დაძაბულობა თბილისში – სპეცრაზმი სავარაუდოდ წიწაკის სპრეის იყენებს

დღეს, საღამოს, 4 ოქტომბერს, თბილისში, პრეზიდენტის სასახლესთან საპროტესტო აქციის მონაწილეები მივიდნენ. აქციის მონაწილეებმა ეზოში შესვლა მოახერხეს, რის შემდეგაც სპეცრაზმი გამოჩნდა და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენა და აქციის მონაწილეების მიმართულებით წყლის ჭავლი გაუშვეს. ორბელიანების სასახლესთან ვითარება დაძაბულია, ისმის შეძახილები: „რუსებო, რუსებო!“ გარდა ამისა ისმის სროლის ხმა, სავარაუდოდ, სპეცრაზმი ისვრის ცრემლსადენ გაზს. როგორც ჟურნალისტები …

კობახიძემ 61 განკარგულება დამალა ბოლო 1 წელში

ირაკლი კობახიძის განცხადებების მიუხედავად, რომ მთავრობის ყველა გადაწყვეტილებას საჯაროდ აქვეყნებენ, გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ „ოცნების“ მთავრობამ 2024 წლის 23 ოქტომბრიდან 2025 წლის 3 ოქტომბრამდე პერიოდში, ჯამში, 61 განკარგულება დამალა – ისინი მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე არ არის ატვირთული. „მას შემდეგ, რაც დავინიშნე საქართველოს პრემიერ-მინისტრად, მე გადავწყვიტე, რომ საქართველოს მთავრობის ყველა გადაწყვეტილება იქნას გამოქვეყნებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს …

ბათუმში საპროტესტო აქცია დღეს 4 საათზე დაიწყება საკონსტიტუციო სასამართლოსთან

პროევროპული აქციის მონაწილეები დღეს, 4 ოქტომბერს, ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან 16:00 საათიდან შეიკრიბებიან. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, საკონსტიტუციოსთან შეიკრიბებიან მოქალაქეები და უწყვეტი საპროტესტო აქციების ის მონაწილეები, რომლებმაც დღეს თბილისში დაგეგმილ აქციაზე ვერ მოახერხეს წასვლა. დღეს პროევროპული უწყვეტი საპროტესტო აქციის 311-ე დღეა. დღეს, 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე, საზოგადოებას „რუსთაველის გამზირი“ თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია აქვს დაანონსებული პროტესტის ფონზე, …

არჩევნები დამკვირვებლების გარეშე, რეპრესიებისა და ბოიკოტის ფონზე

დღეს, 4 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა. ქვეყნის მასშტაბით უნდა აირჩიონ 64 ქალაქის მერი და 64 საკრებულოს 2 058 წევრი – ნაწილი პროპორციული, ნაწილი კი მაჟორიტარული სისტემით. არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს და ბოიკოტი აქვს გამოცხადებული ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას. 4 ოქტომბრის მდგომარეობით, დაპატიმრებულია 7 პოლიტიკური ლიდერი, ციხეში ხვდებიან არჩევნებს …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 4 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 4 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 114 380 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +950. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 226 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 298 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 33 428 ერთეული …

არჩევნები 60-ზე მეტი პოლიტპატიმრით და ოპოზიციის ლიდერებით ციხეში

2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველო 60-ზე მეტი პოლიტიკური პატიმრით ხვდება. ციხეში უკანონოდ, დაუდასტურებელი ბრალით ზის სტუდენტი, ექიმი, მწერალი, ჟურნალისტი, მასწავლებელი, იუმორისტი, მსახიობი და სხედან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. ავტორიტეტული უფლებადამცავი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშენელი“ დღეს, 3 ოქტომბერს, განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ „საქართველოში 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მკაცრი პოლიტიკური …

„ოცნების“ 5 დაპირება ბათუმს, რომელიც არ შესრულდა

ბათუმის მერია არ პასუხობს კითხვას, რატომ არ იწყება ადლიაში მოქმედი უკანონო, არასტანდარტული ნაგავსაყარის დახურვა. არადა, მთავრობის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ახალი, სტანდარტული ნაგავსაყარის მშენებლობა-გამართვა დასრულებულია, თუმცა ის ჯერ არ გაუხსნიათ. მთავრობის დაპირებით, ახალი ნაგავსაყარის ამოქმედებისთანავე უნდა დაწყებულიყო ბათუმის არსებული ნაგავსაყარის გაუქმება ადლიაში, ასევე, უნდა გაუქმდეს ქობულეთის ძველი ნაგავსაყარიც. წლების წინ ბათუმის ახალი ნაგავსაყარის მოსაწყობად …

ბსუ-ს რექტორს უკვე 3 მოადგილე ჰყავს – „არც კი ვიცნობ სულხან თამაზაშვილს“

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალ რექტორს, ტიტე აროშიძე 3 მოადგილე ჰყავს. მანამდე უნივერსიტეტის რექტორს ორი მოადგილე ჰყავდა. რატომ დასჭირდა ბსუ-ს რექტორის კიდევ ერთი მოადგილე? – ახალი შტატი ბსუ-ში მას შემდეგ გაჩნდა, როცა 2025 წლის იანვარში სტუდენტების პროტესტის მიუხედავად, რექტორად ტიტე აროშიძე აირჩიეს. ტიტე აროშიძე მანამდე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“. ბსუ-ს წინა რექტორი, მერაბ ხალვაში …

ვინ და როგორ გაინაწილა აბასთუმანი

ოფშორული კომპანიები, რომლებმაც მასშტაბური პროექტების განხორციელების პირობით აბასთუმანში სახელმწიფო ქონება იყიდეს, 2025 წლიდან სააქციო საზოგადოება „ტერას“ და ფონდ „ქართუს“ საკუთრებად დარეგისტრირდნენ. ორივე კომპანია ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულია. კურორტ აბასთუმანში ბოლო წლებში სახელმწიფო და კერძო ქონება იყიდეს და მშენებლობის ნებართვები მიიღეს ასევე „ოცნებასთან“ დაახლოებულმა კომპანიებმა. ამ კომპანიების დამფუძნებლები „ოცნების“ მხარდაჭერას მსხვილი ფულადი შეწირულობითაც გამოხატავენ. ამ სტატიაში გიამბობთ, …

პოეტი კალმის და ფურცლის გარეშე ციხეში – „ზვიადის მეუღლეს დღესაც არ მისცეს ამ ნივთების შეგზავნის უფლება“

„მესამე კვირაა ციხეში არც კუთვნილ პაემანს მინიშნავენ. არც ბლოკნოტი და კალამი შემოდის, ვერც ციხის მაღაზიაში ვყიდულობ. საეჭვოდ დაემთხვა ახალი დირექტორის დანიშვნას“- განაცხადა თავის სასამართლო პროცესზე 2 ოქტომბერს პოეტმა, სინდისის პატიმარმა, ზვიად რატიანმა. რატომ დატოვეს პოეტი კალმისა და ფურცლის გარეშე ციხეში და ხომ არ არის ეს ზვიად რატიანის მიმართ ერთგვარი ანგარიშსწორება? – ამ თემაზე ზვიად რატიანის …

ფინეთში სასამართლომ შეწყვიტა ქართველი კაპიტნისა და მისი თანაშემწეების წინააღმდეგ აღძრული საქმე

ჰელსინკის საოლქო სასამართლომ დახურა ნავთობტანკერ Eagle S-ის ქართველი კაპიტნისა და მისი თანაშემწეების საქმე. ფინეთის პროკურატურა მათ ფინეთის ყურეში წყალქვეშა ელექტროსადენის დაზიანებას ედავებოდა. როგორც ფინური მედია წერს, ჰელსინკის საოლქო სასამართლომ დაადგინა, რომ „მას არ აქვს იურისდიქცია გემის მიერ კაბელისთვის მიყენებული ზიანის განხილვაზე“. შემთხვევა 2024 წლის 25 დეკემბერს მოხდა, რუსული, ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობტანკერმა Eagle S-მა ფინეთის …

დგებუაძის გარდა კიდევ ვინ მოხვდა „მზიას სიაში“ – დამუშავებულია 276 პირის მონაცემები

„მზიას სიას“ ქართველი ემიგრანტები უკვე უგზავნიან 36 ქვეყანას. დასასანქცირებელთა სიაში 277 პირია. სიაშია ირაკლი დგებუაძე – პოლიციელი, რომელმაც თქვა, რომ სილის გაწვნის შემდეგ ლოყა ეტკინა. „მზიას სიაში“ ქართველმა ემიგრანტებმა ჩაწერეს სინდისის პატიმრების საქმის გამყალბებელი გამომძიებლები, პროკურორები, მოსამართლეები, პროპაგანდისტები, „ოცნების“ რეჟიმის წარმომადგენლები, „ტიტუშკები“, ცრუ მოწმეები… თბილისის სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსიც მოხვდა ამ სიაში, ის კაცი, განსაკუთრებული …

„გაშიშვლება დაკავებულის კიდევ უფრო მეტად დამცირებას ემსახურებოდა“ – SJC გელა ხასაიას შესახებ

სამოქალაქო აქტივისტის და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრის გელა ხასაიას დაკავებას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება. „გელა ხასაიას მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე, ერთი მხრივ, ოპოზიციურად განწყობილი პირების დევნისა და მათ მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელების, მეორე მხრივ, კი რეპრესიული საპოლიციო პრაქტიკის მკაფიო გამოვლინებაა,“ – წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი და იქვე განმარტავს, რომ სამართალდამცავი უწყებები პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშსწორების ინსტრუმენტად …

გერმანიის მთავრობამ სწრაფად უნდა იმოქმედოს. მეტი სანქციები – ბუნდესტაგის წევრი საქართველოში რეპრესიებზე

გერმანელი პოლიტიკოსი, ბუნდესტაგის წევრი საპარლამენტო ჯგუფიდან „ალიანსი 90/მწვანეები“, ყოფილი მოსამართლე რობინ ვაგენერი საქართველოში დაგეგმილ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეხმიანება. „შაბათს, 4 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი არჩევნები გაიმართება. ოპოზიციის დიდი ნაწილი შიშობს, რომ ეს არჩევნები არც თავისუფალი იქნება და არც სამართლიანი – და რომ შედეგი უკვე წინასწარ არის განსაზღვრული. შედეგად, მრავალი ოპოზიციური პარტია ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს …

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის უარი კუპრაშვილის ბიუროს – „ესაა ნაბიჯი ორგანიზაციის გასანადგურებლად“

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დღეს, 3 ოქტომბერს განცხადება  გაავრცელა და განაცხადა, რომ უარით პასუხობს ანტიკორუფციული ბიუროს დაუსაბუთებელ მოთხოვნას ინფორმაციის გადაცემაზე. 30 სექტემბერს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ანტიკორუფციული ბიუროდან წერილობით აცნობეს, რომ ბიუროს დაწყებული აქვს წარმოება ორგანიზაციის საქმიანობის გრანტების შესახებ საქართველოს კანონთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამ წარმოების ფარგლებში ბიურომ ქარტიისგან გამოითხოვა სხვადასხვა კატეგორიის მოცულობითი ინფორმაცია. „ანტიკორუფციული …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 ოქტომბრის 21 საათიდან 4 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 3 …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 3 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 3 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 113 430 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +970. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 225 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 297 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 33 413 ერთეული …

„მიფიქრია, მანტიით ჩამოვიკიდებ თავს სასამართლოზე-მეთქი“ – რას ჰყვება უზენაესის ექსმოსამართლე ზეწოლაზე

„ბევრჯერ მიფიქრია, უზენაესი სასამართლოს გარე ფასადზე ავალ და მოსამართლის მანტიით ჩამოვიკიდებ თავს-მეთქი. ასე საჯაროდ დაინახონ ადამიანებმა, რომ მოსამართლემ თავი მოიკლა და ამით ყველა მიხვდება სასამართლოში რა სიტუაციაა, ისეთი ზეწოლის და სტრესის ქვეშ ვიყავი“, – ამბობს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე. ექსმოსამართლის ვიდეოჩანაწერი იურისტმა კახა წიქარიშვილმა გამოაქვეყნა. უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე რამდენიმე გახმაურებული საქმის შესახებ …

აბანოს ყოფილი შენობის რეაბილიტაციაზე 1,7 მილიონი ლარი დაიხარჯა – ხარისხს სამხარაული ამოწმებს

ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობის რეაბილიტაციაში 1,7 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამ შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ბათუმის კინოს მუზეუმი უნდა გაიხსნას. სსიპ „აჭარის მუზეუმმა“ ტენდერში გამარჯვებულ სამშენებლო კომპანია „ივერთმშენს“ უკვე გადაურიცხა 1 585 602 ლარი [სახელშეკრულებო თანხის 92 პროცენტი]. რამდენიმე დღის წინ „ბათუმელებს“ რეაბილიტირებული შენობის ინტერიერის რამდენიმე ფოტო მიაწოდეს. ამ ფოტოების მიხედვით კი, …

„ჩვენ წინააღმდეგ გადადგმული ყველა ნაბიჯი არის ბავშვების წინააღმდეგ“ – PHR

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) წლებია ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ბავშვების, ასევე შშმ პირების უფლებებს იცავს და 1000-მდე საქმეში უწევს მათ სამართლებრივ დახმარებას. ორგანიზაცია იცავს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების უფლებებსაც. რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიურო PHR-ისგან ითხოვს ყველა ტიპის ინფორმაციას, მათ შორის ფინანსურ დოკუმენტებს და ამ ფორმით ცდილობს არასამთავრობო ორგანიზაციაზე ზეწოლას. „ბათუმელები“ ორგანიზაციის დირექტორს, თამარ გაბოძეს …

ჩინელებს ჯერ ფულის დახარჯვა არ უნდათ, ეს კი ივანიშვილს არ აწყობს – ინტერვიუ

შუა დერეფანზე გაამახვილა ყურადღება ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 76-ე წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე 29 სექტემბერს. მანამდე, რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ჰელსინკის კომისიას მიმართა: „საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა არ უნდა შერჩეს ჩინურ, რუსულ და ირანულ გავლენებს…“ რეალურად, რა ინტერესი აქვს ჩინეთს საქართველოში? „მარტო გზებში ჩინური კომპანიების მიერ მიღებული სატენდერო თანხები თითქმის …

რა მიმართულებით იმოძრავებს N35 – ახალი მუნიციპალური სამარშრუტო ხაზი ბათუმში

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ცნობით, ბათუმის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს 1-ელი ოქტომბრიდან ახალი სამარშრუტო ხაზი, N35 დაემატა. მიკროავტობუსი ხაზზე იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით: თევდორე მღვდლის ქ. – ხახულის ქ. – ლეონიძის ქ. – შარტავას ქ. – აბუსერიძის ქ. – ჭავჭავაძის ქ. (საბაგირო). უკუმიმართულება იგივე იქნება. „ტარიფი – 50 თეთრია და ძალაში რჩება ყველა ის საშეღავათო პროგრამა, რომელიც მუნიციპალურ ტრანსპორტში …

ყოველ ჯერზე, როცა გელა ხასიას აქ იჭერენ, გალში დედამისს ადგება „აფხაზური მილიცია“ – ზურაბ ჯაფარიძე

პოლიტპატიმარი, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ეხმიანება პარტიის წევრისა და აქტივისტის, გელა ხასაიას დაკავებას სისხლის სამართლის მუხლით. წერილში, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა, ზურაბ ჯაფარიძე წერს, რომ ყოველ ჯერზე, როცა სამოქალაქო აქტივიზმის გამო გელა ხასაიას თბილისში აკავებენ, აფხაზეთში, გალში, გელა ხასაიას დედას „აფხაზური მილიცია“ აკითხავს და ეუბნება, მისი შვილი შეეშვას პოლიტიკურ აქტივობას. „ბათუმელები“ …

კუპრაშვილის ბიურომ ქალ აქტივისტებს არარსებული ორგანიზაციის წევრობისთვის უჩივლა

გორელ აქტივისტებს, თეონა ფანქველაშვილს, თეო ბზიშვილსა და ლუკა ხიზაძეს, ანტიკორუფციულმა ბიურომ იმ ორგანიზაციის წევრობის გამო უჩივლა, რომელიც არ არსებობს. ანტიკორუფციულ ბიუროს თავად უწერია საჩივარში, რომ „ფარი“ და „ერთობა“ ფეისბუქში შექმნილი გვერდებია და საჯარო რეესტრში მათი რეგისტრაცია არ ფიქსირდება. ანტიკორუფციულის ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი, სასამართლოს სთხოვდა, წვდომა მიეცა აქტივისტების საბანკო ანგარიშებზე, თუმცა მოსამართლე ნინო გერგაულმა მისი მოთხოვნა …

