სახალხო დამცველი მედიაში შშმ პირებზე ხუმრობას და დისკრიმინაციას გამოეხმაურა

საქართველოს სახალხო დამცველი მედიაში დისკრიმინაციის წამახალისებელ ფაქტებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში, ჟურნალისტების მხრიდან ბოდიშის მოხდა დანაშაულის აღიარებას არ მოიცავდა. სახალხო დამცველის განცხადებაში საუბარია სამ შემთხვევაზე. პირველ შემთხვევაში აჭარის ტელევიზიის გადაცემაში „დიდი შესვენება“ ერთ-ერთმა წამყვანმა იხუმრა ყრუ ადამიანების შესახებ, რასაც წამყვანების მხრიდან სიცილი მოჰყვა. 2022 წლის 18 ოქტომბერს კი, ტელეარხ „ფორმულას“ გადაცემაში …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 ოქტომბრის 21 საათიდან 24 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია მოღრუბლულობა, ღამით – უმეტესად უნალექოდ, 24 ოქტომბერს, დღისით კი – წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 15 – 20 გრადუსი ღამით: 8 – 13 გრადუსი მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: …

6 პირი პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს | შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა 6 პირი დააკავეს. „1967 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ფ.ა.-ს, 1964 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ მ.ჯ.-ს, 1954 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ მ.ბ.-ს, 1989 წელს დაბადებულ ნ.კ.-ს, 1982 წელს დაბადებულ ს.ფ.-ს და 1972 წელს დაბადებულ ბ.ა.-ს წინასწარი …

უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის 16 კამიკაძე-დრონი ჩამოაგდეს

23 ოქტომბერს, ღამით, უკრაინის საჰაერო ძალებმა 16 ირანული კამიკაძე-დრონი ჩამოაგდეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს ინფორმაციას. ნიკოლაევში საჰაერო სარდლობა „სამხრეთმა“11 ირანული დრონი ჩამოგდო, 3 დრონი ჩამოაგდეს უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფებმა ქვეყნის სამხრეთით, ხოლო 2 დრონი გაანადგურეს აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ უკრაინაში. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთი აქტიურად იყენებს ირანული წარმოების კამიკაძე-დრონებს, ე.წ. …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 23 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 23 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 67 4 70 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +400] ტანკი – 2 584 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 5 284 ერთეული [+18] საარტილერიო სისტემა – 1 667 ერთეული [+14] MLRS – 374 ერთეული [+1] საზენიტო საბრძოლო სისტემა …

აშშ-მაც კი არ იცოდა: ზალუჟნიმ მოახერხა და ომამდე უკრაინის გეგმა არავის გაუმხილა – მედია

სტატიას ამ სათაურით უკრაინული „24 კანალი“, ნიუ-იორკ თაიმსზე დაყრდნობით ავრცელებს, სადაც იმის შესახებაც წერია, რომ ომის საწყის ეტაპზე უკრაინა არავის ენდობოდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი რუსეთის შეჭრამდე მკაცრად ასაიდუმლოებდა უკრაინის თავდაცვის გეგმას და ამ გეგმის შესახებ მართლაც ვერავინ გაიგო. აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის მეთაური, გენერალი მარკ მილი რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინაპერიოდში …

ხერსონი თუ დატოვეს რუსებმა, ყირიმიდანაც ავტომატურად გავლენ – ინტერვიუ პოლკოვნიკთან

სამხრეთი, თუ აღმოსავლეთი – პოლკოვნიკ ლაშა ბერიძის დაკვირვებით, რუსეთი ამ არჩევანის წინაშეა. „თუ სამხრეთს დათმობს რუსეთი, ამ გზით ის მოახერხებს ძალების გადაწყობას დონბასში…“, – გვიყვება ლაშა ბერიძე. მისი აზრით, თუ რუსეთს სამხრეთის მიმართულებას, ანუ დონბასს და ყირიმს დათმობს, დონბასის შენარჩუნებას შეძლებს და, შესაბამისად, ომსაც გაახანგრძლივებს. პოლკოვნიკის შეფასებით, სარაკეტო თავდასხმების გააქტიურება, თუ ირანული დრონებით შეტევა უფრო …

ოკუპანტები ხერსონს ქუჩის ბრძოლებისთვის ამზადებენ – უკრაინის თავდაცვა

რუსი დამპყრობლები დროებით ოკუპირებულ ხერსონში ქუჩის ბრძოლისთვის ემზადებიან. ამის შესახებ საუბარია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული შეტყობინებაში. უკრაინის არმიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ ოკუპანტები ქალაქის მიტოვებულ საცხოვრებლებში გადადიან და სამოქალაქო ტანსაცმელს იცვამენ. „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა დატოვა ქალაქი ხერსონი. ქალაქში დარჩენილმა რუსი დამპყრობლები სამოქალაქო ტანსაცმელს იცვამენ და მიტოვებულ შენობაში …

1716 წლის რუკა, რომელზეც ბათუმი თანამედროვე ქალაქის სახელწოდებით პირველადაა აღბეჭდილი

იურისტმა სულხან სალაძემ, რომელიც ძველი რუკების შეგროვებითაცაა დაკავებული, იტალიაში, კერძოდ, ქალაქ გენუაში, ანტიკური რუკებისა და წიგნების მაღაზიაში მიაკვლია 1716 წლით დათარიღებულ რუკას, რომელზეც ბათუმი თანამედროვე სახელწოდებით პირველად არის აღნიშნული. სულხან სალაძის თქმით, ზოგადად „ბათუმს“ ვხვდებით ძველ ევროპულ რუკებზე, მაგრამ ეს ძირითადად  მდინარე ყოროლისწყლის სახელწოდებას აღნიშნავს ხოლმე და არა ქალაქს. „ამ შემთხვევაში Batunum ქალაქის სახელია, იმიტომ, …

მილიარდები ალინასთვის – რას ჩუქნიდნენ ყოფილ სპორტსმენს პუტინის მეგობარი ბიზნესმენები

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ყოფილი სპორტსმენი და ოლიმპიური ჩემპიონი ალინა კაბაევა, ვლადიმერ პუტინთან მისი ურთიერთობების გამო დასავლეთის სანქცირებულთა სიაში მოხვდა. არაერთი წყაროს ცნობით, კაბაევა პუტინის ორი შვილის დედაა და მნიშვნელოვან როლს ასრულებს უცხოეთში მისი პირადი ქონების დამალვაში. გამოცემა „მედუზა“ წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტსა და ყოფილ სპორტსმენს საკუთარი ურთიერთობები ოფიციალურად არასდროს დაუდასტურებიათ, გაზეთმა „მოსკოვსკი კორესპონდენტმა“ კი, …

როგორ და რატომ მიდიან ახალგაზრდები ამერიკაში – არალეგალური მიგრაცია

„გასაბერი ნავით ვარ წამოსული, თანაც „დასკოჩილით“. წყალი ამოდიოდა და ჩვენ მუჭებით ვღვრიდით. ჭაობებში ვიარეთ. სიკვდილს რამდენჯერმე ჩავხედე თვალებში. სერიალი გადაიღება ისეთი გზებით ჩამოვედი“. „ავტობუსში მძღოლის დაბლა პატარა ყუთი იყო. სამი სუსტი გოგო თევზებივით შეგვაცურეს შიგნით. სუნთქვაშეკრულები 6 საათი ვიყავით იქ ერთმანეთზე მიკრულები. ძლივს გავიშალეთ და ავმოძრავდით, როცა გამოვედით“. „ჩემთან ერთად 17 ქართველი იყო. ფეხით გადმოვკვეთეთ …

პლასტმასის ბოთლის „საფერფლეები“ ბათუმის ცენტრალურ პარკში [ფოტო]

ბათუმის ცენტრალურ პარკში, ხეებს შორის, რამდენიმე ადგილზე, გარე-განათების ბოძებზე პლასტმასის ბოთლებია მიმაგრებული. ბოთლებს სავარაუდოდ საფერფლის დანიშნულება აქვს, რადგან პლასტმასის ბოთლებში ყველგან სიგარეტის ნამწვი ყრია.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 22 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 67 070 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +320] ტანკი – 2 579 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 5 266 ერთეული [+8] საარტილერიო სისტემა – 1 653 ერთეული [+5] MLRS – 373 ერთეული [+1] საზენიტო საბრძოლო სისტემა – …

რუსები ხერსონში დნეპრზე გადასასვლელებს ამაგრებენ – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ძალები განაგრძობენ დნეპრზე მოწყობილი გადასასვლელების გამაგრებას და უკვე დაასრულეს ხერსონში, დაზიანებული ანტონოვსკის ხიდის სიახლოვეს, ბარჟის ხიდის მშენებელობა. უწყების შეფასებით, მიუხედავად იმისა რომ ბარჟის მძიმე ხიდები ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში გამოიყენებოდა, რუსეთის ძალებს, სავარაუდოდ, ათწლეულების განმავლობაში, პირველად დასჭირდათ ამ ტიპის ხიდებით სარგებლობა. „სამოქალაქო ბარჟების გამოყენება, რუსებს დამატებით მატერიალურ და მატერიალურ-ტექნიკურ შესაძებლობას …

რუსეთმა ხერსონიდან გასვლა დაიწყო, კახოვკის დამბის აფეთქების საფრთხე კვლავ რჩება – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) ადასტურებს, რომ ხერსონის დასავლეთ ნაწილიდან რუსეთმა საკუთარი ჯარების გაყვანა დაიწყო. ISW-ის ვარაუდით, რუსეთის ჯარები, სავარაუდოდ, აპირებენ გამოსვლის პროცესი მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაშიც გააგრძელონ, თუმცა თუ უკრაინის ძალები შეტევას დაიწყებენ, რუსები სერიოზული პრობლემის წინაშე დადგებიან. „რუსეთის ოფიციალური პირები ძალიან თავშეკავებულნი არიან იმ საკითხთან დაკავშირებით, გასცა თუ არა ხერსონიდან ჯარების გამოყვანის ბრძანება …

მოსამართლემ ქალებს უთხრა, რომ ძალადობაში ამოგხდებათ სულიო – ნეკა დოროყაშვილი

„ამ ქალბატონმა დღეს განაჩენი გამოუტანა მთელი საქართველოს ქალებს. ამით მან თქვა, რომ არაფერი გეშველებათ, ძალადობაში ამოგხდებათ სული. თუ ნეკა დოროყაშვილმა ვერ მოიგო სისხლის სამართლის დავა პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებებით სავსე, მაშინ სხვა ძალადობის მსხვერპლ ქალებს რისი იმედი უნდა ჰქონდეთ?!“ – წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე ნეკა დოროყაშვილი. დღეს, 21 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახში ძალადობაში ბრალდებული სპორტსმენი, …

„ყველაფერი დამოკიდებულია ცენტრიდან მოწოდებულ ნარატივზე“ – ქობულეთის საკრებულოს წევრი

„როცა ცხრაწლიან რეჟიმზე იღებ პასუხისმგებლობას და თავად 21 წლის ხარ“ – ასეთი წარწერით გამოაქვეყნა ერთ-ერთი ფოტო ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ლაშა კომახიძემ. ის ქობულეთის საკრებულოს წევრია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და მოქმედი ხელისუფლების გადაწყვეტილებებს ხშირად აკრიტიკებს. სწორედ ამიტომ ახსენებენ მას ხშირად კოლეგები წინა ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებს. რა შესაძლებლობები მისცა საკრებულოში არჩევამ და ამ დრომდე თავად რა …

ყველაფერი გაგვიფუჭდა – დაგვეტბორა სახლი, რომელშიც 15 სული ვცხოვრობთ

ბათუმში, ოპიზრების ქუჩაზე, ერთ სახლში 3 ძმა ცხოვრობს. სამივეს ჰყავს ცოლ-შვილი. ამ სახლში ცხოვრობს მათი დედაც. 90 კვადრატულ მეტრს სივრცეს ჯამში 3 ოჯახის 15 წევრი, მათ შორის 8 მცირეწლოვანი ბავშვი ინაწილებს. მათი საცხოვრებელი გუშინ, დღის პირველ ნახევარში ბათუმის ძლიერმა წვიმამ დატბორა. წყალი ოთახებში დღესაც იდგა. დედა, ეთერ ხალვაში, გვიყვება, რომ წყალმა სრულად დატბორა უფროსი შვილების …

გერმანიაში მცხოვრები ქართველი პიანისტი – „ჩვენ ვართ თაობა ძალიან ძლიერი იმუნიტეტით“

ჰამბურგის საავადმყოფოში ხანდახან როიალთან იჯდა და მძიმე პაციენტებისთვის უკრავდა. როიალი საავადმყოფოს ფოიეში იდგა. ცხოვრების ყველაზე რთულ ეტაპზე თავადაც მუსიკა ეხმარებოდა ყველაზე მეტად. ფიქრობდა, რომ ახლა თავად უნდა დახმარებოდა სხვებს. სალომე აკვირდებოდა და გრძნობდა, რომ პაციენტებს სულ ცოტა ხნით, ოდნავ მაინც ავიწყდებოდათ მუსიკის მოსმენისას ტკივილი და ეს არ იყო ცოტა. ქართველმა ემიგრანტმა, პიანისტმა სალომე ჯიჯეიშვილმა ამ …

როგორ აღმოჩნდა 2 შვილის დედა თავშესაფარში – „ის დღეები რომ მახსენდება, სხეულში ახლაც მსუსხავს“

„მახსენდება, როგორ დამტოვა ექიმმა სამშობიაროდ ოთახში მთელი ღამით მარტო და მეგონა, რომ მე და ჩემი შვილი მოვკვდებოდით, როგორ ველოდებოდი გათენებას, რომ ვინმეს მაინც შემოეღო კარები. მახსენდება ის დღეები, როცა მშიერ, მძინარე ბავშვებს დავყურებდი და მეშინოდა, რომ ძილში მოკვდებოდნენ შიმშილისგან… როცა ის დღეები მახსენდება, მთელს სხეულში ახლაც მსუსხავს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ნატალია აივაზიანი, 53 წლის ქალი, …

რატომ გვეხვევა თავბრუ | ექიმის რჩევები

თავბრუსხვევა ცრუ შეგრძნებაა, რომლის დროსაც გვეჩვენება, რომ ირგვლივ გარემო ტრიალებს ან მოძრაობს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რის გამოც ადამიანები მიმართავენ ექიმს. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის” ნევროლოგი ნათია ბაბუხადია „ბათუმელებთან“ საუბრობს რა შემთხვევებში შეიძლება ეს სიმპტომი სერიოზულ დაავადებაზე მიანიშნებდეს და როდის უნდა მივმართოთ ექიმს. ქალბატონო ნონა, რა არის თავბრუსხვევა? თავბრუსხვევა სიმპტომთა კომპლექსი უფროა, ვიდრე დიაგნოზი. ეს …

ლოიდ ოსტინი შოიგუს ელაპარაკა და მერე ეგრევე რეზნიკოვს დაურეკა – უკრაინული მედია

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი დღეს ტელეფონით ელაპარაკა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს. თავდაცვის დეპარტამენტის საიტზე საუბრის შესახებ გამოქვეყნებულია მოკლე ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ სახელმწიფო მდივანმა შოიგუსთან საუბარში ხაზი გაუსვა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის პირობებში კონტაქტის შენარჩუნების აუცილებლობას. ბოლო საუბარი ლოიდსა და შოიგუს შორის 13 მაისს შედგა. დღევანდელი სატელეფონო საუბრის დეტალებზე არც კრემლის მედია წერს. …

რატომ ავრცელებენ სკოლებში, მშობლების ჩათში შეტყობინებას უცნობ პირებზე

„ქალაქის ერთ-ერთ სკოლასთან იყო შემთხვევა, როცა უცნობმა პირებმა სკოლის მოსწავლე გოგონას სთხოვეს დახმარებოდა მათი ერთ-ერთი მეგობრისთვის ყვავილების გადაცემაში და ამისთვის მანქანით გაყოლა შესთავაზეს. დამრიგებლებო, გააფრთხილეთ მშობლები და განსაკუთრებით გოგონები, რომ არავის ენდონ და მანქანაში არ ჩაუსხდნენ უცნობ პირებს“, – ეს შეტყობინება ბათუმის ერთ-ერთი სკოლის ჩატიდან ყველა მშობელმა მიიღო. საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში გავრცელდა მსგავსი შინაარსის …

