მთავარი,სიახლეები

რუსეთს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან გადაჰყავს სამხედრო ძალები – მედია

26.03.2022
რუსეთს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან გადაჰყავს სამხედრო ძალები – მედია

საერთაშორისო მედიის ცნობით, რუსეთს უკრაინაში გადაჰყავს სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ „ბიბისი“, „ვაშინგტონ პოსტი“ და „სიენენი“ წყაროებზე დაყრდნობით.

„ვაშინგტონ პოსტი“ პენტაგონზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი უკრაინისთვის სამხედრო ძალების მობილიზებას იწყებს, რადგან მსხვერპლი იზრდება. გამოცემის ცნობით, არის ცნობები, რომ რუსეთს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ძალები გადაჰყავს, თუმცა ზუსტი რიცხვი არ სახელდება.

იგივე ინფორმაციას ავრცელებს CNN-იც. აშშ-ს თავდაცვის მაღალჩინოსნის თქმით, რუსი სამხედროები საქართველოდან უკრაინაში გამაგრების მიზნით გადაჰყავთ – წერს გამოცემა.

______________

ფოტოზე: 2008 წლის 8 ოქტომბერი. რუსეთის შეარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ZURAB KURTSIKIDZE

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: