ქვეყნის მასშტაბით საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისისთვის 553 994 მოსწავლე ირიცხება. აქედან აჭარის ტერიტორიაზე – 53 998. მათ შორის ქალაქ ბათუმში – 26 621, ქედაში – 2 424, ქობულეთში 10 966, შუახევში 2 534, ხელვაჩაურში – 7 289, ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტში – 4 164 მოსწავლე.
იმ მოსწავლეთა რაოდენობამ, რომლებმაც მიატოვეს სწავლა 2014/2015 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ქვეყნის მასშტაბით 14 104 შეადგინა. აქედან 8 196 ბიჭი და 5 908 გოგო იყო.
ზემოაღნიშნული სტატისტიკა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაავრცელა.
„ბათუმელები“ შუახევის გამგებლის მოადგილეს დაუკავშირდა. მისი თქმით, ბოლო დროს შიდა გზები წვიმებისა და მეწყრული პროცესების გამო დაზიანდა.
„მე დავუკავშირდი რწმუნებულებს, შევადგენთ გეგმა-გრაფიკს და შიდა გზებს მოვაწესრიგებთ. ცენტრალური გზების მოწესრიგება კი საგზაო დეპარტამენტს ევალებ“, – უთხრა გამგებლის მოადგილემ ავთანდილ დიასამიძემ „ბათუმელებს“.
2015 წლის 17 მაისის 17 საათისთვის დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების მოთხოვნით დეკლარაცია წარდგენილი ჰქონდა სულ 429 582 ადამიანს. თანხა დაუბრუნდა 229 038 ადამიანს. დეკლარაციების წარდგენა 1 აპრილს დაიწყო და 30 სექტემბრამდე გაგრძელდება. თანხა მოქალაქეებს ეტაპობრივად უბრუნდებათ.
ბრალდებულის ადვოკატის, რამინ პაპიძის ინფორმაციით, დაკავებულს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება:
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის თქმით მას დაზიანებები პოლიციის თანამშრომლებმა მას შემდეგ მიაყენეს, როცა ის დააკავეს. დაკავებისას მას ერთ-ერთმა პოლიციელმა დედისა და ცოლ-შვილის მისამართით უცენზურო სიტყვებით შეურაცხყოფა მიაყენეს, რაზეც საპასუხოდ ბრალდებულმაც შეაგინა. ამის შემდეგ პილიციის თანამშრომლებმა ბრალდებულს ცემის შედეგად ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. დაზიანებები ბრალდებულს ვიზუალურადაც ემჩნევა. დაზიანებები მიყენებული აქვს მარჯვენა თვალის არეში, ტანსაცმელიც კი სისხლით დასვრილი. პოლიციელები ამბობენ, რომ რ.კ-მ ხელბორკილის დადების შემდეგ. თვითდაზიანებები თავად მიიყენა“, – ამბობს ადვოკატი.
აღკვეთის ღონისძიების შერჩევის მიზნით დღეს ბრალდებული საქალაქო სასამართლოში პირველად წარადგინეს. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა -აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე დააკმაყოფილა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. წინასასამრთლო სხდომის დღედ კი 2015 წლის 30 ივნისი განსაზღვრა.
ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ ბრალდების მხარის მიერ მის წინააღმდეგ მოპოვებული მტკიცებულებები სიმართლეს არ შეესაბამება.
პირველ ეტაპზე კონკურსანტებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია სააპლიკაციო ფორმის მიხედვით, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ორგანიზაციის ვებგვერდზე: progress.org.ge და ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
მონაწილეთა რეგისტრაცია გაგრძელდება 2015 წლის 11 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით. 29 მაისიდან ჩატარდება გასაუბრება, რის საფუძველზეც პროგრამაში მონაწილე 25 ბათუმელ ახალგაზრდას შეარჩევენ.
ორგანიზაციის ინფორმაციით, საზაფხულო სტაჟირების პროგრამის მიზანია საკრებულოს დარგობრივი კომისიებისა და მერიის შესაბამისი სამსახურების საქმიანობაში ბათუმელი ახალგაზრდების თანამონაწილეობა, მათი გამოცდილების, სამოქალაქო აქტიურობის გაზრდისა და ადგილიობრივ დონეზე უკეთესი ჩართულობისათვის.
პროექტი ხელს უწყობს ბათუმის მუნიციპალიტეტს ახალგაზრდებთან უკეთესი კომუნიკაციის, ურთიერთობისა და თანამშრომლობის დამყარებას, რაც თავის მხრივ, აუმჯობესებს გადაწყვეტილებების მიღებაში ახალგაზრდების ჩართვას და ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეფექტიანობას.
პროგრამა 2013 წლიდან ყოველწლიურად ხორციელდება ბათუმის მუნიციპალიტეტში.
პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები არა მხოლოდ სწავლობენ და მონაწილეობენ მუნიციპალიტეტის საქმიანობაში, არამედ თავად შექმნიან 5 პროგრამას, რომელთაგან საუკეთესოს ბათუმის საკრებულო ხმათა უმრაველსობით გამოავლენს. მონაწილეებს გადაეცემათ სპეციალური სერტიფიკატები, ხოლო გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით.
პიკაპები, რომელთა შეძენასაც შსს აპირებს, სატენდერო პირობების თანახმად, უნდა იყოს ექსპლუატაციაში არ მყოფი, ოთხკარიანი, დიზელზე [მინიმუმ ოთხცილინდრიანი], საჭე – მარცხნივ, თეთრი ფერის, უნდა ჰქონდეს გარანტია – 5 წელი [ან 150 000 კმ, რომელიც უფრო ადრე შესრულდება]; არანაკლებ 100 ც/ძ-ისა და არაუმეტეს 150 ც/ძ-ის სიმძლავრის.
ტენდერში გამარჯვებულმა 20 ერთეული პიკაპი სამინისტროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა გადასცეს, ხოლო დარჩენილი 30 ერთეული – ეტაპობრივად, 2015 წლის პირველ დეკემბრამდე. სატენდერო წინადადებების მიღება 27 მაისს დაიწყება და პირველ ივნისს დასრულდება.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების მოთხოვნაც იყო და პირველადი განხილვის შემდეგ ბათუმის ბიუჯეტში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის ნაწილში თანხის გაუთვალისწინებლობა საკრებულოს რამდენიმე წევრის შენიშვნებს შორისაც მოხდა, 2015 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას ამ მიმართულების დასაფინანსებლად ერთი თეთრიც არ ჩაუწერიათ. ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის დამტკიცებიდან ოთხი თვის შემდეგ კი, სიტუაციის მოულოდნელმა ცვლილებამ შიში და ეჭვები გააჩინა.
„ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია გვქონდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია, მაგრამ იმ ფონზე, რა ფორმითაც ეპყრობა ესა თუ ის ინტერესთა ჯგუფი კულტურულ მემკვიდრეობას, არსებობს იმის საფრთხეც, რომ ამ პროცესს ძეგლების ნაწილი შეეწიროს. შეიძლება დაიდოს ისეთი დოკუმენტები, რაც ძეგლზე სტატუსის მოხსნის საფუძველი გახდება. კანონი ამბობს როდის ენიჭება ან ეხსნება ძეგლს სტატუსი, მაგრამ მე არ ვიცი რამდენად დაიცავენ ამ წესებს. საქართველოში იყო შემთხვევები, როცა კულტურის ძეგლებზე სტატუსები არ ყოფილა მოხსნილი და ისე აუფეთქებიათ… მე მინახავს სპეციალისტების მიერ შედგენილი დოკუმენტი ერთსა და იმავე ძეგლზე, სადაც ერთი დოკუმენტი ამბობდა, რომ შენობა იმსახურებს ძეგლის სტატუსს, მეორე კი ამბობდა _ არ იმსახურებს. აქედან გამომდინარე მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი. “ – ამბობს იურისტი სულხან სალაძე.
ძეგლების აღწერის აუცილებლობას ეჭვქვეშ არ აყენებს, თუმცა გარკვეულ საფრთხეებზე საუბრობს საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი შოთა გუჯაბიძეც. მისი თქმით, ძეგლების მიმართ ამ დრომდე არსებული დამოკიდებულება მას არ აძლევს მშვიდად ყოფნის საფუძველს.
„ხელისუფლების ძალიან ბევრი ქმედება ძეგლებთან მიმართებაში აჩვენებს, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ კულტურული მემკვიდრეობა არ იყოს დაცული. თუ 2015 წლის ბათუმის ბიუჯეტში დღემდე ძეგლების დაცვა-რესტავრაციისთვის ნული თეთრი იყო, ახლა საიდან გაჩნდა ეს 100 000 ლარი?“ – სვამს კითხვას შოთა გუჯაბიძე. მისივე თქმით, მისი პირობაა არსებულ ნუსხას პასპორტიზაციის შემდეგ არაფერი მოაკლდეს.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელის მირანდა ჩარკვიანის თქმით, ძეგლების რესტავრაციის დასაფინანსებლად მან საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა: „ვერ ვიტყვი, რომ დიდი ძალისხმევა დამჭირდა, სულ რაღაც ოცწუთიანი საუბრის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. რადგან სააგენტოს არ აქვს ამხელა ბიუჯეტი, მერიის ბიუჯეტში გამოინახა თანხა.“
100 000 ლარი, რომელიც ბიუჯეტში კულტურული მემკვიდრეობის პასპორტიზაციისთვის საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმების შემდეგ გამოიყო, ტენდერების შედეგად გამოთავისუფლებული ეკონომიიდან გაითვალისწინეს.
აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ძეგლის ნიშნის მატარებელი შენობების აღრიცხვა-პასპორტიზაციის სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერის გამოცხადებას ბათუმის მერია რამდენიმე დღეში გეგმავს. ამ დროისთვის ბათუმის მერიის განვითარების ფონდი კომპანიის შესარჩევი კრიტერიუმების გაწერაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ერთად მუშაობს. ხელმძღვანელების ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, როგორც სტატუსმინიჭებული ძეგლების შესწავლა-აღრიცხვა-მოძიება, ასევე ძეგლის ნიშნის მატარებელი შენობების აღრიცხვაც უნდა უზრუნველყოს.
„ამის შემდეგ პროგრამულად უნდა გვქონდეს ინფორმაცია, სად არის ძეგლი, რა მდგომარეობაშია, ვინ ცხოვრობს შენობაში, ვის მფლობელობაშია და ასე შემდეგ…“ -განმარტა ბათუმის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა ავთანდილ დარჩიამ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დავალება, რაც შერჩეულმა კომპანიამ შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა მოუმზადოს, ძეგლებთან მიმართებაში ქალაქმშენებლობის განვითარების კონცეპტუალური გეგმაა. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, უნდა დაიწეროს, თუ როგორ შეიძლება ქალაქმშენებლობითი პროცესების განვითარება ისე, რომ ძეგლების აღქმადობა არ დაირღვეს და ძეგლის ინტერესები არ დაზარალდეს: „გარდა ამისა, ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ბაზის კლასიფიკაცია მოვახდინოთ. კონსტრუქციული ნაწილი დეტალურად შეფასდება. თუ რა მდგომარეობაშია ძეგლი ფიზიკურად – საძირკველი, კედლები, ამას კონსტრუქტორი ცალკე ბარათით შეაფასებს. ბაზის დადების შემდეგ გვექნება შესაძლებლობა, ძეგლები კატეგორიებად დავყოთ. ურისკო ძეგლები, რომელსაც ფიზიკური განადგურების საფრთხე არ ემუქრება, როგორიცაა, მაგალითად, თიბისი ბანკის შენობა და ძეგლები, რომლებიც განადგურების პირასაა. შემდეგ უკვე მივყვებით იმის მიხედვით, თუ რამდენად მაღალია ძეგლის ფიზიკური რისკები. პირველ რიგში ყველაზე მძიმე კატეგორიას გამოვყოფთ. ერთიან მიდგომაზე ძალიან გაგვიჭირდება საუბარი, საჭიროა ინდივიდუალური გეგმების შემუშავება. შემდეგ უკვე განვიხილავთ, რამდენს დაძლევს ბიუჯეტი და სად შეიძლება დავაინტერესოთ კერძო სექტორი ძეგლის გადარჩენით.“
მირანდა ჩარკვიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბათუმში 270-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. სააგენტოს ხელმძღვანელი ზუსტ ციფრს ვერ ასახელებს, რადგან 2006 წლის შემდეგ ძეგლების ნუსხაში ახალსტატუსმინიჭებული ძეგლების შესახებ ინფორმაცია აღარ დაუმატებიათ.
შესაძლებელია თუ არა ინვენტარიზაციის შემდეგ ძეგლების არსებულ ნუსხას გამოაკლდეს ან დაემატოს შენობები? – ამ კითხვას სააგენტოს ხელმძღვანელი პასუხობს: „შემცირდება თუ არა უკვე არსებული ნუსხა, წინასწარ ამის თქმა გამიჭირდება.“
არსებული კანონმდებლობით „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ან არქეოლოგიური სამუშაოების წარმოების კანონმდებლობით დადგენილი წესების, შესაბამისი პროექტის ან სხვა სანებართვო პირობების დარღვევა, ასევე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული გაფრთხილების პირობების შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება, რაც დაკავშირებულია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოვლა-პატრონობის ვალდებულების შეუსრულებლობასთან, ფიზიკური პირი ჯარიმდება 5000, იურიდიული პირი 10 000 ლარის ოდენობით. 2013-2014 წლებში საჯარიმო ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე სანქცია რვა შემთხვევაში გამოიყენეს. 2015 წელს ძეგლზე ხელყოფა არ დაფიქსირებულა. მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ბრძანებით ბოლოს ძეგლის სტატუსი (2014 წლის 21 ნოემბერს) ბათუმში ასათიანის ქ. 28-ში მდებარე ორსართულიან შენობას მიენიჭა.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მოამზადოს 60 – 120 წამიანი ვიდორგოლი, რომელშიც მერიის მიერ ბოლო რვა თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ქრონომეტრაჟი იქნება წარმოდგენილი.
ამ სამუშაოს შესრულებისთვის მერია ტენდერში გამარჯვებულს 1500 ლარს გადაუხდის.
ტენდერი 2015 წლის 5 მაისს გამოაცხადეს და 15 მაისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ელეტრონულ ვაჭრობაზე ერთი პრეტენდენტიც არ დარეგისტრირდა რის გამოც ტენდერი არ შედგა. სავარაუდოდ ტენდერს მერია განმეორებით გამოაცხადებს.
ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, რომელსაც ამ დრომდე კაკო ძნელაძე ხელმძღვანელობდა, საფინანსო საბიუჯეტო კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიტიშვილი უხელმძღვანელებს, მასთან ერთად ფრაქციაში სვეტლანა კუდბა და ავთანდილ ბერიძე შედიან.
კოალიციის კიდევ ერთ ფრაქციას – „ქართული ოცნება – აჭარა“ ირაკლი ჯაში ხელმძღვანელობს, ფრაქციაში შედიან: გიორგი მასალკინი და დავით ბაციკაძე.
ახალ ფრაქციას „ დემოკრატიული აჭარა“ სულხან ღლონტი უხელმძღვანელებს, ამ ფრაქციაში „თავისუფალი დემოკრატებიდან“ თემურ კახიძე და დამოუკიდებელი დეპუტატი ჯემალ ფუტკარაძე შედიან.
„ნაციონალურ მოძრაობას“ უმაღლეს საბჭოში ორი ფრაქცია აქვს, ფრაქცია „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც რობერტ ჩხაიძე ხელმძღვანელობს და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – მაჟორიტარები“, რომელსაც ირაკლი ბარამიძე ხელმძღვანელობს.
კონკრეტულად რამდენით გაიზრდება უმაღლესი საბჭოსთვის საჭირო დაფინანსება ახალი ფრაქციების შექმნის გამო, დაზუსტებულ ციფრს უმაღლეს საბჭოში ვერ ასახელებენ.
ამ დროისთვის უმაღლეს საბჭოში ვიცე-სპიკერისა და აგრარული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობებია ვაკანტური.
საარქივო სამმართველოს ინფორმაციით, პირველ ფოტოზე გამოსახულია საუკუნეზე მეტი ხნის დოკუმენტი, რომელიც 1909 წელს ბათუმში მდებარე ბორმანის მაღაზიის რეკლამაა.
დოკუმენტი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ მასში მოხსენიებულია მარინის (დღევანდელი, მემედ აბაშიძის) გამზირზე მდებარე ეკლესია (სავარაუდოდ, წმინდა მიხეილ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, რომელიც მდებარეობდა გამზირის დასაწყისში).
მეორე დოკუმენტი თარიღდება 1916 წლით. სარეკლამო ფურცელზე ჩამოწერილია იმ საქმიანობის ჩამონათვალი, რომლის შესრულებაც ამ კონკრეტულ სახელოსნოს შეუძლია. იქვე წერია ფასების შესახებაც.
„ შესაძლებელი იყო ეს გუნდი ჩემპიონიც გამხადრიყო, მაგრამ ბოლო შეკითხვამ სხვაგვარად გადაწყვიტა ჩემპიაონის ბედი. ერთი ქულით წავაგეთ. ამ შეჯიბრებას ქვია ინტელექტის დღე, რომელიც უკვე მეოთხედ გაიმართა. “ – განაცხადა „ბათუმელებთან“ აჭარის ინტელექტკლუბის წარმომადგენელმა დიმა დარჩიამ.
გამარჯვებულებს კავკასიის უნივერსიტეტმა საჩუქრად „ქინდლები“ და 700 ლარიანი ვაუჩერები გადაცა. ამ ვაუჩერს გამარჯვებულები სასწავლებელში მოხვედრის შემთხვევაში გამიყენებენ.
ელექტრონული აუქციონები გამოცხადდება შემდეგ სახეობებზე, რომლებიც შემდგომში განთავსდება ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე:
ბატი-ბუტის აპარატი
სიმინდის აპარატი
სუვენირების დახლი
გასართობი აპარატი
გასართობი ატრაქციონი
სასეირნო ველოსიპედი (რიგშა)
სასეირნო ეტლი (პონი)
ელექტრომობილი
ჩამოსასხმელი ლუდის კასრი
ნაყინის აპარატი (ჩამოსასხმელი)
ნაყინის დახლმაცივარი (ასაწონი)
ბამბის ნაყინი
ტირი
ფოტოჯიხური
სათვალის დახლი
5D ატრაქციონი
სასწორი
საინფორმაციო დახლი
ბურახის კასრი
ბატიბუტი
ლიტერატურული კუთხე
საპირფარეშო
სეგვეი
ტენისის, ბილიარდის მაგიდა
საპლაჟო ინფრასტრუქტურა
გართობისა და კვების ობიექტი
აუქციონში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ www.eauction.ge -ზე, სადაც სსიპ „ბათუმის ბულვარი“ ელექტრონულ აუქციონებს გამოცხადებს.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მოქლაქეებს შეუძლიათ მიმართონ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას მისამართზე: ქ. ბათუმი, კ. გამსახურდიას ქ. №2. ან დაუკავშირდნენ საკონტაქტო პირს: მარკეტინგისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსს, დავით გამრეკელაშვილს. ტელ: 595 10 99 88; 0422 27 88 08
ბატონო ჯემალ, როგორც ვიცით, „თავისუფალ დემოკრატებთან“ ერთ ფრაქციაში გაერთიანდით. რა გეგმები გაქვთ, პარტიაში შესვლასაც გეგმავთ?
დიახ, უმაღლეს საბჭოში ფრაქცია შევქმენით ორმა „თავისუფალმა დემოკრატმა“ და მე, როგორც უპარტიო, დამოუკიდებელმა დეპუტატმა. „დემოკრატიული აჭარა“ – ასე ჰქვია ფრაქციას. ეს არის უფრო ტექნიკური ფრაქცია, გამომდინარე იქედან, რომ მე დამოუკიდებელი ვარ და არც ერთ პარტიაში არა ვარ გაწევრიანებული.
ჯერჯერობით ჩემი ამ პარტიაში შესვლის საკითხი არ დგას დღის წესრიგში. შევთანხმდით, რომ აქტიურად ჩავრთულიყავით უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესებში და გაგვეძლიერებინა ოპოზიციური ფრთა. დანარჩენი ყველაფერი წინ არის. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები უმაღლეს საბჭოში და საერთოდ ქვეყანაში.
კიდევ ორი ახალი ფრაქცია შეიქმნა. როგორ აფასებთ ახალ გადაადგილებებს უმაღლეს საბჭოში?
უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენების შემდეგ „ოცნებამ“ დაკარგა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის და ვიცე-სპიკერის თანამდებობა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს თანამდებობები ვაკანტური იყო. მინდა გითხრათ, რომ ვიცე-სპიკერთან დაკავშირებით ყველაფერი გარკვეულია და ვიცე-სპიკერი არჩეულია, მაგრამ რატომღაც მმართველი უმრავლესობა ამას არ აღიარებს. ვფიქრობ, ეს საკითხი კიდევ დადგება დღის წესრიგში და ჩვენს სიმართლეს დავამტკიცებთ.
რაც შეეხება საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას, ოპოზიციას არ გვყავდა ჩვენი კანდიდატურა. ნაციონალური მოძრაობის უმრავლესობა კი უარს ამბობდა ამ ვაკანსიის შევსებაზე. ამდენად ჩვენ თვითონ გამოვხატეთ კეთილი ნება. სხვაგვარად ვერ შეაგროვებდა „ქართული ოცნება“ 11 ხმას. ჩვენ გვინდა უმართავი არ გახდეს უმაღლეს საბჭოში პროცესები, ამიტომ შევთავაზეთ თანამშრომლობა. ჩვენ მხარი დავუჭირეთ მათ მიერ წამოყენებულ კანდიდატურას, ანზორ თხილაიშვილს. ის ჩვენთვისაც მისაღები კანდიდატურა იყო.
უმაღლესი საბჭო თანამდებობების ასპარეზად არის გადაქცეული. უფრო მნიშვნელოვანია თუ ვინ მოიპოვებს თანამდებობას, ვინ მოიპოვებს შეღავათებს. ახლა უთანამდებობოდ რჩება მხოლოდ და მხოლოდ ერთი ყოფილი ვიცე-სპიკერი დავით ბაციკაძე. მე ვისურვებდი, რომ „ქართული ოცნების“ ამ თანამდებობის პირებს თავიანთი თანამდებობა ხალხის სამსახურისთვის გამოეყენებინათ და არა მარტო პირადი კეთილდღეობისთვის.
რამდენადაც ვიცი, არც მაილო ჯაშსა და სვეტლანა კუდბას აქვთ თანამდებობები…
მაილო ჯაში ფრაქციის თავმჯდომარეა და არც სვეტლანა კუდბა დატოვეს თანამდებობის გარეშე – ის ფრაციის თავმჯდომარის მოადგილეა და ასევე მოადგილის თანამდებობა უკავია ჩემს კომისიაში.
რაც შეეხება ბატონი ჩიტიშვილის თანამდებობაზე არჩევას ფრაქციის თავმჯდომარედ, ეს იყო ტრაგი-კომიკური სიტუაცია. ბატონი ალექსანდრესთვის გარკვეული დამსახურება რომ დაეფასებინათ, რაც მას აქვს „ქართული ოცნების“ წინაშე და ის ტკივილი, რომ განექარვებინათ, რაც მას მიადგა კომისიის თავმჯდომარეობიდან გადაყენების დროს, სწრაფად მოხდა გადაჯგუფება ფრაქციაში. შექმნეს ახალი ფრაქცია, რომელსაც არავითარი ღირებულება, არავითარი განსხვავებული პლატფორმა ქართული ოცნებისაგან არ გააჩნია და მოსახლეობა ამას დაინახავს. ეს ყველაფერი შექმნილი იყო თანამდებობის მისაღებად.
ამბობენ, რომ იმ კომპანიებს, რომლების დამფუძნებლადაც ფიქსირდებით, ოპოზიციაში წასვლის შემდეგ პრობლემები შეექმნა. ეს სიმართლეა?
ამას ვერ დავადასტურებ. ასეთი არაფერი ვიცი, თუ რამე გამომეპარა, გადავამოწმებ.
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ წარმოადგენს „ენერგო-პრო-ეი-ეს“ ჯგუფის შვილობილ კომპანიას. იგი ერთდროულად ფლობს როგორც განაწილების, აგრეთვე წარმოების ლიცენზიებს. საქართველოში მის საკუთრებაშია გამანაწილებელი ქსელი და 16 ელექტროსადგური. სემეკის ინფორმაციით, ეს ეწინააღმდეგება ევროპული კანონმდებლობის მოთხოვნებს, კერძოდ, განაწილების სისტემის ოპერატორის საქმიანობა გამიჯნული უნდა იყოს მიწოდებისა და წარმოების საქმიანობისგან.
სემეკში ასევე აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის მიწოდების საქმიანობის გაუმიჯნაობა დისტრიბუციის საქმიანობისგან, გამორიცხავს ბაზარზე ალტერნატიული მიმწოდებლების გაჩენას. აქედან გამომდინარე, განაწილების ლიცენზიანტების სამოქმედო არეალში მიწოდების ბაზარი მონოპოლურია და ექსკლუზიურ მიმწოდებელს თავად განაწილების ლიცენზიატები წარმოადგენენ“.
2014 წელს გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველომ აიღო ვალდებულება, შეუსაბამოს ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის ნორმატიული აქტები ევროკავშირისა და ენერგეტიკული გაერთიანების რეგულაციებსა და დირექტივებს.
ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2009 წლის 13 ივლისის დირექტივა მიზნად ისახავს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, განაწილებისა და მიწოდების შესახებ საერთო წესების შემოღებას. მასში ასევე მოცემულია დებულებები მომხმარებელთა უფლებების, ქსელზე მესამე მხარის დაშვების, კონკურენციის შესახებ, ასევე რეგულირებადი და კონკურენტული სფეროების ერთმანეთისგან გამიჯვნის მოთხოვნა, რომელიც ეხება ბუნებრივი მონოპოლიისა (საქსელო საქმიანობა) და გენერაცია-მიწოდების, როგორც კონკურენტული საქმიანობების, ერთმანეთისგან გამიჯვნას.
ბათუმი, ლუკა ასათიანის ქუჩა. ფოტო: ბათუმელები
ასოცირების შეთანხმება, ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას. ამ შეთანხმებით საქართველო ვალდებულია, ელექტროენერგეტიკულ სექტორში კანონმდებლობა შესაბამისობაში მოიყვანოს ევროკავშირისა და ენერგეტიკული გაერთიანების რეგულაციებისა და დირექტივების მოთხოვნებთან.
ეს დირექტივები საქართველომ უნდა შეასრულოს ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმებულ ვადებში. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო არ მიუერთდება ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებას ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლიდან 2016 წლამდე, ასოცირების საბჭოს წარედგინება წინადადება ახალი ვადის შესახებ ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს სამი წლის განმავლობაში.
