მომღერალი ქეთი მელუა აჭარაში ვიდეოკლიპებს იღებს

მომღერალი ქეთი მელუა აჭარაში იმყოფება. იგი რეგიონში ვიდეოკლიპებს იღებს ახალი სიმღერებისთვის. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ვიდეოგადაღებები ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ბათუმის ბულვარში, სარფისა და ციხისძირის სანაპირო ზოლსა და სოფელ მერისში მიმდინარეობდა. გადაღებებისთვის შესაფერისი ტურისტული ადგილების შერჩევასა და პროექტის განხორციელებაში ჩართულია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი. ვიდეორგოლის რეჟისორი – მარიამ სიჭინავა, ოპერატორი კი ალექს ომიაძეა. …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 აგვისტოს 21 საათიდან 8 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი ღამით: 20 – 25 გრადუსი მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 21 – 26 გრადუსი ღამით: …

დადასტურდა კორონავირუსის 7 შემთხვევა, განიკურნა 7 პაციენტი – ახალი მონაცემები

7 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 7 პაციენტი. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი შემთხვევებიდან ერთი იმპორტირებული შემთხვევაა, 5 – დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო ერთი პაციენტის ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია. საქართველოში კორონავირუსის სულ 1213 შემთხვევაა დადასტურდა, რომელთაგან 994 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა. დღევანდელი მონაცემებით, …

დოკუმენტების გაყალბებისთვის 3 კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ბრალდებით 3 პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც იყვნენ სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2019 წლის აპრილის თვეში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით, ურთიერთშორის განახორციელეს 40 მილიონზე მეტი ლარის ღირებულების საქონლის მიწოდების ფიქტიური ოპერაციები, რითაც შექმნეს დაახლოებით 6 200 000 ლარის …

ბათუმში ორი პაციენტი განიკურნა კორონავირუსისგან

ბოლო 24 საათში ბათუმში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განიკურნა 2 პაციენტი. ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც რეგიონის კოვიდცენტრია, 18 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსზე. 7 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 1213 შემთხვევაა დადასტურდა, რომელთაგან 994 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

ევროკავშირის წარმომადგენლობა რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წელს ეხმაურება

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს შორის ომის მე-12 წელს ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ მრავალი გლობალური გამოწვევის მიუხედავად, ევროკავშირის მიერ საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მხარდაჭერა ისეთივე მყარია, როგორც ყოველთვის. „სამწუხაროდ, ბოლო თვეების განმავლობაში დაძაბულობა ძლიერი რჩება და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთს კვლავ ჰყავს სამხედრო ძალები, რაც არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და რუსეთის მიერ …

გარემოვაჭრე 500 ლარით მერიამ დამსახურებულად დააჯარიმა – სასამართლო გადაწყვეტილება

დღეს, 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გარემოვაჭრე მზევინარ ქარცივაძე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, 152-ე მუხლის შესაბამისად, 500 ლარით დააჯარიმეს. მოქალაქე ფალავანდიშვილის ჩიხში წინდებით, ხელსახოცებითა და სხვა წვრილმანი საქონლით ვაჭრობდა. მოსამართლე კობა გოცირიძემ მიიჩნია, რომ ის საზოგადოებრივ სივრცეში მოძრაობას ზღუდავდა. კობა გოცირიძემ პროცესზე აღნიშნა, რომ პირველ ჯერზე მოვაჭრე მან „შეიცოდა“ და გაფრთხილებით შემოიფარგლა, მაგრამ სამართალდარღვევის მეორე შემთხვევაში 500 …

„კარფურმა“ და ირმა ინაშვილმა თეატრის თანამშრომლებს წინასაარჩევნოდ სურსათი დაურიგეს

ბათუმის დრამატული და თოჯინების თეატრების მსახიობებს, ასევე ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, „კარფურისა“ და ირმა ინაშვილის სახელით სასურსათო კალათები დაურიგეს. „ბათუმელებთან“ სურსათის დარიგების ფაქტი დრამატული თეატრის დირექტორმა თავდაპირველად უარყო, თუმცა დავით ოქიტაშვილთან ჩვენი საუბრის შემდეგ, კალათების გადაცემის ფაქტი დაადასტურა. ოქიტაშვილის თქმით, სასურსათო კალათა დღეს, 6 აგვისტოს, 77 ადამიანს გადასცეს. „დაახლოებით ორი კვირის წინ მთხოვეს სია, თუმცა …

მარადიდში ოჯახებს სახელმწიფომ მიწა და სახლები ჩამოართვა – “სტრასბურგამდე ვიჩივლებთ” [ვიდეო]

