არჩილ ხაბაძე გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

 

 

 

საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების თანამშრომლობის შედეგად, საქართველოში  50-მდე დიდი ზომის ბავშვთა სახლი დაიხურა.  მთავრობის ინფორმაციით, რეფორმის ფარგლებში, ზრუნვის ალტერნატიული მომსახურება 5 000-მდე ბავშვს მიეწოდა, რომელთა ნაწილი დაბრუნდა საკუთარ ოჯახში, ნაწილი განთავსდა მინდობით აღზრდაში (რეგულარული, ნათესური ან სპეციალიზებული მინდობითი აღზრდა) ან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში.

 

„საქართველოში კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი კოჯრის ბავშვთა სახლი და თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი, სადაც ცხოვრობს მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის და განვითარების შეფერხების მქონე 78 ბავშვი. ჩვილ ბავშვთა სახლში იმყოფება 0-7 წლის ასაკის 54 ბავშვი, ხოლო კოჯრის ბავშვთა სახლში  6-18 წლის ასაკის – 24 ბავშვი.

 

შშმ ბავშვების კეთილდღეობის, მათი ინტერესების დაცვისა და ბავშვზე ზრუნვის სისტემის სრული რეფორმის უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია ალტერნატიული მომსახურების განვითარება და ოჯახის მხარდამჭერი სერვისების გაფართოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის. აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით იწყება შშმ ჩვილების და ბავშვებისთვის მცირე ზომის ალტერნატიული მომსახურების განვითარება და მათი სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა. ამ მიზნით, გაეროს ბავშვთა ფონდი მართავს შეხვედრებს ადგილობრივ მთვარობებთან,“ – ნათქვამია აჭარის მთავრობის განცხადებაში.

 

არჩილ ხაბაძესთან შეხვედრას  გაეროს ბავშვთა ფონდის ბავშვთა დაცვის პროგრამების ხელმძღვანელი, პიერ ფერრი და  გაეროს ბავშვთა ფონდის ბავშვთა დაცვისა და სოციალური კეთილდღეობის სპეციალისტი ჯაბა ნაჭყებია ესწრებოდნენ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს ყველა პროცესი გადაიდო

 

იუსტიციის სამინისტროში “ბათუმელებმა” რამდენიმე საათიანი ლოდინის მიუხედავად, ვერ გაარკვია თეა წულუკიანი რა თემაზე სასაუბროდ ხვდება მოსამართლეებს. 

ინციდენტი ნაციონალების ოფისთან ბათუმში და დაზიანებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

ნაციონალური მოძრაობის ოფისთან მიჭრილმა ქართული ოცნების მხარდამჭერებმა ოფისის აჭედის მიზნით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ლურსმანი ჩააჭედეს

დღევანდელი აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მერაბ ღოღობერიძემ დაახლოებით ერთი თვის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სახლს დაუშინა პომიდვრები. აქციები იმართებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების სახლებთანაც. საქართველოს ხელისუფლებას მსგავსი აქციების დაშვების გამო უცხოელმა პარტნიორებმა მიუთითეს. მაშინ ხელისუფლება იძულებული გახდა მერაბ ღოღობერიძე ადმინისტრაციული წესით დაესაჯა.

საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან იყო მობილიზებული

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან იყო მობილიზებული

გასულ კვირას თბილისში პლაკატების გაკვრის მოტივით, საპატრულო პოლიციამ დააკავა ტელეკომპანია “ტაბულას” დირექტორი და ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი. მოტივი: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ დროებით დამონტაჟებულ ღობეზე “გაზპრომის” საწინააღმდეგო პლაკატების გაკვრა.

ნაციონალური მოძრაობის ოფისის წარმომადგენლების თქმით, დღეს მერაბ ღოღობერიძე უზარმაზარი ლიურსმნებით შეიარაღებული შეიჭრა ნაციონალური მოძრაობის ოფისის ჰოლში და ლურსმნებით ცდილობდა ადამიანების დაზიანებას. დაზიანება არავის არ მიუღია.

საქართველოს პარლამენტის წევრის, ომარ მეგრელიძის თქმით, რომელიც ინციდენტის თვითმხილველია, საპატრულო პოლიციას მერაბ ღოღობერიძე და მისი თანამზრახველები არ დაუკავებია.

საპროტესტო აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ

 

ომარ მეგრელიძე და მერაბ ღოღობერიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ერთმანეთს

 

„ბოლო დღეებში გავრცელებულმა პატიმრების წამების ამსახველმა კადრებმა, კიდევ ერთხელ აჩვენა რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დამნაშავე პოლიტიკური ორგანიზაცია და ვითხოვთ რომ აიკრძალოს, რადგან  ისინი, ისევ ხელისუფლებაში დაბრუნებას გეგმავენ“-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ჯემალ დუაძე.

 

საქართველოს პარლამენტის წევრს ომარ მეგრელიძესა და აქციის მონაწილე მერაბ ღორობერიძეს შორის, სიტყვიერი შელაპარაკება გაიმართა. ისინი ერთმანეთს  უცენზურო სიტყვებითაც მიმართავდნენ.

 

„შენ რომ აქ ხარ, ესეც დანაშაულია, რადგან რუსეთის აგენტი ხარ და ეს არ არის ახალი ამბავი. ყველას მოწყინდი, წადი რა“- უთხრა ომარ მეგრელიძემ მერაბ ღოღობერიძეს.

 

„ახლა ისეთი უნდა წამოგარტყვას კაცმა,… პროვოკატორი ხარ“-  უპასუხა მერაბ ღოღობერიძემ  ომარ მეგრელიძეს.

 

 „პრობლემა აქვს ამ ხელისუფლებას და წადი იმას მიხედეთ“- განაცხადა ომარ მეგრელიძემ აქციის მონაწილეების მისამართით.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

 

 

„თავისუფალი თაობის“ წევრები  განმეორებითი აქციის ჩატარებას ხვალ, 4 საათზე აპირებენ.  

 

აქციის მონაწილეები

  

ორგანიზაცია „მოქალაქე“ კონკურსის „სტუდენტები თვითმმართველობებისთვის“ ახალ ეტაპს იწყებს

 

 

მაია მიმინოშვილი, ბიძინა ივანიშვილი


კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად და მასში ჩართვა 4-6 წევრისაგან შემდგარ სტუდენტურ გუნდებს შეუძლიათ. 

კონკურსის პირველი, შესარჩევი ეტაპი, რეგისტრაციის გავლასთან ერთად, სიმულაციური დავალების შესრულებას გულისხმობს. გუნდების შექმნის, რეგისტრაციის გავლისა და დავალების შესრულებისათვის სტუდენტებს დრო 10 ნოემბრის ჩათვლით ექნებათ.


გამოცდებისა და შეფასების ცენტრის ინფორმაციით, პროექტის მიზანია ახალგაზრდების ჩართვა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში, ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერება, თვითმმართველობის იდეის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში; საზოგადოებრივ პროცესებში სტუდენტების თანამონაწილეობის მნიშვნელობის გაზრდა და მოქალაქეობრივი მოვალეობებისა თუ როლის გაცნობიერების ხელშეწყობა; თვითმმართველობის საკითხებში ახალგაზრდა პროფესიონალების მომზადებისა და ჩართულობის ხელშეწყობით ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების მხარდაჭერა.


ამ მიზნის მისაღწევად პროექტით გათვალისწინებულია:

სტუდენტების მიერ მუნიციპალიტეტების საჭიროებების შესწავლა/ანალიზი, მუნიციპალიტეტების განვითარების გეგმისა და ადგილობრივი ბიუჯეტის ალტერნატიული პროექტების შემუშავება.  სტუდენტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, თვითმმართველობის არსის და ადგილობრივი საბიუჯეტო პროცესის გაცნობა.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:


პირველი – შესარჩევი ეტაპი, რომლის მიზანია საკონკურსო გუნდების ფორმირება და შერჩევა;


ყველა გუნდი, რომელიც წარმატებით გადალახავს შესარჩევ ეტაპს, მონაწილეობას მიიღებს მეორე და მესამე ტურში და იმუშავებს კონკრეტული მუნიციპალიტეტის საჭიროებების შესწავლა/ანალიზსა და ამავე მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვის (გეგმის) შემუშავებაზე, საბიუჯეტო დაგეგმვაზე.


მეორე და მესამე ტურის მონაწილეებისათვის უშუალოდ მათ რეგიონებში ჩატარდება სპეციალური ტრენინგები თვითმმართველობის არსის, ასევე, კვლევის მეთოდების შესახებ, რომლებიც დაეხმარება გუნდებს ამ ეტაპებზე გათვალისწინებული დოკუმენტების მომზადებაში.


მეორე ტურისათვის რეალური მუნიციპალიტეტების შერჩევისას შეძლებისდაგვარად იქნება გათვალისწინებული გუნდის სურვილი.

მეორე ეტაპი კონკრეტულ მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების კვლევასა და ანალიტიკური დოკუმენტის მომზადებაზეა ფოკუსირებული. გუნდებმა კონკრეტულ მუნიციპალიტეტში არსებული ვითარების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე უნდა მოამზადონ ანალიტიკური დოკუმენტი “მუნიციპალიტეტის პრობლემები და საჭიროებები”;

მეორე ეტაპი შედგება ორი ნაწილისგან: პირველი ნაწილი ითვალისწინებს სტუდენტთა გუნდების მიერ საპროექტო წინადადების მომზადებასა და წარდგენას (საპროექტო წინადადებაში აღწერილი იქნება ანალიტიკური დოკუმენტის მომზადებისათვის საჭირო აქტივობები, კვლევის/შეფასების მეთოდოლოგია, ბიუჯეტი და სხვ.); პირველი ნაწილის შემდეგ გუნდები იღებენ უკუკავშირს (კომისიის მოსაზრებას, შენიშვნას, რეკომენდაციას). მეორე ნაწილი კი კონკრეტულ მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების კვლევასა და ანალიტიკური დოკუმენტის მომზადებაზე, არსებული ბიუჯეტის ანალიზზეა ფოკუსირებული.


მესამე ეტაპი გულისხმობს კონცეპტუალური დოკუმენტის მომზადებას – “მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა”. დოკუმენტში ასახული უნდა იყოს გამოვლენილი პრობლემების დაძლევის გზები, მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა და მომდევნო წლის ბიუჯეტი.

კონკურსი “სტუდენტები თვითმმართველობისათვის” უკვე მეორედ ჩატარდება. პირველად მსურველთა რეგისტრაცია 2014 წლის ოქტომბერში გამოცხადდა და მასში საქართველოს ყველა საუნივერსიტეტო ქალაქი ჩაერთო. საბოლოოდ 10 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. გამარჯვებული გუნდები იღებენ მონაწილეობას სასწავლო ტურში, რომელიც გერმანიასა და პოლონეთში იმართება და თვითმმართველობის საკითხებს ეძღვნება.



ყველაზე წარმატებული გუნდებისათვის ორგანიზაცია “მოქალაქე” სასწავლო ტურს მოაწყობს განვითარებული თვითმმართველობის მქონე რომელიმე ევროპულ ქვეყანაში.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არჩილ ხაბაძის ნათესავების შესახებ

რეზო ხარაზი

„თუ ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჰყავს საყვარელი დეიდაშვილი უჩა, ბატონ არჩილ ხაბაძეს ჰყავს საყვარელი დეიდაშვილი რაული. END-ის კვლევების მიხედვით, მოსახლეობის 64 პროცენტი ფიქრობს, რომ დაუსაქმებელია, არჩილ ხაბაძე კი მხოლოდ საკუთარი ნათესავების დასაქმებით არის დაკავებული. ეს ადამიანი, რაულ ჩელებაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ყველაფერს აკონტროლებს“, – აცხადებს რეზო ხარაზი.    

„ბათუმელების“ კითხვაზე, რაში გამოიხატება რაულ ჩელებაძის მხრიდან „ყველაფრის კონტროლი“, რეზო ხარაზი ამბობს:

„დასანიშნია ვინმე თუ გასათავისუფლებელია, ყველაფერს ის აგვარებს. როცა კონკურსები იყო გამოცხადებული საკრებულოში და გამგეობაში, რაულ ჩელებაძემ, არჩილ ხაბაძის მეგობართან ირაკლი ცეცხლაძესთან ერთად, ჩაიტანა დოკუმენტაცია არჩილ ხაბაძესთან და დეტალურად გაიარეს თუ ვინ უნდა დარჩენილიყო საკრებულოს და გამგეობის სამსახურებში და ვინ არა. ირაკლი ცეცხლაძე გამგებლის პირველ მოადგილედ დანიშნეს ქობულეთში, მისი მეუღლე კი აჭარის მთავრობაში საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსად მუშაობს.  რამდენიმე კვირის წინ კი  რაულ ჩელებაძე დანიშნეს თანამდებობაზე, სადაც  მასზე კომპეტენტური ადამიანი,  ვაჟა ჯინჭარაძე მუშაობდა.  როგორც ვიცი, ჯინჭარაძე ნაგავსაყარზე მთავარ სპეციალისტად  გადაიყვანეს”.

რეზო ხარაზი აქვე იმასაც დასძენს, რომ  “რაულ ჩელებაძეს  აქამდე არსად უმუშავია და არც ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება აქვს”, თუმცა იქვე აზუსტებს, რომ “რაულ ჩელებაძის განათლების  შესახებ ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს“.  

ბრიფინგზე მან არჩილ ხაბაძის კიდევ ორ ნათესავზე ისაუბრა:

„ხაბაძის დეიდა ეთერ ჩელებაძე 2014 წელს დაინიშნა  საბავშვო ბაღის დირექტორად სოფელ კვირიკეში და ჩემი ინფორმაციით, არც მას ჰქონდა მსგავს დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება. ხაბაძის დეიდაშვილი ნატო ჩელებაძე კი  ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო ცენტრის თანამშრომელი იყო, შემდეგ კი დირექტორად დანიშნეს“. 

ბრიტანელი რეჟისორი ბათუმის თეატრში „ზამთრის ზღაპარზე“ მუშაობს

 ტარეკ ისკანდერი დასთან მუშაობის დროს/ფოტო:ლელა დუმბაძე

ერთობლივი პროდუქცია გათვლილია თეატრში ახალგაზრდების მოზიდვასა და მათი თეატრისადმი ინტერესის გაზრდაზე.

ერთობლივი სპექტაკლის ,,ზამთრის ზღაპარი“  პრემიერა ,,ახალ სცენაზე“  20 ნოემბრისთვის იგეგმება.

ტარეკ ისკანდერი  იყო ჰეკნიში თეატრ „იარდის’“ (Yard) ერთ-ერთი დამფუძნებელი და ასოცირებული რეჟისორი. იქამდე ლონდონის ნაციონალური თეატრის სტუდიაში როგორც რეჟისორმა  გაიარა რეზიდენტურა. ნაციონალურ თეატრში ასევე ასრულებდა  რეჟისორის მოვალეობას.ის არის ავტორი და რეჟისორი პიესებისა  Shiver; Qudz; Accidental Death of an Anarchist;  Midnight When Trumpets Cry; Human Remains.

მისი სპექტაკლები The Recognition of Sakuntalaდა Macbethავტორიტეტულმა  ბრიტანულმა თეატრალურმა გაზეთმა „ტაიმ აუტმა“ კრიტიკოსთა რჩეულებად დაასახელა.  ბოლო პერიოდში მისმა  ბირმინგემის საოპერო კომპანიაში დადგმულმა სპექტაკლმა  Ice Break, უდიდესი აღიარება მოიპოვა.

„ტარეკ ისკანდერი  მუშაობს როგორც ახალ დრამატურგიაში, ასევე კლასიკურ ტექსტებზე. ბოლო ხანებში დაინტერესებულია,„ექსპერიმენტული’“ მულტი-მედიური ტიპის სპექტაკლებით“- ნათქვამია განათლებისა და კულტურის სამინისტროს განცხადებაში. 

„ახალი სცენა“: ფოტო/ლელა დუმბაძე

 

 

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 12 პირი დააკავეს

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ“- ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

 

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა სამინისტრო

მოქალაქეები რომლებიც ნარჩენებეს არ დაახარისხებენ დაჯარიმდებიან

შეხვედრა ქალაქ გოლდენის დელეგაციასთან ნარჩენების მართვის საკითხებზე

„როგორც ვიცით, ცეცხლაურში იხსნება ახალი ნაგავსაყრელი სადაც მოხდება დამხარისხებელი ან მეორადი გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა. უცხოელები გვეხმარებიან იმაში თუ როგორ წარვმართოთ პირველ ეტაპზე საზოჰადოებასთან მუშაობა, რომ მოსახლეობამ ადგილზე მოახდინოს ნარჩენების დახარისხება.  ამისთვის მოსახლეობასთან მუშაობაა აუცილებელი, საინფორმაციო, წამახალისებელი  კამპანია უნდა ვაწარმოოთ, შესაძლებელია  სანაგვე ურნებთან დამოტაჟდეს ვიდეოთვალებიც,  პრობლემის მოსაგვარებლად შემოღებული იქნება საკანონმდებლო რეგულაციებიც   და ამოქმედდება ჯარიმები იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ნარჩენებს არ დაახარისხებენ“- აცხადებს მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე,  ტიტე აროშიძე.

შეხვედრაზე განიხილეს გადამამუშავებელ კომპანიებთან თანამშრომლობის მოდელებიც.

„კომისია იმიტომ ჩამოყალიბდა რომ იმსჯელოს დეტალებზე, თუ რა გზით უნდა წავიდეთ.  ამაში გვეხმარება გოლდენის დელეგაცია. ამერიკაში არსებულ ნაგავსაყრელებზე მოხდა სტადიონების აშენება, მწვანე მინდრების გაკეთება და ა.შ გონიოს ნაგავსაყრელზე  რთულია მსგავსი რამის გაკეთება, რადგან იქედან ამოსული მეთანი საზიანოა გარემოსთვის.  ამიტომ ჯერ საუბარია იმაზე, რა გავაკეთოთ. საუბარია იმაზე რომ ჯერ მეთანის ამოქაჩვა მოხდეს და შემდეგ გამწვანება გაკეტდეს, არის მეორე ვერსიაც რომ მოხდეს სპირალების ჩადგმა, რომელიც ენერგიად გარდაიქმნება და ამ ენერგიების გამოყენება მოხდეს. ასე რომ ჯერ საბოლოოდ ვერსიაზე  ჩამოყალიბებული არ ვართ“.

ტიტე აროშიძის თქმით, 2016 წლის გაზაფხულისთვის მერიას ექნება   დასრულებული სამოქმედო გეგმა და  ცეცხლაურში  ამოქმედდება ნარჩენების მიმღები პოლიგონი.

ნარჩენების მართვის საკითხევზე   შეხვედრა  ოთხდღეს გაგრძელდება.

შეხვედრას ამერიკული მხარიდან ესწრებოდნენ გოლდენის მუნიციპალიტეტრის საჯარო სამსახურის დეპარტამენტის წარმომადგენლები დან ჰარტმენი, ანა ბეიერლი და ტერეზა ვორშენი. შეხვედრაზე ასევე მოწვეულნი იყვნენ USAID –ის წარმომადგენელი ნინო ქუმსიშვილი და ნარჩენების მართვის ტექნოლოგიების რეგიონული პროგრამის  ხელმძღვანელი ვილიამ ალტაუსი.

ბათუმის საკრებულოს ახალი წევრი ეყოლება

 

ხვალ რიგგარეშე სხდომაზე მის ნაცვლად ამავე პარტიის წარმომადგენლის ფრიდონ ბრეგვაძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ საკითხს უყრიან კენჭს.

 

სხდომა ბათუმის საკრებულოში
სხდომა ბათუმის საკრებულოში

ბათუმის პორტი საკრუიზო ხომალდმა „Prinsendam”-მა დატოვა [ფოტო + ვიდეო]

ხომალდი ჰოლანდიურ-ამერიკულ საკრუიზო ხაზს ეკუთვნის. ტრაპიზონიდან შემოსულ ლაინერზე ეკიპაჟის წევრებიანად 1200-მდე მგზავრია, მათ შორის 850-მდე ტურისტი.

ბათუმი აქ და ახლა

წვიმა ბათუმში კარგ ამინდად მიიჩნევა და, ყველაზე მოულოდნელად მოსულიც კი, ჩვეულებრივი ამბავია. იმას რა სჯობს, ამ დროს ბათუმურ კაფეებს რომ შეაფარებ თავს, მყუდრო და დაცული გარემოდან უყურებ, როგორ სველდება გარეთ ქუჩა, მანქანები, შენობები, ხალხი.

ჩემთვის კაფეების კატეგორიაც კი არსებობს ასეთი მომენტებისთვის. თუ წვიმამ აბაშიძის ქუჩაზე მოგისწროთ, „პრივეტ იზ ბატუმაში“ შეირბინეთ. აქ დაგხვდებათ ბათუმური გარემო, კედლებზე ჩამოკიდებული ისტორიული ფოტოებით, კარგი მუსიკით, გემრიელი ყავა-ნამცხვრებით და მთელ სიგრძეზე ჩაყოლებული გამჭვირვალე ფარდაჩამოფარებული ფანჯრებით.
ასეთ დროს კაფე „რენიც“ გამოგადგებათ თავისი პარიზულ-ბათუმური რომანტიკით, გემრიელი სამზარეულოთი, ცოცხალი მუსიკით, წვიმის გადაღების შემდეგაც რომ დაგიტოვებთ დარჩენის სურვილს.

წვიმაშიც და მზეშიც იარეთ „გარდენსში“. ეს არის, როგორც ღია, ასევე დახურული სტილის არტკაფე, რომლის „წიგნიერი“ გარემო ნამდვილად არ დაგტოვებთ გულგრილს. შემოიკრიბეთ მეგობრები ლამაზსუფრიანი მრგვალი მაგიდის ირგვლივ. ბარის თავზე რეტროსპექტივას უჩვენებენ და ამ დროს თითქოს კაფეშიც დააბიჯებს 20-იანების სტილში გამოწყობილი ხალხი.
ჰო, არტკაფეზე კიდევ „ფანფანი“ გამახსენდა, ბულვართან, უნივერსიტეტის მიჯნაზე, გარე სამყაროსგან ჯადოსნური ლურჯი კარით გამოყოფილი ადგილი. აქ ყავის დალევა ერთი სიამოვნებაა. კაფე გიმასპინძლებთ თბილ სეზონზე ქუჩაში გაშლილი მაგიდებით, რომლებსაც, გვერდით რომ ჩაუვლით, უყურადღებოდ ვერ დატოვებთ.

თუ თავს მარტო იგრძნობთ და კათხა ლუდზე ახალი მეგობრების გაჩენის და მათთან საუბრის სურვილი გაგიჩნდებათ, ევროპის მოედნის ერთ კუთხეში მოწყობილ „ვინილ ბარს“ ეწვიეთ. ეს ადგილი სახელს ამართლებს. შიგნით, სულ პატარა სივრცეში, ლამაზად მოხატული ვინილებია აკრული კედლებზე, იქვეა ჯიმი ჰენდრიქსის უმაგრესი პოსტერიც, XXს-ის 60-იანების სტილის ამ ბარში ნამდვილად არ მოიწყენთ, საინტერესოდ მოსაუბრე ხალხსაც გაიცნობთ და გემოვნებიან მუსიკასაც მოისმენთ.

თუ საღამოს უფრო აქტიურად და სახალისოდ გატარებას ისურვებთ, მაშინ ახალგახსნილი ბარი „თემა“ თქვენთვისაა. როგორც დამაარსებლები ამბობენ, ეს ის ადგილია, სადაც მიხვალ, დალევ, გაერთობი, შეკრებილ საზოგადოებას გაიცნობ და თვითონაც მოგეცემა წარდგომის საშუალება. აქ 100%-იანი თავისუფლებაა, ეწყობა კარაოკე საღამოები, უქმე დღეებში კი განსაკუთრებული ამბები ხდება, თავისი სკეჩებითა და მონოლოგებით. ფასებიც სრულიად მისაღებია და წვეულებაც გვიან ღამემდე გრძელდება.

კიდევ ერთი უსაყვარლესი პატარა კაფეა აბაშიძის დასაწყისში, „Chocolate and Coffee Room“ ჰქვია, რომელიც ახალგაზრდა, სასიამოვნო წყვილს ეკუთვნის. აქ შევლა მხოლოდ უგემრიელესი და გარეგნულადაც მშვენიერი ქაფქეიქების დასაგემოვნებლადაც ღირს. ასევე, აქ შეგიძლია, ერთ კუთხეში მსხდომ მეპატრონეებს დაეხმარო ლამაზი ნივთების გაკეთებაში, რომლებიც შემდეგ კაფეს ინტერიერს დაამშვენებს.

„წიგნები ბათუმში“ არის ის არაჩვეულებრივი ადგილი, სადაც შეგიძლიათ, წიგნები იკითხოთ, ყავა დალიოთ, მერე „იჭორაოთ“ წაკითხულზე მაღაზიის პერსონალთან და დამაარსებლებთან ერთად. წელს სასიამოვნო სიახლეებსაც გვპირდებიან, ასე რომ, თუ აბაშიძის 60 ნომერთან მოხვდით, აუცილებლად შეიარეთ ბათუმურ წიგნებში, ეგებ სელფის გადაღებაც მოგინდეთ გარემოხატულობის ფონზე, სადაც შეიძლება, თქვენი საყვარელი წიგნის პოსტერები და პერსონაჟები აღმოაჩინოთ.

ბათუმის სულის უკეთ შესაგრძნობად აუცილებლად გაიარეთ ქუთაისის ქუჩაზე, მეჩეთის მიმდებარედ. აქ უმეტესად მუსლიმი თანაქალაქელები იკრიბებიან, სალოცავად ემზადებიან, ან, მეჩეთიდან უკვე გამოსულები, საუბრობენ ქუჩის კუთხეებში. აქვეა ბევრი თურქული ღია და დახურული კაფე, სადაც შეგიძლიათ თურქული კერძები დააგემოვნოთ. მათ შორისაა კაფე „ლივა“. თუ ტკბილეული გიყვართ, გირჩევთ, აქ მიირთვათ თურქული ბაქლავა და ჩაი. ამ უკანასკნელს პატარა შუშის ჭიქით მოგართმევენ. მსუყე და ტკბილ ბაქლავას შესანიშნავად ანეიტრალებს მაგარი, მომწკლარტო ჩაი.

არ დაგეზაროთ და მეჩეთში შესასვლელს ჩაუარეთ, მშვენიერი სანახავია ლურჯ-ყავისფერ-ყვითელი ფერებით მოხატული წინკარი. საერთო ჯამში, ეს ქუჩა ბათუმის ისტორიის ნაწილია, სადაც კარგად ჩანს წარსულში განვითარებული მოვლენები, რომლებმაც აშკარა კვალი დაატყო, როგორც ქალაქს, ისე მოქალაქეებსაც.

მერე პიაცისკენ გაუყევით. თუ კარგი ამინდია, ზედ მოედანზე გაშლილ მაგიდებს მიუსხედით. აქ არის კაფე-რესტორნები: „La Brioche“, „Quite Woman Pub“, „Piazza Batumi“ და სხვები. საღამოობით მოედანზე ჯაზბენდები უკრავენ, ზაფხულობით კი უფრო ფართომასშტაბიანი კონცერტები იმართება. აქ მოწყობილ სცენაზე გამოსულან ისეთი მუსიკოსები, როგორებიც არიან: სტინგი და კრის ბოტი.

ახლა კი თავს ნებას მივცემ და ჩემი ერთი ტრადიციის შესახებ მოგიყვებით. დავიწყებ იმით, რომ ბათუმის შემოსასვლელში, პორტთან ახლოს არის კაფე „სანაპირო“. ეს არის ნაპირზე დაშენებული პლატო, რომელზეც კაფეა გამართული. მე ვეძახი „ერთ ნაბიჯს ზღვამდე“. ამ კაფეში ერთი მარშრუტით დავდივარ ხოლმე – პიაციდან ხულოს ქუჩაზე ვუხვევ, სადაც სომეხ წყვილს არაჩვეულებრივი მაღაზია აქვს. აქ შეიძენთ გემრიელ ჩირებს, ცუკატებს, ტკბილეულს და, რაც მთავარია, ირისს. ძირითადად ორ ხაზად შეხვეულ რამდენიმე კუბიკს ვყიდულობ, მერე პირჩამტკბარი მივდივარ სანაპიროსკენ. აქ საფირმო, ქვიშაზე მოდუღებული ყავა სულ რაღაც 55 თეთრი ღირს. შეგიძლია დაჯდე ჯებირებთან, სადაც ზღვა სულაც არ მთავრდება და დააკვირდე, როგორ მანევრირებენ გემები პორტში, როგორ დასჭყივიან თოლიები ანძებს და როგორი მდუმარებით ელოდებიან მეთევზეები ანკესზე თევზის წამოგებას. შეგიძლიათ, თვალები დახუჭოთ და იფიქროთ, რომ ახლა სწორედ იქ ხართ, სადაც დაბერებას ისურვებდით.

ჰო, ასეთი ქალაქია ბათუმი, „თუ შეგიყვარა, სულსაც გაატან“. აქ ყველანაირი გასართობის გარეშეც შეგიძლია იპოვო ბედნიერება, აი, ისეთი, იმ მომენტშიც რომ გრძნობ კარგად ყოფნას.

იმედი მაქვს, ზემოთ ჩამოთვლილთა შორის აღმოაჩენთ თქვენს ფავორიტ ადგილებს (თუ ეს უკვე არ მომხდარა) და კიდევ უფრო შეიყვარებთ ბათუმს. ეს ქალაქი ნამდვილად იმსახურებს, რომ ბევრი მასზე შეყვარებული ადამიანი დააბიჯებდეს მის ქუჩებში.

საცდელი ”ელექტროსკამი” ბათუმში

 

 

ვის ეკუთვნის ამ, ე.წ. ელექტროსკამის დამონტაჟების იდეა, ვინ არის მისი ავტორი, სად დამზადდა და სხვა დეტალების შესახებ მერიაში ინფორმაცია ვერ მოგვაწოდეს. ინფორმაცია არც ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურში ჰქონდათ.

 

 

თამაზ ბაკურიძე: მე არ ვეხები ამ კადრების გავრცელებას, მე მაინტერესებს ვინ ჩაიდინა და თუ არის ის დასჯილი დღეს

„აქ შეკრების მიზეზი გახდა წამების ამსახველი ის კადრები, რაც ახლახან გავრცელდა, შევიკრიბეთ რათა არ გაგრძელდეს და არ განმეორდეს ის წამება, რაც ციხეებში ხდებოდა. ჩვენ ყველა ერთად გავერთიანდებით და ნაციონალურ მოძრაობას მოვთხოვთ პასუხს იმაზე – რაც უნდა გაეკეთებინა და ვერ გააკეთა. ასევე დღევანდელ ხელისუფლებას მოვთხოვთ პასუხს იმაზე თუ, რატომ არ სთხოვენ მათ პასუხს? სწორედ ამის გამო არ ხდება სამართლიანობის აღდგენა. ჩვენ დავიწყებთ საერთო სახალხო მოძრაობას აჭარაში, სამართლიანობის აღდგენის მიზნით. ეს შეეხება ყოფილ პატიმრებს, მოქმედ პატიმრებს, ეს შეეხება იპოთეკით დაზარალებულებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს სამართლიანობის აღდგენის მოლოდინშია.

მე არ ვეხები ამ კადრების გავრცელებას, მე მაინტერესებს ვინ ჩაიდინა და თუ არის ის დასჯილი დღეს. მე მაინტერესებს ის ხალხი, ვინც ამას წლების განმავლობაში ჩადიოდა და ალბათ დღესაც ჩადიან, არიან თუ არა დასჯილი. სავარაუდოდ, არ არიან, იმიტომ, რომ ის პროკურორები და მოსამართლეები, ის ძალოვნები, რომლებიც ამას სჩადიოდნენ – დააწინაურეს.

ვაპროტესტებთ და გავაპროტესტებთ მანამ, სანამ თითოეული ადამიანის მიმართ სამართლიანობა არ აღდგება” – ამბობს თამაზ ბაკურიძე.

„შევიკრიბეთ ნაციონალური მოძრაობის ოფისთან, რათა მოვუწოდოთ ხელისუფლებას, დამნაშავე რეჟიმი, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გასამართლდეს. კიდევ ერთხელ შევახსენებთ ხელისუფლებას, რომ მოდის – 8 ნოემბერი, როცა 2007 წელს მოხდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბევა. დღემდე უნდა ყოფილიყო გამოძიებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნების მიერ მიღებული ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც მოჰყვა ქვეყანაში, მათ შორის აჭარაშიც დარბევები. თუ ხელისუფლება ვერ აღადგენს სამართლიანობას,  რასაც საზოგადოებას დაგვპირდა, ამისთვის ვართ მოქალაქეები და ჩვენ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას წინა და ახლანდელ ხელისუფლებასთან მიიმართებაში” – ამბობს მერაბ ღოღობერიძე.

Jpeg
Jpeg

 

ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრს გიორგი კეკელიძემ საჩუქრად წიგნები გადასცა

 

„სამკითხველო დარბაზის გახსნა მინდოდა, შევეხმიანე გიორგი კეკელიძეს და ბიბლიოთეკის გახსნის იდეა გავაცანი, იდეა მოიწონა და საჩუქრად წიგნები გადმოგვცა, პირველ ეტაპზე ბიბლიოთეკა 200-მდე წიგნადი ფონდით შეივსო, ვფიქრობთ სამომავლოდ ბიბლიოთეკა გაფართოვდება, ნებისმიერს შეუძლია მოვიდეს ჩვენთან და არსებული ლიტერატურით ისარგებლოს, არის, როგორც პატარებისთვის განკუთვნილი სპეციალური ლიტერატურა, ასევე მოზრდილებისთვის და დიდებისთვის: პოეზია, პროზა, სათავგადასავლო, გვაქვს რუსულენოვანი საკითხავი ლიტერატურა, არსებული წიგნადი ფონდის შემადგენლობა არის როგრც ძველი გამოცემების, ასევე თანამედროვე და ახალიც, ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ როგორც ადგილობრივ გამგეობასთან, ასევე რესურსცენტრთან, რესურსცენტრის ხელმძღვანელის იდეაა სამკითხველო დარბაზში ამერიკული კუთხე მოეწყოს“- აცხადებს დავით ანანიძე. 

სამკითხველო დარბაზი წიგნებთან ერთად კომპიუტერებითა და ინტერნეტით აღიჭურვა. 

„ზრდასრულთა განათლების ცენტრი“ ქედაში არასამთავრობო ორგანიზაცია DVV International -ის პროექტის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინსტიტუტმა 2015 წლის გაზაფხულზე გახსნა, მსურველებს ცენტრში კომპიუტერის გამართვის, საოფისე პროგრამებს, ხელსაქმისა და სუვენირების დამზადებას ასწავლიან.

 

წიგნების გადაცემის პროცესი

 

ფოტოს ავტორი: მადონა ფალავანდიშვილი

ფოტორეპორტაჟი ხულოდან

წყალსაცავის მშენებლობა დიდაჭარის ხიდთან

თაგოს მთის ხედი ხულოდან

რიყეთის ხედი ჯვარიკეთიდან

ჯვარიქეთის ტყე

დეპუტატი: ჩვენი მიზანი არ არის ჩიხში შევიდეს უმაღლესი საბჭო

 

 

უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენები განსჯის საგანი ბევრჯერ გახდა, თუნდაც ჯემალ ფუტკარაძის არჩევის საკითხი, არასამთავრობო ორგანიზაციებმა კონსტიტუციის არცოდნაში დაგადანაშაულათ – თუ ასე არ იყო, დროზე რატომ არ მიუთითა ოპოზიციამ ხარვეზის გასწორებაზე?

ორი მაღალი თანამდებობის პირი გადავაყენეთ. საფინანსო კომისიის თავდმჯდომარე და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. შემდგომ მოვლენები ისე განვითარდა, რომ ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ჯემალ ფუტკარძე ავირჩიეთ, თუმცა ამან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და განსჯის საგნადაც კი იქცა, იქედან გამომდინარე, რომ ექსპერტები, კონსტიტუციონალისტები აფიქსირებდნენ ერთმანეთისგან განსხვავებულ პოზიციას. რეალურად აღმოჩნდა, რომ გარკვეული საკანონმდებლო კაზუსების წინაშეც ვიდექით. ერთი რამ არის აქ საგულისხმო, არჩევის შემდეგ უმაღლესი საბჭოს იმ მწევრებს, რომლებიც არჩევით ფორმატს ედავებოდნენ, ეს არ გაუსაჩივრებიათ. სიღრმეებში არ წავალ, მაგრამ ფაქტი სახეზეა, დღეის მდგომრეობით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი ვაკანტურია, ბატონმა ჯემალმა უარი თქვა ამ თანამდებობაზე და დღის წესრიგში დგას ახალი კანდიდატურის არჩევის საკითხი.

 

კითხვას დავუბრუნდები, როგორც ვიცით შეიცვალა ის ჩანაწერო რამაც ჯემალ ფუტკარაძის არჩევასთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა. ასეა ხომ?

საუბარი იყო რეგისტრირებული დეპუტატების რაოდენობაზე და კენჭისყრაზე მონაწილე დეპუტატების რაოდენობაზე. ჩანაწერი გასწორდა და დღეს უკვე შეიძლება უმაღლესი საბჭოს 11 წევრის რეგისტრაციის შედეგად მოხდეს უმაღლესი საბჭოს მოადგილის არჩევა.

 

უკვე დააფიქსირეთ რომ მხარს დაუჭერთ სულხან ღლონტის კანდიდატურას მოადგილის თანამდებობაზე?

გადაწყვეტილების საბოლოო ვერსია არ გაგვჟღერებია, თუმცა ერთდერთი, რასც ჩემი კოლეგები აღნიშნავენ და მეც ვეთანხმები, ჩვენთვის, როგორც ოპოზიციური პარტიისთვის, რომელიც უარს აცხადებს თანამდებობაზე თავისი კანდიდატურის წარდგენაზე და ჩვენ განვაცხადეთ კიდეც, რომ თანამდებობებისთვის არ ვიბრძვით, მნიშვნელოვანი იქნება, რომ ამ თანამდებობაზე ვიხილოთ ოპოზიციონერი.

 

ხომ არ მოხდება ისე, რომ თვისუფალი დემოკრატები და ნაციონალური მოძრაობა მომავალში რაღაც საკითხებში უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ?

თუ გადავხედავთ უმაღლესი საბჭოს გადაწყევტილებებს, არის მთელი რიგი საკითხები, სადაც თემატური თანხმობა არა მარტო ოპოზიციურ პარტიებს შორის, არამედ სახელისუფლებო გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს შორისაც არის. მე ცალსახად ამ თანამშრომლობის პერსპექტვების შესახებ არ ვისაუბრებდი ამ ეტაპზე, ვფიქრობ, რომ თემატური თანამშრომლობა და თანხმობა შეიძლება ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან.

 

სხდომაზე ცხადდებით და არ რეგისტრირდებით, რა მიზეზითაც მერამდენე სხდომა ჩაიშალა უკვე. ხომ არ შეიყვანს ეს ჩიხში უმაღლესი საბჭოს მუშაობას?

ორი სხდომა ჩაიშალა. ამის მთავარი მიზეზი გახლავთ მთავრობის თავმჯდომარის გამოუცხადებლობა სხდომაზე. მთავრობის თავმჯდომარე მოწვეული იქნა უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ანგარიშით, თუმცა იგი არ მოვიდა, მისი მხრიდან იყო საუბარი, რომ იგი არ მოვიდოდა ნაციონალური მოძრაობის მოწვევაზე, თუმცა მოწვევის შესახებ გადაწყვეტლება უმაღლესი საბჭოს სხდომაზე იქნა მიღებული და ამ გადაწყვეტლების მიღებაში მონაწილეობა მიიღო არამარტო ნაციონალურმა მოძრაობამ, არამედ სხვა ოპოციურმა პარტიებმა თუ დამოუკიდებელმა დეპუტატებმა. ასევე ქართული ოცნების წარმომადგენლებმაც, ჩემმა კოლეგამ, პეტრე ზამბახიძემ გასაჯაროვა კიდეც სხდომის კენჭისყრის ამსახველი ოქმი, სადაც ეს ყველაფერი შავით თეთრზე წერია, ამიტომ კონსტიტუციური უფლებაა მისი [არჩილ ხაბაძის] მაკონტროლებელ ორგანოში გამოცხადდეს. ალბათ ყველა პოლიტიკოსმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ერთი ვიწრო პოლიტიკური დაჯგუფების, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი და ხელმძღვანელი არ არის, ის არის რეგიონში ხელმძღვანელი პირი და ანგარიშვალდებულია ყველა პოლიტიკური სიმპათიის მქონე ამომრჩევლის წინაშე.

 

ვთქვათ, ისევ არ მოვიდა, შეიძლება კიდევ ჩაიშალოს სხდომა?

ის ამბობს, რომ ოქტომბერში გააკეთებს რამდენიმე საჯარო ანგარიშს, თუმცა ჩვენ მას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ მისი მოვალეობაა ანგარიში წარუდგინოს საკანონმდებლო ორგანოს, რომლის მთავარი ფუნქციაა მთავრობის კონტროლი.
ჩვენ მისი მოწვევის წერილი წარდგენილი გაქვს, რამდენდაც ვიცი, მიმდინარეობს მსჯელობა ამ საკითხზე და არ ვიცი გამოცხადდება თუ არა. ჩემი აზრით უნდა გამოცხადდეს, იმდენად, რამდენადაც არ შეიქმნას დამატებითი უხერხულობები. ჩვენი მიზანი არ არის, რომ ჩიხში შევიდეს უმაღლესი საბჭოს მუშაობა. თუმცა ჩვენ მაქსმალურად ვეცდებით, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ანგარიშით წარსდგეს სხდომაზე.

 

როგორც ერთ დეპუტატს, თუ გეძლევათ საშუალება, რომ მოითხოვოთ და მიიღოთ პროგრამების შესრულების ანგარიშები, კონკრეტული უწყების მუშაობის შესახებ ინფორმაცია, ფინანსური დოკუმენტაცია და ასე შემდეგ და თუ კი, რა ხარვეზები ჩანს?

ინფორმაციას რა თქმა უნდა პერიოდულად ვითხოვთ, ხშირად არის ხოლმე ვადებთან დაკავშირებული პრობლემები. როცა აგზავნი წერილს არის შესაძლებლობა გიპასუხონ ზოგადად და არ გიპასუხონ კონკრეტულად, თუცმა ჩვენ გავაქს რაღაც ხერხები. უფრო ვაკონკრეტებთ და პუნქტობრივ ჩამონათვალს წარვდგენთ ხოლმე თუ რა გვაინტერესებს.

 

გქონიათ შემთხვევა, რომ რაღაც ტიპის ინფორმაცია ვერ მიიღეთ და რა ჩანს, რა სურათი იკვეთება გამოთხოვოლი ინფორმაციიდან?

პირადად მსგავსი შემთხვევა არ მქონია. შესაბამისი რეაქცია მექნებოდა ასეთი შემთხვევის დროს. როცა ექვსი თვის შესრულების ანგარიში წარმოადგინა უმაღლეს საბჭოში მთავრობამ, მაშინ ჩემი კოლეგები სახელისუფლებო რგოლდან აპელირებდნენ კვარტალური გეგმის შესრულების მაღალ ხარისხზე, თუმცა ჩემი დაკვირვებით საკმაოდ დაბალი იყო წლიური შესრულების პროცენტები და სიმართლე გითხრათ მე დიდი ინტერესეით ველოდები სამი კვარტლის შესრულების ანგარიშს, იქედან გამომდინარე, რომ ეს სწორედ ეს პერიოდია, როცა ძირითადი თანხები ათვისებული უნდა იქნას. იყო ძალიან ბევრი კითხვა, ამ კითხვებს ჩვენ პერიოდულად ვსვამთ, იყო შეკითხვები იგივე მცირე ბიზნესის განვითარების პროგრამასთან დაკავშირებით, რომელც იპოთეკარებისთის იყო განკუთვნილი თავის დროზე, მაგრამ რეალურად ძალიან ცოტა ბენეფიციარი დაკმაყოფილდა. იყო შეკითხვები, რომელიც უკავშირებოდა ახალი შპს-ების შექმნას და ორი პროგრამის გაუქმებას ბიუჯეტში, რომელიც შეეხებოდა საავადმყოფოს და სტადიონის მშენებლობას. რა თქმა უნდა ჩვენ კრიტიკულები ვართ და ამ კითხვებს ვაჟღერებთ სათანადო დროს.

 

ანზორ თხილაიშვილმა, რომელიც საფინანსო კომისიის ახალარჩეული თავმჯდომარე იყო, “ბათუმელებთან” აღნიშნა, რომ ფრაქციების ხარჯების შემცირების ინიციატივით თუ შევა, პირველ რიგში, ოპოზიცია არ დაუჭერს მხარს – ისინი მხოლოდ საუბრობენ ხარჯების შემცირებაზე და ზუსტად ვიცი, ხელს არ აწევენო. რას იტყვით ამის შესახებ?

წავიკითხე ინტერვიუ და მქონდა ამ თემაზე მასთან საუბარი. მისი მხრიდან ეს მოთხოვნა ნამდვილად არ ყოფილა ოფიციალურად დაფიქსირებული. მე მიკვირს, არ ვიცი ვისთან ჰქონდა კონსულტაციები, ვისგან მიიღო ასეთ კატეგორიული უარი. პირადად ჩემთან და კოლეგებთან მას მსგავსი საუბარი არ ჰქონია. როცა გავნიხილავდით უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტს, 2016 წლის პროექტს, პროექტის მიხედვით თანხა 100 ათას ლარამდე იზრდება და ამის მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ 2015 წელს უმაღლეს საბჭოში ორი ახალი ფრაქცია შეიქმნა, ეს იყო ხელოვნურად შექმნილი ფრაქციები, იმის გამო, რომ ჩემს კოლეგებს შეენარჩუნებინათ ის პრივილეგიები, რომლებიც მათ გააჩნდათ სანამ თანამდებობებზე იყვნენ. ფრაქციას გაჩნია საკუთარი ბიუჯეტი, რომელიც საკმაოდ სოლიდურ თანხზე გადის წლის განმავლობაში, მათ აქვთ საშულება ისარგებლონ სამსახურეობრივი მანქანით, საწვავით, შესაბამისი ხელფასები აქვთ, უფრო მაღალი ვიდრე რიგით წევრებს, ამავე დროს მათ ეძლევათ საშუალება დაასაქმონ თავიანთი მხაარდამჭერები ფრაქციებში, შესაბამსიად ეს არის საშუალება, რომ გარმეოცვა ჰყავდეთ კმაყოფილი. 2015 წელს, როცა გადავირჩიეთ ორი კომისიის თავმჯდომარე, შემდგომ პერიოდში მოჰყვა ამ ყველაფერს ეს ნაბიჯები, ქართული ოცნება გაიყო ორ ფრაქციად და ჩემი კოლეგა, რომელიც ადრე ხელმძვანელობდა საფინანსო-ეკონომკურ კომისიას გახდა ფრაქციის თავმჯდომარე. შეიქმნა კიდევ ერთი ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების და გამოუკიდებელი დეპუტატების ერთობით, შესაბამისად, ნაცვლად იმისა, რომ ქამრების შემჭერაზე ეფიქრათ, იზრდება უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტი, რომელიც ჯერ არ დამტკიცებულა.

 

დღის წესრიგში რომ დადგეს ფრაქციებისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტის შემცირების საკითხი, თქვენ მხარს დაუჭერთ?

მე შემიძლია გითხრათ, რომ მას ჩვენთან არ ჰქონია კონსულტაცია ამ თემაზე და შესაბამსიად, კონსულტაციების გზით თუ კი არის საუბარი ვთქვათ, ბიუჯეტის შემცირებაზე, ალბათ ერთობლივად კონსენსუსს მივაღწევდით, მაგრამ ეს საკითხი ოფიცალურად არ დასმულა.

 

კონტროლის ნაწილში მაინტერესებს, თუ მიგიწვდებათ ხელი სახელმწიფოს მართვაში არსებული საწარმოების ფინანსურ საქმიანობაზე?

უმაღლესი საბჭოს ნებისმეირ წევრს შეუძლია ინფორმაცია სატიტულე ფურცლით გამოითხოვოს საბიუჯეტო დაწსებულებებიდან. რაც შეეხება ე.წ. საქვეუწყებო დაწსებულებებს, ვერ გეტყვით რომ სრულად, მაგრამ გარკვეულწილად ვინტერესდებით ამ დაწესებულებებით. არის შემთხვევები, როცა ეს ორგანიზაციები წარსდეგიან უმღლეს საბჭოში.
უფრო ვგულისხმობ სახელმწიფო მართვაში არსებელ შპს-ებს…
ცაკლეული დეპუტატები მუშაობენ ამ თემაზე, მე პირადად მსგავსი ინფორმაცია არ გამოითხოვია.

 

ავთანდილ ბერიძეს გადავაყენებთო ამბობდით…


როდესაც ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა და საზოგადოების განწყობაც მომწიფებული იყო საამისოდ, ჩემი კოლეგების მხრიდან სათანადო მხარდაჭერა არ მოჰყოლია, მაშინ მოგეხსენებათ, ქართული ოცნება ერთიანი იყო, დღს ქართულმა ოცნებამ უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა დაკარგა, შესაბამისად შეიცვალა სურათიც, ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო თუნდაც ის, რომ ორი ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი, რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი კომისიის თავმჯდომარე და ვიცე-სპკერი თანამდებობიდან გადაყენებული იქნენ ხმათა უმრავლესობით, ასე რომ…

 

ისევ აპირებთ ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენებას?


მე ამის არც დადასტურება შემიძლია, არც უარყოფა. თუ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება, ამის შესხებ პირველები თქვენ გაიგებთ.

 

ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ბათუმში ხშირად საუბრობენ კორუფციაზე. რატომ არ აქვეყნებთ ფაქტებს?

ყოველთვის მანტერესებს როგორ აფასებს ამა თუ იმ პოლიტკური გუნდის საქმიანობას საზოგადოება და განსაკუთრებით მედია. თქვენი შეკითხვების დროსაც მიჩნდება განცდა, რომ არსებობს რაღაც ნაკლოვანებების შეგრძნება საზოგადოებაში… ჩემი აზრით არის კანონზომეირება ამ შეკითხვაში, თუ ფიქრობთ, რომ რაღაც დოკუმენტალური მხარდაჭერა აკლია ამ განცხადებებს, ამ საკითხსაც განვიხილავთ და ვაკუუმს შევავსებთ. თუ საზოგადოება თვლის რომ აქტივობას სხვა შტრიხებით სჭირდება გამდიდრება, ეს ჩვენთვის სერიოზული შენიშნვაა და ვიმსჯელებთ ამ საკითხზე აუცილებლად.

 

უკრაინულ ვიზიტებს რაც შეეხება, ეს გასვლითი სხდომებია პარტიულ ლიდერთან, თუ როგორი ამბავია?


მე პირადად ერთხელ ვარ ნამყოფი. ეს ძირითადად არის შიდა პარტიული სამუშაოების შემადგენელი ნაწილი. მოგეხსენებათ, რომ პარტიის ლიდერთა ნაწილი ქვეყანაში არ იმყოფება სხვადასხვა მიზეზთა გამო, ამიტომ გვიხდება ასეთ რეჟიმში მუშაობა. ეს არის ხანმოკლე ვიზიტები, სამუშაო შეხვედრებს უფრო დავაქმევდი, იქ განიხილება ქავეყანაში არსებული მდგომარეობა და მიდის მსჯელობა მომავალ გეგმებზეც.

 

ამ გასვლებს პარტია აფნანსებს თუ ვინც მიდის ის, საკუთარი ჯიბიდან?

საკუთარი ფინანსებით რა თქმა უნდა.

 

მინდა დავუბრუნდეთ უმაღლეს საბჭოს, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრმა თქვენ, რისი გაკეთება შეძელით მათთვის ვინც თქვენს პარტიას დაუჭირა მხარი?

მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომელიც თვითკმაყოფილების გრძნობით არის შეპყრობილი. ვცდილობ ვიყო კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ და უფრო მეტი გავაკეთო, ვიდრე აქამდე გამიკეთებია. რაც შეეხება ჩემს ურთიერთობას ამომრჩეველთან. პარტიას ამომრჩევნთან საკმაოდ სტაბილური კატეგორია ჰყავს, ჩვენ მუდმვი კონტაქტი გვაქვს ამომრჩვენთან, მაგრამ მე არ შემოვიფარგლები იმ იდეით, რომ მე ვარ მხოლოდ ამ ჯგუფის წარმომადგენელი უმაღლეს საბჭოში, მე ნებისმიერი ადამიანის პრობლემაზე რეაგირებს სურვილიც მაქვს და ძალიან ხშირად გამიკეთებია ეს. მოაქალაქეები მომმართვან სხვადასხვა თხოვნით, განსაკუთრებით რთულია სოცალური ფონი და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მოსმენა და დახმარება. მოგეხსენებთ, არის კატეგორია, რომელთაც დახმარება შეუჩერდათ და უამრავი პრობლემა აწუხებთ. როდესაც ჩემს საკუთარ უბანში გადავადგილდები, საკმაოდ მოკლე მანძილზე გადაადგილებას ვუნდები დიდ ხანს, რადგან ადამიანებთან ურთიერთობა მიწევს, მათი პრობლემების და პოზიციების მოსმენა, რაც შემთვის ძალიან საინტერესოა. როდესაც ხარ ოპოციზიაში, ბუნებრივია ის ბერკეტები არ გაგაჩნია, რაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თუმცა როდესაც დეპუტატი ვინტერესდები კონკრეტული საკითხით, ამ საკითხს არ აღვიქვამ სხვის პრობლემად, ყოვეთვის ვითავისებ ხოლმე და ვცდილობ ბოლომდე ჩავეძიო, ბოლომდე გავერკვე და კარგ შემთხვევაში გადავუწყვიტო ადამიანს ის პრობლემა, რომლითაც მომმართა. ბევრი საქმე გამიკეთებია ისე, რომ ამისტვის არ მიმიცია პიარ ხასიათი.

 

ერთი წელი რჩება არჩევნებამდე. პარტიამ დაიწყო უკვე ფიქრი იმაზე, რას ეტყვის ამომრჩეველს ახალს – წინასაარჩევნოდ?

ნაციონალური მოძრაობა რჩება მთავარ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალად ჩემი აზრით და რა თქმა უნდა უფრო დიდია პასუხისმგებლობა, როცა იყავი ხელისუფლებაში და გადაგირჩიეს ქვეყნის მოქალაქეებმა. ჩვენ ვაცნობიერებთ შეცდომებსაც, რომელიც დავუშვით და იმ პრიორიტეტებსაც, რომელიც გაგვაჩნია დღეის მდგომარეობითან მმართველ გუნდთან მიმართებაში. განვითარების ის ტემპები, რაც არსებობდა ქვეყანაში და რაც ხილულია განსაკუთრებით ჩვენს ქალაქში, არ უნდა შემცირდეს, საქართველო არ უნდა იქცეს დაპაუზებულ, უიმედო ქვეყნად და არ უნდა იყოს მომავალი ბუნდოვანი, როგორც შიდა ისე საგარეო მიმარლებით, ამირომ ძალიან ბევრი მიმართულებაა სადაც პარტია თავის სათქმელს იტყვის, ცნობილია პარტიის კურსიც, შეხედულებებიც, რაც შეეხება ერთიან პროგარამას, ამ პროგრამის გაჟღერება ჯერჯერობიტ ადრეა. მუშაობა დაწყებულია იმ დღიდან, როცა ჩვენ გავათვვიცნობიერეთ, რომ არჩვნები წავაგეთ. წლების განმავლობაში შედარების საშუალებაც არის სხვადასხვა მმართულებით, არამხოლოდ პარტიულ აქტივს, საზოგადოებასაც აქვს შედარების საშუალება.

 

დღეს, მატარებელი ბათუმი-თბილისის მიმართულებით ქობულეთიდან გავა

 

სარკინიგზო ხიდის სარემონტო სამუშაოების გამო, დღეს 07:00 საათიდან 19:00 საათამდე, ასევე შეზღუდულია საავტომობილო მოძრაობა ჩაქვი-ქობულეთის ავტომაგისტრალზე (მოძრაობა პეტრას ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიკეტება). ავტოსატრანსპორტო მიმოსვლა შემოვლითი გზით იქნება შესაძლებელი.

 პროექტის ფარგლებში არსებული ერთლიანდაგიანი ლითონის გზაგამტარი ხიდი ახალი კონსტრუქციით შეიცვლება.

 ქობულეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოები სს „საქართველოს რკინიგზისა“ და შპს „ელიტ ბურჯის” ორგანიზებით ხორციელდება.


ბათუმის რკინიგზის სადგური




ბსუ-ს 80 წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის თანამშრომლები დააჯილდოეს [ვიდეო]

უნივერსიტეტის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება დღეს სასტუმრო შერატონში, ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მერაბ ხალვაშმა გახსნა.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და პროფესორ-მასწავლებლების გარდა, ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, სხვადასხვა უნივერსიტეტების რექტორები. ასევე ფონდების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

თამარ სანიკიძემ ღირსების ორდენით დააჯილოვა ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ისტორიის და სოციოლოგიური კვლევის განყოფილების უფროსი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნოდარ კახიძე და ბსუ-ს პროფესორი, ქირურგი – კახაბერ ქაშიბაძე.

გარდა ამისა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ღირსების მედლებით დააჯილოდვა ბსუ-ს პროფესორები: მამია ფაღავა, ქეთევან დოლიძე, ირინა გოშხეთელიანი, ნათელა წიკლაშვილი, ვაჟა ვერულიძე, რუსუდან ხუხუნაიშვილი, გურამ მემარნე, რაულ გოცირიძე და მარინა აროშიძე.

დღეს უნივერსიტეტში, ბსუ-ს საპატიო დოქტორების არჩევის ცერემონიაც გაიმართა. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება შვიდ აღიარებულ ქართველ და უცხოელ პროფესორს: 1. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, სამხედრო და ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს, საქარტველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ ელგუჯა მეძმარიაშვილს; 2. შვერინის ბალტიკის პროფესორ გერალდ ვეტცელს; 3. საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრს, საქართველოს სამთო საზოგადოების პრეზიდენტს, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ რევაზ სტურუას; 4. დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერტიანებული სამეფოს სურსატისა და გარემოს კვლევის სააგენტოს ემერეტუსს, ინოვაციების ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს, ფილოსოფიის დოქტორ რობერტ ედვარდ ბოლტონს; 5. ფრანგ ქართველოლოგს ემერეტუს პროფესორ შარლ რენუს; 6. ბერლინის შარიტეს ფიზიოლოგიის შემსწავლელი ლაბორატორიის ხელმძღვანელს, პროფესორ თენგიზ გლოველს; 7. ყაზანის ფედერალური უნივერსიტეტის პროფესორ თომას კრუსმანს.

ბათუმის უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამები

რუსთაველის უნივერსიტეტის, საგარეო ურთიერთობათა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსის ნანა ყურშუბაძის განცხადებით, Erasmus Mundus-ის პროექტი, რომელიც უნივერსიტეტში რამდენიმე წელია მოქმედებს, წელს დასრულდა. აღნიშნული საგრანტო პროგრამით, სულ 30-მა პროფესორმა და 65-მდე სტუდენტმა ისარგებლა. თუმცა, როგორც ნანა ყურშუბაძე ამბობს, წელს ამოქმედდა ახალი Erasmus + ოთხი საგრანტო პროგრამა, რომლითაც მხოლოდ ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები ისარგებლებენ.

“ადრე ჩვენი უნივერსიტეტი იყო კონსორციუმში, რაც გულისხმობდა იმას, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სტუდენტები მიდიოდნენ დასავლეთ ევროპის ქვეყნების უნივერსიტეტში და პირიქით. ამ პროგრამაში ცუდი იყო ის, რომ თუ მაგალითად, სტუდენტი გააკეთებდა განაცხადს პოლონეთის, გერმანიის ან ბელგიის რომელიმე უნივერსიტეტში, შეიძლება იმ წელს ამ უნივერსიტეტს საერთოდ არ გამოეცხადებინა მიღება ქართველ სტუდენტებზე და სხვა რომელიმე ქვეყანა გამოეცხადებინა პრიორიტეტად. ასეთ შემთხვევაში სტუდენტი ვეღარ ახერხებდა საგრანტო პროგრამაში მონაწილეობას. რაც შეეხება Erasmus + პროგრამას, რომელიც წელს მოვიპოვეთ, აქ უკვე ასეთი რამ გამორიცხულია, რადგან ეს ოთხი პროგრამა მხოლოდ ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის არის მოპოვებული”.

ახალი საგრანტო პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ სამ პოლონურ და ერთ ბერძნულ უნივერსიტეტში მიიღონ განათლება.

Erasmus + პროგრამის გამარჯვებულები ჯერ გამოვლენილნი არ არიან. “ალბათ მაისის ბოლოსთვის იქნება ცნობილი. მინიმუმ, რვა სტუდენტი შეძლებს პროგრამით სარგებლობას. თუმცა ეს არ არის საბოლოო და წლის ბოლომდე შესაძლებელია კიდევ მოვიპოვოთ ახალი გაცვლითი პროგრამები,” – ამბობს ნანა ყურშუბაძე.

Erasmus + პროექტში შედის ჟან მონეს პროგრამაც, რომელიც უცხოელი და ქართველი სტუდენტებისთვის სამართლის საზაფხულო სკოლების ჩატარებას მოიცავს. პროექტი სამწლიანია და ბათუმის უნივერსიტეტში ჩატარდება, პროექტის ფარგლებში წამყვანი უნივერსიტეტის პროფესორები წაიკითხავენ ლექციებს.

მიმდინარე წელს გაგრძელდება თემპუს-ის საგრანტო პროგრამაც, რომლითაც ძირითადად პროფესორ-მასწავლებლები სარგებლობენ. ნანა ყურშუბაძე: “წელს სიახლეა იმ მხრივ, რომ პროგრამის ბოლო წელს გათვალისწინებულია სტუდენტის ჩართულობა. დაახლოებით შვიდი სტუდენტი, საერთაშორისო ურთიერთობების და ევროპეისტიკის მიმართულების სტუდენტები, თებერვალში სამი დღით ინსტრუქტორთან ერთად გაემგზავრება ბელგიაში,
კერძოდ ბრიუსელში ტრენინგებზე. მანამდე კი შერჩეულ სტუდენტებს ექნებათ ონლაინსემინარები”.

ნანა ყურშუბაძის თქმით, ბათუმის უნივერსიტეტში ბოლო 3-4 წლის მანძილზე თემპუს-ის 14 საგრანტო პროგრამა განხორციელდა.

თემპუს-ის საგრანტო პროგრამით ამ ხნის განმავლობაში 90-მდე პროფესორ-მასწავლებელმა ისარგებლა.
შემდეგი პროგრამა, რომლითაც სტუდენტები მიმდინარე და მომავალ წელს ისარგებლებენ, არის Mევლანა. პროგრამის ფარგლებში ბათუმელ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ თურქეთის ათ უნივერსიტეტში ისწავლონ. Mევლანა საკმაოდ ხანგრძლივი პროექტია, ის 2013 წლიდან მოქმედებს და 2019 წლამდეა გათვლილი.

პროგრამით სამი წლის განმავლობაში, 16-მა მასწავლებელმა და 23-მა სტუდენტმა ისარგებლა. როგორც ნანა ყურშუბაძე ამბობს, სტუდენტების შერჩევის კრიტერიუმები აღნიშნულ პროგრამებში მონაწილე უნივერსიტეტებს აქვთ დადგენილი.
“შერჩევის პროცესში ჩვენ არ ვერევით. ელექტრონულად ხდება განაცხადების შეტანა და ეს პროცესი გამჭვირვალეა.
მთავარი კრიტერიუმი ენის ცოდნა, სტუდენტის აკადემიური მოსწრება და სამოტივაციო წერილია”.

ნანა ყურშუბაძის თქმით, საგრანტო და გაცვლითი პროგრამებით უნივერსიტეტის თითქმის ყველა მიმართულების სტუდენტებმა ისარგებლეს, მათ შორის საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მიმართულების სტუდენტებმაც: “სამართლის, ჟურნალისტიკის, ტურიზმის, ევროპეისტიკის მიმართულების სტუდენტები აქტიურად სარგებლობენ პროგრამებით, ყველაზე
მეტად ქართულ ფილოლოგიას უჭირს”.

წინასწარი პატიმრობა ქურდობისთვის

 

სასამართლო პროცესზე მოსამართლემ განმარტა, რომ მოზარდს ბრალი ედება სათამაშო აპარატიდან ფულის მოპარვის მცდელობაში. ძიების ვერსიით, ბათუმში ის სწორედ ქურდობის მცდელობის დროს დააკავეს. ბრალდება 4-დან 7-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სასამართლო პროცესზე ბრალდებულის ადვოკატმა გვანცა თურმანიძემ მოსამართლესა და პროკურორს პატიმრის შესახებ ჯანმრთელობის ცნობა
მიაწოდა. მოსამართლემ თქვა, რომ ცნობა 2013 წელს არის გაცემული და დიაგნოზით დგინდება, რომ მოზარდს გონებრივი შეზღუდვა აქვს.

 

ადვოკატმა ბრალდებულის პატიმრობიდან გირაოს სახით გათავისუფლება ითხოვა. დაცვის მხარის თქმით, ოჯახს ამ თანხის გადახდის შესაძლებლობა უძრავი ქონების უზრუნველყოფით აქვს.

ბრალდებული ადრე ასევე ქურდობის მუხლით იყო გასამართლებული და ის ამ დროისთვის პირობით იყო გათავისუფლებული.

იმის გამო, რომ ახალი დანაშაული არ ჩაიდინოს, მოსამართლემ მას აღკვეთი სახით გირაო არ შეუფარდა.

თავისი გადაწყვეტილების შესახებ მოსამართლემ სხდომის დარბაზში პროცესის დასრულების შემდეგ განმარტა.

ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულის განაჩენი

 

პროკურორმა გიორგი რამიშვილმა თქვა, რომ ბრალდებულთან შესაძლებელია საპროცესო შეთანხმების გაფორმება, თუმცა ამ დრომდე მოლაპარაკება იმიტომ არ დაწყებულა, რომ ბრალდებულს ადვოკატი არ ჰყავდა.

 

მოსამართლემ ბრალდებულს უთხრა, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმება ყოველთვის არ არის გამოსავალი, ამიტომაც სასამართლო პროცესი არ გადადო და საქმე არსებითად განიხილა.

 

ბრალდების დადგენილებაში წერია, რომ ბრალდებულმა 29 ივლისს იძალადა ოჯახის წევრზე – არასრულწლოვანი ბავშვის თანდასწრებით ფიზიკურად შეურაცხყო ცოლი, მას მუცლის, სახისა და ხელის არეში სცემა. პროკურორის შეფასებით დაირღვა ბავშვის საუკეთესო ინტერესი, რადგან ძალადობა სწორედ ბავშვის თანდასწრებით მოხდა.

 

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქალმა ცემის შედეგად მსუბუქი დაზიანებები მიიღო, რამაც გამოიწვია ტკივილი, მაგრამ ამ ქმედებას არ მოჰყოლია ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა, ამიტომაც ქმედება შეფასდა როგორც ნაკლებად მძიმე დანაშაული.

 

სს კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც ცოლზე ძალადობაში ბრალდებულს ჰქონდა წარდგენილი, ითვალისწინებს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, ჯარიმას და ასევე პატიმრობას. ბრალდებულმა მოსამართლეს უთხრა, რომ “ტაქსაობით” ირჩენს თავს, მარტოხელაა, ამიტომაც ითხოვა მისთვის მართვის მოწმობა არ ჩამოერთმია.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ბრალდებული დამნაშავედ ცნო და ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა პირობით გაათავისუფლა. ერთი წლის განმავლობაში ბრალდებული ვალდებულია პერიოდულად გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში.

ის ადრე ნასამართლევია.

 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს უკან დაუბრუნდა სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი თანხა – ორი ათასი ლარი, რომელიც მისი პატიმრობაში ყოფნის დროს ნათესავებმა გირაოს სახით გადაიხადეს.

 

ჩაქვი-ქობულეთის ავტომაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება


 პროექტის ფარგლებში არსებული ერთლიანდაგიანი ლითონის გზაგამტარიხიდი ახალი კონსტრუქციით შეიცვლება.

 ქობულეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოები სს „საქართველოს რკინიგზისა“ და შპს “ელიტ ბურჯის” ორგანიზებით ხორციელდება.



ბათუმში მაღალი შეფასების მქონე 224 მოსწავლე კომპიუტერებით დააჯილოდეს

 

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კომპიუტერები იმ მოსწავლეებს გადაეცათ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარმატებით დაამთავრეს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მაღალი შეფასების მქონე მოსწავლეების წახალისების პროექტი წლებია ხორციელდება. მიმდინარე წელს, პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც 2014-2015 სასწავლო წელს საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) დაასრულეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

 

ბათუმში საბითუმო და საცალო ჰიპერმარკეტების ქსელი ,,ჯიბეს“ პირველი სავაჭრო ცენტრი გაიხსნა

კომპანიის სავაჭრო ქსელი წარმოდგენილია ჰიპერმარკეტის ტიპის ობიექტებით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. ჰიპერმარკეტი ,,ჯიბე“ მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის ფართო ასორტიმენტს. ფილიალებში წარმოდენილია 10 ათასზე მეტი დასახელების კვების პროდუქტები, სასმელები, ჰიგიენური საშუალებები, საოჯახო ქიმია, კოსმეტიკა და საყოფაცხოვრებო ნივთები.

ამჟამად „ჯიბე” cash&carry პირველი საბითუმო სავაჭრო ცენტრი 10 ფილიალს ითვლის საქართველოს ტერიტორიაზე.

კონფერენცია ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის შესახებ დასრულდა

კონფერენციაში ბავშვთა დაცვის სფეროში მომუშავე პროფესიონალები, საერთაშორისო ექსპერტები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ღონიძიების ფარგლებში, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის დირექტორმა, საქართველოში ბავშვთა დაცვის სისტემის მიღწევებსა და საჭიროებებზე ისაუბრა. კონფერენციაზე ასევე განიხილეს როგორც სომხეთისა და აზერბაიჯანის, ისე ევროპის ქვეყნების გამოცდილება ბავშვთა ძალადობის პრევენციისა და ინტერვენციის საკითხებში.

კონფერენციის გახსნაზე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ სულიკო თებიძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხში ცნობიერების ამაღლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისი განათლება და უსაფრთხო გარემოს შექმნა სასწავლო დაწესებულებებში. სამინისტრომ ასევე მზადყოფნა გამოთქვა ჩაერთოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის პრევენციულ ზომების გატარებაში და ითანამშრომლოს საქარათველოს საზოგადოებრივ ჯანდაცვის ფონდთან.

დღეს კონფერენციაზე, ბავშვზე ძალადობის პრევენცია და რეაგირების მექანიზმები (პროცედურები, პროტოკოლი, გაიდლაინი და სხვა საერთაშორისო რეკომენდაციები, ასევე პროფესიული პასუხისმგებლობები და ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნებზე ისაუბრეს.

კონფერენცია, ბავშვთა მიმართ ძალადობის შემცირების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის – საქართვეოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ იყო ორგანიზებული.

ბავშვზე ძალადობის საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში აუცილებელია წერილობით ან ტელეფონით აცნობოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს.

თუ ფიქრობთ, რომ ბავშვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება და საქმე გვაქვს გადაუდებელ მდგომარეობასთან, დაუყოვნებლივ აცნობეთ პოლიციას და საჭიროების შემთხვევაში გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება, ტელეფონით: 112

შეგიძლიათ დარეკოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე (032) 251 00 33 ან მიმართოთ ადგილობრივ სოციალური მომსახურების სააგენტოს.

თქვენ შეიძლება გააკეთოთ შეტყობინება ანონიმურადაც. ამ შემთხვევაშიც კი შეტყობინებას სათანადო რეაგირება მოჰყვება.

Jpeg
Jpeg

 

უფასო სამედიცინო აქცია ხელვაჩაურში

 

აქციის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას მომსახურებას გაუწევს: ქირურგი, ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, ექოსკოპისტი, თერაპევტი, ნევროპათოლოგი და ოტო-რინო-ლარინგოლოგი.

ჩატარდება კარდიოგრაფიული და ექოსკოპიური კვლევებიც. 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 80 წლის იუბილეს აღნიშნავს

დღეს უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ხალვაშმა უნივერსიტეტის პროფესორები, მეცნიერები და თანამშრომლები სიგელებითა და მედლებით დააჯილდოვა.

გარდა ამისა, მოეწყო უნივერსიტეტის საიუბილეო წიგნის – „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი საგანმანათლებლო კერა – 80“ პრეზენტაცია.  წიგნი ორენოვანია და მასში უნივერსიტეტის ისტორიასა და მიღწევებზე უნიკალური საარქივო მასალებია წარმოდგენილი.

საიუბილეო ღონისძიებები 17 ოქტომბერს ბსუ-ს საპატიო დოქტორების არჩევის ცერემონიით გაგრძელდება. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება შვიდ აღიარებულ ქართველ და უცხოელ პროფესორს.

გარდა ამისა, ხვალინდელ საზეიმო მიღებაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი უნივერსიტეტის პროფესორებსა და მეცნიერ-თანამშრომლებს ღირსების ორდენით, ღირსების მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვებენ.

Jpeg

დღეს სტამბოლში საინვესტიციო ფორუმი „სტამბოლი-ბათუმი“ გაიხსნა

 

 

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ, ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აჭარის რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებზე ისაუბრა: “იზრდება რეგიონის საბიუჯეტო შემოსულობები, 2015 წლის პირველი სამი კვარტლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობებმა 139 მლნ. ლარი შეადგინა, 26%-ით მეტი 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2014 წელს აჭარაში განხორციელებულმა პირდაპირმა კერძო ინვესტიციებმა 276 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც 55% უცხოური ინვესტიციაა. 2015 წლის პირველი 6 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინვესტიციები 44%-ით გაიზარდა და 165 მლნ აშშ დოლარი შეადგინა”.

 

მინისტრმა ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2015 წლის პირველი ექვსი თვის მდგომარეობით საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის თურქეთი პირველ ადგილზეა – “თურქული ინვესტიციების განხორციელების შედეგად ფუნქციონირება დაიწყო სასტუმრო ლეოგრანდმა, საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკამ და უნივერსიტეტმა, ციტრუსის დამფასოებელმა და გადამამუშავებელმა საწარმომ, საფეიქრო, სამშენებლო მასალების მწარმოებელმა საწარმოებმა. ბათუმს მალე შეემატება მრავალფუნქციური სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსები მეტრო ატლას ჯორჯია, ბაბილონი, პრინსეს ჰოტელი და პორტა თაუერი. თურქული ინვესტიციების განცორციელების შედეგად ვითარდება სამშენებლო სექტორი. ჩვენთვის ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების ხელშეწყობა და მათი ინტერესების დაცვა პრინციპულად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, საინვესტიციო და უძრავი ქონების შესყიდვის პირობები მათთვის ერთნაირია” – განაცხადა დავით ბალაძემ.

 

 

ფორუმის ფარგლებაში აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ინვესტორებთან ორმხივ შეხვედრებს გამართავენ სტამბოლის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლმა,  ფორუმის მონაწილეებს სპეციალური პრეზენტაციის სახით, აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალზე, საპრივატიზაციო ობიექტებზე და ზოგადად საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე ინფორმაცია მიაწოდა. ფინანსტა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პრეზენტაციების შემდეგ ბიზნესმენთა პირისპირ შეხვედრები გაიმართება. ბიზნეს ფორუმი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საინვესტიციო ტურების ფარგლებში ტარდება.

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით,  2015 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით აჭარაში ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყანაა თურქეთი (42%), თურქული ინვესტიციები ძირითადად ტურიზმის, ენერგეტიკისა და მშენებლობის სექტორში ხორციელდება.

 

აჭარის მთავრობის დელეგაცია თურქეთის რესპუბლიკას 17 ოქტომბერს დატოვებს.

 

სარფში, სპეციალური სამალავით მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გივი ძ-ს თავისი კუთვნილი მიკროავტობუსის სალონში სპეციალური სამალავი ჰქონდა მოწყობილი, რომლის მეშვეობითაც უზბეკეთის მოქალაქის თურქეთში უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა. შს სამინისტროს ცნობით, ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

 

გამოძიება გივი ძ-ს მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 19-344 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით), ხოლო მუნიჯადხონ მ-ს მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

 

მიკროავტობუსის სალონში მოწყობილი სამალავი

 

მიკროავტობუსის სალონში მოწყობილი სამალავი

 

მიკროავტობუსის სალონში მოწყობილი სამალავი

 

 

ტრენინგი ფერმერებისათვის აგროსერვისცენტრში

 

ტრენინგი 12 ოქტომბერს დაიწყო და 14 ოქტომბერს დასრულდა. 12-ში მას აგროსერვისცენტრის აგრონომები და სპეციალისტები ესწრებოდნენ, რომლებმაც ორგანიზაციის მარწყვისა და ბულგარულის სათბურებში პრაქტიკულად განახორციელეს ის რჩევები, რომლებიც ტრენინგის დროს მიიღეს.  13-14 ოქტომბერს კი ებრაელი ექსპერტების გამოცდილებას როგორც ადგილობრივი, ასევე გურიიდან, სამეგრელოდან და იმერეთიდან ჩამოსული მესათბურე ფერმერები და აგრონომები გაეცნენ. ტრენინგს მაშავის პროგრამის დირექტორი გიორგი ჟღენტიც ესწრებოდა, რომელმაც მონაწილეებს მაშავის პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ისრაელის საელჩო აფინანსებს ერთთვიან სასწავლო ტრენინგებს ფერმერებისა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტებისთვის ისრაელში, რომელიც სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგს მოიცავს. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს საჩუქრად აგროსერვისცენტრში მარწყვის მოვლა-მოყვანის შესახებ  „ენპარდ აჭარა“ პროგრამის ფარგლებში დაბეჭდილი სახელმძღვანელოები გადაეცათ.

 

 

„სასათბურე მეურნეობების განვითარება ჩვენთან ბოლო რამდენიმე წელია დაიწყო. შესაბამისად, ჩვენს ფერმერებს ნაკლები გამოცდილება და ცოდნა აქვთ ამ მიმართულებით. ჩვენი მიზანი კი მათთვის ისეთი წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაა, როგორიცაა ისრაელი. ამ მიზნით დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგი აგროსერვისცეტრში, რომელიც ძალიან საინტერესო და ინფორმაციული გამოვიდა. განსაკუთრებით აქტიურობდნენ მონაწილეები, რომლებიც მოტივირებული და დაინტერესებულები ჩანდნენ, რაც შეიძლება დეტალური ინფორმაცია მიეღოთ მარწყვისა და ბულგარულის სასათბურე პირობებეში მოვლა-მოყვანასთან დაკავშირებით. ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობის გაგრძელებას ისრაელის საელჩოსთან, რათა მგავსი პრაქტიკული ტრენინგები ფერმერებისთვის მომავალ წელსაც ჩავატაროთ,“ – განაცხადა აგროსერვისცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ. 

საქართველოში ას წელს გადაცილებული 803 ადამიანი ცხოვრობს [ინფოგრაფიკა]

საქართველოში მცხოვრები 803 უხუცესთაგან 51 ადამიანი 110 წელს გადაცილებულია.

13 რეგიონიდან (აფხაზეთი, აჭარა, გურია, თბილისი, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, ცხინვალი) ყველაზე მეტი – 280 უხუცესი აფხაზეთში ცხოვრობს. ყველაზე ასაკოვანი ადამიანების რაოდენობით, მეორე ადგილზეა თბილისი, სადაც 133 უხუცესი ცხოვრობს, მესამე ადგილზე კი ქვემო ქართლი – აქ ას წელს გადაცილებული 105 ადამიანი ცხოვრობს. აჭარა ამ ჩამონათვალში მეოთხე ადგილზეა, საჯარო რეესტრის მონაცემებით აჭარაში 55 ას წელს გადაცილებული მოქალაქე ცხოვრობს, ზუსტად ამდენივე უხუცესი ცხოვრობს იმერეთშიც.

ყველაზე ასაკოვანი ადამიანი საქართველოში – 118 წლის ქალია, რომელიც მცხეთა-მთიანეთში ცხოვრობს.

2015-10-16 დღის სტატისტიკა – ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე [ფოტო]

პარკირების წესების დარღვევის ამსახველი ფოტოები, გადაღებულია ბოლო ათი დღის განმავლობაში.

სინძიანის პროვინციის დელეგაცია აჭარაში

 

დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან საქართველოში თბილისში გამართული ფორუმის „აბრეშუმის გზა“ ფარგლებში იმყოფებიან. 14 ოქტომბერს ბათუმსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანგ უიღურეთის ავტონომიური რეგიონის ქალაქ ურუმქის შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდა. მთავრობის ცნობით, მემორანდუმი მხარეებს შორის სხვადასხვა სფეროში კონტაქტების გაღრმავებას, მეგობრობის განმტკიცებას და თანამშრომლობას ითვალისწინებს.

 

 

 

მემორანდუმს 15 ოქტომბერს, ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა და ურუმჩის მერმა ილჰამ საბირმა მოაწერეს ხელი. ოფიციალურ ცერემონიალს საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და სინძიანის რეგიონის ხელმძღვანელი ქსეკერატ ზაკირი ესწრებოდნენ.

 

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან სინძიანის პროვინციის გუბერნატორი, ქალაქ ურუმჩის მერი, ჩინეთის ელჩი საქართველოში, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე და სხვა თანამდებობის პირები. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციას ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ბათუმის მერი დახვდებიან.

 

Exit mobile version