სემეკში აცხადებენ, რომ ამჟამად საკანონმდებლო ბაზა ამ კუთხით ძალზე სუსტია. შესაბამისად, მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებელი როგორც საკანონმდებლო, ისე მოსახლეობის დონეზე.
„ევროდირექტივა ენერგეტიკული სექტორის შიდა ბაზრის შესახებ ნიშნავს, თუ როგორ უნდა იყოს მოწყობილი ბაზარი. ძირითადი პრინციპებია – კონკურენცია, არადისკრიმინაციულობა, ანუ ყველა მოთამაშე ბაზრის უნდა იყოს ერთნაირ პირობებში, ქსელში თავისუფალი დაშვება, უსაფრთხო მიწოდება მომხმარებლებისთვის და ა.შ. ანუ კონკურენციის განვითარებას. აქედან გამომდინარე, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საქმიანობა არ ჯდება ევროკავშირის სტანდარტებში. ისაა გამანაწილებელი კომპანია და მისი საქმეა მხოლოდ ტრანსპორტირება, ანუ დენის მიტანა, ხოლო ყიდვა-გაყიდვა ეს უნდა იყოს ტრეიდერების, ანუ მოვაჭრეების საქმე“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ სემეკის წევრმა გოჩა შონიამ.
მისი თქმით, კონკურენციის პირობებში ჩნდება ბევრი ტრეიდერი, მოვაჭრე, რომელსაც აქვს ფული: „ის სთავაზობს მომხმარებელს თავის პირობებს – აი, მე მაქვს ელექტროენერგია ამ ფასად, ამ პირობებით… იქნება ბევრი შეთავაზება და ირჩევს მომხმარებელი იმას, რაც მისთვის უმჯობესია. რაც შეეხება მიწოდებას. დღეს რასაც გამანაწილებელი კომპანიები, იგივე „ენერგო-პრო ჯორჯია“ აკეთებენ, ეს არის მონოპოლია. ყიდვა-გაყიდვა უნდა იყოს სხვისი საქმე. ევროპა ამ სქემით მუშაობს“.
სემეკში მიიჩნევენ, რომ პერსპექტივაში ბაზარი თავად დაარეგულირებს დენის ფასსაც. რაც შეეხება, ვთქვათ, კურსის ცვლილებას, რა სიტუაციაც დღეს გვაქვს, ასეთ დროს მთელი რისკები (ზარალი იქნება თუ მოგება) რასაც გამანაწილებელი კომპანია ახლა იღებს თავის თავზე, შემდეგ გადავა მოვაჭრეებზე.
„განვითარებულ ევროპულ ბაზრებზე ენერგოსექტორი არის დარეგულირებული. უცებ ვერ გადახვალ ასეთ სისტემაზე, რადგან მოსახლეობა უნდა გყავდეს დაცული. კომისია ასე უცებ ვერ გაუშვებს ხელიდან იმ ბერკეტებს, რაც აქვს. ეს არ არის 2-3 წლის საქმე, 7 ან 10-წლიან პერსპექტივაზე უნდა იყოს გათვლილი“, – ამბობს გოჩა შონია.
ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის სამუშაოებთან დაკავშირებით გაფორმებული განსაკუთრებული შეთანხმებით, თუკი არ გაიზრდება წყლის ტარიფი, წყლისა და კანალიზაციის სისტემების მდგრადი ექსპლოატაციისთვის, ქალაქი ბათუმი ვალდებულია განახორციელოს შპს `ბათუმის წყლის” სუბსიდირება; გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) მიერ გაცემული შეღავათიანი სესხის დღგ-ს თანადაფინანსების მიზნით კი, ბათუმის ბიუჯეტიდან წელს 1,12 მილიონი ლარია გამოყოფილი.
3 მილიონ 253 ათასი ლარია განკუთვნილი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების გამრიცხველიანებისთვის (სამუშაოებს მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასრულებს).
2 მილიონ 150 ათასი ლარი დაიხარჯება მახინჯაური – მწვანე კონცხის წყლის ქსელის რეაბილიტაციასა და ჩაქვის ტერიტორიაზე – წყალარინების მობილური გამწმენდი ნაგებობის ქსელის მშენებლობისთვის.
„ბათუმის წყალი” ქლორირების მეთოდის შეცვლასაც გეგმავს. დღეს თუ წყალს თხევადი ქლორით წმენდენ, მალე ეს პროცესი ჰიპოქლორირებით შეიცვლება. კომპანიაში აცხადებენ, რომ ჰიპოქლორიდის დანადგარზე ხელშეკრულება გაფორმებულია და ალბათ ორი თვე მაინც დასჭირდება მონტაჟს, სწავლების კურსებს თანამშრომლებისთვის. აღნიშნული დანადგარისთვის ბათუმის 2014 წლის ბიუჯეტიდან 650 ათასი ლარი იყო გამოყოფილი.
რაც შეეხება წყლის ხარისხს, კომპანიაში აცხადებენ, რომ „სინჯები შიდა ლაბორატორიაში ჩვეულებრივად მოწმდება და წყლის შემადგენლობა დაშვებულ ნორმებთან შესაბამისობაშია”.
მყიდველმა საპრივატიზებო საფასური ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში, კვარტალურად უნდა გადახდოს. ხელშეკრულების გაფორმებიდან რვა თვის განმავლობაში კი მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის, არანაკლებ ორას ნომრიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვის მიღება და მშენებლობის დაწყება უნდა შეძლოს.
აუქციონის პირობები ითვალისწინებს ასევე საკონფერენციო დარბაზის, აპარტამენტებისა და სამორინეს მშენებლობას. ამ პროექტში შემსყიდველმა არანაკლებ 19 000 000 (ცხრამეტი მილიონი) აშშ. დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელეოს.
აუქციონით გათვალისწინებული პირობით შემსყიდველმა მრავალფუნქციური შენობის ექსპლოატაციაში გაშვებიდან ექვსი თვის ვადაში არანაკლებ ორას ნომრიანი სასტუმრო და სამორინე უნდა გახსნას.
შენობის ექსპლოატაციაში შეყვანიდან ექვსი თვის ვადაში კი, საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე აშენებულ მრავალფუნქციურ შენობაში მყიდველის ან მესამე პირის მიერ, არანაკლებ სამასი მოქალაქის დასაქმება უნდა უზრუნველყოს სადაც, დასაქმებულთა არანაკლებ 80% საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს .
ამ შებობაში სასტუმრო და სამორინე შემსყიდველმა ამოქმედებიდან ათი წლის ვადაში უნდა შეინარჩუნოს, აუციონის პირობის მოთხოვნით დასაქმებულთა რაოდენობის შესანარჩუნება კი ობიექტის ამოქმედებიდან ერთი წლის ვადით ევალება.
ხელშეკრულების გაფორმებიდან სამოცი თვის ვადაში, შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით შემსყიდველმა საკუთრებაში გადაცემული უძრავი ქონების მიმდებარედ ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) აშშ. დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
ნებართვის ვერ მიღების შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია საინვესტიციო მოცულობა გადაიტანოს ძირითად პროექტში და საინვესციტიო ვალდებულება გაზარდოს 20 000 000 (ოცი მილიონი) აშშ. დოლარის ოდენობით, რის შემდეგაც გათავისუფლდება ზემოაღნიშნული ვალდებულებისგან;
„ბათუმის წყალში“ 400 ადამიანია დასაქმებული. საშტატო განრიგსა და სახელფასო განაკვეთს ბათუმის მერი ამტკიცებს. პრემიებიც ბათუმის მერის თანხმობის შემთხვევაში გაიცემა – საწარმოს ხელმძღვანელობა მიმართავს განაცხადით და მერი ამტკიცებს. კომპანიის 100% წილის მფლობელიც ბათუმის მერიაა.
„ბათუმის წყალს“ ტარიფი არ შეუცვლია და როგორც ფინანსური დირექტორი აცხადებს, არც გეგმავენ შეცვლას. გამრიცხველიანებული მომხმარებლებისთვის დღეს შემდეგი ტარიფი მოქმედებს: მოსახლეობისთვის 1 კუბ/მ მოხმარებულ წყალზე 51 თეთრი, კომერციული ორგანიზაციებისთვის – 4 ლარი, ხოლო საბიუჯეტო დაწესებულებებისთვის – 3,5 ლარი.
„თუ უნდათ, რომ ნორმალური მომარაგება იყოს ქალაქში, ამ ტარიფებით ეს არ მოხერხდება. ჩემი პირადი აზრია – ჩვენი ტარიფები უსამართლოა. მოსახლეობას აქვს ძალიან დაბალი ტარიფი, კომერციას აქვს 4 ლარი, ამიტომ კომერციულის გაზრდა არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. თუ გაიზრდება, შესაძლოა გაზარდო, ვთქვათ, 20%-ით, მოსახლეობის კი – 70-80%-ით მაინც. ამხელა სხვაობა არ უნდა იყოს ტარიფებში“, – ამბობს თემურ ბედინაძე.
ბათუმელმა ვალენტინა დენიაგამ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს შარშან, თებერვალში მიმართა და „ბათუმის წყლის“ მიმართ არსებული დავალიანების ჩამოწერა ითხოვა. საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა კი „ბათუმის წყალს“ „ხანდაზმული დავალიანების ჩამოწერა“ მოსთხოვა. კომპანიამ მოთხოვნა იმ მოტივით არ დააკმაყოფილა, რომ ის ყოველთვიურად უგზავნიდა მომხმარებელს წყლის საფასურს და მოითხოვდა მის გადახდას.
დავაზე შემდეგ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) იმსჯელა და გადაწყვეტილებაც გამოიტანა – მოქალაქე დენიაგას მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა – „ბათუმის წყალი“ დაავალდებულა აბონენტისთვის 144,93 ლარი ჩამოეწერა. სემეკმა 2011 წლის თებერვლის თვემდე წარმოქმნილი ეს დავალიანება ხანდაზმულად მიიჩნია.
სემეკის გადაწყვეტილება არავის გაუსაჩივრებია, თუმცა, როგორც „ბათუმელებს“ კომპანიაში უთხრეს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არც დავალიანება ჩამოუწერიათ.
საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში აცხადებენ, რომ დავალიანება, რომელიც წარმოიშვა სამი წლის წინ, ხანდაზმულია თუ მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის არ არის გაფორმებული ცალკე ხელშეკრულება ვალის აღიარებაზე, დავალიანების გადანაწილებაზე ან გადახდის გადავადებაზე.
თავის მხრივ, სემეკის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „შპს „ბათუმის წყლის“ მოთხოვნა აბონენტის მიერ თითოეული თვის განმავლობაში დარიცხული საფასურის ანაზღაურების შესახებ, ექვემდებარება ხანდაზმულობის სამწლიან ვადას“.
„ბათუმის წყალს“ მოსახლეობისგან ე.წ. ძველი დავალიანება ჯამში 4 მილიონი ლარი აქვს ამოსაღები. ეს დავალიანებები 2006 წლიდანაა წარმოშობილი. შესაბამისად, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში აცხადებენ, რომ თუ აბონენტებს კომპანიასთან ძველ დავალიანებაზე (თუნდაც გადანაწილებაზე) რაიმე ხელშეკრულება გაფორმებული არ აქვთ, შეუძლიათ მათ მიმართონ.
„ამ პერიოდისთვის ასეთ აბონენტებს უფლება აქვთ, 2012 წლის მაისამდე წარმოშობილი დავალიანებების ჩამოწერა მოითხოვონ. მიუხედავად იმისა, რომ მათ მისდით გადასახადის ქვითრები. მთავარია, ხელშეკრულებით ან რაიმე სხვა დოკუმენტით არ ჰქონდეთ აღიარებული ეს დავალიანება“, – აღნიშნა `ბათუმელებთან” სატელეფონო საუბარში სემეკთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენელმა გაგა კენჭოშვილმა. მისივე თქმით, ხანდაზმულობაზე მათ სამსახურში შესული ეს განცხადება ერთადერთია ბათუმიდან.
„დავალიანების ჩამოწერა არ არის სემეკის პრეროგატივა. ეს სასამართლოს პრეროგატივაა. ხანდაზმულობის გამო არ ხდება ჩამოწერა. ჩამოწერა შესაძლოა მოხდეს თუ დაადასტურებს აბონენტი, რომ არასამართლიანად დაერიცხა თანხა. ერთადერთი, რასაც ვაკეთებთ ძველ დავალიანებებთან დაკავშირებით, ეგაა, რომ ვუნაწილებთ ვალს და თანდათან ვახდევინებთ. რახან მე ზემოქმედების ბერკეტი არ გამაჩნია და არ იხდის აბონენტი წლების განმავლობაში – ჩამომაწერენო, სადავო საკითხია. შეიძლება მართალი იყოს სემეკი და შეიძლება არა“, – განაცხადა შპს „ბათუმის წყლის“ ფინანსურმა დირექტორმა თემურ ბედინაძემ.
თემურ ბედინაძის თქმით, 2014 წელს პირველი შემთხვევა იყო, როცა დარიცხვას აღემატებოდა შემოსავალი: „120 ათასი ლარით მეტი შემოვიდა. წელს 400 ათასამდე შემოვა და ასე ნელ-ნელა დაიკლებს ძველი დავალიანებები. 7-8 წელი დასჭირდება, ალბათ მინიმუმზე რომ ჩამოვიდეს“.
მათივე ცნობით, მაისიდან ოქტომბრამდე მხოლოდ უკრაინიდან ბათუმის მიმართულებით კვირაში 10-მდე ავიაფრენაა დანიშნული. ზოგიერთი კომპანიის ინფორმაციით, აქტიურ სეზონზე შესაძლოა ფრენების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს.
უკრაინულმა ავიაკომპანია Yanair-მა, ოდესა-ბათუმი-ოდესას მიმართულებით რეგულარული ფრენები უკვე დაიწყო. ფრენები კვირაში ორჯერ – სამშაბათს და შაბათს სრულდება. ჩარტერული ფრენები ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით კიევი-ბათუმი-კიევის (ჟულიანის აეროპორტი) მიმართულებით 31 მაისიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით კვირაში სამჯერ: სამშაბათობით, პარასკეობით და კვირაობით განხორციელდება. ზაფხულის სეზონზე უკრაინული ავიაკომპანია Yanair-ი, ბათუმის მიმართულებით დამატებით ფრენებსაც გეგმავს.
14 ივნისიდან, კიევიდან-ბათუმის მიმართულებით ფრენებს განაახლებს „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები „FlyUia“. პირდაპირი ავიარეისები ბორისპოლის აეროპორტიდან კვირაში 3-ჯერ: ორშაბათობით, შაბათობით და კვირაობით განხორციელდება. FlyUia-ს ინფორმაციითვე, ბათუმი-კიევის რეისზე ბილეთის ღირებულება 88 ევრო, ხოლო ბათუმი-კიევი-ბათუმის მიმართულებაზე მგზავრობის ტარიფი 177 ევრო იქნება.
უკრაინიდან აჭარაში ტურისტებ ამიერიდან ავიაკომპანია Dniproavia-გადაიყვანს, რომელიც 3 ივნისიდან ბათუმის მიმართულებას ფრენებს განაახლებს. Dniproavia ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რეისებს – ოდესიდან და დნეპროპეტროვსკიდან შეასრულებს.
ბათუმის ცენტრში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ქირავდება სამოთახიანი ბინა, უზრუნველყოფილი ევრორემონტით, კონდიციონერითა და საქალაქო ტელეფონით. ბინაში არის თანამედროვე ტექნიკა.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:
– ბილიარდი – 18 მაისი.(საბილიარდო კლუბი „უნივერსი“ ლ.ასათიანის N21
– დარტსი -20 მაისი
– ბოულინგი-22 მაისი (ლ.ასათიანის N14)
დასკვნითი ღონისძიებები:
– 23მაისი ( ბათუმის საზაფხულო თეატრი)
– მის სტუდენტი.
– ორიგინალური ნომერი .
– მუსიკალური ნომერი.
– მხიარულთა და საზრიანთა გუნდების შეჯიბრება
გამარჯვებული სტუდენტები გამოვლინდებიან როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ ნომინაციებში, რომლებიც დაჯილდოვდებიან სიგელებით, ფასიანი საჩუქრებითა და ნომინაციისათვის შესაბამისი სპეციალურად დაწესებული პრიზებით.
დამისამართების სისტემის სრულყოფა გააუმჯობესებს: უძრავი ქონების რეგისტრაციას; სოციალური დახმარებების ადმინისტრირებას; ფოსტის, სახანძროს, სასწრაფო დახმარების და სამართალდაცვით მომსახურებებს საარჩევნო სიის დაზუსტებას.
საქართველოს 20 ქალაქში მისამართების კორექტირება უკვე დასრულდა, 14 ქალაქში კი ისევ მიმიდნარეობს: ახალციხე, გორი, ბატუმი, გურჯაანი, ზესტაფონი, ზუგდიდი, თელავი, მცხეთა, ოზურგეთი, საგარეჯო, სამტრედია, სენაკი, ფოთი, ხაშური.
გერმანიის დედაქალაქში, საერთაშორისო ტურნირი ტაეკვონდოში 9 მაისს გაიმართა. ტურნირში 31 ქვეყნის 1100 სპორტსმი მონაწილეობდა, მათ შორის 3 ქართველი ტაეკვონდოისტი.
კონკურსანტს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: საქართველოს კონსტიტუცია; აჭარის კონსტიტუცია; ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს შრომის კოდექსი, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 13 სექტემბრის №43 დადგენილება.
კანდიდატს ეძლევა ერთ თვიანი გამოსაცდელი ვადა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტები იხილეთ აქ.
კონკურსანმა ასევე უნდა იცოდეს საოფისე პროგრამები და ინგლისური ენა კარგად.
II – ტესტირება: ა) ტესტირება – ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრულ საკანონმდებლო აქტებში ბ) ტესტირება – ინგლისური ენაში გ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნის შესამოწმებელი პრაქტიკული დავალება
ზაფხულობით აჭარის მაღალმთიანეთში საზაფხულო საძოვრებზე წასული ქალები ყოველ დილით ახლადმოწველილ რძეს სეფერატორში – რძისგან ნაღების გამოსაცალკევებელ აპარატში ატარებენ. ნაღებს, რომელსაც აჭარაში კაიმაღს ეძახიან, სპეციალურ ჭურჭელში ათავსებენ. კაიმაღისგან ქალები ამზადებენ იაღს – იმავე ერბოს. სწორედ იაღია ის მთავარი ინგრედიენტი, რომლის გარეშეც ტრადიციული აჭარული კერძის მომზადება შეუძლებელია.საუზმე მთაში
ბორანო, სინორი, ყურუთი, ფხალლობიო, ჰასუთა, ხავიწი – ეს იმ კერძების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც აჭარის რეგიონისთვისაა დამახასიათებელი. თითოეული კერძის ისტორია რამდენიმე საუკუნეს ითვლის და დღემდე თითქმის ყოველდღიურად მზადდება ოჯახებში. დილა მთაში შეიძლება დაიწყოთ ჩაით და დაწნული ყველით, ჰასუთასთან და ბორანოსთან ერთად. შუადღეს შეგიძლიათ მიირთვათ ხავიწი და კაიმაღი, ხოლო ვახშმად – ყურუთი, სინორი ან ბორანო.
ბორანო აჭარული სამზარეულოს გამორჩეული კერძია. მისი სხვადასხვა სახეობა არსებობს და ხშირად მისი მომზადების წესიც განსხვავებულია. ბორანოს მომზადების რეცეპტი ზემო აჭარაში, ღორჯომის თემში, სოფელ გორგაძეებში მცხოვრებმა მაყვალა ირემაძემ გაგვიზიარა.
ღორჯომში ბორანოს „ბორას“ ეძახიან და მას სხვადასხვაგვარად ამზადებენ. არსებობს კვერცხი-ბორა, კარტოფილი-ბორა და იაღი-ბორა.
„იაღი ბორა მზადდება ასე: დავწვავთ იაღს (მთაში დამზადებული კარაქი, ერბო), წინასწარ გვექნება გამზადებული დაწნული ყველი დაჭრილი, გამდნარ იაღში ჩავყრით ამ ყველს და ცოტახანს გავაჩერებთ ღუმელზე“, – გვიყვება მაყვალა. კარტოფილის ბორას მომზადების პროცესიც ანალოგიურია. წინასწარ მოხარშულ კარტოფილს და დაჭრილ ყველს აწყობენ გამდნარ იაღში, ცოტახანს ღუმელზე აჩერებენ და კარტოფილის ბორანოც მზადაა.
კიდევ ერთი განსაკუთრებული კერძი, რომელსაც აჭარაში ამზადებენ, არის სინორი. სინორი მზადდება ნადუღისა და საფუარის გარეშე გამომცხვარი პურის თხელი ფენებისგან.
„მოვზელთ პურის ფქვილს, გავიყვანთ თხელ ფენებად და გამოვაცხობთ ამ თხელ ფენებს, მერე დავახვევთ და დავჭრით. დავასხამთ ნადუღს და წამოვადუღებთ ღუმელზე. თუ გინდა, რომ სინორი ტკბილი გამოვიდეს, მაშინ შაქარი უნდა დაამატო“, – გვიყვება ღორჯომში მცხოვრები აიშე ირემაძე. სინორის დასამზადებელი სპეციალურად გამომცხვარი ფენების შეძენა, მაგალითად, ბათუმში, ბაზარსა და სუპერმარკეტებშიც არის შესაძლებელი.
ყურუთი აჭარული სამზარეულოს ნამდვილი დელიკატესია. მის დასამზადებლად საკმაოდ დიდი დრო და შრომაა საჭირო. მაყვალა ირემაძე გვიყვება, თუ როგორ მზადდება ყურუთი.
„ყურუთის გასაკეთებლად საჭიროა ნადუღი. ჩავწურავთ ნადუღს, გავაკეთებთ ქაქიას. ქაქია კეთდება რძისა და მჭადის ფქვილისგან. დავასხამთ ამ ქაქიას ნადუღს და მოვზელთ. შემდეგ კაიმაღს დავამატებთ. მასა უნდა იყოს ხასი, ანუ ელასტიური. გავაკეთებთ პატარა მრგვალ ბურთებს. ამ ბურთებს სინზე ან „ჟარონაზე“ დავაწყობთ და გავფენთ მზეზე გამოსაშრობად. დაახლოებით ერთი თვე სჭირდება ყურუთის გამოშრობას. როცა გამოშრება, მერე შევწვავთ და მივირთმევთ“, – ამბობს მაყვალა.
ქალბატონმა მაყვალამ კიდევ რამდენიმე აჭარული კერძის რეცეპტი გაგვიზიარა. აი, როგორ მზადდება ისინი:
ხავიწი – „ხავიწი კეთდება კაიმაღით. დავდგამთ ფეჩზე კაიმაღს, რომ ადუღდება, ჩავყრით მჭადის ფქვილს, მერე დავასხამთ წყალს, ვადუღებთ ღუმელზე მანამ, სანამ არ გასქელდება. მივიღებთ თეთრ მასას და მივირთმევთ“.
ფხალლობიო – „მოვხარშავთ ლობიოს ცალკე, ფხალს – ცალკე. რომ მოიხარშება, იმას ნიგოზსა და ნიორში შევკაზმავთ. ერთმანეთში ავურევთ მარილით. გამოვა ფხალლობიო. ადვილი გასაკეთებელია“.
იაღლიპური და იაღლიმჭადი: „გავცრით მჭადის ფქვილს, დავასხამთ კაიმაღს, ხასი (ელასტიური) რომ იყოს, ჩავაკრავთ კვერებად და ნელ ცეცხლზე გამოვაცხობთ. ასევე კეთდება იაღის პურიც.
ქალაჯო – „დავწვათ იაღს, ჩავასხამთ ნადუღს და ჩავაყრით ნიორს. ცოტა წყალს დავასხამთ. გამომცხვარი მჭადი გვექნება გამზადებული, წვრილ-წვრილად დატეხილი, ის რომ ადუღდება, იმ დამტვრეულ მჭადს ჩავყრით. რომ ადუღდება და ცოტა შესქელდება, გადმოვდგამთ. ძალიან გემრიელი კერძია“.
დოშორვა – „დავწვავთ იაღს, მოვხრაკავთ ხახვს, ჩავაყრით მჭადის ფქვილს, ჩავასხამთ დოს, ვაშუშებთ. მარილსაც დავაყრით და რომ მომზადდება, მივირთმევთ“.
იაღს, რომელიც აჭარული სამზარეულოს განუყრელი ნაწილია, ძირითადად ზაფხულობით, მთაში ამზადებენ. იაღის დამზადების პროცესს მაყვალა ირემაძე ასე აღწერს:
იაღი
„იაღი მზადდება რძისგან. ახლადმოწველილ რძეს სეპარატორში გავატარებთ, კაიმაღი ცალკე გადადინდება, რძე – ცალკე. კაიმაღი არის იგივე იაღი. კაიმაღი რომ გამოდის, ავათავებთ ასე 40 კილოს, ის დამჭადდება, მაგრად დასქელდება. ამის მერე გრილ ამინდში ჩავასხამთ გობებში და მოვურევთ ხელით. კაიმაღი გაიგდებს წურუქს, ასე ვუწოდებთ. იაღი დარჩება ყვითლად. დავაგუნდავებთ ამ იაღს და ცივ წყალში გავრეცხავთ. ერთი ოცჯერ მაინც უნდა გაირეცხოს ცივ წყალში, რომ კარგი იყოს. მერე დავამარილებთ, ჩავდებთ ქვაბში და შევინახავთ.“
იმის გამო, რომ მთის კერძები, ძირითადად კარაქზე მზადდება, საკმაოდ მსუყეა. მსუყეა ტკბილეულიც, რომელსაც მთაში, სახლებში ამზადებენ.
ჰასუთა ერთგვარი დესერტია, რომელსაც აჭარაში ასევე აჭარული სამზარეულოს ღირსეული წევრია.
„ჰასუთას მომზადებას სულ რაღაც 15 წუთი სჭირდება. გავადნობთ ერბოს, მერე ჩავყრით მჭადის ფქვილს, ვაცდით მანამ, სანამ ცოტა არ გაწითლდება. მერე დავასხამთ ადუღებულ წყალს, ამის შემდეგ შაქარს მოვაყრით, გამოვაშუშებთ და მორჩა, ჰასუთა მზადაა“, – გვაცნობს ტკბილეულის დამზადების რეცეპტს აიშე ირემაძე.
კიდევ ერთი ნუგბარი ყაისაფაა, რომელიც ვაშლისგან მზადდება. აი, როგორია ყაისაფას დამზადების აიშე ირემაძისეული რეცეპტი:
აიშე ირემაძე
„ვაშლს მოვკრეფთ, მოვხარშავთ, გავხეხავთ, ჟარონებზე დავასხამთ თხლად. ხუთი დღე სჭირდება, მზიანი დარი რომ გახმეს და მივიღოთ ტყლაპი. შემდეგ ავაძრობთ ამ ტყლაპს, წვრილ ნაფლეთებად დავფლეთთ. მოვათავსებთ ჭურჭელში, დავასხამთ წყალს და ავადუღებთ. დავაყრით შაქარს, მოვხარშავთ მაგრად, დავაყრით ნიგოზს, დავწვავთ იაღს, კარგად რომ დაიწვება, იმას დავასხამთ და უგემრიელესი საჭმელი გამოდის“.
ბეთმეზიც აჭარული ნუგბარია. მზადდება მსხლისგან. მწიფე მსხალს ჩახეხავდნენ სპეციალურ ჭურჭელში. შემდეგ გამოაცლიდნენ წვენს, ამ წვენს ჩაასხამდნენ სპილენძის ჭურჭელში და ადუღებენ მანამ, სანამ თაფლივით სქელი არ გახდებოდა. გაცივების შემდეგ კი მიირთმევდნენ.
მაყვალა ირემაძე
აჭარაში გავრცელებულ ტკბილეულებს შორის სუფრის მშვენება არის ბაქლავა. ბაქლავას დიდი რაოდენობით ქორწილის დროს ამზადებენ ე.წ. სადილისთვის. სადილი აჭარისთვის დამახასიათებელი ძველი ტრადიციაა. როცა გოგო გათხოვდებოდა, გოგოს ნათესავები მიდიოდნენ ახალდაქორწინებულების ოჯახში და მიჰქონდათ ბაქლავითა და შაქარლამით სავსე კალათები. ამას გარდა ნათესავები გოგოს ჩუქნიდნენ ფულს ან სამკაულს. დღეს ეს ტრადიცია შეიცვალა და სადილი, ძირითადად, ქორწილებში მიაქვთ.
ბაქლავა მზადდება შემდეგნაირად: კვერცხსა და შაქარს კარგად ათქვეფენ, დაამატებენ 7 ჭიქა პურის ფქვილს, მიღებულ მასას ერთ საათს გააჩერებენ.
ამის შემდეგ მზა მასას 35 ნაწილად დაყოფენ, რომელიც ცომის გასაყვანი ჯოხით (ზემო აჭარაში იუხის ჩხირს ეძახიან) თხელ ფენებად გაჰყავთ. ფენა რამდენადაც სიფრიფანა იქნება, ბაქლავა იმდენად ნაზი და გემრიელი გამოვა.
სინზე, რომელზეც ბაქლავა უნდა გამოცხვეს, უსვამენ ცხიმს, აფენენ პირველ ფენას, უსვამენ ცხიმს და ასე გრძელდება ბოლო ფენის დადებამდე. ხუთ ადგილას აყრიან წინასწარ მომზადებულ შაქარსა და ნიგოზს. ნახევარი კილოგრამი ნიგოზი და ამდენივე შაქარია საჭირო ერთი ტაბლა ბაქლავისთვის. მას შემდეგ, რაც ბოლო ფენას დადებენ, დაჭრიან რომბისებურად. თავზე მოასხამენ კარაქს და დგამენ ღუმელში შესაწვავად. ოცი ნაჭერი ბაქლავის დასამზადებლად საჭიროა 250 გრამი ცხიმი, 2 ცალი კვერცხი, 0,5 ლიტრი თბილი წყალი, 1 კილოგრამი შაქარი და ნახევარი კილოგრამი ნიგოზი.
კიდევ ერთი ტკბილეული, რომელიც აჭარული სამზარეულოს განუყრელი ნაწილია არის შაქარლამა. შაქარლამა შაქრის, ფქვილისა და კარაქისგან მზადდება.
ადნობენ 1 კილოგრამ კარაქს, ჩაყრიან გამდნარ კარაქში 1 კილოგრამ შაქარს და მანამდე თქვეფენ, სანამ მასა არ გათეთრდება. ათქვეფილ კარაქსა და შაქარში ჩაყრიან 2 კილოგრამ პურის ან ბრინჯის ფქვილს და ზელენ. მას შემდეგ რაც შაქრის, კარაქისა და ფქვილის მასა მზად იქნება, მას პატარა ბურთების ფორმას აძლევენ და შემდეგ ამ ბურთებს ხალავენ.
ფეხბურთზე მშობლებმა მიმიყვანეს ექვსი წლის ასაკში. პირველი გუნდი, სადაც ვითამაშე, იყო „შევარდენი“, პირველი მწვრთნელი კი – გოგი ქავთარაძე. ამის მერე იყო „ნორჩი დინამოელი“ გელა გომელაურთან, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩემს კარიერაში. მერე „ოლიმპის სკოლაში“ გავაგრძელე თამაში, სადაც ზორბეგ ებრალიძე წვრთნიდა გუნდს. ”ოლიმპის სკოლიდან” თბილისის „თბილისში“ გადავედი, მაშინ 19 წლის ვიყავი. თბილისის ”თბილისი” მალე დაიშალა და „ოლიმპი~ გადაკეთდა `რუსთავად“. 2006-2007 წლებში ჩემპიონები გავხვდით. ”ოლიმპის” მერე იყო თბილისის „ლოკომოტივი“.მერე აზერბაიჯანში წავედი ბაქოს „სტანდარტში“, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ახლანდელი მწვრთნელი კახა ცხადაძე წვრთნიდა. 2008-2009 წლის სეზონი იქ დავრჩი და ისევ „ოლიმპში“ დავბრუნდი. „ოლიმპის“ მერე წავედი უზბეკეთში „შურტანში“, სადაც ორი წელი ვიყავი. მალე იქ ლეგიონელი მეკარის ლიმიტი აიკრძალა და საქართველოში დავბრუნდი. „შურტანიდან“ რომ წამოვედი 2012 წელს, პატარა ტრავმა მქონდა. ჩამოვედი და დამიკავშირდა ბათუმის „დინამო“.
„დინამოში“ მეორეჯერ დაბრუნდით, რა სხვაობაა 2012 წლისა და დღევანდელ „დინამოს“ შორის?
მაშინაც კარგი გუნდი ვიყავით, თუმცა მაშინ სხვა მიზანი გვქონდა – უმაღლეს ლიგაში გადასვლა და მივაღწიეთ კიდეც. მაშინაც იმავე პირობებში ვიყავით – არც ბაზა გვქონდა, არც – სტადიონი. თუმცა ბოლო წლებში უფრო მეტი გამოცდილი ფეხბურთელი დაგვემატა გუნდში, რამაც ჩვენი ძალები გაზარდა.
მიხეილ ალავიძე | ბათუმის დინამო 2-1 ლანჩხუთის გურია | 25 აპრილი 2015
მიმდინარე სეზონს როგორ შეაფასებთ, რომელი იყო თქვენთვის გამორჩეული მატჩი?
არავინ ელოდა ჩვენს ასეთ წარმატებულ გამოსვლას, ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ადგილზე ვართ ახლა, თუმცა ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა. ყველაზე კარგი მატჩი შემიძლია გამოვარჩიო „სამტრედიის“ წინააღმდეგ 4:1 რომ მოვიგეთ (თასის გათამაშება 1/8 ფინალი, 17 ნოემბერი, 2014 წელი). სამწუხაროდ გასვლითი მატში წავაგეთ და ვერ გავედით თასზე, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი ეგ თამაში იყო ჩემთვის. კიდევ ბევრი კარგი თამაში გვქონია, მაგალითად, გასვლითი თამაში თბილისის „დინამოსთან“, სახლში შეხვედრა გორის „დილასთან“.
როგორია დინამოს შიდა სამზარეულო, რა შრომის ფასად გიჯდებათ წარმატების მოპოვება?
ჩვენი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ ძალიან მეგობრული გუნდი ვართ. თუ გუნდში მეგობრული სიტუაცია არ არის, იქ რამის გაკეთება ძნელია!
თქვენ იბრძვით უმაღლესი ლიგისთვის, წელს კი ეროვნული ინტერესების დასაცავადაც გამოგიძახეს… რამდენად მზად იყავით ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ, ელოდით კახა ცხადაძისგან ამ გადაწყვეტილებას?
ასაკობრივი ნაკრების გამოკლებით, ეროვნულ ნაკრებში არ ვყოფილვარ და ეს პირველი გამოძახება იყო. მართალი გითხრათ, ველოდებოდი და უეჭველი მეგონა – ასე ნამდვილად არ იყო. ეროვნულ ნაკრებში თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. ძალიან გამიხარდა – ეროვნულ ნაკრებში თამაში მეტი პასუხისმგებლობაა.
როგორ შეაფასებთ კახა ცხადაძის სამწვრთნელო საქმიანობას?
კახა ცხადაძეს, როგორც მწვრთნელს, ვიცნობ ბაქოს „სტანდარტიდან“. იმის მერე ძალიან გამოცვლილია, უფრო ჩამოყალიბებული ხედვა აქვს. ვფიქრობ, ჩვენს გუნდს პოტენციალი ნამდვილად გააჩნია.
შემდეგში როგორ ხედავთ თქვენს კარიერას – დარჩებით ბათუმის „დინამოში“, თუ დაბრუნდებით თბილისში?
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გელაურში, ხვიჩა შაინიძის სახლს ცეცხლი 27 მარტს ღამის 11 საათზე გაუჩნდა. მამამ სამივე მცირეწლოვანი შვილის გამოყვანა მოახერხა, მაგრამ სახლი მთლიანად გადაიწვა.
ხვიჩა შაინიძის ოჯახი, სახლის დაწვის შემდეგ მეზობელთან ცხოვრობდა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო მეორე წელია რაც აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამას ახორციელებს. სახელმწიფო პროგრამა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით გასული წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა და წელსაც გრძელდება. პროგრამის დასაფინანსებლად 2015 წელს სახელმწიფომ 10 მილიონი ლარი გამოყო. ფერმერების მოსავალს ექვსი სადაზღვევო კომპანია დააზღვევს.
პროგრამის მენეჯერი ლევან მაღრაძე ამბობს, რომ აგროდაზღვევა სასოფლო-სამეურნეო კულტურების 38 სახეობაზე გავრცელდება და ეს კულტურები ეკონომიკური და სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით შეარჩიეს. აგროდაზღვევისთვის საჭირო თანხა კი ქვეყნის ბაზარზე შესაძლო მოთხოვნებიდან გამომდინარე დათვალეს. „ყურადღება ისეთ კულტურებზე გავამახვილეთ, რომლებიც ფართოდაა გავრცელებული და მოსახლეობის შემოსავლის წყაროა. სახელმწიფო დაზღვევის 60%-ს გადაიხდის, 40% კი ფერმერმა უნდა გადაიხადოს. წელს სადაზღვევო კომპანია შეწყვეტს აგროდაზღვევას, როგორც კი ბიუჯეტი ამოიწურება, თუმცა ჩვენი გათვლებით, 10 მილიონი ლარი საკმარისია სადაზღვევო პერიოდის ამოწურვამდე, 10 დეკემბრამდე“, – ამბობს ლევან მაღრაძე.
აგროდაზღვევით სარგებლობა ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში ხუთ ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აქვს. 5 ჰექტარზე მეტ მიწის ნაკვეთს სახელმწიფო არ დააზღვევს, გარდა ხორბლის შემთხვევისა, რომლის დაზღვევა 15 ჰექტრამდე ნაკვეთზე ვრცელდება.
„ფართობზე შეზღუდვა არ ეხება მხოლოდ რეგისტრირებულ კოოპერატივს. თუმცა, სადაზღვევო კომპანია დაზარალებულ კოოპერატივს ზარალს მხოლოდ 50 000 ლარამდე აუნაზღაურებს“, – განმარტავს პროგრამის მენეჯერი. დაინტერესებულ ფერმერსა თუ სასოფლო-სამეურნო კოოპერატივს შეუძლია ხუთი სადაზღვევო კომპანიიდან მისთვის სასურველი აირჩიოს. ზარალის შემთხვევაში ნებისმიერი სადაზღვევო კომპანია ვალდებულია დაზღვეულ ფერმერს ზარალის 90% აუნაზღაუროს. ფერმერს მოსავლის ზარალი იმ შემთხვევაში აუნაზღაურდება, თუ სეტყვით, ჭარბი ნალექით, ქარიშხლითა და საშემოდგომო ყინვით (ციტრუსების შემთხვევაში) იქნება გამოწვეული. ზარალი არ აუნაზღაურდება ფერმერს, თუ ზარალის ოდენობა 10%-ს არ გადააჭარბებს და ზიანი მწერებითა ან დაგვიანებული მწიფობით იქნება გამოწვეული.
ლევან მაღრაძის თქმით, სადაზღვევო პროგრამით გათვალისწინებული 38 კულტურიდან ამ ეტაპზე ყველა კულტურა დაეზღვევა გარდა ციტრუსისა, სადაზღვევო კომპანიები ციტრუსის ბაღებს მაისის ბოლოს დააზღვევენ. ზარალის შემთხვევაში კომპანია წინასწარ განსაზღვრული ფასით უანგარიშებს ბენეფიციარს ზარალის ოდენობას, მაგრამ თუ სასოფლო-სამეურნეო კულტურების სარეალიზაციო ფასი გაიზრდება, ზარალის ანაზღაურებაზე არსებული სარეალიზაციო ფასი გავლენას ვერ მოახდენს.
სახელმწიფო პროგრამით 1 კილოგრამი ხორბალი, სიმინდი, ბადრიჯანი, წიწაკა, ჭარხალი, კიტრი და ხახვი 50 თეთრად არის შეფასებული; ზარალის შემთხვევაში კომბოსტოსა და საზამთროს მწარმოებელი ფერმერები მიიღებენ – 0,25 და 0,3 ლარს. მოცვი – 3,5 ლარად, კაკალი – 4 ლარად, თხილი – 3 ლარადაა შეფასებული. ანუ თუ მაგალითად, გლეხი მოინდომებს 100 კილოგრამი ნიგვზის დაზღვევას, წელიწადში 160 ლარის გადახდა მოუწევს პირადად მას, ხოლო 240 ლარს – სახელმწიფო გადაიხდის. იგივე პრინციპით – თუ დააზღვევს 100 კილოგრამ კიტრს, 30 ლარს სახელმწიფო გადაიხდის, ხოლო 20 ლარი თავად გლეხმა უნდა გადაიხადოს.
ლევან მაღრაძე ამბობს, რომ ბენეფიციარმა დაზღვეული მოსავლის მთლიანი ღირებულების 40% უნდა გადაიხადოს წლიურად. გადახდის ინტენსივობა კი სადაზღვევო კომპანიების პირობებზეა დამოკიდებული. „ზარალი დაითვლება სტანდარტის მიხედვით. ზარალის დროს ბენეფიციარმა 24 საათის განმავლობაში უნდა შეატყობინოს კომპანიას, რომელმაც ადგილზე უნდა შეიწავლოს და შეაფასოს ზარალი“, – ამბობს ლევან მაღრაძე. მისი თქმით, გასულ წელს სახელმწიფომ დაზღვევის 93% დაფარა, წელს კი სახელმწიფოს თანამონაწილეობა აგროდაზღვევაში დაბალია. პროგრამის მენეჯერის განმარტებით, ამ მიდგომით სახელმწიფო მომხმარებელს აგროდაზღვევას აჩვევს.
„თავიდან იყო გათვლილი, რომ სახელმწიფო თანადაფინანსებიდან ეტაპობრივად გამოვიდოდა. შარშან დაზღვევის 93% დავაფინანსეთ, რაც აგროდაზღვევის სფეროში არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა, წელს კი, სახელმწიფოს წილი 60%-ია.“ ლევან მაღრაძის თქმით, გასულ წელს დაზღვეულთა დაახლოებით 17% აჭარაზე მოდიოდა, აქ მოსახლეობამ ძირითადად ვაზი და ციტრუსი დააზღვია.
ფერმერები, რომელებმაც დაზღვევით ისარგებლეს, სადაზღვევო კომპანიების მუშაობით მეტ-ნაკლებად კმაყოფილნი არიან. „7 500 მეტრ მიწის ნაკვეთზე ციტრუსის ბაღი მაქვს გაშენებული და ორი წელია ვაზღვევ. წელს რომელ კომპანიაში დავაზღვევ, ჯერ არ გადამიწყვეტია. 15 ტონა მოსავალი მომყავს, თუმცა გასულ წელს 8 ტონა დამიზღვიეს. როცა ზარალდები, გეუბნებიან რაც მოკრიფე, მხოლოდ ესაა დაზღვეული, რაც არა – დაუზღვეველიაო. ზარალის 36% ამინაზღაურეს, შეიძლება მეტიც მქონდა ზარალი, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ – თუ მთელი მოსავლის ზარალს ვნახავ, სადაზღვევო კომპანია მისი მოყვანის საფასურს მაინც ამინაზღაურებს“, – ამბობს მურად მალაყმაძე.
ომარ მიქელაძე წელს კივის დაზღვევასაც გეგმავს: „შარშან მხოლოდ მანდარინი დამიზღვიეს, წელს თუ კივსაც დააზღვევენ, უნდა დავაზღვიო. მე კმაყოფილი ვარ, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ზარალი არ აუნაზღაურეს“, – ამბობს ფერმერი. დააზღვევს თუ არა სახელწიფო ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა მეფუტკრეობა და საკალმახე მეურნეობა? ლევან მაღრაძის თქმით, ეს პერსპექტივაში განიხილება:
„რთული პროდუქტია აგროდაზღვევა და, შესაბამისად, არ გავდივართ დიდ მასშტაბებზე, ვაზღვევთ მხოლოდ მოსავალს, ვინაიდან ამ კუთხით მუშაობის უფრო დიდი გამოცდილება აქვს სადაზღვევო კომპანიებს, ვიდრე მსხვილფეხა საქონლის თუ საკალმახე მეურნეობის დაზღვევის, თუმცა ვაპირებთ 2016 წელს გამართული იყოს აგროდაზღვევა, უფრო ბევრ სფეროს მოიცავდეს“.
ლია, რამდენად აინტერესებს ქალი ავტორი საზოგადოებას ჩვენს კულტურაში, რომელიც საკმაოდ პატრიარქალურია? და ზოგადად, რა სტერეოტიპები არსებობს მწერალი ქალების მიმართ, თქვენ თუ გიგრძვნიათ ეს საკუთარ თავზე?
ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპები და ჯერ კიდევ არ არის ქალი ავტორი გათანაბრებული კაც ავტორთან, ასე მგონია. თუმცა დღეს უკეთესი სიტუაცია გვაქვს, ვიდრე თუნდაც რამდენიმე წლის წინ იყო. შეიძლება მიზეზი იყოს ის, რომ ქალებმა აქტიურად დაიწყეს წერა და გამოჩნდნენ ძლიერი ქალი ავტორები.
საკმაოდ არასერიოზულად აღიქმებოდა დიდი ხნის განმავლობაში ქალი ავტორების ტექსტები არა იმის გამო, რომ არის ნაკლებად ოსტატურად დაწერილი ან ნაკლებად მნიშვნელოვანი და საინტერესო, უფრო იმის გამო, თუ რაზე წერენ ქალები. ის თემები, რაზეც ქალები წერდნენ, რაღაცნაირად ნაკლებ ღირებულად მიიჩნეოდა თითქოს. ვიცით შემთხვევები, როდესაც ქალი ავტორები იბეჭდებოდნენ ფსევდონიმებით. ეს ძალიან მაბრაზებს. იცი რა, შენ ქალი ხარ და ამიტომ შენს წიგნს არავინ წაიკითხავს, არავინ იყიდის, სერიოზულად შეიძლება არ აღგიქვან და მოდი, ფსევდონიმით დავბეჭდოთ, მამაკაცის სახელით მაგალითად. ნატო დავითაშვილი არის ამის მაგალითი ჩემთვის, მისი პირველი წიგნი ფსევდონიმით დაიბეჭდა. „თან ფენტეზის წერ, თან ქალი ხარ, მოდი არ გინდა…“ „შენ ისე წერ, კაცივით, არ ეტყობა ქალის დაწერილი“, – ეს ითვლება დიდ ქათინაურად.
გამოდის, რომ „ღირსებად“ მიიჩნევა, თუ ნაწარმოებს სქესი არ ეტყობა. რატომ? ჩვენი კულტურა ქალის გრძნობებს თვალს არიდებს?
დიახ, შეიძლება ითქვას თვალს არიდებს. ყოველდღიურ ცხოვრებაშიც მიჩვეული ვართ ამას. მე სადაც გავიზარდე, ასეთი სიტუაცია ხშირად იყო, „ქალის საქმე არ არის“, „ქალის ენა გაერია“ – იტყვიან ამბავზე. „შენ არ ილაპარაკო“, „შენ ვინ გეკითხება“ – ეს ოჯახურ საკითხებზე. აქაც ასეა, თითქოს მონოპოლია აქვს მამაკაცებს, რომ მათი კუთხიდან დანახული და მათ მიერ აღქმული სამყარო უფრო ლეგიტიმურია, ვიდრე ის, რასაც ქალი დაინახავს.
მომისმენია, რომ ქალს ყოველთვის ხელს უშლის გრძნობები, არამარტო ლიტერატურასთან დაკავშირებით. სენტიმენტალიზმი გასაგებია, რაც შეეხება მგრძნობიარობას, მე ვერ წარმომიდგენია ეს ნაკლი და დანაშაული იყოს. მე ნაკლებად მიყვარს სტერილური პოეზია. რაღაც მძაფრი თუ არ მხვდება, ნაკლებად ვკითხულობ ასეთ პოეზიას. ქალები საკმაოდ თამამები არიან ამ მიმართულებით, უფრო რისკავენ თავისუფლად ილაპარაკონ გრძნობებზე და ნაკლებად ეშინიათ, რომ გამოჩნდებიან სენტიმენტალურები ან სუსტები.
თუმცა ქალი ავტორების მიმართ ამ მიმართულებით კრიტიკა უფრო ნაკლებად გვესმის, თუკი ეს ეხება პატრიოტული თემატიკის ლექსებს…
ქალებს რომ წამოეწყოთ პატრიოტულ თემებზე საუბარი, დღეს ალბათ ასე პოპულარული არ იქნებოდა. რაღაც პრივილეგიები მანდაც ჩანს. არიან ქალი ავტორები, რომლებიც ამ გზით ეწერებოდნენ ხოლმე მთავარ ლიტერატურულ დინებაში და უფრო სერიოზულად აღიქვამდა მკითხველი.
„არ არის შენი საქმე წერა“, – ასეთი რამ თუ უთქვამთ?
მომიკრავს ყური, თუმცა პირადად არ უთქვამთ.
რაც შეეხება კრიტიკას. გვხვდება ირიბი მინიშნებები, რომ აი, ქალურობაზე ასეთი ხაზგასმა არ ღირს. შეგინიშნავთ ეს?
კი, შემიმჩნევია. მე მგონია, რომ როცა რაღაც იწერება კონკრეტული ფორმით, როცა ავტორი ხაზს უსვამს თავის სქესს, ამას იმიტომ აკეთებს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ თუ დავიწყებთ დარეგულირებას გარედან, რაზე შეიძლება წერა, როგორი ფორმით შეიძლება წერა, როგორ გრძნობებზე შეიძლება წერა, რომელი კუთხით შეიძლება აღვიქვათ გარემო და როგორ მივაწოდოთ მკითხველს, ეს იქნება სასაცილო და ხელოვნური. მე თუ ვყვები იმაზე, რაზეც ვყვები, ეს მჭირდება და ამიტომ ვლაპარაკობ. მე კრიტიკა არ მიყვარს საერთოდ. არ ვგულისხმობ იმას, რომ არ მიყვარს, როცა მაკრიტიკებენ. სულ მგონია, რომ ხანდახან ზედმეტი იმიტომ მოსდის კრიტიკას, როცა გარედან ცდილობს ჩაერიოს იმაში, რაც არ არის მაინცადამაინც კონტროლირებადი.
ჩემზეც მომისმენია ეს. ყოფილა შემთხვევა, კონკურსებზე, მაგალითად, სადაც ანონიმურად იდო ხოლმე ტექსტები, ძალიან გამთათხეს იმის გამო, რომ „რა არის ეს ქალურობა და გოგოობის სულში შემოჩხერა“.
თუმცა კაცურობის „შემოჩხერით“ გაღიზიანება იშვიათად გვხვდება…
როგორაა იცით, თითქოს ის, რაც კაცური თემაა და მამაკაცების სამყაროა, არის ნამდვილი სამყარო. ქალი მუტანტად გამოიყურება იქ, სადაც სხვა კანონები არსებობს, განსაზღვრული და გაწერილი. ძირითადი ხაზია ის და ქალური ხაზი თითქოს გადახვევაა.
ქალი ავტორების ტექსტები არც თუ ისე შორეულ წარსულში ღირებულ ტექსტებად იშვიათად მიიჩნეოდა, ასე იყო საქართველოში და არა მხოლოდ. თქვენი აზრით, ბოლო ხანს რა შეიცვალა? ისმის ქალების ხმა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში?
თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ნამდვილად ძლიერად ისმის ქალების ხმა და არაფრით არ ჩამოუვარდება მამაკაცების ხმას. ჩემი რჩეული პოეტები დღეს არიან ქალები. მართლა მოიცალეს ქალებმა და უფრო აქტიურად დაიწყეს წერა, გარეთ გამოსვლა, ლაპარაკი. ახლა უფრო ადვილია. ლიტერატურაში თუ მოხდება ცვლილება, შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს, მაგრამ ზოგადად, რადგან ეს თემა ძალიან აქტიური ხდება, ეს ძვრა ნამდვილად არის და ეს ლიტერატურაზეც გადადის. დღეს ისეთი საშიში აღარ არის, რადგან ქალი ხარ – დღეს ამის გამო ასე პირდაპირ არავინ დაგჩაგრავს. თუმცა დაკვირვებული ვარ, პოეტებს უფრო პატიობენ და პროზაიკოს ქალებზე უფრო ქილიკობენ. პროზა ჯერ კიდევ კაცის საქმედ ითვლება. თითქოს მეტი ძალისხმევა სჭირდება, ნებისყოფა.
დღემდე ხშირად ხდება, რომ მწერლისა თუ პოეტის წარდგენისას, თუ ქალია ავტორი, ხაზს უსვამენ: მწერალი ქალი, პოეტი ქალი, ან თუნდაც რეჟისორი ქალი… ეს გაღიზიანებთ?
მე არ მაღიზიანებს. სასაცილოდ მეჩვენება, ირონიით ვარ განწყობილი ამის მიმართ. შეიძლება ისიც მოქმედებს, რომ ძალიან თავდაჯერებული ვარ მაგ მიმართულებით და ვიცი, რომ ქალი პოეტი – ეს არ მაკნინებს და ეჭვიც არ მეპარება, რომ ასეთი მიდგომა სისულელე და სასაცილოა.
შუახევის სოფლიდან მშობიარეს ხულოში გადაყვანის ისტორია
შუახევის რეფერალური საავადმყოფო
აჭარის სამ მუნიციპალიტეტში – ქედაში, ხულოსა და შუახევში, სადაც 100 ათასზე მეტი ამომრჩეველი ცხოვრობს, თითო რეფერალური საავადმყოფო ფუნქციონირებს. 25 აპრილიდან ამ მუნიციპალიტეტებში, საავადმყოფოების მფლობელმა კორპორაცია „ევექსმა“ სტაციონარული მომსახურება შეწყვიტა. მოსახლეობა სოფლებში სწორედ ამის გასაპროტესტებლად ემზადებოდა, როდესაც 5 მაისს შუახევის საავადმყოფოში მიყვანილი დაჭრილი, 25 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. გარდაცვლილის ახლობლები დღემდე დარწმუნებულნი არიან, რომ ქირურგის ყოფნის შემთხვევაში დაჭრილის გადარჩენა შეიძლებოდა. მათი თქმით, ქირურგი სწორედ 25 აპრილის შემდგომი ცვლილებების გამო აღარ ჰყავდა კლინიკას.
კორპორაცია „ევექსი“ არ იზიარებს გარდაცვალებასთან დაკავშირებულ მოსაზრებას. აქ ამბობენ, რომ ახალგაზრდას სიცოცხლისთვის შეუსაბამო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და გარდაცვალების რეალური მიზეზიც ეს იყო. დაჭრილის გარდაცვალების მიზეზებს ჯერ კიდევ სწავლობს სამედიცინო რეგულირების სააგენტოს სპეციალური კომისია. ამ უწყებაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ექსპერტიზის დასკვნები არ არის მზად, ამიტომ ვერავის ბრალეულობაზე ვერ ისაუბრებენ.
შეცვალა თუ არა რაიმე დათო დავითაძის გარდაცვალებამ აჭარის ხელისუფლებისა თუ „ევექსის“ მიდგომაში?
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ კომპანია 2011 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებით ნაკისრ ყველა ვალდებულებას აუცილებლად შეასრულებს. მათ შორის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების უწყვეტობას. როგორც ჩანს, ამის მიღწევა ჯერ კიდევ არ არის ადვილი, რადგან „ბათუმელების“ ინფორმაციით, შაბათს, 10 მაისს, კვლავაც დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც შუახევის რეფერალურში გინეკოლოგი არ მორიგეობდა. ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ ამ კლინიკის ერთ-ერთმა ექიმმაც დაუდასტურა.
„მშობიარე ჩამოიყვანეს სოფელ შუბნიდან, რომელიც დაბას 27 კილომეტრით არის დაშორებული. გინეკოლოგი ჩამოვიდა ხულოდან და პაციენტს შესთავაზე ხულოში გადაყვანა, მაგრამ ის ბათუმში წაიყვანეს. წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა, იმავე დროს ვინმეს რომ დასჭირვებოდა გინეკოლოგი ხულში ან შუახევში? არსებობს რისკი, რომ ასე სხვა ფატალური შედეგიც დაგვიდგეს“, – ამბობს ერთ-ერთი ექიმი, რომელიც ამ დრომდე მუშაობს შუახევის საავადმყოფოში, როგორც მორიგე-ექიმი. მას „ევექსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად აკრძალული აქვს კომენტარის გაკეთება, შესაბამისად, მის ვინაობას არ ვასახელებთ.
ხულოს საავადმყოფოს გინეკოლოგის თამრიკო ბოლქვაძე ადასტურებს 10 მაისს შუახევში მის გამოძახებას: „სატელეფონო ზარი დაფიქსირდა დილის 8 საათზე. შუახევის მენეჯერმა მთხოვა ჩასვლა. იქ დამხვდა მშობიარე, რომელსაც ხულოში გადაყვანა შევთავაზე, რადგან ჯერ მშობიარობა მოსალოდნელი არ იყო და მე ამდენი ხნით ხულოს საავადმყოფოს ვერ მივატოვებდი, მაგრამ მშობიარის ოჯახმა პაციენტის ბათუმში გადაყვანა გადაწყვიტა“. თამრიკო ბოლქვაძე ადასტურებს, რომ იმ დროს შუახევის კლინიკაში მის გარდა სხვა გინეკოლოგი არ ყოფილა.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ლევან გორგილაძის თქმით კი, „ევექსთან“ მიღწეული შეთანხმებით, შუახევში ყოველდღიურად უნდა მორიგეობდეს მეანი-გილოკოლოგი, ქირურგი და ანესთეზიოლოგი სასწრაფო გადაუდებელი შემთხვევებისთვის. „9 მაისს, ღამის საათებში, ვიყავი შუახევში, იყო რეანომობილი, იყო ანესთეზიოლოგი, ქირურგი, გინეკოლოგი. დღეს, დღის მეორე ნახევარში გადაამოწმებენ არსებულ სიტუაციას, რომელსაც მე მომაწვდიან და მე მივაწვდი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს. დღევანდელი (10 მაისის) სიტუაცია არ ვიცი, რადგან დღეს სერიოზული პრობლემით ვიყავი დაკავებული, ქობულეთის ხანძარს ვგულისხმობ“.
რა უჯდება „ევექსს“ ექიმები მთაში
შუახევის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერი რომან ხიმშიაშვილია. ის „ბათუმელებს“ ეუბნება, რომ მისი მართვის ქვეში მყოფი კლინიკის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ვერ ისაუბრებს. „დაუკავშირდით პრესცენტრს“, – ამ სიტყვებით გვემშვიდობება რომან ხიმშიაშვილი.
იმავეს ამბობს ქირურგი ტარიელ ბერიძეც, რომელიც მხოლოდ ერთი განმარტების გაკეთებაზე თანხმდება „ბათუმელებს“: „მე ვცხოვრობ ბათუმში. იმ დღეს, როცა დაჭრილი პაციენტი შეიყვანეს შუახევის კლინიკაში, მე ვიყავი ბათუმში, ჩემს სახლში. მე ვარ ერთადერთი ქირურგი შუახევის საავადმყოფოში. მეტს ვერაფერს გეტყვით“.
კიდევ ერთი ექიმი, ვისაც „ბათუმელები“ ესაუბრა და ვის ვინაობასაც ასევე კონფიდენციალურად ვტოვებთ, ამბობს, რომ „შუახევის საავადმყოფოში ახლა არსებული მდგომარეობა საავადმყოფოს დახურვისკენ წასვლას ნიშნავს“: „კვირაში ერთ დღეს ვმორიგეობდი. იმ შემთხვევაში თუ პაციენტი არ მეყოლებოდა, მაშინ „ევექსი“ საათში 1.60 ლარს მიხდიდა, დღეში 30 ლარი, ანუ თვეში ოთხი მორიგეობა – 120 ლარი. თანხა იმ შემთხვევაში მემატებოდა, თუ დაზღვეული პაციენტი შემოვიდოდა. ჩემ მსგავსად 120 ლარს „ევექსი“ შვიდ ადამიანს უხდიდა“.
იმავე ექიმის თქმით, ის შუახევში კვირაში ერთხელ მხოლოდ იმიტომ მიდიოდა, რომ წარმოშობით იქაურია და როგორც ექიმი, „იქაურების“ წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობს: „მართლა ხათრის გამო ვჩერდებოდით ექიმები, თორემ რომელი ჭკუათმყოფელი იმუშავებს 120 ლარზე. ბოლო დროს კი, სწორედ იმიტომ ვფიქრობდი წამოსვლაზე, რომ პასუხისმგებლობა მაწუხებდა, მაგალითად, მორიგეობის დროს, მთელი ღამის განმავლობაში ერთადერთი ექიმი ხარ დამხმარე პერსონალის გარეშე. ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ექიმის მოვალეობას სათანადოდ ვერ შეასრულებ და ასე ცალკეულ შემთხვევაზე პასუხისგება ინდივიდუალურად მოგიწიოს“.
რამდენი ექიმი ჰყავს „ევექსს“ ქედაში? – ამ ტრადიციული კითხვით „ბათუმელებმა“ ქედის კლინიკის მენეჯერსაც მიმართა. კოლეგების მსგავსად ფრიდონ სირაბიძემაც პრესცენტრთან გადაგვამისამართა.
ერთადერთი მენეჯერი, ვინც საკუთარი ვინაობის დასახელებას დათანხმდა, ეს ხულოს საავადმყოფოს მთავარი ექიმი რუსლან აბულაძეა. მისი თქმით, ხულოში მთელი შემადგენლობა აღდგა, ანუ პრობლემა აღარ აქვთ: „კლინიკის წარმომადგენლებს გვქონდა შეხვედრა ხელმძღვანელებთან, სადაც ღიად დავაფიქსირე ჩემი აზრი და იმავეს გეტყვით თქვენც: მე ამ შეხვედრაზე ვუთხარი, რომ თუ ხულოში სამედიცინო მომსახურება დაიხურებოდა, მაშინ მე ჩემს მხარდამჭერ ექიმებთან ერთად წავიდოდი. ამან ეტყობა გავლენა მოახდინა. ახლა იმ რეჟიმში ვმუშაობთ, როგორც ადრე. ამბულატორია გვაქვს სრულად – გვყავს პედიატრი, ნევროპათოლოგი, კარდიოლოგი, დერმატოლოგი, ოფთალმოლოგი, ოკულისტი და უროლოგი, რომელიც კვირაში ერთხელ ამოდის ბათუმიდან. სამდღიანი წყვეტა შეეხო ქირურგებს, გინეკოლოგებს, მეანებსა და ნევროპათოლოგს, სულ ექვს ექიმს – ორი ქირურგი გვყავს, სამი – გინეკოლოგი, ერთი – ნევროპათოლოგი“.
რამდენს ხარჯავს ერთ თვეში „ევექსი“ ამ ექვსი ექიმის შესანარჩუნებლად? – რუსლან აბულაძე ამბობს, რომ „ქირურგი საშუალოდ 700-800 ლარს იღებს, გინეკოლოგი – 500 ლარს, ნევროპათოლოგი – 500-400 ლარს. ეს იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ეყოლებათ“.
რუსლან აბულაძის ინფორმაციით, ხულოს საავადმყოფოში ყველაზე დიდი დატვირთვა მოდის გინეკოლოგებსა და ქირურგებზე. „ყველაზე მეტი დატვირთვა გვაქვს სამშობიარო ხაზით და ქირურგიაში, პედიატრია და თერაპია -უფრო ნაკლებად. თვეში საშუალოდ 18-20 მშობიარე გვყავს, წლის განმავლობაში 335-340 მშობიარე გამოდის“. რუსლან აბულაძის ინფორმაციით, „ევექსს“ მთელ საქართველოში მათი კლინიკის ტიპის 8 კლინიკა აქვს და მხოლოდ ხულოში, ტყიბულსა და ახმეტაში რჩებოდა საავადმყოფო იმ ფორმით, რა ფორმითაც ადრე არსებობდა. „იმავე შეხვედრაზე მე ვთქვი, რომ ქედას და შუახევსაც აქვს ისეთი სოფლები, რომლებიც ხულოს მსგავსად, დაბიდან 30-40 კილომეტრით არის დაშორებული. ჩემი აზრით, ამ სიშორიდან როცა რაიონულ ცენტრში მიდის პაციენტი, იმან გარკვეული მომსახურება უნდა მიიღოს-მეთქი“.
რუსლან აბულაძეს „ბათუმელებმა“ ჰკითხა, მისი აზრით რა როლი იქონია დათო დავითაძის გარდაცვალებაში ქირურგის არყოფნამ. „მაგ პაციენტთან ჩემი ანესთეზიოლოგი იყო გამოძახებული. 40 წუთში ჩავიდა ადგილზე. იმისგან ვიცი, რომ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობა მიაყენეს – ღვიძლის ვენა-პორტა ჰქონდა დაზიანებული“, – ამბობს რუსლან აბულაძე.
„ევექსის“ მოვალეობები სახელმწიფოს წინაშე
2011 წლის 11 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „უნიმედი აჭარას“ რეგიონის ოთხ მუნიციპალიტეტში (გარდა ხელვაჩაურისა) 10 სამედიცინო დაწესებულება 1 ლარად ერთი პირობით გადაეცა – კომპანიას უნდა შეენარჩუნებინა სამედიცინო სერვისების უწყვეტობა. ხელშეკრულების თანახმად კომპანიის საკუთრებაში გადავიდა აჭარის სამივე მაღალმთიანი მუნიციპალიტეტის სამედიცინო ცენტრი და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური. ასევე, ქობულეთის რაიონული და ბავშვთა საავადმყოფოები, ჩაქვის პოლიკლინიკა და ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური.
ამის სანაცვლოდ, 2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით, სახელმწიფომ გარკვეული ვალდებულებებიც დააკისრა „უნიმედ აჭარას“, რომლის სამართალმემკვიდრეც არის „ევექსი“. მათ შორის, „3.1.5: უზრუნველყოს ხულოს, ქედის, შუახევისა და ქობულეთის მინიციპალიტეტებში სასწრაფო სამედიცინო სერვისების შენარჩუნება გარდამავალ პერიოდში. ამასთან შეინარჩუნოს ავტოპარკი მუშა მდგომარეობაში, მუდმივი სატელეფონო კავშირი, ერთიან სადისპეტჩერო სისტემაში ჩართულობა და სასწრაფო სამედიცინო სერვისების მიწოდება სახელმწიფო პროგრამისა და პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების ფარგლებში“.
„3.1.7: უზრუნველყოს ხულოს, ქედის, შუახევისა და ქობულეთის მინიციპალიტეტებში დანართი #3-ით გათვალისწინებული ბაზისური სამედიცინო სერვისების უწყვეტობა, შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გარდამავალი პერიოდის დასასრულიდან 7 წლის განმავლობაში… სპეციფიკური პირობების გათვალისწინებით და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვით“.
„ევექსის“ პოზიცია
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მინისტრ დავით სერგეენკოსა და „ევექსის“ დირექტორის შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა. ამ შეხვედრაზე საუბარი იყო როგორც დათო დავითაძის გარდაცვალებაზე, ისე „ევექსის“ შემდგომ საქმიანობაზე აჭარის მუნიციპალიტეტებში. „ევექსის“ დირექტორმა გიორგი მინდიაშვილმა ჯანდაცვის მინისტრს უთხრა:
„ჩვენი პირველი ნაბიჯი იყო, რომ… ვაპირებდით პროგრამიდან გამოსვლას, თუმცა არც ერთ ექიმს, სერვისს, ქირურგს ეს არ შეხებია. თქვენ ნახეთ კიდეც, რომ არც ერთი ლიცენზია ჩაბარებული არ იყო. კვირას რაც მოხდა, მხოლოდ დამატებითი დაზღვევისთვის დაემატა რეანომობილი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში იქ იმყოფებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, 4 წლის ბავშვის რეფერალი მოხდა 4:30 საათზე შუახევიდან ბათუმში… და ამ მომენტში სამი უმძიმესი დაჭრილი შევიდა შუახევში. ვფიქრობ, ეს არის ისეთი შემთხვევა, რომელიც არამხოლოდ შუახევში, არამედ თბილისშიც შეიძლება მოხდეს…
კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ არავითარი ცვლილება უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში შუახევთან მიმართებაში არ მომხდარა და ეს ფაქტი [პროგრამიდან გამოსვლა] არანაირად არ იყო დაკავშირებული ამ შემთხვევასთან [გარდაცვალება].“
ბრალდებულის უფლებებს სასამართლოში ადვოკატი ჯემალ კიკნაძე იცავს. პირველ სასამართლო სხდომაზე მან მოსამართლეს პატიმრის გათავისუფლება გირაოს – ოცი ათასი ლარის სანაცვლოდ სთხოვა. მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. როგორც მან განმარტა, ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ პროკურორის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების მიხედვით, არ არის გამორიცხული ბრალდებულმა ახალი დანაშაული ჩაიდინოს, ან ხელი შეუშალოს საქმეზე მტკიცებულებების მოპოვებას და მიემალოს გამოძიებას.
მოსამართლემ თქვა, რომ ერთ-ერთი მოწმის ჩვენების მიხედვით, მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა მუცლის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა დათო დავითაძეს, ხოლო ორი ადამიანი დაჭრა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა: `მოწმე, რომლის მანქანითაც ბრალდებული გადაადგილდებოდა, ამბობს, რომ ბრალდებული მანქანის უკანა სალონში წამოწვა“.
„მიიმალა თუ არა შემთხვევის ადგილიდან მას შემდეგ, რაც ადამიანს დანით ჭრილობა მიაყენა?“ – პროკურორის ამ კითხვას ბრალდებულმა არ უპასუხა. ის დუმილის უფლებით სარგებლობს.
ფაქტი გასულ კვირას შუახევის ცენტრში, ბენზინგასამართ სადგურთან მოხდა. შელაპარაკების დროს მუცლის არეში დაჭრილი 25 წლის დათო დავითაძე საავადმყოფოში გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას ნიშნავს და 7-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ბრალდებული ყოფილი პატიმარია, როგორც მან მოსამართლეს უთხრა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენის გამო. ბრალდებული იმ 190 ადამიანს შორის მოხვდა, რომლებსაც ხელისუფლებამ ოფიციალურად უწოდა „პოლიტპატიმარი და პოლიტიკური ნიშნით დევნილი“.
პროკურორმა რამაზ შავაძემ თქვა, რომ ამ ეტაპზე ტარდება სამედიცინო ექსპერტიზა. შესაძლოა ექსპერტების დასკვნის შემდეგ ბრალდებულის კვალიფიკაცია დაზუსტდეს. მანამდე კი გამოძიება ორი დაჭრილი ადამიანის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას ელოდება და ეძებს დანას, რომლითაც ბრალდებულმა სამი ადამიანი დაჭრა, მათგან ერთ-ერთს კი, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
რაფუნქციააკისრიათირკმლებს? – დოდო ხაბაძის თქმით, თირკმლის მთავარი ფუნქცია ჰომეოსტაზის (შინაგანი გარემოს) მუდმივობის შენარჩუნებაა, რაც გამოიხატება ფილტრაციით, მილაკოვანი რეაბსორსით, სეკრეციითა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების სინთეზით. კერძოდ, თირკმლები ინარჩუნებენ სისხლში სითხის ბალანსს და ისეთი მინერალების კონცენტრაციას, როგორიცაა: კალიუმი, ფოსფორი და ნატრიუმი. თირკმლები ფილტრავენ სისხლში ნარჩენებსა და ზედმეტ სითხეებს, რომლებიც შემდეგ შარდთან ერთად გამოიყოფა ორგანიზმიდან. როცა თქდ მწვავე სტადიას აღწევს, ორგანიზმში სითხეების, ელექტროლიტებისა და ნარჩენების სახიფათო დონე გროვდება.
რაარისთირკმლებისქრონიკულიდაავადება? – ეს არის თირკმლების დაზიანება ან მათი ფუნქციის დაქვეითება, რომლის ორ ფორმას არჩევენ: ქრონიკულსა და მწვავეს. თირკმლების ქრონიკული დაავადების პროგრესირების შედეგად თირკმლების ტერმინალური უკმარისობა ყალიბდება, ანუ თირკმლის ფუნქცია სრულად იშლება.
თირკმლის ფუნქციის დაქვეითებისას ფერხდება კრეატინინის გამოყოფა და მისი დონე იზრდება სისხლში, შესაბამისად, თირკმლის ფუნქცია სისხლში კრეატინინის დონით განისაზღვრება. თირკმლის ფუნქციის შემფასებელი ინდიკატორი გორგლოვანი ფილტრაციის მაჩვენებელია. ”თირკმლის ქრონიკულ დაავადებას ხუთი სტადია აქვს: პირველი სტადია – ნეფროპატიის (თირკმლის ნებისმიერი დაავადების) ნიშნები, ამ დროს გლომერული ფილტრაციის სიჩქარე ნორმალურია ან მომატებული, მე-2 სტადიაში შეინიშნება მისი მსუბუქი შემცირება, მე-3 სტადიაში – ზომიერი შემცირება, მე-4 სტადიაში უკვე მნიშვნელოვნად შემცირებულია, მე-5 სტადია კი ქრონიკული უკმარისობის ტერმინალური სტადიაა – ამ დროს ხდება პაციენტის გადაყვანა თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე ანუ ჰემოდიალიზზე”, – განმარტავს დოდო ხაბაძე.
გამომწვევიმიზეზები – თდქ-ს დიაგნოზის დასმისას დიდი ყურადღება ექცევა ანამნეზს (ცნობები ავადმყოფობის შესახებ), ნეფროლოგის თქმით, იგი სრულად უნდა იყოს შესწავლილი, რადგან მისი მიზეზი შესაძლოა იყოს როგორც თირკმლის, ისე სხვა ორგანოების დაავადებები. ”ეს შეიძლება იყოს ონკოლოგიური და ენდოკრინოლოგიური დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ავთვისებიანი ჰიპერტენზია (მაღალი წნევები), ათეროსკლეროზი, შაქრიანი დიაბეტი. ასევე, თირკმლის ტრავმები, ინფექციები და სხვა”, – ამბობს ექიმი.
სიმპტომები – თქდ შესაძლოა იქამდე არ გამოვლინდეს, სანამ თირკმლების ფუნქცია მკვეთრად არ დაქვეითდება. თუმცა შესაძლოა პაციენტს რამდენიმე სიმპტომი მაინც აღენიშნებოდეს. ”ზოგადი მახასიათებლებით რომ დავიწყოთ, ახასიათებს საერთო სისუსტე, უმადობა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, შრომის უნარიანობის დაქვეითება, შარდის რაოდენობის შემცირება, რაც შარდოვანასა და კრეატინინის მაღალ დონეს უკავშირდება. თუმცა, პირველ ნიშნად მაინც თავის ტკივილი და მაღალი არტერიული წნევა მიიჩნევა”, – ამბობს ნეფროლოგი. ექიმის თქმით, შარდის გამოყოფის შემცირების გამო ორგანიზმი სითხით იტვირთება, ანუ ხდება მისი ჰიპერჰიდრადაცია, რაც ხშირად სუნთქვის უკმარისობით და სხეულზე შეშუპებით ვლინდება.
დიაგნოსტიკა – იმის გამო, რომ თქდ შესაძლოა საწყის ეტაპზე უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, ექიმის რეკომენდაციით აუცილებელია პერიოდულად სისხლისა და შარდის გამოკვლევა. ”თირკმლის დაავადების სკრინინგი შარდისა და სისხლის ანალიზით ხდება და რადგანაც დაავადება ყოველთვის გამოკვეთილი სიმპტომებით არ ვლინდება, აუცილებელია წელიწადში ორჯერ მაინც გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან”, – ამბობს დოდო ხაბაძე. თუმცა, მისივე თქმით, თირკმლის დაავადების გამოვლენის ოქროს სტანდარტად ბიოფსია მიიჩნევა.
მკურნალობა – თქდ-ს მკურნალობისას ძირითადი აქცენტი კეთდება თირკმლის დაზიანების პროგრესირების შენელებაზე, როგორც წესი, ეს ძირითადი მიზეზის კონტროლით ხდება. დაავადების საწყის ეტაპებზე, მკურნალობა შესაძლოა იყოს მედიკამენტოზური. მაგრამ, თუ თქდ განვითარდა თირკმლის ტერმინალურ უკმარისობამდე (ბოლო სტადია), რომლის დროსაც საფრთხე ექმნება პაციენტის სიცოცხლეს – აუცილებელი ხდება, ხელოვნური თირკმლის აპარატის (დიალიზის) გამოყენება ან უკეთეს შემთხვევაში, თირკმლის ტრანსპლანტაცია.
დიალიზი – ექიმის განმარტებით, ხელოვნური თირკმლის აპარატის საშუალებით, პაციენტის სისხლი 4-5 საათის განმავლობაში ცირკულირებს – ორგანიზმიდან გამოსული სისხლი შედის დიალიზატორში და დიალიზატორიდან გამოსული აზოტოვანი შლაკებისგან გაწმენდილი სისხლი უბრუნდება პაციენტს. პროცედურა კვირაში სამჯერ ტარდება.
კვების რაციონი – ნეფროლოგის თქმით, პაციენტები თირკმლის პათოლოგიებით უნდა მოერიდონ მარილიანი (ნატრიუმი), ცხარე და ცხიმიანი საკვების, ასევე ნახარშების (ბულიონები) მიღებას. აშშ-ის თირკმლის ნაციონალური ფონდის რეკომენდაციით, თირკმლის ქრონიკული დაავადებების დროს პაციენტები უნდა ერიდონ გაზიანი სასმელების მიღებას (რომელთაც არანაირი კვებითი ღირებულება არ გააჩნიათ და შეფუთულია შაქარში), დამუშავებული ხორც-პროდუქტების მიღებას (შებოლილი ძეხვი, ლორი და სხვა პროდუქტები, რომლებიც ნატრიუმისა და ნიტრატების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენენ), ასევე კარაქს (რომელიც შეიცავს ქოლესტერინს, კალორიებსა და მაღალი დონის გაჯერებულ ცხიმებს) და მაიონეზს (რომელიც ასევე დიდი რაოდენობით კალორიებსა და ცხიმებს შეიცავს).
2015 წლის აპრილის მონაცემებით, საქართველოში ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია აივ-ით ინფიცირების 4886 შემთხვევა, რომელთაგან 3595 მამაკაცი და 1291 – ქალია. ცენტრის ინფორმაციით, პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა. რეგისტრირებული პაციენტებიდან შიდსი განუვითარდა 2935-ს და გარდაიცვალა 1006 პაციენტი. 2015 წელს, აპრილის მონაცემებით, საქართველოში 191 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აივ მკურნალობაზეა 2652 (მათ შორის აფხაზეთში – 321) პაციენტი. აივ ინფიცირებულთა უმრავლესობა თბილისში ცხოვრობს (1640 ადამიანი), რეგიონებს შორის მეორე ადგილზეა სამეგრელო, სადაც 688 ადამიანია აივ ინფიცირებული; მესამეზე – იმერეთი – 657 ადამიანი და მეოთხეზე აჭარა – 573.
მსოფლიოში აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე დაინფიცირდა თითქმის 60 მლნ ადამიანი და 25 მლნ გარდაიცვალა შიდსით გამოწვეული დაავადებების გამო.
ყველაზე უფრო ”დაზარალებული” სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნები არიან, სადაც აივ ინფიცირებულ ადამიანთა 68% ცხოვრობს.
საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1959 წელს დაბადებული თურქლს თ, ბანგლადეშის მოქალაქეები – 1993 წელს დაბადებული მუსტაკ ა. და 1986 წელს დაბადებული მურად მ. დააკავეს.
სამართალდამცავებმა თურქლს თ-ს მფლობელობაში არსებული, „დაფის“ მარკის, მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანის დეტალური დათვალიერებისას სალონში მოწყობილი სამალავი აღმოაჩინეს, რომელშიც ბანგლადეშის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული სამალავის საშუალებით თურქლს თ. საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე მუსტაკ ა-სა და მურად მ-ს უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა.
გამოძიება თურქლ თ-ს მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით), ხოლო მურად მ-ს და მუსტაკ ა-ს მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).