ნეტგაზეთი • RU

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 80 წლის იუბილეს აღნიშნავს

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 16-17 ოქტომბერს 80 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის, პირველ და მეორე სართულებზე, საუნივერსიტეტო ცხოვრების ამსახველი, საზოგადოებისთვის უცნობი ფოტოების გამოფენა მოეწყობა.

დღეს უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ხალვაშმა უნივერსიტეტის პროფესორები, მეცნიერები და თანამშრომლები სიგელებითა და მედლებით დააჯილდოვა.

გარდა ამისა, მოეწყო უნივერსიტეტის საიუბილეო წიგნის – „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი საგანმანათლებლო კერა – 80“ პრეზენტაცია.  წიგნი ორენოვანია და მასში უნივერსიტეტის ისტორიასა და მიღწევებზე უნიკალური საარქივო მასალებია წარმოდგენილი.

საიუბილეო ღონისძიებები 17 ოქტომბერს ბსუ-ს საპატიო დოქტორების არჩევის ცერემონიით გაგრძელდება. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება შვიდ აღიარებულ ქართველ და უცხოელ პროფესორს.

გარდა ამისა, ხვალინდელ საზეიმო მიღებაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი უნივერსიტეტის პროფესორებსა და მეცნიერ-თანამშრომლებს ღირსების ორდენით, ღირსების მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვებენ.

Jpeg

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები“