„ტენდერი 650 ათას ლარზე, გასული წლის ივნისში გამოცხადდა. გამარჯვებულად 632 ათასი ლარით, ინდმეწარმე რეზო დადიანი გამოვლინდა, რომელმაც პირველად მიიღო ტენდერში მონაწილეობა.
ჩვენი შემოწმებით, ერთი ტონა დეფეკაციური ტალახი დღევანდელი მონაცემებით, 10 ლარი ღირს. სატენდერო ფასით კი 1ტონა დეფეკაციური ტალახის ღირებულება, 79 ლარი გამოდის. ამას ემატება მოსახლეობის მიერ თანადაფინანსების ფარგლებში გადახდილი 30 ლარი, რაც ჯამში 240 ათას ლარს შეადგენს. აქედან გამომდინარე, ინდეწარმემ 8 000 ტონა დეფეკაციური ტალახი 632 ათას ლარად შეიძინა, მაშინ როცა მისი ფასი რეალურად 80 ათასი ლარია“- აცხადებს, ირაკლი ბარამიძე.
„ფაქტობრივად, 11-ჯერ გააძვირეს ტალახის თვითღირებულება. მე მაქვს კითხვები, რატომ დაუჯდა მოსახლეობას ის პროდუქტი, რომლის თვითღირებულება ერთ ტონაზე ადგილზე შეადგენს 10 ლარს, 109 ლარი? რა სარგებელი მიიღო ან სახელმწიფომ ან გლეხმა ამ ტენდერით?
ვფიქრობ, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კეთილი უნდა ინებოს და დააბრუნოს მოსახლეობის მიერ გადახდილი 30 ლარი, რადგან ისედაც დიდი მოგება მიიღეს ამ ტენდერით“.
ირაკლი ბარამიძის განცხადებით, დეფეკაციური ტალახი დაახლოებით ორი ათასზე მეტმა მოსახლემ შეიძინა.
„სააგენტოში გვითხრეს, რომ განცხადება საპენსიო ასაკის შესრულების შემდეგ, ანუ პირველ ივნისს უნდა დაგვეწერა და პირველ პენსიასაც არა ამ თვეში, არამედ ერთი თვის შემდეგ ავიღებ. ფაქტობრივად, ერთი თვის პენსია გვეკარგება“, – ამბობენ ისინი.
როდის უნდა მიმართოს საპენსიო ასაკის მქონე პირმა სოციალური მომსახურების სააგენტოს პენსიის მისაღებად?
სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის მოადგილე, რუსუდან სალუქვაძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ მოქალაქემ სახელმწიფოს პენსიის მიღებასთან დაკავშირებით, საპენსიო ასაკის შესრულების შემდეგ უნდა მიმართოს:
„წინასწარ განცხადების დაწერას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან დადგენილების მიხედვით, მოქალაქე განცხადებას მას შემდეგ წერს, როცა უკვე შეუსრულდა საპენსიო ასაკი. ანუ განცხადების დაწერიდან, მომდევნო თვეს მიიღებს პენსიას“.
რუსუდან სალუქვაძე ამბობს, რომ ამის თაობაზე მოქალაქე ინფორმაციას მაშინ იღებს, როცა ის განცხადებით სააგენტოს მიმართავს.
„ზოგიერთ მოქალაქეს საპენსიო ასაკი თვის ბოლო რიცხვებში უსრულდება, ამიტომ ამ თვეში დაბადებულების მონაცემები გავაერთიანეთ და ივნისში დაბადებული ყველა პირი, პენსიას მომდევნო თვეში მიიღებს. გამონაკლისი შემთხვევები არ არსებობს, რადგან ეს ყველაფერი პროგრამულად ხდება“.
როგორც სააგენტოს წარმომადგენელი ამბობს, რამდენ პირს უსრულდება საპენსიო ასაკი, ამის ელექტრონული ბაზა არ არსებობს.
„წლის ბიუჯეტში რა თქმა უნდა დაახლოებითი თანხები გათვლილია, თუმცა ელექტრონული პროგრამები ახლა მზადდება. ეს ბაზა მიბმული იქნება პირად მონაცემებთან და სამომავლოდ ყველა პირს, ვისაც საპენსიო ასაკი შეუსრულდება, მექანიკურად დაენიშნება პენსია. ეს სამომავლო პროგრამა დამუშავების პროცესშია“.
2012 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში 673 183 ასაკით პენსიონერია. გასული წლის მონაცემები სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე არ დევს.
საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრისათვის გაწეულ სამუშაოს, რაც მისი მოსაზრებით საგრძნობლად გააუმჯობესებს მარტოხელა მშობლის და მისი შვილის/შვილების მდგომარეობას. თუმცა მისი შეფასებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სტატუსის გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები არ ეხმიანება მარტოხელა მშობლისა და მისი შვილის ინტერესებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამჟამინდელი რედაქციით, მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების ერთ–ერთი საფუძველია პირის ქორწინებაში შესვლა, რაც ავტომატურად არ გულისხმობს ბავშვის მიმართ მამინაცვლის ან დედინაცვლის მოვალეობების წარმოშობას. საქართველოს სახალხო დამცველის წინადადების მიხედვით, აღნიშნული სამართლებრივი საფუძველი საჭიროა მოდიფიცირდეს იმგვარად, რომ სტატუსის გაუქმების საფუძველი არა მშობლის ქორწინება არამედ ბავშვის სააქტო ჩანაწერში მეორე მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის წარმოშობის შემთხვევა იქნება.
საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, მისი წარდგენილი წინადადების შესრულება კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება გენდერული თანასწორობის სფეროში არსებული კანონმდებლობის სრულყოფისაკენ.
ცვლილების თანახმად, განისაზღვრა სტატისტიკური კითხვარის შევსების ვალდებულება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული პირებისთვის და დადგინდა სანქცია ინფორმაციის წარუდგენლობისათვის (თავდაპირველად გაფრთხილება, შემდგომ პირის დაჯარიმება 200 ლარით);
დაკონკრეტდა კანონის მიზანი და რეგულირების სფერო, დაემატა საერთაშორისო საფუძვლები, კერძოდ გაეროს ფუნდამენტური პრინციპები (10 პრინციპი) და ევროპის სტატისტიკის პრაქტიკის კოდექსი. დაემატა სტატისტიკური მეთოდოლოგიისა და ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განმარტება.
იცვლება საქსტატის საბჭოს არასაჯარო მოხელე წევრების შერჩევის პრინციპი, რომელსაც ემატება საჯარო წევრების ღია კონკურსით შერჩევა; საქსტატში შეიქმნება საკონსულტაციო ორგანო – საქსტატის მრჩეველთა საბჭო, რომელიც საქმიანობს ანაზღაურების გარეშე და დაკომპლექტდება დარგის სპეციალისტებით, სამეცნიერო წრეების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებით.
საქსტატის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებების შედეგად, ოფიციალური სტატისტიკის წარმოების სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტი მეტად დაახლოებულია ევროპული სტატისტიკის წარმოების პრინციპებთან და მეთოდებთან, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეროვნული სტატისტიკური სისტემის სტატისტიკის მსოფლიო სისტემაში მჭიდრო და ეტაპობრივი ინტეგრირების პროცესს.
6 მაისის პარკის შესასვლელში ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობებმა აჩვენეს სპექტაკლი – „თოვლის დედოფალი“.
მარი თოიძე და ანა კობახიძე: „დღეს ძალიან საინტერესო კონცერტი იყო, საინტერესი სიმღერებით… იყო ის, რასაც მე ვუსმენ. ძალიან მომეწონა ჯგუფი „კალისო“ – როკს უკრავდნენ. იყო ატრაქციონები, რომელზეც გაერთობოდნენ უფრო პატარები. ასევე იყო გამოფენები, სადაც იყიდებოდა ბავშვების ნახატები. გაჭირვებული ბავშვებისთვის უნდა გადარიცხულიყო თანხა. ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ასეთ ბავშვებზე უნდა ვიზრუნოთ ყველამ“.
ნანა ოთიაშვილი, ნინო შაინიძე: „მე აქ იმისთვის გამოვედი, რომ ადამიანების ქცევებს, შეხედულებს მინდა დავაკვირდე. ყველაფერს ჩემს პატარა რვეულში ვინიშნავ. ზოგს მოსწონს დღევანდელი დღის ორგანიზება, ზოგს – არ მოსწონს. მე ვაკვირდები ადამიანებს და ვინიშნავ ამას. 14 წლის ვარ, სამსახიობო კურსებზე ვსწავლობ, ამიტომ მინდა შევისწავლო თითოეული ადამიანის ქცევა, ეს ჩემი წარმატებისთვის მჭირდება. ძალიან ბევრი ბენდი ვნახეთ, რომლებიც ძალიან მაგრად უკრავენ. წელს ნიჭიერში ვიღებ მონაწილეობას და მჭირდება ხალხის ფსიქოლოგიის შესწავლა.“
სოფო ლორთქიფანიძე, თამუნა ბერიძე, ნატა გოგიტიძე, მარი მოისწრაფიშვილი, ცოტნე იაშვილი, ანა იაშვილი: „ბავშვი დაიკარგა და დავეხმარეთ მამას მის მოძებნაში. 7 წლის ბავშვი იყო, ვიპოვეთ და დაცვას ჩავაბარეთ, სახლში წაიყვანა. ამიტომ ცოტა დაღლილები ვართ.
მოგვწონს დღეს აქ რაც ხდება – ატრაქციონებია უფასოდ, ნაყინებიც. ბევრი ხალხია და ცოტა დისკომფორტს ქმნის. ცნობილი ბენდები რომ ყოფილიყვნენ, ძალიან კარგი იქნებოდა. ისე კარგად გავერთეთ – ზოოპარკი ბავშვებისთვის უფასო იყო.
კიდევ ის, რომ საშინლად არ მოგვწონს აქაურობა რომ დააბინძურეს. მოწოდება რომ იყოს დასუფთავების, აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას, ალბათ ვინმე ორგანიზატორი უნდა გამოჩნდეს და ჩავერთვებით. კარგი იქნება თუ ამას მიკროფნში გამოაცხადებენ“.
ნინი გადილია: „პარიკი ვიყიდე დღეს – 8 ლარი ღირდა. საერთოდაც, დღეს ყველაფერი მომწონს, კონცერტია და თან ყველაფერი უფასოა. მე ატრაქციონებზე არ ვყოფილვარ, არც უფასო ნაყინი მიმიღია, მაგრამ მაინც მომწონს“.
პროექტ „ახალგაზრდული საკრებულოების ბათუმის ახალგაზრდული საკრებულოს“ მენეჯერი რევაზ ჟორჟიკაშვილი: „დაგეგმილი აქცია საქველმოქმედოა. ვეხმარებით პატარა ბარბარეს, რომელსაც 300 ლარი სჭირდება. ბათუმის 30 სკოლის მოსწავლეების ნახატები და ხელნაკეთი ნივთებია გამოფენილი. შემოსულია თანხა ზუსტად იმდენია, რამდენიც ოჯახს სჭირდებოდა – 300 ლარს გადავახტით ცოტათი.
რაც შეეხება აქაურობის დასუფთავება, რა თქმა უნდა, უნდა დავასუფთავოთ. ისედაც თვითშეგნება უნდა გვქონდეს, რომ როდესაც ამდენი ურნაა, ამდენი ნაგავი ძირში არ დაყარონ. ამას თუ მაინც გავაკეთებთ, კეთილი ვინებოთ და დასუფთავებაში მოვიღოთ მონაწილეობა“.
ბათუმში მხატვრები დღეს ბავშვებს სახეებს უხატავდნენ. ეს სერვისი 3 ლარი ღირდა, მაგრამ მხატვრებთან ცოცხალი რიგი არ წყდებოდა.
პარკის გამოსასვლელში ძელსკამზე ჩამომსხდარ სანდასუფთავების თანამშრომლებს ფოტოს გადაღება არ სურთ. კომენტარის გაკეთების დროს კი ყურადღებას იმაზე ამახვილებენ, რომ ზედმეტ სამუშაოს ისე ასრულებენ, არც ერთ დამატებით თეთრს არ უნაზღაურებენ. „აქ რამდენმა მითხრა, რომ ვითომ ვეცოდებით, ამხელა ტერიტორია როგორ უნდა მოხვეტოთო, სინამდვილეში კი იქვე ნაგავს ყრიან. ეს არის ევროპა ან ესაა ევროპული ქცევა?!“ – ეს სიტყვები სანდასუფთავების თანამშრომლებს შორის ყველაზე ხანდაზმულ ქალს ეკუთვნის.
პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგიის პროგრამის მიზანია სერტიფიცირებული ექიმი-სტომატოლოგებისათვის(თერაპიული სტომატოლოგია, ორთოპედიული სტომატოლოგია) პირის ღრუს ქირურგიის მიმართულებით დამატებითი კომპეტენციის მინიჭება, რათა მათ შეძლონ ამბულატორიულ დონეზე პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგიური მანიპულაციების შესრულება.
სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა 3 თვეა, მეცადინეობების ხანგძლივობა კი კვირაში მაქსიმუმ 30 საათი, რომელიც მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს, ასევე, კლინიკური გარჩევასა და პრეზენტაციას. კურსის მონაწილეები ხელმძღვანელის მეთვალყურეობის პირობებში შეასრულებენ სამკურნალო, დიაგნოსტიკურ და პროფილაქტიკური სამუშაოებს.
პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგიის პროგრამის შესწავლის ღირებულება თვეში 300 ლარია, სწავლების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეზე გაიცემა შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი. კურსი აკრედიტებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.
სტომატოლოგიურ კლინიკა “ინდიგოს” სტომატოლოგებისთვის დიპლომის შემდგომი განათლების მიცემის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს. “ინდიგომ” წლების განმავლობაში სახელმწიფო სარეზიდენტო პროგრამა “თერაპიული სტომატოლოგიის” ფარგლებში ათეულობით პროფესიონალი მოამზადა, რომლებიც წარმატებით აგრძელებენ საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა სტომატოლოგიურ კლინიკებში. “თერაპიული სტომატოლოგიის” სარეზიდენტო პროგრამა გაწერილია 11 თვეზე და შედგება პროფესიული მზადებისაგან მოზრდილთა და ბავშვთა თერაპიულ სტომატოლოგიაში. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის ყოველთვიური ღირებულება 600 ლარია.
პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგიის პროგრამის მონაწილეებს, სტომატოლოგიური კლინიკა “ინდიგო” ინდივიდუალურად სთავაზობს კვლაფიკაციის ამაღლებას იმპლნტოლოგიის მიმართულებითაც. ასეთ შემთხვევაში, სწავლის ღირებულებას თვეში 300 ლარი ემატება.
პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგიის პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. პროგრამის ფარგლებში სასწავლებლად განცხადებების მიღება დაწყებულია. სასწავლო კურსს „ინდიგოს“ წამყვანი ქირურგები გაუძღვებიან.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით “ინდიგოს” თბილისისა და ბათუმის ფილიალებს შემდეგ მისამართებზე:
კონცერტის დასრულების შემდეგ პატარებს ნაყინი დაურიგეს. ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქედის გამგეობის თანამშრომლებმა მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები მოინახულეს და საჩუქრები გადასცეს.
მარტოხელა დედა, ციური ხილაძე მცირეწლოვან შვილთან ერთად შუახევის ეკომიგრანტთა სახლში, ძმის კუთვნილ ბინაში თითქმის ერთი წელი ცხოვრობდა. ციური აქ მას შემდეგ დასახლდა, რაც მისი ძმა გარდაიცვალა. ერთი წლის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ციურის ბინის დაცლა აიძულა და ახლა მარტოხელა დედა ხელისუფლების მიერ დაქირავებულ ბინაში ცხოვრობს.
ციური სოციალურად დაუცველია. მარტოხელა დედის და მისი სამი წლის შვილის თვიური შემოსავალი 108 ლარია, თუმცა ციური სამი თვეა ამ თანხასაც ვერ იღებს, რადგან თანხა კრედიტით წინასწარ გამოიტანა. მარტოხელა დედა თავს უფასო მუნიციპალურ სასადილოში დღეში ერთჯერადი სადილით ირჩენს.
„სამ თვეზე მეტი იქნება, რაც ფულადი დახმარება არ ამიღია, რადგან კრედიტით წინასწარ გამოვიტანე, არ ვიცი, როდის ავიღებ. არაფერი გამაჩნია, არ ვმუშაობ და არც არავინ მყავს დამხმარე. ბავშვი სამი წლისაა, ბაღში დამყავს, დღის განმავლობაში იქ კვებავენ, შაბათ-კვირას კი უფასო სასადილოდან გამოტანილ საჭმელს ვაჭმევ, თუ ვინმე არ მოდის სასადილოში, წინასწარ მეუბნებიან და მისი საჭმელიც მე გამაქვს, ზაფხულში, ბაღი რომ მოიხსნება, არ ვიცი რა უნდა ვქნა“ – ამბობს ციური.
ბინაში, სადაც ციური ცხოვრობს, არც ტელევიზორია, არც გათბობა, არც გაზი და არც მაცივარი. „საკუთარი არც პლეტა მაქვს და არც გაზი, ჩაი რომ დავლიო, წყლის გასაცხელებლად არაფერი გამაჩნია. აბაზანაში წყლის გამაცხელებელს ვრთავ და იმ წყალს ვიყენებ. ნახე, კარადებში არაფერი დევს“ – მაჩვენებს ძველ, ცარიელ კარადებს ციური სამზარეულოში.
შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ზვიად დიასამიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ იმ დროს, როდესაც ეკომიგრანტთა სახლში ბინა ციურის ძმას ტარიელ ხილაძეს გადაეცა, ციური ძმასთან არ ცხოვრობდა, ამიტომ მას არ ჰქონდა უფლება ეკომიგრანტთათვის განკუთვნილ სახლში ეცხოვრა, ამიტომაც დაატოვებინეს ბინა. გამგებლის მოადგილე აქვე დასძენს, რომ საყოფაცხოვრებო პირობებს შექმნამდე ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მარტოხელა დედას ბინის ქირას გადაუხდის. „მარტოხელა დედას ფინანსურ დახმარებას გავუწევთ საქველმოქმედო ფონდიდან, რაც შეეხება ბინის ქირას, გადავუხდით მანამდე, სანამ საყოფაცხოვრებო პირობებს არ მოვუგვარებთ. ციურის გარდა გვყავს ოჯახები, რომლებსაც საცხოვრებელი არ გააჩნიათ, ჩვენ მივმართეთ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წერილობით, რომ გადმოგვცენ ყოფილი ფოსტისა და საავადმყოფოს დარჩენილი შენობები, რათა გავარემონტოთ და ამ ტიპის ოჯახების პრობლემა გადავჭრათ“ – ამბობს ზვიად დიასამიძე.
სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მომსახურების შუახევის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ მარტოხელა დედა სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას იღებს შემწეობის სახით და სააგენტო სხვა დახმარებას მას ვერ გაუწევს. რაც შეეხება ბავშვის გამოკვებას, სამსახურის უფროსი ამბობს, რომ სამი წლის ბავშვის გამოკვებაზე სახელმწიფო პროგრამა არ ვრცელდება.
საარქივო სამმართველოს ხელმძღვანელის მაკა ივანიშვილის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ე.წ „მოძრავ ფონდს“ დაასკანერებენ, რომელსაც უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავს, ვიდრე სხვა სახის დოკუმენტებს. ამ გზით სამმართველოს თანამშრომლები ცდილობენ ძველი დოკუმენტები ხშირი მოხმარების გამო დაზიანებას გადაარჩინონ.
„ეს არის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ქაღალდისფუძიანი დოკუმენტები გადაგვყავს ციფრულ ფორმატში. ეს სამომავლოდ მონაცემთა ბაზის შექმნას ხელს შეუწყობს. არქივში დაცული საინტერესო ინფორმაციის მოძიებას და გაცნობას მომხმარებელი ელექტრონულად შეძლებს“ – ამბობს მაკა ივანიშვილი.
არქივის გაციფრულების პროექტი გასულ წელს დაიწყო და ეტაპობრივად განხორციელდება. 2015 წლის ბიუჯეტში პროგრამისთვის 140 000 ლარია გათვალისწინებული. გასულ წელს სამმართველოს თანამშრომლებმა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 675 000 ფაილი დაასკანერეს, წელს კი 100 000 ფაილის გაციფრულებაა დაგეგმილი. სამმართველოში დოკუმენტების გაციფრულებაზე ხუთი სპეციალისტი მუშაობს. საარქივო დოკუმენტები ინტერნეტსივრცეში განთავსების შემდეგ მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი, შესაბამისი მექანიზმებით დაცული იქნება მხოლოდ პირადი ინფორმაცია.
დასკანერების შემდეგ ან მანამდე, საჭიროების შესაბამისად, დოკუმენტს ლაბორატორიაში ამუშავებენ: „ვერ დავიკვეხნი, რომ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია გვაქვს, მაგრამ ლაბორატორიის თანამშრომლები შეუძლებელს ახერხებენ. ხელით აწებებენ ყველა დოკუმენტს, კერავენ, ასწორებენ. არის დოკუმენტები, რომლებიც იმტვრევა. შესაძლებლობის ფარგლებში ხდება მისი რეაბილიტაცია, შემდეგ დასკანერება. საცავის მცველი ასწორებს ფონდს, შემდეგ ნომრავს. დანომვრა აუცილებელია, რომ არ აირიოს მონაცემები. ზოგჯერ ფონდის ჩასწორებაცაა საჭირო, რადგან ზოგიერთი ამონაწერი არ იკითხება. შემდეგ დოკუმენტი მიდის ლაბორატორიაში და ხდება მისი მოწესრიგება. ბევრ დოკუმენტს შენახვის ნორმალური პირობები არ ჰქონდა, დამცავის გარეშე იყო, რაც პრობლემაა, მითუმეტეს, როცა წინა საუკუნეშია ქაღალდი დამზადებული.“
წელს ბათუმის საარქივო სამმართველოში ხელმძღვანელის მითითებით ფონდის ელექტრონულად აღრიცხვა დაიწყეს. სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, არქივში ისეთი დოკუმენტებიც ინახება, რომლებიც უკვე 75 წლისაა და მნიშვნელოვან ინფორმაციას არ შეიცავს. ასეთი დოკუმენტები შეიძლება ჩამოიწეროს.
აჭარის საარქივო სამმართველო ბათუმისა და რეგიონის ხუთ მუნიციპალურ არქივს აერთიანებს. ამ დროისთვის არქივში დაცული დოკუმენტის მოძიება-გაცემის საფასური საქართველოს მთავრობის დადგენილებით რეგულირდება.
აჭარის საარქივო სამმართველოს 2015 წლის ბიუჯეტი მილიონ 700 000 ლარია, რაც სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, არქივისთვის მწირი თანხაა. არქივში 71 ადამიანია დასაქმებული. არქივის უფროსი მიიჩნევს, რომ სამომავლოდ კარგი იქნებოდა უნივერსიტეტში ერთი სემესტრი მაინც ისწავლებოდეს საარქივო საქმე: „ან ადგილზე მოვიდნენ პრაქტიკაზე და შემდეგ სერტიფიკატი გავცეთ. ეს სამომავლო გეგმებშია“. საარქივო სამმართველოში მთავარი სპეციალისტის ხელფასი 850 ლარია დანამატით, ხოლო სამმართველოს ხელმძღვანელის – 1475 ლარი დანამატით.
ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ აჭარის საარქივო სამმართველო საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცა, როცა სამმართველოს წინა მმართველი გურამ სალაძე სამართალდამცავებმა ქრთამის აღების ფატზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გურამ სალაძე თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას მოქალაქე რეზო მ-ს ნათესავისთვის საქართველოში მუშაობის ამსახველი სამუშაო სტაჟის დამადასტურებელი ცნობის მიცემას დაჰპირდა, რომელიც მას რუსეთის ფედერაციაში პენსიის დასანიშნად სჭირდებოდა. აღნიშნული ცნობის სანაცვლოდ კი, ქრთამის სახით, გურამ სალაძემ მოითხოვა და გამოართვა 300 ლარი. სამართალდამცავებმა იგი თანხის აღების დროს დააკავეს.
მაკა ივანიშვილი საარქივო სამმართველოს ხელმძვანელის თანამდებობაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დანიშნა, მანამდე ის არჩილ ხაბაძის მრჩევლად მუშაობდა.
ისტორიიდან:
1878 წელს ბათუმში შეიქმნა ადმინისტრაციული და სამეურნეო დაწესებულებები, რომელთა დოკუმენტების ძირითადი ნაწილი შესანახად იგზავნებოდა მეფის რუსეთის მსხვილ ადმინისტრაციულ ცენტრებში.
საქართველოს რევკომის 1921 წლის დეკრეტის „საარქივო საქმის რეორგანიზაციის შესახებ“ საფუძველზე აჭარაში დაიწყო სამხედრო და სამოქალაქო საარქივო დოუმენტების შეგროვება და დაცვა. 1922 წლის 7 დეკემბრის პლენუმზე დაისვა საკითხი ბათუმში საარქივო სამმართველოს შექმნის შესახებ. 1923 წლის 11 აპრილს აჭარის ასსრ სახკომსაბჭოს პლენუმის სხდომაზე ხელახლა განიხილეს ეს საკითხი და მიიღეს გადაწყვეტილება აჭარის განათლების სახალხო კომისარიატთან საარქივო განყოფილების დაუყოვნებლივი შექმნის შესახებ 4 საშტატო ერთეულით (საარქივო განყოფილების გამგე, კლასიფიკატორი, არქივარიუსი და კურიერი).
აჭარის არ უზენაესი საბჭოს 1995 წლის 7 სექტემბრის დადგენილებით შეიქმნა აჭარის არ საარქივო დეპარტამენტი. 1995 წელს იგი გარდაიქმნა სახელმწიფო საარქივო დეპარტამენტად. 2004 წლის 17 აგვისტოდან იგი გარდაიქმნა აჭარის არ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – საარქივო სამმართველოდ. დღეისათვის მის უფლებამოსილებაშია რეგიონში საარქივო საქმის მართვა, საქმისწარმოების სრულყოფა და საარქივო ფონდის განვითარებაზე ზრუნვა.
ევროპის ჩემპიონთა თასი საპლაჟო ფეხბურთში კატანია 2015 | 2-7 ივნისი
მასში 23 ქვეყნიდან 28 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის საქართველოდანაც – ბათუმის საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ ბაზაზე არსებული საპლაჟო ფეხბურთის კლუბი „დინამო“.
„დინამო“ აჭარაში პირველი გუნდია, რომელიც ქვიშის (საპლაჟო) ფეხბურთის ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში მონაწილეობს.
კატანიის საპლაჟო ფეხბურთის ცენტრალური არენა
ბათუმის საპლაჟო ფეხბურთის კლუბი ”დინამო”
„ეს არის პირველი შემთხვევა არა მარტო ქვიშის სახეობაში, არამედ იმ მხრივაც, რომ აჭარიდან მონაწილეობს კლუბი ევროპის თასის პირველობაზე“ – გვითხრა აჭარის ფუტსალისა და საპლაჟო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯაბა ჭანტურიამ.
2014 წელს, ბათუმში საპლაჟო ფეხბურთში საქართველოს პირველი ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც ბათუმის „დინამომ“ გაიმარჯვა და ევროპის ჩემპიონთა თასზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
საპლაჟო ფეხბურთის კლუბი ”დინამო” ევროპის ჩემპიონთა თასზე გამგზავრებისას
ვარჯიშისას კატანიაში
„დინამო“ იტალიაში 30 მაისს გაემგზავრა, 31 მაისსა და 1 ივნისს, კატანიის საპლაჟო ფეხბურთის ცენტრალურ არენაზე ღია ვარჯიშები ჩაატარა. 2 ივნისსს, კი თბილისის დროით 13:00 საათზე ტურნირის გახსნით შეხვედრაში ითამაშებს და ბულგარეთის ჩემპიონს „ოდესუს“ დაუპირისპირდება.
შს სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, სამინისტრო 5300 ცალი პულოვერის შესყიდვას აპირებს. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ შს სამინისტრო ერთ პულოვერში მაქსიმუმ 32 ლარის გადახდას აპირებს, თუმცა, ვაჭრობის შედეგად საცალო ღირებულების ფასი სავარაუდოდ კიდევ უფრო დაიკლებს.
ერთ-ერთი სატენდერო პირობის თანახმად, იმ შემთხვევაში, „თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება“.
ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული საჩუქრები გაიცემა დღევანდელი დღის დასკვნით კონცერტის დაწყების წინ – 18:00 საათიდან, რომელიც გაიმართება 6 მაისის პარკში. როგორც მერიის ვებგვერდზე განთავსებული მხიარული საინფორმაციო კოლაჟი იტყობინება, თავად კონცერტი იწყება 19:30 საათზე. კონცერტი დასრულდება ფოიერვერკით.
ასევე 17:00 საათიდან მემედ აბაშიძის ქუჩაზე დაიწყება კოსტუმირებული მსვლელობა.
იმ ბავშვებისთვის, რომლებიც დროის დიდ ნაწილს ქუჩაში ატარებენ, მოწყალებას ითხოვენ და არ დადიან სკოლაში, სახელმწიფომ სპეციალური პროგრამა შეიმუშავა, რომელიც 2012 წლიდან ხორციელდება. თავდაპირველად პროგრამა საპილოტე იყო და ევროკავშირის დაფინანსებით და გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით ხორციელდებოდა, დღეს პროგრამა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 2015 წელს 79 000 ლარია. პროგრამა ძირითადად ორ დიდ ქალაქს – თბილისსა და ქუთაისს მოიცავს.
როგორც პროექტის მენეჯერი ეკა ჯავახიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, პროგრამას მომსახურებას სამი არასამთავრობო ორგანიზაცია უწევს: „საქართველოს კარიტასი“, საერთაშორისო ორგანიზაცია „ვოლდვიჟენი“ და „ბავშვი და გარემოს“ ქართული ორგანიზაცია.
„თბილისსა და ქუთაისზე აქცენტი იმიტომ გაკეთდა, რომ 2007-2008 წლებში ჩატარებული კვლევების მიხედვით, სწორედ ამ ორ ქალაქში გამოიკვეთა მიუსაფარი ბავშვების ყველაზე დიდი რაოდენობა“- ამბობს ეკა ჯავახიშვილი. ახალი კვლევები, მისივე თქმით, ბოლო წლებში არ ჩატარებულა. „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ფარგლებში თბილისში სამი მობილური ჯგუფი მუშაობს. ფუნქციონირებს ორი დღის ცენტრი და ერთი – კრიზისული ინტერვენციის თავშესაფარი. პროგრამის მენეჯერის თქმით, თბილისში დამატებით კიდევ ერთი თავშესაფრის გახსნა იგეგმება.
პროგრამის ფარგლებში ტრანზიტული მომსახურების დღის ცენტრია გახსნილი ქალაქ რუსთავშიც. ტრანზიტული სერვისი გულისხმობს შედარებით გრძელვადიან მომსახურებასა და სიღრმისეულ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას. მუშაობა მიმდინარეობს ბავშვთა ინდივიდუალური გეგმის ფარგლებში, რომ ბავშვი მომზადდეს სახლში დასაბრუნებლად ან გადავიდეს საოჯახო ტიპის სახლში. ქუთაისში ფუნქციონირებს კრიზისული ინტერვენციის ერთი თავშესაფარი და ერთი მობილური ჯგუფი. სულ სამი მობილური ჯგუფი მუშაობს, სამი თბილისში და ერთი ქუთაისში. ჯგუფი ოთხი ადამიანისგან შედგება. ესენი არიან: ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, თანასწორ განმანათლებელი და ადმინისტრატორი. თანასწორ განმანათლებელი, როგორ ეკა ჯავახიშვილი განმარტავს, არის ბავშვი, რომელიც დროის დიდ ნაწილს ქუჩაში ატარებდა, თუმცა შემდეგ ჩაერთო აღნიშნულ პროგრამაში და შეიცვალა ცხოვრების წესი.
როგორ მუშაობენ მობილური ჯგუფები? – როგორც ეკა ჯავახიშვილი ამბობს, ჯგუფის წევრები, პირველ რიგში, ქუჩაში მყოფი ბავშვების ნდობის მოპოვებას ცდილობენ: „ჯგუფი იწყებს მოძიებას, თუ სად იკრიბებიან და რას საქმიანობენ ბავშვები. ცდილობენ მათთან გამონახონ საერთო ენა და შემდეგ მიდის იმ მომსახურების შეთავაზება, რასაც პროგრამა ითვალისწინებს. მათი თანხმობის შემთხვევაში, ბავშვები მიგვყავს დღის ცენტრებში. თუკი არსებობს 24-საათიანი მომსახურების საჭიროება, მაშინ ვრთავთ კრიზისულ მომსახურებაში და ბავშვი გადადის საოჯახო ტიპის სახლში ან მინდობით აღზრდაში“.
ეკა ჯავახიშვილის თქმით, ამ დროისთვის მარტო თბილისში მობილური მომსახურების გავლით, 400-მდე ბავშვმა ისარგებლა. თუმცა აქტიურად სერვისებში მხოლოდ 75-ია ჩართულია.
„400 ბავშვიდან მინდობით აღზრდაში გადავიდა 10 ბავშვი, რეინტეგრაცია მოხდა და ოჯახში დაბრუნდა მხოლოდ ექვსი, მცირე საოჯახი ტიპის სახლშიც გადავიდა ექვსი ბავშვი“ – ამბობს ეკა ჯავახიშვილი. მისი თქმით, ბავშვების დიდ ნაწილს სკოლაში საერთოდ არ უვლია ან მიტოვებული აქვს სკოლა: „ამ ბავშვებს ვეხმარებით პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის აღებაში. დღემდე 34 ოჯახს დავეხმარეთ პირადობის მოწმობის აღებაში, საგანმანათლებლო პროცესში კი, 26 ბავშვის ჩართვა მოვახერხეთ. ეს ის ბავშვები არიან, რომლებსაც არასდროს უვლიათ სკოლაში“.
ქუჩაში მყოფი ბავშვების საშუალო ასაკი 12-იდან 16 წლამდეა, თუმცა არიან უფრო პატარებიც და უფრო დიდებიც.
როგორ ახერხებენ სწავლის გაგრძელებას ის ბავშვები, რომლებსაც დიდი ასაკი აქვთ, აკადემიური დონე კი – დაბალი? – როგორც ეკა ჯავახიშვილი ამბობს, არის შემთხვევები, როცა 16 წლის მოზარდის განათლების დონე შეესაბამება მესამე კლასის დონეს: „ამ ბავშვებს ბუნებრივია მესამე კლასში ვერ დავსვამთ, რომ უხერხულობა არ იგრძნონ, ამიტომ ისინი სკოლაში სპეციალურად მათთვის შემუშავებულ პროგრამას გადიან. გარდა ამისა, მომსახურებაში გვაქვს არაფორმალური განათლების კომპონენტებიც, რაც დაეხმარება მათ ცოდნის დონის ამაღლებაში“.
რატომ ხვდებიან ბავშვები ქუჩაში? – ეკა ჯავიხიშვილის განმარტებით, მიზეზები არაერთგვაროვანია, თუმცა ძირითად მიზეზად მაინც ოჯახის მძიმე სოციალური მდგომარეობა სახელდება: „არის ძალადობის შემთხვევებიც, როცა მშობელი აიძულებს ბავშვს, რომ ქუჩაში გავიდეს და მოწყალება ითხოვოს. ასეთ დროს ჩვენ ვუხსნით მშობლებს რა მოეთხოვებათ მათ, ვახსენებთ მათ მოვალეობებს“.
როგორც ეკა ჯავახიშვილი ამბობს, არიან ოჯახები, რომლებიც თავიანთი შვილების სახელმწიფო სერვისებში ჩართვას ეწინააღმდეგებიან. „მშობლის დარწმუნება განსაკუთრებით რთულია იმ შემთხვევებში, როცა კულტურულ წინააღმდეგობებს ვაწყდებით. ასეთი წინააღმდეგობები არსებობს ბოშებთან მიმართებაში, როცა მშობელი ამბობს, რომ მას არასდროს უსწავლია და არც მის შვილს სჭირდება განათლება. თუმცა, აქაც არიან ისეთი მშობლები, რომლებიც ინტერესდებიან და გვთანხმდებიან“.
400 ბავშვიდან, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ჩარევას და დახმარებას საჭიროებს, 150 ბავშვი ეთნიკურად ქართველია. „მეორე ადგილზე არიან აზერბაიჯანელი ქურთები, შემდეგ კი – მოლდოველი ბოშები. მცირე რაოდენობით არიან სომხები, უკრაინელები და რუსები“ – ამბობს ეკა ჯავახიშვილი.
პროექტის მენეჯერის თქმით, აზერბაიჯანელი ქურთებისა და ბოშების ჩართვა პროგრამაში რთულია, ქურთები სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან, ბოშებს კი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ აქვთ. „ამ ეტაპზე სახელმწიფომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილება და მათთვის მიუსაფრად იდენტიფიცირებული დროებითი პირადობის მოწმობები გაიცა“ – ამბობს ეკა ჯავახიშვილი.
ქუთაისში ამ დროისათვის უკვე დარეგისტრირდა ერთი დღის ცენტრი, მობილური მომსახურება კი აპრილიდან ფუნქციონირებს. პროგრამის მენეჯერის თქმით, ორი თვის განმავლობაში ქუთაისში 20 მიმართვა დაარეგისტრირეს.
რაც შეეხება ბათუმს, მიუსაფარი ბავშვების რაოდენობა, როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში გვეუბნებიან, სეზონურად მატულობს. „შარშან, როცა თბილისში იკლო ამ ბავშვების რაოდენობამ, გაიზარდა ბათუმში. ლოგიკურად თუ მივყვებით, ეს ალბათ ერთი და იგივე ბავშვები არიან და სეზონურად გადაადგილდებიან რეგიონებში“ – ამბობს ეკა ჯავახიშვილი.
ბათუმში მომუშავე სოციალური მუშაკის ნინო ცეცხლაძის თქმით, მიუსაფარ ბავშვებთან დაკავშირებით ზარები მათთან 1505-დან შედის, თუმცა რამდენი ზარი განხორციელდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ამის ზუსტი სტატისტიკა აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოში არ აქვთ. ზეპირი მონაცემებით კი დახმარებას 20-მდე ბავშვი საჭიროებს: „სამი დღის წინ ჩამოგვივიდა ბრძანება, რომ აღვრიცხოთ თითოეული შემთხვევა. სკოლები ვალდებულნი არიან მოგვაწოდონ ინფორმაცია, რამდენი არასრულწლოვანი გათხოვდა, რამდენი არ დადის სკოლაში და ა.შ აქამდე სტატისტიკა არ წარმოებდა, ახლა უკვე ბრძანებით გვაქვს დავალებული და გაერთიანებულ ცხრილს აჭარის მასშტაბით მე თავად გავაკეთებ“ – ამბობს ნინო ცეცხლაძე.
სოციალური მუშაკი ადასტურებს, რომ იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც დროის დიდ ნაწილს ქუჩაში ატარებენ, გაიზარდა. იგი იმ ორ შემთხვევაზე საუბრობს, რომელზეც ამჟამად მუშაობს: „გვყავს ექვსი წლის ბიჭი, რომელიც, ფაქტობრივად, მარტოა. დედა თურქეთში გათხოვდა და იქ ცხოვრობს, არც მამა აქცევს ყურადღებას. ბავშვი მთელი დღე ქუჩაშია. ვცდილობთ, რომ ეს ბავშვი როგორმე მივიყვანოთ სკოლაში“.
სოციალური მუშაკი ამბობს, რომ კიდევ ერთ ბავშვთან მუშაობს, გოგონასთან, რომელიც არ დადის სკოლაში.
ნინო ცეცხლაძის თქმით, სოციალური მომსახურების სააგენტო ქუჩაში მყოფი ბავშვების შესახებ ინფორმაციის მიღებისას, მთლიანად ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზეა დამოკიდებული: „ჩვენ სხვა მექანიზმი არ გვაქვს ასეთი ფაქტების გამოსავლენად“.
„ჩვენ ვიცით, რომ გზააბნეული მოქალაქეები, რომლებიც უკვე ვიპოვეთ, თბილისის უნივერსიტეტში სწავლობენ, მაგრამ ზუსტად ვერაფერს გეტყვით. შეტყობინების შემოსვლისთანავე ჩვენი ჯგუფები, ასევე ხულოს პოლიცია და სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს ჯგუფები გავიდნენ ამ ადამიანების დასახმარებლად. ისინი გოდერძის უღელტეხილზე, მწვანე ტბასთან იპოვეს. ეს მონაკვეთი არც თუ ისე შორსაა ცენტრალური საავტომობილო გზიდან“, – უთხრა „ბათუმელებს“ ზვიად ჯაფარიძემ ხულოს სამაშველო სამსახურიდან.
ზვიად ჯაფარიძის ინფორმაციით, სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს მაშველებმა მარშრუტი აუხსნეს, შესაბამისად, ისინი „ამ დროისთვის დაგეგმილი მარშრუტით მიემგზავრებიან“.
სტუდენტები ავტომანქანით არიან.
საქართველოში გასულ წელს დაფიქსირდა ერთი უბედური შემთხვევა – სამცხეთ-ჯავახეთის ტყეებში გზააბნეული უცხოეთის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს.
“ჩვენს ქვეყანაში კვლავ პრობლემას წარმოადგენს ბავშვთა მიმართ ძალადობისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე სახელმწიფო ორგანოების მხრიდან არასაკმარისი რეაგირება, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის მატება, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობისა და არასრულწლოვანთა თვითმკვლელობების საგანგაშოდ მაღალი მაჩვენებელი, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვთა უფლებების დაცვა, რეგიონებში ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის უფლების ხელმისაწვდომობა, მაღალმთიან რაიონებში მცხოვრებ ბავშვთა, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანთა საჭიროებების უზრუნველყოფა, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის, მათი უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სახელმწიფო სერვისების სისტემური და მასშტაბური განხორციელება.
სახალხო დამცველის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მესამე დამატებითი ოქმის „კომუნიკაციის პროცედურების შესახებ“ ხელმოწერისა და რატიფიკაციის პროცესი დღემდე არ დასრულებულა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ოქმი საერთაშორისო სამართლებრივი გზით არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის ეფექტიან საპროცესო მექანიზმს წარმოადგენს”- წერია განცხადებაში.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ბავშვის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვაზე პასუხისმგებელ ორგანოებს, განუხრელად შეასრულონ საერთაშორისო და ეროვნული სამართლებრივი ინსტრუმენტებით ნაკისრი ვალდებულებები და თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას უპირატესი ყურადღება მიმართონ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფისკენ.
1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. სახალხო დამცველი ულოცავს ამ დღეს საქართველოში მცხოვრებ ყველა არასრულწლოვანს და უსურვებს მათ ღირსეულ, მათი განვითარებისთვის ადექვატურ, ძალადობის, სიღარიბისა და ცხოვრების არასათანადო დონისაგან თავისუფალ გარემოში ცხოვრებას.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს საფუძველი ჯერ კიდევ 1925 წელს, „ბავშვთა კეთილდღეობის შესახებ“ ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე ჩაეყარა, ხოლო 1950 წლიდან ეს დღე მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება.
აქვთ თუ არა შშმ პირებს კერძო სექტორში დასაქმების შესაძლებლობა, მაშინ როცა ქვეყანაში დასაქმება ერთ-ერთ მთავარ პრობლემადაა დასახელებული და შესაბამისად კონკურენციაც მაღალია? ამის გასარკვევად „ბათუმელებმა“ გასულ კვირას რამდენიმე კერძო კომპანია და ტურისტული ობიექტი გამოკითხა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა სასტუმრო „შერატონში“ დასაქმდეს შშმ პირი, სასტუმროს წარმომადგენელი მეგი ჟღენტი პასუხობს, რომ შესაძლებელია:
„რატომაც არა. თუ ვაკანსია არის და პირი შესაბამის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, მას შერატონში დასაქმების პრობლემა არ ექნება“.
იგივე პოზიცია აქვს დეველოპერული კომპანია „ორბი ჯგუფის“ გენერალურ დირექტორსაც. ირაკლი კვერღელიძის თქმით, ვაკანსიის შემთხვევაში კომპანიის ხელმძღვანელებისთვის მნიშვნელობა არ ექნება კონკურსანტი შშმ პირია თუ არა. „თუ ის კომპანიის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, დავასაქმებთ, მაგრამ პირი დავასაქმოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ის შშმ პირია, ამას ალბათ ვერ გავაკეთებთ“, – განაცხადა მან „ბათუმელებთან“.
შპს „ანაგის“ პიარმენეჯერი მარიამ გამცემლიძე განმარტავს, რომ რადგან კომპანია მხოლოდ სამშენებლო დაკვეთებზე მუშაობს და არა გაყიდვებზე, „ანაგში“ შშმ პირის დასაქმება ვერ მოხერხდება. „ისევ მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვფიქრობ ჩვენთან შშმ პირის დასაქმება ვერ მოხერხდება. პირის მხოლოდ იმიტომ დასაქმება, რომ ის შშმ პირია, ვფიქრობ შეურაცხმყოფელიც კია. თუმცა კარგი იქნებოდა კომპანიებს დაურიგდეს დასაქმების მსურველი შშმ პირების ბაზა, სადაც მათი შესაძლებლობების შესახებაც იქნებოდა ინფორმაცია“, – ამბობს მარიამ გამცემლიძე.
სასტუმრო „ბრაიტონის“ მენეჯერს ციური დავითაძეს ამ თემაზე არ უფიქრია და არც რომელიმე შშმ პირს მიუმართავს მისთვის. იგი ამბობს, რომ ახლა ვაკანსია არ აქვს, თუმცა მომავალში სასტუმროში შშმ პირის დასაქმებას არ გამორიცხავს.
პირის იმ მოტივით დასაქმებას, რომ ის შშმ პირია, არც თავად შშმ პირები მიიჩნევენ დასაშვებად. „ეს იქნებოდა პოზიტიური დისკრიმინაცია“ – ამბობს ორგანიზაცის – „თანაბარი უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი თომა კაკაბაძე, რომელიც თავადაც შეზღუდული შესაძლებლობის პირია.
თომას თქმით „პასუხი – დავასაქმებ, თუ ის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს“ – მარტივი გამოსავალი ვერ იქნება, რადგან ეს დამოკიდებულება დასაქმების მსურველი შშმ პირებისთვის რეალობას ვერ შეცვლის.
„თუ მე არ მაქვს უნივერსიტეტში ეტლით შესვლისა და გადაადგილების შესაძლებლობა, შესაბამისად არ მაქვს განათლების მიღების შესაძლებლობა, სტრუქტურებში მოძრაობის შესაძლებლობა – როგორ გავხდები კომპეტენტური? – ყველაფერი ადაპტირებული გარემოს საჭიროებამდე მიდის. მაგრამ ამის მოგვარებას წლები სჭირდება, ამიტომ ვფიქრობ, რომ უნდა დაწესდეს კვოტები. დავალდებულდეს სტრუქტურა, რომ დასაქმებულთა შორის ხუთი პროცენტი შშმ პირი დაასაქმოს“, – ამბობს თომა კაკაბაძე.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის აჭარაში 14 398 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირი ცხოვრობს, მათგან რამდენია დასაქმებული, ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურას არ აქვს. აჭარის დასაქმების სააგენტოს მონაცემებით კი 2014 წლიდან დღემდე სააგენტოში სამუშაოს მაძიებელი 16 შშმ პირი დარეგისტრირდა.
აჭარის მთავრობაში განმარტავენ, რომ შშმ პირთა დასაქმებისა და მათთვის ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად მთავრობა მუშაობს და პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდება. მთავრობაში მიიჩნევენ, რომ შშმ პირთა დასაქმებისთვის სპეციალური კვოტების დაწესება შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან პირის შესაბამისი კომპეტენციის არქონის შემთხვევაში მისი სტრუქტურაში დასაქმება არასწორი იქნება. ამ მოტივით დაიწყო აჭარის მთავრობამ შშმ პირების გადამზადების პროგრამის განხორციელება. პროგრამას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაცია – დასაქმების სააგენტო ახორციელებს.
„სააგენტო სწავლობს, თუ რა სფეროებში და რა სპეციალობებზეა უფრო მოთხოვნა და ამ მიმართულებით გადაამზადებს შშმ პირებსა და სოციალურად დაუცველებს იმისათვის, რომ ისინი გახდნენ კონკურენტუნარიანები და უფრო მარტივად დასაქმდნენ“, – განმარტავს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე.
სამთავრობო სტრუქტურებში შშმ პირის საჯარო სექტორში დასაქმების შესაძლებლობის რეალურობის შესახებ საუბარი გასულ წელს მას შემდეგ დაიწყეს, რაც ბათუმის ახალარჩეულმა მერმა გიორგი ერმაკოვმა შშმ პირი, პროფესიით ფსიქოლოგი შორენა მამულაძე შშმ პირებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩევლად დანიშნა. მოგვიანებით ხულოს გამგებლის მრჩეველი გახდა ჯემალ ჭელიძე, შშმ პირი, რომელმაც მანამდე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში სტაჟირება გაიარა. კიდევ ერთი შშმ პირია დასაქმებული ბათუმში საჯარო რეესტრში.
მერის მრჩევლის შშმ პირებთან ურთიერთობის საკითხებში შორენა მამულაძის განმარტებით კი, სახელმწიფოს მთავარი ვალდებულება და შესაძლებლობაა შექმნას ადაპტირებული გარემო. მერის მრჩეველი შშმ პირებთან ურთიერთობის საკითხებში კვოტების დაწესებისა და პირის მხოლოდ იმის გამო დასაქმების, რომ ის შშმ პირია, მომხრე არ არის.
უნივერსიტეტის სტუდენტები ფრანგი მაყურებლის წინაშე კომედიური ჟანრის სპექტაკლით – „ნაფტალინი“ წარსდგნენ. სპექტაკლი ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით რეჟისორებმა როინ დვალმა და გიორგი ფირცხალაიშვილმა დადგეს.
უნივერისტეტის ვეგბერდზე აღნიშნულია, რომ პრემიერამ უცხოეთში წარმატებით ჩაიარა და ფრანგული პრესის დადებითი შეფასება დაიმსახურა.
