოვდა „ყველასათვის ცნობილი, თავხედი ციგანი“, რომელსაც  სალანძღავი სიტყვებით ,,ვამკობდი“ და რა თქმა უნდა, ბოშაც აგრესიით მპასუხობდა. მისი დამცირების შემდეგ მედიდურად მივაბიჯებდი მეგობრებთან ერთად და ვამაყობდი, რომ მე ეს გავაკეთე.

 

ბესო ხოზრევანიძე
ბესო ხოზრევანიძე

წარმოუდგენლად მიმაჩნდა, თუ როგორ შეეძლო ბოშას ჩემნაირად ეფიქრა, რამე ეგრძნო ან საერთოდ რაიმეთი ჩემნაირი ყოფილიყო. მე ვიცოდი და ამაში საკმაოდ მყარად ვიყავი დარწმუნებული, რომ ყველა ბოშა თავს გამოძალვით ირჩენდა.

 

ერთი წლის წინ მეგობრის თხოვნით გავწევრიანდი ,,ბათუმის ახალგაზრდულ ცენტრში“, რომელიც მისვლის დღიდან ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. იქ არსებული გარემო მაგრძნობინებდა, რომ აქ ყველას უანგაროდ უყვარდა ერთმანეთი, ეს არის ერთი არცთუ ისე პატარა ოჯახი, სადაც ყოფნა არასოდეს მბეზრდება. ერთ-ერთი აქტივობა  ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,  16 ნოემბერს უნდა წავსულიყავით სკოლაში სადაც ბოშები სწავლობდნენ. გამიკვირდა, ბოშა შეიძლება სწავლობდეს?! ამიტომ, გადავწყვიტე მიმეღო მონაწილეობა ამ აქტივობაში.    

 

როცა საკლასო ოთახში შევედით ყველა გაჩერდა და მორცხვად იყურებოდნენ, ცოტა უცნაირად მეჩვენა ბოშების მსგავსი საქციელი, მაგრამ შევეცადე გაოცება დამემალა.  ცოტა ხნის შემდეგ მასწავლებელმა მათ სთხოვა ,,ბოშური“ ეცეკვათ და ისინიც ღიმილით დათანხმდნენ. ისინი ცეკვავდნენ ენერგიულად და ვხედავდი, რომ ისინი ბედნიერები იყვნენ. უცებ უკნიდან ვიღაცა ნაზად მირტყამდა ზურგზე ხელს, შევცბი და სწრაფად მოვიხედე, ჩემს უკან პატარა გოგონა იდგა აციმციმებული თვალებით და მიყურებდა, მორიდებით მკითხა: ,,შეიძლება შენთან სურათი გადამიღოს იმან?“ (მიმითითა ჩემს მეგობარზე რომელსაც ფოტოაპარატი ეჭირა). ცოტა დავიბენი, მაგრამ სწრაფად ვუპასუხე რა თქმა უნდა მეთქი, მეგობარს ვთხოვე ფოტო გადაეღო და დავიხარე პატარა გოგონასკენ, მან ხელები კისერზე მომხვია, ისე მაგრად, ისე მაგრად, თითქოს მისი ახლო ნათესავი ვიყავი, რომელიც დიდი ხანი არ ენახა.

 

იმ მომენტში მისგან იმხელა  სითბო ვიგრძენი, ალბათ ცხოვრების ბოლომდე გამყვება… ის  ჩემი იქ ყოფნის პერიოდში გვერდიდან არ მომშორებია, მოჰყავდა თავის მეგობრებს და მაცნობდა, მეც ღიმილით ვეცნობოდი. წამოსვლისას გოგონამ მკითხა: ,,კიდე ხომ მოხვალ?“  მეც დაუფიქრებალდ ვუპასუხე: ,,რათქმაუნდა, რა მოგიტანოთ?“, შერცხვა და მიპასუხა: ,,ზღაპრები  ოღონდ ნახატები, რომ აქვს“. გოგონას დავპირდი, რომ ,,ნახატებიან ზღაპრებს“ მოვუტანდი და თბილი ჩახუტების შემდეგ დავემშვიდობე.

 

ეიფორიაში ვიყავი, ჩემს გონებაში გადატრიალება მოხდა, მინდოდა იქ კიდევ დავბრუნებულიყავი და იმ გოგონასთვის ბოდიში მომეხადა, მომეხადა იმისთვის, რასაც მე მათზე ადრე ვფიქრობდი. მე მივხვდი, რომ ჩემდამი მათი აგრესია ისევ და ისევ ჩემი ბრალი იყო, რომ ისინიც საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან, მათაც შეუძლიათ სიყვარული, ისინიც ცდილობენ იყონ კარგები და არიან კიდეც. ყოველი ბოშას დანახვისას ქუჩაში ის გოგონა მახსენდება, როცა ფულს მთხოვენ მოკრძალებით ვეუბნები უარს არქონის შემთხვევაში, მართალია ამის გამეორება შეიძლება რამდენიმეჯერ მომიხდეს,  მაგრამ ბოლოს მაინც სევდიანი თვალებით შემომხედავენ და მიდიან. ამის შემდეგ მაქსიამლურად ვცდილობ დავიცვა უმცირესობების უფლებები, რაშიც ეს პროექტი მეხმარება და დარწმუნებული ვარ დიდი თუ მცირე ძვრებით, შევქმნით  ასე თუ ისე სრულფასოვან თემს.

 

ჩვენ  კიდევ ერთხელ ვესტუმრეთ ბოშებს და, რათქმაუნდა, ჩვენ პატარა გოგონასა და მის თანატოლებს ,,სურათებიამი ზღაპრები“ მივუტანეთ. 

დამლაგებლის ვაკანსია კერძო ვილაზე

 

ძირითადი მოვალეობები:

1. საცხოვრებელი ფართობის, დერეფნების, კიბეებისა და სველი წერტილების დალაგება

2. კედლების, იატაკის, ჭერის, კარების, ფანჯრების, ხალიჩებისა და ავეჯის მტვრისგან გასუფთავება, მოხვეტა და მოწმენდა ხელით ან საგანგებო მოწყობილობით;

3. უნიტაზების, ხელსაბანების და სხვა სანიტარულ-ტექნიკური წერტილების გაწმენდა და დეზინფექცია;

4. ნაგვის შეგროვება და სპეციალურ ადგილზე გატანა;

5. სარეცხი და საწმენდი საშუალებების რაოდენობისათვის თვალყურის დევნება;

6.სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და სისუფთავის კონტროლი შენობაში;

7. სარეცხის განკუთვნილ ადგილზე გადატანა;

8. ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.


დამატებითი მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევები:


რუსული ენის კარგად ცოდნა; დიდი ფართობის დალაგების გამოცდილება; გულმოდგინება და აკურატულობა; სარეცხი და საწმენდი საშუალებების გამოყენების ცოდნა და გამოცდილება; მავნე ჩვევების გარეშე; გარეგნულად სასიამოვნო შესახედაობა; სუბორდინაციის დაცვის უნარი; ჯანმრთელი; კეთილსინდისიერება და პასუხისმგებლობის გრძნობა; ქრონიკული ინფექციური დაავადებების არ ქონა.


გთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნოთ ელფოსტაზე:teako61@gmail.com

მობილური: (577) 17 27 86

შემოქმედებითი ოლიმპიადა ქედაში

 

ოლიმპიადაში, რომლის მიზანიც ახალგაზრდა თაობაში  ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის წარმოჩენა და პოპულარიზაციაა,  ქედის მუნიციპალიტეტში მოქმედი ცხრა საჯარო სკოლის ანსამბლი მონაწილეობდა.


მოსწავლეების შემოქმედება შვიდი წევრისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა. მეორე ეტაპზე გადასული ანსამბლების ვინაობა 13 მაისს გახდება ცნობილი, რის შემდეგაც, 14 მაისს ქედის კულტურის ცენტრში ჩატარდება ოლიმპიადის მეორე ეტაპი და მასში მონაწილეობას ქედის ანსამბლებთან ერთად შუახევისა და ხულოს საჯარო სკოლის შემოქმედებითი ჯგუფებიც მიიღებენ. 

სახალხო დამცველი: სახელმწიფოს ვალდებულება უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოება

 

უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველის შეფასებით, აჭარის მაღალმთიანეთში  მოსახლეობის მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში არის მინიმალური და მაღალმთიან აჭარაში საინფორმაციო ვაკუუმი მეტ პრობლემას წარმოშობს. ჰესების მშენებლობასთნ დაკავშირებით უჩა ნანუაშვილმა შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტებიც ახსენა, საუბარი იყო იმაზეც, რომ, მაგალითად, ჰესების მშენებლობაზე არათანაბარი მოპყრობა არსებობს თანამშრომლებს შორის. სახალხო დამცველის თქმით, შრომის უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით არსებობს ხარვეზები, რაც ფიქსირდება პრაქტიკაში და რასაც მისი შეფასებით, საკანონმდებლო მიზეზებიც გააჩნია. სახალხო დამცველმა „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა.


ბატონო უჩა, უსაფრთხოების ნორმებსა და შრომის კოდექსის დარღვევაზე საუბრობდით. კონკრეტული ფაქტი თუ შეგიძლიათ დაგვისახელოთ?

რამდენიმე დღის წინ, სამუშაოს შესრულების დროს, ორი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი მძიმედაა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ეს ტრაგედია საღამოს რვა საათის შემდეგ მოხდა, ანუ არასამუშაო საათებში მუშაობდნენ. ის, რომ ქვეყანაში მინიმალური სტანდარტი არ არსებობს შრომის უსაფრთხოების დაცვის  და ეს არც ამ კომპანიაში, მე მგონი არავისთვის არ არის სიახლე. ჩვენი რეკომენდაციაა, აუცილებელია შეიქმნეს სახელმწიფო ორგანო, რომელიც რეგულარულ ვიზიტებს განახორციელებს ნებისმიერ კომპანიაში, რომ შემოწმდეს, რამდენად არის დაცული  შრომის უსაფრთხოების პირობები. ასეთი ორგანოს არ არსებობა ხელს უწყობს მსგავსი ფაქტების გახშირებას. ეს ბოლო ტრაგედია კიდევ ერთი დადასტურებაა იმისი, რომ სახელმწიფოს ვალდებულება – უზრუნლყოს შრომის უსაფრთხოება ქვეყანაში, არ არის დაცული.

 

ზემო აჭარაში ყოფნის დროს მთელი სიმძაფრით ვიგრძენი, რომ მთის კანონის მიღება უნდა დაჩქარდეს. ამ კანონმა უნდა შექმნას ის ბერკეტები, რომ შეჩერდეს მიგრაციული პრობლემები. მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობა ითხოვს მეტ ინფორმაციას ამ კანონის შესახებ. გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეები უნდა იყვნენ ჩართულები. ამ კანონის შეღავათებზე, სამწუხაროდ, მოქალაქეებს არ აქვთ ინფორმაცია. კირნათის თემში მოსახლეობასთან შეხვედროს დროს სასაზღვრო ზოლში, სასოფლო სამეურნეობის მიწის დამუშავებისა და  მიწის რეგისტრაციის პრობლემაა. აჭარაში ყველაზე მძაფრად არსებობს მიწის რეფორმის გაჭიანურება, ეკომიგრანტების პრობლემა, სათანადო საცხოვრების პრობლემა საოციალურად დაუცველებისთვის.

 

პრობლემების ჩამონათვალი, რაზეც თქვენ ისაუბრეთ, ძალიან დიდია. ხომ არ აპირებთ აჭარაში სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერებას, ანუ ადამიანური რესურსის დამატებას?

 

იმისთვის, რომ გაძლიერდეს და გაფართოვდეს ჩვენი საქმიანობის არეალი, სახალხო დამცველის აჭარის ოფისის გაფართოებას ვგეგმავთ. იმედი მაქვს, ახალ თანამშრომელს მალე ავიყვანთ. გარდა ამისა, მალე თანამშრომელი გვეყოლება გურიაში, საუბარია ასევე რეგიონალური ოფისის გახსნაზე გურიაში.

 

რომელი უწყება ასრულებს ყველაზე უკეთ თქვენს რეკომენდაციებს და რომელი უგულვებელყოფს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს?


რაც შეეხება რეკომენდაციების შესრულებას, ყველაზე რთულია მაინც სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობაა, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მისამართით არის ყველაზე მეტი რეკომენდაცია. რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით ხშირად გვაქვს დისკუსია ამ ორგანოს წარმომადგენლებთან, მაგალითად, რა ითვლება რეკომენდაციის შესრულებად – ის, რომ ჩვენ მივმართავთ და დაიწყება გამოძიება, თუ ის, რომ კონკრეტული საქმის გამოძიება უნდა დასრულდეს და დადგეს რეალური შედეგი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შედეგი და არა ის, რომ მხოლდო დაიწყოს ძიება. ბევრი საქმე გვაქვს, სადაც შედეგი არ არის. უწყებები, რომელიც ასრულებენ ჩვენს რეკომენდაციებს, ძალიან ბევრია და ამის ჩამოთვლა გამიჭირდება, ერთ-ერთი ასეთი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროა.  

 

 

ქობულეთის გამგებელი: აპრილის თვეში ხელფასი 6 ათასი ლარი ავიღე

 

რეზო ხარაზი
რეზო ხარაზი

„ქობულეთის საკრებულოსა და გამგეობაში აპრილის თვეში ხელფასებსა და პრემიებში გაიცა 220 ათასზე მეტი ლარი. საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებელი არ ჩამორჩნენ ერთმანეთს და აიღეს 8-8 ათასი ლარი. ჩვენი ინფორმაციით, იგივე მდგომარეობაა სხვა მუნიციპალიტეტებშიც. ჩვენ მივმართავთ  პრემიერ-მინისტრს და არჩილ ხაბაძეს. ჩვენ გვაინტერესებს, რას ფიქრობენ ისინი გამგებლის და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ერთ თვეში მიღებულ 8 ათას ლარიან შემოსავალზე, რამდენად ადეკვატურია მათი შემოსავლები არსებულ რეალობასთან“, – აცხადებს „ბათუმელებთან“ რეზო ხარაზი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის გამგებლობის კანდიდატი იყო.

 

სულხან ევგენიძე
სულხან ევგენიძე

ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის ინფორმაციით, მას აპრილის თვეში 8 ათასი ლარის შემოსავალი არ მიუღია. „ყველა მუნიციპალიტეტმა საშობაო და სარვამარტო პრემია გასცა, მე არ გამიცია. მე სააღდგომოდ გავეცი. რაც შემეხება პირადად მე – აპრილის თვეში მივიღე კვარტალური დანამატი – 2 ათასი ლარი, სააღდგომო პრემია – 2 ათასი ლარი და ცხადია ხელფასი –  2 ათასი ლარი. სააღდგომოდ 100%-იანი პრემია მიიღო ყველა თანამშრომელმა. სხვა თვეებში დამსახურების მიხედვით იღებენ. ხელფასები არის ძალიან დაბალი, ამიტომ ჭირს ამ ხელფასებზე კვალიფიციური კადრების დაქირავება“, – ამბობს სულხან ევგენიძე.

