სიახლეები

ტრენინგი ფერმერებისათვის აგროსერვისცენტრში

16.10.2015 • 1887
ტრენინგი ფერმერებისათვის აგროსერვისცენტრში

 

ტრენინგი 12 ოქტომბერს დაიწყო და 14 ოქტომბერს დასრულდა. 12-ში მას აგროსერვისცენტრის აგრონომები და სპეციალისტები ესწრებოდნენ, რომლებმაც ორგანიზაციის მარწყვისა და ბულგარულის სათბურებში პრაქტიკულად განახორციელეს ის რჩევები, რომლებიც ტრენინგის დროს მიიღეს.  13-14 ოქტომბერს კი ებრაელი ექსპერტების გამოცდილებას როგორც ადგილობრივი, ასევე გურიიდან, სამეგრელოდან და იმერეთიდან ჩამოსული მესათბურე ფერმერები და აგრონომები გაეცნენ. ტრენინგს მაშავის პროგრამის დირექტორი გიორგი ჟღენტიც ესწრებოდა, რომელმაც მონაწილეებს მაშავის პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ისრაელის საელჩო აფინანსებს ერთთვიან სასწავლო ტრენინგებს ფერმერებისა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტებისთვის ისრაელში, რომელიც სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგს მოიცავს. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს საჩუქრად აგროსერვისცენტრში მარწყვის მოვლა-მოყვანის შესახებ  „ენპარდ აჭარა“ პროგრამის ფარგლებში დაბეჭდილი სახელმძღვანელოები გადაეცათ.

 

 

„სასათბურე მეურნეობების განვითარება ჩვენთან ბოლო რამდენიმე წელია დაიწყო. შესაბამისად, ჩვენს ფერმერებს ნაკლები გამოცდილება და ცოდნა აქვთ ამ მიმართულებით. ჩვენი მიზანი კი მათთვის ისეთი წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაა, როგორიცაა ისრაელი. ამ მიზნით დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგი აგროსერვისცეტრში, რომელიც ძალიან საინტერესო და ინფორმაციული გამოვიდა. განსაკუთრებით აქტიურობდნენ მონაწილეები, რომლებიც მოტივირებული და დაინტერესებულები ჩანდნენ, რაც შეიძლება დეტალური ინფორმაცია მიეღოთ მარწყვისა და ბულგარულის სასათბურე პირობებეში მოვლა-მოყვანასთან დაკავშირებით. ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობის გაგრძელებას ისრაელის საელჩოსთან, რათა მგავსი პრაქტიკული ტრენინგები ფერმერებისთვის მომავალ წელსაც ჩავატაროთ,“ – განაცხადა აგროსერვისცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ. 

გადაბეჭდვის წესი