სტუდენტები პარიზში ქართველთა კულტურის კერა „ლაზის“ მიწვევით, უნივერსიტეტისა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში, საბაურის უბანში ავტომობილი ვერ გადაადგილდება. საუბნო გზაზე მიწა თვეების წინ ჩამოწვა, საგზაო დეპარტამენტს კი გზა ამ დრომდე არ გაუწმენდია. აქ მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ არსებობისთვის საჭირო სურსათსა თუ პირადი მოხმარების ნივთებს გასული წლის შემოდგომიდან მოყოლებული დღემდე ზურგით ეზიდებიან. ახლა მოსახლეობა იალაღზე გასასვლელად ემზადება და ვაშლოვანელები ხელისუფლებას გზის გაწმენდასა და საავტომობილო მიმოსვლის აღდგენას სთხოვენ.
„უბანში ათი კომლი ვცხოვრობთ. შემოდგომაზე რომ დაიმეწყრა, მას შემდეგ ვართ უგზოდ, ვერანაირი ავტომობილი ვერ მოდის საცხოვრებელ სახლებთან, გზა ჩაკეტილია. ხანძარი რომ გაჩნდეს, ან ვინმე ავად გახდეს, ვერც სასწრაფო მოვა და ვერც სახანძროს ავტომობილი. შაქარი, პურის ფქვილი თუ პირუტყვისთვის საჭირო ქატო ზურგით დაგვაქვს, სხვა გზა არ არის, თუ გინდა არსებობა, ზურგზე ტომარა ან გოდორი უნდა მოიკიდო, 400-500 მეტრი გზა გაიარო და საკვები სახლში მიიტანო. ჩვენ მემთეურ ცხოვრებას ვეწევით, იალაღზე ვართ წასასვლელი, ახლა მაინც გაგვიწმინდონ გზა და ეს პრობლემა მაინც მოგვიხსნან გაჭირვებულ ხალხს, რომ ზურგით არ მოგვიხდეს მთაში წასაღები ნივთების გადატანა- ამბობს 73 წლის ილია ართმელაძე.
გადაადგილების პრობლემა აჭარის მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ ბევრ ოჯახს აქვს. ხშირია შემთხვევა, როდესაც საუბნო გზები, რომლებსაც სოფელში მცხოვრები მხოლოდ რამდენიმე ოჯახი იყენებს, დაზიანების შემთხვევაში წლების განმავლობაში ვერ კეთდება.
შიდა სასოფლო და საუბნო გზების მოწესრიგება აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის პრეროგატივაა, თუმცა არის საუბნო გზები, რომლებიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბალანსზე არ ირიცხება და შესაბამისად მათი შეკეთების ვალდებულება დეპარტამენტს არ აქვს.
ვაშლოვანი, ხულო
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ლაშა ბოლქვაძე აცხადებს, რომ ამ ტიპის გზებს დეპარტამენტი მათი მოთხოვნით აკეთებს. რაც შეეხება საბაურების უბანში არსებულ პრობლემას, გამგებლის მოადგილე ამბობს, რომ პრობლემა ადგილობრივ დონეზე ვერ მოგვარდება და პრობლემის გადასაჭრელად გამგეობამ შესაბამის უწყებებთან საკითხი უკვე დააყენა.
„საბაურის უბნის პრობლემის მოგვარებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ვერც სახსრებით და ვერც ტექნიკური საშუალებით ვერ უზრუნველყოფს. მთიდან მიწის დიდი მასა მოდის, საგზაო დეპარტამენტი რეგულარულად წმენდს გზას, თუმცა პრობლემა ვერ გვარდება. 10-15 დღეში ისევ ჩამოდის მიწის მასა, რაც მიმოსვლას კეტავს. ინფორმაცია რეგიონალური განვითარების სამინისტროსაც მივაწოდეთ, ერთი თვის წინ საკითხის შესასწავლად სპეციალისტები ამოვიდნენ“ – ამბობს ლაშა ბოლქვაძე.
აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი ხულოს მუნიციპალიტეტში რაულ ბოლქვაძე კი ამბობს, რომ საბაურის უბანში მცხოვრებლებს ალტერნატიული გზა შესთავაზეს, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის კუთვნილ მიწაზე უნდა გასულიყო, თუმცა მოსახლეობამ მიწის დათმობაზე უარი განაცხადა.
„აქ მცოცავი მიწაა, ჩვენ რომ აქ გზა გავაკეთოთ, შეიძლება ერთ კვირაში ისევ გაფუჭდეს. შევთავაზეთ ალტერნატიული გზა, რომლისთვისაც საჭირო იყო ორი მოსახლის საკუთრებაში არსებული, მთლიანობაში 250 კვადრატული მეტრი მიწა. გამგეობა მზად იყო ერთ კვადრატში 5-6 ლარი გადაეხადა, თუმცა მოსახლეობამ მიწა არ დათმო. მთავარია მოსახლეობა შეთანხმდეს, მუნიციპალიტეტი მზად არის თანხა გადაიხადოს, მე კი ტექნიკა მაქვს გზის გასაყვანად“ – ამბობს რაულ ბოლქვაძე.
სოფელი ვაშლოვანი ერთ-ერთი მათგანია ხულოში, სადაც საუბნო გზის პრობლემა აქვთ. მაგალითად, სოფელ პანტნარში ვერც მიკროავტობუსი მიდის და ვერც სხვა სახის მსუბუქი ავტომობილი. სოფლის მკვიდრი არჩილ მარკოიძე ამბობს, რომ სოფელში მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილი გადაადგილდება, ხოლო სოფელში მისული სამარშრუტო ტაქსი აქაურებს არ ახსენდებათ.
„არ მახსოვს, სოფელში მიკროავტობუსი ამოსულიყო. ჩვენი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად გზა ვერ გაკეთდა ისე, რომ მსუბუქმა ავტომობილმა გადაადგილება შეძლოს. პანტნარი თემის ცენტრიდან, საციხურიდან ხუთ კილომეტრშია, მარშრუტკაც სწორედ ცენტრამდე მოდის, თემის ცენტრიდან მაღალი გამავლობის ავტომობილებზე ვალაგებთ რაც გვაქვს წასაღები და იმით მივდივართ სოფლისკენ, სოფელში არის უბნები, სადაც მაღალი გამავლობის მანქანაც კი ვერ მიდის“ – ამბობს არჩილ მარკოიძე.
„სოფელ პანტნარსა და აგარის მიმართულებით პრობლემები არის. ზამთარი გამოვიარეთ, დაღვარულია გზები და აქტიურად ვმუშაობთ შეკეთებაზე, მომავალ კვირაში აგარის გზას შევაკეთებთ. რაც შეეხება სოფელ პანტნარის სასოფლო გზას, მიმდინარე წლის გეგმაში რეაბილიტაცია არის დაგეგმილი. დიდი ალბათობით წელს შესაძლებელია სოფელში მივიდეს მსუბუქი ავტომობილი. გეგმით ვაშლოვანი-შურმულისა და ფუშრუკაული-რაგვთის მიმართულებით, სულ ორ კილომეტრ გზაზე, მზა ბეტონი დაისხმება, დაგეგმილია სოფელ ღორჯომში, ოთხი კილომეტრი სასოფლო გზისა და ხიხაძირის მიმართულებით ცხრა კილომეტრი გზის მოასფალტება, თუმცა ხიხაძირში გზის მოასფალტებას მსოფლიო ბანკი აფინანსებს, ჩვენ ტექნიკითა და მუშახელით დავეხმარებით. მოასფალტებასთან ერთად მიმდინარე წლის გეგმაში გაწერილია უჩხოს გზის რეაბილიტირება, არხები ჩამოისხმება და სამომავლოდ ეს გზაც მოასფალტდება. ჩვენს ბალანსზე ხულოში 800 კილომეტრი გზა ირიცხება“ – ამბობს რაულ ბოლქვაძე.
საავტომობილო გადაადგილების პრობლემაა შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებშიც.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გოდგაძეებში რამდენიმე დღის წინ გამოძახების ადგილზე მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომობილები ვერ მივიდნენ, ხანძრის ამ შემთხვევის დროს ხულოში ერთი ადამიანი დაიღუპა.
სოფელი დარჩიძეები, შუახევი
2012 წელს კი ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ უჩხითში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა, ცეცხლის ჩასაქრობად სოფელში ასულმა ავტომობილებმა ცეცხლწაკიდებულ სახლთან მისვლა ვერ შეძლეს, რადგან სახლთან მისასვლელი საავტომობილო გზა არ იყო. მას შემდეგ თითქმის სამი წელი გავიდა, თუმცა საუბნო გზები დღემდე ისევ პრობლემად რჩება მოსახლეობისთვის, როგორც ეს სამი წლის წინ იყო.
„ბოლო შემთხვევა გვქონდა, სადაც მაღალი გამავლობის მანქანა ვერ მივიყვანეთ, საშუალო გამავლობის მანქანა მივიდა, გზაც და ხიდიც ისეთი იყო, ვერ გაივლიდა, თუმცა არ ყოფილა შემთხვევა გამოძახების ადგილზე საერთოდ ვერ მივსულიყავით“ – ამბობს ხულოს სახანძრო-სამაშველო განყოფილების უფროსი ლევან დეკანაძე.
სოფელ პირველ მაისში, სადაც ქადიძეების ორი ოჯახი ცხოსვრობს, საავტომობილო გზა არ არის. გზა არ აქვს ამავე სოფლის სხვადასხვა მიმართულებით მცხოვრებ კიდევ ორ ოჯახს. საავტომობილო გზა არ მიდის სოფელ ჭინკაძეებში მცხოვრებ ნაკაშიძის საცხოვრებელ სახლთან. სოფელ ჭინკაძეების მკვიდრი ეთერ მიქელაძე ამბობს, რომ დღემდე პრობლემაა არამარტო საუბნო, არამედ შიდა სასოფლო გზებიც.
„სოფელში გზა არის, მაგრამ ცუდ მდგომარეობაშია. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით გზას წლებია ვაკეთებთ და ვერ გაკეთდა“ – ამბობს სოფლის მკვიდრი.
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარდულში მცხოვრები ფატი ნაკაშიძე ამბობს, რომ სოფლის პროგრამით გამოყოფილი თანხა _ 13 000 ლარი აქაც გზის გამართვას მოხმარდება.
„სოფელში არის გზა, მაგრამ არა გამართულ მდგომარეობაში. სანიაღვრე არხები ალაგ-ალაგ გაკეთდა, გაწვიმდება თუ არა, ვერ გაივლი, სავალ გზაზე მიედინება წყალი“ – ამბობს ფატი ნაკაშიძე.
საავტომობილო გზების წარმომადგენელი შუახევის მუნიციპალიტეტში ზვიად ცინცაძე ამბობს, რომ შუახევში მათ ბალანსზე 896 კილომეტრი და 800 მეტრი გზა ირიცხება და არსებულ ყველა გზაზე ნებისმიერ ავტომობილს შეუძლია გადაადგილება. იგი ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოძახების ადგილზე სასწრაფო და სამაშველო ავტომობილები მისვლას შეძლებენ.
`გვაქვს საკუთარი ტექნიკა და საჭიროების შემთხვევაში ვიყენებთ. ამ დროისთვის იალაღებთან მისასვლელ გზებს ვაკეთებთ, დაახლოებით ათ დღეში მოწესრიგდება იალაღებთან მისასვლელი ყველა გზა“ – ამბობს ზვიად ცინცაძე.
რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტს, საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელი ქედაში, თემურ დევაძე ამბობს, რომ გზების რეაბილიტაცია-მოასფალტებაზე ქედის მუნიციპალიტეტში წელს 4 მილიონი ლარი დაიხარჯება. ის აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ იმ საუბნო გზების შეკეთებაზე, რომელიც დეპარტამენტის ბალანსზე არ ირიცხება, მოთხოვნის შემთხვევაში, აქტიურად იმუშავებენ.
თემურ დევაძე: „პირველ რიგში იმ გზას ვაკეთებთ, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია, ჩვენს ბალანსზე ქედაში ირიცხება როგორც სამარშრუტე, ასევე მთებთან და იალაღებთან მისასვლელი გზა, სულ 600 კილომეტრზე მეტი, ჩვენ ამ გზების შეკეთება-რეაბილიტირებას ვახდენთ. წელს 4 მილიონამდე ლარი მოხმარდება გზების მოასფალტება-საყრდენი კედლების მოწყობას ქედაში. სოფლებში: უჩხითში, გეგელიძეებსა და ოქტომბერში სოფლის გზები მოასფალტდება.“
„ხელშეკრულება ხელმოწერილი მაქვს, ვალდებულება აღებული და რადაც არ უნდა დამიჯდეს, შევასრულებ. ბიზნესი რისკია თავიდან ბოლომდე და ხელს რომ ვაწერდით ხელშეკრულებას, ვიცოდით რა რისკზეც მივდიოდით. ამ რისკს ვიღებ ჩემ თავზე. ასე რომ, მერიისთვის მიმართვას არ ვაპირებ“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში შპს „გზების“ დირექტორმა ირაკლი აბაშიძემ.
„გზებს“ ბათუმში ასფალტირებული ქუჩების სარემონტო სამუშაოებზე აქვს ტენდერები მოგებული, რისთვისაც ქალაქის მერიასთან მილიონ-ნახევარ მეტ ლარზე აქვს გაფორმებული ხელშეკრულებები.
„ბათუმელების~ ინფორმაციით, ქალაქის მერიას წერილობით მიმართა კომპანია „ეი ბი სი ფარმაციამ“, რომელსაც მერიის რამდენიმე ტენდერი აქვს მოგებული – პარკინსონით, მეორე ტიპის დიაბეტითა და ბრონქული ასთმით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფაზე, სახელშეკრულებო თანხა ჯამში – 188 238 ლარი. კომპანია მედიკამენტებზე ფასების გაზრდის გამო ხელშეკრულების გადახედვას ითხოვს.
„ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვარ საქმის კურსში. ისე, ზოგადად, ჩვენ გვქონდა საუბარი და მერიაში წინააღმდეგნი არ არიან ეტაპობრივად დაგვიმატონ თანხა. ეს წინა წელსაც ასე მოხდა. თუმცა, დეტალები ჯერჯერობით უცნობია“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეს დირექტორის მოადგილემ გიორგი შაინიძემ.
ა(ა)იპ „წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანე“ ბათუმის მერიის მიერ უპოვართა და მზრუნველობას მოკლებულ მოხუცთა მოვლა-პატრონობაზე გამოცხადებულ ტენდერშია გამარჯვებული. სავანე ხელშეკრულებით კისრულობს მთელი წლის განმავლობაში 115 ბენეფიციარის მოვლა-პატრონობას, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 629 625 ლარს მიიღებს (ერთ ადამიანზე 15 ლარს დღეში).
მერიას რამდენიმე შემსყიდველმა მიმართა სახელშეკრულებო ჯამური ღირებულების გადახედვის თხოვნით, თუმცა ამ კომპანიებს მერიაში არ ასახელებენ. ღიად საუბარი არც იმ რამდენიმე კომპანიას სურს, რომლებსაც „ბათუმელები“ დაუკავშირდა. მერიას ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, კომპიუტერული ტექნიკის მიწოდებაზე და სხვა შესყიდვებზე გაფორმებული ხელშეკრულებების გამოც მიმართავენ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით „ეროვნული ვალუტის კურსის ცვალებადობის ან/და რეგიონში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენების შედეგად მიმწოდებლის ხარჯის ზრდის შემთხვევაში, შესაძლებელია ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა, თუ ხელშეკრულების თავდაპირველი ჯამური ღირებულება იზრდება 10%-მდე და იგი იწვევს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების ზრდას 100 000 ლარზე მეტი ოდენობით; ან ხელშეკრულების თავდაპირველი ჯამური ღირებულება იზრდება 10%-ზე მეტით“.
მაშინ, როცა ლარის კურსის ვარდნამ პიკს მიაღწია, მშენებელ კომპანიებში აცხადებდნენ, რომ სამშენებლო მასალების ფასი თითქმის 30%-ით გაიზარდა, რაც მათ ზარალზე წასვლას, ან ხელშეკრულების შესაძლო შეწყვეტას ნიშნავდა. ეს უკანასკნელი კი ეჭვქვეშ აყენებდა დაწყებული პროექტების დასრულებას. პრობლემებზე საუბრობდნენ სხვა სფეროს წარმომადგენლებიც. თავის მხრივ, კანონი ხელშეკრულების გადახედვას, მითუმეტეს ღირებულების გაზრდას, არ ითვალისწინებდა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა შეფასებით კი, შემსყიდველ სახელმწიფო უწყებებს კანონმდებლობა უპირატეს მდგომარეობაში აყენებდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ უფროსმა ანალიტიკოსმა მიხეილ კუკავამ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ შესყიდვების სააგენტოს მიერ მიღებული ეს ცვლილება საჭირო იყო, რადგან ქვეყნის მასშტაბით არაერთი სამუშაოს მიწოდება შეფერხდა, ან საერთოდ, კითხვითი ნიშნის ქვეშ დადგა სწორედ ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, თუმცა საჭიროა კონკრეტული მომწოდებლების შესყიდვებში დოლარის კომპონენტის განსაზღვრა.
„ის, რომ უნდა მოხდეს ხელშეკრულების გადახედვა, მისაღებია. უბრალოდ, ეს 10% რას ეყრდნობა, ეს არის ჩვენთვის გაუგებარი. ეს ზღვარი, რაც დაადგინა სააგენტომ, უნდა ეფუძნებოდეს ანალიზს. ანალიზი გულისხმობს იმას, რომ შესწავლილი იქნეს კონკრეტული კომპანიის მიერ მომსახურებაში დოლარის წილი რამდენი იყო, რამაც მიმწოდებელი კომპანია დააყენა, დავუშვათ, საფრთხის წინაშე. ასეთი ანალიზი არ გაკეთებულა ამ შემთხვევაში და ეს არის პრობლემა“ – აცხადებს მიხეილ კუკავა.
მისივე თქმით, ხელშეკრულების გადახედვა და ღირებულების გაზრდის მოთხოვნის უფლება შეღავათია კომპანიებისთვის „უბრალოდ, სახელმწიფო რომ არ დაზარალდეს, ამისთვის იყო საჭირო შეფასება და ანალიზის გაკეთება. იქნებ არა 10 პროცენტი, რომელიც დიდწილად ბრმადაა აღებული, არამედ 5 ან 15 პროცენტი უნდა იყოს ეს ზღვარი“.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით „ბათუმელები“ კომენტარს სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოდანაც ელოდება.
ვინაიდან ასეთი ანალიზი არ გაკეთებულა, ბაზრის კვლევა შემსყიდველ ორგანიზაციებს მოუწევთ. „ჩვენ შემთხვევაში იყო რამდენიმე კომპანიის მხრიდან მომართვა, ძირითადად მაინც იმ საქონელთან დაკავშირებით, რომელიც უცხოეთიდან შემოაქვთ. თუმცა სამხარაულის დასკვნა არავის წარმოუდგენია. ჩვენ ვუპასუხეთ – წარმოადგინონ დოკუმენტაცია სრულად და როცა წარმოადგენენ, შემდეგ განვიხილავთ, ბაზრის მოკვლევას გავაკეთებთ და არსებული საბაზრო სიტუაციის გათვალისწინებით მივიღებთ გადაწყვეტილებას. შეიძლება მიმწოდებელს გაუძვირდა საქონელი, მაგრამ თუკი ბაზარზე არის ანალოგიური საქონელი უფრო დაბალი ღირებულებით, ბუნებრივია, კომპანიას ვერ დავეთანხმებით სახელშეკრულებო ღირებულების გაზრდაზე. შესაბამისად, ან გააგრძელებს, ან შევწყვეტთ ხელშეკრულებას“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ქალაქ ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა არჩილ ვანაძემ.
მისივე თქმით, მერიას შეუძლია მიმართოს ნებისმიერმა მიმწოდებელმა, ვისაც მერიასთან ხელშეკრულება დადებული აქვს 2015 წლის პირველ მარტამდე, და აუცილებლად უნდა წარმოადგინოს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა. ამასთან, ეს ცვლილება ეხება მერიასთან გაფორმებულ ნებისმიერ ასეთ ხელშეკრულებას, რომლებზედაც ავანსი სრულად გაცემული არაა. თუ ავანსი გაცემულია, მაშინ მასზე ხელშეკრულების გადახედვის პუნქტი არ ვრცელდება.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით, „მიმწოდებლებს ეძლევათ უფლება მიმართონ შემსყიდველ ორგანიზაციას ხელშეკრულების ჯამური ღირებულების გაზრდის მოთხოვნით და მას წარუდგინონ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლითაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი ხელშეკრულების შესრულებისას ზემოაღნიშნული გარემოებებით გამოწვეული მიმწოდებლის ხარჯის ზრდა. შემსყიდველი ორგანიზაცია განიხილავს ექსპერტიზის წარდგენილ დასკვნას და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ათანხმებს ხელშეკრულების თავდაპირველი ჯამური ღირებულების გაზრდის საკითხს. საგულისხმოა, რომ ცვლილებების მიხედვით, ხელშეკრულების ღირებულების გაზრდასა და მის ოდენობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება შემსყიდველ ორგანიზაციას“.
„ფინანსთა სამინისტრო ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიმღები არ არის, ის, ერთგვარად ითანხმებს ამ პროცესს, რათა არ მოხდეს შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან გაუმართლებლად ხარჯების გაზრდა ბიუჯეტებიდან. არა მგონია, სამინისტრო წინააღმდეგი წავიდეს, თუკი კომპანია დაასაბუთებს, რომ ხარჯი გაეზარდა. მაგრამ ისეც არ უნდა მოხდეს, რომ შემსყიდველმა რაღაც ვერ გათვალოს ბიუჯეტი ისე, რომ სამინისტრომ არ იცოდეს და შემდეგ ასიგნებები საკმარისი არ იყოს“ – განაცხადა არჩილ ვანაძემ. გაიზრდება თუ არა ამა თუ იმ კომპანიის დაფინანსება, ვთქვათ, ჯამური ღირებულების 15%-ით, თუ კომპანია დაასაბუთებს, რომ ამდენივე პროცენტით გაეზარდა ხარჯი? – ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია.
„ჯერ რთულია თქმა, ვინაიდან სამხარაულის დასკვნა არავის წარმოუდგენია. არც კონკრეტული თანხა მოუთხოვია არავის. ალბათ კომპანიებიც თავს იკავებენ, იმიტომ, რომ ეს დასკვნა ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ მათ სახელშეკრულებო ფასს გაუზრდიან. თუმცა, რა თქმა უნდა, თუკი ობიექტური გარემოებები იქნება, განვიხილავთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. იმასაც ვვარაუდობთ, რომ ლარის კურსი სტაბილიზაციისკენ წავიდეს, რა პროცესიც უკვე დაწყებულია“ – ამბობს არჩილ ვანაძე.
შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების გაზრდის ნაცვლად, ღირებულების უცვლელად დასაშვებია მისაწოდებელი საქონლის, მომსახურების ან სამშენებლო სამუშაოს ოდენობის/მოცულობის შემცირება. ეს საკითხი ასევე საჭიროებს ექსპერტიზის დასკვნას. თუმცა ამ შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა აღარ მოითხოვება.
ექსპერტიზის დასკვნის გაცემისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობის მიღებისთვის საჭირო ვადა მიმწოდებელს არ ჩაეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადაში. გამონაკლისია სამშენებლო სამუშაოები, რა დროსაც მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და არ დაუშვას სამშენებლო სამუშაოს მიმდინარეობის შეჩერება შესაბამისი დასკვნის წარმოდგენამდე.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანა, როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რადიკალურ ცვლილებებს არ გულისხმობს – დაზუსტდება ტერმინები, ზოგი მუხლი შესაბამისობაში მოვა საქართველოს კანონმდებლობასთან და შემოვა ახალი რეგულაციებიც.
ახალი რეგულაცია იქნება დემონტაჟს დაქვემდებარებული ობიექტების პრივატიზება – მხოლოდ შენობა-ნაგებობების აუქციონზე გატანა ისე, რომ მიწა დარჩება აჭარის საკუთრებაში.
„ბათუმელების“ ინფორმაციით ამ რეგულაციის კანონში ასახვა დააჩქარა იმან, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, სადაც იგეგმება ახალი საავადმყოფოს მშენებლობა, არსებული ნაგებობები საჭიროებს დემონტაჟს, რაც ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას საკმაოდ ძვირი უჯდება. „მოქმედი კანონით ცალკე მხოლოდ შენობას ვერ გაყიდი, ამიტომ ზუსტდება რეგულაცია, რომლის თანახმადაც გაიყიდება მხოლოდ დემონტაჟს დაქვემდებარებული შენობა. თუ გამოჩნდა მსურველი, აუქციონზე გაიყიდება და თუ არა, იძულებული იქნება აჭარის მთავრობა, თავად დაანგრიოს“ – აცხადებს აჭარის მთავრობის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი დავით გაბაიძე.
მისივე თქმით, ცვლილებების მიღების შემთხვევაში, სასოფლო სამეურნეო პროდუქციის პრივატიზების საკითხებიც მოწესრიგდება: „მაგალითად, „აგროსერვისცენტრის“ მიერ მოყვანილი მოსავლის შემთხვევაში, იძულებული ვიყავით ეს პროდუქცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს გაეყიდა იმიტომ, რომ ქონების გაყიდვის უფლება მხოლოდ თავმჯდომარეს ჰქონდა. ახლა „აგროსერვისცენტრს“ ექნება იგივე უფლება ეკონომიკის სამინისტროს თანხმობით. ეს არის ძირითადად სადემონსტრაციო ნაკვეთებზე მოყვანილი მოსავალი. მაგრამ, რახან სახელმწიფო ქონებაა, ვერ გააჩუქებ, ამიტომ სიმბოლურ ფასად ვყიდდით“.
რაც შეეხება ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემას, აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში ზუსტდება ტერმინი და ეს რეგულაცია გავრცელდება მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე და სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებებზე.
„ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ცნება შემოდის და ეს გავრცელდება ისეთ ქონებაზე, რომლის გასხვისებაც ისედაც უსასყიდლოდ გადაცემის ხასიათს ატარებდა. მაგალითად, როცა სოციალურად დაუცველებზე ხდება გადაცემა, ვთქვათ ბინების სიმბოლურ ფასად, ან სახელმწიფოს როცა აქვს აღებული რაღაც ვალდებულებები. რადგან უსასყიდლოდ გადაცემა არ შეიძლება, ხდება ნასყიდობა სიმბოლურ ფასად, ვთქვათ 1 ლარად. ეს არის ზედმეტი ბიუროკრატიული პროცედურა. ცვლილება არ ეხება ისეთ ქონებას, რომელიც ინვესტიციის პირობით სხვისდება“ – აცხადებს დავით გაბაიძე.
სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ცნება საქართველოს კანონმდებლობაში 2014 წლის 23 დეკემბრიდან გაჩნდა. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ – რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა ხელი 2014 წლის 11 დეკემბერს მოაწერა, ერთ-ერთ მუხლში აღნიშნულია რომ: „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში შეიძლება გადაეცეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს – დევნილებს, აგრეთვე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას“.
31მაისს, 13:00 საათზე, ბათუმის აეროპორტში პირველი ჩარტერული ფრენა უკრაინიდან განხორციელდება. ავიაფრენას ტურისტებთან ერთად 40-მდე უკრაინელი ტუროპერატორი და 12 ჟურნალისტი ჩამოყვება.
ივნისში რეისები კვირაში 3-ჯერ: სამშაბათობით, პარასკეობით და კვირაობით განხორციელდება, ხოლო 15 ივლისიდან რეისები დამატებით ოთხშაბათობითაც შესრულდება.
კიევიდან ფრენა (უკრაინის დროით) 09:00 საათზე განხორციელდება და ტურისტი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში (საქართველოს დროით) 12:15 საათზე შეძლებს ჩამოსვლას. ბათუმიდან კიევის მიმართულებით ფრენა საქართველოს დროით 14 საათზე შესრულდება.
ბილეთის მინიმალური ფასი ერთი მიმართულებით 99 ევროდან, ხოლო ორი გზა 199 ევროდან დაიწყება. აღნიშნული ტარიფში ტაქსის მომსახურებასაც შედის.
• საბოლოოდ შერჩეული მონაწილე, იქნება აყვანილი 3 თვით გამოსაცდელი ვადით,რომლის შედეგად სამუშაო მოვალეობების წარმატებით შესრულების შემთხვევაში, მას გაუფორმდება ერთწლიანი სამუშაო ხელშეკრულება.
ჩემპიონატის დასაწყისში ქულათა მაქსიმუმით – 5 პარტიიდან 5 გამარჯვებით რუმინელი მიქაელა სანდუ ლიდერობდა, მეექვსე ტურში დაწინაურდა ბათუმელი მოჭადრაკე, ნინო ბაციაშვილი, რომელმაც ლიდერის პოზიცია ოთხი ტურის მანძილზე შეინარჩუნა, თუმცა მეათუ ტურში ნინო უკრაინელ ნატალია ჟუკოვასთან დამარცხდა და ჩემპიონის ტიტულისათვის გადამწყვეტი შეხვედრა დასკვნით ტურში შედგა ნატალია ჟუკოვასა და სომეხ დიდოსტატ, ელინა დანიელიანს შორის. შეხვედრა უკრაინელი სპორტსმენის გამარჯვებით დასრულდა. ჟუკოვამ უკვე მეორე მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული. აღსანიშნავია, რომ ის ბათუმში 2000 წელს გამართული პირველი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია.
ნინო ბაციაშვილი | ქალთა ევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში, მეშვიდე ტური | ჩაქვი, 25 მაისი 2015
ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი კი ნინო ბაციაშვილმა მოიპოვა და მის საერთაშორისო რეიტინგს 26 ქულა მოემატა.
ბრინჯაოს მედალი რუსეთის წარმომადგენელ ალინა კაშლინსკაიას ერგო.
ევროპის ჩემპიონატის საბოლოო შედეგები ასე გამოიყურება:
I ადგილი – ნატალია ჟოკოვა (უკრაინა;2456) – 9,5 ქულა
II ადგილი – ნინო ბაციაშვილი (საქართველო; 2473) – 9 ქულა
III ადგილი – ალინა კაშინსკაია (რუსეთი; 2423) – 8 ქულა
IV ადგილი – ელინა დანიელიანი (სომხეთი; 2458) – 7,5 ქულა
V ადგილი – მარინა გუსევა (რუსეთი; 2391) – 7,5 ქულა
VI ადგილი – ოლგა გირია (რუსეთი; 2479) – 7,5 ქულა
VII ადგილი – მონიკა სოჩკო (პოლონეთი; 2467) – 7,5 ქულა
VIII ადგილი – სალომე მელია (საქართველო;2452) – 7,5 ქულა
IX ადგილი – ინნა გაპონენკო (უკრაინა; 2391) -7,5 ქულა
ჩემპიონატში დაწესებული იყო საკმაოდ სოლიდური საპრიზო ფონდი 60 000 ევროს ოდენობით, რომელიც შემდეგნაირად განაწილდა ადგილების მიხედვით:
I ადგილი – 11 000 ; II ადგილი – 9 000 ; III ადგილი – 7 000; IV ადგილი – 5 500; V ადგილი – 4 000; VI ადგილი -3 000; VII ადგილი – 2 500; VIII ადგილი – 2 250; IX ადგილი – 2 000; X ადგილი – 1 750; XI ადგილი – 1 600; XII ადგილი – 1 500; XIII ადგილი – 1 400; XIV ადგილი – 1 300 ; XV ადგილი – 1 200 XVI – XX ადგილი – 1 000
ბაციაშვილი გარდა ქართველი მონაწილეებიდან საერთაშორისო წოდების ნორმები შეასრულეს: მირანდა მიქაძემ საერთაშორისო დიდოსტატის ქალთა შორის,ხოლო ალექსანდრა ვახანიამ და მერი ჟორჟოლიანმა საერთაშორისო ოსტატის ქალთა შორის.
ოთარ ფაღავას ტურნირი ხელბურთში | ბათუმი, სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი | 30 მაისი 2015
ტურნირი აჭარის ხელბურთის რეგიონალური ფედერაციის ორგანიზებით იმართება. ფედრაციის მთავარი მწვრთნელის მერაბ ჭანტურიას ინფორმაციით მასში ოთხი ბათუმის კუნდი და ორი გორიდან და ფოთიდან მოწვეული გუნდი მონაწილეობს.
ჩემპიონატი სამ დღეს გაგრძელდება და 1 ივნისს-ბავშვთა დაცვის დღეს დაჯილდოვების ცერემონიით დასრულდება.
თამაშები ხვალ და ზეგ 10 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
ოთარ ფაღავას ტურნირი ხელბურთში | ბათუმი, სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი | 30 მაისი 2015
ოთარ ფაღავას ტურნირი ხელბურთში | ბათუმი, სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი | 30 მაისი 2015
„სეზონის დასასრულს სასიამოვნო ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ, რათა უფრო უკეთ გაეცნოთ ქომაგებს ფებხურთელები. გუნდმა საჩუქრად გადმოგვცა თავიანთი ლურჯი მაისურები, მადლობა მათ ამისთვის. ევროთასების შესარჩევ ეტაპზე ვუსურვებთ წარმატებას“ – უთხრა „ბათუმელებს“ ფანკლუბის ხელმძღვანელმა გივი გაგუამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის უმაღლესი ლიგის 2014-2015 წლის სეზონის დასასრულს, ბათუმის „დინამო“ ვერცხლის მედალოსანი გახდა და 17 წლიანი პაუზის შემდეგ, ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
22 ივნისს “უეფა” კენჭისყრას ჩაატარებს, რის შემდეგაც ცნობილი გახდება ვის ეთამაშება ბათუმის “დინამო” 2 და 9 ივლისს.
ბათუმის ”დინამოსა” და ”პირატების” ამხანაგური შეხვედრა | 29 მაისი 2015
ბათუმის ”დინამოსა” და ”პირატების” ამხანაგური შეხვედრა | 29 მაისი 2015
ბათუმის ”დინამოსა” და ”პირატების” ამხანაგური შეხვედრა | 29 მაისი 2015
ბათუმის ”დინამოსა” და ”პირატების” ამხანაგური შეხვედრა | 29 მაისი 2015
ბათუმის ”დინამოსა” და ”პირატების” ამხანაგური შეხვედრა | 29 მაისი 2015
ფოტო და ვიდეო მასალა გამოყენებულია “დინამოს” ფანკლუბის “შავი ზღვის მეკობრეების” (Black Sea Pirates) facebook-სა და youtube-ს ოფიციალური გვერდებიდან
ქობულეთისა და ბათუმის ასაქცევი გზები [ავტობანი] აზიის განვითარების ბანკიდან მიღებული სესხით (500 მილიონი აშშ დოლარი) დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში შენდება.
რაც შეეხება ჭოროხის ხიდიდან სარფამდე მონაკვეთს, დეტალური პროექტი დღემდე არ არსებობს, ამ მონაკვეთის გეოგრაფიული მდებარეობისა და მისი სპეციფიკური ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლების გამო.
აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით მიმდინარე, „საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 1-ის“ [ქობულეთის შემოვლითი გზის პროექტი] ფარგლებში ბათუმი-სარფის საავტომობილო გზის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების [Feasibility Study] დაფინანსების შესახებ საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულება მიმდინარე წლის 29 მაისს გამოქვეყნდა.
თებერვალში დამტკიცებული მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, მასწავლებელთა სავალდებულო აქტივობებს სამოდელო გაკვეთილის წარმართვა დაემატა. სამუშაო შეხვედრებზე, ვორქშოფებზე, რასაც აჭარაში დასაქმებულ პედაგოგებს სთავაზობს ფონდი, სწორედ სამოდელო გაკვეთილებია წარმოდგენილი.
„ჩვენ მიერ შეთავაზებული ვორქშოფები მომხიბლავია მასწავლებლებისთვის. ჩვენ ვთავაზობთ სამოდელო გაკვეთილს. მოსწონთ ის, რომ ეს არის ერთდღიანი შეხვედრა. რაიონებში ყოველთვის ჭირდა გადაადგილება“, – ამბობს ლალი ლომთათიძე, აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამის მიმართულებით.
სამუშაო შეხვედრები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ თითქმის ყველა საგანში ტარდება. ვორქშოფზე დასასწრებად მასწავლებლებმა ონლაინრეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებგვერდზე: www. aef.ge
„მასწავლებელთა სახლმა ტრენინგების ჩატარება შარშან დაიწყო. შარშან აპრილიდან ივნისის ჩათვლით ჩავატარე სამი მოდული. თითო მოდული 26-საათიანია, ხუთსაათიანია ერთი შეხვედრა. წელს, რადგან ტრენინგებს აღარ ვატარებთ, ტრენერებმა შევიმუშავეთ შეხვედრების გეგმა. ზოგს ორსაათიანი შეხვედრა გვაქვს, ზოგს – ოთხიანი. ვორქშოფები დავარქვით, რომელსაც ვატარებთ ჩვენი მასალებით,“ – ამბობს მათემატიკის მიმართულების ტრენერი მაია ძაძამია.
კითხვაზე, თუ რას სწავლობენ ვორქშოფებზე მასწავლებლები, მაია პასუხობს: „შეხვედრა დიდი მოდულისგან განსხვავებულია. დიდ მოდულში იყო მთელი მასალა, რაც კი მათემატიკის მასწავლებელს სჭირდება, გნებავთ სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის, გნებავთ სკოლაში გაკვეთილის ჩასატარებლად. ყველა საკითხი შედიოდა, ამიტომ იყო ძალიან დიდი. ოთხსაათიან შეხვედრაში უკვე კონკრეტულად რაღაც თემას ვიღებთ, რომელიც საჭირბოროტოა მასწავლებლებისათვის სკოლაში და აი, ამ თემას გავშლით. ეს მერე გამოადგებათ მასწავლებლებს, თუ როგორ უნდა ასწავლონ მოსწავლეებს. მეთოდოლოგია ძირითადად ისეთია, რომ აუცილებელია პრაქტიკული სამუშაოები, დისკუსიები“.
ფიზიკის მიმართულებით ტრენერი მერაბ გობაძე ამბობს, რომ მათ მიერ ჩატარებული ვორქშოფები პედაგოგებს პროფესიულ განვითარებაში ეხმარება.
„ხშირად პედაგოგები სასკოლო პროგრამაში არიან ჩაკეტილნი. ვმუშაობთ ამოცანების ამოხსნაზე, კონკრეტულ საკითხებს უფრო სიღრმისეულად ვხსნით. თუ რაიმე სიახლეებია, ვაწოდებთ ამ სიახლეებსაც,“ – ამბობს მერაბ გობაძე.
ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების ტრენერი მაია მენაბდე იმ სირთულეებზე საუბრობს, რის წინაშეც მაღალმთიანეთში მცხოვრები პედაგოგები დგანან.
ტრენინგი ქედაში
„მაღალმთიანი რეგიონებისათვის ბევრი რესურსი არის მიუწვდომელი. ბევრ პედაგოგს ინტერნეტი არა აქვს, სახელმძღვანელო იქნება ეს თუ ინტერნეტმასალა, მათთვის ხელმისაწვდომი არ არის. ეს უქმნის მასწავლებლებს ბევრ პრობლემას. სწავლებაში თანამედროვე მეთოდების დანერგვა თავისთავად გულისხმობს კომპიუტერისა და ინტერნეტის გამოყენებასაც“ – ამბობს მაია მენაბდე.
ბათუმის მასწავლებელთა სახლის ისტორიის მიმართულების ტრენერი კახაბერ ჩაკვეტაძე ამბობს, რომ იმ ტრენინგებიდან, რომელიც მას აჭარის რეგიონში ჩაუტარებია, ყველაზე დიდი დაინტერესება ხულოში მცხოვრები პედაგოგებისგან იყო.
„ჩემი, როგორც ტრენერის აზრით, ყველაზე მონდომებული ხულოს პედაგოგიური კოლექტივი იყო. ხულოში ვინც ესწრება ჩვენს ვორქშოფებს, ყველა მონდომებულია და შედეგსაც ვიღებთ. სამუშაო შეხვედრის დროს მასწავლებლები ძირითადად სწავლობენ, თუ როგორ დაგეგმონ გაკვეთილი, სწავლობენ ინოვაციური მეთოდების გამოყენებას, სწავლობენ, თუ როგორ უნდა მოხდეს მოსწავლის შეფასება. აგრეთვე არის ის კატეგორია მასწავლებლებისა, რომლებიც ემზადებიან სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის. რაც შეეხება სირთულეებს, ტრენინგების მომზადების დროს არანაირი პრობლემა არ არის. მასწავლებლების პრობლემა, რასაც ვხედავ, ისაა, რომ მაგალითად, შორი გზიდან უხდებათ ხულოში ან ქედაში ჩამოსვლა, ტრანსპორტზე არიან დამოკიდებული. მაგალითად, ერთ-ერთმა მსმენელმა მითხრა, ტრენინგი რომ მთავრდება, მარშუტკა სანამდეც მიმიყვანს, იქედან ექვსი კილომეტრი უნდა ვიარო, რომ სახლში მივიდეო. მიუხედავად ამისა, დიდი ენთუზიაზმით დადიან. გარდა ამისა, მაღალმთიანეთში რესურსების სიმწირეც არის. ჩვენი ჩასვლა მათთვის არის ერთგვარი პოზიტივი. ჩვენგან იღებენ თითქმის ყველანაირ ინფორმაციას, რადგან ძირითადად მარტო სახელმძღვანელო წიგნებზე არიან დამოკიდებული, მეთოდური ლიტერატურა ნაკლებად აქვთ. ინტერნეტიც არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი. მეთოდოლოგიური რესურსების კუთხით ერთადერთი ვართ ჩვენ და ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია,“ – ამბობს კახაბერ ჩაკვეტაძე.
მასწავლებელთა გადამზადების მიზნით ტრენერების მომზადება ბათუმის მასწავლებელთა სახლმა 2013 წელს დაიწყო. გასულ წელს აჭარაში 79 ტრენერი იყო, აქედან 54 ტრენერს დამოუკიდებლად შეეძლო ტრენინგების ჩატარება, ხოლო 19-ს მეწყვილესთან ერთად უწევდა მუშაობა. აჭარის განათლების ფონდში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გრძელვადიანი ტრენინგები, რისთვისაც ტრენერები მოამზადეს, მას შემდეგ გაგრძელდება, რაც თბილისის მასწავლებელთა სახლი აღადგენს ტრენინგების ჩატარებას. მანამდე კი პედაგოგებს მოკლევადიანი შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ.
კბილების გათეთრების ორი ძირითადი მეთოდი არსებობს: ლაზერული და გათეთრება სახლის პირობებში, რომელთაც წინ კიდევ ერთი, აუცილებელი სტომატოლოგიური პროცედურა – კბილების გაწმენდა უძღვის, რაც კბილებიდან ნადებისა და ქვების მოშორებას გულისხმობს. სტომატოლოგიურ კლინიკა „დენტალ გალერეას“ ხელმძღვანელი, სტომატოლოგი რომან თურმანიძე ამბობს, რომ კბილების გაწმენდა ხშირად ეშლებათ კბილების გათეთრებაში, რეალურად კი, ეს ორი სრულიად სხვადასხვა პროცედურაა: „კბილებიდან ნადების მოშორება უმტკივნეულო პროცედურაა, რომელიც შესაძლოა გაკეთდეს ულტრასომის მცირე ვიბრაციით ან AIR FLOW მეთოდით – სხვადასხვა არომატიზებული კრისტალური წვრილი ფხვნილის მეშვეობით“ – ამბობს სტომატოლოგი.
სახლის პირობებში კბილების გასათეთრებლად სტომატოლოგთან ვიზიტი აუცილებელია. „პაციენტისთვის ინდივიდუალურად მზადდება მისი კბილების ფორმის კაპები, რომელსაც სხვა დროსაც გამოიყენებს. კაპებზე პაციენტმა უნდა მოათავსოს სპეციალური გელი და დაიფიქსიროს ზედა და ქვედა ყბაზე ღამით, 6-8 საათის განმავლობაში“ – განმარტავს რომან თურმანიძე. გელის ნაკრები 8 შპრიცისგან შესდგება და პაციენტი პროცედურებს დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში იტარებს. სტომატოლოგის თქმით, კბილების გათეთრების ეს მეთოდი კბილის ემალს უფრო მეტად აღიავებს, ვიდრე ეს ლაზერული გათეთრებითაა შესაძლებელი.
კლინიკა „ინდიგოს“ ჰიგიენისტი, პარადონტოლოგი ოლია შონუსი ამბობს, რომ კბილების ლაზერული გათეთრება მათ კლინიკაში „Beyond Polus“-ის აპარატით კეთდება, რომელიც ასეთივე აპარატების ძველი მოდელებისგან განსხვავებით, სრულიად უსაფრთხოა. „სხივი, რომელიც გამოიყოფა აპარატიდან, არის ჰალოგენური ანუ ლაზერული სხივია და მას აქვს მრავალჯერადი მფილტრავი ლინზა და არ იწვევს დამწვრობას, პიგმენტაციას, არ ახასიათებს პროცედურის შემდეგ ტკივილი და ზოგადად, ემალისთვის არ არის სტრესი“ – ამბობს ოლია. მისივე თქმით, კბილების ლაზერული გათეთრებისთვის კბილების ზედაპირზე ათავსებენ სპეციალურ გელს, რომელზეც აპარატის ლამპას ასხივებენ: „კბილების ზედაპირზე გელს ვათავსებთ 3-ჯერ და 10-10 წუთის განმავლობაში ვასხივებთ. ვუსვამთ გელს, ვასხივებთ, შემდეგ ამ გელს ვაცილებთ, ვასვენებთ და ვიმეორებთ პროცედურას კიდევ ორჯერ. ამ შუქით ხდება აქსელერაცია ანუ აქტივაცია გელის, რომლის შემადგენლობაშიც შედის წყალბადის ზეჟანგი და ხდება გათეთრება ანუ დენტინის გაღიავება“.
კბილების ლაზერული გათეთრების პროცესი საშუალოდ საათ-ნახევარს გრძელდება და 400 ლარი ღირს, კბილის ემალის სახლის პირობებში გაღიავებისათვის საჭირო კაპებისა და გელის ფასი კი 350 ლარია.
კბილების გათეთრება არ არის რეკომენდებული ქალებისთვის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს კბილის ემალზე აღენიშნება პიგმენტაცია (აჭრელებულია) ან თუ იგი გახეთქილი და გაბზარულია. „არ ვურჩევ კბილების გათეთრებას იმ პაციენტებს, რომელთაც აქვთ ბჟენები (ე.წ. პლომბები), რადგან ფერს შეიცვლის მხოლოდ კბილი, ბჟენი კი ისევ მუქ ფერზე დარჩება“ – ამბობს რომან თურმანიძე.
იმის გამო, რომ კბილების გათეთრების ორივე პროცედურას შეიძლება თან ახლდეს დროებით მომატებული მგრძნობელობა კბილებზე, არსებობს მითი, თითქოს ამ დროს კბილის ემალის ზედა ფენის მოშორება ხდება, რაც ექიმების განმარტებით, არ შეესაბამება რეალობას. რომან თურმანიძის თქმით, თუ პაციენტის კბილები ჯანმრთელია, ემალი არის სქელი და მასზე არ არის დაზიანებები, მაშინ მგრძნობელობის მომატების რისკი დაბალია. ოლია შონუსი ამბობს, რომ მგძნობელობა გარკვეული პერიოდით უფრო მეტად სახლის პირობებში გათეთრების მეთოდს ახასიათებს: „დიოდის შემთხვევაში, მართალია უფრო მაღალი კონცენტრატის გელი გამოიყენება, მაგრამ უფრო ხანმოკლე პროცედურაა, სახლის პირობებში კი ორი კვირის განმავლობაში ვიყენებთ ამ გელს, რის გამოც პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს მგძნობელობის მომატება, თუმცა როგორც წესი, ყველაფერი 2-3 დღეში გადადის.“
რომან თურმანიძე
რამდენად ეფექტურია კბილის გათეთრების ხალხური მეთოდები (ლიმონი, სოდა, ნახშირი და ა.შ.) – რომან თურმანიძე ამბობს, რომ გარკვეული ხანმოკლე ეფექტი ხალხურ საშუალებებსაც აქვთ, თუმცა ეს არ არის ის შედეგი, რაც კლინიკაში მიიღწევა. „ხანმოკლეა ასეთი ეფექტი, რადგან როცა ლამპით ხორციელდება გელის აქტივაცია, იგი უფრო ღრმად აღწევს და უშუალოდ დენტინს აღიავებს, ხალხური საშუალებები კი დროებით გამათეთრებელ ეფექტს იძლევა, რადგან ისინი მხოლოდ ზედაპირულად აშორებენ ნადებს“ – ამბობს ის.
სტომატოლოგების მიერ ჩატარებული კბილების გათეთრების ეფექტის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პაციენტის პირის ღრუს ჰიგიენაზე. `გამომდინარე იქედან, ეწევა თუ არა ადამიანი სიგარეტს, სვამს ყავას ან იღებს სხვა, ფერად საკებს, გათეთრების ეფექტი 1-დან 6 წლამდე ძლებს“ – ამბობს ოლია შონუსი. ჯანმრთელი და ქათქათა კბილებისათვის ზრუნვა კი, სტომატოლოგების თქმით, ჯერ კიდევ ბავშვის მუცლად ყოფნის პერიოდში იწყება.
რომან თურმანიძე: „იმისთვის, რომ კბილები ჯანმრთელი იყოს, ნაყოფის ჩასახვის შემდეგ მომავალმა დედამ უნდა მიიღოს კალცით მდიდარი საკვები (მაგალითად, რძის ნაწარმი). ზრდასრული ადამიანისთვის ყველაზე კარგი პროფილაქტიკა პირის ღრუს ჰიგიენის დაცვაა, კერძოდ კი, კბილების გამოხეხვა დილით და დაწოლის წინ 10-10 წუთის ხანგრძლივობით. ასევე, ყველა ორ თვეში ერთხელ კბილის ჯაგრისის შეცვლა და კბილის პასტის სტომატოლოგის რეკომენდაციით შერჩევა.“
სააგენტოს ინფორმაციით განაცხადის შევსება შესაძლებელია ელექტრონულადაც შემდეგ მისამართზე: info@nfa.gov.ge
ბიზნესოპერატორის აღიარება ხდება სააგენტოს მიერ განხორციელებული ინსპექტირების საფუძველზე. საქართველოს კანონმდებლობით, აღიარების ან პირობითი აღიარების გარეშე საქმიანობა აკრძალულია და იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2015 წლის 1 აგვისტომდე ბიზნესოპერატორები პირობითად აღიარებულად ითვლებიან.
აღიარება ნიშნავს ბიზნესოპერატორის საქმიანობის შესაბამისობის დადასტურებას სურსათის ჰიგიენის ნორმატიულ მოთხოვნებთან. აღიარების პროცედურა ერთწლიანია.