შსს 94,5 ათასი ლარის საკვებს იყიდის პოლიციელებისთვის რეგიონებში არჩევნების დღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტები რეგიონებში [თბილისის გარდა] ჯამში 94 ათას 593 ლარის საკვებს ტენდერის გარეშე იყიდიან პოლიციელებისგან სპეციალურად საარჩევნოდ შექმნილი ჯგუფებისთვის. სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს „2025 წლის 4 ოქტომბერს გასამართი არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად შექმნილი სპეციალური საპოლიციო ძალების კვებით უზრუნველყოფა“ შს მინისტრის 2025 წლის 30 სექტემბრის ბრძნებით დაევალათ. „ზემოაღნიშნულმა ჯგუფებმა მათზე …

მზია ამაღლობელის საქმეს სააპელაციო სასამართლო 28 ოქტომბერს განიხილავს

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი 28 ოქტომბერს ჩაინიშნა. მზია ამაღლობელის ადვოკატები ასაჩივრებენ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 6 აგვისტოს გამოტანილ განაჩენს, რითაც მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. „გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, უკიდურესად შაბლონური, რომელიც სრულებით არ ასახავს არც სასამართლო სხდომებზე მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს, ასევე არ პასუხობს დაცვის მხარის არათუ რომელიმე არგუმენტს, …

კობახიძემ 3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადა. დადგენილება არ ვრცელდება ცალკეულ სამსახურებზე. მაგალითად, ეროვნული ბანკის „ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონით“ გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე“. ასევე, ისეთ სამსახურებზე, რომელთა „ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის წარმოადგენს …

„განყოფილებაში ჩემი სახელი უხსენებიათ გელასთვის“ – სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის წერილი

სინდისის პატიმარი, საბა სხვიტარიძე ეხმიანება გელა ხასაიას დაკავებას და მის ნათქვამს, რომ დაკავებისას პოლიციელები ახსენებდნენ საბა სხვიტარიძესა და მზია ამაღლობელს. საბა სხვიტარიძის წერილი მის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა. „გუშინ ჩემი მეგობარი გელა ხასაია შეუერთდა სინდისის პატიმართა რიგებს. დიდი ხანია ვიცნობ გელას – იშვიათად თუ შეხვდები ისეთ გულანთებულ და სანდო ადამიანს, როგორიც ის არის. ჩვენ ერთად ბევრი აქტივობა …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 2 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 2 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 112 460 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +980. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 224 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 296 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 33 336 ერთეული …

როდის გაიხსნება ბათუმში საბავშვო ბაღი, რომლის ორჯერ რეაბილიტაციაში 5 მილიონი იხარჯება

ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე N12 საბავშვო ბაღის შენობაში რემონტი 2025 წლის ივნისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები დღემდე გრძელდება. შენობის მიმდინარე რემონტში ქვეყნის ბიუჯეტიდან 4,2 მილიონი ლარი იხარჯება, არადა ეს შენობა 2017 წელს საზეიმოდ გახსნეს, მანამდე კი კაპიტალურად გაარემონტეს, რაშიც მაშინ ბათუმის ბიუჯეტიდან 1 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. ბაღის შენობის ხელახალი რეაბილიტაციის გადაწყვეტილება 2023 წელს მიიღეს. რატომ …

„ტკივილით ვიტანჯები“ – მოქალაქე ამბობს, რომ წამალს ვერ ყიდულობს „ოცნების“ ჯანდაცვის პოლიტიკის გამო

თორნიკე მსხლაძე ონკოპაციენტი და შშმ პირია. მან გვითხრა, რომ დაზიანებული აქვს ფეხის ნერვები და აქვს მწვავე პოლინეიროპათია. თორნიკე მსხილაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ მას დეკემბრიდან დანიშნული აქვს მედიკამენტი „პრეგაბალინი“, რომელსაც სამი თვეა ვეღარ იღებს. „ჯოჯოხეთს გავდივარ ტკივილებისგან უკვე მეორე თვეა“- ამბობს თორნიკე მსხილაძე. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, მედიკამენტი ქვეყანაში …

ბათუმში დააკავეს პირი, რომელმაც საპროტესტო აქციის მონაწილეებს და პოლიციას აგინა

დღეს, 1 ოქტომბერს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს პირი, რომელიც საპროტესტო აქციის მონაწილეებთან მივიდა და მათ პროვოცირებას შეეცადა. მან ჯერ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი, როცა აქციის მონაწილეებმა მისი აქციიდან გარიდება სცადეს, სხვებსაც. აქციის მონაწილეებმა მიმართეს პოლიციას, რომელიც ბათუმში ყველა საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას იმყოფება აქციასთან ახლოს. როგორც „ბათუმელებს“ თვითმხილველებმა უთხრეს, …

„იქ, სადაც ხალხი ღატაკია, რეჟიმები ლაპარაკობენ მტრებზე“ – რას აჩვენებს ივანიშვილის წერილი

„ივანიშვილი თავისი რეჟიმის კონსოლიდირებას ახდენს და აქეთკენ ამზადებს მოსახლეობას,“ – მიიჩნევს პოლიტიკის ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი. მას ბიძინა ივანიშვილის ახალ წერილზე ვესაუბრეთ. დღეს, პირველ ოქტომბერს, „ოცნებამ“ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა ბიძინა ივანიშვილის წერილი, რომლითაც ივანიშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ოცნების“ გამარჯვების 13 წლისთავს ეხმიანება. დაპირებების შესრულების ნაცვლად ივანიშვილი წერილში „ქართული ოცნების“ შიგნით „მუხანათურ ღალატზე“, „აგენტებსა“ და „გარე …

„აფხაზეთში ცხოვრობდა და ტურისტებს უყვებოდა რუსულ ოკუპაციაზე“ – ვინ არის გელა ხასაია

„თუ ამათი მიზანი შეშინებაა, ერთადერთი რისიც მეშინია, ქვეყნის დაკარგვაა“ – ეს წერილი გელა ხასაიამ დაკავების შემდეგ მოიწერა ციხიდან. „ზუსტად ამ მოტივზე დგას გელას მთელი ბრძოლა. მას არ შეუძლია და ვერ დაუშვებს, რომ დაკარგოს ქვეყანა, რომლისთვისაც იბრძვის წლებია და ვერც ციხეში გამოკეტვით, ვერც ოთხ კედელში ჩასმით, იმ იდეას ვერ ჩაახშობენ“ – ამბობს გელას მეგობარი, შუშანა მაცაბერიძე, …

„ციხე ვერ გაგვაჩერებს. ტყვეობაში მხოლოდ ჩვენი სხეულია“ – რეზო კიკნაძის წერილი 38-ე საკნიდან

სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე ციხიდან წერს, რომ მას შემდეგ, რაც 38-ე საკანში, სადაც სინდისის სამი პატიმარი იმყოფება ერთად, მაისურებზე წითელი კალმით საპროტესტო წარწერების გაკეთება დაიწყეს, მათ საკანში წითელი კალმის შეტანა აკრძალეს და დარეკვის საშუალებაც არ მისცეს, იმ საბაბით, რომ ტელეფონი გაფუჭებული იყო. რეზო კიკნაძის წერილი მისსავე ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა. „ბათუმელები“ უცვლელად, სტილის დაცვით გთავაზობთ რეზო …

რუსეთში მწერალ დიმიტრი ბიკოვს 7 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს

რუსეთში მოსკოვის ჩერემუშკინის სასამართლომ დაუსწრებლად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მწერალ დიმიტრი ბიკოვს „სამხედრო ყალბების“ გავრცელებისა და „უცხოელი აგენტის“ მოვალეობების შეუსრულებლობისთვის. რუსული მედიის ცნობით, ბიკოვის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთში „აგენტების საიშია“, საქმის აღძვრის მიზეზი გახდა ბიკოვის ინტერვიუ 2023 წლის ოქტომბერში არხ „პოპულარული პოლიტიკის“ გადაცემაში, რომელშიც მან ისაუბრა ხარკოვის ოლქის სოფელ გროზაზე თავდასხმაზე, რომლის დროსაც, უკრაინის ხელისუფლების …

Exit mobile version