სიახლეები

სინძიანის პროვინციის დელეგაცია აჭარაში

16.10.2015
სინძიანის პროვინციის  დელეგაცია აჭარაში

 

დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან საქართველოში თბილისში გამართული ფორუმის „აბრეშუმის გზა“ ფარგლებში იმყოფებიან. 14 ოქტომბერს ბათუმსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანგ უიღურეთის ავტონომიური რეგიონის ქალაქ ურუმქის შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდა. მთავრობის ცნობით, მემორანდუმი მხარეებს შორის სხვადასხვა სფეროში კონტაქტების გაღრმავებას, მეგობრობის განმტკიცებას და თანამშრომლობას ითვალისწინებს.

 

 

 

მემორანდუმს 15 ოქტომბერს, ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა და ურუმჩის მერმა ილჰამ საბირმა მოაწერეს ხელი. ოფიციალურ ცერემონიალს საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და სინძიანის რეგიონის ხელმძღვანელი ქსეკერატ ზაკირი ესწრებოდნენ.

 

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან სინძიანის პროვინციის გუბერნატორი, ქალაქ ურუმჩის მერი, ჩინეთის ელჩი საქართველოში, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე და სხვა თანამდებობის პირები. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციას ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ბათუმის მერი დახვდებიან.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.