
„აქ შეკრების მიზეზი გახდა წამების ამსახველი ის კადრები, რაც ახლახან გავრცელდა, შევიკრიბეთ რათა არ გაგრძელდეს და არ განმეორდეს ის წამება, რაც ციხეებში ხდებოდა. ჩვენ ყველა ერთად გავერთიანდებით და ნაციონალურ მოძრაობას მოვთხოვთ პასუხს იმაზე – რაც უნდა გაეკეთებინა და ვერ გააკეთა. ასევე დღევანდელ ხელისუფლებას მოვთხოვთ პასუხს იმაზე თუ, რატომ არ სთხოვენ მათ პასუხს? სწორედ ამის გამო არ ხდება სამართლიანობის აღდგენა. ჩვენ დავიწყებთ საერთო სახალხო მოძრაობას აჭარაში, სამართლიანობის აღდგენის მიზნით. ეს შეეხება ყოფილ პატიმრებს, მოქმედ პატიმრებს, ეს შეეხება იპოთეკით დაზარალებულებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს სამართლიანობის აღდგენის მოლოდინშია.
მე არ ვეხები ამ კადრების გავრცელებას, მე მაინტერესებს ვინ ჩაიდინა და თუ არის ის დასჯილი დღეს. მე მაინტერესებს ის ხალხი, ვინც ამას წლების განმავლობაში ჩადიოდა და ალბათ დღესაც ჩადიან, არიან თუ არა დასჯილი. სავარაუდოდ, არ არიან, იმიტომ, რომ ის პროკურორები და მოსამართლეები, ის ძალოვნები, რომლებიც ამას სჩადიოდნენ – დააწინაურეს.
ვაპროტესტებთ და გავაპროტესტებთ მანამ, სანამ თითოეული ადამიანის მიმართ სამართლიანობა არ აღდგება” – ამბობს თამაზ ბაკურიძე.


„შევიკრიბეთ ნაციონალური მოძრაობის ოფისთან, რათა მოვუწოდოთ ხელისუფლებას, დამნაშავე რეჟიმი, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გასამართლდეს. კიდევ ერთხელ შევახსენებთ ხელისუფლებას, რომ მოდის – 8 ნოემბერი, როცა 2007 წელს მოხდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბევა. დღემდე უნდა ყოფილიყო გამოძიებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნების მიერ მიღებული ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც მოჰყვა ქვეყანაში, მათ შორის აჭარაშიც დარბევები. თუ ხელისუფლება ვერ აღადგენს სამართლიანობას, რასაც საზოგადოებას დაგვპირდა, ამისთვის ვართ მოქალაქეები და ჩვენ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას წინა და ახლანდელ ხელისუფლებასთან მიიმართებაში” – ამბობს მერაბ ღოღობერიძე.

Jpeg

Jpeg
გადაბეჭდვის წესი
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი.
ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.