სიახლეები

ბსუ-ს 80 წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის თანამშრომლები დააჯილდოეს [ვიდეო]

17.10.2015
ბსუ-ს 80 წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის თანამშრომლები დააჯილდოეს [ვიდეო]

უნივერსიტეტის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება დღეს სასტუმრო შერატონში, ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მერაბ ხალვაშმა გახსნა.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და პროფესორ-მასწავლებლების გარდა, ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, სხვადასხვა უნივერსიტეტების რექტორები. ასევე ფონდების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

თამარ სანიკიძემ ღირსების ორდენით დააჯილოვა ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ისტორიის და სოციოლოგიური კვლევის განყოფილების უფროსი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნოდარ კახიძე და ბსუ-ს პროფესორი, ქირურგი – კახაბერ ქაშიბაძე.

გარდა ამისა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ღირსების მედლებით დააჯილოდვა ბსუ-ს პროფესორები: მამია ფაღავა, ქეთევან დოლიძე, ირინა გოშხეთელიანი, ნათელა წიკლაშვილი, ვაჟა ვერულიძე, რუსუდან ხუხუნაიშვილი, გურამ მემარნე, რაულ გოცირიძე და მარინა აროშიძე.

დღეს უნივერსიტეტში, ბსუ-ს საპატიო დოქტორების არჩევის ცერემონიაც გაიმართა. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება შვიდ აღიარებულ ქართველ და უცხოელ პროფესორს: 1. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, სამხედრო და ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს, საქარტველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ ელგუჯა მეძმარიაშვილს; 2. შვერინის ბალტიკის პროფესორ გერალდ ვეტცელს; 3. საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრს, საქართველოს სამთო საზოგადოების პრეზიდენტს, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ რევაზ სტურუას; 4. დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერტიანებული სამეფოს სურსატისა და გარემოს კვლევის სააგენტოს ემერეტუსს, ინოვაციების ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს, ფილოსოფიის დოქტორ რობერტ ედვარდ ბოლტონს; 5. ფრანგ ქართველოლოგს ემერეტუს პროფესორ შარლ რენუს; 6. ბერლინის შარიტეს ფიზიოლოგიის შემსწავლელი ლაბორატორიის ხელმძღვანელს, პროფესორ თენგიზ გლოველს; 7. ყაზანის ფედერალური უნივერსიტეტის პროფესორ თომას კრუსმანს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.