ნეტგაზეთი • RU

მოქალაქეები რომლებიც ნარჩენებეს არ დაახარისხებენ დაჯარიმდებიან

 

დღეს 19 ოქტომბერს, ბათუმის საკრებულოში აშშ-ის კოლორადოს ქალაქ გოლდენის მუნიციპალიტეტის დელეგაციასთან,  საკრებულოს ნარჩენების მართვის მუდმივმოქმედმა კომისიამ შეხვედრა გამართა.   გოლდენის დელეგაციის წევრებმა დღევანდელ შეხვედრაზე   საზოგადოებასთან ურთიერთობის გეგმა წარმოადგინეს.  

შეხვედრა ქალაქ გოლდენის დელეგაციასთან ნარჩენების მართვის საკითხებზე

„როგორც ვიცით, ცეცხლაურში იხსნება ახალი ნაგავსაყრელი სადაც მოხდება დამხარისხებელი ან მეორადი გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა. უცხოელები გვეხმარებიან იმაში თუ როგორ წარვმართოთ პირველ ეტაპზე საზოჰადოებასთან მუშაობა, რომ მოსახლეობამ ადგილზე მოახდინოს ნარჩენების დახარისხება.  ამისთვის მოსახლეობასთან მუშაობაა აუცილებელი, საინფორმაციო, წამახალისებელი  კამპანია უნდა ვაწარმოოთ, შესაძლებელია  სანაგვე ურნებთან დამოტაჟდეს ვიდეოთვალებიც,  პრობლემის მოსაგვარებლად შემოღებული იქნება საკანონმდებლო რეგულაციებიც   და ამოქმედდება ჯარიმები იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ნარჩენებს არ დაახარისხებენ“- აცხადებს მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე,  ტიტე აროშიძე.

შეხვედრაზე განიხილეს გადამამუშავებელ კომპანიებთან თანამშრომლობის მოდელებიც.

„კომისია იმიტომ ჩამოყალიბდა რომ იმსჯელოს დეტალებზე, თუ რა გზით უნდა წავიდეთ.  ამაში გვეხმარება გოლდენის დელეგაცია. ამერიკაში არსებულ ნაგავსაყრელებზე მოხდა სტადიონების აშენება, მწვანე მინდრების გაკეთება და ა.შ გონიოს ნაგავსაყრელზე  რთულია მსგავსი რამის გაკეთება, რადგან იქედან ამოსული მეთანი საზიანოა გარემოსთვის.  ამიტომ ჯერ საუბარია იმაზე, რა გავაკეთოთ. საუბარია იმაზე რომ ჯერ მეთანის ამოქაჩვა მოხდეს და შემდეგ გამწვანება გაკეტდეს, არის მეორე ვერსიაც რომ მოხდეს სპირალების ჩადგმა, რომელიც ენერგიად გარდაიქმნება და ამ ენერგიების გამოყენება მოხდეს. ასე რომ ჯერ საბოლოოდ ვერსიაზე  ჩამოყალიბებული არ ვართ“.

ტიტე აროშიძის თქმით, 2016 წლის გაზაფხულისთვის მერიას ექნება   დასრულებული სამოქმედო გეგმა და  ცეცხლაურში  ამოქმედდება ნარჩენების მიმღები პოლიგონი.

ნარჩენების მართვის საკითხევზე   შეხვედრა  ოთხდღეს გაგრძელდება.

შეხვედრას ამერიკული მხარიდან ესწრებოდნენ გოლდენის მუნიციპალიტეტრის საჯარო სამსახურის დეპარტამენტის წარმომადგენლები დან ჰარტმენი, ანა ბეიერლი და ტერეზა ვორშენი. შეხვედრაზე ასევე მოწვეულნი იყვნენ USAID –ის წარმომადგენელი ნინო ქუმსიშვილი და ნარჩენების მართვის ტექნოლოგიების რეგიონული პროგრამის  ხელმძღვანელი ვილიამ ალტაუსი.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.