სიახლეები

კონფერენცია ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის შესახებ დასრულდა

16.10.2015 • 1729
კონფერენცია ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის შესახებ დასრულდა

კონფერენციაში ბავშვთა დაცვის სფეროში მომუშავე პროფესიონალები, საერთაშორისო ექსპერტები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ღონიძიების ფარგლებში, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის დირექტორმა, საქართველოში ბავშვთა დაცვის სისტემის მიღწევებსა და საჭიროებებზე ისაუბრა. კონფერენციაზე ასევე განიხილეს როგორც სომხეთისა და აზერბაიჯანის, ისე ევროპის ქვეყნების გამოცდილება ბავშვთა ძალადობის პრევენციისა და ინტერვენციის საკითხებში.

კონფერენციის გახსნაზე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ სულიკო თებიძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხში ცნობიერების ამაღლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისი განათლება და უსაფრთხო გარემოს შექმნა სასწავლო დაწესებულებებში. სამინისტრომ ასევე მზადყოფნა გამოთქვა ჩაერთოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის პრევენციულ ზომების გატარებაში და ითანამშრომლოს საქარათველოს საზოგადოებრივ ჯანდაცვის ფონდთან.

დღეს კონფერენციაზე, ბავშვზე ძალადობის პრევენცია და რეაგირების მექანიზმები (პროცედურები, პროტოკოლი, გაიდლაინი და სხვა საერთაშორისო რეკომენდაციები, ასევე პროფესიული პასუხისმგებლობები და ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნებზე ისაუბრეს.

კონფერენცია, ბავშვთა მიმართ ძალადობის შემცირების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის – საქართვეოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ იყო ორგანიზებული.

ბავშვზე ძალადობის საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში აუცილებელია წერილობით ან ტელეფონით აცნობოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს.

თუ ფიქრობთ, რომ ბავშვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება და საქმე გვაქვს გადაუდებელ მდგომარეობასთან, დაუყოვნებლივ აცნობეთ პოლიციას და საჭიროების შემთხვევაში გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება, ტელეფონით: 112

შეგიძლიათ დარეკოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე (032) 251 00 33 ან მიმართოთ ადგილობრივ სოციალური მომსახურების სააგენტოს.

თქვენ შეიძლება გააკეთოთ შეტყობინება ანონიმურადაც. ამ შემთხვევაშიც კი შეტყობინებას სათანადო რეაგირება მოჰყვება.

Jpeg

Jpeg

 

გადაბეჭდვის წესი