სიახლეები

საპროტესტო აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ

19.10.2015
საპროტესტო აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ

 

ომარ მეგრელიძე და მერაბ ღოღობერიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ერთმანეთს

 

„ბოლო დღეებში გავრცელებულმა პატიმრების წამების ამსახველმა კადრებმა, კიდევ ერთხელ აჩვენა რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დამნაშავე პოლიტიკური ორგანიზაცია და ვითხოვთ რომ აიკრძალოს, რადგან  ისინი, ისევ ხელისუფლებაში დაბრუნებას გეგმავენ“-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ჯემალ დუაძე.

 

საქართველოს პარლამენტის წევრს ომარ მეგრელიძესა და აქციის მონაწილე მერაბ ღორობერიძეს შორის, სიტყვიერი შელაპარაკება გაიმართა. ისინი ერთმანეთს  უცენზურო სიტყვებითაც მიმართავდნენ.

 

„შენ რომ აქ ხარ, ესეც დანაშაულია, რადგან რუსეთის აგენტი ხარ და ეს არ არის ახალი ამბავი. ყველას მოწყინდი, წადი რა“- უთხრა ომარ მეგრელიძემ მერაბ ღოღობერიძეს.

 

„ახლა ისეთი უნდა წამოგარტყვას კაცმა,… პროვოკატორი ხარ“-  უპასუხა მერაბ ღოღობერიძემ  ომარ მეგრელიძეს.

 

 „პრობლემა აქვს ამ ხელისუფლებას და წადი იმას მიხედეთ“- განაცხადა ომარ მეგრელიძემ აქციის მონაწილეების მისამართით.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

 

 

„თავისუფალი თაობის“ წევრები  განმეორებითი აქციის ჩატარებას ხვალ, 4 საათზე აპირებენ.  

 

აქციის მონაწილეები

  

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: