სიახლეები

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არჩილ ხაბაძის ნათესავების შესახებ

19.10.2015
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არჩილ ხაბაძის ნათესავების შესახებ

რეზო ხარაზი

„თუ ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჰყავს საყვარელი დეიდაშვილი უჩა, ბატონ არჩილ ხაბაძეს ჰყავს საყვარელი დეიდაშვილი რაული. END-ის კვლევების მიხედვით, მოსახლეობის 64 პროცენტი ფიქრობს, რომ დაუსაქმებელია, არჩილ ხაბაძე კი მხოლოდ საკუთარი ნათესავების დასაქმებით არის დაკავებული. ეს ადამიანი, რაულ ჩელებაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ყველაფერს აკონტროლებს“, – აცხადებს რეზო ხარაზი.    

„ბათუმელების“ კითხვაზე, რაში გამოიხატება რაულ ჩელებაძის მხრიდან „ყველაფრის კონტროლი“, რეზო ხარაზი ამბობს:

„დასანიშნია ვინმე თუ გასათავისუფლებელია, ყველაფერს ის აგვარებს. როცა კონკურსები იყო გამოცხადებული საკრებულოში და გამგეობაში, რაულ ჩელებაძემ, არჩილ ხაბაძის მეგობართან ირაკლი ცეცხლაძესთან ერთად, ჩაიტანა დოკუმენტაცია არჩილ ხაბაძესთან და დეტალურად გაიარეს თუ ვინ უნდა დარჩენილიყო საკრებულოს და გამგეობის სამსახურებში და ვინ არა. ირაკლი ცეცხლაძე გამგებლის პირველ მოადგილედ დანიშნეს ქობულეთში, მისი მეუღლე კი აჭარის მთავრობაში საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსად მუშაობს.  რამდენიმე კვირის წინ კი  რაულ ჩელებაძე დანიშნეს თანამდებობაზე, სადაც  მასზე კომპეტენტური ადამიანი,  ვაჟა ჯინჭარაძე მუშაობდა.  როგორც ვიცი, ჯინჭარაძე ნაგავსაყარზე მთავარ სპეციალისტად  გადაიყვანეს”.

რეზო ხარაზი აქვე იმასაც დასძენს, რომ  “რაულ ჩელებაძეს  აქამდე არსად უმუშავია და არც ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება აქვს”, თუმცა იქვე აზუსტებს, რომ “რაულ ჩელებაძის განათლების  შესახებ ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს“.  

ბრიფინგზე მან არჩილ ხაბაძის კიდევ ორ ნათესავზე ისაუბრა:

„ხაბაძის დეიდა ეთერ ჩელებაძე 2014 წელს დაინიშნა  საბავშვო ბაღის დირექტორად სოფელ კვირიკეში და ჩემი ინფორმაციით, არც მას ჰქონდა მსგავს დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება. ხაბაძის დეიდაშვილი ნატო ჩელებაძე კი  ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო ცენტრის თანამშრომელი იყო, შემდეგ კი დირექტორად დანიშნეს“. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: