სიახლეები

არჩილ ხაბაძე გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

19.10.2015
არჩილ ხაბაძე გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

 

 

 

საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების თანამშრომლობის შედეგად, საქართველოში  50-მდე დიდი ზომის ბავშვთა სახლი დაიხურა.  მთავრობის ინფორმაციით, რეფორმის ფარგლებში, ზრუნვის ალტერნატიული მომსახურება 5 000-მდე ბავშვს მიეწოდა, რომელთა ნაწილი დაბრუნდა საკუთარ ოჯახში, ნაწილი განთავსდა მინდობით აღზრდაში (რეგულარული, ნათესური ან სპეციალიზებული მინდობითი აღზრდა) ან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში.

 

„საქართველოში კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი კოჯრის ბავშვთა სახლი და თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი, სადაც ცხოვრობს მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის და განვითარების შეფერხების მქონე 78 ბავშვი. ჩვილ ბავშვთა სახლში იმყოფება 0-7 წლის ასაკის 54 ბავშვი, ხოლო კოჯრის ბავშვთა სახლში  6-18 წლის ასაკის – 24 ბავშვი.

 

შშმ ბავშვების კეთილდღეობის, მათი ინტერესების დაცვისა და ბავშვზე ზრუნვის სისტემის სრული რეფორმის უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია ალტერნატიული მომსახურების განვითარება და ოჯახის მხარდამჭერი სერვისების გაფართოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის. აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით იწყება შშმ ჩვილების და ბავშვებისთვის მცირე ზომის ალტერნატიული მომსახურების განვითარება და მათი სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა. ამ მიზნით, გაეროს ბავშვთა ფონდი მართავს შეხვედრებს ადგილობრივ მთვარობებთან,“ – ნათქვამია აჭარის მთავრობის განცხადებაში.

 

არჩილ ხაბაძესთან შეხვედრას  გაეროს ბავშვთა ფონდის ბავშვთა დაცვის პროგრამების ხელმძღვანელი, პიერ ფერრი და  გაეროს ბავშვთა ფონდის ბავშვთა დაცვისა და სოციალური კეთილდღეობის სპეციალისტი ჯაბა ნაჭყებია ესწრებოდნენ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: