სიახლეები

წინასწარი პატიმრობა ქურდობისთვის

17.10.2015 • • 1319
წინასწარი პატიმრობა ქურდობისთვის

 

სასამართლო პროცესზე მოსამართლემ განმარტა, რომ მოზარდს ბრალი ედება სათამაშო აპარატიდან ფულის მოპარვის მცდელობაში. ძიების ვერსიით, ბათუმში ის სწორედ ქურდობის მცდელობის დროს დააკავეს. ბრალდება 4-დან 7-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სასამართლო პროცესზე ბრალდებულის ადვოკატმა გვანცა თურმანიძემ მოსამართლესა და პროკურორს პატიმრის შესახებ ჯანმრთელობის ცნობა
მიაწოდა. მოსამართლემ თქვა, რომ ცნობა 2013 წელს არის გაცემული და დიაგნოზით დგინდება, რომ მოზარდს გონებრივი შეზღუდვა აქვს.

 

ადვოკატმა ბრალდებულის პატიმრობიდან გირაოს სახით გათავისუფლება ითხოვა. დაცვის მხარის თქმით, ოჯახს ამ თანხის გადახდის შესაძლებლობა უძრავი ქონების უზრუნველყოფით აქვს.

ბრალდებული ადრე ასევე ქურდობის მუხლით იყო გასამართლებული და ის ამ დროისთვის პირობით იყო გათავისუფლებული.

იმის გამო, რომ ახალი დანაშაული არ ჩაიდინოს, მოსამართლემ მას აღკვეთი სახით გირაო არ შეუფარდა.

თავისი გადაწყვეტილების შესახებ მოსამართლემ სხდომის დარბაზში პროცესის დასრულების შემდეგ განმარტა.

გადაბეჭდვის წესი