ხელვაჩაურში, სოფელ მარადიდში მცხოვრებ ალი დიდმანიძეს სახელმწიფომ საკუთრება ჩამოართვა. სახლი, რომელიც თავის ხელით ააშენა, ექსპროპრიაციას დაექვემდებარა. ექსპროპრიაციის გადაწყვეტილება ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ 29 ივლისს მიიღო. ექსპროპრიაციის მოთხოვნის საფუძველი გახდა კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“-ის მიმართვა ეკონომიკის სამინისტროსადმი. „აჭარ ენერჯი 2007“-მა მდინარე ჭოროხზე კირნათი ჰესი ააშენა. ჰესის მშენებლობა სასოფლო სამეურნეო და საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვას ითვალისწინებს. ალი დიდმანიძე, რომლის …

გონიო-კვარიათის სანაპიროს მოწესრიგებას ბათუმის მერია ზაფხულის ბოლოს გეგმავს

გონიო-კვარიათში ზღვისპირა ბილიკის [პრომინადის] რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა ბათუმის მერიის გათვლებით 2020 წლის სექტემბერში დაიწყება და ამავე წლის 11 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 6 აგვისტოს გამოაცხადა, წინადადებების მიღება კი 27 აგვისტოს დასრულდება. სამუშაოებისთვის 324 764 ლარია გათვალისწინებული. ბათუმში, გონიო-კვარიათში, ზღვისპირა ბილიკის რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა გულისხმობს სხვადასხვა სამშენებლო, სადემონტაჟო …

200-ლარიანი დახმარების მისაღებად მშობლებს რეგისტრაცია 15 აგვისტოდან შეეძლებათ – მინისტრი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მშობლებს ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების მისაღებად დარეგისტრირება 15 აგვისტოდან შეეძლებათ. ამის შესახებ ტიკარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა. „ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს მუშაობა იმ ვებგვერდზე, სადაც შესაძლებელი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის 15 აგვისტოდან დარეგისტრირება. დარეგისტრირების შემდეგ, ჩვენი მხრიდან მოხდება უკუკავშირი თითოეულ ოჯახთან და უკვე დეტალური ინფორმაციის მოძიებისა და შეგროვების შემდეგ მოხდება, პირველიდან …

 რა წესებით შეიძლება დარბაზში ქორწილის გადახდა – ახალი რეკომენდაციები

ღია და დახურულ სივრცეში სოციალური ღონისძიებებისთვის [ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.] საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, ზოგადი რეკომენდაციები და მოთხოვნები დამტკიცდა. ამ მოთხოვნების დაცვა სავალდებულოა, როგორც დახურულ სივრცეში [დარბაზში] ასევე ღია სივრცეებში, თუმცა ქორწილისა და სხვა ღონისძიებების გამართვა დახურულ სივრცეში [დარბაზში] ამ დროისთვის კვლავ აკრძალულია. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული წესებით, დახურულ დარბაზში ღონისძიების ჩატარებისას რეკომენდებულია …

სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებს სწავლის საფასურს დაუფინანსებენ – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრო აპირებს ფინანსურად დაეხმაროს სამხედროებს, მათი ოჯახის წევრებს და დაუფინანსოს სწავლის საფასური. „ახალი პროექტი ითვალისწინებს განათლების ხელშეწყობას, ამიტომ თავდაცვის სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50-პროცენტიან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სწავლის მინიმალური საფასურის – 2 250 ლარის ნახევარის დაფარვას“, – ინფორმაციას წერილობით ავრცელებს …

ამ შაბათ-კვირას ბათუმში ხომ არ მოდიხარ? | ყველა საჭირო ინფორმაცია ერთად

დასაწყისშივე გეტყვით, რომ ეს სტატია 8-9 აგვისტოს ბათუმში გასატარებელი შაბათ-კვირის გეგმების დალაგებაში დაგეხმარებათ, იქნება თქვენი გიდი წვიმასა თუ მზეში და მოდით, ამინდით დავიწყოთ: დილა ბათუმში კვირის ბოლო დღეებში დილა ბათუმში ზანტად იწყება. თუმცა დილაადრიან ნახავთ მხარზე პირსახოცგადაკიდებულ ადამიანებს, რომლებიც სანაპიროსკენ საცურაოდ მიემართებიან. ბათუმში ზღვამდე თუ ზღვის შემდეგ ყავის დალევა მაგიური რიტუალია, რომელიც ერთნაირად გემრიელად სრულდება, …

საშიშია თუ არა წითელი ხალი – ექიმის განმარტება

წითელი შეფერილობის ხალები სხეულზე დიდი იშვიათობა ნამდვილად არ არის, თუმცა კითხვებზე – რატომ არის ის წითელი, როდის ჩნდება და საშიშია თუ არა  – პასუხები არ გვაქვს. “ბათუმელებს” ამ თემაზე ექიმი ონკოლოგი მზია ხალვაში ესაუბრა. ქალბატონო მზია, რას წარმოადგენს წითელი ხალი? ეს არის კაპილარული ჰემანგიომა, რომელიც წარმოადგენს სისხლძარღვოვან კეთილთვისებიან წარმონაქმნს. ჩვეულებრივ იგი ღია წითელი ფერისაა, ზოგჯერ …

ბათუმიდან თბილისში 7 ბავშვი გადაიყვანეს თირკმელთან დაკავშირებული პრობლემებით

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზაფხულის სეზონის განმავლობაში ბათუმიდან თბილისში, იაშვილის კლინიკაში, 7 ბავშვი გადაიყვანეს ჰემოლიზურ ურემიული, ე.წ. ჰუს-ის სინდრომით, რომელიც წარმოადგენს ნაწლავის ჩხირის ტოქსინის გამომყოფი შტამით გამოწვეულ დიარეის (ხშირად სისხლიანი დიარეის) შემდეგ განვითარებულ სიცოცხლისთვის საშიშ გართულებას. სხვა გართულებებთან ერთად, მას ახასიათებს თირკმლის მწვავე უკმარისობა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილის, ნონა ეფაძის განცხადებით, ბათუმიდან …

არასწორია ინფორმაცია, რომ ნაწლავური ჩხირი ბათუმში სასმელი წყლისგან გავრცელდა – განცხადება

„ბათუმის წყალი“ განცხადებას ავრცელებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, ნაწლავური ჩხირი Escherichia coli ბათუმში სასმელი წყლისგან გავრცელდა. „ბათუმის წყალი“ აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. „ბათუმის წყლის“ მიერ მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყლის თვისებები სრულად შეესაბამება სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმატივებს – აცხადებს კომპანია. „ბათუმის წყალს“ აქვს ულტრათანამედროვე ლაბორატორია, რომლის მეშვეობით მუდმივ …

ვის გადაუხდის სახელმწიფო გაზისა და შუქის ფულს ზამთარში

აბონენტებს, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენეგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ გაზს დახარჯავენ, სახელმწიფო კომუნალურ გადასახადებს ზამთარშიც დაუფარავს. კომუნალური გადასახადების სუბსიდირების 3-თვიანი პროგრამა მთავრობამ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 1-ელ აპრილს გამოაცხადა. გახარიას თქმით, ეკონომიკური კრიზისი გრძელვადიანი იქნება, აქედან გამომდინარე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, პროგრამა ნოემბერ-თებერვლის პერიოდშიც გაგრძელდეს. „ჩვენ არ ვსაუბრობთ კრიზისზე წლის ბოლომდე. ჩვენ გვესმის, რომ ეკონომიკურად შემდეგი …

მაშველებმა ფოთში ახალგაზრდა გოგოს ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამდღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა ფოთში გაუჩინარებული ახალგაზრდა გოგოს ცხედარი მდინარე რიონში იპოვეს. საგანგებოს ცნობით, 112-ში 4 აგვისტოს, ღამით შევიდა შეტყობინება, რომ ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. _____________ ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

სახელმწიფო წლის ან სემესტრის სწავლის საფასურს დაუფარავს 33 ათასზე მეტ სტუდენტს

სტუდენტებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 150 000-მდეა, სახელმწიფო ერთი სემესტრის სწავლის საფასურს დაუფარავს. გარდა ამისა, 150 000 სარეიტინგო ქულის მქონე პირებს, რომელთაც სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვთ, სახელმწიფო 2020-2021 სასწავლო წლის საფასურს აუნაზღაურებს. „ყველა სტუდენტი, რომელიც არის სოციალურად 150 000 ქულამდე, სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის ანაზღაურებას. გარდა ამისა, …

უახლოესი დღეები ბათუმში უნალექო იქნება – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 აგვისტოს 21 საათიდან 7 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 28 – 33 გრადუსი ღამით: 20 – 25 გრადუსი მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 26 – 31 გრადუსი ღამით: …

17 წლამდე მოქალაქეები 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ – გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 17 წლამდე საქართველოს მოქალაქე ყველა ბავშვი, მიიღებს ერთჯერად 200-ლარიან დახმარებას სექტემბრამდე. თუმცა, ბრიფინგის შემდეგ, ოფიციალურ ტექსტში მთავრობამ ბავშვების ასაკი დააზუსტა და დაწერა, რომ 200 ლარიან დახმარებას 17 წლის მოზარდებიც მიიღებენ. „ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დახმარება ბავშვისთვის, კრიზისში სოციალური მხარდაჭერისთვის. ბავშვები კომპენსაციას მიიღებენ სასწავლო წლის დაწყების პროცესში“, – ამბობს გახარია. აღნიშნული განცხადება …

ჩაქვის გვირაბთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად 3 პირი დაშავდა

დღეს, 6 აგვისტოს, ავტოავარია მოხდა ბათუმი-ჩაქვის გვირაბთან. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო სამსახურის 5 ჯგუფი, საავადმყოფოში საშუალო სიმძიმის დაზიანებებით 3 დაშავებული გადაიყვანეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.    

300-ლარიანი კომპენსაცია 80 ათას თვითდასაქმებულს დაერიცხება – გახარია

დღეს, 6 აგვისტოს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს 80 ათასი მოქალაქე, რომელთაც ვერ მოასწრეს სრული დოკუმენტაციის შეგროვება თვითდასაქმებულებისთვის გათვალისწინებული 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად, მიიღებს ერთჯერად დახმარებას. „ვინც ვერ დააკმაყოფილა დოკუმენტების შეგროვების თვალსაზრისით მოთხოვნები, დაუკმაყოფილდეს ყველა ვარიანტში ეს თხოვნა და დაერიცხოს 300 ლარი, ერთჯერადი დახმარება. ყველანაირი შეფერხების გარეშე ეს თანხა სექტემბრამდე დაერიცხებათ“, – განაცხადა გახარიამ მთავრობის …

9 ახალი შემთხვევიდან ორი პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია – კორონავირუსი

6 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 9 ახალი შემთხვევიდან 7 შემთხვევა იმპორტირებულია, ინფიცირებულები არიან სატვირთო მანქანების მძღოლები, 2 პაციენტის ინფიცირების წყარო კი ჯერ უცნობია და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეის მონაცემებით საქართველოს კოვიდცენტრებში 240 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით. …

ბათუმში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 პაციენტი

ბათუმში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებულია სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მას ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობენ. ბოლო 24 საათში აჭარაში ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც რეგიონის კოვიდცენრია, 20 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსზე. __________ ფოტოზე: NCDC- აჭარის სამმართველოს სამედიცინო პერსონალი ლაბორატორიაში. წყარო: nplg.gov.ge  

ვინც 300 ლარი ვერ მიიღო, მიიღებს თუ ვერა კომპენსაციას? – სააგენტოს განმარტება

თურქეთში, სეზონურ სამუშაოზე დასაქმებული ათობით მოქალაქე წერს „ბათუმელებს“, რომ დარეგისტრირების მიუხედავად ვერ მიიღო 300-ლარიანი კომპენსაცია. მათივე თქმით, არც არავინ სცემს პასუხს იმაზე [ჯანდაცვის ცხელ ხაზზე და სოცუზრუნველყოფაში], მიიღებენ თუ ვერა ამ 300 ლარს და როდის. თვითდასაქმებულთა რეგისტრაცია 2020 წლის 31 ივლისს დასრულდა. დასაქმების სააგენტოს 3 აგვისტოს მონაცემებით, „სისტემაში სულ დარეგისტრირდა 75 931 პირი, ვინც განაცხადა, …

კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში – 6 აგვისტოს მონაცემები

6 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 13 პაციენტი. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს კოვიდცენტრებში მკურნალობს 240 ინფიცირებული. საქართველოში კორონავირუსის სულ 1206 შემთხვევაა დადასტურდა, რომელთაგან 987 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა. დღევანდელი მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 7071 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 294.

ავტობუსის გაჩერებაზე პარკირებული ავტომანქანები და ჯარიმების სტატისტიკა [ფოტო]

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ 5 აგვისტოს მონაცემებით, ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის მუნიციპალურმა ინსპექციამ სულ 198 ადამიანი დააჯარიმა. მათგან: 177 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო; 13 – ნიშანში დგომისთვის; 5 – ტროტუარზე დგომისთვის, 1 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევის გამო; 2 – შშმ პირის ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილზე არაუფლებამოსილი პირის პარკირებისთვის.   ფოტოები გადაღებულია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.

საზღვრის გახსნა ან კომპენსაცია ყოველ თვე – რას ითხოვენ რიჟვაძისგან თურქეთში დასაქმებულები

ბათუმში დღეს, 5 აგვისტოს, აჭარის მთავრობის სახლთან ქალებმა, რომლებიც პანდემიამდე თურქეთში მუშაობდნენ, საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, შეხვედრა არ შედგა. პრესსამსახურის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე აქციის დროს, როცა თურქეთში დასაქმებულები მასთან შეხვედრას ითხოვდნენ, მთავრობის სახლში არ იმყოფებოდა. აქციის შემდეგი მოთხოვნებით დასრულდა: გაიხსნას თურქეთ-საქართველოს საზღვარი სარფში, რომ პანდემიამდე თურქეთში დასაქმებულებმა …

მამა-შვილს „კანონიერ ქურდობაზე“ ბრალი წარუდგინეს – პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, „კანონიერი ქურდობისა“ და ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, გამოძალვის ფაქტზე თ.გ.-ს, ხოლო „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, გამოძალვის ფაქტზე გ.გ.-ს დაუსწრებლად წარუდგინა ბრალდება. პროკურატურა წერს, რომ შს სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთში მყოფი „კანონიერ ქურდის“ – თ.გ.-ს მითითებით და ხელმძღვანელობით, „ქურდული სამყაროს“ წევრი გ.გ. თურქეთიდან დაუკავშირდა საქართველოში …

რას პასუხობს საზღვაო აკადემიის რექტორი ბრალდებას პლაგიატზე

„2020 წლის სტუდენტების რჩეული ლექტორი ქუჩაშია“, – ეს წარწერა ბათუმის საზღვაო აკადემიის ყოფილმა ლექტორმა ვაჟა ანანიძემ პლაკატზე, საპროტესტო აქციის მეცხრე დღეს დააწერა. ყოფილი ლექტორის ერთკაციანი აქცია უკვე მე-12 დღეა, რაც აკადემიის ჭიშკართან იმართება. ვაჟა ანანიძე რექტორის სამეცნიერო ნაშრომში პლაგიატის არსებობაზე საუბრობს და მოითხოვს, კომისიური წესით გადამოწმდეს მისი და სხვა პროფესორ-მასწავლებლების ნაშრომებიც. აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე …

როგორ უნდა მიიღოთ მოწვევა თურქეთიდან – დეტალური წესები

4 აგვისტოდან საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, თურქეთიდან მიღებული მოწვევის საფუძველზე, ქვეყნის საზღვარი გადაკვეთონ და მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ გადავიდნენ. საზღვრის კვეთა დაშვებულია საქართველოს იმ მოქალაქისთვის, რომელიც ფლობს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფიზიკური ან თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული კომპანიის მიერ გაცემულ სამთვიან, თურქეთშივე ნოტარიულად დამოწმებულ მოწვევას, რომელშიც დაფიქსირებულია საქართველოს მოქალაქის სახელი, გვარი და პირადი ნომერი. მოწვევის  მიზეზად შესაძლებელია იყოს …

ბათუმში ავტოავარიის შედეგად ერთი პირი დაშავდა

დღეს, 5 აგვისტოს, ავარია მოხდა ბათუმში, აბუსერიძისა და შარტავას ქუჩების კვეთაში. ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური, რომელმაც ერთი დაშავებული, თავის ზედაპირული ტრავმით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ქალები „დასაქმების მოწვევის“ გარეშე ითხოვენ თურქეთში გადასვლის უფლებას

აჭარის მთავრობის შენობასთან დღეს, 5 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები საქართველოს მთავრობის მიერ შემოღებულ დროებითი რეგულაციების გაუქმებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სახელმწიფომ თურქეთთან საზღვარი უნდა გახსნას, რომ მათ თავისუფლად შეეძლოთ მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ წასვლა. საქართველოს მთავრობამ ახალი რეგულაციები იმ პირებისთვის დააწესა, ვისაც თურქეთში სამუშაო ვიზიტით სურს წასვლა. „გამოდი, გამოდი!“- აქციის მონაწილეები ამ …

ხულო-ზარზმის გზის ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ, რომელმაც ქობულეთში ავტობანი ააშენა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 42 კმ-იან მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოს შესრულების მიზნით ჩატარებულ საერთაშორისო ტენდერში კომპანია „სინოჰიდრომ“ გაიმარჯვა და ამ ეტაპზე ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები მიმდინარეობს. ჩინურმა კომპანია – „სინოჰიდრომ“ აჭარაში ქობულეთის შემოვლითი გზაც ააშენა. ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთი დაყოფილია 2 ნაწილად (ლოტად) და დეპარტამენტის ინფორმაციით, არაბთა ეკონომიკური …

Exit mobile version