ნოუთბუქის ქურდობაში ბრალდებული

 

ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მოიტანა _ ასე აქვს ბრალდება შეფასებული პროკურორს. ეს მუხლი 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდებულმა თქვა, რომ დაკავების დროს არ უცემიათ და არც უწამებიათ. ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაზე მას მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დაუსვა კითხვა.
სასამართლო პროცესზე დაიკითხა დაზარალებულის ქმარი დავით სეფერთელაძე, რომელმაც თქვა, რომ მისი სახლიდან კომპიუტერი 25 ივლისს მოიპარეს, მაშინ როცა მას ეძინა, ცოლი კი ტელევიზორს უყურებდა საძინებელში. მისივე თქმით, ცოლმა საძინებელი ოთახიდან როცა გაიხედა, კიბეზე ჩადიოდა შავგრემანი ახალგაზრდა მამაკაცი სპორტული აღნაგობის. 
ბრალდებულის ადვოკატმა დავით სეფერთელაძეს რამდენიმე კითხვა დაუსვა: მაგალითად, როცა ეძინა კარები ღია ჰქონდა თუ დაკეტილი, სად არის განთავსებული ის ოთახი, საიდანაც კომპიუტერი მოიპარეს, სად დაინახა ცოლი… მოწმემ თქვა, რომ მისი ცოლი ქურდს ქუჩაში ხალათით გაეკიდა.
ადვოკატის შეფასებით, საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება არ ადასტურებს ბრალდებულის დანაშაულს, გარდა დაზარალებულის ამოცნობისა. 
ბრალდებული სოციალურად დაუცველია, ჰყავს ცოლ-შვილი და აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. 
სახელმწიფო ბრალდებას მხარს უჭერს პროკურორი ადილარ წირღვავა. მომდევნო სასამართლო პროცესზე ნოუთბუქის მეპატრონე დაიკითხება.

სტიქიის შედეგად ქობულეთში 1000-მდე ოჯახი დაზარალდა

 

 

 

სტიქიის შედეგების შესწავლა ქობულეთის მუნიციპალიტეტში დღეს დილიდან დაიწყო.

 

მუნიციპალიტეტის მიმდებარე სოფლებში ვითარებას აჭარის გეოლოგიური სამსახურის ოთხი ჯგუფი, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სწავლობს. 

 

ამ წუთებში გზებისა და დამეწყრილი ადგილების გაწმენდაზე 12 სხვადასხვა ტიპის ტექნიკა მუშაობს. ტრაქტორები, თვითმცლელები და ექსკავატორი გამოყვანილია როგორც ქობულეთის, ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებიდან. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქაქუთი-ლეღვას ტერიტორიაზე 15 მეწყრული მოვლენა ფიქსირდება, რომელთაგან 13 უკვე შესწავლილია.

 

 

როგორც გეოლოგიის სამსახურის უფროსი ტარიელ ტუსკია ამბობს, არც ერთ შემთხვევაში საცხოვრებელი სახლის დაზიანება არ შეინიშნება, თუმცა სპეციალისტების შეფასების საფუძველზე ორმა ოჯახმა დროებით უნდა დატოვოს საცხოვრებელი სახლები, რადგან შენობებს გვერდით არსებული ფერდობებიდან მეწყრული მოვლენების განვითარების საშიშროება ექმნებათ. მთავრობის ცნობით, ამ ფერდობების რკინა-ბეტონის კედლით გამაგრება უახლოეს დღეებში მოხდება, რის შემდეგაც ოჯახები დაბრუნდებიან საკუთარ სახლებში.

 

უკვე შესწავლილია სოფელ წყავროკის 6 და ჭახათის 5 ოჯახი. ყველა ლოკაციის შესწავლა კვირის ბოლომდე დასრულდება.

 

 

“ძირითადად დაფიქსირებულია ნაპრალები და ნახეთქები საკარმიდამო ნაკვეთებში, ასევე რამდენიმე მეტრის სიგანეზე მიწის 1 მეტრომდე სიმაღლეზე დაწევა. რამდენიმე ადგილას მეწყრულმა მოვლენებმა გამოიწვია შიდა სასოფლო გზების ჩაკეტვა, თუმცა, გზებისა და სამელიორაციო სამსახურის მიერ შუადღისას გადაადგილება ყველა სოფლის მიმართულებით უკვე აღდგენილი იყო. ძირათადი პრობლემები აჭყვისთავსა და ალამბრის ტერიტორიაზე აღინიშნება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობას უწყვეტად მიეწოდება წყალი და ბუნებრივი აირი. დღის განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა ჰქონდა 20 აბონენტს სოფელ ლეღვაში. დაზიანებული ტრანსფორმატორის აღდგენას დღის ბოლომდე ვარაუდობენ”.

 

შესაბამისი ტექნიკით გადაირეცხა სტიქიის შედეგად დატბორილი სკოლები და საბავშვო ბაღები. სასწავლო პროცესი ორშაბათიდან სრულად აღდგება.

 

ჩემი ჯადოსნური ქალაქი

 

 

ქეთევან ჩხარტიშვილის ფოტო
ქეთევან ჩხარტიშვილის ფოტო

 

ჰოდა ეს ზღვა მქცეოდა რაღაცნაირ, შიშნარევ აკვიატებად. თან მაშინ ქვეყანა კარგა გვარიანად იყო არეული და აჭარაში შეუმჩნევლად ჩასვლა ძალიან რთული გამხდარიყო, რადგან აჭარას მაშინ ზომიერად შეშინებული კაცი მართავდა და, ამავდროულად, ეს ის დროც იყო, როცა ბანდიტსა და ყაჩაღზე მეტად პოლიციისა ეშინოდა კაცს, რადგან ბანდიტსა და ყაჩაღს კიდევ მოელაპარაკებოდი, მით უფრო, თუ წასართმევი ბევრი არაფერი გებადა, პოლიციელი კი თან გაგძარცვავდა და თან ერთი გემოზეც დაგარბილებდა. 

 

ახლა ეს ყველაფერი შორეული წარსული და უკან მოტოვებული ამბებია, მაგრამ მაშინ შეშინებულმა და მოსალოდნელი თავგადასავლებით ზომაზე მეტად აღგზნებულმა, პირველად გავბედე სახლიდან ასე შორს გაპარვა. სახლში რა მოვიტყუე, კარგად არ მახსოვს, თუმცა ფანტაზიას არც მაშინ ვუჩიოდი და ის კი ზუსტად ვიცი, რომ ეს ამბავი ჩემთან, ოჯახში დღემდე კაციშვილს არ გაუგია. ჰოდა, ასე ავდექი და გავიპარე. ვთქვი, სულ სხვაგან და სხვასთან მივდივარ-მეთქი და ბათუმში კი წავედი. ალბათ ის ამბავიც დამეხმარა, რომ მაშინ მობილური ტელეფონი ჯერაც არ არსებობდა და საქალაქთაშორისო ტელეფონით დარეკვა ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული. შესაძლოა, იმანაც მიშველა, რომ წიგნების კითხვა მიყვარდა. ზოგადად კი მიჩნეულია, რომ წიგნების მკითხველი ბავშვები არამკითხველებზე თვინიერები არიან, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს სულაც არ შეეფერება და, იმედია, ამ სტრიქონებს ის უფროსები არ წაიკითხავენ, ვინც ასე ფიქრობს და ზედმეტი, უნაყოფო და არაფრის მომტანი ეჭვიანობით ბავშვებს თავს არ მოაბეზრებენ.

 

ასე იყო თუ ისე, ჩემმა მშობლებმა, როგორც ჩანს, ვერ დაუშვეს, რომ ჩემი ცელქობით ასე შორს წასვლა შემეძლო და ეს ამბავიც ამ დრომდე საიდუმლოდ დარჩა. ბათუმისკენ კი ორი დაუძლეველი ძალა მეწეოდა: ზღვა და გოგო, რომელიც თელავში გავიცანი და რომელმაც თავისი ბათუმური ნომერი ქაღალდის ნაგლეჯზე დამიწერა, ალბათ, იმ იმედით, რომ იქ ვერასოდეს მოვხვდებოდი, მით უმეტეს, მარტო და, მით უმეტეს, ასე მალე.

 

და აი, უამრავი საჭირო თუ არასაჭირო ნივთით გამოვსებული სარდაფიდან, სადაც ცხრა თაობის მანძილზე გროვდებოდა ჩემი ოჯახის მოძველებული და ზოგჯერ უბრალოდ მობეზრებული ნივთები, გადავარჩიე ყველაფერი, რასაც რაიმე ფერადი ლითონი ერია, ამას დავუმატე რამდენიმე თვის მანძილზე რუდუნებით ნაგროვები ლიმონათისა და ლუდის ბოთლები, ზედ მივაყოლე ცარიელი ქილები, რომლებიც, წესით, თავის დროზე მურაბებით, კომპოტებითა და კონსერვებით უნდა გავსებულიყო, ეს ყველაფერი სხვადასხვა პუნქტში გავყიდე და თავდაჯერებული სახითა და გულში შეპარული შიშით გეზი ბათუმისკენ ავიღე. მატარებელში ტევა არ იყო, ტაატითა და რწევა-რწევით მივდიოდით თორმეტი საათის განმავლობაში, ხალხი კი ემატებოდა და ემატებოდა და ხალხთან ერთად აუტანელი სუნიც მატულობდა. ეს იყო ჩემი პირველი მგზავრობა სრულიად დამოუკიდებლად და, შესაბამისად, დაუვიწყარიც, განმტკიცებული ალბათ იმ საშინელი სუნით. ახლა, ამდენი წლის შემდეგ, როცა ვჯდები ჩქარი მატარებლის კომფორტულ სავარძელში და ვიცი, თბილისიდან გასული სულ რაღაც ექვს საათში ბათუმში ვიქნები, საოცარი კმაყოფილების გრძნობა მიჩნდება.

 

ასე იყო თუ ისე, მშობლიური აღმართ-დაღმართიანი თელავიდან, რომელსაც თავისი, სულ სხვა ხიბლი აქვს, აღმოვჩნდი ქალაქში, სადაც ქუჩები სწორად მიუყვება ლამაზი სახლების მწკრივს და ყოველთვის ლოგიკურად კვეთს ერთმანეთს. მახსოვს, როგორ დამეუფლა ერთდროულად სიმშვიდისა და აღტაცებისმაგვარი გრძნობა. მართალია, მას შემდეგ ბათუმი ძალიან გამდიდრდა და გალამაზდა, მაგრამ ეს არ შეცვლილა.

 

პირველად ჩასულსაც გიჩნდება განცდა, თითქოს ამ ქალაქს კარგად იცნობ და რაღაცნაირად გემშობლიურება და, რა თქმა უნდა, მის ნაპირებს უცვლელად, ხან ეალერსება, ხანაც გაბრაზებული მოასკდება ხოლმე შავი ზღვა, ოდესღაც პონტოს ზღვად რომ იცნობდა მსოფლიო და ჯერ კიდევ უხსოვარ დროს რომ აღიზიანებდა ბერძნების ფანტაზიას

 

ისე აღიზიანებდა, რომ, ერთი მხრივ, თუ საქართველოს ელამუნებოდა, მეორე მხრივ, ბერძნულ მითებში, ხან სად ამოყოფდა თავს და ხან სად. და თუ ჯერი მითებსა და პონტოს ზღვაზე მიდგება, ერთი რამ, რაც, ალბათ, სულ პატარაობიდან ყველამ იცის, ვისაც კი სკოლაში უვლია, არის მითი კოლხეთის ლეგენდარული სამეფოსა და მედეას შესახებ, რომელიც, ალბათ, დღემდე ყველაზე ცნობილი ქალია ქართული მიწიდან და, შესაძლოა, ამიტომაც დაუდგამთ ბათუმში მისი ქანდაკება. იქნებ ბათუმის ჯადოსნური ელფერიც ამ მითებისა და ლეგენდების გამოძახილია, მაგრამ ერთი რამ კი ცხადზე ცხადია – ეს ქალაქი სულ სხვაა ზაფხულში, როცა ბათუმელები მთებში მიდიან და ბათუმს დამსვენებლები იპყრობენ, ხოლო სულ სხვაა ზამთარსა და გაზაფხულზე, როცა ქალაქი თავისი მშვიდი და აუმღვრეველი ცხოვრებით ცხოვრობს.

 

თუმცა, მაშინ ეს ყველაფერი არ ვიცოდი და, აბა, საიდან მეცოდინებოდა. მატარებლიდან ბაქანზე ფეხი კოკისპირულ წვიმაში გადმოვდგი, ნაპირებს მედგრად ერკინებოდა  პონტოს ევქსინოს რა არის და – აწ უკვე შავი ზღვა. ხუთ წუთში გაწუწული ლეკვივით შესაბრალისმა, მაგრამ საკუთარი გამბედაობით შთაგონებულმა, ბინის ძებნა დავიწყე. რაც მართალია, მართალია, ბათუმში ბინის პოვნა რთული არ არის, არც ზაფხულში, როცა ქალაქი დამსვენებლებითაა სავსე და, მით უმეტეს, წელიწადის სხვა დროს. შეგიძლია, ღამე გაათიო ძალიან იაფად, მაგრამ ყველა საბაზისო პირობით უზრუნველყოფილ ბინაში, სადაც კეთილგანწყობილი მასპინძელი აუცილებლად დაგალევინებს ცხელ, სურნელოვან ბათუმურ ყავას.

 

ბათუმელები სრულიად სამართლიანად ამაყობენ ყავის მოხარშვის განსხვავებული და გამორჩეული მეთოდით, რომლის საიდუმლო ჩემთვის დღემდე ამოუხსნელი რჩება. ყავა ცალკე ამბავია და, მიუხედავად იმისა, რომ სხვაგან საქართველოში მას „თურქულ ყავად“ იცნობენ, რაც ყავის წარმომავლობაზე კი არა, მოხარშვის წესზე მიუთითებს, ბათუმში ეს წესი ბათუმურია და წინააღმდეგობის გაწევის სურვილს მაშინვე კარგავ, როგორც კი პირველად დააგემოვნებ.

 

 

და მაინც, თუ სასტუმრო გირჩევნია, იოლად იპოვი საკუთარი ჯიბისთვის შესაფერის სასტუმროს, ხოლო თუ ჯიბე საკმაოდ მძიმეა, არც ხუთვარსკვლავიანი მომსახურების ძებნით გადაიღლები. რაც მთავარია, ბათუმს იმდენი შრე აქვს, იმდენ ამბავს და საიდუმლოს ინახავს, რომ, შეიძლება, ორი დღით ჩასული ორი თვით დარჩე  და ან სულაც დასახლდე და მასთან განშორების გაგონებაც არ მოგინდეს. მაშინ ხომ არც ეს ვიცოდი, პატარა სულელი და გამოუცდელი ბიჭი ვიყავი, არც ქალების გამეგებოდა რამე და არც საკუთარი თავის, თუმცა, რა თქმა უნდა, ასე სულაც არ ვფიქრობდი. თავგადასავლების წყურვილი, ახლის შეცნობის სურვილი, წიგნებში ამოკითხული ზღვაური ამბები და გოგო, რომლის სახე და აბრეშუმივით რბილი, კრიალა, ზღვის ტალღებივით მბზინავი თმა მიზიდავდა და მიკარგავდა მოსვენებას. და აი, ვიჯექი ტელეფონის ნომრით ხელში და უშედეგოდ ვცდილობდი დარეკვას, რადგან ტელეფონის ნომერი სულაც არ აღმოჩნდა ტელეფონის ნომერი და, აბა, საიდან უნდა მცოდნოდა, რომ ბათუმში რვაციფრიანი კომბინაციით არ რეკავდნენ და გოგომ, რომლის სახე, მკერდის სისავსე და ტუჩები მოსვენებას მიკარგავდა, ნომერი არასწორად დამიწერა, რათა გამევლო ასობით კილომეტრი და ვერაფრით შევხვედროდი. მაშინ პირველად მივხვდი, რას ნიშნავს გახელება, რისხვა და უმიზნო, უნიადაგო გაჭრა უცხო ქალაქში, დაუნდობელ თქეშში, სადაც ჩემი აბობოქრებული სული ზღვის ბორგვასა და ღმუილს ეხმატკბილებოდა. მისი ხელით დაწერილი ნომერი ახლაც თვლემს ჩემი საწერი მაგიდის უჯრაში გულის გატეხის მოსაგონარ სხვა ნივთებთან ერთად. მე კი არაფერი ვიცოდი მასზე, გარდა იმისა, რომ იყო ამქვეყნად ყველაზე ლამაზი გოგო  და ახლაც არაფერი ვიცი, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ, სრულიად საბედისწეროდ, მედეა ერქვა.

 

ყველა ლოგიკით, მეორე დღესვე უნდა დავბრუნებულიყავი უკან და, შესაძლოა, ასეც მომხდარიყო ნებისმიერ სხვა ქალაქში, მაგრამ, ხომ ვთქვი, ბათუმი ჯადოსნური ქალაქია, სადაც სევდაც სხვანაირია, გახელებაც, გაჭრაც, სიხარულიც, სიყვარულიც, ზღვაც, ყავაც, ხაჭაპურიც და – ყველაფერი ერთად ბათუმურია, ანუ ასეთი მხოლოდ ამ ქალაქშია და მორჩა და გათავდა. დანარჩენის მოყოლა შეუძლებელი ხდება ყოველთვის, რადგან, უბრალოდ, საკუთარ თავზე გამოსაცდელი ამბებია, თორემ ამის მოყოლა რომ შეიძლებოდეს, ჯადოსნურიც ხომ აღარ იქნებოდა. მას შემდეგ თითქმის ყოველ წელს მივდივარ ბათუმში და, მართალია, უკვე დიდი ხანია, პატარა ბიჭი აღარ მეთქმის, პოლიციაც ცივილიზებულია და დანაშაულთან ბრძოლასა და ადამიანების დახმარებაზეა მომართული, აღარც მატარებელია არაკომფორტული და აჭარასაც აღარ მართავენ შეშინებული ადამიანები, მაგრამ მაინც ყოველთვის მღელვარება მიპყრობს ხოლმე, სულ სხვა მღელვარება, რადგან ზუსტად ვიცი, რომ მარტო ვარ თუ მეგობრებთან ერთად, ორი დღით მივდივარ თუ ორი თვით, მნიშვნელობა არა აქვს, ბათუმში ჩემს წილ თავგადასავალს გადავიხდენ, საჩემო ამბავს გადავაწყდები და ეს იქნება ზუსტად ის, რაც მოცემულ მომენტში ჩემთვის ყველაზე საჭირო იქნება, მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, მანამდე წარმოდგენაც კი არ მქონდეს, რომ სწორედ ეს მჭირდებოდა. და მეც ყოველთვის, როცა ბათუმიდან უკან ვბრუნდები, განშორებისგან გულდაწყვეტილი, ვფიქრობ: „ჯანდაბას ჩემი თავი, ეს ხომ ჯადოსნური ქალაქია!“

 

 

პარკირების წესების დარღვევა ბათუმში (ფოტო)

პარკირების წესების დარღვევის ამსახველი ფოტოები, გადაღებულია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.

Jpeg
Jpeg
Jpeg
Jpeg
Jpeg

თეა წულუკიანი: მთავრობას აქვს მყარი პოლიტიკური ნება, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა გაორმაგდეს

 

„მთავრობას აქვს მყარი პოლიტიკური ნება, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა გაორმაგდეს. ჩვენ გვინდა, პოლიცია უფრო მეტად გაძლიერდეს და შემაკავებელი ორდერი არ საჭიროებდეს მოსამართლის ჩარევას, რადგან მოსამართლის ლოდინში დრო გადის, რაც უნდა პროფესიონალი და მოწადინებული იყოს სასამართლო. ამიტომ პოლიციას რეალური ბერკეტი უნდა შევძინოთ იმისათვის, რომ მსხვერპლი, ქალია იგი თუ კაცი, დაცული იყოს“− განაცხადა შეხვედრაზე თეა წულუკიანმა.

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ სტამბულის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, იუსტიციის სამინისტრომ საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა, რომლებიც 20-მდე კანონს შეეხება. მათი მიზანი ოჯახში ქალზე, მამაკაცზე თუ ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, ქალთა უფლებების დაცვა და ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის პრევენციაა.  „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბულის კონვენცია 2011 წლიდან მოქმედებს. საქართველო კონვენციას 2014 წელს შეუერთდა.

 

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მათ გაითვალისწინეს საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნები. ამის შემდეგ გადაისინჯა შესაბამისი კანონპროექტები და 2015 წლის 4 აგვისტოს ხელახლა წარედგინა – სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, კერძო სამართლის საბჭოსა და ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. სწორედ მაშინ დაიგეგმა, რომ საკანონმდებლო პაკეტის განსახილველად რეგიონებში საჯარო დისკუსიები და კონსულტაციები ჩატარებულიყო.

საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სისხლის სამართლის კოდექსში შევა ახალი ცნება − ადევნება, რომელიც დასჯადი ქმედება ხდება. ის მოიცავს უკანონო თვალთვალს, სატელეფონო, ელექტრონული ან სხვა საშუალებებით არასასურველ კომუნიკაციას, რომელსაც სისტემატური ხასიათი აქვს, შეიცავს მუქარას ან შეურაცხყოფას მსხვერპლის (განურჩევლად სქესისა) ან მისი ოჯახის წევრების მიმართ და აიძულებს პირს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი. მაქსიმალურ სასჯელად ამ ქმედებისათვის ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრება.

გარდა ამისა, ცვლილებების შედეგად იზრდება ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებათა ჩამონათვალი. ის მოიცავს ძალადობრივ ქმედებებს, რომლებიც ჩადენილია პარტნიორის, მეუღლის ან ყოფილი მეუღლის მიმართ; უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ; არასრულწლოვნის თანდასწრებით ან მის მიმართ; განმეორებით; ჯგუფურად; იარაღის მუქარით ან იარაღის გამოყენებით; ფიზიკური ან ფსიქიკური ზიანის მიყენებით; განსაკუთრებული სისასტიკით; მსგავსი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ.

ასევე, თუ მოქმედი კანონმდებლობით პოლიციის ოფიცრის მიერ გაცემული შემაკავებელი ორდერი სასამართლოს მიერ დამტკიცებას მოითხოვს, ცვლილებების ამოქმედების შემდეგ სასამართლო ჩართულობა ამ საკითხში საჭირო აღარ იქნება და შემაკავებელი ორდერი გამოცემისთანავე შევა ძალაში. 

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, სტამბულის კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობაში უკვე განხორციელდა ცვლილებები, რომლებიც ქორწინების იძულებასა და ნაადრევ ქორწინებას არეგულირებს.

„ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბულის კონვენციის სარატიფიკაციო თანმდევი პაკეტის შესახებ, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, ადამიანის უფლებათა საბჭოსა და კერძო სამართლის საბჭოს წევრების, ასევე, ყველა სხვა დაინტერესებული მხარის კომენტარების დიდი ნაწილი ასახულ იქნება კანონპროექტების საბოლოო ვარიანტებში, რომლებიც პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დასაწყისში სარატიფიკაციო დოკუმენტთან ერთად ჯერ მთავრობას, ხოლო შემდეგ პარლამენტს წარედგინება.

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო: იაფი სახლის პროგრამაში ხარვეზებია


“იაფი სახლის” სტანდარტული საცხოვრისის მიზნობრივი პროგრამის განმარტებითი ბარათი არასრულად არის შემუშავებული. განმარტებით ბარათში მოცემული არ არის “იაფი სახლი – სტანდარტული საცხოვრისის” დეტალური განსაზღვრება, ასევე არ არის მითითებული, თუ როგორი იქნება საცხოვრისის „გრძელვადიანი გამოსყიდვის მექანიზმი“.


არ არის დადგენილი ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამის სავარაუდო ბენეფიციარების შერჩევის პრინციპები. ცნობილია მხოლოდ ის, რომ პროგრამაში ჩართვას დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახები შეძლებენ. თუკი ასეთი ოჯახების რიცხვი აღემატება იმ რაოდენობას, რომლის დაკმაყოფილების საშუალება მერიას აქვს, გაუგებარია, თუ რა კონკრეტული პრინციპით მოხდება მათი შერჩევა.


პროგრამის განხორციელებამდე ბათუმის თვითმმართველობას არ ჩაუტარებია კვლევა პროგრამის შესაძლო ბენეფიციარებისა და მისი განხორციელების პროცესში გამოკვეთილი სავარაუდო საჭიროებების გამოვლენის მიზნით. ამჟამად ბათუმის მერიაში თავშესაფრის მაძიებელთა 2000-მდე განაცხადია, თუმცა არც ეს პირები გამოკითხულან, თუ რამდენად შეძლებენ თანამონაწილეობის პრინციპით საკუთარი კონტრიბუციის შეტანას საცხოვრისის მისაღებად; პროგრამით ასევე არ არის განსაზღვრული საცხოვრისის მთლიანი ღირებულების რამდენ პროცენტს უნდა შეადგენდეს მოქალაქის თანადაფინანსება. დაუდგენელია პროცედურები, რომელიც ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუკი პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარი ვეღარ შეძლებს ყოველთვიური კონტრიბუციის შეტანას;

 

ბათუმის მერის გიორგი ერმაკოვის მიერ 2015 წლის დასაწყისში გაკეთებული განცხადების თანახმად, იგეგმებოდა სპეციალური კომისიის შექმნა, რომელიც „იაფი სახლის“ ბენეფიციართა კრიტერიუმების განსაზღვრაზე იმუშავებდა. თუმცა, ამ დრომდე კომისია არ შეკრებილა.

 

პროცესში სათანადოდ არ არიან ჩართული არასამათავრობო ორგანიზაციის, სოციალური სფეროს წარმომადგენლები, ურბანისტები, სოციოლოგები. დარგის სპეციალისტებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლების პროცესში ჩართულობა კი პროექტის მიმდინარეობის მეტ გამჭვირვალობას და მიუკერძოებელ მიდგომას უზრუნველყოფს.“ – აღნიშნულია განცხადებაში. 


ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ არსებული სახით პროგრამის განხორციელება შემდეგ რისკებს შეიცავს:


„პროგრამაში ჩასართავი ოჯახების შერჩევის კრიტერიუმები და ასევე რაოდენობა არ არის განსაზღვრული, შესაბამისად, გაუგებარია, რამდენად გამჭვირვალედ წარიმართება ბენეფიციარი პირების განსაზღვრის პროცესი; ეს გარემოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმში ისევე, როგორც დანარჩენ მუნიციპალიტეტებში, არ არსებობს უსახლკარო მოქალაქეთა ერთიანი რეესტრი. დღემდე მოქმედი პრაქტიკით, უბინაოები საცხოვრისებით კმაყოფილდებიან თვითმმართველობის ორგანოებში რეგისტრირებული პირადი განცხადებების საფუძველზე;


არ არის გათვალისწინებული კორუფციის პრევენციული მექანიზმები;


არასრულყოფილად ჩამოყალიბებული პროგრამის გამო, მოქალაქეებსა და სამოქალაქო სექტორს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია “იაფი სახლის” პროგრამის შესახებ, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენელთა საჯარო განცხადებებმა კი შესაძლოა, უსახლკარო/დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს გადაჭარბებული მოლოდინი შეუქმნას ბინით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით;


მომდევნო წლებში იაფი სახლის პროგრამის გაგრძელების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი მილიონობით ლარს დახარჯავს მშენებლობაზე ახალი იაფი სახლების პროექტების ფარგლებში და შესაძლოა საფრთხე შეექმნას იმ სამშენებლო კომპანიების საქმიანობას, რომელთა სამიზნე სეგმენტი საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები არიან.


გამომდინარე იქიდან, რომ ბათუმის მერიის “იაფი სახლის” პროგრამა საქართველოსთვის პრეცენდენტულია და მსგავსი პროგრამის განხორციელების პროცედურები, კრიტერიუმები, ასევე სხვა მნიშვნელოვანი პირობები არ არის გაწერილი ნორმატიული აქტის სახით (არ არსებობს სახელმწიფო საბინაო პოლიტიკა და ამ სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა), მიგვაჩნია, რომ ბათუმის მერიამ ზედმიწევნითი სიზუსტით უნდა შეისწავლოს სამშენებლო ბაზარზე არსებული მდგომარეობა, გათვალოს რისკები, რათა საბიუჯეტო სახსრები მაქსიმალურად მიზნობრივად დაიხარჯოს. ამავე დროს, პროგრამის განხორციელებამ არ უნდა შეუშალოს ხელი კერძო ბიზნესისა და ინვესტიციების განხორციელებას.“



მასწავლებლების ნაკლებობა აჭარის სოფლის სკოლებში – განათლების სამინისტროს პროგრამამ პრობლემა ვერ აღმოფხვრა

 

„მათემატიკისა და ინგლისური ენის მასწავლებლები გვყავს, მაგრამ საკმარისი არ არის. სკოლაში დღეის მდგომარეობით მხოლოდ ფიზიკა არ ისწავლება, რაც შეეხება მათემატიკას – VII_VIII კლასებში არ ტარდება, ინგლისური კი – დაწყებითებში. გასულ წელს პროგრამით გვყავდა ფიზიკის პედაგოგი, ახალ სასწავლო წელს სხვა სკოლაში გადავიდა და ადგილი ვაკანტური დარჩა. ასევე პროგრამით გვყავდა მოწვეული ინგლისურის მასწავლებელიც, შემდეგ ადგილზე გამოინახა ინგლისურის პედაგოგი, 21 საათი აქვს, სხვა დარჩენილი საათები კი ვაკანტურია. იქედან გამომდინარე, რომ საატესტატო გამოცდა ფიზიკაში ტარდება, მოსწავლეების მშობლები ითხოვენ პრობლემის დროულად გადაჭრას და პედაგოგის გამონახვას, თუმცა ვერ ხერხდება.

 

რამდენიმე პედაგოგთან მქონდა თხოვნა, ვისაც ფიზიკა-მათემატიკა აქვს დამთავრებული, მუშაობა რომ დაეწყოთ, არ ისურვეს. სხვა არანაირი საშუალება არ გვაქვს პედაგოგის მოძიების“, – ამბობს სკოლის დირექტორი.

 

პედაგოგების ნაკლებობა მხოლოდ ამ სკოლის პრობლემა არ არის. მსგავსი პრობლემა შუახევის მუნიციპალიტეტის 12 საჯარო სკოლაშია. ამავე მუნიციპალიტეტის მაწყვალთის საჯარო სკოლას მათემატიკისა და ინგლისურის პედაგოგი სჭირდება. სკოლის დირექტორი ჯემალ ზოიძე ამბობს, რომ გასულ წლებში ინგლისურს პროგრამით მოწვეული პედაგოგი ასწავლიდა, წელს კი არავინ დაინტერესდა პროგრამით სკოლაში მოსულიყო, რაც შეეხება მათემატიკის მასწავლებლის ვაკანსიას, ის აღნიშნავს, რომ სკოლას ორი პედაგოგი ჰყავდა, ერთი წავიდა და ვაკანსიაც გაჩნდა.


მოსწავლეები მაღალმთიანი აჭარიდან. მანანა ქველიაშვილის ფოტო
მოსწავლეები მაღალმთიანი აჭარიდან. მანანა ქველიაშვილის ფოტო


 

იმ შემთხვევაში, თუ მათემატიკის პედაგოგი არ გამოინახა, დირექტორი პრობლემის გადაჭრას ადგილობრივი კადრებით აპირებს, – ამბობს, რომ მათემატიკის მასწავლებელს მაქსიმალურად დატვირთავს, დარჩენილ საათებს სკოლის იმ პედაგოგებს გადაუნაწილებს, ვისაც შეუძლია მათემატიკა ასწავლოს.

 

„ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, თუ ვინმე დაინტერესდება არსებული ვაკანსიით. ვაკანსიის არსებობის დროს საათების გადანაწილება არ შეიძლება, ვფიქრობთ, გამოვნახოთ ალტერნატიული გზა ვაკანსიის შესავსებად. შესაძლოა ფილოლოგიც კი ფლობდეს იმ დონეზე მათემატიკას, რომ V, VI, VII კლასს ჩაუტაროს გაკვეთილები ამ საგანში. მაქსიმალურად დავტვირთავ მათემატიკის პედაგოგს, დარჩენილ საათს კი ადგილობრივ კადრს გადავუნაწილებ, თუმცა ვიდრე საათების გადანაწილება მოხდება, გასაუბრებას გაივლის, აკმაყოფილებს თუ არა პედაგოგი იმ მოთხოვნას და ცოდნას, რაც მათემატიკის გაკვეთილის ჩასატარებლად საჭიროა,“ – ამბობს ჯემალ ზოიძე.

 

ამ დროისთვის შუახევის მუნიციპალიტეტის 13 სკოლაში მასწავლებლის 17 ვაკანსიაა. პრობლემურ საგნებში პირველ ადგილს აქ ინგლისური იკავებს, ასევე მოთხოვნაა მათემატიკის, ფიზიკისა და ქიმიის მასწავლებლებზე.

 

პედაგოგების ნაკლებობის პრობლემა დგას ხულოშიც. ხულოს რესურსცენტრის უფროსის ედუარდ მიქელაძის თქმით, ამ დროისთვის 20 სკოლაში არის მასწავლებლის ვაკანსია.

 

ხულოში საატესტატო გამოცდასა და ეროვნულ გამოცდებზე ჩაჭრილების 50% უცხო ენაზე, ინგლისურზე მოდის.

 

„სკოლებში არსებული ვაკანსიების 70% ინგლისური ენის პედაგოგზე მოდის, 30 პროცენტი კი ქიმიის, ფიზიკის და მათემატიკის პედაგოგებზე ნაწილდება, თავდაპირველად 45 სკოლაში იყო ვაკანსია, თუმცა ნაწილი საქართველოსა და აჭარის განათლების სამინისტროს პროგრამებით შეივსო, მაგრამ არა სრულად“, – ამბობს ხულოს რესურსცენტრის უფროსი.

 

მაღალმთიან აჭარაში პედაგოგების ნაკლებობა ვერც აჭარის განათლების სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში შეივსო. ამ პროგრამით პრობლემა მხოლოდ ქედის მუნიციპალიტეტის სკოლებში გადაიჭრა. აღნიშნული პროგრამით ქედის, ხულოსა და შუახევის 24 საჯარო სკოლაში მასწავლებლის 30 ვაკანსია შეივსო; პროგრამის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტში 11 მასწავლებელი, შუახევში – 10, ხოლო ქედის მუნიციპალიტეტში – 9 მასწავლებელი ასწავლის.

 

აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე სულიკო თებიძე არსებული პრობლემის გადაჭრის გზას პედაგოგის პროფესიის პრესტიჟის ზრდასა და ხელფასის მატებაში ხედავს. ის აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ აჭარის განათლების სამინისტრო პროგრამის „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ დაფინანსებას ზრდის და 2016 წლიდან პროგრამის ფარგლებში დასაქმებული პედაგოგები 100 ლარით გაზრდილ ხელფასს მიიღებენ.

 

სულიკო თებიძე: „ჩვენ მიერ შემუშავებული პროგრამა მხოლოდ უცხო ენებისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებას ეხება. აღმოჩნდა, რომ ამ საგნების გარდა არის კიდევ სხვა საგნები, სადაც პრობლემები გამოიკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პროგრამის ბიუჯეტი გავზარდეთ, მაინც ვერ შევავსეთ ვაკანსიები. აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი პროგრამით მუშაობს საქართველოს განათლების სამინისტრო, თუმცა მაინც რჩება პრობლემები. თუ არ გავხადეთ მასწავლებლის პროფესია პრესტიჟული, არ მივუბრუნეთ ძველ ნიშნულს, დაფინანსების ზრდა ვერ იქნება პრობლემის სულყოფილად გადაჭრის გზა. წელს პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში იმაზე მეტმა მიიღო მონაწილეობა, ვიდრე წინა წლებში. აღსანიშნავია ისიც, რომ პროგრამით სოფელში წასულ მასწავლებელს მოემატება ხელფასი 100 ლარით და ახალი წლიდან დანამატი მთლიანობაში 500 ლარი იქნება. რაც შეეხება სკოლებში დღეს არსებულ ვაკანსიებს, ისევ გამოცხადდება კონკურსი. როგორ შეიძლება, მაგალითად, მუსიკის მასწავლებელმა ფიზიკა ასწავლოს, თუ შესაბამისობა არ იქნება საგნებს შორის, ვერავითარ შემთხვევაში ვერ აიყვანს სკოლა სპეციალისტს.“

ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მომავალი ბათუმში

კლასები 30-30 მოსწავლითაა დაკომპლექტებული. ამდენივე ბავშვი ზის მე-7 კლასშიც, სადაც მათემატიკის გაძლიერებული გაკვეთილი ტარდება. „გაძლიერებული სწავლება“, როგორც პედაგოგი ამბობს, პირველ რიგში, საათების რაოდენობაში გამოიხატება. თუ სხვა სკოლაში მათემატიკას კვირაში ორი საათი ეთმობა, აქ ხუთი საათია დათმობილი. გარდა ამისა, პედაგოგი ამბობს, რომ ისინი გრიფირებული სახელმძღვანელოს გარდა, დამატებით სხვა ავტორებს, მაგალითად, ნურკის სახელმძღვანელოსაც იყენებენ. „გვაქვს პროექტორი პრეზენტაციისთვის, ვაწყობთ ჭიდილებს, ბავშვებს მოაქვთ მოძიებული მასალები“ და ა.შ. 

მათემატიკოსობას რამდენი აპირებთ? – ვეკითხებით მოსწავლეებს. ხელს ექვსი ბავშვი წევს. 11 წლის დავით ხარაზი, რომელიც მათემატიკურ სკოლაში ბათუმში ქობულეთიდან დადის, გვეუბნება, რომ მეცნიერება მოსწონს და მომავალში ამ გზით უნდა წავიდეს: „ხალხს მინდა დავეხმარო, ამიტომ მინდა მეცნიერი გამოვიდე. ჩვენ განათლებული თაობა გვჭირდება, რომ გამოგონებები, აღმოჩენები გავაკეთოთ.“ დათოს აზრით, „გამოთვლების გარეშე კი ვერაფერს გააკეთებ“.  „დედამ მითხრა, რომ აქ ლექტორები ასწავლიან, თუმცა ნათქვამს ნანახი ჯობია“, – ამბობს ის.

ლუკა წითელაძეც მეშვიდეკლასელია. მათემატიკა მასაც ძალიან უყვარს, უფრო მეტი სიყვარულით კი ფიზიკაზე გვესაუბრება. „ბებია მყავს ფიზიკოსი და ცდების გაკეთებაში მეხმარება ხოლმე. სათამაშო რობოტი მაქვს სახლში გაკეთებული. ძრავისგან კი პატარა მოტოციკლი შევქმენი. სკოლაში არ მომაქვს, რომ არ გამიფუჭდეს“, – ამბობს ლუკა.

მათემატიკის გაკვეთილიდან ფიზიკის გაკვეთილზე გადავინაცვლეთ. მასწავლებლის მაგიდაზე კოლბები და სხვა ხელსაწყოები აწყვია. დაფაზე კი მოსწავლე ფორმულებს ადგენს. თემა ერთ-ერთ ფიზიკურ მოვლენას – დიფუზიას ეხება.

მოსწავლეები საუბრობენ იმაზე, თუ როგორ მიიღონ მოლეკულების შერევით თავისუფალი ან იძულებითი დიფუზია. ერთი მოსწავლე ამბობს, რომ ცდა სახლში წყლისა და შაქრის შერევით ჩაატარა, საკლასო ოთახში კი ამ მოვლენის შესასწავლად წყალსა და შაბიამანს იყენებენ. თავისუფალი დიფუზიის მიღებას დაახლოებით 22 საათი სჭირდება, რადგან მოსწავლეებს ამდენი დრო არ აქვთ, იძულებით დიფუზიას მიმართავენ.

კლასში ფიზიკის პედაგოგი თამაზ ბერიძე მუშაობს. გაძლიერებული პროგრამებისა და დამოუკიდებელი ცენტრის არსებობის მიუხედავად, პედაგოგი მიიჩნევს, რომ ფიზიკა-მათემატიკის, განსაკუთრებით კი ფიზიკის მიმართულებით, მაინც რთული ვითარებაა.

პედაგოგის აზრით, საჯარო სკოლებში იმდენად ცოტა დრო ეთმობა ამ საგნების სწავლებას, რომ მისგან რეალურ შედეგებს ნაკლებად უნდა ველოდეთ. პედაგოგი სასწავლო სახელმძღვანელოებში არსებულ ხარვეზებზეც საუბრობს, რომელიც კიდევ უფრო მეტ გაუცხოებას იწვევს ამ საგნის.

„ფიზიკის სწავლების მხრივ რთულია ვითარებაა. ერთ მაგალითს მოვიყვან. თბილისში კონფერენციაზე ვიყავით, რომელსაც პროფესორი ესწრებოდა. გამოდის ერთი ბავშვი და წერს, ვთქვთ q მუხტი შეფარდებული რაღაცასთან და ა.შ. მეორე მოსწავლე გამოდის და მუხტს აღნიშნავს Q დიდით, მესამე – ორთქლად ქცევის კუთრი სითბოს აღნიშნავს დიდი L-ით, მეოთხე მოსწავლე იმავე სიდედეს – r პატარათი. გაგიჟდა პროფესორი. ერთ ქვეყანაში, ერთი და იმავე სისტემის სკოლებში ასე განსხვავებულად რატომ ისწავლება ფიზიკაო. ეს იმის ბრალია, რომ სკოლები სხვადასხვა ავტორით გადიან პროგრამას.

ასეთ სახელმძღვანელოებს გრიფი არ უნდა მიენიჭოს. მთელ მსოფლიოში მუხტს m პატარათი აღნიშნავენ, ერთადერთი ქვეყანა საქართველოა, სადაც ასეთი გაუგებრობებითაა სავსე სახელმძღვანელოები”, – ამბობს პედაგოგი.

თამაზ ბერიძე სახელმძღვანელოებთან დაკავშირებულ სხვა ხარვეზებზეც საუბრობს: „მე-11 კლასის პროგრამის 90 პროცენტი სააბიტურიენტო მასალებს არ შეიცავს. ჩვენ ბევრჯერ დავსვით განათლების სამინისტროში კითხვები, მაგრამ, ჯერჯერობით, მათ პასუხი არ აქვთ“.

პედაგოგის აზრით, ფიზიკა-მათემატიკით დაინტერესებული ბავშვების რაოდენობა ბათუმში ბევრია და თუ სახელმწიფო ამ სფეროების განვითარებაზე მეტ რესურსს ჩადებს, წლების შემდეგ, ამ სფეროებში კვალიფიციური კადრების დეფიციტი აღარ იქნება.

„ბავშვებიც სწორედ უნდა შეირჩეს. ნიჭიერი მოსწავლეები უნდა ავარჩიოთ, ბავშვს უნდა უნდოდეს სწავლა და არა – მშობელს. ლაბორატორიებიც არ არის საკმარისი, გაუმჯობესება აუცილებელია. ცდის გარეშე მოსწავლეს ფიზიკას ვერ ასწავლი. ეს აუცილებლად ზერელე იქნება და ფორმულების გაუაზრებელი დაზეპირება გამოგვივა“.

პედაგოგი ამბობს, რომ არათანმიმდევრული სწავლების გამო მოსწავლეებს მასა და ნივთიერება ერთმანეთში ერევათ. „ალუმინი ჰგონიათ მასა, მაშინ როცა ალუმინი არის ნივთიერება, მასა კი განყენებული სიდიდეა. მოსწავლეს არ უსწავლია ძალა, განვლილი მანძილი და სწავლობს მუშაობას, ასეთი მეთოდით ვერასოდეს ვისწავლით ფიზიკას“.

სამი წლის განმავლობაში გაძლიერებული ფიზიკა-მათემატიკის კურსის გავლის შემდეგ ფიზიკის სპეციალობაზე მხოლოდ ერთმა მოსწავლემ გააგრძელა სწავლა. „თავიდან ბევრს უნდა, მაგრამ მე-12 კლასში თითქმის ყველა იცვლის არჩევანს. მათემატიკოსებს საზღვაოზე სწავლა ურჩევნიათ ან ბანკში მიდის ყველა, ფიზიკოსობასაც იშვიათად ირჩევენ. ვერ ხედავენ პერსპექტივას“, – ამბობს პედაგოგი. თუმცა, მისი აზრით, თუ სახელმწიფო არ შეასუსტებს პოლიტიკას და ამ სფეროების განვითარებას გააძლიერებს, რეალობა შეიცვლება.

სამწლიანი სწავლების შედეგებს დირექტორის მოადგილე თამარ ჩაგანავა დადებითადაც აფასებს: „გასულ წელს სამინისტროს კვლევების მიხედვით, საქართველოს მასშტაბით მე-9 კლასელებმა 73-პროცენტიანი ბარიერი გადალახეს მათემატიკაში. ერთმა მოსწავლემ, ბაქარ დუაძემ, რომელმაც ფიზიკის მიმართულებაზე ჩააბარა, ასპროცენტიანი გრანტი აიღო, საერთო შედეგით, ფიზიკაში 40-პროცენტიანი ზრდა გვაქვს“.

ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებულ სკოლაში წელს სტანდარტებიც შეცვალეს. თამარ ჩაგანავას თქმით, ის მოსწავლე, რომელიც 7-ქულიან ბარიერს ვერ გადალახავს, ამ სკოლაში სწავლას ვეღარ გააგრძელებს.

ფოტოგამოფენა: საქართველო ორ-ორ სურათად

 

 

პროექტი წარმოადგენს ფოტოგრაფის ორმოცწლიანი შრომის ნაყოფს. თითოეული კომპოზიცი შესდგება ორი, შავ-თეთრი ფოტოსგან, რომლებიც შინაარსობრივად და კომპოზიციურად არის ერთმანეთთან კავშირში. პროექტი წარმოადგენს მომავალი წიგნის მაკეტს.

 

გამოფენაზე გამოტანილი დოკუმენტური, სოციალური თემატიკის ფოტოები და პორტრეტები გადაღებულია საქართველოში, ბოლო 40 წლის მანძილზე.

 

გამოფენა პირველად მაისში, თბილისში გალერეა Black@White-ში მოეწყო.

 

 

უფასო ტრენინგი ფერმერებისთვის აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ოფისში

 

გილად მარეკი და რივკა ოფენბახი 3 დღის განმავლობაში აჭარიდან, სამეგრელოდან, იმერეთიდან და გურიიდან ჩამოსულ ფერმერებსა და კოოპერატივების წევრებს სათბურებში მარწყვისა და ტკბილი წიწაკის მოვლა-მოყვანის, ასევე დაავადებებთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდების შესახებ თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ.

 

ტრენინგის პროგრამის მიხედვით 12 ოქტომბერს, ტრენინგს აგროსერვის ცენტრისა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტები დაესწრებიან, 13 ოქტომბერს სამგრელოდან, გურიიდან და იმერეთიდან ჩამოსული მონაწილეები, 14 ოქტომბერს კი აჭარაში მესათბურეობით დაკავებული ფერმერები და კოოპერატივების წევრები. ტრენინგი, რომელიც ისრაელის საელჩოს მიერ მაშადის პროგრამის ფარგლებშია დაფინანსებული საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობას, მესათბურეობით დაკავებული ფერმერებისა და მეწარმეების განათლების დონის ამაღლებას ისახავს მიზნად.



სად და როგორ მუშაობენ სტუდენტები

 

 

ნიკა ჯორბენაძე ბსუ-ში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტია. იგი ინგლისურ ენასა და ფილოლოგიას სწავლობს, საღამოს საათებში კი უკვე ორი თვეა სასტუმრო “რადისონში” მიმტანად მუშაობს.

ნიკა ამბობს, რომ სტუდენტისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთ სამსახურს, სადაც მისთვის მოხერხებული განრიგი იქნება, რადგან სტუდენტისთვის, პირველ რიგში, პრიორიტეტული უნდა იყოს სწვლა და არა – შემოსავალი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულმა სტუდენტმა იცოდეს თავისი უფლებები. “მართალია, სამუშაო გრაფიკი არის რვასაათიანი, მაგრამ სტუდენტების შემთხვევაში ხშირად ხდება სამუშაო საათების გახანგრძლივება. მეც მქონია ისეთი გამოცდილება, რომ 8 საათის ნაცვლად ვრჩებოდი 13-14 საათი, მაგრამ მე მოვითხოვე, რომ ეს საათები აენაზღაურებინათ ჩემთვის. პირველ კვირაში, როცა ვნახე ბონუსის სახით არ იყო დარიცხული თანხა, მივმართე HR-ს და მოგვარდა ეს პრობლემა, რადგან მე ვიცოდი ჩემი უფლებები. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმაც დაიცვან სამსახურში საკუთარი უფლებები,” – ამბობს ნიკა.

 

ნიკა წულუკიძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტურიზმის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტია და თითქმის ერთი წელია, რაც ქართული ჭიდაობის ფედერაციაში, საორგანიზაციო საკითხებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად მუშაობს. იქამდე ერთ-ერთი სამედიცინო კომპანიის სადაზღვევო აგენტად მუშაობდა, ზაფხულის პერიოდში კი, სხვადასხვა სასტუმროში “ბელ ბოისა” და ადმინისტრატორის სამსახურსაც ითავსებდა: “როცა ფედერაციაში რაიმე ღონისძიება ტარდება, მე მევალება ინფორმაციის გავრცელება მედიაში, ასევე, ღონისძიებებზე ჩამოსული სტუმრების დახვედრა. ამ დროს ჩემზეა ჩაბარებული კვებისა და სასტუმროს ბლოკები. კარგი ის არის, რომ სავალდებულო არ არის ყოველდღე ჩემი იქ ყოფნა, ასეთი ღონისძიებები თვეში საშუალოდ 2-3-ჯერ ტარდება და თავისუფლად ვახერხებ სამსახურის სწავლასთან შეთავსებას”.

ნიკა ამბობს, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც სამსახურის შოვნა გადაწყვიტა, დამოუკიდებლობის შეგრძნებაა. “მე ხულოში გავიზარდე, დიდაჭარიდან ვარ, სოფლის ცხოვრებას კარგად ვიცნობ. აქ რომ ჩამოვედი, ძალიან გამიჭირდა, მაგრამ უკვე დავრწმუნდი, რომ ადამიანი თუ მოინდომებ – შეუძლებელი არაფერია. არ მინდოდა მშობლებზე დამეკისრებინა ჩემი აქ ცხოვრების ხარჯი და სწორედ ამაში მეხმარება ჩემი შემოსავალი,” – ამბობს ნიკა.

უნივერსიტეტში ჩაბარებიდან მეორე სემესტრში, მაღალი აკადემიური მოსწრების გამო, ნიკას სრულად მოეხსნა სწავლის გადასახადი.
ნიკა ამბობს, რომ სტუდენტმა სამსახურის შერჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს დროის ფაქტორი და გააგებინოს მომავალ დამსაქმებელს, რომ ის სტუდენტია და სამუშაოს განრიგში მას ხელშეწყობა დასჭირდება: “მიუხედავად იმისა, რომ ვმუშაობ და ვსწავლობ, გაგიკვირდებათ და თავისუფალი დროც საკმაოდ მრჩება, მთავარი დროის სწორად გადანაწილებაა”.

 

მესამეკურსელი ლინდა შავლიძე ბსუ-ში თარგმანმცოდნეობასა და ინგლისურ ენას სწავლობს. ის უკვე ოთხი თვეა ტოტალიზატორ “კრისტალ ბეთში” მოლარე-ოპერატორად, ყოველ სამ დღეში ერთხელ, საღამოს ათი საათიდან დილის ათ საათამდე მუშაობს, იქამდე კი მაღაზიაშიც მუშაობდა, თუმცა სწავლის დაწყების შემდეგ ამ სამსახურს თავი დაანება, რადგან სწავლას ვეღარ შეძლებდა.

მთავარი მიზეზი, რის გამოც ლინდამ სამსახურის შოვნა გადაწყვიტა, სწავლის მაღალი საფასურია. “სტუდენტობის დროს საკუთარი ფინანსები ძალიან კარგია. როცა მე მაფინანსებდნენ მშობლები, უფრო ზედაპირულად ვუყურებდი ყველაფერს, ახლა კი, როცა ჩემი შრომით ვაფინანსებ ამ ყველაფერს, უფრო სხვაგვარად ვხედავ, მეტად მონდომებული ვარ. მაგრამ არის ერთი მინუსიც, როცა სტუდენტი სწავლობს მესამე კურსზე – მას რაღაც დონე უკვე გააჩნია. მე, მაგალითად, ვფიქრობ, რომ უნდა იყოს ხელფასიანი პრაქტიკა იმ მიმართულებით, რაც სტუდენტის მომავალ პროფესიას უკავშირდება. სადაც ახლა მე ვმუშაობ, ამას მხოლოდ ფინანსების გამო ვაკეთებ და ის მე პროფესიულად არაფერს მაძლევს. ეს არის სტუდენტობისას სამუშაოს ერთადერთი მინუსი, თორემ ძალიან კარგი იქნება, თუ იარსებებს რაღაც პარალელები სტუდენტის სამსახურსა და მის პროფესიას შორის. მაღაზიაში მუშაობასა და ქალაქის დალაგებაშიც არაფერია ცუდი, ყველა სფეროს უნდა იცნობდეს სტუდენტი, მაგრამ ეს გაუმართავი სისტემის ბრალია, როცა ოთხი წლის შემდეგ ჩვენგან უნდათ კარგი მუშახელის მიღება, მაშინ ამ ოთხი წლის განმავლობაში უნდა მოგვცენ სათანადო განათლება და პრაქტიკა”, – ამბობს ლინდა.

 

 


შუტა სურმანიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც თავის სპეციალობასთან ახლო სამსახური იპოვა, თუმცა ამბობს, რომ ასეთი საქმის პოვნა სტუდენტისთვის რთულია. იგი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე მეოთხე წელია მარკეტინგს, მაინორ სპეციალობად კი აუდიტის საქმეს სწავლობს. პარალელურად უკვე წელიწად-ნახევარია სამშენებლო კომპანია “Private construction”-ში მთავარი ბუღალტრის თანაშემწედ, საფოსტო-სატრანსპორტო მომსახურება “გექსში” კი ბუღალტრად მუშაობს. ამბობს, რომ სამსახურში თავისუფალი გრაფიკი აქვს და ლექციებზე დასწრებაში ხელი არ ეშლება. “დატვირთული ვარ, მაგრამ ექვს საათამდე უნივერსიტეტსაც ვასწრებ და სამსახურში ყოფნასაც. ამის შემდეგ დანარჩენი ექვსი საათი ჩემს განკარგულებაშია, რასაც სწავლასა და მეგობრებთან ერთად ყოფნაზე ვანაწილებ,” – ამბობს ის.
შუტა ამბობს, რომ სტუდენტისთვის დიდი პლუსია, როცა სწავლის პარალელურად, თავის სპეციალობასთან ახლო თემატიკის სამსახურში მუშაობს: “სტუდენტებს ხელი ეშლებათ, როცა თავიანთი სპეციალობიდან ძალიან განსხვავებული განხრით მუშაობენ. ზოგიერთი ჩემი კურსელი ისეთი გადატვირთული მოდის ლექციებზე, ძილსაც ვერ ასწრებს სახლში და ეს, რა თქმა უნდა, სწავლაზეც აისახება. ხოლო როცა თავისი სპეციალობის სამსახურს პოულობს სტუდენტი, სწავლასთან ერთად იგი აგროვებს გამოცდილებას, პრაქტიკაში ხედავს იმ თეორიას, რასაც სწავლობს… თუმცა ასეთი სამსახურის პოვნა საკმაოდ რულია, მით უმეტეს ჩვენს ქალაქში. მე, პირადად, ბუღალტერიის სწავლა ცალკე დავიწყე და იქედან გამოჩნდა დასაქმების შანსიც, ამიტომ სტუდენტებს ვურჩევდი, რომ იყვნენ ძალიან აქტიურები.”

 

აჭარის პოლიციის უფროსის გუნდი და ძალადობის შემთხვევები რეგიონში

შემთხვევა პირველი

29 სექტემბერს სოციალურ ქსელ ფეისბუქში ადვოკატმა პაატა შავაძემ, როგორც თავად წერდა, გაავრცელა ახალგაზრდა მამაკაცის, დ.ზ-ს ფოტოსურათები.

ერთ-ერთ ფოტოზე აღბეჭდილ მამაკაცს შუბლზე ღია ჭრილობა ჰქონდა, ხოლო სახე – სისხლით მოსვრილი, მეორე ფოტოზე მამაკაცს ზურგის არეში აღენიშნებოდა შეწითლებები. პაატა შავაძის მიერ ფოტოზე გაკეთებული კომენტარის თანახმად, მას დ.ზ.-მ უთხრა, რომ „საპატრულო პოლიციის მუშაკებმა დაკავებისას სცემეს“.

ფოტოს გამოქვეყნებიდან ნახევარ საათში ადვოკატის ფეისბუქგვერდზე არც ფოტო იძებნებოდა და არც კომენტარი.

შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, „დაკავებული მანქანას მართავდა არაფხიზელ მდგომარეობაში. მას შემდეგ, რაც საპატრულო პოლიციამ პირის მიმართ გამოწერა ჯარიმა, მძღოლმა დაიწყო პატრულის მისამართით გინება. ეს ყველაფერი გადაღებულია საპატრულო ეკიპაჟის ვიდეოკამერით“.

რაც შეეხება შუბლზე ჭრილობას, ამასთან დაკავშირებით სამინისტროში განმარტეს, რომ საპატრულო პოლიციის ოფისში, „დ.ზ. გაიქცა, თავით დაეჯახა მეტალოპლასტმასის ფანჯარას და ჩაამსხვრია ფანჯრის შუშა“. შესაბამისად, დაკავებული არამხოლოდ სიმთვრალის გამო, არამედ შუშის ჩამტვრევის გამოც დააჯარიმეს.

მეორე დღეს დაკავებულმა სასამართლოში ჩადენილი დანაშაული აღიარა. ის იმავე დღეს დაუკავშირდა „ბათუმელებს“ და ვებგვერდზე გამოქვეყნებული ფოტოსურათების წაშლა ითხოვა. მართლა თქვენ თვითონ დაეჯახეთ ფანჯარას თავით? – „ბათუმელებმა“ გარდა ამისა კიდევ რამდენიმე კითხვის დასმა მოახერხა ზარის ავტორთან. მან თქვა, რომ ის „მართლაც მთვრალი იყო“, რომ „გაბერეს ცემაში“, რომ „თავი იმდენ ხანს არახუნებინეს შუშაზე, სანამ შუშა არ ჩაიმსხვრა“ და რომ ორი შვილი ჰყავს და სულელი ხომ არ იყო სიმთვრალისთვის განსაზღვრული ჯარიმის გამო თავი მოეკლა~.

ინციდენტის მონაწილე პირმა განაცხადა, რომ კატეგორიული წინააღმდეგია ამ ყველაფერზე ღიად ისაუბროს, რადგან თავს დაუცველად გრძნობს.

შემთხვევა მეორე

29 სექტემბერს პოლიციამ ერთ-ერთი მცირე სასტუმროს მეპატრონე პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავა. ისტორია იდენტურია – სცემეს სასტუმროს მეპატრონეს და შენობაში მყოფ კიდევ ერთ პირს.

ინციდენტის მონაწილის ახლობლის თქმით, სასტუმროს მეპატრონის მიმართ დევნა, სავარაუდოდ, მას შემდეგ შეწყდა, რაც „საქმეში ჩაერია აჭარის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი“.

მხარემ ინფორმაციის გასაჯაროება სწორედ ამის შემდეგ აღარ მოინდომა.

“ინციდენტი თითქოს ჩემი ნათესავის გაფრთხილებით ამოიწურა – უთხრეს, რომ სასტუმროს რემონტს როცა დაამთავრებს, შეუძლია გააქირაოს, მაგრამ თვითონ ვერ იმუშავებს. ეს უფრო „ბორდელების კრიშასთან“ დაკავშირებული საქმის გარჩევას ჰგავდა“, – უთხრა „ბათუმელებს“ დაკავებულის ახლობელმა, რომელიც ამბობს, რომ დანამდვილებით ვერ იტყვის, შეწყდა თუ არა აღნიშნული საქმის ძიება და თუ შეწყდა, რის საფუძველზე. მან დაზუსტებით მხოლოდ ერთი რამ იცის: ვიდრე თანამდებობის პირი დარეკავდა პოლიციის იმ განყოფილების უფროსთან, რომელმაც ოპერაცია ჩაატარა, მისი ახლობელი უკვე დაკითხული ჰყავდათ, ანუ გარკვეული დოკუმენტაცია პოლიციაში უნდა არსებობდეს.

შემთხვევა მესამე

თავდაპირველად შედგენილი დოკუმენტის შეცვლა პოლიციაში პრობლემას რომ არ წარმოადგენს, ამას 30 სექტემბერს ქობულეთში მომხდარი ინციდენტი ადასტურებს. ამ დღეს აჭარის ტელევიზიაზე მიკუთვნებული ავტომანქანა ქობულეთში გაიტაცეს და დაამტვრიეს, ხოლო დაზარალებულმა პოლიციას მიმართა.

ამ ისტორიაში მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქობულეთის პოლიციის უფროსი ზაქარია გურჩიანი დაზარალებულ მხარეს, ამ შემთხვევაში ჟურნალისტს, ურჩევს უკვე მიცემული ჩვენება შეცვალოს. ჟურნალისტმა პოლიციის უფროსთან საუბარი ფარულად ჩაწერა და შემდეგ გამოაქვეყნა. ამ ფაქტს თუ განვაზოგადებთ, გამოდის, რომ თუ პოლიციის უფროსი მოინდომებს, ოფიციალურად მიცემული ჩვენების შეცვლა შესაძლებელია, ანუ ამ გზით შეიძლება ნებისმიერი დანაშაული მიიჩქმალოს.

გარდა ამ ფაქტებისა, „ბათუმელების“ ჟურნალისტმა საკუთარი თვალით ნახა კიდევ ერთი პირი, რომელსაც თავის არეში აღენიშნებოდა მძიმე დაზიანება. ის ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე დააკავეს. დაკავებულმა თქვა, რომ პოლიციაში აწამეს, თუმცა ამ შემთხვევაში საქმე ეხება ოზურგეთის პოლიციას – დაკავების შემდეგ ის სწორედ ოზურგეთში გადაიყვანეს.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აჭა¬რაში სამი ფაქტი დაფიქსირდა, რაც პოლიციის მხრიდან მოქალაქეების მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით აჩენს კითხვებს. ამ კითხვებზე პასუხები, ჯერჯერობით, არ არსებობს.

თანამდებობაზე მყოფი პოლიციელები აჭარაში

დღეიდან, რეფორმის თანახმად, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოს ეწოდება აჭარის პოლიციის დეპარტამენტი, ხოლო მის ხელმძღვანელს – დეპარტამენტის დირექტორი. ამ უწყებაში დირექტორად კვლავაც 30 წლის ბესიკ ამირანაშვილი რჩება. ბესიკ ამირანაშვილი წინამორბედებისგან იმით გამოირჩევა, რომ მან თავის დაქვემდებარებაში მყოფი თითქმის ყველა უწყების პირველი პირი გამოცვალა. ბესიკ ამირანაშვილი ბათუმამდე კახეთში მუშაობდა – ის კახეთის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო 2014 წელს.

 

ბესიკ ამირანაშვილი
ბესიკ ამირანაშვილი

ვინ

არიან ბესიკ ამირანაშვილის გუნდის წევრები?

აჭარის პოლიციის დეპარტამენტში ადმინისტრაციის უფროსად დავით მჭედლიძე ცოტა ხნის წინ დაინიშნა. მანამდე ის შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქურთას რაიონული სამმართველოს უფროსი იყო.

დეპარტამენტის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე, გიგლა მოსიძე ჯერ კიდევ ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილების უფროსად მუშაობდა, როდესაც ის საია-ს აჭარის ოფისმა, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ფირის გაქრობაში დაადანაშაულა. საქმე ეხება 2013 წელს აჭარის სამმართველოს მაშინდელი უფროსის, ვალერი თელიასა და საიას თანამშრომელს შორის მომხდარ ქუჩის ინციდენტს, როცა ვალერი თელიამ საიას თანამშრომლის მიმართ ანთებული სიგარეტი ისროლა და პერანგი შემოახია. ინციდენტის ადგილზე დამონტაჟებული ორი კამერიდან ერთ-ერთზე დაფიქსირებული კადრები წაიშალა. თვითმხილველმა ჟურნალისტმა მაშინ თქვა, რომ კადრები გიგლა მოსიძემ ამოიღო.

დეპარტამენტის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილის – მირიან თოფურიას სახელი და გვარი კი მას შემდეგ არის ცნობილი, როცა “ნაციონალურმა მოძრაობამ” განაცხადა, რომ მათ თანაპარტიელ თენგიზ გუნავას (სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი) ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკი ჩაუდეს. ეს შემთხვევა 2013 წელს მოხდა. გენერალური ინსპექციის მაშინდელი დადგენილებით, თენგიზ გუნავას დაკავება-ჩხრეკა უკანონოდ ჩატარდა, მაგრამ მისთვის იარაღისა და ნარკოტიკის ჩადება არ დადასტურდა. იმავე მასალებით, მირიან თოფურია გუნავას დაკავებაში მონაწილეობას არ იღებდა, თუმცა მან შეადგინა პატაკი, რომლის თანახმადაც გუნავას უნდა ჰქონოდა იარაღი და ნარკოტიკი.

ბათუმში გადმოყვანამდე მირიან თოფურია კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე-დეტექტივების სამმართველოს უფროსი იყო.

მირიან თოფურიასთან ერთად უბნის ინსპექტორების ახალი უფროსი მიხეილ ბარნოვი ამ წლის აგვისტოში ერთ-ერთმა ადვოკატმა იმაში დაადანაშაულა, რომ მათ დაკავებულს იძულებით დაალევინეს წყალი, რომელშიც შერეული იყო ნარკოტიკული ნივთიერება. დაკავებულები მაშინ ამბობდნენ, რომ ისინი არ არიან ნარკოტიკის მომხმარებლები და მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ ე.წ. კანონიერი ქურდის – ლავასოღლის ახლობლები არიან.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტში დეტექტივებს ანუ გამოძიებას გიორგი რევაზიშვილი ხელმძღვანელობს. სწორედ ამ პოლიციელის ქმედების გამოძიების თხოვნით მიმართა სახალხო დამცველმა პროკურატურას 2013 წელს. „საგარეჯოს პოლიციის უფროსის მოადგილემ, გიორგი რევაზიშვილმა სახალხო დამცველის რწმუნებულები პოლიციის შენობიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით გაყარა. გიორგი რევაზიშვილის საქციელი სცდება დისციპლინური და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლებს და შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც. სწორედ ამიტომ, შინაგან საქმეთა მინისტრის პარალელურად, მივმართე მთავარ პროკურორსაც, წინასწარი გამოძიება ჩაეტარებინა ზემოაღნიშნულ ფაქტებზე“, – აცხადებდა მაშინ სახალხო დამცველი.

უცნობია, რა დაადგინა სამინისტრომ ან პროკურატურამ სახალხო დამცველის ამ მიმართვაზე. საყურადღებოა ისიც, რომ არსებობს გიორგი რევაზიშვილთან დაკავშირებული ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები.

გიორგი რევაზიშვილი 2013 წელს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილედ – დეტექტივების განყოფილების უფროსად მუშაობდა.

ბათუმის სამმართველოს ახალი უფროსი, ლაშა გოგნიაშვილიც ბესიკ ამირანაშვილის კადრია. ამ პოლიციელთან დაკავშირებით 2012 წელს გაცილებით მძიმე ბრალდება გაჩნდა, ვიდრე გიორგი რევაზიშვილის მიმართ – 2012 წლის 24 სექტემბერს „ქართული ოცნების” ქარელის ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა გიორგი ბერუაშვილმა განაცხადა, რომ ქარელის პოლიციის უფროსი ლაშა გოგნიაშვილი, სამ თანმხლებ პირთან ერთად, ქუჩაში დახვდა და მისთვის იარაღის ჩადებას ცდილობდა. გიორგი ბერუაშვილი მაშინ ყვებოდა, რომ ლაშა გოგინაშვილი „დღისით-მზისით გაეკიდა, იარაღი დაუმიზნა და სროლით დაემუქრა“.

უცნობია, გენერალურმა ინსპექციამ რა დაადგინა ლაშა გოგინაშვილთან დაკავშირებით.

გასულ კვირას ქობულეთში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო მუნიციპალიტეტის პოლიციის უფროსის ზაქარია გურჩიანის მიმართაც. ის თანამდებობას ჯერ კიდევ ინარჩუნებს. საქმის შესახებ გენინსპექციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი, მაგრამ რამდენად იქნება ეს საჯაროდ ხელმისაწვდომი, უცნობია.

ბათუმის სამმართველოს უფროსის მოადგილის პოზიციაზე დეტექტივების ხელმძღვანელს, თემურ მახარაძეს გასულ კვირას მაიზერ ხვარეშია ჩაენაცვლა. მანამდე მაიზერ ხვარეშია ბათუმის პოლიციის მე-3 განყოფილებას ხელმძღვანელობდა, რამდენიმე თვის განმავლობაში. თავად თემურ მახარაძე კი მე-6 განყოფილების (ბულვარის პოლიცია) უფროსად დაინიშნა.

გასულ კვირას ცვლილებები შეეხო ქალაქის პოლიციის განყოფილებებსაც, მაგალითად, ბათუმის პოლიციის მე-3 განყოფილებაში უფროსად დაინიშნა იაგო დავითაძე, რომელიც აქამდე პოლიციის მე-5 განყოფილების უფროსი იყო. იაგო დავითაძეს ჩაენაცვლა ირაკლი კიკალიშვილი, რომელიც მე-5 განყოფილების ხელმძღვანელად დაწინაურებამდე, სულ რამდენიმე თვის განმავლობაში, აჭარის მთავარ სამმართველოში ოპერ-მუშაკად მუშაობდა.

მე-7 განყოფილების უფროსის მოადგილედ დაინიშნა თორნიკე ონიანი, რომელიც აქამდე, ერთი თვის განმავლობაში, აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივი იყო.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტებს, ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უფროსის პოსტს მამუკა კბილცეცხლაშვილი ინარჩუნებს. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე, 2014 წელს, ის კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თელავის რაიონული სამმართველოს უფროსი იყო.

იუსტიციის მინისტრმა ”არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი” ბათუმელ სტუდენტებსაც გააცნო

 

„ჩვენ დავიწყეთ საქართველოს უნივერსიტეტებში „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ წარდგენა. ჩვენი მთავრობის და იუსტიციის სამინისტროს რეფორმებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმაა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“. ეს კოდექსი ბავშვის საუკეთესო ინტერესებზეა მორგებული და გამორიცხავს ჩვენს ქვეყანაში წარსულის იმ კულტურას, რაც შეეხებოდა 14-15-16 წლის ბავშვების ბევრი წლით ციხეში ჩასმას, როგორც კი მათ ერთხელ რამე შეეშლებოდათ.  ეს კოდექსი არის რეალურად ის, რაც ჩვენს ქვეყანას პირველად აქცევს გაერო-ს ბავშვთა კონვენციის შესაბამის  ქვეყნად და სადაც ბავშვის უფლებები სისხლის სამართლის  პროცესში იქნება დაცული“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

კოდექსზე მუშაობა 2014 წლის ბოლოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო. მისი ამოქმედება 2016 წლის 1 იანვრიდან არის დაგეგმილი. იმ მუხლების ამოქმედება კი, რომელთა იმპლემენტაციისთვის დამატებითი ღონისძიებების გატარებაა საჭირო, 2016 წლის განმავლობაში და 2017 წლის 1 იანვრიდან იგეგმება.

 

 

თეა წულუკიანმა სტუდენტებისთვის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ გაცნობა 2 ოქტომბერს დაიწყო. იუსტიციის მინისტრმა პირველი შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა.  

 

საქართველოს პარლამენტმა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ 12 ივნისს მიიღო. კოდექსი კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისთვის ნოვაციებს ამკვიდრებს. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მთავარი მიზანი არასრულწლოვნისთვის ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყებისა და რესოციალიზაციის შანსის მიცემაა. 

კოდექსის თანახმად, სისხლისსამართლებრივ დევნასთან შედარებით უპირატესობით ისარგებლებენ განრიდებისა და აღდგენითი მართლმსაჯულების, მათ შორის, მედიაციის ინსტიტუტები. თავისუფლების აღკვეთის, როგორც სასჯელის ფორმის, გამოყენება არასრულწლოვანთან მიმართებაში მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. იგივე ეხება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას. აიკრძალება არასრულწლოვნისათვის უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.

 

არასრულწლოვნებთან მიმართებით ამოქმედდება მოწმის მხოლოდ სასამართლოში დაკითხვის წესი.

გარდა ამისა, ბრალის წარდგენიდან წინასასამართლო სხდომამდე არასრულწლოვნისთვის პატიმრობის ვადა 60-დან 40 დღემდე მცირდება, ხოლო ბრალდებული არასრულწლოვნის პატიმრობის საერთო ვადა 6 თვე იქნება, ნაცვლად სრულწლოვნებისთვის განსაზღვრული 9 თვისა.

 

ნასამართლობა არასრულწლოვანს სასჯელის მოხდისთანავე გაუქარწყლდება, ოღონდ, თუ ადრე ნასამართლევი არასრულწლოვანი დანაშაულს განმეორებით ჩაიდენს, სასჯელის დანიშვნის დროს მისი ნასამართლობა მხედველობაში იქნება მიღებული.

 

კოდექსის ამოქმედების მომენტიდან არასრულწლოვანთა საქმეებზე მუშაობას მხოლოდ სპეციალიზებული პროკურორები, მოსამართლეები, პოლიციელები, ადვოკატები და სოციალური მუშაკები შეძლებენ. სპეციალიზებული კადრები მათთვის საჭირო სწავლებას  გაივლიან და განსხვავებულ უნარ-ჩვევებს შეიძენენ. 

კოდექსი დასაშვებად მიიჩნევს მისი ცალკეული დებულების გავრცელებას 18-21 წლის პირებზეც.

 

ქობულეთში წყალდიდობის შედეგად ყველაზე მეტად გელაურის დასახლება დაზიანდა

 

საგანგებო შტაბის სხდომა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში გუშინ გვიან ღამემდე გაგრძელდა. სხდომაზე დეტალურად განიხილეს ყველა ის შემთხვევა, რომელიც დღის განმავლობაში ქალაქის სხვადასხვა უბანში და მუნიციპალიტეტის სოფლებში დაფიქსირდა. 

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სპეციალური ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა ქობულეთში. მთავრობის თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის ოცდაერთივე ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან ერთად დეტალურად განიხილა სოფლებში დაფიქსირებული დაზიანებები. ზარალის დათვლა დღეიდან დაიწყება. 

 

არსებული მდგომარეობის შესასწავლად გავლენ გეოლოგთა ჯგუფები. 

 

მსხვერპლი და ნგრევა სტიქიას არ მოჰყოლია. 

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ უხვმა ნალექმა ქობულეთში უბნები დატბორა, რამდენიმე სოფელში ჩამოწვა მეწყერი, რის გამოც ცენტრალური მაგისტრალის გარკვეულ მონაკვეთზე შეიზღუდა მოძრაობა, სამ საჯარო სკოლაში კი შეჩერდა სასწავლო პროცესი.

 

სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას საკვები სარეზერვო ფონდიდან უყიდეს

 

სხდომაზე მუნიციპალიტეტში  სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის  სამოქმედო გეგმა შეადგინეს.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დაზარალებული მოსახლეობა ევაკუირებულია, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების  ორგანიზებით ისინი  ქობულეთის   სასტუმროებში გადაანაწილეს,   დაზარალებული  მოსახლეობის საკვები პროდუქტებით უზრუნველსაყოფად  სარეზერვო ფონდიდან გამოიყო   თანხა, რითაც პერიოდულად შეძენილი და დარიგებული იქნება  მზა საკვები პროდუქტი. სურსათით დახმარება გაუწია მოსახლეობას ასევე შინაგან საქმეთა სამმართველოს შესაბამისმა სამსახურმა და რიგითმა მოქალაქეებმაც.

 

 ამ დროისათვის ქობულეთში აღარ წვიმს. დატბორილ ადგილებში წყლის დონემ იკლო 30 -40 სმ-ით. დილიდან პარალიზებულ  რამდენიმე  ქუჩაზე გადაადგილება უკვე შესაძლბელია.  აქტიურად მიმდინარეობს შენობებიდან წყლის გამოტუმბვითი სამუშაოები.

 მიმდინარეობს დაზიანებული ადგილების მონაცემთა ბაზის შექმნა.

ქობულეთი. ფოტო:აჭარის მთავრობა

Old Town – აღმოაჩინე ღია და დახურული კაფეები ტერასაზე

 

Roof Terrace – ლაუნჯი ძველი ბათუმისა და ზღვის ხედით

ძველ ბათუმში, სანაპიროსთან ახლოს, სასტუმრო  Old Town სახურავზე მდებარე Roof Terrace-ზე სასტუმროს ლიფტით ახვალთ.

ღია სივრცე, გამწვანებული ტერასა, ზღვისა და ძველი ბათუმის ხედი და მოხერხებული სავარძლები – ეს ღია ტერასაა. აქ ყველაფერია, რაც თავს კომფორტულად გაგრძნობინებთ წელიწადის ნებისმიერ დროს, მზიან ამინდში.

Roof Terrace-ს დახურული სივრცეც აქვს. ბათუმისთვის დამახასიათებელ, ლურჯ, ცისფერ და თეთრ ფერებში გადაწყვეტილი ინტერიერი იტალიელი და ქართველი დიზაინერების მიერაა შექმნილი. ბევრი სტუმარი სწორედ აქ არჩევს მოკალათებას. ეს ადგილი განსაკუთრებით მიმზიდველია მათთვის, ვისაც წვიმა უყვარს – მინის კედლის მიღმა ბათუმური წვიმის ცქერა ბევრ სტუმარს მოსწონს. შემოდგომასა და ზამთარში დახურული ტერასა საუკეთესო ადგილია გასართობად და დასასვენებლად.

Roof Terrace მრავალფეროვან სამზარეულოს გთავაზობთ, თუმცა მთავარი აქცენტი აქ მაინც იტალიურ და ქართულ სამზარეულოზეა. პიცა, სხვადასხვაგვარად მომზადებული პასტა, სალათები, გერმანული, ჩამოსასხმელი და ბოთლის ლუდი, კოქტეილებისა და ალკოჰოლური სასმელების დიდი არჩევანი, 15 სახეობის ყავა –  Roof Terrace-ს სამზარეულო ყველა სტუმრის მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

Roof Terrace დილიდან ღამის ორ საათამდე მუშაობს, შაბათობით კი აქ ცოცხალი მუსიკა შეგიძლიათ მოისმინოთ ჯგუფ Seaside-ის შესრულებით.


ROOF ტერასა – დახურული სივრცე

ადგილმდებარეობის გარდა Roof Terrace-ს ისიც გამოარჩევს, რომ ეს ადგილი არ არის გათვლილი მხოლოდ ტურისტულ სეზონზე, Roof Terrace-ს წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ეწვიოთ.

Roof Terrace-ს მფლობელი ხატია არძენაძეა, მისი თქმით  სასტუმროს ვერანდაზე ლაუნჯის ტიპის კაფეს გახსნის იდეა რამდენიმე თვის წინ გაჩნდა: „გვინდოდა გაგვეკეთებინა ადგილი, სადაც ადამიანმა შეიძლება დაისვენოს ნებისმიერ სეზონზე. ვფიქრობ, ეს გამოგვივიდა.

ჩვენი მთავარი უპირატესობა არის ხედი – აქედან ზღვაც ჩანს და ქალაქის ხედიც, რადგან ძველ ბათუმში ეს ყველაზე მაღალი ადგილია. და ასევე, სამზარეულო, გვყავს უკრაინელი, გამოცდილი მზარეული, რომელიც უგემრიელეს კერძებს ამზადებს.

 ჩვენთან ხშირად იხდიან დაბადების დღეებს, თუ დაბადების დღის აღსანიშნავი წვეულება ცოცხალ მუსიკას არ დაემთხვა, გვაქვს კარაოკეც და მხოლოდ ფონური მუსიკა კი არ არის ჩართული, ადამიანები აქ კარგად ერთობიან ” – ამბობს ხატია. 

სასტუმრო Old Town

თუ ბათუმში კარგ, მყუდრო სასტუმროს ეძებთ ქალაქის ლამაზი ხედით, კომფორტული ნომრებით, ნოყიერი საუზმითა და ყურადღებიანი პერსონალით, სასტუმრო  „Old Town”-ი თქვენთვის შესაფერისი ადგილია. ძველ ბათუმში, ზღვასთან ახლოს მდებარე სასტუმრო იდეალური ადგილია როგორც ზღვაზე დასვენების მსურველთათვის, ისე ბათუმში საქმიანი ვიზიტით ჩამოსულთათვის. სასტუმროსთან ახლოს მდებარე სანაპირო ზოლი თუ ღამით ლამპიონებით განათებული ბათუმური ვიწრო ქუჩები საუკეთესო ადგილია სასეირნოდ, სასტუმროში დაბრუნებულებს კი კომფორტი, მუდამ ყურადღებიანი პერსონალი და დილით კარგი საუზმე გელოდებათ.

 

 

სასტუმრო Old Town
სასტუმრო Old Town

 

 

მოკლედ, თუ ბათუმში სასტუმრო გჭირდებათ, უკვე იცით, რომ უნდა დაიმახსოვროთ ეს მისამართი: გორგასლის #1. ტელეფონი: 577 45 84 71; 04 22 22 49 59.

 

გახსოვდეთ,  სასტუმრო Old Town-ში თქვენ  თქვენ ყოველთვის სასურველი სტუმარი ხართ!

 

სტიქიის გამო საცხოვრებელი სახლებიდან 6 ოჯახი გაიყვანეს

 

ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის თქმით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კონკრეტულად კი სოფელ აჭყვისთავში, ასევე ბიაძეების ოჯახს დაატოვებინეს საკუთარი სახლი. ბიაძეების ოჯახმა თავი ნათესავებს შეაფარეს.

 

 

კითხვაზე, სად შეაფარეს თავი დოლოგნიდან გამოსახლებულმა ოჯახებმა, ქედის გამგებლის მოადგილე, გურამ ბერიძე ამბობს, რომ დოლოგანში მოქალაქეებს სახლები არც დაუტოვებიათ: “არც ერთი ოჯახი არ გახიზნულა, სანამ წყლის დონემ დაიწია ხალხი მანამდე იყო ქუჩაში გამოსული, როგორც ასეთი ევაკუაცია არ მომხდარა. მდინარის კალაპოტი რომ გაიხსნა, წყლის დონემ დაიწია და ხალხი დაბრუნდა საკუთარ სახლებში, არც აპირებენ იქედან გასვლას. ვთხოვეთ, რომ სხვაგან გადასულიყვნენ, მაგრამ უარზე არიან”.

 

კითხვაზე, ვინ იღებს ამ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას, გამგებლის მოადგილე ამბობს, რომ ამ დროისთვის საფრთხე არ არსებობს, რადგან მდინარის კალაპოტი გახსნილია: “თუ ისევ ადიდდა მდინარე, საფრთხე იქნება. თუ მეწყრული მოვლენები განვითარდა, იქედან ვერავინ გაასწრებს. იქ ახლა მორიგეობს როგორც პოლიცია, ასევე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, წვიმამ იკლო”. 

 

გურამ ბერიძე ამბობს, რომ შემთხვევის ადგილზე მაშველების მისვლის შემდეგ მდინარის კალაპოტი გაიხსნა და სტიქიის ზონაში მცხოვრებლების სახლებიდან გამოყვანა არც იყო საჭირო. 

 

მისივე ინფორმაციით, დაიხოცა რამდენიმე ქათამი, წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულზე. 

 

დოლოგანში მცხოვრები ზაზა ჯინჭარაძე კი ამბობს, რომ ამ დროისთვის ის და მისი მეზობლები, – 5 ოჯახი ქუჩაში დგას. მისი თქმით, სახლებში დაბრუნება წარმოუდგენელია, რადგან სახლებიდან რამდენიმე მეტრში მეწყერული პროცესები ვითარდება, ხოლო მდინარე ძალიან ადიდებულია. ზაზა ჯინჭარაძე ამბობს, რომ გამგეობის წარმომადგენლებს არათუ არ შეუთავზებიათ სახლებიდან გახიზვნა, არამედ არც კი მისულან მათი მდგომარეობის გასაცნობად. 

სტიქიის გამო საცხოვრებელი სახლებიდან 6 ოჯახი გაიყვანეს

 

დოლოგანი

ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის თქმით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კონკრეტულად კი სოფელ აჭყვისთავში, ასევე ბიაძეების ოჯახს დაატოვებინეს საკუთარი სახლი. ბიაძეების ოჯახმა თავი ნათესავებს შეაფარეს.


კითხვაზე, სად შეაფარეს თავი დოლოგნიდან გამოსახლებულმა ოჯახებმა, ქედის გამგებლის მოადგილე, გურამ ბერიძე ამბობს, რომ დოლოგანში მოქალაქეებს სახლები არც დაუტოვებიათ: “არც ერთი ოჯახი არ გახიზნულა, სანამ წყლის დონემ დაიწია ხალხი მანამდე იყო ქუჩაში გამოსული, როგორც ასეთი ევაკუაცია არ მომხდარა. მდინარის კალაპოტი რომ გაიხსნა, წყლის დონემ დაიწია და ხალხი დაბრუნდა საკუთარ სახლებში, არც აპირებენ იქედან გასვლას. ვთხოვეთ, რომ სხვაგან გადასულიყვნენ, მაგრამ უარზე არიან”.


კითხვაზე, ვინ იღებს ამ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას, გამგებლის მოადგილე ამბობს, რომ ამ დროისთვის საფრთხე არ არსებობს, რადგან მდინარის კალაპოტი გახსნილია: “თუ ისევ ადიდდა მდინარე, საფრთხე იქნება. თუ მეწყრული მოვლენები განვითარდა, იქედან ვერავინ გაასწრებს. იქ ახლა მორიგეობს როგორც პოლიცია, ასევე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, წვიმამ იკლო”. 


გურამ ბერიძე ამბობს, რომ შემთხვევის ადგილზე მაშველების მისვლის შემდეგ მდინარის კალაპოტი გაიხსნა და სტიქიის ზონაში მცხოვრებლების სახლებიდან გამოყვანა არც იყო საჭირო. 


მისივე ინფორმაციით, დაიხოცა რამდენიმე ქათამი, წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულზე. 


დოლოგანში მცხოვრები ზაზა ჯინჭარაძე კი ამბობს, რომ ამ დროისთვის ის და მისი მეზობლები, – 5 ოჯახი ქუჩაში დგას. მისი თქმით, სახლებში დაბრუნება წარმოუდგენელია, რადგან სახლებიდან რამდენიმე მეტრში მეწყერული პროცესები ვითარდება, ხოლო მდინარე ძალიან ადიდებულია. ზაზა ჯინჭარაძე ამბობს, რომ გამგეობის წარმომადგენლებს არათუ არ შეუთავზებიათ სახლებიდან გახიზვნა, არამედ არც კი მისულან მათი მდგომარეობის გასაცნობად. 

სუს-ი: გამგებლის წარმომადგენელი ქრთამის სახით 20 000 ლარს ითხოვდა (ვიდეო)

სუს-მა გია გოგიტიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება და ვიდეომასალა დღეს, 8 ოქტომბერს, გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ მუხაესტატეში გია გოგიტიძე დააკავეს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ გია გოგიტიძემ თურქეთის მოქალაქისაგან თხილის გადასამუშავებელი საამქროსათვის ფართის გამოყოფაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით 20 000 ლარი მოითხოვა. გამგებლის წარმომადგენელმა წინასწარ აიღო ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი 4000 ლარი, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.

 

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 338-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 7 დან 11 წლამდე ითვალისწინებს).

 

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“.

ქობულეთის ცენტრალურ გზატკეცილზე მოძრაობა შეჩერებულია

წყლით არის დაფარული ლიანდაგი, რის გამოც ასევე აკრძალულია მატარებლების მოძრაობაც. 

გამგებლის ინფორმაციით, სამაშველო ბრიგადები ქობულეთში ჩავიდნენ ბათუმიდან და გურიიდან. 

 

ბრიფინგი აჭარის მთავრობაში.

შერატონ ბათუმში ქირავდება კომერციული ფართობი

 

სასტუმრო “შერატონ ბათუმში” ქირავდება 107 კვ.მ კომერციული ფართობი. გამოდგება ოფისისთვის და მაღაზიისთვის.

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მობ.: 577 490 009


წვიმის შემდეგ დატბორილი ქობულეთი [ფოტო]

წყალდიდობა ქობულეთში/რინა ყურუას ფოტო

წყალდიდობა ქობულეთში/ფოტო: მუნიციპალიტეტის გამგეობა

წყალდიდობა ქობულეთში

ქობულეთში 14 ათას აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის  [11.32 საათი] ელექტროენერგია 14 ათას აბონენტს არ მიეწოდება. ინფორმაცია ამის შესახებ “ბათუმელებს” „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ დაუდასტურეს. 

კოკისპირულმა წვიმამ დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. 

ქობულეთის სამ საჯარო სკოლაში სწავლა შეწყდა

 

ქობულეთის გამგეობაში შექმნილია სტიქიასთან ბრძოლის შტაბი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს.
მობილიზებულია სამაშველო და სპეციალური მობილური ჯგუფები, ასევე შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებების გატარება.

 მუნიციპალიტეტის გამგეობა   მოსახლეობას მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში დარეკონ ცხელი ხაზის ტელეფონის ნომრებზე: 0426 26 72 09; 595 70 44 00; 599 85 63 74:

სტიქია ქედაში

 

ქედის გამგებლის მოადგილე მამუკა ფარტენაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია, მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და შემთხვევის განმეორებისას მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდება.

„ვითარება დასტაბილურდა, როგორც ჩანს, მდინარე ბზანა დაგუბდა, შემდეგ გასკდა და ხიდთან შეგუბებულმა წყალმა დატბორვა გამოიწვია. ჯინჭარაძეების საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე შევიდა წყალი,  დაზიანდა ხიდიც. 
მართალია, ამ წუთებში საფრთხე მოსალოდნელი არ არის, მაგრამ ამას წინასწარ ვერ განსაზღვრავ, შესაბამისად შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ და სტიქიის გამეორების შემთხვევაში მოსახლეობის ევაკუაცია მოხდება,“ – განაცხადა გამგებლის მოადგილემ.

იქ, სადაც მდინარე ბზანა გუბდება, მეწყერი 3 ოქტომბერს განვითარდა. აღნიშნულ მონაკვეთზე შპს „რასე“  ინერტიულ მასალას მოიპოვებს.

ადიდებულმა მდინარემ ქობულეთის უბნები დატბორა

 

წვიმამ ქობულეთი დატბორა

 

ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე: „წუხელ 3-4 საათზე უხვი ნალექის გამო წამოვიდა ნიაღვარი, მდინარე აჭყვა გადმოვიდა კალაპოტიდან. მთელი გელაური, სადგური, ჯავახიშვილის უბანი, ახალისოფელი, ბაზრის ტერიტორია და კოსტავას ქუჩაც, ფაქტობრივად  დატბორილია. მსხვერპლი არ არის. დიდი ზარალია სოფლებშიც ჩამოწვა მეწყერი, ცეცხლაურში არის გზა გადაკეტილი“.

 

მობილიზება

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები გურიიდან, ბათუმიდან, ქობულეთის დასუფთავებისა და გამწვანების სამსახურიც.

სულხან ევგენიძე: „ეზოში დიდი წყალია. მოსახლეობას დილით ვაღვიძებდით, რომ საყოფაცხოვრებო ნივთები მეორე სართულზე აეტანათ, ვინც გვიკავშირდება, უსაფრთხო ადგილას გადაგვყავს, მაგრამ სანამ წყალი არ დაშრება ვერაფერს ვერ გავაკეთებთ“.

 

გზები

დატბორილ უბნებში აკრძალულია მოძრაობა ავტომობილებით.

თუმცა გადაადგილება შეუზღუდავია აღმაშენებლის ქუჩაზე (ცენტრალური ქუჩა), სადაც წვიმას კრიტიკული სიტუაცია არ შეუქმნია.

 

სკოლები და ბაღები

სკოლებსა და ბაღებში რომელიც აქ მდებარეობდა სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.

 

 

 

ამჟამად სოფლებში ძლიერი წვიმაა, ქობულეთში შედარებით მცირე. გამგებლის თქმით, დაზუსტებული ინფორმაცია, თუ სად რა მოხდა, საღამოსკენ იქნება ცნობილი.

სად და როდის აიკრძალება ბათუმში მანქანით მოძრაობა – შს სამინისტროს განცხადება

 

8 ოქტომბერს, სამებას პატრიარქი ილია მეორე ეწვევა.

სამების ტაძრის მშენებლობა რვა წლის წინ დაიწყო. მშენებლობის ფინანსური მხარდამჭერი რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი შალვა ბრეუსი იყო.

სპეციალური საშვები ეკლესიისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის

პატრულს გადაკეტილი აქვს სამების ტაძართან მისასვლელი საავტომობილო გზა |ბარცხანა, ზეთის ქარხნის მიმდებარე ტერიტორია

 

სამებისკენ გზას მთელი დღის განმავლობაში საპატრულო პოლიცია აკონტროლებდა. სამების ტაძარზე ასვლის მსურველებს იქვე მდგარი 6 ერთეული მიკროავტობუსი უფასოდ ემსახურებოდა.

 

გზის სივიწროვის გამო საპატრულო პოლიცია ერთდროულად მხოლოდ ოთხი მიკროავტობუსის გასვლის ნებართვას იძლეოდა. ავტომობილებით კი მხოლოდ იმ პირებს უშვებდნენ, ვისაც სპეციალური საშვი ჰქონდა.

 

„7 ოქტომბერს ბათუმში, სამების სახელობის ტაძრის კურთხევასთან დაკავშირებით, 14:00 საათიდან 02:00 საათამდე, ბარცხანის დასახლებიდან სოფელ სამების მიმართულებით, ტაძრის კურთხევაზე დასწრების მსურველთათვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ავტომანქანებით გადაადგილება იკრძალება. ავტომანქანებით გადაადგილება სოფელ სამების მოსახლეობისთვის ნებდართული იქნება 19:30-დან 22:00 საათამდე.

ტაძრის კურთხევაზე დასწრების მსურველები ავტომანქანებს ბარცხანის დასახლებაში მდებარე ზეთის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ სპეციალურ ავტოსადგომზე გააჩერებენ“, –  წერია საქართველოს საპატრულო პოლიციის დღეს, 7 ოქტომბერს, გავრცელებულ განცხადებაში, თუმცა ამავე განცხადებაში არაფერია ნათქვამი სპეციალური საშვების შესახებ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “ბათუმელებს” უთხრეს, საშვები ორგანიზატორმა მხარემ, ანუ საქართველოს საპატრიარქომ გასცა.

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ სპეციალური საშვები მოწვეულ სტუმრებს – ეკლესიისა და ხელისუფლების წარმომადნლებს გადასცეს.

 

„რამდენიც სჭირდებოდა სამღვდელოებას, იმდენი [საშვი] დამზადდა, რაოდენობა არ ვიცი. იმის გამო, რომ ხალხი არ შეზღუდულიყო და კითხვა არ გაჩენილიყო, რომ ვინმეს სამღვდელოებიდან პრივილეგია ჰქონდა, მღვდელმთავრები იყვნენ ავტობუსებით. ამ ავტობუსებს კი ჰქონდათ საშვი. გზა კი სივიწროვის გამო გადაიკეტა, რადგან ორ მანქანას უჭირდა ერთმანეთის გვერდით შევლა“.

 

ვინ გაიღო მიკროავტობუსებით უფასოდ მომსახურების ხარჯი? – ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში გვითხრეს, რომ მანქანები მერიას ეკუთვნოდა, ხარჯების შესახებ კი ინფორმაცია არ აქვთ. ბათუმის მერიაში ამ ინფორმაციას უარყოფენ და განმარტავენ, რომ არც ხარჯები და არც ავტომობილები მერიას არ გამოუყვია.

 

რაც შეეხება სტუმრებს ხელისუფლებიდან, ისინი ოფიციალურად დღეს არ ყოფილან სამების ტაძარში. „სტუმრები ხვალ კურთხევაზე არიან დაპატიჟებული“, –  უთხრეს „ბათუმელებს“ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსამსახურში.

 

ხვალ ბათუმის სამების ტაძარში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის სტუმრობაც იგეგმება.

 

 

მიკროავტობუსები

 

 

 

 


 

სუს-მა ქობულეთის გამგებლის წარმომადგენელი დააკავა

 

სოფელ მუხაესტატეში ქობულეთის გამგებლის წარმომადგენლის დაკავების ფაქტი “ბათუმელებს” ქობულეთის გამგეობაში დაუდასტურეს.

 

 მუხაესტატეში გამგებლის წარმომადგენლად გია გოგიტიძე 2015 წლის მიასის თვეში დაინიშნა. მას, სავარაუდოდ, ქრთამის აღება ედება ბრალად.

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში – დაშავებულია ორი ადამიანი

 

 

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა ორი ქალი. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ნიშნავს  “ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.“

”დამოკიდებულების გამო ისჯებიან მხოლოდ ნარკოდამოკიდებული ადამიანები”

 

„საქართველოში ნარკოდამოკიდებული ადამიანები დისკრიმინირებული ჯგუფია, ისინი მარგინალიზებული არიან საზოგადოებაში. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და მათი დახმარებით, ვახორციელებთ პროექტს – „დამოკიდებულება არ უდრის დანაშაულს“. პროექტის მიზანი საზოგადოების ჩართულობა და ინფორმირებაა, თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში არ არის პოლიტიკა, რომელიც ნარკოდამოკიდებული ადამიანებს კი არ დასჯის, არამედ მკურნალობის საშუალებას მისცემს,“ – განაცხადა პროექტის წარმომადგენელმა გიორგი მარჯანიშვილმა პრეზენტაციაზე.

 

კამპანია ხორციელდება საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია AIDS Foundation East West (AFEW – Ukraine) -ის მხარდაჭერით, პროექტის “Bridging The Gaps: Health and rights for key populations”-ის ფარგლებში, ასევე ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან – “თანადგომასთან” და “ბემონთან” თანამაშრომლობით.

 

შეხვედრაზე დღეს კამპანიის ფარგლებში მომზადებული კლიპიც აჩვენეს.




„როდესაც ჩვენ ვკითხეთ ადამიანებს ფოკუსჯგუფში, თუ რას შეიძლება ეძღვნებოდეს ეს კამპანია, უმრავლეობამ თქვა, რომ სიტყვა „დამოკიდებულება“ მათში იწვევს ნარკოტიკების ასოციაციას. ჩვენი კამპანიის ერთ-ერთი ძირითადი მესიჯია ის, რომ დამოკიდებულება არის სხვადასხვაგვარი, დამოკიდებულება შეიძლება იყოს ყავაზე, ნიკოტინზე, ადამიანზე, წამალზე… ბევრი დამოკიდებულება, იგივე ნიკოტინი, ვნებს თვითონ ადამიანს და ასევე გარშემომყოფებსაც, თუმცა, საკუთარი დამოკიდებულების გამო ისჯებიან მხოლოდ ნარკოდამოკიდებული ადამიანები.

 

საზოგადოებაში არსებობს სტერიოტიპები ნარკოდამოკიდებული ადამიანების მიმართ, ნარკოდამოკიდებული ადამიანი მიიჩნევა კრიმინალად, რომელიც გაყიდის ყველაფერს, მოიპარავს და ა.შ. როცა არსებობს ასეთი სტერეოტიპები, ხელისუფლება რადიკალურ და მნიშვნელოვან ნაბიჯებს არსებული სიტუაციის შესაცვლელად არ გადადგამს. ჩვენი მიზანია მოხდეს საზოგადოების კონსოლიდაცია, ყველა ის ორგანიზაცია და ყველა ის პირი, რომელიც მუშაობს ამ საკითხზე, გაერთიანდეს და ეს იქნება ერთიანი ხმა, რომელიც შეიძლება მივიდეს ხელისუფლებამდე,“ – განაცხადა სანდრო გვინდაძემ.

 

საინფორმაციო-სამედიცინო ფსიქოლოგიურ ცენტრ „თანადგომის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის ნათია ხარატის თქმით, ნარკომანიასთან ბრძოლის წარმატებული მაგალითები უკვე არსებობს მსოფლიოში და „ველოსიპედის თავიდან გამოგონება“ საჭირო არ არის:

 

„ნარკომანიასთან ბრძოლაში ჩვენ დავმარცხდით, ძალიან დიდი ფულია და ყოველთვის გამოჩნდება ერთი-ორი ადამიანი, რომელიც ამის გამო ყველაფერს გააკეთებს.

 


მსოფლიოში არის ხუთი ქვეყანა, რომელთაც, ასე თუ ისე, მოაგვარეს ეს პრობლემა და არ გვჭირდება ველოსიპედის მოგონება. უბრალოდ, შევადაროთ ერთმანეთს, მაგალითად, აშშ-ს და შვეიცარიის მდგომარეობა, სადაც 1980-იანი წლებიდან, როგორც კი შიდსის პრობლემა დადგა, საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ჩაერთვნენ ნარკომომხმარებლები. შვეიცარიაში ნარკოტიკების მოხმარება არის ევროპის მთელ ქვეყნებთან შედარებით 50 პროცენტით ნაკლები.

 

ავიღოთ ურუგვაი, რომელიც ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ნარკოტიკები ლეგალიზებულია და დაბალი მოხმარებაა ამ ქვეყანაშიც. პორტუგალიაში, სადაც იყო ჰეროინის ეპიდემია, დეკრიმინალიზებულია 2001 წლიდან და ახლა მოსახლეობის მხოლოდ 17 პროცენტი მოიხმარს ნარკოტიკებს, როცა იყო საუბარი ძალიან დიდ ციფრზე. ჰოლანდიაში ასევე… ჩეხეთში ამოქმედებულია ზიანის შემცირების ქსელი, შპრიცების გაცვლის პროგრამა მიდის და შესაბამისად, აივინფექცია ევროპის ყველა ქვეყანასთან შედარებით ნაკლებად ვითარდება. გვაქვს საშუალება ავირჩოთ უკვე გამოგონებული, მოსიარულე ველოსიპედი. ეს საზოგადოებისა და პოლიტიკის გადასაწყვეტია და თუ ნარკოლოგები იმას აღიარებენ, რომ ნარკოდამოკიდებული ადამიანები უფრო მათი პაციენტები არიან, ვიდრე ციხის კლიენტები, მგონი სიტუაცია უკეთესისკენ შეიცვლება,“ – განაცხადა ნათია ხარატმა.



60 მილიონამდე ლარი კვარიათი-სარფის გზის გამაგრებისთვის


„მაგ მონაკვეთზე პროექტირება ხდება პარალელურ რეჟიმში და საბოლოო სურათი არ  გვაქვს ჯერ გამოკვეთილი. ცოტა რთულია იმის თქმა, თუ როდის უნდა დავასრულოთ სამუშაოები. შესაძლოა პროექტმა რაღაც ცვლილება განიცადოს, შესაბამისად, დასრულების ვადაც გაიწელება, ან პირიქით,“ – უთხრა „ბათუმელებს“ „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ წარმომადგენელმა მიხეილ გიორგაძემ.

 

კვარიათსა და სარფში ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ აღდგენა-გამაგრების, ქვის ცვენისგან დაცვისა და ფერდობების გამაგრების სამუშაოებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს, რომლის 100% წილის მფლობელიც სახელმწიფოა. კომპანიას მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისისთვის უკვე გახარჯული ჰქონდა 29 მილიონ 441 ათას 335 ლარი. თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება. სამუშაოებისთვის დამატებით 10 მილიონი ლარის გამოყოფა [კომპანიის საწესდებო კაპიტალში გადატანა] რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს მთავრობამ ერთი თვის წინ დაავალა.


კვარიათი-სარფის გზა 3.10.2015 [თედო ჯორბენაძის ფოტო]

 

„ბათუმელებმა“ დამატებით თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით ინფორმაცია მთავრობის კანცელარიიდან გამოითხოვა. მიღებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ: სარფი-კვარიათის სანაპირო ზოლის [კალენდერეს კონცხის მონაკვეთი] ნაპირსამაგრი ნაგებობების პროექტი, სახარჯთაღრიცხვო ღირებულებით შეადგენს 44 021 060 ლარს;

 

აქ არსებული ესტაკადის ზღვის ზემოქმედების შედეგად გამორეცხვის საწინააღმდეგო ღონისძიებების, გზის სავალი ნაწილისა და მიწის ვაკისის აღდგენის სამუშაოების პროექტი და ხარჯთაღრიცხვა – 2 273 180 ლარს; მთის ფერდების გამაგრებისა და ქვის ცვენის საწინააღმდეგო ბადეების მონტაჟი – 4 241 630 ლარს; ხოლო სარფის მონაკვეთზე ნაპირდამცავი ნაგებობის რეკონსტრუქციისა და ნაპირის [პლაჟის] აღდგენითი სამუშაოების ღირებულება –  8 223 050 ლარს.

 

მთლიანობაში, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოებისთვის, ამ ეტაპზე, პროექტით 58 758 920 ლარია გათვალისწინებული.

 

კვარიათი-სარფის გზა 3.10.2015

 

კომპანიის კაპიტალში, მთავრობის 2013 წლის გადაწყვეტილებით, თავიდან შეიტანეს 30 მილიონი ლარი. სამუშაოები კი 2014 წელს დაიწყო.

 

როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, „პროექტის მსვლელობისას გამოიკვეთა დამატებითი სამუშაოები ბადეების მონტაჟისას“ და პროექტი 100 ათასი ლარით გაძვირდა.

 

„საპროექტო მუშაობს გზის გაფართოებაზეც და რაღაც მონაკვეთზე ფართოვდება გზა. რაც შეეხება ლითონის ბადეს, ის იმუშავებს იმ მხრივ, რომ დაიცავს პირველადი ცვენისგან გზას – ანელებს ქვების ცვენას/ვარდნას და გზა გაცილებით უსაფრთხო ხდება. ზოგადად, ქვისა და ლოდის ზომასაც გააჩნია – თუ, დავუშვათ, დიდი ლოდი მოსკდა, ბადეც დაზიანდება,“ – ამბობს მიხეილ გიორგაძე.

 

2015 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით, სარფში ნაპირდამცავი ნაგებობის რეკონსტრუქციისა და პლაჟის აღდგენითი სამუშაოები არ განხორციელებულა და  ეს სამუშაოები, როგორც კომპანიაში გვითხრეს, ახლა დაიწყება.


კვარიათის სანაპირო, 3.10.2015

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, „საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე, დღე-ღამეში, საშუალოდ, 15 000 მანქანა მოძრაობს, შტორმული ტალღების ზემოქმედების შედეგად კი, გზის ქვედა ფერდი ირეცხება, რაც საფრთხეს უქმნის მის მდგრადობას, შესაბამისად – მასზე მოძრავ ტრანსპორტსა და მგზავრებსაც.

 

სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ასევე, გზის 932-მეტრიანი კლდოვანი ნაწილი, საიდანაც ინტენსიურად ცვივა ქვა. ციცაბო ფერდობებიდან ლოდები წელიწადის ყველა დროს ერთნაირი ინტენსივობით იყრება და ხშირია მგზავრების, მანქანებისა და ტვირთის დაზიანების შემთხვევები“. 

 

სამინისტროს ინფორმაციით, „ამ ნაწილში გზის უსაფრთხოება არა მხოლოდ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, საერთაშორისო შეთანხმებებითაც რეგულირდება. პროექტის მიხედვით, სანაპიროს მთელ სიგრძეზე შენდება 7,9 მეტრი სიმაღლისა და 3,3, მეტრი სისქის ქვანაყარი ბერმა და მაგრდება 10-ტონიანი 8500 ტეტრაპოდი“.

 

კომპანიის მონაცემებით, ადგილზე მიწოდებული და დასაწყობებულია 4 მ/კუბ მოცულობის – 1080, ხოლო 2 მ/კუბ მოცულობის – 175 ცალი ტეტრაპოდი.  სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის დასრულება 2015 წელს იგეგმებოდა.


კვარიათი-სარფის გზაზე, 3.10.2015



თარგამაძის განცხადება “ლავასოღლისგან” პოლიციელების ზეწოლაზე და შს სამინისტროს პასუხი

 

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს განვმარტოთ: 2015 წლის 5 სექტემბერს ქ.ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. დაზიანდა 2 ავტომანქანა, რომელთაგან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს მფლობელობაში იყო. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები განახორციელეს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა შსს-ს კუთვნილი ავტომანქანის მძღოლი ი. ანანიძე (როგორც შემთხვევის მონაწილეებმა განაცხადეს, საჭეს სწორედ აღნიშნული პირი მართავდა).

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის დასავლეთის რეგიონული განყოფილების უფროსი გამომძიებლის – ზ.ქედელიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა დისციპლინურ გადაცდომას. სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად (რაც გულისხმობს მოსამსახურისათვის შეუფერებელ ქმედებას, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს), 2015 წლის 2 ოქტომბრის ბრძანებით, ზ.ქედელიძე დათხოვნილ იქნა პოლიციის რიგებიდან. საყვედურის სახით დისციპლინური სახდელი დაეკისრათ პოლიციის თანამშრომლებს: შსს-ს კრიმინალური პოლიციის დასავლეთის რეგიონული განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ი.ანანიძეს და პატრულ-ინსპექტორ ბ.გოგიბერიძეს.

 

შსს კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აცხადებს, რომ ბათუმში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, გენერალური ინსპექციის რეაგირება იყო მყისიერი და ადეკვატური.შსს მოუწოდებს ცალკეული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ პირებს, სხვადასხვა მედიასაშუალებით ინფორმაციის გავრცელებამდე, გადაამოწმონ ფაქტები შესაბამის უწყებაში, რათა არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა დეზინფორმაციის გავრცელების გზით”.

 

გივი თარგამაძემ დღეს, 7 ოქტომბერს, ბრიფინგზე შემდეგი განაცხადა: “აჭარის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ტრეფიკინგის განყოფილების უფროსი ზვიად ქედელიძე რესტორნიდან სამსახურებრივი მანქანით ბრუნდებოდა. საჭესთან თვითონ იჯდა, თანაც არაფხიზელ მდგომარეობაში. მთვრალს საჭე გაექცა და დაეჯახა შემხვედრ მანქანას. სანამ პატრული მოვიდოდა, ბატონმა ზვიადმა თავისი თანამშრომელი ირაკლი ანანიძე გამოიძახა და საჭესთან დასვა, ხოლო დაზარალებულებს ავტომანქანის გაკეთებაზე შეუთანხმდა და ანანიძის ტელეფონი მისცა. ყველაფერმა თითქოს კარგად ჩაიარა – პატრული მოვიდა, აიღო ჩვენებები და წავიდა. თუმცა აქ ახალი პრობლემა წარმოიშვა – აღმოჩნდა, რომ დაზარალებულები ლავასოღლის „ბიჭები“ იყვნენ. რამდენიმე დღეში ანანიძესთან სატელეფონო ზარი გაისმა და აღმოჩნდა, რომ მეორე მხარეს მინდია გორაძე იყო, რომელმაც „ბავშვებისთვის“ ახალი მანქანა მოითხოვა. 

შედეგად მივიღეთ 90-იანი წლების პოლიციურ-კრიმინალური სამყაროს სიმბიოზი, რომელმაც უკვე გამოიღო ტრაგიკული შედეგი და კიდევ მოგვიტანს იმავე შედეგს, თუ არ მოხდება მკვეთრი რეაგირება და კრიმინალების თარეშის აღკვეთა“.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა”: გამოკითხულთა მხოლოდ 4% ფიქრობს, რომ საკრებულო მათ ინტერესებს გამოხატავს

მალხაზ ჭკადუა
მალხაზ ჭკადუა

“მსგავსი გამოკითხვა ორგანიზაციამ 2013 წელსაც ჩაატარა და წელს ეს შედეგები ნამდვილად არ არის სახარბიელო, პრაქტიკულად ყველა ნაწილში შემცირებულია ის მაჩვენებელები, რომლებიც 2013 წელს იყო. ყველაზე საგანგაშოდ რაც მიგვაჩნია, გახლავთ ის, რომ 2013 წლის გამოკითხულების 4-მა პროცენტმა განაცხადა, რომ საკრებულოს სხდომას ესწრებოდა, წელს კი მაჩვენებელი შემცირდა 2 პროცენტამდე” – განაცხადა მალხაზ ჭკადუამ.  

წინა კვლევის შედეგებისგან განსხვავებით, გაზრდილია იმ მოქალაქეთა რიცხვი, ვინც ადგილობრივი მთავრობის მუშაობის შესახებ ნაკლებად ინფორმირებულია – 2013 წელს ეს მაჩვენებელი გამოკითხულთა 20% იყო, წელს კი ეს მაჩვენებელი 3%-ით გაიზარდა. შემცირებულია იმ მოქალაქეთა რიცხვიც, ვისაც მიაჩნია, რომ გამგებელი/მერი სრულად გამოხატავს მათ ინტერესებს, თუმცა ამავდროულად შემცირებულია მათი რაოდენობაც, ვინც ფიქრობს, რომ მუნიციპალიტეტის მერი/გამგებელი ამომრჩევლის ინტერესებს საერთოდ არ გამოხატავს: 2013 წელს გამოკითხულთაგან 14%, წელს კი 12% ფიქრობს ასე.

 

კვლევის შედეგად გაუარესებულია საკრებულოებისადმი დამოკიდებულებაც. თუ 2013 წელს გამოკითხულთა 11% ფიქრობდა, რომ საკრებულო ამომრჩევლის ინტერესს სრულად გამოხატავდა, წელს ეს მაჩვენებელი 4%-ით შემცირდა. 


მოსახლეობის მხოლოდ 2% მიიჩნევს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის სპეციფიკას ძალიან კარგად იცნობს, რაც, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებით იმაზე მიუთითებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საზოგადოებასთან ურთიერთობას არასაკმარის დროს უთმობენ. 


ინფოგრაფიკა: transparency.ge
ინფოგრაფიკა: transparency.ge


“ეს გამოკითხვა გვაძლევს სურათს, რომ წლიდან წლამდე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დამოკიდებულება საკუთარი ამომრჩევლების მიმართ იკლებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გამოწვეულია ისეთი პრობლემებით, როგორიცაა: ნაკლები კომუნინაცია, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობა და მისდამი ანგარიშვალდებულების კლება წლიდან წლამდე,”  – ამბობს მალხაზ ჭკადუა. მისი თქმით, ერთადერთი, რაც სტაბილურია 2013 წლიდან დღემდე, ეს არის თვითმმართველობისადმი მოსახლეობის ნეიტრალური დამოკიდებულება. 







დამოკიდებულება არ უდრის დანაშაულს! – ახალი კამპანია საქართველოში

„- რა არის იმის მიზეზი, რომ ნარკოდამოკიდებულება საზოგადოების ლამის ყველა სფეროს ეხება, თუმცა დიდი ნაწილის მიერ აღიქმება კრიმინალად? რამდენად ეფექტური და შედეგების მომცემია ნარკოდამოკიდებულ პირთა დასჯა? რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში ნარკოდამოკიდებულთა რიცხვის შესამცირებლად?“ – ეს ის კითხვებია, რომლებზე პასუხების ძიება მთელი კამპანიის პერიოდში გაგრძელდება.

 

დღევანდელ პრეზენტაციის დამსწრე საზოგადოებას აჩვენებენ კამპანიის ფარგლებში დამზადებული ვიდეორგოლს, რომელშიც მონაწილეობენ დუტა სხირტლაძე, რუსუდან გოცირიძე, მერსი სულხანიშვილი და სხვა ცნობილი სახეები… – წერია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. ორგანიზატორებისთვის ბევრი საკამათო თემის მიუხედავად,  ერთი რამ ცხადია:  “დამოკიდებულება არ უდრის დანაშაულს“.

 

“ადამიანები არ უნდა ისჯებოდნენ იმის გამო, რომ არიან ავად, ნარკოდამოკიდებულება კი ისეთივე დაავადებაა, როგორც ნებისმიერი სხვა”, – მიაჩნია AFEW Ukraine-ს წარმომადგენელს, ანასტასია შებარდინას

 

კამპანია ხორციელდება საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია AIDS Foundation East West (AFEW – Ukraine) -ის მხარდაჭერით, პროექტის “Bridging The Gaps: Health and rights for key populations” ფარგლებში, ასევე ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან – “თანადგომასთან” და “ბემონთან” თანამაშრომლობით.

 

Exit mobile version