სიახლეები

ბრიტანელი რეჟისორი ბათუმის თეატრში „ზამთრის ზღაპარზე“ მუშაობს

19.10.2015 • 1500
ბრიტანელი რეჟისორი  ბათუმის თეატრში  „ზამთრის ზღაპარზე“ მუშაობს

 ტარეკ ისკანდერი დასთან მუშაობის დროს/ფოტო:ლელა დუმბაძე

ერთობლივი პროდუქცია გათვლილია თეატრში ახალგაზრდების მოზიდვასა და მათი თეატრისადმი ინტერესის გაზრდაზე.

ერთობლივი სპექტაკლის ,,ზამთრის ზღაპარი“  პრემიერა ,,ახალ სცენაზე“  20 ნოემბრისთვის იგეგმება.

ტარეკ ისკანდერი  იყო ჰეკნიში თეატრ „იარდის’“ (Yard) ერთ-ერთი დამფუძნებელი და ასოცირებული რეჟისორი. იქამდე ლონდონის ნაციონალური თეატრის სტუდიაში როგორც რეჟისორმა  გაიარა რეზიდენტურა. ნაციონალურ თეატრში ასევე ასრულებდა  რეჟისორის მოვალეობას.ის არის ავტორი და რეჟისორი პიესებისა  Shiver; Qudz; Accidental Death of an Anarchist;  Midnight When Trumpets Cry; Human Remains.

მისი სპექტაკლები The Recognition of Sakuntalaდა Macbethავტორიტეტულმა  ბრიტანულმა თეატრალურმა გაზეთმა „ტაიმ აუტმა“ კრიტიკოსთა რჩეულებად დაასახელა.  ბოლო პერიოდში მისმა  ბირმინგემის საოპერო კომპანიაში დადგმულმა სპექტაკლმა  Ice Break, უდიდესი აღიარება მოიპოვა.

„ტარეკ ისკანდერი  მუშაობს როგორც ახალ დრამატურგიაში, ასევე კლასიკურ ტექსტებზე. ბოლო ხანებში დაინტერესებულია,„ექსპერიმენტული’“ მულტი-მედიური ტიპის სპექტაკლებით“- ნათქვამია განათლებისა და კულტურის სამინისტროს განცხადებაში. 

„ახალი სცენა“: ფოტო/ლელა დუმბაძე

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: