EMC-ს შეფასება ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება ქალაქ ბათუმში, 2017 წლის 11 მარტს განვითარებულ პროცესებს და სახელმწიფოს მოუწოდებს,უზრუნველყოს მოვლენების სათანადო შესწავლა და რეაგირება.

2017 წლის 11 მარტს, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სპონტანურად ორგანიზებული პროტესტისმიზეზი, პოლიციის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გამკაცრებული დაჯარიმების პრაქტიკა გახდა. შეკრების მონაწილეების პროტესტის გამძაფრება ძმის დაკრძალვიდან დაბრუნებულიჯიმი ვარშანიძის დაკავებამ გამოიწვია. მისი თქმით, ახსნა-განმარტების მიუხედავად, რომ სადავო ადგილას სათანადო პარკირებაშეუძლებელი იყო და მას სასწრაფოდ სჭირდებოდა იქვე მდებარე აფთიაქში მედიკამენტების შეძენა, შელაპარაკების შემდეგ, პოლიციამ მანქანაში ძალით ჩატენა და დააკავა. აღნიშნულმაინციდენტმა ადგილობრივიმოსახლეობის  პროტესტის ესკალაცია გამოიწვია და მათ ბათუმში სასტუმრო „პლაზას“ტერიტორიაზე სპონტანური და მასობრივი შეკრება დაიწყეს. შეკრების მონაწილეების მხრიდანისმოდა უკმაყოფილება ბათუმში პოლიციის სამმართველოს უფროსად ახალდანიშნული კახა ბუხრაძის მიერ საპოლიციო ღონისძიებებისგამკაცრებით, ქალაქში „ახალი წესრიგის“ დამყარების სიღარიბის ფონზე მაღალი ჯარიმების გამოყენებით მოსახლეობისთვის ეკონომიკური ტვირთების დამძიმების, აჭარაში მაღალ თანამდებობებზე არაადგილობრივი პირების დანიშვნის თაობაზე. საღამოს აქციამ პოლიციის სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც შეკრების მონაწილეები დაკავებული პირების გათავისუფლებასა და საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობიდან მოხსნასითხოვდნენ. რამდენიმე საათის გასვლის მიუხედავად, შეკრების მონაწილეებთან ხელისუფლების, მათ შორის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს  კომუნიკაცია არ ჰქონიათ, რამაც შეკრების მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია და მათმა ნაწილმა სამმართველოს შენობაში უკანონო შეღწევა განიზრახა. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, შეკრების რამდენიმე მონაწილე პოლიციამ წინააღმდეგობის გაწევის გამო ადგილზე დააკავა, ამ ეპიზოდში დაფიქსირდა სპეციალური საშუალების, გაზის გამოყენების ფაქტიც.მალევე, შეკრების ადგილზე სპეციალური დანიშნულებისრაზმი გამოჩნდა, რის შემდეგაც შეკრების მონაწილეების დიდი ნაწილი გაიქცა და აქციის ტერიტორიადატოვა, ნაწილმა კი, ქალაქშივანდალური აქტების ჩადენა, მათ შორის, ქონების განადგურება, პოლიციის მანქანების გადაწვა დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ შეკრების ადგილზე იმყოფებოდნენ და რადიკალურ ულტიმატუმებს აჟღერებდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლები.  აგრეთვე, სიტუაციის ესკალაციაშიგანსაკუთრებული როლი შეასრულა 9 მარტს ერთ-ერთი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მერაბ ღოღობერიძის მიერ აქციაზე გაკეთებულმა განცხადებამ – „აჭარელი თათარი არ არის“. ამავე განცხადებაში ღოღობერიძე საუბრობს საპატრულო პოლიციის ახალი ხელმძღვანელის მხრიდანადგილობრივიმოსახლეობის  მიმართრელიგიურინიშნითდისკრიმინაციულადქცევის ფაქტებზედაბათუმშისამსახურეობრივიმივლინებითმყოფსხვასამართალდამცველების მიმართ გაჟღერებულ იმავე მოწოდებებზე. უნდა აღინიშნოს, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მსგავსი განცხადებების გაკეთება ამ დროისთვის სარწმუნო მტკიცებულებებით არ დასტურდება. გამთენიისას, ძალადობრივ ქმედებებში მონაწილე ადამიანების ძირითადი ნაწილი, 40 პირი პოლიციამ დააკავა.

შეკრების თავისუფლების კონტექსტში უნდა ითქვას, რომ შეკრების მონაწილეების ის ნაწილი, რომლებმაც ძალადობრივი განზრახვები გამოავლინეს და ვანდალურიაქტები განახორციელეს, არ სარგებლობდნენ შეკრების თავისუფლებით, რომელიც მხოლოდ მშვიდობიან შეკრებებს იცავს. გამოვლენილმა ძალადობრივმა განზრახვებმა და ქმედებებმა პოლიციას უფლებაში ჩარევისა და სამართალდარღვევის აღკვეთის ლეგიტიმური საფუძველი შეუქმნა. აღნიშნული ძალადობრივი ორგანიზებული ჯგუფების ქცევა, ერთი შეხედვით, სიტუაციის ესკალაციას ისახავდა მიზნად და მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გამოიძიოს მათი ორგანიზებისა და შესაძლო პოლიტიკური აფილაციის საკითხი. აღნიშნული საკითხის ობიექტურ გამოკვლევას, მათ შორის, არსებითი მნიშვნელობა აქვს მიმდინარე პროცესების სათანადო პოლიტიკური შეფასებისთვის.

შეკრების მართვის დროს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებისგან თავის შეკავების პოზიტიური პრაქტიკის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ შსს არ გააჩნდა შეკრების დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ეფექტიანი სტრატეგია, რის გამოც, ძალადობრივი ინციდენტები მთელს ქალაქში გავრცელდა და სრულიად უკონტროლო ხასიათი მიიღო. მათ შორის, მთავრობას არ გააჩნდა სიტუაციის დეესკალაციის პოლიტიკური სტრატეგია და შესაძლო ძალადობრივი რადიკალიზების პრევენციის თანმიმდევრული გეგმა. შსს-მ დასაწყისშივე არ მოახდინა ძალადობრივ ქმედებებზე სათანადო რეაგირება, რის გამოც პროცესში ინტერვენცია გვიან, ვითარების რადიკალიზების შემდეგ, რეპრესიული საპოლიციო ღონისძიებების გამოყენებით მოუწია.  პოლიციამ თავიდანვე ვერ უზრუნველყო შეკრების მშვიდობიანი და არამშვიდობიანი მონაწილეების გამიჯვნა და ძალადობრივი ჯგუფების იზოლაცია. მნიშვნელოვანი იქნებოდა, თუ სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე, პოლიცია მშვიდობიანი შეკრების მონაწილეებს კორიდორს შეუქმნიდა და შესაბამის პირებს ადგილის დატოვების შესაძლებლობას მისცემდა. აღნიშნული ხარვეზები მასობრივი და ძალადობრივი შეკრებების მართვის სფეროში პოლიციის ცოდნის ნაკლებობაზე უთითებს, რაც ცხადია, ადამიანის უფლებების დარღვევის რისკებს აჩენს და ეფექტიანი პრევენციული პოლიტიკის განხორციელებას ართულებს.

როგორც ზემოთ წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირველადი ანალიზიაჩვენებს, ბათუმში ადგილობრივი მოსახლეობის შეკრება საწყის ეტაპზე სპონტანურ დათვითორგანიზებულ ხასიათს უფრო ატარებდა და ის გამოხატავდა იმ სოციალურ და პოლიტიკურ უკმაყოფილებას, რომელიცაჭარის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს აქვთ. შეკრების მონაწილეების განცხადებების შინაარსობრივიანალიზი აჩვენებს, რომ აღნიშნული უკმაყოფილების ძირითად მიზეზებადმძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე უსამართლოდ მაღალი და თვითნებური ჯარიმების პრაქტიკა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაღალი თანამდებობის პოზიციებზე ადგილობრივი მოსახლეობის დაბალიწარმომადგენლობა და პოლიტიკური გაუცხოება,აჭარაში მცხოვრები ადამიანების მიმართ შოვინისტური რიტორიკის გამოყენება სახელდება. მხედველობაშია მისაღები ძალადობრივ ქმედებებში ჩართული პირების ასაკის და გენდერის ფაქტორებიც. მსგავსი აგრესიისა და დესტრუქციის ახსნა არ უნდა შემოიფარგლოს „კრიმინალური აზროვების“ არგუმენტით, რადგან ის შეიძლება მწვავე სოციალური კრიზისისა და ნიჰილიზმის გამოხატულება იყოს.შესაბამისად, არსებითია სახელმწიფომ და სხვა აქტორებმა გაიაზრონ გამოვლენილი სოციალური უკმაყოფილებისა და პროტესტის სისტემური მიზეზები და ის ძალადობრივ ქმედებებში მონაწილე ჯგუფების პოლიტიკური მიკუთვნებულობისარგუმენტით არ გადაიფაროს. ამ მიმართებით, განსაკუთრებული ხაზი უნდა გაესვას ქართველი მუსლიმების მიმართ ბოლო დროს გამოვლენილ რელიგიურ კონფლიქტებსა და სახელმწიფოს არასეკულარულ და დისკრიმინაციულ პოლიტიკას, რომელმაც ქართველი მუსლიმების სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მარგინალიზაციას კიდევ უფრო შეუწყო ხელი. ამიტომაც,არსებითია, რომ სახელმწიფომ გაიაზროს რელიგიური თუ სხვა ნიშნით ჯგუფების გარიყულობის და მარგინალიზაციის პრობლემის სიმწვავე და მისი პოლიტიკური მიზნებისთვის ინსტრუმენტალიზების საფრთხეები, რაც აჭარაში ნათლად გამოჩნდა.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მიიჩნევს, რომ არსებითია:

  • სამართალდამცავმა ორგანოებმა უზრუნველყონ გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტების და მთლიანი პროცესის ეფექტიანი გამოძიება და დაკავებული პირების საპროცესო უფლებების სრულყოფილი რეალიზება. ამასთან, მნიშვნელოვანია პოლიციის მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენების კანონიერების და პროპორციულობის შესწავლა;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაიაზროს მასობრივი და ძალადობრივი შეკრებების მართვასთან დაკავშირებული საკუთარი ინსტიტუციური და კომპეტენციური გამოწვევები და შეიმუშაოსკრიზისული სიტუაციების მართვის ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ეფექტიანი სტრატეგიები და ტექნიკები;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ სათანადოდ შეისწავლოს ადგილობრივი პოლიციის უფროსის საქმიანობის კანონიერების საკითხი და საჭიროების შემთხვევაში, მასზე სათანადო რეაგირება მოახდინოს;
  • მთავრობამ უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური და პოლიტიკური უკმაყოფილების რეალურიმიზეზებისშესწავლა და დაგეგმოს კომპლექსური ღონისძიებები ამ მიმართულებით;
  • პოლიტიკურმა პარტიებმა და სხვა საზოგადოებრივმა ჯგუფებმა თავი შეიკავონ პროცესის ესკალაციისგან,მათ შორის, ქსენოფობიური და შუღლის გაღვივებაზე მიმართული საჯარო განცხადებებისგან.
  • მოქალაქეებმა შეინარჩუნონ მშვიდობა და პატივისცენ კანონსა და სახელმწიფო ინსტიტუციებს.მნიშნელოვანია, რომ პოლიტიკური და სოციალური უკმაყოფილების გამოხატვა დემოკრატიული და სამართლებრივი ბრძოლის გზებით მოახდინონ.

შს მინისტრი: აჭარის პოლიციაში საკადრო ცვლილებების აუცილებლობა არ არსებობს

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, რომ აჭარის პოლიციაში საკადრო გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ხედავს. ამის შესახებ მინისტრმა „იმედთან” ჩართვისას განაცხადა.

მინისტრი არ ადასტურებს ბათუმში გამართული აქციის მონაწილეების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პოლიციელები ქსენოფობიური დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ მოქალაქეების მიმართ:

„ზედაპირულად ეს სიტუაცია უკვე გავიარე, მაგრამ დეტალურად გავერკვევი ყველა იმ ნიუანსში და პრეტენზიაში, რომელიც ჩემი თანამშრომლების მიმართ მოდის. მე დავაანონსე, რომ არ გამოვრიცხავ საკადრო ცვლილებებსაც-მეთქი, მაგრამ ამ ეტაპზე ამის აუცილებლობა არ არსებობს. მე ამას ვერ ვხედავ. ყველა იმ ადამიანმა, ვისთანაც მქონდა საუბარი, კატეგორიულად უარყო ქსენოფობიური განცხადებები. ვფიქრობ, რომ ეს წინასწარ კარგად დაგეგმილი პროვოკაციაა. გარკვეულ ჯგუფებს სურდათ, რომ პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მომხდარიყო. სწორად იყო შერჩეული სენსიტიური საკითხი, რომ თითქოს ქსენოფობიური განცხადებები იქნა გაკეთებული პოლიციელების მხრიდან, მსგავსი არაფერი ყოფილა”, – თქვა მინისტრმა.

მღებრიშვილმა ასევე უარყო არაადეკვატური ჯარიმების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გუშინ ბათუმში გამართული აქციის ერთ-ერთი საფუძველი იყო.

არმაზ ახვლედიანი: არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს აწყობდათ ეს აქცია

11-12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების შესახებ „ბათუმელები“ პოლიტოლოგ არმაზ ახვლედიანს ესაუბრა.

ბატონო არმაზ, ხედავთ თუ არა გარკვეულ ძალებს ამ აქციის უკან? დღეს გაკეთდა განცხადებები, სადაც მთავრობა მიუთითებს “ნაციონალური მოძრაობის“ როლზე, რომელმაც გუშინ სოლიდარობა გამოუცხადა აქციის მონაწილეებს, თქვენთვის რამდენად დამაჯერებელია ხელისუფლების ეს მითითება?

სამწუხაროდ, ტრადიციად იქცა საქართველოში, რომ ხელისუფლება  მის საწინააღმდეგოდ მიმართულ ნებისმიერ მკვეთრ ქმედებას აბრალებს ოპონენტს ან ოპონენტებს. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეს ასეა და პრაქტიკულად ვერც ერთი ხელისუფლება ვერ ახერხებდა და ვერ ახერხებს დღესაც, რომ იფიქროს საკუთარ წილ პასუხისმგებლობაზე, იმაზე, რომ იქნებ  მისი ბრალიცაა, რომ ასე მოხდა ან ასე ხდება. ვფიქრობ, რომ ასეთი სურათია ახლაც.

ვწუხვარ, რომ ასეთი ვანდალიზმი დატრიალდა ამ დილით ჩვენს ქალაქში, მაგრამ ვფიქრობ, ამ საქმეს დასჭირდება არა უბრალოდ გამოძიება პროკურატურის მიერ, არამედ გამოძიება, რომელშიც მაქსიმალურად იქნება ჩართული და გათვალისწინებული საზოგადოებრივი აზრი.  ყველა სხვა შემთხვევაში ჩვენ შეიძლება მივიღოთ ძალიან სუბიექტური დასკვნა და ეს საქმეც, როგორც სხვა არა ერთი, შემოიდება თაროზე.

მე მიმაჩნია, რომ ეს პროცესი შესაძლოა  იყო მართული, მაგრამ ვის მიერ – ამ კითხვას ობიექტურმა გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.

ჩემთვის რამდენიმე კითხვაა პასუხგაუცემელი: რატომ არ რეაგირებდა პოლიცია ამდენი საათის განმავლობაში? რატომ მიეცათ შესაძლებლობა  ე.წ. მომიტინგეებს, რომ დაეწყოთ დარბევა და გვენახა ეკრანზე ის ვანდალიზმი, რაც ვნახეთ?  რატომ იყო ასეთი დაგვიანებული რეაგირება? რატომ არ შეხვდნენ ამ (რბილად ვამბობ) გაღიზიანებულ ნაწილს საზოგადოებისა ხელისუფლების წარმომადგენლები? მე არ ვგულისხმობ იმას, რომ იქ ცალკეული დეპუტატები იყვნენ,  სად იყო ამ დროს ქალაქის მერი?  თუ აჭარის თავმჯდომარე არ იმყოფებოდა რეგიონში, გასაგებია მიზეზი, მაგრამ ხომ არიან  მინისტრები და ბოლოს და ბოლოს, როცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არ არის ადგილზე, რომელიმე მინისტრი უნდა ასრულებდეს მის მოვალეობას.

თუმცა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და ბათუმის მერიც იმყოფებოდნენ აქციაზე…

მე იქ ბათუმის მერი არ შემინიშნავს, ცოტა გვიან გამოჩნდა ალბათ. რაც შეეხება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, მარტო ყოფნა საქმეს არ შველის. ხელისუფლებას უნდა შეეძლოს საკუთარ ხალხთან საუბარი, მიუხედავად იმისა,  ხალხი როგორც არ უნდა იყოს გაღიზიანაბული, ან იქნებ გაბოროტებულიც. უნდა მიესვლებოდეს, უნდა უსმენდნენ მათ. და თუ ხედავ, რომ აღარ გისმენენ, არაადეკვატურია ამ ჯგუფის დამოკიდებულება და უხეშად არღვევენ კანონს, მაშინ საჭიროა  დროულად და კანონის ფარგლებში რეაგირება. აი, ამ კითხვებზე პასუხი გასაცემია.

თქვენ გაქვთ ამ კითხვებზე პასუხის თქვენი ვერსია?

შეიძლება ვერსიის დონეზე აზრი გამოითქვას. მე არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს აწყობდათ კიდეც ეს სურათი. ქვეყანაში არის იმდენი მძიმე პრობლემა, რომ აქცენტების გადატანა ზოგჯერ ხელისუფლებას სასიცოცხლოდ ესაჭიროება. ეს არ არის ახალი, სააკაშვილის დროს სავსე იყო ასეთი მაგალითები და სხვა დროსაც.

ვერავინ დამაჯერებს, რომ ბათუმის ქუჩებში გამოვიდნენ ახალგაზრდები ისე, როგორც გამოდიან ხოლმე დასავლეთში, ჩვენ ვხედავთ ხოლმე ფეხბურთის მატჩის შემდეგ რომ გაღიზიანდებიან ახალგაზრდები და ყველაფერს ანგრევენ. ეს არ იყო ეს შემთხვევა.  ასე სპონტანურად ეს ვერ მოხდებოდა. უკვე ითქვა და დავეთანხმები, რომ ფაქტობრივად ეს იყო ორი სხვადასხვა აქცია, ერთი – რომელიც დღისით ჩატარდა, სადაც ადამიანები ითხოვდნენ დაპატიმრებულების გათავისუფლებას და საპატრულო პოლიციის უფროსის გაშვებას სამსახურიდან და მეორე აქცია – რომელიც გვიან ვიხილეთ და ეს იყო კლასიკური ვანდალიზმი.

გაჟღერდა ვერსია, რომ შესაძლოა ეს აქცია იყოს ერთგვარი გამოძახილი ძალოვანებს შორის გარკვეული დაპირისპირებისა და ანგარიშსწორებისა, თქვენ თუ განიხილავთ ასეთ ვერსიას?

ვერსიის დონეზე ალბათ შესაძლებელია, მაგრამ ვფიქრობ, რომ დაქცეულა მაშინ ჩვენი ქვეყანა თუ ასეთი მდგომარეობაა და ძალოვანები ასე არჩევენ ერთმანეთთან საქმეს.  თუ იმ ვერსიას განვავითარებთ, რასაც პრემიერ-მინისტრი დღეს გვეუბნება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შეკვეთით მოხდა (არ დაუსახელებია, მაგრამ მგონი ყველამ იგულისხმა, რომ ეს იყო „ნაციონალური მოძრაობა“), მით უარესი ხელისუფლებისთვის.   რას აკეთებენ სამართალდამცავი ორგანოები? რისთვის არსებობს სუსი, აქამდე უნდა მივიდეს საქმე? ყველა შემთხვევაში სახეზეა ხელისუფლების სრული უნიათობა. ეს არის ბინძური საბჭოთა ტრადიცია, რომ ყველგან და ყველაფერში ეძებ მტერს და ბნელ ძალებს და არ გინდა გაიგო, რომ შენი უნიათობა არის მნიშვნელოვან წილად მიზეზი იმისა, რაც ხდება.

ზოგადად, ამ პრობლემის განხილვა ჩვენ გვმართებს ერთ დიდ კონტექსტში. საჭიროა იმის გააზრება, რა ხდება რეგიონში, მთლიანად ქვეყანაში. თუ ავიღებთ რეგიონს, ვფიქრობ, რომ აქ პრობლემების სათავეა ის, რომ ვერა და ვერ მოხერხდა, ადგილობრივი ხელისუფლება იყოს მეტ-ნაკლებად ობიექტური.  აჭარაში გრძელდება წარუმატებელი სახელისუფლებო ექსპერიმენტი.  ვერც წინა მთავრობამ, ვერც დღევანდელმა, ვერ შეძლო, რომ მეტ-ნაკლებად მაინც ყოფილიყო ჩვენი საზოგადოების, აქაურების ინტერესების, აზრისა და სურვილების გამომხატველი.

აჭარაში, რეგიონში, მთელს საქართველოში, დემოკრატიული არ არის მმართველობა და ეს იწვევს იმას, რომ შეიძლება ჩვენ ასეთი ვერსიები განვიხილოთ, რაზეც ახლა ვსაუბრობდით, რომ შეიძლება ძალოვანები უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, ან შეიძლება ხელისუფლება თავად გეგმავდეს სხვა თემების გადასაფარად, ან ოპოზიციამ ეს შეძლოს.  ყველა ვერსიის შემთხვევაში ეს მიუთითებს იმაზე, რომ არადემოკრატიულმა მმართველობამ პრაქტიკულად გარყვნა ეს ხელისუფლება და ვინ იცის, კიდევ რა შედეგებამდე მიგვიყვანს.

გუშინ აქციაზე ისმოდა  შეძახილები: „აჭარა აჭარლებს, “გორელი” და ა.შ. თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ არსებობს ეს თემა ჯერ კიდევ აჭარაში?

მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ აჭარაში ეს თემა არ არსებობს და მე არ ვიცნობ არც ერთ ადგილობრივს, აჭარელს, აჭარაში მცხოვრებ ადამიანს, რომელიც ასე  ფიქრობს, ასე მსჯელობს.

არ შეიძლება უფრო მეტი ავნო აჭარას და მთელ საქართველოს, თუ არა ასეთი ფიქრით. პრობლემა ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, არ არსებობს, მაგრამ ვაი, რომ დღესაც არიან ძალები, რომლებიც ასეთი მგრძნობიარე თემით სპეკულირებას ახერხებენ და ვიღაცები წამოეგებიან ხოლმე ამ ანკესზე.  მე ვფიქრობ, რომ ამასთან გვაქვს საქმე, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ პრაქტიკულად არ არსებობს არანაირი გააზრებული სტრატეგია, როგორ არ უნდა იგრძნოს საზოგადოების ერთმა ნაწილმა, ჯგუფმა, მთაში თუ ბარში, თავი გაუცხოებულად.

ყველას ვურჩევდი, რომ ფრთხილად იყვნენ, იმიტომ, რომ ეხებიან სათუთ და მნიშვნელოვან საკითხს, ბევრმა მოიტეხა კიდეც კისერი, როცა ამ საკითხს უხეშად და უდიერად შეეხო.

 

გენო გელაძე: პატრულის თანამშრომლები ხელმძღვანელისგან რეგიონული ნიშნით დისკრიმინაციაზე მომიყვნენ

გენო გელაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ორი კვირის წინ სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერდა: „აჭარაში საპატრულო პოლიციაში დასაქმებული ადგილობრივები ხელმძღვანელების მხრიდან დისკრიმინაციულ მოპყრობაზე, მათი უფლებების მიზანმიმართულ შეზღუდვებზე საუბრობენ…“ რა ინფორმაცია ჰქონდა მაშინ გენო გელაძეს, გამოეხმაურა თუ არა სამთავრობო უწყებები მის პოსტს და რა დაინახა გუშინდელ საპროტესტო აქციაში – „ბათუმელები“ გენო გელაძეს ესაუბრა:

რა ინფორმაცია გქონდათ, როცა სოციალურ ქსელში ადგილობრივი პოლიციელების შევიწროვებაზე წერდით? 

ორი-სამი კვირის წინ საპატრულო პოლიციის რამდენიმე თანამშრომელმა მნახა. ისინი ამბობდნენ, რომ ახალი ხელმძღვანელობა ავიწროვებდა ადგილობრივ კადრებს, ზოგი დააქვეითეს, გაუშვეს, ან სამუშაო პირობები გაუუარესეს. ისინი მიუთითებდნენ დისკრიმინაციაზეც, თუმცა კონკრეტულად ვერ ამბობდნენ, რაში გამოიხატებოდა ეს. აღნიშნავდნენ, რომ, ძირითადად, ეს იყო რეგიონული ნიშნით დისკრიმინაცია. იმავე პერიოდში რამდენიმე მოქალაქეც მესაუბრა უსამართლო ჯარიმებზე. არც ერთი არ ამბობდა, რომ მართლები იყვნენ, მაგრამ ქალაქში არსებული არაპარკირებული ვითარებიდან გამომდინარე ხდებოდნენ იძულებული, რაღაც დაერღვიათ და ამის გამო უმკაცრესად ვისჯებითო. ჩავთვალე საჭიროდ ამ ფაქტების შესახებ საჯაროდ მეთქვა. ამას სჭირდებოდა რეაგირება.

რა გამოხმაურება ჰქონდა ამ პოსტს სოციალურ ქსელში? 

არც ერთი სამთავრობო უწყება, არც პოლიცია არ შემხმიანებია. გამოხმაურება იყო მხოლოდ მოქალაქეებისგან. აღმოჩნდა, რომ სხვა უწყებებშიც ბევრი იყო ანალოგიური დამოკიდებულებით უკმაყოფილო, რომ ადგილობრივ კადრებს გაზრდის საშუალებას არ აძლევენ და ასე შემდეგ. საერთოდ ამგვარი მუხტი დიდი ხანია არსებობს ჩვენს რეგიონში და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რამაც ხალხი აგრესიული გახადა, არის ეს. ჩვენ ამ თემაზე რატომღაც საჯაროდ არ ვსაუბრობთ. ალბათ, ჩვენი პოლიტიკური კულტურის ნაწილია ეს, უხერხულად ითლება ამაზე საუბარი, მაგრამ ჯობია, საჯაროდ ვილაპარაკოთ, ვიდრე შემდეგ ამ ფორმით გამოიხატოს აგრესია.

ფიქრობთ, რომ ეს იყო გუშინდელ საპროტესტო აქციაზე გამოხატული აგრესიის მიზეზი?

იმის გამო, რომ არ ინიშნებიან ადგილობრივი კადრები, ბევრი წუწუნებს. გუშინ თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონკრეტულ მოქალაქეს დისკრიმინაციულად მოეპყრო პოლიცია. ადამიანები, რომლებიც დაბოღმილები იყვნენ ამ ყველაფრის გამო, გადმოანთხიეს ეს. შემდეგ გამოჩნდა ორგანიზაციული ნიშნები. როგორც ჩანს, კონკრეტულმა ძალებმა ისარგებლეს ამ უარყოფითი დამოკიდებულების გამოხატვით და მისცეს ამას აქტიური პროტესტი ფორმა. ძალიან ცუდად ემთხვევა ეს ყველაფერი ევროინტეგრაციის პროცესს.

რას გულისხმობთ კონკრეტულად?

ის, რომ უმართავი ბრბო შეიქმნა, რომელიც წვავს ქუჩაში მანქანებს, ეს რომ ვნებს ქვეყანას, ფაქტია. ჩემი აზრით, პირველ რიგში ამ პროცესმა ქვეყნის საგარეო იმიჯი დააზარალა. ესენი არიან ძალები, ვისაც ევროპასთან ინტეგრაცია არ აწყობთ. ეს შორს მიმავალი გეგმებია, რომ ქალაქი გახდეს უკონტროლო. სამწუხაროდ, მე ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა.

რა უნდა გაკეთდეს ახლა, თქვენ რის საჭიროებას ხედავთ?

აუცილებელია ყველა პირი სათანადოდ დაისაჯოს, დაწყებული პირველი ეტაპიდან, ვინც პოლიციელს მოექცა დისკრიმინაციულად, ის, ვინც საკადრო პოლიტიკა დაგეგმა, ისიც, ვინც უკმაყოფილება ყურადღების გარეშე დატოვა… თითოეულმა მონაწილე პირმა უნდა აგოს პასუხი, თუ ორგანიზატორებს გამოკვეთენ, მით უმეტეს კარგი იქნება. ჩემი აზრით, ამ პროცესში ხელისუფლება დაიბნა და კომუნიკაცია ვერ აწარმოა, რომ აქამდე არ მისულიყო საქმე. ახლა სახელმწიფომ უნდა თქვას, რა მოხდა. სხვანაირად არ შეიძლება.

 

 

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ბათუმში განვითარებული მოვლენების შესახებ

12 მარტს არასამთავრობო ორგანიზაციებმა:„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (GYLA), „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ (TI Georgia), „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) და „ადამიანის უფლებათა ცენტრი სამოქალაქო განვითარების სააგენტომ“ (CIDA) ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს. განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:

“ხელმომწერი ორგანიზაციები ვგმობთ 2017 წლის 11-12 მარტის ღამეს ქალაქ ბათუმში მომხდარი ძალადობისა და ვანდალიზმის გამოვლინებებს, რა საფუძვლითაც არ უნდა ყოფილიყო აღნიშნული ჩადენილი, და ხელისუფლებას მომხდარის სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიებისაკენ მოვუწოდებთ.

11 მარტს, პროტესტის ნიშნად ბათუმში მოქალაქეების ნაწილმა ერთ-ერთი ცენტრალური  ქუჩა გადაკეტა. პროტესტის მიზეზი საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ, მოქალაქის დაჯარიმება გახდა. პროტესტის მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ საპატრულო პოლიცია  ჯარიმებს უსაფუძვლოდ უწერს, რაც მათ მძიმე ეკონომიკურ ტვირთად აწვებათ.[1] მოქალაქეები პოლიციის სამმართველოს უფროსს შეურაცხმყოფელი განცხადების გაკეთებაშიც ადანაშაულებდნენ, თუმცა, ამ დრომდე შეუძლებელია ამ უკანასკნელი ბრალდების სარწმუნოდ დადასტურება.[2] პოლიციის შენობასთან შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდნენ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, რომელთაც მხარდაჭერა გამოუცხადეს შეკრებილებს.

აქციის მიმდინარეობის დროს, პოლიციამ გზის გახსნა სცადა და რამდენიმე პირიც დააკავა, რაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა.[3] შემდგომ აქციის მონაწილეების ნაწილმა აჭარის პოლიციის სამმართველოში შეჭრა სცადა.[4] ღამის საათებში, აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო – აქციის მონაწილეები არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცავების მოთხოვნებს და გადავიდნენ ვანდალური ქმედებების განხორციელებაზე. აქციის მონაწილეებმა დააზიანეს და დაწვეს ავტომობილები,[5] იწვოდა ხეები და ნაგებობებიც.[6] დაპირისპირების დროს დაშავდნენ აქციის მონაწილეები და პოლიციელები.[7]

მდგომარეობის დაძაბვის მომენტიდან საპატრულო პოლიციასთან არაერთი სამართალდამცველი იდგა. მიუხედავად ამისა, პოლიცია მიმდინარე არეულობის აღსაკვეთად აქტიურ ქმედებებს არ მიმართავდა და  ძირითადად თავდაცვით რეჟიმში იმყოფებოდა.

აქციის მონაწილემ, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერმა და  „თავისუფალი ზონის” წევრმა ირაკლი ჩხვირკვიამ, აგრესიულად განწყობილ ახალგაზრდებთან ერთად, მათივე სახელით, ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა. ჩხვირკვია ითხოვდა აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომას საათ-ნახევრის განმავლობაში, შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას (რომელიც ამ დროისთვის უკვე ჩასული იყო ბათუმში) და ახალგაზრდებისთვის ხელშეუხებლობის გარანტიას.

სპეცრაზმის გამოჩენისთანავე შეკრებილთა უმეტესობა მიმდებარე ტერიტორიიდან გაიქცა, რეალურად პოლიციელებსა და შეკრებილებს შორის ფიზიკურ დაპირისპირება აღარ მომხდარა. პოლიციის ქმედებები აქციაზე დამკვირვებელი პირებისთვის არ ტოვებდა არაპროპორციული ქმედებების შთაბეჭდილებას. პოლიციამ დემონსტრაციის რამდენიმე მონაწილე დააკავა და პოლიციის სხვადასხვა განყოფილებაში გადაიყვანა.

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინდელი მოვლენების შედეგად წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანილი პირები სახალხო დამცველის აპარატის აჭარა-გურიის სამმართველოს იურისტმა მოინახულა და არც ერთმა მათგანმა არ დაადასტურა პოლიციელთა მიმართ გავრცელებული ბრალდება, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ და მათ მიმართ შეურაცხმყოფელ, დისკრიმინაციულ გამონათქვამებს იყენებდნენ რელიგიური ან ეთნიკური ნიშნით.

ნიშანდობლივია ისიც, რომ ბათუმში, აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის კახა ბუხრაძის გადადგომის მოთხოვნით, აქცია არასამთავრობო ორგანიზაციის ,,კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის” ხელმძღვანელმა, მერაბ ღოღობერიძემ, 4 თანამოაზრესთან ერთად 9 მარტს გამართა. აქციაზე მერაბ ღოღობერიძე ამბობდა, რომ კახა ბუხრაძემ სამმართველოში ადგილობრივი კადრები მასთან დაკავშირებული პირებით ჩაანაცვლა. მცირერიცხოვან აქციაზე მისულებს ხელში ეკავათ ტრანსფარანტები ტექსტით –  „აჭარელი თათარი არ არის”, აპელირებდნენ რა, რომ საპატრულო პოლიციის ახალი ხელმძღვანელი ადგილობრივ მოსახლეობას ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციულად ექცეოდა და ასეთივე ქმედებისკენ მოუწოდებდა ბათუმში სამსახურებრივი მივლინებით მყოფ სხვა სამართალდამცველებსაც. აქციაზე მისული ერთ-ერთი მძღოლი ამბობდა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ორჯერ უსამართლოდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დააჯარიმეს. გასული პერიოდის განმავლობაში ღოღობერიძე ცნობილი იყო თავისი აგრესიული აქციებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების წინააღმდეგ.

საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია მშვიდობიანი შეკრების უფლება. თუმცა, როდესაც შეკრების მონაწილეების ქცევა კარგავს მშვიდობიან ხასიათს, ისინი გადიან შეკრების თავისუფლებით დაცული სფეროდან და ამ პირობებში პოლიციას ეკისრება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და  ძალადობრივი ქმედების პროპორციული ზომებით აღკვეთის ვალდებულება. როგორც გუშინ გამართულ აქციებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები აჩვენებს, აქციის მონაწილეების ნაწილი რაღაც ეტაპზე შეკრების თავისუფლებით დაცული სფეროდან გავიდა და მათმა ქცევამ უკანონო და ძალადობრივი ბუნება შეიძინა. მეტიც, დღის ბოლოს შეკრების ადგილზე გამოჩენილი ორგანიზებული ჯგუფები დემონსტრაციულად ჩადიოდნენ ვანდალურ აქტებს და სიტუაციის  განზრახ ესკალაციას უწყობდნენ ხელს. ამასთან შეკრების ადგილზე მყოფი პირების მხრიდან საჯაროდ გაჟღერდა ეროვნული, რელიგიური და კუთხურ ნიადაგზე შეუწყნარებლობის სულისკვეთების მქონე განცხადებები. მომხდარზე სიმართლის დადგენის, სამოქალაქო მშვიდობის უზრუნველყოფისა და პროცესის სათანადო პოლიტიკური და სოციალური გააზრებისთვის, არსებითია, სახელმწიფომ გამოიკვლიოს ძალადობრივი ორგანიზებული ჯგუფების განზრახვები, მათ შორის, მათი პოლიტიკური მიკუთვნებულობის საკითხი.

კონკრეტული ჯგუფების ძალადობრივი ქცევის მიღმა, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ სათანადოდ შეისწავლოს ბათუმში მოსახლეობის მიერ გამოხატული უკმაყოფილების რეალური მიზეზები და მათზე სისტემური რეაგირება მოახდინოს.

ამავდროულად ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გააჩნდა შეკრების დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ეფექტიანი სტრატეგია და კონკრეტული ჯგუფების ვანდალურმა ქცევამ სრულიად უკონტროლო და მასშტაბური ხასიათი მიიღო. თუმცა, პოზიტიურად უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ამ დროისთვის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არ დასტურდება პოლიციის თანამშრომლების მხრიდან დაკავებული პირების მიმართ არაპროპორციული ძალის  გამოყენების ფაქტები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების სწრაფი, ეფექტური და სრულყოფილი შესწავლის, შესაძლო კანონდარღვევებზე შესაბამისი რეაგირებისა და მომავალში მსგავსი ფაქტების პრევენციის მიზნით, მოვუწოდებთ:

საქართველოს ხელისუფლებას:

  • სწრაფად და მიუკერძოებლად იქნეს შესწავლილი გუშინ შექმნილ მდგომარეობაზე სახელმწიფოს რეაგირების დროულობა და კანონიერება, შედეგების საფუძველზე გადაიდგას ზომები გამოვლენილი ხარვეზებისა და გამოწვევების აღმოსაფხვრელად;
  • სრულყოფილად იქნეს გამოკვლეული, რა გახდა საზოგადოებრივი პროტესტის საფუძველი. მიუხედავად იმისა, რა ფორმები მიიღო დემონსტრანტების მიერ პროტესტის დაფიქსირებამ, აუცილებელია, ხელისუფლებამ შეისწავლოს მართლაც ჰქონდა თუ არა ადგილი  არასამართლიანი საჯარიმო პოლიტიკის გატარებას ან შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებას პოლიციის მხრიდან და აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში, განახორციელოს ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება;
  • ასევე, მიუკერძოებლად უნდა იქნეს შესწავლილი განვითარებული მოვლენების შესაძლო მართული ხასიათი.

სამართალდამცავ ორგანოებს:

  • განახორციელონ მომხდარის დროული და ყოველმხრივი გამოძიება, კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება და შესაბამისი პირების მიმართ პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება;
  • აქვე უმნიშვნელოვანესია, დაცულ იქნეს დაკავებული პირების კანონით გარანტირებული უფლებები, ხოლო მათ მიერ ჩადენილი ქმედებების შესახებ გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებულ იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფით.

პოლიტიკურ პარტიებს

  • განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ ქმედებებს, თავი შეიკავონ დაპირისპირებებისა და ძალადობის პირდაპირი თუ არაპირდაპირი წახალისებისაგან. მივიჩნევთ, რომ ნებისმიერმა განცხადებამ, რომელიც თუნდაც არაპირდაპირ მიანიშნებს ძალადობის გამართლებაზე, შესაძლოა გაზარდოს ძალადობრივი დაპირისპირების რისკი;
  • თავი შეიკავონ ქსენოფობიური, ეთნიკურ და რელიგიურ შეუწყნარებლობასა და შუღლზე დაფუძნებული საჯარო განცხადებებისგან.

საქართველოს მოქალაქეებს

  • აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებს აკისრიათ ვალდებულება, დაემორჩილონ და პატივი სცენ კანონს, ხოლო თუ მისი აღსრულების შედეგები უსამართლოდ მიაჩნიათ, გამოსავალი უპირველეს ყოვლისა ეძიონ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით და არ გაიყვანონ პროცესები სამართლებრივი ჩარჩოს მიღმა. აღნიშნული აზიანებს როგორც კონკრეტული მოქალაქეების, ასევე სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებს” – წერია განცხადებაში.

ბათუმის აქციის კიდევ შვიდ მონაწილეს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, დღეს, 12 მარტს, 16 პირის საქმე შევიდა, ვისაც ადმინისტრაციული წესით ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედებოდა ბრალი. საუბარია საპროტესტო აქციის შემდეგ დაკავებულებზე. სასამართლომ 7 მათგანს ადმინისტრაციული პატიმრობა 5-5 დღით შეუფარდა.

დაკავებულებიდან 6 შემთხვევას მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი 20 მარტს განიხილავს. დღეს მოსამართლემ ისინი სასამართლო დარბაზში, წინასწარი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლა. ამავე მოსამართლემ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობიდან საერთოდ გაათავისუფლა სამი არასრულწლოვანი.

„ეს იყო დავალება, რომ ყველა დაესაჯათ თანაბრად 5-დღიანი პატიმრობით“, – გვითხრა ადვოკატმა ზაზა პაპიძემ გოდერძი გორგილაძის საქმის განხილვის შემდეგ. ეს ერთადერთი შემთხვევა იყო დღეს, როცა ადმინისტრაციულ სამართლდარღვევაში მიჩნეულმა პირმა პროცესში ადვოკატის ჩართვა ითხოვა. მასთან ერთად სასამართლომ განიხილა მამუკა ართმელაძის და გიორგი ჯაჭვლიანის საქმეები. სამივე მათგანი წარსულში ნასამართლევია.

ადვოკატი ამ შემთხვევაში აქცენტირებდა იმაზე, რომ დაკავების ოქმს პოლიციელი ნიკა მოწყობილი ხელს არ აწერდა. „ეს არის არსებითი დარღვევა. ასევე გაურკვეველი დარჩა, რატომ არ დააკავა პოლიციელმა ეს პირები პლაზასთან, თუკი იქაც პოლიციელებს შეურაცხყოფდნენ?“ – ამბობდა ადვოკატი ზაზა პაპიძე სასამართლო პროცესზე. სასამართლომ დაცვის მხარის შეფასებები არ გაიზიარა.

ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ გვიზუსტებს, რამდენი ადამიანი რჩება წინასწარი დაკავების იზოლატორში, ან რამდენი გაუშვეს ხელწერილით სასამართლო პროცესის ჩანიშვნამდე. სახალხო დამცველის აპარატის წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით 42 პირია დაკავებული საპროტესტო აქციის შემდეგ.

mashaneishvili 1
საპროტესტო აქციის შემდეგ დაკავებულების საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში

 

mashaneishvili 2
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა აქციის შემდეგ დაკავებულებს 5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

 

 

 

 

რა მოხდა ბათუმში – 11-12 მარტის ქრონიკა

აქცია ბათუმში 11 მარტს, დაახლოებით ოთხ საათზე, ჭავჭავაძის ქუჩაზე, „ბათუმი – პლაზასთან“ დაიწყო.

[checklist]

  • აქციის მიზეზად მონაწილეები ასახელებდნენ ინცინდენტს საპატრულო პოლიციასა და მოქალაქეს შორის. პატრულმა მოქალაქე ჯერ არასწორი პარკრებისთვის დააჯარიმა, შემდეგ კი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დააკავა. დააკავეს მოქალაქის თანმხლები პირიც.

[/checklist]

თვითმხილველები ამბობდნენ, რომ პოლიციამ მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ამან გამოიწვია სპონტანური აქცია ადგილზე, რომელიც მოკლე ხანში ხალხმრავალი გახდა.

აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ დაკავებული მოქალაქის და მისი თანმხლები პირის გათავისუფლებას და ასევე, აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადაყენებას, რომელიც, მათი თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს აიძულებდა ჯარიმების გამოწერას.

აქციაზე გაისმოდა შეძახლები: „გორელი“ [საპატრულოს უფროსის მისამართით, რომელიც ადრე გორში მუშაობდა], „თათრებს გვეძახიან“, „აჭარა აჭარლებს“, „ბათუმი“ და ა.შ.

[checklist]

  • აქციის მონაწილეებმა „ბათუმი – პლაზასთან “ გადაკეტეს გზა. მოგვიანებით პოლიციამ დერეფანი გააკეთა, დაიწყო პოლიციის პიკაპების მობილიზება მიმდებარე ტერიტორიაზე.

    [/checklist]

  • საღამოს 7 საათზე „ბათუმი-პლაზასთან“ აქციის პარალელურად დაიწყო მეორე აქცია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან, სადაც აქციის მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა. ამ აქციას შეუერთდა „პლაზასთან“ გამართული აქციის მონაწილეთა ნაწილი, თუმცა პოლიციის შენობასთან აქციაზე ჭარბობდნენ სხვა ჯგუფები. აქციის მონაწილეთა შორის იყვნენ ახალგაზრდები და ხანდაზმულებიც, ძირითადად მამაკაცები.
  • ორივე აქციაზე 6 ადამიანი დააკავეს.

აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას და საპატრულო პოლიციის უფროსის გათავისუფლებას ითხოვდნენ.

[checklist]

  • აქციაზე მივიდნენ სამთავრობო და ოპოზიციური პარტიის წევრები, ოპოზიცია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სოლიდარობას უცხადებდა აქციის მონაწილეებს, თუმცა მოუწოდებდა კონსტრუქციული ქცევისკენ, ხოლო „ოცნების“ წევრები აქციის მონაწილეებს პირდებოდნენ საკითხის გარკვევას, თუმცა აქციის მონაწილეებმა მათ არ მოუსმინეს.

[/checklist]

[checklist]

[/checklist]

[checklist]

  • აქციაზე დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი, პოლიციელები და აქციის მონაწილეები.  დაშავდა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელსაც ქვა მოარტყეს.
  • პოლიცია აქციის მონაწილეებს პერიოდულად ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით პასუხობდა. რამდენჯერმე პოლიციის შენობიდან გამოვიდა პოლიციელთა ჯგუფი, თუმცა აქციის წევრებმა მათ ქვები ესროლეს და პოლიციამ უკან დაიხია.
  • დაახლოებით ღამის სამ საათზე შს სამინისტრომ აქციაზე დაკავებული ექვსი პირი გაათავისუფლა, თუმცა აქცია არ შეწყვეტილა. აქციის მონაწილეები ისევ მოითხოვდნენ საპატრულო პოლიციის უფროსის გადაყენებას და გაჩნდა ახალი მოთხოვნებიც – „გადადგეს მთავრობა“, „არ მოხდეს ჩვენი [აქციის მონაწილეების] დაკავება“ და სხვა. ჩანდა, რომ აქციის მონაწილეები არ იყვნენ ჩამოყალიბებული კონკრეტულად რა მოთხოვნები ჰქონდათ.
  • დილის 5 საათზე პოლიციის შენობასთან სპეცრაზმი გამოჩნდა. ამ დროისათვის აქციაზე მონაწილეთა რაოდენობა უკვე შემცირებული იყო.
  • სპეცრაზმის გამოჩენის შემდეგ აქცია დაიშალა ისე, რომ ძალოვანებს არ დასჭირვებიათ ძალის გამოყენება აქციის დასაშლელად. სპეცრაზმის მხრიდან ისმოდა მითითებები, არ გამოეყენებინათ ძალა, თუმცა შეესწავლათ მიმდებარე ტერიტორია, ქუჩები, სუპერმარკეტები და დაეკავებინათ ყველა საეჭვო პირი.
  • დილის შვიდ საათზე აქცია უკვე სრულად იყო დაშლილი და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება დაიწყო ბათუმის მერიამ.
  • 12 მარტს, დილით, ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ 40-მდე ადამიანი დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს – 225-ე და 353-ე პრიმა, რაც ნიშნავს მასობრივი არეულობის ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, ცეცხლის წაკიდება, იარაღის ან ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენება, ანდა ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის შეიარაღებული წინააღმდეგობა. ისჯება 6-დან 9 წლამდე პატიმრობით.

[/checklist]

ბათუმის აქციაზე დაკავებულების გასამართლება

საპროტესტო აქციის შემდეგ დაკავებულებიდან 16-ის საქმე დღეს, 12 მარტს განიხილება ბათუმის საქალაქი სასამართლოში. ამ დროისთვის ოთხ ადამიანის: თემურ ლობჟანიას, არჩილ აბაშიძეს, ზაზა თედორაძესა და ლაშა დეკანაძის საქმის განხილვა უკვე დასრულდა. მათ 5-5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლეებმა სალიხ შაინიძემ და გოჩა ფუტკარაძემ მიიღეს.

დაკავებულებიდან ორი არასრულწლივანი იყო. ისინი მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

ამავე მოსამართლემ დღეს დილით ხელწერილით გაუშვა საქმის განხილვამდე კიდევ სამი დაკავებული. ამ დროისთვის უცნობია, როდის განიხილავს მათ საქმეს სასამართლო.

ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად მიჩნეულებიდან სამმა მოითხოვა სასამართლო პროცესზე ადვოკატის აყვანა. მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი ახლა სწორედ მათ საქმეს განიხილავს. ადვოკატები ამ პროცესზე ზაზა და რამინ პაპიძეები არიან.

სამართალდარღვევის ოქმის შემდგენმა პოლიციელმა შუამდგომლობა დააყენა იმ მოტივით, რომ ადვოკატი რამინ პაპიძე ერთ-ერთი დაკავებულის ახლობელია.

“ეს არის კანონის უცოდინრობის დემონსტრირება. ახლობელიც რომ ვიყო, ადვოკატობას კანონი არ მიკრძალავს,”- მიმართა სასამართლოს რამინ პაპიძემ. მოსამართლემ პოლიციელის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

სასამართლო ამჟამად იმ პოლიციელების ჩვენებებს ისმენს, ვინც ამბობს, რომ დაკავებულებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს და შეურაცხყეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სამი პირიდან ორი, ვისაც რამინ პაპიძე იცავს, ნასამართლევია. თუმცა, მათ, როგორც სასამართლოში გვითხრეს, სასჯელი გაქარწყლებული აქვთ.

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა კიდევ ოთხი დაკავებულის საქმე უნდა განიხილოს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულების ზუსტ რაოდენობას არ ასახელებს. სახალხო დამცველის მონაცემებით, გუშინდელი საპროტესტო აქციის შემდეგ დაახლოებით 40 პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაწყებულია გამოძიება მასობრივი არეულობისა და პოლიციელებისადმი თავდასხმის მუხლებით. ამ დრომდე ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროკურატურისგან არ შესულა მოთხოვნა რომელიმე პირის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ, ანუ სისხლის სამართლებრივი პასუხისგებაში ჯერ გამოძიებას არავინ მიუცია.

 

 

კვირიკაშვილი: უნდა დაისაჯონ როგორც ვანდალური ქმედებებისთვის გამოყენებული ადამიანები, ისე მათი წამქეზებლები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, დღეს, 12 მარტს,  აჭარის მთავრობაში გამართულ თათბირზე აღნიშნა, რომ სამართალდამცავებმა შეძლეს ზუსტად ემოქმედათ იქ, სადაც და რა ძალითაც იყო საჭირო, ახლა კი საჭიროა წესრიგის შენარჩუნება და იმ მოძალადეების იდენტიფიკაცია, რომლებიც გუშინ “ყველანაირ ზღვარს გადავიდნენ”:

“ჩვენ, რა თქმა უნდა, ზარალი უნდა ავუნაზღაუროთ მათ, ვინც ამ ადამიანების მარგინალური და ვანდალური ქმედებების გამო დაზარალდა, მაგრამ უნდა დავიტოვოთ უფლება, რომ ვინც ეს ამბავი მოაწყო, მათ მოვთხოვოთ ამ ზიანის ანაზღაურება შემდგომში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 

კვირიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ უნდა გაგრძელდეს გამოძიება, რათა არა მხოლოდ ვანდალური ქმედებებისთვის გამოყენებული ადამიანები დაისაჯონ, არამედ გამოვლინდნენ მათი წამქეზებლები, მსგავსი მოვლენების პრევენციისთვის.

„მაქსიმალური ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ პროვოკაცია არ მოაწყოს ვინმემ, რადგან ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მოქმედებს დევიზით – „მე თუ არ ვარ ხელისუფლებაში, ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა ქვეყანაში“, აბსოლუტურად ბოლომდე უნდა იდენტიფიცირდეს, როგორც დესტრუქციული ძალა, რომელსაც ამ ქვეყანაში სტაბილურობა დამღუპველად მიაჩნია საკუთარი თავისთვის. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რათა თითოეულ ადამიანს, რომელიც ყველაზე სათუთი გრძნობებით თამაშობს, რათა ქვეყანაში არეულობა გამოიწვიოს და მიაღწიოს თავის ავადმყოფურ მიზანს, ეს გზა ჩავუკეტოთ არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, მაგრამ ძალიან მკაცრად. ეს არის ჩვენი ამოცანა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერთან ერთად აჭარაში იმყოფებიან: ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი ზურაბ ალავიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

კახა კალაძე: ეს იყო მართული პროცესი

12 მარტს,აჭარის მთავრობის სახლთან საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ  ბათუმში გუშინ ღამით განვითარებული მოვლენები შეაფასა:

“ძალიან მძიმე ღამე იყო ბათუმისთვის. თავისუფლება არის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი იმ მონაპოვართაგან, რაც ჩვენმა ხალხმა მოახერხა  2012 წელს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ  გავცდეთ იმ  ჩარჩოებს, კანონს და წესრიგს, რაც ამ მიმართულებით არსებობს.

გუშინ რაც მოხდა ეს იყო ვანდალიზმი და შესაბამისად ყველა ის პიროვნება, ვინც იყო ჩართული ამ ვანდალიზმში და აშკარად იკვეთება რომ ეს იყო მართული პროცესი, აუცილებლად კანონის მაქსიმალური  სიმკაცრით აგებს პასუხს.

დაველოდოთ გამოძიებას და ყველა დამნაშავე იქნება დასჯილი.

ორგანიზებას რაც შეეხება, კითხვები უნდა დავუსვათ იმ ადამინებს ვინც ამ ვანდალიზმს მთელი ღამის განმავლობაში სოლიდარობას უცხადებდა, აკეთებდა განცხადებებს, რომ ქლაქებში, რეგიონებში შეკრებილიყვნენ და სოლიდარობა გამოეცხადათ ვანდალიზმისთვის. ეს არის ძალიან მძმე. შესაბამისი სტრუქტურები მშაოებნ ყველა მიმართულებით, გამოძიება დაწყებულია, ყველა დამნაშავე კანონის წინაშე მაქსიმალური სიმკაცრით აგებს პასუხს.

რაც შეეხება კონკრეტულ პიროვნებებს და იდენტიფიცირებას, მიმდინარეობს ამ წუთებში და ამაზე შესაბამისი სტრუქტურების ხელმძღვანელებ გააკეთებენ განცხადებას” – კახა კალაძემ.

დღეს, ბათუმში, 11 მარტის აქციის შეფასებისას მოვლენების პროვოცირებაში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დასდო ბრალი უმრავლესობის წევრმა პარლამენტში, არჩილ თალაკვაძემაც. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ბათუმში გუშინდელ აქციას სოლიდარობის აქციით აპირებდა გამოხმაურებოდა, თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ ენმ-მა დაანონსებული აქცია გააუქმა. 

 

 

არჩილ თალაკვაძე: შესაძლოა რამდენიმე ადამიანი კიდევ მიეცეს პასუხისგებაში

11 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების შეფასება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. მან გუშინ, ბათუმში განვითარებულ მოვლენებში  „ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულა:

„შეფასებები არის ცალსახა, რომ ოპოზიციურმა ლიდერებმა, ძველი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა გამოიყენეს არსებული რეალობა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და დესტაბილიზაციის მცდელობაზეც კი წავიდნენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, იმისათვის, რომ პოლიტიკური ქულები მიეღოთ. გუშინ არ იყო პირველი სიგნალი, როდესაც ჩვენ ვისმენდით, რომ არსებობს სურვილები და არსებობს მცდელობა ისეთი განვითარებისა მოვლენების, რაც გუშინ დავინახეთ. გუშინ იყო კიდევ ერთი მკაფიო მაგალითი, როდესაც კადრებში პირდაპირ ჩანდნენ ადამიანები რომლებიც არიან ნაციონალური მოძრაობის წევრები და რომლებიც ჩართული იყვნენ ამ პროცესში. ვინ იყო ჩართული, ვინ უკეთებდა ამ ყველაფერს ორგანიზებას –  ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ, თუმცა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უკვე აშკარაა.

შსს მინისტრმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებიც ერთის მხრივ გამოყენებული იყვნენ ამ ძალადობაში და მეორეს მხრივ იმ ადამიანების, რომლებიც სავარაუდოდ ორგანიზებას უკეთებდნენ ამ ძალადობას. სახელმწიფო  მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში მხარდაჭერას უცხადებს და დაეხმარება ყველა ადამიანს, ვინც დაზარალდა და ვისი საკუთრებაც დაზარალდა. პოლიციამ გამოიყენა პროპორციული ძალა და აჩვენა უახლესი ისტორიის ძალიან მკაფიო მაგალითი, რომ ზედმეტი ძალის გამოყენების გარეშე, ისეთ პირობებში როგორიც გუშინ იყო, შესაძლებელია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ამავე დროს ჩვენი მოქალაქეების ინტერესების, სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვა. მე ვფიქრობ გუშინ პოლიციამ მოახერხა ყოფილიყო მოწოდების სიმაღლეზე დაეცვა კანონი და დაეცვა თავისი მოქალაქეები,“ –  განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კითხვაზე, იყო თუ არა დაგვიანებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან რეაგირება, თალაკვაძის თქმით პოლიციამ ყველაფერი გააკეთა.

„შსს-ს რეაგირება არ დაწყებულა მხოლოდ მაშინ, როდესაც გაძლიერებულმა ძალებმა მოახდინეს ტერიტორიის გასუფთავება, მიიღეს კანონით გათვალისწინებული ზომები, გაცილებით ადრე იქნა რეაგირება. ჩვენ საქმის კურსში ვიყავით თავიდანვე, ამიტომ აქ კითხვები არ არსებობს. პოლიციამ გააკეთა ყველაფერი, რაც კანონით ევალებოდა, რაც საკუთარი მოქალაქეების დასაცავად შეიძლებოდა გაკეთებულიყო.  მოძალადეთა ჯგუფები დაკავებულნი არიან. დაწყებულია სამართლებრივი რეაგირება. არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ კიდევ რამდენიმე ადამიანი მიეცემა პასუხისგებაში. ჩვენ მოველით, რომ ადამიანები რომლებიც ჩართული იყვნენ ამ კანონდარღვევაში, ამ დესტაბილიზაციაში, შემდგომში თავად აანაზღაურებენ იმ საფასურს და იმ ზიანს, რომლის გადახდაც დღეს სახელმწიფოს უწევს,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

https://

მერიის ცნობით ბათუმში აღდგენითი სამუშაოები დღის ბოლომდე დასრულდება

გუშინ ღამით, ბათუმში განვითარებული მოვლენების შედეგად დაზიანებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, მოშლილია გზაგამყოფ ზოლში არსებული დეკორატიული ღობეები, დაზიანდა დეკორატიული ფილები, შუქნიშანი და საგზაო ნიშნები.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალაქის დასუფთავება დილის 5 საათიდან დაიწყო და ამ დროისთვის დასასრულს უახლოვდება. პარალელურად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები – “თითქმის აღდგენილია დეკორატიული ფილები, დღის ბოლომდე მოხდება დაზიანებული საგზაო ნიშნების აღდგენაც. რაც შეეხება დაზიანებულ შუქნიშანს, საჭიროების შემთხვევაში, მოხდება მისი ახლით ჩანაცვლება. დაკარგულია დეკორატიული გზაგამყოფი ღობეების ნაწილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოხსნილი ღობის ხელახალი მონტაჟი. წუხელ ასევე დაზიანდა ხე-მცენარეები, რის გამოც აუცილებელი გახდა ხის მოჭრისა და გასხვლის სამუშაოების ჩატარება. აღდგენითი ღონისძიებები დღის ბოლომდე დასრულდება” – წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქციაზე დაშავებულ დეპუტატს ოპერაციას თბილისში ჩაუტარებენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს ირაკლი ჭეიშვილს ოპერაციას თბილისში ინგოროყვას კლინიკაში სავარაუდოდ დღეს ჩაუტარებენ. დეპუტატი, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გუშინ გამართულ აქციაზე დაშავდა, მას სახეში ქვა მოხვდა. რის შედეგადაც გატეხილი აქვს სახის ძვალი.
ჭეიშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ აქციის მონაწილეები მის მიერ ჟურნალისტებთან გაკეთებულმა შეფასებამ გაანაწყენა.
„ … მე ვასრულებდი მედიატორის ფუნქციას პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის. უკვე გადაწყვეტილი იყო იმ პირების გათავისუფლება . ვესუბრე აქციის მონაწილეებს, რომ აქცია უნდა დაშლილიყო. გადადგებოდა პოლიციის უფროსიც, იმ შემთხვევაში თუ დადასტურდებოდა მისი ბრალეულობა. ჩემი აზრით, ამ ხალხის რაღაც ნაწილი იყო ორგანიზებული, რაღაც ნაწილი მართლა აღშფოთებული იყო. მაგრამ, ეს არ იყო მშვიდობიანი აქცია. მოქალაქეების ავტომანქანები დაწვეს და მაღაზიების ვიტრინებიც კი ჩაამტვრიეს. რაღაც დოზით გარკვეული ჯგუფი ადამიანებისა იყო მართული.
მე არ მაქვს ინფორმაცია გადააჭარბა თუ არა პოლიციამ, ან პოლიციის უფროსმა თავის უფლება- მოვალეობებს. “ – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში.

ბათუმის სასამართლოში დაკავებულების პროცესი იწყება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში უკვე მიიყვანეს აქციის მონაწილეები, რომლებიც სამართალდამცავებმა გამთენიისას  დააკავეს. სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს.

40-მდე აქციის მონაწილეა დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით 12 მარტს, გამთენიისას ბათუმში მიმდინარე აქციზე.

შსს- დაკავებულების ზუსტ რაოდენობას არ ასახელებს ჯერჯერობით, თუმცა როგორც “ნეტგაზეთს” განუცხადეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს – 225-ე და 353-ე პრიმა, რაც ნიშნავს მასობრივი არეულობის ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, ცეცხლის წაკიდება, იარაღის ან ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენება, ანდა ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის შეიარაღებული წინააღმდეგობა. ისჯება 6-დან 9 წლამდე პატიმრობით.

და 353-  წინააღმდეგობა , მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი ან სხვა წარმომადგენლის მიმართ. ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ანდა თავისუფლების აღკვეთით 2-დან 5 წლამდე. იგივე ქმედება ცადენილი ჯგუფის მიერ ისჯება 4-დან 7 წლამდე.

ბათუმი გამთენიისას. 12.03.17 © მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ბათუმი გამთენიისას. 12.03.17 © მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

სპეციალური დანიშნულების რაზმმა და პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება გამთენიისას, 06.00 საათზე დაიწყო. მანამდე აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში წვავდნენ პოლიციის და მოქალაქეების ავტომანქანებს, ისროდნენ ქვებს, ჩაამსხვირეს მაღაზიების ვიტრინები.  პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა აქციის მონაწილეების გაფანტვის შემდეგ ისევ იკრიბებოდნენ ბათუმის პოლიციის შენობასთან და წვავდნენ ავტომანქანებს. მთელი ღამის განმავლობაში, იმის მიუხედავად, რომ ცეცხლის ალში იყო გახვეული ავტომანქანები და ხე, არ გამოჩენილა სახანძრო მანქანები. ისინი იქ მხოლოდ მაშინ გამოჩნდა, როცა სამართალდამცველებმა დაკავების ოპერაცია დაიწყეს.

ბათუმში ქაოსი იყო რამდენიმე საათის განმავლობაში. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გამთენიისას ჩაფრინდა თურქეთიდან ბათუმში. ასევე გამთენიისას ბათუმს შინაგ საქმეთა მინისტრი ეწვია.


ბათუმში აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 11 მარტს დღისით პოლიციამ ბათუმში არასწორი პარკირებისთვის ერთი მოქალაქე დააჯარიმა, რომელმაც თვითხმილევების თქმით, ამის შემდეგ პოლიციელების მისამართით შეიგინა. ამის შემდეგ პოლიციამ დაჯარიმებული შვილი და მისი მამა დააკავა და დაკავებისას, როგორც თვითმხილველები ამბობენ, მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შემდეგ საპროტესტო აქცია დაიწყო პოლიციის წინააღმდეგ ბათუმში ორ ადგილას – “ბათუმი პლაზას” და პოლიციის შენობასთან. ორივე აქცია მოკლე ხანში გახდა ძალიან ხალხმრავალი.  ორივე აქციაზე პოლიციამ 6 პირი დააკავა. მათი გათავისუფლების მოთხოვნით აქციამ პოლიციის შენობასთან ძალადობრივი ხასიათი მიიღო. პოლიციის შენობასთან აქციის მონაწილეები აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა ადგილობრივ მოსახლეობას, რადგაც “აჭარლებს თათრები უწოდა”. თავად გორიდან არის ჩამოსულიო-, მიუთითებდნენ აქციის მონაწილეები. თუმცა “ბათუმელებთან” საუბარში აქციის მონაწილეები ვერ აკონკრეტებდნენ სად გამოიყენა პოლიციის უფროსმა ასეთი ტერმინები.

შუაღამისას ბათუმში დაკავებულები გაათავისუფლეს, თუმცა აქციის მონაწილეები ამის შემდეგაც წვავდნენ ავტომანქანებს და ისროდნენ ქვებს.

ბათუმი გამთენიისას. 12.03.17 © მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ბათუმი გამთენიისას. 12.03.17 © მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ბათუმში პოლიციასთან ყოფილი მოჭიდავე დეპუტატი და სპორტსმენები მივიდნენ

აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან სპოეტსმენები იკრიბებიან. აქვეა მუხრან ვახტანგაძე, სპორტსმენი და ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში.

“ჩვენ ნდა გავანეიტრალოთ სიტუაცია. ცემა-ტყეპას არავინ აპირებს”, – გვითხრა მუხრან ვახტანგაძემ. მისი თქმით, 50-მდე მოჭიდავე და მორაგბე საკუთარი ინიციატივით შეიკრიბა “ქალაქის დასაცავად”.

სპორტსმენები ამბობენ, რომ არ აქვთ ინფორმაცია გაიმართება თუ არა საპროტესტო აქცია ისევ. კითხვაზე, რა როლი ექნება სპირტსმენებს, თუკი აქციები გაგრძელდება, მუხრან ვახტანგაძე პასუხობს, რომ ისინი დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუაში ჩადგებიან.

“აქცია პრობლემა არაა, მაგრამ აგრესიის უფლებას არავის მივცემთ. გუშინ ახალგაზრდები შეცდომაში შეოყვანეს. მალე ყველაფერი გაირკვევა,”- უთხრა “ბათუმელებს” მუხრან ვახტანგაძემ.

პოლიციის შენობასთან ამ დროისთვის ასევე არიან პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები.

 

 

ენმ-ს წევრებმა ბათუმში დაანონსებული მხარდასაჭერი აქცია გააუქმეს

რამდენიმე წუთის წინ ენმ-ს წევრებმა ბათუმში გუშინ დაანონსებული მხარდამჭერი აქცია გააუქმეს, რითაც გაემიჯნეს მათი ოპონენტების მიერ გაკეთებულ ბრალდებებს, გუშინ განვითარებულ მოვლენებში, მათი მონაწილეობის შესახებ.

ენმ-ს წევრი გიორგი კირთაძე, მათი პარტიის წევრების მიმართ წაყენებულ ბრალდებებს საპროტესტო აქციის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებასთან დაკავშირებით უარყოფს და ამბობს, რომ აქცია სულ სხვა პოლიტიკური ძალების მიერ იყო ორგანიზებული – “იქ იყო ბათუმელი მოქალაქეები მოსული და ბუნებრივია ამ აქციას ვუერთდებოდით ჩვენც, თავიდან ეს იყო მშვიდობიანი აქცია… შემდეგ დაიწყო მეორე აქცია, რომელსაც მშვიდობიანთან კავშირი არ ჰქონდა. ამ აქციის ორგანიზატორები იყვნენ ადამიანები, რომლებიც ყველა ჩვენთაგანს ხშირად გვინახავს ჩვენი პარტიის ოფისთან მოსულებიც, ბუნებრივია პირველ რიგში საუბარია მერაბ ღოღობერიძეზე და სხვებზე, რომლებიც პერიოდულად იკრიბებოდნენ და ჩვენს ოფისტან აწყობდნენ აქციებს. ეს ადამიანები იმართება სუსის მიერ. დღესაც მოსალოდნელია მოხდეს პროვოკაცია, ჩვენ გუშინ დავაანონსეთ აქცია, რომლის შემდეგაც სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა, ჩვენ არ გვინდა ამ ქალაქში დაძაბულობა, ამიტომ ვხსნით ამ აქციას” – ამბობს გიორგი კირთაძე.

 

ზურაბ პატარაძე: „სამწუხაროდ, ჩვენ აქ ვხედავთ პოლიტიკურ ელფერსაც“

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ეჭვობს, რომ გუშინდელ საპროტესტო აქციას ბათუმში პოლიციის წინააღმდეგ პოლიტიკური ელფერი ჰქონდა, ამის შესახებ მან აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან განვითარებული მოვლენების შეფასაბისას განაცხადა:

„ სახელმწიფო, ქალაქი, რეგიონი არ შეეგუება ვანდალიზმს, არ შეეგუება უსამართლობას, არ შეეგუება იმ ქმედებებს, რომელიც გუშინ, სამწუხაროდ, ბათუმში განვითარდა. სამწუხაროდ, ჩვენ აქ ვხედავთ პოლიტიკურ ელფერსაც.

ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი, პოლიტიკური პარტიები ცდილობენ გადაიყვანონ ეს სხვა სიბრტყეში. კადრებში ჩანდნენ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები. ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია, რომ ჩვენი შვილები ჩართული იყვნენ მსგავს აქციებში.

ამასთან ერთად, ჩვენ უნდა დავაცადოთ სამართალდამცავ ორგანოებს, კვალიფიციურად, ხარისხიანად და დროულად ჩაატარონ გამოძიება და უახლოეს პერიოდში ჩვენ გვექნება დასკვნები. ბოლომდე შევისწავლით, თუ რა იყო მიზეზები, თუ ვინ ედგა სათავეში ამ ყველაფერს და ვინ მოახდინა პროვოცირება. პირველ რიგში, ჩვენ აუცილებლად უნდა დაველოდოთ გამოძიებას”, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ზურაბ პატარაძის კომეტარი „ბათუმელებს“ პრესსამსახურმა მიაწოდა.

უშიშროების საბჭოს მდივანი: „ახლა მნიშვნელოვანია აქციას მსგავსი განვითარება აღარ მოყვეს“

რამდენიმე წუთის წინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს გიორგი აბაშიშვილს და უშიშროების საბჭოს მდივანს დავით რაქვიაშვილს შეხვდა. შეხვედრა დახურული იყო.

შეხვედრის შემდეგ დავით რაქვიაშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით: სიტუაცია ბათუმში ამ დროისთვის კონტროლირებადია.

„ახლა მნიშვნელოვანია ის, რომ აქციას მსგავსი განვითარება აღარ მოჰყვეს. მე ვერ ვხედავ ამის მყისიერ საფრთხეს. კარგად თუ დავაკვირდებით ვნახავთ, რომ ამ პროცესს რამდენიმე მდგენელი ჰქონდა, მაგრამ ყველამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა გავიაზროთ რა მოხდა. ამიტომ მთლიანად ამ პროცესის შეფასება და პასუხიმგებლობით მოკიდება იმ საკითხისადმი რასაც ქვია სახელმწიფოებრიობა, ისე გამოხატვის თავისუფლება მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ მსგავსი კრიზისი თავიდან ავიცილოთ.

რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიციაზე შეტევას აქციის ბოლო წუთებში სახელმწიფომ ადექვატური პასუხი გასცა. რაც შეეხება იმას თუ „დინამიკაში როგორც ჩამოყალიბდა ეს პროცესი და როგორ ფორმირდებოდა ის, ამაზე პასუხები გასაცემია“ – განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და უშიშროების საბჭოს მდივანი პრეზიდენტის დავალებით ბათუმში რჩებიან.

არეულობა ბათუმში – გამთენისას აქციის 40-მდე მონაწილე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს პერსსამსახურის ცნობით ბათუმში გამთენიისას 40 მდე პირი დააკავეს. 

შსს- დაკავებულების ზუსტ რაოდენობას არ ასახელებს ჯერჯერობით, თუმცა როგორც “ნეტგაზეთს” განუცხადეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს – 225-ე და 353-ე პრიმა. 

რაც ნიშნავს მასობრივი არეულობის ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, ცეცხლის წაკიდება, იარაღის ან ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენება, ანდა ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის შეიარაღებული წინააღმდეგობა. ისჯება 6-დან 9 წლამდე პატიმრობით. 

 და 353-  წინააღმდეგობა , მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი ან სხვა წარმომადგენლის მიმართ. ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ანდა თავისუფლების აღკვეთით 2-დან 5 წლამდე. იგივე ქმედება ცადენილი ჯგუფის მიერ ისჯება 4-დან 7 წლამდე. 

სპეციალური დანიშნულების რაზმმა და პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება გამთენიისას, 06.00 საათზე დაიწყო. მანამდე აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში წვავდნენ პოლიციის და მოქალაქეების ავტომანქანებს, ისროდნენ ქვებს, ჩაამსხვირეს მაღაზიების ვიტრინები.  პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა აქციის მონაწილეების გაფანტვის შემდეგ ისევ იკრიბებოდნენ ბათუმის პოლიციის შენობასთან და წვავდნენ ავტომანქანებს. მთელი ღამის განმავლობაში, იმის მიუხედავად, რომ ცეცხლის ალში იყო გახვეული ავტომანქანები და ხე, არ გამოჩენილა სახანძრო მანქანები. ისინი იქ მხოლოდ მაშინ გამოჩნდა, როცა სამართალდამცველებმა დაკავების ოპერაცია დაიწყეს.

ბათუმში ქაოსი იყო რამდენიმე საათის განმავლობაში. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გამთენიისას ჩაფრინდა თურქეთიდან ბათუმში. ასევე გამთენიისას ბათუმს შინაგ საქმეთა მინისტრი ეწვია.

ვითარება ბათუმში. 12.03.17 © მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ვითარება ბათუმში. 12.03.17 © მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ვითარება ბათუმში. 12.03.17 © მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ვითარება ბათუმში. 12.03.17 © მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
პოლიციის შენობის ეზოში ალმოდებული მანქანები, ბათუმი, 12.03.2017. ფოტო: მანანა ქველიაშვილი
პოლიციის შენობის ეზოში ალმოდებული მანქანები, ბათუმი, 12.03.2017. ფოტო: მანანა ქველიაშვილი

აქცია შეწყდა – პოლიცია აქციის მონაწილეებს ეძებს, მერია ქუჩას ასუფთავებს

აქცია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან დასრულდა. სპეცრაზმი სხვადასხვა უბანში გადანაწილდა, პოლიცია აქციის მონაწილეებს ეძებს, რომელთაც 11 მარტს ღამით და 12 მარტს, გამთენიისას დაარბიეს პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორია, დააზიანეს შუქნიშნები, საგზაო ნიშნები, ბორდიურები, ფილაქანი, დაწვეს პოლიციის და სამოქალაქო პირთა მანქანები.

ამ დროისათვის აქციის ადგილას მობილიზებულია ბათუმის სახანძრო სამსახური, სპეცტექნიკა და სანდასუფთავების თანამშომლები, რომლებიც ქუჩას ასუფთავებენ. ადგილზე იმყოფება ქალაქის მერი, გიორგი ერმაკოვი, რომლის განცხადებითაც დაზიანებული ქუჩის დასუფთავება გათენებამდე უნდა მოხდეს.

ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში გამართულ აქციას ეხმაურება

ბათუმში, პოლიციის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს საქართველოს ექს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილ იგამოეხმაურა საკუთარ ფეისბუქგვერდზე:

„არ შემიძლია უემოციოდ ვუყურო ბათუმში განვითარებულ სრულიად არანორმალურ, ანტისახელმწიფოებრივ და ქაოტურ მოვლენებს. ამის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისა და შეფასების დრო ახლა არ არის. ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა, რაზეც აუცილებელია დროული, გონივრული და მკაცრი რეაგირება მთავრობის მხრიდან.

ეს არის სახელმწიფოებრიობის ტესტი, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მომავალზე, ამიტომ მშვიდი და ცივი გონებით მოქმედების დროა.“

ბათუმში აქციაზე სპეცრაზმი გამოჩნდა

ამ წუთებში ბათუმში, პოლიციის მთავარი სამმართველოს ტერიტორიაზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, სპეცდანიშნულების რაზმები გამოჩნდა. ისმის სროლის ხმა.

სპეცრაზმთან ერთად, გამოჩნდა საპატრულო პოლიციის ავტომანქანებიც.

სპეცრაზმი გამაფრთხილებელ ნიშანს აძლევს აქციის მონაწილეებს დასაშლელად.

აქცია პოლიციის შენობასთან უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა დაარბიეს მიმდებარე ტერიტორია, ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის და კერძო პირების ავტომანქანებს, დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურა.

ამ წუთებში უკვე დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის ერთი ქალია.

აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე აღარ ჩანან აქციის მონაწილეები.

ადგილზე მობილიზებულია  სასწრაფო და სახანძრო მანქანებიც.

აქციის მონაწილეები ფეიერვერკებს უშვებენ

ბათუმში, პოლიციის დეპარტამენტთან მიმდინარე აქციაზე, აქციის მონაწილეები ფეიერვერკებს პოლიციის შენობის მიმართულებით ისვრიან.

ამ წუთებში პოლიციის ეზოში სამი მანქანა იწვის, რომელთაც ცეცხლი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც აქციის მონაწილეებმა პოლიციის შენობის ეზოში ბენზინით სავსე ბოთლები ისროლეს.

საპროტესტო აქციის ზოგიერთი მონაწილე ალმოდებული მანქანების ფონზე სელფებს იღებს. ამ წუთებში აქციის მონაწილეები შუქნიშანს ამტვრევენ.

selfi

feisrverki 2

____________________________________________

შეცდომის გასწორება: მასალაში თავდაპირველად აღნიშნული იყო, რომ აქციის მონაწილეებმა ფეიერვერკების მაღაზიის ვიტრინა გატეხეს და ისე გაიტანეს ფეირვერკები, რაც არ დადასტურდა. მაღაზიის მეპატრონის თქმით, მაღაზია არ გატეხილა და მათ დღის მანძილზე არც ფეირვერკები არ გაუყიდიათ. 

უმაღლესი საბჭოს წევრს სახეში ქვა მოხვდა

„უმაღლესი საბჭოს წევრის, ირაკლი ჭეიშვილის მდგომარეობა ამ დროისთვის არის დამაკმაყოფილებელი, თუმცა აუცილებლად საოპერაციოა, რადგან ძალიან დიდი ქვა მოხვდა სახეში, საფეთქლის ქვემოთ, რენტგენი გადაუღეს და სახის ძვალი აქვს გახეტილი. სხვა დაშავებული იყვნენ საავადმყოფოში, ძირითადად პოლიციელები არიან“-გვეუბნება სულხან ღლონტი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი წევრის, დავით ბაციკაძის ინფორმაციით, სავარაუდოდ დამტვრეულია ირაკლი ჭეიშვილის და ცოტნე ანანიძის ავტომანქანებიც. ამ დროისთვის საპატრულო პოლიციის შენობასთან  ვითარება ისევ დაძაბულია.

„ეს არის დაგეგმილი პროვოკაცია, რადგან ბათუმი ასე ისტერიულად არ ავლენს თავს“

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან ღლონტი ამბობს, ბათუმში, პოლიციის შენობასთან მიმდინარე აქცია პროვოკაციას ჰგავს:

„ეს არის ტიპიური პროვოკაცია. შეიძლება იყო რამდენიმე გულწრფელი ადამიანი, რომელიც მართლა რაღაცის გამო იყო აღშფოთებული, მაგრამ რა სახეც მიიღო შემდეგ ამან, ეს არის ტიპიური პროვოკაცია. 90-იან წლებში მოხდა მსგავსი ფაქტი, როცა შს სამინისტრო დაარბიეს გოგებაშვილის ქუჩაზე, მაშინაც იყო იგივე მოტივები, კუთხურობაზე ხაზგასმა,  თუმცა წლების შემდეგ აღმოჩნდა და ყველამ  გააცნობიერა, რომ ეს იყო ძალიან დიდი პროვოკაცია, რაშიც ბევრი ადამიანი იყო ჩართული. ახლაც არის ზუსტად იგივე მოწოდებები. რამდენიმე დღის განმავლობაში იყო ამაზე საუბარი, სოციალურ ქსელებში, მედიით მიდიოდა ამაზე საუბარი, მე არ ვიცი ვინ არიან ეს ადამიანები, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ეს ის ხალხია, იგივე ხელწერით და იგივე ტიპის პროვოკაცია მოაწყვეს ჩვენს ქალაქში. გადაწვეს ქალაქი, ადამიანები გაიმეტეს სასიკვდილოდ და ეს ამბავი არ უნდა დარჩეს გამოძიების გარეშე.

არის სენსიტიური თემები, რომელიც თურმე ჩვენ კიდევ გვაბნევს და გზა-კვალს გვირევს, თუმცა ნებისმიერი ტიპის საზოგადოებას, იქნება ეს ბათუმში თუ ინგლისში, აქვს რაღაც სენსიტიური, რაზეც რეაგირებს. ამას სწავლობენ სპეცსამსახურები, სხვადასხვა ჯგუფები, დაინტერესებული ადამიანები და შემდეგ შესაბამისად იყენებენ.

სამართალდამცავი ორგანოების ვალდებულებაა უზრუნველყონ ქალაქში ნორმალური ცხოვრება, რადგან რაც ახლა  ხდება ქალაქში, ეს უკვე გამოხატვის თავისუფლების ზღვარს სცილდება, როცა შენ შეგიძლია სხვა ადამიანი დააზიანო და სასიკვდილოდ გაიმეტო, ამას აქვს კონკრეტული სახელი და ამას სისხლის სამართლის დანაშაული ქვია. ახლა არის ეფექტურად მოქმედების დრო, ეს ამბავი უნდა ჩაცხრეს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ არ გამოიძიებენ, ამას ექნება გაგრძელება. ეს უნდა გამოიძიონ და უმკაცრესად უნდა აგოს ყველამ პასუხი.

ბათუმის ბუნებრივი თვისებაა რომ იყოს მშვიდი, წყნარი, ბათუმი თავის ბუნებას ასე მძიმედ და მკვეთრად არ ავლენს, ასე ისტერიულად არ იქცევა, ბევრად უფრო მნიშვნელოვან თემაზეც კი.

ვიზა ლიბერალიზაციის წინ, როცა სულ რამდენიმე დღე გვაშორებს პრაქტიკულად  იმ გზას, რომელიც ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია და ახლა არჩევნების წინაპერიოდში, ეს არის კლასიკური ტიპის პროვოკაცია, რომელიც მოაწყვეს ბათუმში.

ეს ადამიანები არიან ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკით დაინტერესებულნი, კონკრეტულად ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ  მე როგორც ბათუმელი ვამბობ ამას, რომელიც ძალიან შეურაცხყოფილია ამ ყველაფრით, რომ ჩვენს საზოგადოებაში თურმე კიდევ არიან ადამიანები რომლებიც ასეთ მარტივ პროვოკაციას წამოეგებიან და მზად არიან საკუთარი თანამოქალაქე, სასიკვდილოდ გაიმეტონ“.

პოლიციის ეზოში ბენზინით სავსე ბოთლები ისროლეს

მდგომარეობა ისევ დაძაბულია ბათუმში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან, სადაც აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ [4:36] ბენზინით სავსე ბოთლები ისროლეს შენობის ეზოში, რასაც აფეთქება მოჰყვა და პოლიციის მანქანა იწვის.

ბათუმში უკვე იმყოფება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რომელიც ამ წუთებში ძალოვანებს ხვდება.

აქციაზე ამ დროისათვის მონაწილეთა რაოდენობამ მცირედით იკლო, თუმცა მონაწილეები აგრესიულად იქცევიან, წვავენ და ანადგურებენ ქალაქის ინფრასტრუქტურას, ცეცხლს უკიდებენ ავტომობილებს და ისვრიან ქვებს პოლიციის მიმართულებით. დააზიანეს შუქნიშნები, ბორდიურები, ქვაფენილი.

აქციაზე ისმის შეძახილები საპატრულო პოლიციის უფროსის გადაყენების მოთხოვნით.

ცეცხლის ალში გახვეული პოლიციის შენობა. მანანა ქველიაშვილის ფოტო
პოლიციის შენობის ეზო. მანანა ქველიაშვილის ფოტო

ცეცხლის ალში გახვეული პოლიციის შენობა. მანანა ქველიაშვილის ფოტო

აქციის მონაწილეები აგრესიულად ექცევიან ჟურნალისტებსაც

ბათუმში, პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს აგრესიულად ექცევიან და ხელს უშლიან პროფესიულ საქმიანობაში. აქციის მონაწილეებმა მიკროფონი გადაუგდეს ერთ-ერთ ტელეჟურნალისტს და გადაღებაში ხელი შეუშალეს „ბათუმელების“ ჟურნალისტსაც, რომელიც ცდილობდა გადაეღო, როგორ ყრიდნენ აქციის მონაწილეები ქვაფენილს.

აქცია პოლიციის შენობასთან ამ წუთებშიც გრძელდება. აქციის მონაწილეები ისვრიან ქვებს პოლიციელების მიმართულებით, დაწვეს ავტომაქანები, აყარეს ქვაფენილი. პოლიცია აქციის მონაწილეებს პერიოდულად ცრემლსადენი გაზით პასუხობს.

„პლაზასთან“ დაკავებული მოქალაქე გათავისუფლების შემდეგ დეტალებზე საუბრობს

ჯიმი ვარშანიძემ, რომლის დაჯარიმებაც ბათუმში, 11 მარტს განვითარებული მოვლენების გაცხადებული მიზეზი გახდა, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში პოლიციის მიერ მის დაკავებაზე ისაუბრა:

„მოვდიოდით მე და მამაჩემი სასაფლაოდან, გავაჩერე პლაზას წინ, „ირინას აფთიაქში“ ავდიოდი და ავარიული ჩართული მქონდა, ძრავა არ მქონდა გათიშული და რომ დავბრუნდი, უკან მომადგა პატრულის მანქანა. ავუხსენი სიტუაცია და ვთხოვე რომ გავეშვი. როცა აღარ გამიშვა, შეიძლება მეც ავღელდი და რაღაც ვუთხარი. მამაჩემი მაწყნარებდა. მაინც უნდა დავწერო ჯარიმაო და მერე დაგვაკავეს“.

ჯიმი ვარშანიძე ამბობს, რომ დაკავების დროს ძალით ჩასვეს მანქანაში, თუმცა წინასწარი დაკავების იზოლატორში არ უცემიათ. „არავის არ ვუცემივართ. სახალხო დამცველის წარმომადგენელიც შეგვხვდა“.

დაკავების დეტალებზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში რამაზ ხიმშიაშვილმაც ისაუბრა.

„არაპროფესიონალი თანამშრომლები არიან საპატრულო სამსახურში, მეათედ მაჯარიმებდნენ ერთი კვირის განმავლობაში და თხოვნით მივმართე, რომ დაბალი ჯარიმა მაინც გამოეწერათ, რადგან ფინანსურად არ მაქვს კარგი მდგომარეობა და ისედაც ვერ ვიხდი მოგროვებულ ჯარიმებს მეთქი. ხალვაშმა, ერთმა პატრულმა მითხრა, რომ ახალი უფროსი გვყავს გორიდანო და დღეს დავალებული გვაქვს ათი ადამიანი უნდა დავაკავოთო. თქვენ ჩვენ შეგვაგინეთო. მე ვუთხარი, ჩვენი ლაპარაკი ხომ იწერება და თუ შეგაგინეთ, პასუხს ვაგებთ მაგაზე-მეთქი.

გადამიგრიხა ხელები, ოთხი საათის განმავლობაში ხელბორკილებით უკანა სავარძელზე ვიყავი, ოქმის შემდგენი არავინ არ ჰყავდათ და ურეკავდნენ გარეთ და ოთხი საათის განმავლობაში არც ჰაერი მასუნთქინეს, არც წყალი დამალევინეს და როგორც საკანში ისე ვიყავი ჩაკეტილი, შემდეგ როგორც იქნა შეადგინეს ოქმი და გადამიყვანეს სრულიად უკანონოდ, იმის გამო, რომ გორელ ახალ უფროსს, ჰქონდა დავალება მიცემული ათი ადამიანის დაპატიმრების და „პალაჟენიის“  მოყვანა უნდოდათ“.

აქცია არ იშლება – მონაწილეებმა რამდენიმე მანქანა დაწვეს, ისვრიან ქვებს

საპროტესტო აქცია გრძელდება ბათუმში, იმის მიუხედავად, რომ შს სამინსიტრომ გაათავისუფლა დღეს დაკავებული ექვსივე პირი.

აქციის მონაწილებმა დაწვეს პოლიციის და იქვე, მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარი მანქანები, ყრიან ქვაფენილს და ქვებს ისვრიან პოლიციის მიმართულებით, ქუჩაში წვავენ საბურავებს, იქცევიან აგრესიულად.

პოლიციამ დღეს რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, თუმცა აქციის დაშლა ვერ შეძლო. ბათუმში მოკლე ხანში ჩამოვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი.

ბოლო ინფორმაციით დაშავებულია 21 ადამიანი, მათ შორის უმრავლესობა პოლიციელია.

ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი: მთავარია საზოგადოებამ შეინარჩუნოს სიმშვიდე

„შს მინისტრის მოადგილეს ველაპარაკე და ადმინისტრაციული წესით ვინც იყო დაკავებული, ყველა პირი გათავისუფლებულია, ახლა გავაკეთებთ განცხადებას, რომ უწესრიგობა არ იყოს და დანარჩენი მოთხოვნა რაც იქნება, კანონის შესაბამისად იქნება შესწავლილი“ – აცხადებს ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი „ბათუმელებთან“. იგი ამ დროისათვის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან იმყოფება, სადაც აქცია მიმდინარეობს.

„ყველა საკითხი იქნება შესწავლილი, გასარკვევი უნდა გაირკვეს, მთავარია საზოგადოებამ შეინარჩუნოს სიმშვიდე. უმართავი პროცესები არ უნდა იყოს ქალაქში და არ უნდა დაზიანდეს საზოგადოების ქონება“ – ამბობს ბათუმის მერი.

კითხვაზე, მისი აზრით, არის თუ არა პროცესები მართული, გიორგი ერმაკოვი ამბობს, რომ ჯერ-ჯერობით შეფასებას ვერ გააკეთებს.

„არის პროცესები რომელიც არ უნდა მიმდინარეობდეს, ამიტომ ყველას მოვუწოდებ შეინარჩუნონ სიმშვიდე. მოვუწოდებ ქალაქელებს არ მივაყენოთ ზიანი ქალაქს და პროცესი არ გახდეს უმართავი, რაც შეიძლება გამოყენებული იქნეს გარკვეული ძალების მიერ“.

გიორგი ერმაკოვის განცხადებით ამ დროისთვის სროლის ხმა პოლიციის სამმართველოსთან  აღარ ისმის, თუმცა აქციის მონაწილეები მხოლოდ ქვებს ისვრიან და მანქანებს აზიანებენ.

პრეზიდენტი: აუცილებელია სასწრაფოდ განიმუხტოს სიტუაცია

ბათუმში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ეხმაურება საკუთარ ფეისბუქგვერდზე:

„ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ ყველა მხარეს შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ დაუშვან მოვლენების კიდევ უფრო მეტი ესკალაცია. მუდმივ კონტაქტზე ვართ პრემიერმინისტრთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან. მიგვაჩნია, რომ დაცული უნდა იყოს შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ამავდროულად პატივი უნდა ვცეთ სახელმწიფო ინსტიტუტებს და კანონს, დაუშვებელია ნებისმიერი ფორმით ძალადობა.

გვესმის, რომ აქციის მონაწილეებს შესაძლოა ჰქონდათ პროტესტის გამოხატვის გარკვეული მიზეზები, თუმცა ასეთ დაძაბულ ვითარებაში აუცილებელია სასწრაფოდ განიმუხტოს სიტუაცია და დაიწყოს გამოძიება. ხელისუფლებამაც და აქციის მონაწილეებმაც ყველა წინაპირობის განეიტრალებაზე უნდა იზრუნონ.

მოვუწოდებ ხელისუფლებას დაიცვას თითოეული მოქალქის გამოხატვის უფლება, მოვუწოდებ საზოგადოებას პატივი სცენ სახელმწიფო ინსტიტუციებს, ვინაიდან მხოლოდ ასე შევძლებთ ძლიერი და დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყნის მშენებლობას.“

შს მინისტრი: დაკავებულები გავათავისუფლეთ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, 11 მარტს დაკავებული ექვსი პირი უკვე გათავისუფლებულია და იგი ბათუმში ჩამოდის.

„მე გავითვალისწინე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თხოვნა, რომ გამეთავისუფლებინა ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები, მიუხედავად იმისა, რომ მე ეს ადამიანები გავათავისუფლე მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება არ შეწყვეტილა“ – აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა. შს მინისტრი არც საკადრო გადაადგილებას გამორიცხავს.

დაკავებულების გათავისუფლების შესახებ არაფერი იციან ბათუმში მიმდინარე აქციაზე.  პოლიციის სამმართველოს შენობასთან ისევ დაძაბული სიტუაციაა, აქციის მონაწილეებმა დაწვეს მანქანები,  ისვრიან ქვებს პოლიციელების მიმართულებით, რასაც პოლიცია ცრემლსადენი გაზის გაშვებით პასუხობს.

17264468_1638160006213419_2591654057211735396_n

ბათუმში აქციაზე 21 ადამიანია დაშავებული

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის ინფორმაციით ამ დროისათვის (1:00) ბათუმის რეფერალურ და რესპუბლიკურ საავადმყოფოებში აქციის შედეგად დაშავებული 21 ადამიანია გადაყვანილი, მათ შორის არიან პოლიციელები და აქციის მონაწილეები.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურში ამბობენ, რომ დაშავებულთა უმეტესობას აღენიშნება ქვის დარტმითა და წაქცევის შედეგად მიღებული დაზიანებები.  რაც შეეხება გაზის მოწავლის შემთხვევებს, სასწრაფო სამედიცინ ოდახმარების სადგურში ამბობენ, რომ ასეთი შემთხვევების შესახებ მათ არ იციან, თუმცა არ არის გამორიცხული მოქალაქეებს თავად მიემართათ სამედიცინო დაწესებულებებისთვის.

შეგახსენებთ, რომ 11 მარტს, ბათუმში, პოლიციის სამმართველოს შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს, პოლიციამ კი საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

სპეცრაზმს აქციის მონაწილეებმა ქვები დაუშინეს

ბათუმში, პოლიციის სამმართველოს შენობასთან გამართულ აქციაზე შენობიდან სპეცრაზმი გამოვიდა. აქციის მონაწილეებმა სპეზრაზმს ქვები დაუშინეს, რის შემდეგაც სპეცრაზმმა უკან დაიხია. „ბათუმელების“ ჟურნალისტების ცნობით, არაერთი პოლიციელია დაშავებული ქვის სროლის შედეგად.

4

3
1

რა ხდება პოლიციის სამმართველოს შენობასთან [ფოტო]

ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე პოლიციის შენობასთან აქციის მონაწილეებმა წააქციეს პოლიციის მანქანა, ირგლივ დაზიანებულია ბორდიურები.

17264647_1638165422879544_1051657633847624672_n 17202731_1638167156212704_6723966529623884325_n 17201284_1638167169546036_647993446073967906_n 17155640_1638167079546045_2081423269353636415_n 17155617_1638167239546029_5013873891891899952_n 17103676_1638167159546037_4305091229936207836_n 3

eteri

ბათუმში აქციაზე ცრემლსადენი გაზი ისევ გამოიყენეს [ფოტო]

ბათუმში, პოლიციის შენობასთან გამართულ აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი ისევ გამოიყენა. ამ დროისთვის აქცია ისევ გრძელდება. ისმის უცენზურო შეძახილები პოლიციის მისამართით, აქციის მონაწილეები დღეს დაკავებულების გათავისუფლებას და საპატრულო პოლიციის უფროსის გადაყენებას იტხოვენ.

3 4 5

Exit mobile version