 

სულხან ევგენიძე ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას ურჩევნია მის მიერვე გაცემულ პრემიებს მიხედოს, როცა ის ხელისუფლებაში იყო.

სულხან ოქროპირიძე
სულხან ოქროპირიძე

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე არ აზუსტებს თუ რა თანხა აიღო აპრილის თვეში შემოსავლის სახით. „არ დამიჯამებია, ჩვეულებრივ ავიღე ხელფასი, პრემია და პრემია“, – უთხრა მან „ბათუმელებს“ და დასძინა: – „რაც შეეხებე საპრემიო პოლიტიკას ქობულეთში, მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, წელს მხოლოდ ერთხელ გაიცა პრემია, დანარჩენი როგორც არის. წელს მხოლოდ ერთხელ ვაპირებთ სადღესასწაულო პრემიის გაცემას, მიუხედავად იმისა, რომ სამჯერ გვაქვს პრემიის გაცემის უფლება“.

 

სულხან ოქროპირიძე პრემიების საკითხზე გარკვეულ რჩევებს აძლევს ნაციონალურ მოძრაობასაც:  „ჩვენთან არის ნაციონალური მოძრაობის ორი ფრაქცია. არც ერთ მათგანს არ უთქვამს პრემიის აღებაზე უარი… ზოგადად, მათ მიერ აღებულ პრემიებს და მათ მიერ გატარებულ პოლიტიკას გადახედონ… რამდენს იღებდნენ მე ნამდვილად არ დავინტერესებულვარ, მაგრამ იგივე პოლიტიკას აგრძელებდნენ, რაც იყო“.

წითელი ნეკერჩხლები ბათუმის სკვერებში

 

ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის დირექტორის, ეთერ მაჭუტაძის განმარტებით, წითელი ნეკერჩხლის ნერგები, რომლებიც იმ სკვერებშია გადარგული, სადაც აქამდე ძირითადად პალმები იყო განთავსებული (მაგალითად ევროპის მოედანი, ბაგრატიონის ქუჩის გამოყოფი ზოლი) ვერ დაჩრდილავს პალმებს, რადგან „ეს არის პარკის სტილის ნეკერჩხლები“, ანუ ეს ნეკერჩხლები პალმებზე მაღალი ვერ გაიზრდება.

 

ეთერ მაჭუტაძის ინფორმაციით, ნეკერჩხლების სიმაღლე, რომლებიც ამ დროისთვის არის დარგული, მაქსიმუმ 4 მეტრია.

 

„100 ათასი ლარის ნერგები – 485 ცალი თურქეთიდან შემოვიტანეთ (ტენდერის გზით), ხოლო დანარჩენი ადგილობრივ სანერგეებშია გამოყვანილი. წლის ბოლომდე კიდევ 4000 ნერგი გამოვა სანერგეებიდან“, – ამბობს ეთერ მაჭუტაძე.

 

გარდა ამისა, ბათუმის მერიის ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების  სამსახური 1,2 მილიონი ერთწლიანი ჩითილის დარგვას აპირებს წელს, მათგან 600 ათასი ცალი ჩითილი არის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის, ამდენივე შემოდგომა-ზამთრის სეზონის.

 

Thalasso Bretagne – იგრძენი თავი ახალგაზრდად ყველა ასაკში

 

პროცედურა გრძელდება მინიმუმ ერთ საათს და მაქსიმალური ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენი კანის მდგომარეობაზე.

იგრძენით, რომ რომ ხართ ყველაზე ჯანმრთელი, ახალგაზრდა და ლამაზი

 

ჩაწერის მსურველებმა დარეკეთ წინასწარ.: 555 00 10 60

 

ქირურგიული კლინიკა ,,Salve”

მისამართი: ბათუმი,

ლუკა ასათიანის ქ. #58

ამერიკული კომპანიის ფილიალი ბათუმში

 

„თბილისის შემდეგ, ბათუმის ფილიალი მეორეა, რომელსაც „პრესიჟენ ავტო“ საქართველოში ხსნის. წლის ბოლომდე ქუთაისსა და რუსთავში დაგეგმილია კიდევ ორი ფილიალის გახსნა. დღევანდელი ღონისძიება იმ 2 მილიონი დოლარის ინვესტიციის ნაწილია, რომელსაც „უცხოური კერძო საინვესტიციო კორპორაცია“ (OPIC) ახორციელებს“, – ამ შინაარსის განცხადებას ავრცელებს ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის ფეისბუქგვერდი.

 

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 1993 წლიდან დღემდე OPIC-მა საქართველოში 500 მილიონ დოლარზე მეტი დააბანდა. 

პრიორტეტების კომისია და მთავრობის მუშაობის კონტროლი

 

ფოტო რამაზ ბოლქვაძის ფესიბუქ გვერდიდან
ფოტო რამაზ ბოლქვაძის ფესიბუქ გვერდიდან

2014-2015 წლებში რა სამუშაო შეასრულეთ და რა ანალიზი დადო კომისიამ?

პრიორიტეტების კომისია ადრეც ფუნქციონირებდა – ბიუჯეტის შედგენასთან დაკავშირებული პროცესების კოორდინაცია, პროგრამების შერჩევა და ამ ინფორმაციის მთავრობისთვის წარდგენა ევალებოდა. 2013 წლამდე ამ კომისიას დიდი ყურადღება არ ექცეოდა – თემების განხილვა, დისკუსიები ან გადაწყვეტილების მთავრობაზე წარდგენა არ ყოფილა. დირექტივა მოდიოდა ზევიდან. შემდეგ იუსაიდთან ერთად შევიმუშავეთ პროგრამული ბიუჯეტის შედგენის სახელმძღვანელო. მასში აისახა, თუ რა ეტაპები უნდა გაიაროს ბიუჯეტმა შევსებამდე. ვინ მიიღებს გადაწყვეტილებას  და ვინ აგებს პასუხს ამ გადაწყვეტილებაზე.

 

ამ სახელმძღვანელოში ასახული პირობებიც  ხომ არ დარჩა მხოლოდ დოკუმენტზე?

საწყისი ეტაპისთვის წარმატებულად მიდის ეს ყველაფერი. წლის ბიუჯეტებში ცვლილებისას პრიორიტეტების კომისია იკრიბება, შესატან ცვლილებებს განიხილავს და თავის რეკომენდაციას დებს. ვთქვათ, განათლების ან სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოითხოვს ცვლილებას – ნარჩენი თანხა ერთი პროგრამიდან მეორე პროგრამაში უნდა გადავიდეს. პრიორიტეტების კომისია ითხოვს დეტალურ ინფორმაციას, რატომ მაინცადამაინც ამ მიმართულებით უნდა წავიდეს? იქნებ შესაძლებელია, ის რაც გასაკეთებელია ოთხ წელიწადში, გაკეთდეს ორ წელიწადში დაჩქარებული ტემპით, და ასე შემდეგ… ამ ყველაფერს წარვუდგენთ მთავრობას. თუ დაგვეთანხმება, გადის ჩვენი ვერსია. მთავრობას აქვს უფლება, პრიორიტეტების კომისიას რაღაც ეტაპზე არ მოუსმინოს.

 

რატომ არ სრულდება ბიუჯეტი – ამას პრიორიტეტების კომისია არ აანალიზებს?

ყოველი კვარტლის ბოლოს პრიორიტეტების კომისია სხდომაზე იხილავს, თუ რა დაბრკოლებაა ამ თუ იმ პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით, საერთოდ, არის თუ არა დაბრკოლება… მოქმედი კანონმდებლობით არ არის აუცილებელი მოთხოვნა, მაგრამ აჭარის მთავრობას უნდა ჰქონდეს სახელმწიფო დონეზე გაწერილი სამოქმედო გეგმა. ნებისმიერი ახალი მთავრობა დებს პროგრამას და ამ პროგრამის მიხედვით შემდეგ ადგენს პროგრამებს, ქვეპროგრამებს. კანონმდებლობა არ ითხოვს, აჭარის მთავრობას ჰქონდეს დაწერილი სამოქმედო გეგმა, საუბარია ოთხწლიან სამოქმედო გეგმაზე. აჭარის მთავრობა ამ შემთხვევაში ეყრდნობა ცენტრალური სამინისტროების მიდგომებს, ანუ თუ ცენტრალური მთავრობა პრიორიტეტს ანიჭებს სახელმწიფო ჯანდაცვას, ის ავტომატურად გადმოდის აქაც. ჩვენ გამოვდივართ შუალედური რგოლი. შესრულების მონიტორინგის დროს ნათლად ჩანს, თუ რომელიმე პროგრამას აქვს პრობლემა, ვმსჯელობთ ამ პრობლემის გადაწყვეტის გზებზე და რეკომენდაციით შევდივართ, უმჯობესი ხომ არ იქნება ეს პროგრამა გავაჩეროთ და სხვა პროგრამა გავაგრძელოთ.

 

ბიუჯეტის ვერ შესრულება როცა გაანალიზეთ, რა მიზეზები დაინახეთ?

საბიუჯეტო კანონში ცვლილება შეგვაქვს. პროგრამის ან ქვეპროგრამის ღონისძიებებს შორის თანხის გადანაწილება იქნება შესაძლებელი გარკვეული პროცენტულობით. როცა რაღაც პროგრამა დგება, ყველაფერს ზუსტად ვერ გათვლი. თუ ერთ ღონისძიებაზე დაგვრჩა თანხა იმის გამო, რომ ეკონომია მივიღეთ და გვინდა სხვა ღონისძიებაში გადატანა, ამას კანონმდებლობა არ არეგულირებდა. ეს ხელშემშლელი ფაქტორი იყო, რადგან სანამ ბიუჯეტში ცვლილება შევიდოდა, მანამდე ვერაფერს ვაკეთებდით. საჭირო იყო ბიუჯეტის კანონის შეცვლა.

 

ანუ საკანონმდებლო ინიციატივა გაქვთ?

დიახ. საუბარია იმაზე, რომ პროგრამა არის, ვთქვათ, 100 ლარის დაფინანსებით.  ის ჩაშლილია 50, 20 და 30 ლარად. დავაწესებთ რეგულაციას, რომ თუ საჭიროება დადგა ამ ასი ლარის არაუმეტეს ხუთი პროცენტისა გადანაწილდეს ღონისძიებებს შორის, თუ ერთს დააკლდა ან მეორეს მორჩა, მეორედან გადავიტანოთ პირველში, ან პირიქით. ან საერთოდ თუ დარჩა, შეგვიძლია ახალი ღონისძიებაც კი გავაჩინოთ. ოღონდ არაუმეტეს ხუთი პროცენტისა. ეს ზუსტად ის თანხაა, რაც შეიძლება იყოს დაგეგმვის ცდომილება, ვთქვათ, ინფლაციური პროცესი განვითარდა ან ფასების ზრდა.

 

თუ ხუთ პროცენტზე მეტი დარჩა?

იმ თანხას ვერ შეეხებიან, თანაც ამ ყველაფერზე გადაწყვეტილებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო იღებს. ოღონდ ამას აუცილებლად წინ უნდა უძღოდეს პრიორიტეტების კომისიის დასკვნა. გავითვალისწინეთ იუსაიდის რჩევა,  რომელიც დაგვეხმარა ამ დოკუმენტის მომზადებაში, კომისიაში შევიდნენ მინისტრების მოადგილეები, რომლებიც უშუალოდ ჩართულნი არიან კონკრეტულ საქმეში. რა თქმა უნდა, მინისტრებიც არიან ჩართულნი, მაგრამ მინისტრი ზოგად პოლიტიკას განსაზღვრავს და მოადგილეები იმისთვის ჰყავს, რომ კონკრეტულ მიმართულებებს კურირება გაუწიონ. კომისიაში შედიან მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებიც, ვიკრიბებით  და ვიღებთ გადაწყვეტილებას.

 

ექსპერტები პროცესებს კრიტიკულად აფასებენ. როგორც კომისიის თავმჯდომარემ, როგორც დამკვირვებელმა, რომელიც დებს რეკომენდაციას, რომ გვითხრათ, რაშია საქმე ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით, რატომ დგას ეს პრობლემა მუდმივად?

პირველი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ როცა ბიუჯეტი იგეგმება, უნდა ეფუძვნებოდეს რაღაც დოკუმენტს. ვსაუბრობ მხარჯავ დაწესებულებაზე. ჩემი აზრით, სამინისტროებს უნდა გაჩნდეთ საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა, სადაც უნდა ჰქონდეთ გაწერილი, თუ რას აპირებენ უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში, ეს არის სტრატეგიული გეგმა, თუ ის არ არსებობს, მაშინ არსებობს დიდი შანსი, რომ გეგმა ვერ შესრულდება ან შესრულდება ნაწილობრივ. აი, ეს არის პრობლემა.

რეაბილიტაციის მიღმა დარჩენილი სკოლები

 

თხილვანის საჯარო სკოლა
თხილვანის საჯარო სკოლა

აჭარაში სულ 229 საჯარო სკოლაა. როგორც „ბათუმელებს“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში უთხრეს, სკოლების 74% უკვე რეაბილიტირებულია, დანარჩენი სკოლების რეაბილიტაცია კი, ეტაპობრივად მოხდება.

 

აჭარის განათლების სამინისტრო სკოლების რეაბილიტაციისთვის ორ პროექტს ახორციელებს. საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის სამინისტრო 4 268 520 ლარს დახარჯავს. გასულ წელს იგივე საქმისთვის 2 419 808 ლარი დაიხარჯა.

 

1 587 446 ლარია გათვალისწინებული საპანსიონო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ინვენტარით აღჭურვისათვის. გასულ წელს იმავე მიმართულებით   703 736 ლარი დაიხარჯა. ოფიციალური ინფორმაციით, ამ თანხით წელს დასრულდება და ინვენტარით აღიჭურვება  დაბა შუახევის საჯარო  სკოლის საპანსიონო კორპუსის მშენებლობა.

 

განათლების სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციით, წელს რეაბილიტაცია 7 სკოლას ჩაუტარდება: ქედაში – სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლას, ხულოში – ძირკვაძეების საჯარო სკოლას, ქობულეთში – ქვედა სამების საჯარო სკოლას. სოფელ ხიხაძირის საჯარო სკოლაში მოეწყობა გათბობის სისტემა. ამავე თანხაში გათვალისწინებულია ბათუმის #20 საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის სახურავის და სკოლის ფასადის რეაბილიტაცია. ბათუმის #27 საჯარო სკოლის შენობის ფასადის რეაბილიტაცია. ასევე ბათუმის #26 საჯარო სკოლის პირველი სართულის რეაბილიტაცია შშმ მოსწავლეებისთვის.

დაგეგმილია ოთხი სკოლის მშენებლობა. გეგმის მიხედვით, ახალი სკოლის შენობები ექნება ტუნაძეების საჯარო სკოლას, ფურტიოს, ზედა ჭარნალისა და ბათუმის #1 საჯარო სკოლებს.

 

სამინისტრო ასევე გეგმავს მაწყვალთის, სოფელ კვირიკეს #1 და სოფელ დანდალოს საჯარო სკოლების პროექტების შეძენას, ახალი სკოლების ასაშენებლად. პროექტს შეიძენენ შუახევში, სოფელ ჟანივრის დამწვარი სკოლისთვისაც.

 

ცალკეა გამოყოფილი თანხა სპორტის განვითარების ხელშეწყობისთვის. ამ მიზნით სამინისტრო 347 500 ლარს დახარჯავს. დაგეგმილია 7 საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის მოწყობა.

 

სპორტული დარბაზები ქედაში, სოფელ ვაიოს საჯარო სკოლაში, დაბა ხულოს საჯარო სკოლაში, ხიჭაურის საჯარო სკოლაში, ხელვაჩაურში სოფელ ჭარნალისა და სოფელ ერგეს საჯარო სკოლებში, ასევე ქობულეთში სახალვაშოსა და ცეცხლაურის საჯარო სკოლებში მოეწყობა.

 

სკოლების რეაბილიტაცია აჭარაში 2005 წელს დაიწყო. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ ხნის მანძილზე სკოლების 74 % გარემონტდა. როგორ დგება პრიორიტეტები. როგორ ირჩევა რომელი სკოლა უნდა გარემონტდეს და რომელი არა? – ამ კითხვით განათლების სამინისტროს მივმართეთ.

 

„აჭარის განათლების სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი, ტენდერის პირობებით აჭარის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მდგომარეობა უნდა შესწავლილიყო. სიმძიმის მიხედვით უნდა განსაზღვრულიყო, თუ რომელი სკოლა უნდა გაკეთებულიყო პირველ რიგში. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შეისწავლა ყველა სარეაბილიტაციო სკოლა, რომელიც აჭარის ტერიტორიაზეა და ამის შემდეგ შედგა სარეაბილიტაციო სკოლების სია. სამინისტრო სწორედ ამ სიით ხელმძღვანელობს,“ – ამბობს აჭარის განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეა ვადაჭკორია.

 

მისი თქმით, სკოლების რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილებას არც მინისტრი და არც მინისტრის მოადგილეები არ იღებენ. 

 

„სამინისტროში დღე არ არის, რომ არ მოდიოდნენ მოქალაქეები. რეალურად ის ადამიანი მუშაობს ცუდ პირობებში, მისთვის ის ცუდი პირორები საკმარისია იმისთვის, რომ ჩათვალოს – მისი სკოლა სარეაბილიტაციოა. მას უნდა პირობების გაუმჯობესება. უბრალოდ, სამინისტროს არ აქვს იმის მატერიალური საშუალება, რომ ერთდროულად დაიწყოს 229 სკოლის რეაბილიტაცია,“ – ამბობს თეა ვადაჭკორია.

  

თხილვანას სკოლა, რომელიც სარეაბილიტაციოა, 80-იან წლებში აშენდა და მას შემდეგ რემონტი არასდროს ჩატარებია. „განათლების სამინისტროს პასუხი მოგვივიდა, რომ 2016 წელს თუ რაიმე გარემოებამ არ შეუშალათ ხელი, სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდება. იყვნენ მოსული შემოწმებაზე, წინასწარი პროექტი შეიმუშავეს, თუ რა ესაჭიროება სკოლას და რა რემონტი უნდა ჩატარდეს. ისე არის დაზიანებული ყველაფერი, მხოლოდ კარკასი უნდა დარჩეს, დანარჩენი ყველაფერი შესაცვლელია,“ – ამბობს სკოლის დირექტორი ედუარდ ბოლქვაძე.

 

სოფელ ხიხაძირის სკოლა 4 წლის წინ გაარემონტეს USAID-ის ფინანსური დახმარებით. როგორც „ბათუმელებს“ ხიხაძირის საჯარო სკოლის დირექტორმა თენგიზ გაბაიძემ უთხრა, სკოლაში სამშენებლო სამუშაოები ერთ კვირაში დაიწყება – გათბობა უნდა დაამონტაჟონ.

 

წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლასაც. აქ მთლიანად შეიცვლება ინვენტარი.

 

„ავარიულ მდგომარეობაში იყო ჩვენი სკოლა. ფაქტობრივად, მხოლოდ კედლებს არ შეეხებიან. სხვა მხრივ ყველაფერი უნდა შეცვალონ,“ – ამბობს ძირკვაძეების სკოლის დირექტორი დონარ აბულაძე.

 

2015 წლის პრიორიტეტებში მოხვედრილ რამდენიმე სკოლასთან შედარებით სოფელ თხილვანას სკოლა გაცილებით მძიმე მდგომარეობაშია. მაგალითად, წელს თანხა იხარჯება სკოლების ფასადების შესაკეთებლად, მაშინ როცა თხილვანას სკოლაში მოსწავლეებისთვის სწავლა არც თუ ისე უსაფრთხოა.

 

გარდა სკოლების რეაბილიტაციის პროგრამისა, განათლების სამინისტროს 2015 წელს დაგეგმილი აქვს 7 საჯარო სკოლის ინვენტარითა  და ლაბორატორიით აღჭურვა. 

 

ქედაში, ოქტომბრის საჯარო სკოლის, ხულოში აგარის საჯარო სკოლის, ქობულეთში  ცეცხლაურის N2 და ქვედა სამებას საჯარო სკოლების, ხელვაჩაურში კირნათის, ახალშენის N2  და სოფელ ფერიის საჯარო სკოლების ინვენტარით აღსაჭურვად 2015 წელს 266 720 ლარი დაიხარჯება. ასევე ლაბორატორიის კომპლექტით (ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის) აღიჭურვება ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების თითო საჯარო სკოლა.

თვითნებურად დახურული სხდომის დეტალები

 

ქედის საკრებულო
ქედის საკრებულო

საკრებულოს სხდომის დახურულად გამოცხადებამდე საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ცინცაძემ სიტყვით მიმართა დეპუტატებს – სურდათ თუ არა სხდომის დახურვა. სხდომის დახურვის საკითხს დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. საკრებულოს ოპოზიციამ მოითხოვა სხდომა გამჭვირვალე ყოფილიყო, მაგრამ საკრებულოს თავმჯდომარემ ოპოზიციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

 

საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე აცხადებს, რომ სხდომის დახურვის ინიცირება მომხსენებლისგან წამოვიდა. ის აღნიშნავს, რომ სხდომა მხოლოდ ერთი საკითხის განხილვისას იყო დახურული. რაც შეეხება საკრებულოს სდომის დახურულ ფორმატში ჩატარების განკარგულებას, ამირან ცინცაძის თქმით, განკარგულება მას შემდეგ დაიწერა, რაც საკრებულომ კენჭი უყარა სხდომის დახურულად ჩატარებას.

 

„დღის წესრიგის დამტკიცების დროს პირველი საკითხის მომხსენებელისგან ამირან დევაძისგან წამოვიდა წინადადება, რომ სხდომა დახურულიყო. მე არ მქონდა უფლება, უარი მეთქვა ინიცირებაზე და საკითხი კენჭისყრაზე დავაყენე. უმრავლესობამ გადაწყვიტა პირველ საკითხთან დაკავშირებით სხდომა დახურულიყო. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აქტიურობდნენ და შეიძლება იმაზე, რომ მხოლოდ პირველ საკითხზე იყო დახურული სხდომა, თქვენ არ მიგიქცევიათ ყურადღება. დარბაზი დაიკეტა, თუმცა პირველი საკითხის განხილვის შემდეგ კარები გაიხსნა და ვისაც უნდოდა სხდომაზე დასწრება, შემოდიოდა“, – ამბობს ამირან ცინცაძე.

 

„ბათუმელებმა“ ამირან დევაძეს ჰკითხა, მის მიერ განსახილველი საკითხი შეიცავდა თუ არა საიდუმლოს მიკუთვნებულ ინფორმაციას. მან კომენტარზე უარი განაცხადა.

 

საკითხი, რის გამოც 3 აპრილს სხდომა დახურეს, დღის წესრიგში ასე იყო ჩამოყალიბებული: „ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის დადგენილების პროექტი“. იმავე საკითხზე ქედის საკრებულომ ჯერ კიდევ 27 მარტს ღია სხდომაზე იმსჯელა. გარდა ამისა, „ბათუმელებისთვის“ 3 აპრილსვე, სხდომის დაწყებამდე, გახდა ცნობილი სხდომის დახურვის სხვა მიზეზიც – საკრებულოს მმართველ გუნდს ამ გზით სურდა „დაესაჯა“ „ბათუმელები“, რომელმაც წინა დღეებში რამდენიმე მათგანის თხოვნა არ გაითვალისწინა და მაინც გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გურამ ანანიძისა და დეპუტატის დაპირისპირება იყო ასახული. „ბათუმელებმა“ ამ გარემოებაზეც ჰკითხა ამირან ცინცაძეს:

 

„პირველად, როცა მოხდა ამ საკითხის სხდომაზე განხილვა, მაშინ საკითხი საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებაზე გადიოდა განსახილველად, შემდგომ კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელიც ამ საკითხს ამზადებდა, საჭიროდ მიიჩნია, იქ რაღაც ნიუანსები იყო ფორმასთან დაკავშირებით, რაც დეპუტატებს შორის უნდა გადაწყვეტილიყო და მის მიერ იქნა ეს საკითხი დაყენებული, რომელიც სხვებმაც გაიზიარეს და სხდომა დაიხურა. კანონდარღვევა არ ყოფილა, საკრებულოს უფლება აქვს, საკითხთან დაკავშირებით დახურულ სხდომაზე იმსჯელოს. მე მოხარული ვიქნები, ნებისმიერი სხდომას დაესწროთ და გააშუქოთ“.

 

დეპუტატები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს საკრებულოს სხდომის დახურულ ფორმატში ჩატარებას, კონკრეტულად ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. თუმცა ქედის საკრებულოს წევრებთან გასაუბრებით ირკვევა, რომ მათი აზრით, როცა მოესურვებათ, მაშინ დახურავენ სხდომას. სინამდვილეში კი არსებობს წინასწარ გაწერილი ნორმები, რითაც საკრებულომ მუშაობის დროს უნდა იხელმძღვანელოს. არადა, საკრებულოს სხდომის დახურვა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ სხდომაზე განსახილველი საკითხი შეიცავს: პერსონალურ, კომერციულ, სახელმწიფო ან პროფესიულ საიდუმლოს.

 

რა გამოცდილება აქვთ ქედის საკრებულოს წევრებს ან ჰქონდა თუ არა რაიმე ინიციატივა თითოეულ მათგანს თითქმის ერთწლიანი მუშაობის განმავლობაში? „საკრებულო როგორც საჭიროა მუშაობს, თუმცა შესაძლოა ბევრი რამ იყოს დასახვეწი, რასაც ნელ-ნელა ვისწავლით“, – ამბობს ამირან ცინცაძე.

 

ამირან ცინცაძის თქმით, საკრებულოში ყველაზე ხშირად ინიცირება სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარეს ამირან დევაძეს შეაქვს.

ზებურ დევაძე საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატია პირველ მაისის თემში. როგორც ის ამბობს, საკრებულოს ინიცირებით რამდენჯერმე მიმართა და მისი მოთხოვნილი საკითხები დადებითად გადაწყდა.

 

„როცა მოსახლეობასთან მივდივარ და მოითხოვენ რაღაცის გაკეთებას, მათ მოთხოვნას საკრებულოს წინაშე წამოვაყენებ, რამდენჯერმე გაიზიარეს ჩემი მოთხოვნა, მაგალითად, წერილობით მივმართე გამგეობას სოფელ აგარაში სპორტული მოედნის მოსაწყობად, სოფელ პირველ მაისში სკოლის ეზო, კოლოტაურში კი კლუბის შენობა მოწესრიგებულიყო, რაც გაკეთდა“, – ამბობს ზებურ დევაძე.

რომან დავითაძე, რომელსაც საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიცია უკავია, ამბობს, რომ საკრებულოსთვის ინიცირებით ჯერ არ მიუმართავს. „ამ ეტაპზე ერთ საკითხზე ვმუშაობ, რომლის წარდგენასაც უახლოეს პერიოდში ვგეგმავ“, – აცხადებს რომან დავითაძე.

 

საკუთარი ინიცირება საკრებულოს არც „დემოკრატიული მოძრაობის“ ფრაქციას წარუდგენია. ფრაქციის თავმჯდომარე ჯამბულ სურმანიძე ამბობს, რომ საკითხს ამზადებენ. ეს ფრაქცია ქედის საკრებულოში სამი დეპუტატითაა წარმოდგენილი.

 

საკრებულოსთვის ინიცირება არ წარუდგენია ნოდარ ძნელაძესაც. სხვა წევრები – ხასან აბაშიძე (საკრებულოს ქონების მართვის და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე), რომან ბედინაძე (ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველები და კონსერვატორების“ თავმჯდომარე) და ამირან დევაძე (სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე) ამბობენ, რომ არაერთი ინიცირება ჰქონიათ. თუმცა ვერც ერთი მათგანი ვერ იხსენებს, რა საკითხებით მიმართეს საკრებულოს.

 

საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე რაინდი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ინიცირებით გამგეობას მიმართავს, გამგეობას კი საკითხი განსახილველად სხდომაზე გააქვს. სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, მისი მოთხოვნით ხარაულას საჯარო სკოლას სახელმძღვანელოები შეუძინეს, კოკოტაურის სკოლის ეზო კი, კეთილმოეწყო.

 

„როცა საკითხი ფინანსურ ვალდებულებას ეხება, საკრებულოს არ აქვს უფლება იყოს ინიციატორი, ამიტომ ინიცირებას ვაკეთებთ გამგეობაში და გამგეობას შემოაქვს საკითხი საკრებულოს სხდომაზე განსახილველად. პირდაპირ საკრებულოში ინიცირება რთულია“, – ამბობს რაინდი ლორთქიფანიძე.

 

საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ვაჟა ბოლქვაძე ამბობს, რომ მისი ფრაქციის გარდა საკრებულოს არც ერთ დეპუტატს საკრებულოში ინიცირება არ შეუტანია. ფრაქციის თავმჯდომარე და ქედის ყოფილი გამგებელი ამბობს, რომ ოთხი საკითხიდან, რაც პირადად მას ჰქონდა ინიცირებული, საკრებულოს არც ერთი არ გადაუწყვეტია:

 

„ბოლო ინიცირება გასულ კვირას შევიტანე, რაც საქართველოს პრემიერისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის მიმართვას ითვალისწინებს – მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის ფინანსურ უზრუნველყოფას მოვითხოვ. არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამ საკითხზე საკრებულო. რაც შეეხება მანამდე შეტანილ ინიცირებას, რითაც ფრაქციის მუშაობის გაუმჯობესებისთვის შტატების დამატებას, მრავალშვილიან, სოციალურად დაცველი ოჯახებისთვის წელიწადში 2 000 ლარით დახმარებას, ღარათის წყალსადენის მშენებლობაზე სამუშაო ჯგუფის შექმნას, მოსახლეობისთვის მიწების გაფორმებას მოვითხოვდი, არ დაკმაყოფილდა“.

 

კიდევ ერთი კითხვა, რისი დასმის აუცილებლობაც „ბათუმელებმა“ ბოლო დროს ქედის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებიდან გამომდინარე მიიჩნია საჭიროდ, დეპუტატების მიერ ნარკოტესტის ჩაბარებას უკავშირდება. ამ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ცინცაძემ განმარტა: „ყოველ ექვს თვეში სჭირდება განახლება, დეპუტატების ნახევარს ექნება ნარკოლოგიური შემოწმება. ნარკოლოგიური შემოწმება ნაწილს გავლილი აქვს, ნაწილს – არა. მე გავლილი მაქვს, ყველას მოეთხოვება, თუმცა არის მიზეზი, რომ ვერ მოიტანეს, ზოგიერთი ბათუმში ვერ ჩავიდა, ამას თანხაც სჭირდება და არის შემაფერხებელი ფაქტორები, თუმცა თვის ბოლომდე ყველას ექნება წარმოდგენილი ნარკოლოგიური ცნობა“.

 

 

 

რა თანხას სთხოვს მთავრობა სამკერვალო ფაბრიკებს

 

აჭარაში მოქმედ სამკერვალო ფაბრიკებში 7 ათასამდე ადამიანია დასაქმებული
აჭარაში მოქმედ სამკერვალო ფაბრიკებში 7 ათასამდე ადამიანია დასაქმებული

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სამკერვალო ფაბრიკა „ბათუმიტექსის“ თანამშომლები ფაბრიკის შესაძლო დახურვაზე შიშობენ. მათგან ზოგი ამბობს, რომ ამის შესახებ ადმინისტრაციამ გააფრთხილა კიდეც და `მამაკაცის პერანგების“ განყოფილების მსგავსად, სხვა განყოფილებებიც ბულგარეთში უნდა გადაიტანონ, ანუ ფაბრიკა იხურება. ამ ფაბრიკიდან ერთი თვის წინ ათობით მუშა გაათავისუფლეს. ფაბრიკის პროფკავშირების თავმჯდომარე ჩიტო ანთაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ გათავისუფლებულთაგან არც ერთი არ იყო მკერავი:

 

„80 ადამიანის გაშვებაზე იყო საუბარი, მაგრამ ჩვენი ძალისხმევით 15 ადამიანის დატოვება მოვახერხეთ. მამაკაცის პერანგების განყოფილების სხვა ქვეყანაში გადატანის გამო, ვინც საქონელს კეცავდა და აფასოებდა, ისინი გაუშვეს. რაც შეეხება მუშაობის შეწყვეტას, ადმინისტრაციაში ასეთი საკითხები ამჟამად არ განიხილება“.

 

„ბათუმიტექსის“ ადმინისტრაციისგან ამ საკითხზე კომენტარი ვერ მივიღეთ. „მუშაობას ჩვეულ რიტმში ვაგრძელებთ“, – გვითხრეს სხვა ფაბრიკებში: „ჯორჯიან ტექსტილში“, „აჭარა ტექსტილესა“ და „BTM ტექსტილში“. რაც შეეხება სახელმწიფოსთან ურთიერთობის არსებულ თუ მოსალოდნელ გართულებას, ამაზე კომენტარს არც ერთ ფაბრიკაში არ აკეთებენ.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სამკერვალო ფაბრიკები საგადასახადო სამსახურმა უნდა შეამოწმოს. „აჭარა ტექსტილეში“ შემოწმება დაწყებულია და, ფაქტობრივად, სრულდება, „ბათუმიტექსის“ შემოწმება 15 აპრილიდან უნდა დაიწყოს, დაგეგმილია ასევე „BTM ტექსტილის“ შემოწმებაც.

 

მთავარი პრობლემა საწარმოებისთვის ამ შემოწმებით ის არის, რომ მათ გასულ წლებში შესრულებულ ოპერაციებზე დღგ-ს გადახდას ახლა ავალდებულებენ. საუბარია იმ პროდუქციის დამზადებაზე, რომელიც შემდეგ ექსპორტზე, საზღვარგარეთ გადიოდა.

 

„ფაბრიკა ადრეც მოწმდებოდა, მაგრამ საექსპორტო საქონელი არ იბეგრებოდა, საგადასახადო არ გვთხოვდა დღგ-ს გადახდას. ახლა კი გვეუბნებიან, რომ თურმე იმ პერიოდში ჩვენ მიერ გაწეული მომსახურება ექვემდებარებოდა დაბეგვრას“, – უთხრა `ბათუმელებს“ ერთ-ერთი ფაბრიკის თანამშრომელმა. მისივე თქმით, ძველ ოპერაციებზე შეგნებულად, დღგ-თი დაბეგვრის მიზნით, ფაბრიკის „შემოწმება“ არასამართლიანია.

 

ვითარება, ფაქტობრივად, ყველა სამკერვალოში იდენტურია.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის ექსპერტის, აუდიტორ კონსტანტინე გორბატკოვის თქმით, ვინაიდან წინა წლებშიც მოწმდებოდა საწარმოები, აქედან გამომდინარე, თუ უნდა ყოფილიყო დაბეგრილი და არ ბეგრავდნენ, ისმება კითხვა – რატომ? საფუძველი რა უდევს ამას? საგადასახადო უშვებდა შეცდომას? – ამ კითხვებზე შემოსავლების სამსახურმა უნდა უპასუხოს: „აშკარად სადავო საკითხია და ფაქტობრივად, ეს პრობლემაა არა მარტო ბათუმისა თუ აჭარის რეგიონის, არამედ ქვეყნის მასშტაბით. ალბათ შეამოწმებენ სხვაგანაც, რაც საკმაოდ მტკივნეული იქნება. თბილისშიც ვიცი ერთ-ერთი ფირმა, სადაც შემოწმების შემდეგ ძველი ოპერაცია დაბეგრეს“.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, „აჭარა ტექსილეს“, რომელსაც ფაბრიკები ქობულეთსა (ბობოყვათი) და ბათუმში აქვს, შემოსავლების სამსახურმა ძველ ოპერაციებზე უკვე დაარიცხა „წარმოუდგენლად დიდი თანხა“. თუ წყაროს ვენდობით, ძველ ოპერაციებზე გადასახადების დაკისრების შემთხვევაში ისეთი ოდენობის თანხასთან გვექნება საქმე, რაც, ფაქტობრივად, ფაბრიკების გაჩერებას გამოიწვევს:

 

„შიდა გადამუშავების პროდუქცია იბეგრებოდა დღგ-თი, იყო ასეთი მუხლი საგადასახადო კოდექსში, მაგრამ იყო ასევე მუხლი, რომ ექსპორტი იყო ნულოვანი, ანუ არ იბეგრებოდა დღგ-თი. ახლა დაკონკრეტდა ეს საკითხი, შიდა გადამუშავება არ იბეგრება, რაც მისასალმებელია, მაგრამ, როცა მაშინ არ დაგვარიცხეს და ახლა ამბობენ, რომ უნდა დაგრიცხვოდათო… ამაზე, ალბათ, ვიდავებთ. მიგვაჩნია, რომ კანონში იყო უზუსტობა, არ იყო მკაფიოდ ჩამოყალიბებული და ორი მუხლი ეწინააღმდეგებოდა ერთმანეთს. ეს იცოდა შემოსავლების სამსახურმა თავის დროზე, ასევე დავების საბჭომაც“.

კონსტანტინე გორბატკოვის თქმით, ფირმამ რომ იდავოს, მყარი არგუმენტი უნდა ჰქონდეს: „შეიძლება გამოვიდეს ასე – შინაარსობრივად, კოდექსით იბეგრებოდა და არ ბეგრავდენ. ფორმალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემოსავლების სამსახური მართალია, რადგან არავინ ყურადღებას არ აქცევდა და არ ბეგრავდა. ახლა რადგან ოფიციალურად დაფიქსირდა, რომ კონკრეტული ოპერაცია არ იბეგრება, ასეთი ოპერაციები 2010 წლიდან უნდა ყოფილიყო დაბეგრილი“.

 

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით: „2014 წლის 25 დეკემბრამდე პირის მიერ საგადასახადო კოდექსის 234-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, კერძოდ, მხარეთა შორის დადებული გარიგების საფუძველზე საქონლის წარმოება, ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას დადგენილი წესით (18 %).

 

ხოლო შესაბამისი საქონლის (წარმოებული პროდუქციის) ექსპორტი/რეექსპორტი, კოდექსის 168-ემუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ექვემდებარება დღგ-სგან გათავისუფლებას ჩათვლის უფლებით“.

 

არსებობდა თუ არა რაიმე ხარვეზი ამ კუთხით? ან, რატომ არ ბეგრავდნენ დღგ-თი ან შესაბამის გადასახადს რატომ არ არიცხავდნენ, თუ ამას კოდექსი ითვალისწინებდა? – კითხვაზე შემოსავლების სამსახურისგან პასუხი ვერ მივიღეთ.

 

2014 წლის 12 დეკემბერს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებით, 168-ე მუხლის მე-4 ნაწილს დაემატა ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც ჩათვლის უფლებით დღგ-სგან გათავისუფლედა:

 

„შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის გადამუშავების მიზნით აღნიშნული სასაქონლო ოპერაციის განმახორციელებელი პირის მიერ კოდექსის 234-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევა (გარდა იმ შემთხვევისა, თუ შემდგომ განხორციელდა გადამუშავებული საქონლის იმპორტი)“.

 

(კოდექსის 234-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადამუშავების ოპერაციებია: „საქონლის დამუშავება, მათ შორის, მონტაჟი, აწყობა ან სხვა საქონელზე მორგება; საქონლის წარმოება; საქონლის შეკეთება, მათ შორის, აღდგენა და მუშა მდგომარეობაში მოყვანა; საქონლის გამოყენება, რომელიც არ შედის გადასამუშავებელი საქონლის შემადგენლობაში, ხელს უწყობს ან აადვილებს გადამუშავების პროდუქტის წარმოებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქონელი მთლიანად ან ნაწილობრივ იხარჯება გადამუშავების პროცესში“).

 

ანუ, დღგ-სგან გათავისუფლდა სწორედ ის ძირითადი მომსახურება, რომელსაც ზემოაღნიშნული სამკერვალო ფაბრიკები ეწევიან: შემოტანილი ნედლეულის საექსპორტოდ დამუშავება – კოდექსის ენით „შიდა გადამუშავება“.

 

შემოსავლების სამსახურის განმარტებით, ეს ნორმა ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე (2014 წლის 24 დეკემბერს); „ხოლო ცვლილების მიხედვით, მისი გავრცელება ამ ნორმის ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე არ გაითვალისწინება“.

 

ანუ, დაახლოებით 2010 წლიდან დღემდე შიდა გადამუშავებაზე, რაზედაც დღგ-ს არ არიცხავდნენ სამკერვალო ფაბრიკებს, ამ ოპერაციას დღეს ბეგრავენ და სოლიდურ გადასახადსაც აკისრებენ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

აჭარის ტერიტორიაზე მოქმედ სამკერვალო ფაბრიკებში დაახლოებით 7 ათასი ადამიანია დასაქმებული.

ფეხბურთისთვის დაბადებული

 

არჩილ ფარტენაძე
არჩილ ფარტენაძე

სულ სხვა განზომილებად ითვლებოდა სკოლა. სკოლის დროს, გაკვეთილებს შორის შესვენებისას, ხშირად ვსაუბრობდით ფეხბურთზე. ქედამდე იშვიათად აღწევდა სპორტული პრესა და თუ ვინმეს ევროპული ან სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის სიახლეების შესახებ ჰქონდა ინფორმაცია, ნამდვილი მისწრება იყო. სკოლის შემდეგ ჩემი თანატოლების დიდი ნაწილი ფეხბურთის წრეზე დავდიოდით. შაბათი-კვირა კი სულაც ერთმანეთის გამოწვევაში ვიყავით. საფეხბურთო ურთიერთგამოწვევის დროს რომელიმე ჩვენგანის მხრიდან სიტყვები: „არ მცალია“, „სოფელში მივდივარ“, „ავად ვარ“, „გადავდოთ თამაში“ და ა.შ. დიდ სირცხვილად მიიჩნეოდა. მარტო დაბაში რამდენი გუნდი გვყავდა: ეკნარელების, აკავრეთელების, ტაკიძეების, ზენდიდელების და რომელი ერთი კიდევ.

 

თუმცა, იყო ერთი ბიჭი – არჩილ ფარტენაძე, რომელიც ყველა იმ ამბის უშუალო მონაწილე იყო, რაც ამ წერილის კითხვისას გაიგეთ უკვე. ის ფეხბურთით ცხოვრობდა. ცხოვრობდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. თამაშისას ჩვენ რომ დავიღლებოდით და მინდორზე წამოვწვებოდით, ის ბოლომდე თამაშობდა. ჩვენ რომ ვარჯიშის გაცდენის მიზეზად ხან ამინდს, ხანაც საშინაო დავალებას მოვიმიზეზებდით, ის ყოველთვის სტადიონზე იყო.

 

ყველა, ვინც ჩემი ბავშობის დროს, შავ-თეთრ 90-იანებში ბურთს ვაგორებდით, ვიცოდით, რომ თუკი ვინმე ჩვენ შორის ფეხბურთს ითამაშებდა, ეს აუცილებლად არჩილი იქნებოდა. მაშინ როცა მეათე-მეთერთმეტე კლასებიდან ჩვენი თაობის დიდი ნაწილი ფეხბურთს ჩამოშორდა და მეზღავაურის, ფინანსისტის, იურისტის თუ სხვა პროფესიის გზას დაადგა, ჩვენ შემდეგ, ჩვენს თაობაში მოდიოდა ბიჭი, რომელიც არაფრის დიდებით ფეხბურთს სხვა რამეზე არ გაცვლიდა. ასეც მოხდა, ის ბოლომდე ემსახურა ფეხბურთს. ფეხბურთს, რომელიც იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ სპორტი და იმაზე მეტი ძალა აქვს, ვიდრე ეს ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ.

 

რომ არა ბნელი 90-იანები, არჩილი კიდევ უფრო დიდ ფეხბურთს ითამაშებდა. ვიცი, რამხელა შრომა გასწია, როგორც მწვრთნელმა და ფეხბურთელმა იმისთვის, რომ ქედელებს ისევ ჰყოლოდათ საფეხბურთო გუნდი „ბეთლემი“. იმისთვის, რომ ბავშვები ისევ ჩაძირულიყვნენ ფეხბურთის სიყვარულში და კვირიდან კვირამდე ქედის მთავარ სტადიონზე დანიშნული თამაშის მოლოდინით ეცხოვრათ.

 

წელს, აპრილის ოთხში, მაშინ როცა „ბეთლემს“ მორიგი ვარჯიში ჰქონდა, „ბეთლემის“ 29 წლის კაპიტან არჩილ ფარტენაძეს გულმა უმტყუნა. იმ გულმა, რომლითაც თამაშობდა და ცხოვრობდა ფეხბურთში.

 

ვწუხვარ, რომ ვერ შევძელი მისთვის პატივი მიმეგო და იმ ადამიანებთან ერთად ვყოფილიყავი, ვინც ამ ქვეყნიდან გააცილა. ვისურვებდი, რომ იქ, ქედაში, სადაც ჩემი მთელი ბავშვობა გავატარე და ფეხბურთის თამაშში დღეები და ღამეები გვქონდა არეული, კიდევ ბევრი კარგი ფეხბურთელი გაიზარდოს.

 

ახლა, სადღაც გულის სიღრმეში, მხოლოდ ის მამშვიდებს, რომ სტადიონი, სადაც ჩვენ წინ, ჩვენთან ერთად ფეხბურთზე უგონოდ შეყვარებული ბიჭი თამაშობდა და ჩვენგან განსხვავებით სიცოცხლის ბოლო წამამდე ფეხბურთში დარჩა, მის სახელს ატარებს უკვე.

 

მინდა ვუთხრა არჩილის მშობლებს, რომ არჩილი ყველაზე მაგარი ფეხბურთელი იყო, ვისაც პირადად ვიცნობდი, ვინც გულით თამაშობდა ფეხბურთს და ყველაფერი, მათ შორის ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე ფეხბურთს მისცა.

ის ფეხბურთისთვის იყო დაბადებული.

მალხაზ სონღულაშვილი: ”ველოდები დროს, როდესაც ბათუმში გაიხსნება ახალი მეჩეთი”

მალხაზ სონღულაშვილი

მან მუსლიმანური რელიგიის წარმომადგენლებს წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადებიდან 1443 წელი მიულოცა.

„საქართველოში ტრადიციად მკვიდრდება ის, რომ ქრისტიანები და მუსლიმანები ულოცავენ ერთმანეთს წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადების დღეს და ქრისტეს შობას. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში არის სურვილი და შესაძლებლობა ვაშენოთ მშვიდობიანი საქართვლო. ჩვენ უნდა ვზეიმობდეთ იმ რელიგიური მრავალფეროვნებით, რომელიც საქართველოშია. მე ვამაყობ მათით. მათ თავიანთი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში“ – თქვა მალხაზ სონღულაშვილმა.

ბათუმში 29 წლის მამაკაცი მე-8 სართულიდან ვარდნით დაიღუპა

 

მამაკაცის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ სასწრაფო დახმარებაში დაუდასტურეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, გარდაცვლილი 29 წლის იმედა მჟავანაძეა, რომელიც ქედის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა. ის ბათუმში ახლობლის ქორწილში ჩამოვიდა. ზემოთ აღნიშნულ მისამართზე სწორედ ქორწილიდან მივიდა.

 

გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადატანილი. ფაქტს სამართალდამცველები შეისწავლიან.

დაბრკოლებათა გადალახვაში გიორგი ჩხარტიშვილი მეოთხე ადგილზე გავიდა

 

 

საქართველოს საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციის წევრის გიორგი აფციაურის შეფასებით ბათუმის გუნდმა წარმატებით იასპარეზა.

 

„კარგად ვითარდება ბათუმის გუნდი. შეჯიბრებაზე ძლიერი კონკურენცია იყო. მომავალში უკეთესი ცხენები თუ ეყოლებათ ბათუმის გუნდს უფრო დიდი შედეგი ექნება“ – აღნიშნა მან.

 

საცხემოსნო სპორტში – დაბრკოლებათა გადალახვაში (რომელიც ოლიმპიურ სახეობას განეკუთვნება) საქართველოს თასის გათამაშება ჭაბუკთა და პროფესიონალებს შორის თბილისში ლისის ჰიპოდრომზე გაიმართა. მასში ბათუმის, ფოთის, მუხიანის, ახალუბნის და თბილისის იპოდრომის საცხენოსნო კლუბები და 25 სპორტსმენი მონაწილეობდა.

 

ბათუმის საცხენოსნო კლუბი შეჯიბრებაზე სამი სპორტსმენით გამოვიდა. ჭაბუკებს შორის იასპარეზა 12 წლის ნიკა ხაბაძემ, რომელმაც მე-6 ადგილი დაიკავა. პროფესიონალებს შორის გამოვიდნენ გიორგი ძინძიბაძე და გიორგი ჩხარტიშვილი. ამ უკანასკნელმა ცხენით – ტენელა ჩევერსით იასპარეზა, რომლის ღირებულება 15000 ლარია. პირველი ადგილი კი პროფესიონალებს შორის თბილისის ჰიპოდრომის კლუბის წევრმა გოგა ქელხიშვილმა მოიპოვა. ჭაბუკთა თასი კი ფოთის საცხენოსნო კლუბმა მოიგო.

 

ბათუმელმა მხედრებმა წინა მოსამზადებელი ეტაპი ხუთი დღე თბილისში გაიარეს, ორი ცხენით: ზაგრები, ტენელა ჩევერსით.

 

ბათუმის საცხენოსნო კლუბის დირექტორის ბექა ხაბაძის შეფასებით ბათუმელმა სპორტსმენებმა შედეგიანად იასპარეზეს.

„შედეგიანი გამოსვლა იყო, იმ ცხენებთან შედარებით რომელთა ღირებულება 50 ათასი ევროა. ამიტომ ასეთ შედეგსაც არ ველოდით“ – გვითხრა მან.

 

გიორგი აფციაურის ინფორმაციით კლუბების სპორტსმენები მომდევნო შეჯიბრებებისთვის მოემმზადებიან.

„5-7 ივნისს „კავკასიის თასი“ გათამაშდება, რომლის  საპრიზო ფონდი დაახლოებით 17 000 ევრო იქნება. ველოდებით გუნდებს, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, თამაშდება ოლიმპიური ლიცენზიები. ვინც მეტ ქულას დააგროვოს, ის მოიგებს მსოფლიოს თასისა და ოლიმპიურ ლიცენზიასაც“.

 

მანამდე კი საცხენოსნო კლუბების მხედრები მსოფლიოს თასის ეტაპისთვის, ბაქოს „ოთხვარსკვლავიანი“ შეჯიბრებისთვის მოემზადებიან, სადაც ოლიმპიადის ქულები და 250 000 ევრო საპრიზო ფონდი გათამაშდება.

საცხენოსნო სპორტში – დაბრკოლებათა გადალახვაში საქართველოს თასის გათამაშება საქართველოს საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და „ვი-თი-ბი ბანკის“ სპონსორობით ჩატარდა. გამარჯვებულებს თასები და მედლები გადასცეს.

 

 

ქედა 6 სპორტულ ღონისძიების ორგანიზებას შეისყიდის

ქედის სასპორტო სკოლა – ადმინისტრაციული შენობა კალათბურთის დარბაზით, ჭიდაობის დარბაზი და ფეხბურთის მოედანი

ეს სპორტული ღონისძიებებია:

დასავლეთ საქართველოს პირველობა მაგიდის ჩოგბურთში, (ჩატარდება ქუთაისში),

ზარიბეგ ბერიაშვილის სახელობის ტურნირი თავისუფალი ჭიდაობაში (ჩატარდება თბილისში),

კობა კაკალაძის სახელობის ტურნირი თავისუფალი ჭიდაობა (ჩატარდება ქობულეთში),

რომან რურუას სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში (ჩატარდება მცხეთაში),

დავით ციმაკირიძის სახელობის ტურნირი თავისუფალი ჭიდაობაში (ჩატარდება თბილისში)

გარსევანიშვილის სახელობის ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში (ჩატარდება თელავში).

სპორტული მომსახურებების ორგანიზებაზე ტენდერი ქედის მუნიციპალიტეტმა ტენდერი 14 აპრილს გამოაცხადა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 12670 ლარია.

იოჰან კანდელინის მიმართვა უმცირესობებს: „ნუ ახდენთ საკუთარი თავის იზოლირებას“

 

იოჰან კანდელინი

 

„საკუთარი თავის იზოლირებას თქვენ თვითონ ნუ ახდენთ, იმიტომ რომ უმრავლესობას სურს უმცირესობის იზოლირება. უმცირესობა არის ზეწოლის ქვეშ და მთელს მსოფლიოში მათ მიმართ ხორციელდება იერიში. ამის მიზეზი არის ის, რომ ძალიან ცოტაა დიალოგია და სურვილი იმისა გაუგონ უმცირესობებს. დღეს მთელ მსოფლიოში ყველა საუბრობს ადამიანის უფლებებზე. მაგრამ მე მინდა ვისაუბრო ადამიანის პასუხისმგებლობაზე, რადგან მგონია, რომ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ მსოფლიო თუ ადამიანის პასუხისმგებლობას დავაყენებთ ადამიანის უფლებაზე მაღლა. მე მგონი ეს უნდა იყოს ათვლის წერტილი. თუ ჩვენ ამას შევძლებთ ყველა რელიგიაში მოვიპოვებთ მეგობრებს“.

 

თავის გამოსვალაში იოჰან კანდელინმა ორი წლის წინ ჭელაში მინარეთის დემონტაჟს ფაქტზეც ისაუბრა: „ამ ფაქტმა დიდი საერთაშორისო ყურადღება გამოიწვია. ეს იყო გულში ჩაცემული დანა მუსლიმთა საზოგადოებისთვის“.

 

რელიგიის თემასთან დაკავშირებით მან ხაზი გაუსვა მედიის როლს და ინფორმაციის სწორად მიწოდების მნიშნელობას საზოგადოებისთვის: „როცა უმრავლესობა იწყებს პრობლემების შექმნას უმცირესობისთვის, ეს ყოველთვის იწყება არასწორი ინფორმაციით ან ინფორმაციის ნაკლებობით. დეზინფორმაცია – ეს არის პირველი ნაბიჯი უმცირესობის წინააღმდეგ; დეზინფორმაცია მასმედიის საშუალებით, ტელევიზიით, რადიოთი. მეორე ნაბიჯი ეს არის დისკრიმინაცია, რომელიც გამორიცხავს იმას, რომ უმცირესობები მუშაობდნენ ოფისებში, გახდნენ მასწავლებლები, პროფესორები. საბოლოო ჯამში უმცირესობა ის არის, ვისაც არ ენდობა უმრავლესობა. ნდობა კი დაკარგულია მედია საშუალებებით გადაცემული დეზინფორმაციის გამო. მესამე ნაბიჯი ეს არის დევნა. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს კანონი, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციას უმცირესობების მიმართ. საზოგადოებამ რაზეც ყველაზე მეტად უნდა ვიმუშავოთ, ეს არის პლურალიზმი, სადაც მრავალრელიგიური და მრავალკულტურული საზოგადოება მხარს დაუჭერს თანასწორშესაძლებლობებს“.

 

თავისი გამოსვლის ბოლოს იოჰან კანდელინმა იმედი გამოთქვა, რომ კონფერენცია ყოველწლიურად გაიმართება. „ამ კონფერენციით ჩვენ სამშვიდობო მესიჯს გავუგზავნით მსოფლიოში მყოფ მუსლიმანებს, ქრისტიანებს და ყველა სეკულარულ საზოგადოებას“, – დასძინა მან.

 

 

ჰესის მშენებელი კომპანია თანამშრომლების გარდაცვალებაზე: დაზარალებული ოჯახები კომპენსაციას მიიღებენ

 

შუახევჰესი
შუახევჰესი

„17 აპრილს საღამოს დაახლოებით 7 საათზე დიდაჭარის სამშენებლო მოედანზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ჩვენი კომპანიის ,,აგე ბათუმის“ ორი თანამშრომელი, საქართველოს მოქალაქე პაატა იაკობაძე და თურქეთის მოქლაქე აჰმედ ჩაქმაქი, ხოლო დაშავებული თენგიზ პაქსაძე მკურნალობას განაგრძობს ბათუმის სამედიცინო ცენტრ ,,მედინაში“.

 

ენ ღრმა მწუხარებას გამოთქვამთ და ვუსამძიმრებთ დაღუპული თანამშრომლების ოჯახებს. კომპანიის უსაფრთხოების სამსახური დეტალურად სწავლობს უბედური შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს და შესაბამისად, მიღებული იქნება ყველა საჭირო ზომა რათა მომავალში არ განმეორდეს მსგავსი ტრაგედია. ჩვენ მზად ვართ ვუზრუნველყოთ ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია მედიასთან და საზოგადოებასთან.

 

ამასთან, კომპანია სრულად აცნობიერებს პასუხისმგებლობას დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახების წინაშე. კომპანია მოახდენს დაზარალებული ოჯახების სათანადო კომპენსირებას და ყველა ღონეს იხმარს, რომ დაშავებული თენგიზ პაქსაძე ძალიან მალე დაუბრუნდეს ჩვენს გუნდს“. 

 

რიჩარდ ნორლანდი: საქართველოს ნამდვილად შეუძლია იამაყოს შემწყნარებლობის საუკუნოვანი ტრადიციით

 

რიჩარდ ნორლანდი ფორუმზე
რიჩარდ ნორლანდი ფორუმზე

რიჩარდ ნორლანდი: „რელიგიათაშორის დიალოგი უმნიშვნელოვანესია განსაკუთრებით ამ პერიოდში, როცა საქართველო გახლავთ ნაწილი ამ დიალოგისა, რომელიც მიმდინარეობს ახლო აღმოსავლეთში.საქართველოს ნამდვილად შეუძლია იამაყოს იმ შემწყნარებლობის საუკუნოვანი ისტორიული ტრადიციით, რომელიც მას აქვს და რომელიც არის მოდელი მშვიდობიანი თანაარსებობისა სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს შორის. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველოში რელიგიათა შორის დიალოგი უმნიშვნელოვანესია. საქართველოს შეუძლია იამაყოს იმ შემწყნარებლობით, საუკუნოვანი ისტორიული ტრადიციებით, რომელიც მას აქვს. ეს არის მოდელი მშვიდობიანი თანაარსებობისა, სხვადასხვა რელიგიურ წარმომადგენლებს შორის“.

 

ელჩის თქმით, „ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა იმისთვის, რომ თითოეული ადამიანისთვის მისი უფლება აღმსარებლობისა თუ განათლების იყოს უზრუნველყოფილი“.

 

რიჩარდ ნორლანდის აზრით, საქართველო სწორედ ამას უჭერს მხარს, ხოლო ამ საქმეში საქართველოს აშშ-ის სახით ჰყავს მხარდამჭერი.

 

,,ევროკავშირი და ნატო’’ – დისკუსია მოსწავლეებთან

 

ვანო ჩხიკვაძე: ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა ორი მიმართულებით მიმდინარეობს. ერთი გახლავთ ევროკავშირში ინტეგრაცია და მეორე _ ნატოში. ევროკავშირი პოლიტიკური გაერთიანებაა, ხოლო ნატო, ანუ ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსი, არის სამხედრო პოლიტიკური გაერთიანება. 66 წლის წინ ბრიუსელში ხელი მოეწერა შეთანხმებას ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის შექმნის შესახებ.მაშინ 12 ქვეყანა იყო გაერთიანებული:აშშ, კანადა  –  ჩრდილო ამერიკის კონტინენტიდან და ევროპის კონტინენტის ქვეყნები (ბელგია, ნიდერლანდები, ისლანდია, იტალია და ა.შ). ბლოკი, რომელიც 12 ქვეყნისგან შედგებოდა, ნელ-ნელა ფართოვდებოდა და იძენდა ახალ-ახალ წევრებს პირველი გაფართოება იყო 1952 წელს, ანუ დაარსებიდან ორი წლის შემდეგ და მასში გაერთიანდა თურქეთი. ნატოს წევრია ასევე საბერძნეთიც.

ვანო ჩხიკვაძე

 

 

თუ გადავავლებთ თვალს უახლოეს ისტორიულწარსულს, მთელი ამ წლების მანძილზე, ოთხივე პრეზიდენტის დროს, საქართველო პირობითად მიემართებოდა ნატოსკენ. პირველი, რა თქმა უნდა, იყო როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი და ჩვენ გამოვეყავით მას. პირველად ეს იყო დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება და მისიის გაგზავნა ნატოში, 1998 წელს საქართველომ დანიშნა ელჩი ბრიუსელში.პირველი ერთობლივი მუშაობა ჩატარდა 2001 წელს ფოთში.

 

 2003 წლიდან საქართველომ ნატოსკენ მიმავალი ტემპი ძალიან გაზარდა.  ჩვენ გვყავს მეზობლად ისეთი ქვეყანა, რომელთანაც მარტო დარჩენა, ფაქტობრივად,შეუძლებელია და სწორედ ამიტომ ცდილობს საქართველო შეუერთდეს ნატოს.ეს სწრაფვა გაიზარდა ,,ვარდების რევოლუციის’’ შემდეგ.

 

2004 წლიდან ნატოს ჯარისკაცებთან ერთად აისაფის მისიაში იღუპებიან ქართველი ჯარისკაცებიც, რომლებიც,ფაქტობრივად, გზას უკვალავენ საქართველოს ნატოსკენ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანიქვაკუთხედი იყო ბუქარესტის სამიტი 2008 წელს. ეს სამიტი ყოველ ორ წელიწადში ტარდება. ეს არის ყველაზე დიდი კრება, სადაც ნატოს ყველა წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას და მსჯელობენ მნიშვნელოვან საკითხებზე. მაგალითად, უნდა გაფართოვდეს თუ არა ნატო და მიიღონ თუ არა ახალი ქვეყნები წევრებად.

 

2008 წელს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ჩატარდა ნატოს კრება, სადაც ჩვენი მოლოდინი იყო დიდი, გვეგონა, რომ დაიწყებოდა ნატოში შესვლის პროცესი, თუმცა ბუქარესტის სამიტზე არ იყო ერთსულოვნება. გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლები მიიჩნევდნენ, რომ მაპის მიღების შემთხვევაში ეს გამოიწვევდა რუსეთის გაღიზიანებას, რის შემდეგ საქართველომ მიიღო დაპირება იმის შესახებ, რომ ის აუცილებლად შევა ნატოში.

 

თუ შეხვალ ნატოში, ხარ დაცული. ნატო –  ეს არის თავდაცვითი გარანტია. ნატოში შესასვლელად საჭიროა კონსესუსი, რომელიც, ჩვენ არ გაგვაჩნია.  

 

2014 წელს უელსში გადაწყდა, რომ საქართველომ უნდა მიიღოს არსებულიპაკეტი. თუმცა ბევრი პოლიტიკური მხარე ამ პაკეტს სხვადსხვანაირად აღიქვამს. ერთი მიიჩნევს, რომ ეს გამოიწვევს რუსეთის აგრესიას, მეორენი კი ფიქრობენ, რომ ეს ძალიან კარგია. ნატოს სწავლებისა და შეფასების ცენტრთან დაკავშირებით მიმდინარეობს ადგილის შერჩევა. ვარაუდობენ ორ ადგილს: ერთ-ერთი არის კრწანისში, მეორე _ ვაზიანში. სავარაუდოდ მაისის დასაწყისში გვეცოდინება პასუხი, სადაც დაიწყება ერთობლივი წვრთნები.

 

ნატოში გაწევრიანება გვჭირდება ძალიან, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ რუსეთთან და არ ვიცით, როდის დაგვესხმება იგი თავს, მაგალითად, როგორც უკრაინას. რეალურად ნატო არის ერთადერთი საშუალება რუსეთისგან თავდასაცავად, რადგან ამის შემდეგ ჩვენ არ გვექნება იმის შიში, რომ რუსეთი დაქოქავს ტანკს, შემოიჭრება და მიითვისებს ჩვენს ტერიტორიებს. ნატო არ ცნობს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს დაკარგულად და ამას მხარს უჭერს ყველა ქვეყანა. 2008 წლის ომი რეალურად გამოიწვია იმან, რომ საქართველო მიისწრაფოდა ნატოში.

 

არჩილ თურმანიძე, დისკუსიის მონაწილე: ყოფილა თუ არა ისეთი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო შესულა ნატოში და დაკარგული ტერიტორიები  დაუბრუნებია?

 

ვანო ჩხიკვაძე: ყოფილა ამის პრეცედენტი და ეს იყო გერმანია, რომელმაც მოახერხა და გაერთიანება შეძლო. თუ უნდა საქართველოს გაერთიანება, ის აუცილებლად უნდა შევიდეს ნატოში.

 

გიორგი სურმანიძე, დისკუსიის მონაწილე: ნატოში შესვლის შემდეგ თვითონ ნატო ქვეყანას ეხმარება ტერიტორიების დაბრუნებაში?

 

ვანო ჩხიკვაძე: არა, რადგან ამ შემთხვევაში ნატო ვალდებულია დაგვიცვას გარედან შემოჭრილი აგრესიისაგან და არა თავისი ძალებითა და იარაღით დაგვეხმაროს  ტერიტორიების დაბრუნებაში. რუსეთი თუ გადაწყვეტს თავისი აგრესია გამოავლინოს, ამ შემთხვევაში ნატო ვალდებულია რუსეთისაგან დაგვიცვას. ახლახან, როდესაც რუსეთის ბომბდამშენები მიუახლოვდნენ თურქეთის საჰაერო საზღვრებს, თურქეთიდან ნატოს ავიაგამანადგურებლებმა გააცილეს ბომბდამშენები, რაც იმას ნიშნავს, რომ ნატომ აჩვენა თავისი ძალა.

 

დისკუსიის მონაწილეები

 

ედუარდ შამილაძე: მე მაინტერესებს რა გვიშლის ხელს ევროკავშირში უფრო ადრე შესვლაში?

 

ვანო ჩხიკვაძე: ევროკავშირში გაწევრიანებას არაფერი უშლის ხელს, აქ უფრო მეტად ეკონომიკაზეა დამოკიდებული ყველაფერი. ჩვენი შეიარაღებული ძალები გაცილებით უფრო უკეთეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე ეკონომიკა, შესაბამისად ეს ერთ-ერთი ფაქტორი გახლავთ დაბრკოლების. მეორე გახლავთ ასოცირების ხელშეკრულება, რომელსაც ახლახან მოაწერა ხელი საქართველომ, ძალიან მნიშვნელოვანია რამდენად კარგად განვახორციელებთ მას. თუმცა ასოცირების ხელშეკრულება არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი და არც იმას, რომ არავითარ შემთხვევაში არ გახდება. ნატოს შემთხვევაში საქართველოს პირობა აქვს მოცემული, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, როგორც კი კონკრეტული კრიტერიუმებით დაკმაყოფილდება. ევროკავშირისგან ასეთი პირობა ჯერ არ არის.

 

გიორგი ბოლქვაძე: ჩვენ ვისწრაფით ნატოსკენ, მაგრამ რამდენად დაგვთმობს რუსეთი?

 

ანო ჩხიკვაძე: რუსეთის გადასაწყვეტი არ არის ჩვენი ბედი, რუსეთი არის ცალკე სახელმწიფო, რა თქმა უნდა, იბრძვის ის, მაგრამ არც იმის ილუზია უნდა გვქონდეს, რომ ერთ დღეს ის განაცხადებს, რომ თავი დაანება საქართველოს და არც იმის ილუზია უნდა ჰქონდეს ხალხს, რომ რუსეთი გადაწყვეტს ჩვენს ბედს.

 

დავით ხაჩიბანი: რუსეთმა ნატოს რომელიმე ქვეყანას ომი თუ გამოუცხადა, რა მოხდება ასეთ დროს?

 

ვანო ჩხიკვაძე: თუ რუსეთმა დაარღვია ნატოს რომელიმე წევრი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, მას საკადრის პასუხს გასცემენ.

 

მარიკა  ულაძე: ჩემი პოზიცია განსხვავებულია, ამ საუბრიდან ისე გამოვიდა, რომ რუსეთი არის დამპყრობელი. როდესაც ჩვენ საბჭოთა კავშირში ვიყავით, ეკონომიკა უმაღლეს დონეზე იყო განვითარებული, როცა დაიშალა საბჭოთა კავშირი, ეკონომიკაც განადგურდა. 2008 წლის ომის შემდეგ მთლიანად ჩაიკეტა ბაზარი. ეს როგორ უნდა დავარეგულიროთ?

 

ვანო ჩხიკვაძე: საბჭოთა კავშირი დაიშალა და აღარ აღდგება, ევროკავშირთან გვაქვს ხელშეკრულება დადებული და გვაქვს მასთან თავისუფალი ვაჭრობა. 2006 წლამდე ქართული ყველანაირი ხარისხის ღვინო შედიოდა რუსულ ბაზარზე. ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც საქართველო არ მოიქცა ისე, როგორც რუსეთს მოეწონებოდა, მან ეს ბაზარი დაგვიკეტა. რუსეთის ბაზარზე შეიძლება შეიტანო პროდუქტი, მაგრამ ამ ბაზარზე არ უნდა იყო დამოკიდებული, რადგან არასაიმედოა.

 

დისკუსიის მონაწილეები

„აჭარისწყალი ჯორჯია“ ჰესის მშენებლობაზე ადამიანების დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

 

პაატა იაკობაძე
პაატა იაკობაძე

„კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია“  ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 2015 წლის 17 აპრილს კონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლების გარდაცვალების და დაშავების გამო. ვუსამძიმრებთ და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ გარდაცვლილთა და დაზარებულთა ოჯახებს.

 

ჩვენი კომპანიის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს პროექტის მშენებლობის პროცესში თითოეული დასაქმებული ადამიანის შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დაცვა. ჩვენ შეგვძრა ამ უბედურმა შემთხვევამ და პროექტის გუნდმა დაუყოვნებლივ დაიწყო შიდა მოკვლევა მომხდართან დაკავშირებით.

 

ამ მომენტისათვის სამართალდამცავი ორგანოების მიერ მიმდინარეობს გამოძიება უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად და პროექტის გუნდი სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან. დამატებითი განცხადება მომხდართან დაკავშირებით გაკეთდება ზემოთაღნიშნული მოკვლევის დასრულების შემდგომ“.

რელიგია და მშვიდობა – რაზე მსჯელობენ საერთაშორისო ფორუმზე ბათუმში

 

ფორუმის ფარგლებში დღეს გაიმართა მრგვალი მაგიდა სახელწოდებით – „მედიის როლი რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენის საქმეში“.  ქართველ მუსლიმთა კავშირი ინფორმაციით, დღევანდელ ფორუმზე მრავალ თემაზე ისაუბრეს, შესაბამისად, დღევანდელ ფორუმს ბევრი მომხსენებელი ჰყავდა.

 

„ამერიკის ბაპტისტი ქალების” წარმომადგენელმა ისაუბრა ქალების როლზე მშვიდობის მშენებლობაში, ქალების როლზე რელიგიური თუ სხვა სახის შემწყნარებლობის დამკვიდრებაში.

 

უკრაინის მუფთის, საიდ ისმაილოვის მოხსენების თემა იყო ქრისტიანულ-მუსლიმური დიალოგი და თანამშრომლობა უკრაინაში – ისტორია და თანამედროვე ეტაპი.

 

ამერიკული საბჭოები – “Open World-ის” წარმომადგენელმა, მომხსენებელმა წარმოადგინა პრეზენტაცია “Open World-ისა” და აშშ-ში სასწავლო ტურის შესახებ. მან ისაუბრა ამერიკულ ტოლერანტობაზე და დასძინა რომ პრობლემები, რომელთა წინაშეც ჩვენ დღეს ვდგავართ აშშ-მაც გამოიარა და ჩვენ მის გამოცდილებაზე დაკვირვებით უნდა შევეცადოთ ისეთივე კარგი შედეგის მიღწევას, როგორსაც დღევანდელ აშშ-ში მიიღწა.

 

 

დოქტორი მუჰამედ შაფიქიმ თავის მოხსენებაში ისაუბრა ისაუბრა „რელიგიურ დიალოგზე, მის სახეებსა და მნიშვნელობაზე“.

 

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის, ისლამთმცოდნე პროფესორის აბესალომ აბრამიძის თემა იყო „ისლამოფობია: მითი თუ რეალობა?!“ მომხსენებელმა რიტორიკულ კითხვას თავადვე უპასუხა და აღნიშნა, რომ საქართველოში ისლამოფობიას ადგილი არ აქვს.

 

 

რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელმა, ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა სახელმწიფო პოლიტიკაზე ქვეყანაში არსებული სხვადასხვა რელიგიების მიმართ. მისი თქმით, უმთავრესია ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს მიზანია შეინარჩუნოს თანასწორუფლებიანი და ტოლერანტული გარემო ქვეყანაში.

 

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ისაუბრა რელიგიურ შემწყნარებლობაზე ქართულ ისტორიულ გამოცდილებაში. მისი თქმით, სახელმწიფოში არსებულ ყველა რელიგიურ კომპენსიას აქვს თანაბარი უფლებები და თანაბარია სახელმწიფოს წინაშე. ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლების მშვიდობიანი თანაცხოვრება ის მშვიდობაა, რომლისთვისაც უნდა იბრძოდეს მსოფლიო.

 

ქართველ მუსლიმთა კავშირის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, „ბათუმის საერთაშორისო ფორუმი – რელიგია და მშვიდობა“ გაიხსნება ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ კონფერენცია „ბათუმის საერთაშორისო ფორუმი – რელიგია და მშვიდობა“ მიმდინარეობს. ღონისძიება წმინდა მუჰამმედ შუამავლის დაბადების კვირეულს ეძღვნება და მიზნად ისახავს რელიგიათაშორისი დიალოგის გაღრმავებასა და რელიგიების როლის წარმოჩენას მშვიდობის საკითხში“.

 

რელიგია და მშვიდობა ბათუმში

კონფერენციას ასევე ესწრება ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად „ევროპაში მშვიდობისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის“ პრეზიდენტი კიელ მაგნე ბონდევიკი, ევროპული ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის ფორუმის“ ხელმძღვანელი იოჰან კანდელინი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი პაულ ფიდესი და აშშ-სა და თურქეთის ელჩები საქართველოში რიჩარდ ნორლანი და იასინ თემიზქანი. ამერიკიდან, უკრაინიდან მოწვეული სტუმრები, მათ შორის ურაიის მუფთი საიდ ისმაილოვი, რომელმაც თავის გამოსვლაში ქრისტიანულ-მუსლიმნურ დიალოგის უკრაინულ გამოცდილებაზე ისაუბრა. ასევე ვირჯინია ჰოლსტრომი – ამერიკის ბაპტისტი ქალების წარმომადგენელი, რომელმაც ამერიკაში არსებულ რელიგიის მიმართ დამოკიდებულებებზე გაამახვილა ყურადღება, სადაც  მისი თქმით კულტურულად ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყანაა.

ფორუმზე ხაზი გაესვა განთლების როლს რელიგიურ კონფესიებს შორის დაპირისპირების პრობლემის მოსაგვარებლად.

ფორუმი ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის კიელ მაგნე-ბონდევიკისა და სხვა მომხსნენებლების გამოსვლით გაგრძელდება და საღამოს დისკუსიით დასრულდება.

ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის კიელ მაგნე-ბონდევიკი თავის გამოსვლაში ისაუბრებს თემაზე რელიგია როგორც საფუძველი ომის თუ მშვიდობის.

ფორუმი “ქართველ მუსლიმთა კავშირის” ორგანიზებით ბათუმში პირველად იმართება.

ბათუმში გორგილაძის ქუჩა შარტავას ქუჩამდე გაგრძელდება

გორგილაძის ქუჩა

მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებულია გორგილაძის ქუჩის გაგრძელება ჯავახიშვილიდან შარტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიამდე.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია: 5754 კვ.მ მოცულობაზე ერთი ფენა 7სმ სისქის ასფალტბეტონის მსხვილმარცვლოვანი საფარისა და 12757 კვ.მ. მეორე ფენა 5 სმ სისქის მკვრივი წვრილმარცვლოვანი ასფალტბეტონის საფარის დაგება; მოეწყობა 885 გრძ.მ. ბაზალტის ბორდიური; 2687 კვ.მ მოცულობაზე 5 სმ სისქის ბეტონის დეკორატიული ფილების დაგება; სანიაღვრე სისტემების სამუშაოების განხორციელება; დამონტაჟდება მიწისქვეშა სანაგვე კონტეინერები და გარე განათება. 

აღნიშნული სამუშაოებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 657 ათასამდე ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,გზა“ ასრულებს.

ხულოს გამგეობამ სახანძრო ავზის მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა

 

სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდის მიხედვით ხულოს მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში, სახანძრო ავზი, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა მოეწყოს.


შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 33 780 ლარით განისაზღვრება. წინადადებების მიღება 2015 წლის 24 აპრილს 12 საათზე დასრულდება.

სოფელ ჯაბნიძეებში სოფლის სახლი მოეწყობა

 

შესყიდვების სახელმწიფო ვებგვერდის მიხედვით ტენდერი 6 მაის დასრულდება. შესაბამისად, ამის შემდეგ გახდება ცნობილი, ვინ ააშენებს სოფელ ჯაბნიძეებში სოფლის სახლს ინდ. მეწარმე რამაზ ივანაძის პროექტით.

 

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სოფლის სახლი ორი თვის განმავლობაში უნდა ააშენოს.



 

 

ხულოში ჰესის მშენებლობაზე ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი – დაშავდა

ერთი გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე, 30 წლამდე მამაკაცია, მეორე დაღუპული კი – თურქეთის მოქალაქე. საავადმყოფოში გადაყვანილი ასევე საქართველოს მოქალაქეა. 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მხულის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ნიშნავს. 

კონკურსი – ,,გააცოცხლე წარსული მომავლისათვის“

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 14-დან  28-წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ციალა ქათამიძეს,  ტელეფონის ნომერზე – 557 96 37 89.  წარმოდგენილი ნამუშევრები კრეატიულობის, ტექსტის დახვეწილობისა და გადმოცემის ხარისხის მიხედვით, შეფასდება საკონკურსო კომისიის მიერ. გამარჯვებულ ახალგაზრდებს გადაეცემათ ფოტოაპარატები. კონკურსი ტარდება ორგანიზაცია ,,ბორჯღალის“ ინიციატივით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით.

 

 

N1 საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

 

 

პროექტის მიხედვით არსებული სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა აშენდეს დამოუკიდებელი 4-სართულიანი შენობა. პირველ, მეორე და მესამე სართულებზე განთავსდება საკლასო ოთახები, ხოლო მეოთხე სართულზე სპორტული და სააქტო დარბაზები. შენობაში განთავსდება ასევე სველი წერტილები და დამხმარე სათავსოები. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. შენობაში ასევე დამონტაჟდება სამგზავრო ლიფტი. 

 

N1 სკოლის, ახალი კორპუსის მშენებლობა 2016 წლის 1 სექტემბრამდე  უნდა დასრულდეს.

 

ელექტრონული ტენდერი (SPA150011395) განათლების სამინისტრომ, 16 აპრილს,  ქვეპროგრამის – “საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების” ფარგლებში  გამოაცხადა.
 
 
 
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 273 609 ლარით განისაზღვრება. წინადადებების მიღება 2015 წლის 7 მაისს 13 საათსა და 30 წუთზე დამტავრდება.
 
 

სტუდენტური მოძრაობა ალტერნატივა: სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს დარღვევებით

 

„ამა წლის მიმდინარე სემესტრში, კონკრეტულად 5 მაისს დანიშნულია სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები.


სტუდენტური მოძრაობა “ალტერნატივა” მონაწილეობას იღებს ამ არჩევნებში, ვინაიდან ჩვენს ერთ-ერთ ღირებულებას წარმოედგენს საუნივერსიტეტო სივრცეში ჯანსაღი პროცესების წარმოება.


სტუდენტური თვითმმართველობის ისტორიული გამოცდილება ცხადყოფს, თუ როგორ იყენებდნენ წლების განმავლობაში სახელმწიფო ინსტიტუტები თვითმმართველობას უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების გასაკონტროლებლად და სამართავად, რისი დამსახურებაცაა სტუდენტებში კომფორმიზმისა და ინდეფერენტული დამოკიდებულების გაღვივება, რამაც ხელი შეუწყო არასოლიდარული საზოგადოების ჩამოყალიბებას და სტუდენტთა მასების გათიშვას მიმდინარე პროცესებისგან.


რაც შეეხება სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებს, პროცესები მიმდინარეობს გაუმჭირვალედ და რიგი დარღვევებით, რომელის გამოიხატება შემდეგში:


1). ქვოტების არათანაბარი გადანაწილება ფაკულტეტებს შორის, მაგ: მენეჯმენტის სპეციალობა სადაც სწავლობს დაახლოებით 300 სტუდენტი გამოყოფილია 3 მანდატი, ხოლო სასურსათო ტექნოლოგიის სპეციალობაზე სადაც სწავლობს დაახლოებით 20 სტუდენტი ასევე გამოყოფილია 3 მანდატი. ყოველივე ეს კი ლოგიკას მოკლებილია და ბუნდოვანია მანდატების განსაზღვრის პრინციპი.


2). გაურკვეველია ახალი დებულების მიღების სამართლებრივი საფუძველი, (ვინ შექმნა, ვინ დაამტკიცა). 


3). ცესკოს დებულების მიხედვით კანდიდატს ხმას აძლევს ფაკულტეტის სტუდენტი, ხოლო ცესკოს დადგენილების მიხედვით ხმის მიცემის უფლება აქვს კონკრეტული სპეციალობის სტუდენტს.


ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი პრობლემაა წინა საარჩევნო, სააგიტაციო და შუალედური გამოცდების პერიოდის დამთხვევა, რაც ქმნის არახელსაყრელ გარემოს იმისათვის, რომ კანდიდატებმა აწარმოონ ჯანსაღი სააგიტაციო პროცესები.


ყოველივე ზემოთ მოხსენებულიდან გამომდინარე სტუდენტური მოძრაობა “ალტერნატივა” მიიჩნევს, რომ დროულად უნდა აღმოიფხვრას ყველა პროცედურული დარღვევა და მოექცეს სამართლებრივ ნორმებში და მეორეს მხრივ საარჩევნო სუბიექტებისათვის უნდა შეიქმნას დემოკრატიული სარჩევნო გარემო, რაც გულისხმობს, რომ მათ მიეცეთ საშუალება არასაგამოცდო პერიოდში, სალექციო კვირის დღეებში, შეხვდნენ სტუდენტებს სააგიტაციო პროცესების წარმოების მიზნით. აქედან გამომდინარე კი არჩევნების დღე უნდა განისაზღვროს 10-დან 15 მაისამდე შუალედში.“ – აღნიშნულია განცხადების ტექსტში. 

ბათუმის მერია მოქალაქეების ინიციატივებს დააფინანსებს

 

 

კონკურსში მონაწილის შეფასება ხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით და შეფასების საბოლოო შედეგი განისაზღვრება ქულათა დაჯამებით:

პროექტის იდეა – მაქსიმალური შეფასება 10 ქულა;
პროექტის აქტუალურობა – მაქსიმალური შეფასება 10 ქულა;
პროექტის ინოვაციურობა და კრეატიულობა – მაქსიმალური შეფასება 10 ქულა;
პროექტის თანადაფინანსება – მაქსიმალური შეფასება 10 ქულა;
პროექტში საზოგადოების ჩართულობა – მაქსიმალური შეფასება 10 ქულა

 

მერია ინიციატივებს მიიღებს, როგორც ორგანიზაციებიდან, ისე ფიზიკური პირებიდან.

განაცხადები მიიღება მიმდინარე წლის, ყოველი თვის პირველი სამუშაო დღიდან – თვის ბოლო სამუშაო დღის ჩათვლით 09:00 საათიდან – 18:00 საათამდე, 2015 წლის საკონკურსო ბიუჯეტის ამოწურვამდე.

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

 

 

 

 

ქართველ მუსლიმთა კავშირის ფორუმი – ”რელიგია და მშვიდობა”

 

კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მრგვალი მაგიდა სახელწოდებით: „მედიის როლი რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენის საქმეში “.

ფორუმში მონაწილეობენ სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის მქონე სასულიერო პირები, თეოლოგები, ჟურნალისტები და სხვა მოქალაქეები. კონფერენციას ასევე დაესწრება ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად „ევროპაში მშვიდობისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის“ პრეზიდენტი კიელ მაგნე ბონდევიკი, ევროპული ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის ფორუმის“ ხელმძღვანელი იოჰან კანდელინი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი პაულ ფიდესი და აშშ–სა და თურქეთის ელჩები საქართველოში.


წაკითხული მოხსენებები გამოიცემა კრებულის სახით. 

ფორუმი 18 აპრილს, 14:00 საათზე სასტუმრო „შერატონში“, პრესკონფერენციით გაიხსნება და დასრულდება 19 აპრილს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში საზეიმო ღონისძიებით.

კონფერენციის ორგანიზატორია „ქართველ მუსლიმთა კავშირი“, პარტნიორი ორგანიზაციების – „პირველი ნაბიჯის ფორუმი – ევროპას“, „ევროპის მშვიდობისა და ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და „ამერიკული საბჭოები – ღია სამყაროს“ მხარდაჭერით.

კონფერენციაზე პირველ დღეს დასწრება შეზღუდულია, ხოლო მეორე დღეს – თავისუფალი.

სოლიდარობის ფონდში ყველაზე დიდი დონაცია აჭარიდან განხორციელდა

 

 

 

სოლიდარობის ფონდის ცნობით,  2 400 000 ლარით ისინი უკვე დაეხმარნენ 22-წლამდე ასაკის ონკოლოგიური დაავადებების მქონე 78 ბენეფიციარს. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, მათი სამინისტროს თანამშრომლები ფონდში  ყოველწლიურად 5 000-მდე ლარს რიცხავენ.

 



შეხვედრაზე ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა და საქართველოს სოლიდარობის ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ხატია ფიჩხაიამ, რეგიონის ხელმძღვანელობას დღეის მდგომარეობით ფონდში მობილიზებული თანხისა და დაფინანსებული ბენეფიციარების შესახებ ანგარიში წარუდგინეს.


„მოხარული ვარ, რომ ეს სიგელი მივიღეთ. იგი ეკუთვნის მთლიანად აჭარას. მოგეხსენებათ,ძირითადად საჯარო მოხელეები ვართ ჩართული, თუმცა კერძო კომპანიებიც არ იშურებენ თანხას ქველმოქმედებისთვის და ამის ნათელი მაგალითია კომპანია „ატლას-ჯორჯია“, რომელმაც ფონდს დასაწყისისთვის 500 000 ლარი გადაურიცხა. ვფიქრობ, რომ დიდი წვლილი შეიტანა აჭარამ სოლიდარობის ფონდში, რომელმაც 2014-2015 წლის განმავლობაში 22 წლამდე ასაკის 78 მოქალაქე დააფინანსა. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ფონდთან თანამშრომლობას. ვფიქრობ, ყველა უწყებაში უნდა იყოს ეს პრეზენტაცია ჩატარებული, რომ ყველამ გაიგოს თუ როგორ იხარჯება, სად და ვის ხმარდება თითოეული ლარი, რომელსაც სოლიდარობის ფონდში რიცხავენ მოქალაქეები. ჩემთვის სასიამოვნოა, რომ აჭარიდანაც იყვნენ პაციენტები, რომლებმაც ამ ფონდის საშუალებით იმკურნალეს“- განაცხადა არჩილ ხაბაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.


შეხვედრას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, მინისტრის მოადგილეები, სამედიცინო დაწესებულებებისა და საზღვაო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


სოლიდარობის ფონდის ხელმძღვანელები დღეს, რეგიონში არსებულ იმ კომპანიებისა და საჯარო სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდებიან, რომლებიც საქველმოქმედო ფონდში არიან ჩართულნი.

 

სოლიდარობის ფონდი  2014 წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაფუძნდა. ფონდის მიზანია საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით, ინოვაციური დაფინანსების მექანიზმების ამოქმედებით, საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ან კატასტროფული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგარი ბავშვებისა და ოჯახებისთვის ალტერნატიული (არასაბიუჯეტო) რესურსების მობილიზაცია და პრიორიტეტულ სოციალურ საჭიროებებზე მიმართვა. ფონდში ჩართვა ნებაყოფლობითია.


 

 

 

 


საერთაშორისო კონფერენცია – „რელიგია და მშვიდობა“ ბათუმში

 

 

ტარიელ ნაკაიძე

 

 

კონფერენციის მიზანი, რელიგიათა შორის ურთიერთობის წარმოჩენაა, რა როლი აქვს რელიგიას და რა სიტუაციაში ვართ დღეს გლობალურად, ამ თვალსაზრისით – აცხადებენ კონფერენციის ორგანიზატორები.    

 

„ასეთი კონფერენციები იმ თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, გავაანალიზოთ რა როლი აქვს რელიგიას მშვიდობის საკითხში და რა სიტუაციაში ვართ დღეს რეალურად. ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ მშვიდობა  იმ არასწორი მიმართულების იდეოლოგიას, რაც დღეს ძალადობს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში“, – აცხადებს  „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელი, ტარიელ ნაკაიძე. 

 

მისი თქმით, საზოგადოებამ ნათლად უნდა გაიგოს, რატომ არის სიყვარული მნიშვნელოვანი რელიგიისთვის:

 

„ადამიანი იმიტომ კი არ უნდა გიყვარდეს ან გძულდეს, რომ თეთრკანიანია ან შავკანიანი, მუსლიმია და არამუსლიმი, ადამიანი იმიტომ უნდა გიყვარდეს, რომ ის ღმერთის ქმნილებაა. დღეს აქტუალურია ახლო აღმოსავლეთის თემა, იქ არსებული პრობლემები, ამიტომ ვალდებულები ვართ, სწორად ავხსნათ რა არის რელიგია და დღეს რასთან გვაქვს საქმე, როგორ არის დღეს  რელიგია გამოყენებული ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ“.   

 

ღონისძიება, როგორც ტარიელ ნაკაიძე ამბობს, მუხამედ შუამავლის დაბადების დღეს დაამთხვიეს: „კონფერენციის პირველ დღე მოხსენებებს დაეთმობა, მეორე დღეს, ანუ 19 აპრილს „ბათუმის მუსიკალურ ცენტრში“ წავიკითხავთ კომუნიკეს“.  

 

კონფერენციის ფარგლებში ხვალ „შერატონში“ გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე – მედიის როლი რელიგიურ და კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენის საქმეში.

 

ამ თემაზე ქართველი და BBC-ის  ჟურნალისტები ისაუბრებენ თავიანთ გამოცდილებასა და მედიის როლზე რელიგიის გაშუქებაში.

 

„საზოგადოებამ უნდა განსაჯოს რა არის სწორი და არასწორი, ამაში კი მედიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. კონფერენციის მასალები შემდეგ კრებულის სახითაც გამოვა“, – ამბობს ტარიელ ნაკაიძე.

 

საერთაშორისო კონფერენციას ორგანიზება „ქართველ მუსლიმთა კავშირმა“ ევროპული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით მოახერხა. 

საქორწინო ტრადიციები აჭარაში

თუ ოდესმე აჭარულ ქორწილში მოხვდებით, სადილის შემოტანის რიტუალი აუცილებლად მიიქცევს თქვენს ყურადღებას.

საგანგებოდ მორთული ხუთი დიდი კალათი შუა ქორწილის დროს ხუთ ბიჭს შემოაქვს მხარზე შედგმული. კალათებით საქორწინო სუფრებს მოივლიან და მერე მეფე-დედოფლის მაგიდის წინ დადებენ. სადილი, რომელიც ტკბილეულისგან შედგება (ბაქლავა და შაქარლამა), გათხოვილი გოგოსთვის ოჯახის წევრებს მიაქვთ.

ხალხურ თქმულებას თუ დავუჯერებთ, სადილის მიტანის ტრადიცია აჭარაში გამუსლიმანების შემდეგ დამკვიდრდა. თუმცა დღეს მნიშვნელობა არ აქვს ქორწილს ქრისტიანი იხდის თუ მუსლიმი – სადილი ნებისმიერი  ქორწილის განუყრელი ნაწილია.

ციცინო სამნიძე

ქედაში მცხოვრები ციცინო სამნიძე 25 წელია ე.წ. სადილებს ამზადებს, თვეში საშუალოდ ხუთს.

„სადილი შედგება ბაქლავისა და შაქარლამისგან. სტანდარტულ სადილის კალათებში  300 ნაჭერი ბაქლავა და 80 შაქარლამა თავსდება. ახლა დაემატა შოკოლადები და  შამპანური ან ლიქიორი. წესი არის ასეთი –  სადილი უნდა შედგებოდეს ხუთი კალათისგან. აქედან ერთი კალათი გამორჩეულია –  ნეფე-დედოფლისაა, დანარჩენი ოთხი –  ერთნაირია. თუ ოჯახს საშუალება არ აქვს, უფრო ცოტა რაოდენობის კალათით მიაქვთ სადილი, თუ შეძლებულია, მაშინ კალათების რაოდენობა შეიძლება ხუთზე მეტიც იყოს. როცა გოგო თხოვდება, აუცილებელია, რომ ოჯახმა სადილი გაუკეთოს,“ –  ამბობს ციცინო სამნიძე.

ციცინო იხსენებს, რომ რვაასი ნაჭერი ბაქლავითაც გაუწყვია საქორწილო სადილის კალათები.

ადრე სადილი ქორწილის გარეშე, ცალკე მიჰქონდათ. ამ დროს გოგოს ნათესავები მიდიოდნენ ახალდაქორწინებულების ოჯახში და მიჰქონდათ ბაქლავითა და შაქარლამით სავსე კალათები. ამას გარდა ნათესავები გოგოს ჩუქნიდნენ ფულს ან სამკაულს. დღეს ეს ტრადიცია შეიცვალა და სადილი ძირითადად ქორწილებში მიაქვთ.

საქორწინო რიტუალში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს სიძე-პატარძლისთვის განკუთვნილ კალათს. ეს კალათი სხვა კალათებისგან (რომლებიც ბაქლავითა და შაქარლამითაა სავსე) განსხვავებულია. სიძე-პატარძლის კალათში დევს ორი მსხლის ან ვაშლის ფორმის შაქარლამა. ამ შაქარლამებიდან ერთ-ერთში ფული ან ოქროს ბეჭედია ჩადებული. ხალხური თქმულების მიხედვით, როდესაც სიძე-პატარძალი შაქარლამას გატეხავს, ვისაც ფული ან ბეჭედი შეხვდება, ქორწინებაში ის უფრო ბედნიერი იქნება.

„როდესაც სადილს მიკვეთავენ, წინასწარ მოაქვთ ჩემთან შაქარლამაში ჩასადები ფული ან ოქრო. სადილის დამზადებას მინიმუმ ერთი დღე სჭირდება. ბაქლავას ჟარონებზე ვაცხობ. ერთი ჟარონიდან 20 ნაჭერი ამოდის. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა სადილის გაკეთება. კარგი უნდა გამოვიდეს, რომ არ შერცხვე და ოჯახი, რომელსაც სადილი მიაქვს, არ შეარცხვინო. სულ ვნერვიულობ, ვფიქრობ – ნეტა ცუდი გამოვიდა თუ კარგი. ქორწილის შემდეგ, როცა ვიღებ პასუხს, რომ კარგი გამოვიდა,  ვმშვიდდები,“ – ამბობს ციცინო სამნიძე. 

დღეს ოჯახს საშუალოდ სადილის მიტანა 500 ლარი უჯდება. 

„როცა მოდიან, ვეუბნები – ერთი ნაჭერი ბაქლავა ლარ-ნახევარი ღირს. 450 ლარი ჯდება 300 ნაჭერი ბაქლავა. ამაში შედის 80 შაქარლამაც და შოკოლადიც, ასევე კალათების მორთვაც. ხოლო შაქარლამაში ჩასადები ოქრო ან ფული სადილის შემკვეთს მოაქვს. სადილის მიტანა ძვირი ჯდება, მაგრამ აუცილებელია და დიდ სირცხვილად მიიჩნევა, თუ არ მიუტან,“ – ამბობს ციცინო სამნიძე.

„იმდენად ძვალსა და რბილშია გამჯდარი, რომ ოჯახი უკანასკნელ თეთრს გაიღებს სადილის მისატანად. თუ არის ოჯახი, რომელმაც ვერ შეძლო შვილისთვის სადილის მიტანა და მაგალითად, გარდაიცვალა დედა ან მამა, ის შემდგომ შთამომავლობას აუცილებლად ანდერძივით გადასცემს, რომ გათხოვილი გოგოსთვის სადილი მისატანი აქვს და აუცილებლად უნდა მიუტანონ,“ – ამბობს ფოლკლორის სპეციალისტი ლია მახარაძე.

დღემდე ხალხში ლეგენდადაა შემორჩენილი ის ამბავი, თუ როგორ დაწესდა სადილის (ტკბილეულის) მიტანა.

თურმე ერთხელ ფეიღამბერი (უფლის მოციქული) სახლს აშენებდა, მას სამი ხელოსანი ჰყავდა დაქირავებული. ხელოსნებმა სახლი რომ ააშენეს, სამაგიეროდ გოგო სთხოვეს ცოლად. ფეიღამბერს მხოლოდ ერთი გოგო ჰყავდა, რომლისთვის უნდა მიეცა, არ იცოდა. მან ერთ ღამეს გოგოს ოდაში ძაღლი და ვირი შეაგდო. დილას კი სამი ერმანეთის მსგავსი ულამაზესი გოგო დახვდა. ადგა და ეს გოგოები მიათხოვა თავის ხელოსნებს. ფეიღამბერმა ერთ დღეს ცოლს გამოაცხობინა ტკბილეული და წავიდა ამ გოგოების ოჯახში სტუმრად. სურდა გაერკვია, თუ რომელ ოჯახში იყო მისი შვილი. მივიდა პირველთან და ჰკითხა: როგორია თქვენი რძალი, რას საქმიანობსო? უთხრეს: კარგია, მაგრამ ვირივით ჯიუტიაო. მიხვდა, ვირის სოის (ჯიშის) არისო. წავიდა მეორესთან, იმასაც ჰკითხა. იმან უპასუხა: ძალიან კაია, მაგრამ ერთი ცუდი ჩვევა აქვს –  ცუდ სიტყვებს ამბობს, ძაღლივით გვექცევაო. მიხვდა ფეიღამბერი: ის ძაღლის ჯიშისააო. წავიდა მესამესთან და იკითხა, როგორიაო? – ძალიან კარგია, ადამიანური ქცევები აქვს ყველაფერშიო. მიხვდა, რომ ის მისი შვილი იყო. გაუხარდა ფეიღამბერს, ადგა და იმ ოჯახში დატოვა პურები და ტკბილეული. ასე დაწესდა სადილის მიტანა.

ტკბილეულს, რომელიც სადილის სახით მიაქვთ ქორწილებში, იქვე, სუფრაზე ურიგებენ სტუმრებს.

ადრე ბაქლავის ნაცვლად ყათმერი მიჰქონდათ. ყათმერი ფქვილით, თაფლითა და ნიგვზით კეთდება. ცომს მაწვნით ზელენ, ცოტა რომ აფუვდება, ზემოდან ნიგოზს აყრიან და თაფლს უსვამენ. შემდეგ გამდნარ კარაქს ასხამენ და სამკუთხედად კეცავენ. მზა ფორმას კვერცხის გულს უსვამენ და აცხობენ. გამომცხვარს კი ისევ კარაქს უსვამენ. ამ ტკბილეულს ყათმერ პურს ეძახდნენ.

ძველად აჭარაში ქორწინების სამი წესი იყო გავრცელებული. მოტაცება, გარიგება და ე.წ. „დაჯდომა“.

ქორწინების ყველაზე გავრცელებული ფორმა იყო გარიგება. გარიგებაში, როგორც წესი, გოგოს და ბიჭის მშობლები მონაწილეობდნენ. მშობლები წყვეტდნენ ვის უნდა გაყოლოდა მათი შვილი. დიდი ყურადღება ექცეოდა ოჯახის წარმომავლობას, შეძლებულობას და პატიოსნებას. ქორწინების საქმეს შუამავალი აგვარებდა.

როგორც წესი, ძველად ძირითადად ისე ქორწინდებოდნენ, რომ გოგო და ბიჭი ერთმანეთს არ იცნობდნენ. მათი შეხვედრა ქორწილის დღეს დგებოდა. ქედის კულტურის ცენტრში არაერთი მსგავსი ისტორიაა შემორჩენილი. აი, რას ყვება სოფელ კანტაურში მცხოვრები ლამარა ხალვაში. 

„ნიშნობა ხდებოდა ისე, რომ გოგო და ბიჭი ერთმანეთს არ იცნობდნენ. ქორწილის შემდეგ გაიცნობდნენ ერთმანეთს. ქორწილი ღამით იცოდნენ. თუ შორი იყო, დედოფალი მორთულ-მოკაზმული ცხენით მოყავდათ, თუ ახლოს იყო – ფეხით. დედოფალს ტანზე ჩერჩეფი (ჩადრი) ჰქონდა მოხვეულის. პირზე ფეჩა (პირბადე) ჰქონდა ჩამოფარებული, რომ არვის დეენახა. დედოფალს ორი დადე (მეჯვარე) ჰყავდა. ეს დადეები დედოფალს ცავდენ, არვის დაანახვებდენ. ეზოში რომ მიიყვანდენ, დედამთილს დუუძახებდენ და ასე მუუმღერებდენ: „დედამთილო, გამოგვხედე, მოგიყვანეთ სახლის რძალი, ავი თვალით თუ შეხედო, ძაღლმა გახრას შენი ძვალი“.

დედამთილი რძალს კენჭი შაქარს გადააყრიდა (მაშინ კანფეტი ნაკლები იყო). საინს გაატეხიებდა, კარებზე დანებს მიასობდენ და შეიყვანდენ სახლში, მიიყვანდენ კერაზე, ხელს მოასმევიებდენ და ასე ეტყოდენ: ეს კერა შენიაო.

მერე დედოფალს ფარდაში დააყენებდენ და ფეხებთან ძირს ფეშკირს (პირსახოცს) გაუგებდენ. ვინც დედოფალს ნახავდა, ფარას აჩუქებდა და ფეშკირზე დუუდებდა. დედოფალი მადლობის გადახდით თემენას გუუკეთებდა. ბოლოს დედოფლის ძმას უნდა ეეხადა სახეზე ფეჩა, მაგრამ ამ ფეჩის ახდაში მამათილს ბევრი ფარანა მიეცა. მაყარი დილამდის სმა-ჭამით ირთობდა თავს. ქორწილის შემდეგ ამ ფეშკირს გაჭირვებულს  მისცემდენ,“ –  ეს ისტორია ლამარა ხალვაშისგან წონიარისის  კულტურის სახლის დირექტორმა თამარ ბოლქვაძემ 2012 წელს ჩაიწერა.

ხშირად ხდებოდა ისე, რომ მოტაცება გოგოს დედასთან შეთანხმებული იყო. ან იმ შემთხვევაში, თუკი მშობლები წინააღმდეგი იყვნენ ქორწინების. ასევე ქალს იტაცებდნენ მაშინაც, თუ წყვილს ერთმანეთი უყვარდა, სიძეს კი „ნიშან-ბოხჩის“ მიტანის საშუალება არ ჰქონდა.

ქორწინების არც თუ ისე გავრცელებული ფორმა იყო ე.წ. დაჯდომა. ქალს თუ ბიჭი მოეწონებოდა, ადგებოდა, სახლიდან გაიპარებოდა, ბიჭის ოჯახში მივიდოდა და დაუჯდებოდა. ბიჭს უფლება ჰქონდა უკან გამოებრუნებინა. ეს ქალისთვის დიდ სირცხვილად ითვლებოდა. ამიტომ ასეთ დროს საქმეში მაჭანკალი ერთვებოდა. მაჭანკალს აჭარაში „ჯაზი ნენეს“ უწოდებდნენ. სწორედ მისი მეშვეობით გვარდებოდა ქალ-ვაჟს შორის ურთიერთობა.

ძველებურ ქორწილში ხშირად იმართებოდა შეჯიბრება დედოფლის მაყარსა და დამხდურებს შორის როგორც ცეკვა-სიმღერებში, ასევე შაირებში, გამოცანების გამოცნობასა და ანდაზებში.

Exit mobile version