რუსეთის დუმის დეპუტატი არმიაში ქალების გაწვევას ითხოვს

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი ალექსეი ჩეპა აცხადებს, რომ რუსეთში სავალდებულო სამხედრო სამსახურს ქალებიც უნდა გადიოდნენ. პარტიის „სამართლიანი რუსეთი – პატრიოტების“ წევრის კომენტარს კრემლისტური მედია ავრცელებს. „მე გთავაზობთ დავიწყოთ როგორც ისრაელშია. ყველა ქალს შეეხოს,“ – ამბობს ჩეპა, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის საბჭოს სენატორის, ვლადიმირ ჯაბაროვის ინიციატივას, ერთწლიანი სამხედრო სამსახური ორწლიანი გახდეს და დასძინა, რომ ეს …

ქედაში საცხოვრებელ სახლს ქვის ლოდი დაეცა

დღეს, 21 ოქტომბერს, ქედაში, სოფელ ბზუბზუში, მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად ქვის ლოდი მოწყდა და მიხეილ ღოღობერიძის საცხოვრებელ სახლს დაეცა. სახლში ხუთი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც „ბათუმელებს“ ქედის მერიაში უთხრეს, მეწყერი საცხოვრებელ სახლთან განვითარდა. „ადგილზე მივიდა გეოლოგიური სამსახური და შეისწავლა მდგომარეობა. გეოლოგიური დასკვნის შემდეგ, დაისახება პრობლემის მოგვარების გზები,“- გვითხრეს ქედის მერიაში. მანამდე …

24-26 ოქტომბერს რიკოთის გვირაბში ღამის საათებში მოძრაობა აიკრძალება – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკძალება 24, 25 და 26 ოქტომბრის ღამის პირველიდან დილის 6 საათამდე. ამ პერიოდში ტრანსპორტი გვირაბის შემოსავლელი გზით იმოძრავებს. „საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი – სენაკი – ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 24 ოქტომბრის 01:00სთ-დან 06:00სთ-მდე, 25 ოქტომბრის 01:00სთ-დან …

ბაიდენის ადმინისტრაცია მასკის ბიზნესგარიგებების შემოწმებაზე ფიქრობს – Bloomberg

ბაიდენის ადმინისტრაციაში მსჯელობენ, უნდა დაიწყოს თუ არა შეერთებულმა შტატებმა ილონ მასკის ბიზნესის შემოწმება ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებთან შესაბამისობაში, მათ შორის საუბარია „ტვიტერთან“ და SpaceX-ის სტარლინკის სატელიტურ ქსელთან დაკავშირებულ შეთანხმებებზე – წერს Bloomberg-ი კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით. როგორც გამოცემა აღნიშნავს, შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენელთა შეშფოთებას მასკის ბოლოდროინდელი საქციელი იწვევს – მუქარა, რომ ის უკრაინას სატელიტურ სერვისს შეუწყვეტდა და რუსეთისადმი მეგობრული …

გალიფ ოზთურქის საქმეზე მოწმეები დაკითხეს – რა თქვეს პოლიციელებმა

რამდენიმე გამომძიებლის ჩვენება მოისმინა დღეს, 21 ოქტომბერს, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ „ოზთურქის საქმეზე“. ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოს და თურქეთის მოქალაქეა, მის წინააღმდეგ თავდაპირველად გამოძიება ფინანსური კუთხით დაიწყო, თუმცა მას ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ნარკოდანაშაულის ჩადენას ედავება. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159  გრამი კოკაინი ამოიღეს. არსებითი განხილვა ამ საქმეზე გრძელდება. ოზთურქი სასამართლოს სხდომას …

„ირანი ტერორიზმის სპონსორია“ – უკრაინელების აქცია ბათუმში ირანის საკონსულოსთან

„ირანი ტერორიზმის სპონსორია! ირანი ტერორიზმის სპონსორია!“ – ისმოდა შეძახილები დღეს, 21 ოქტომბერს, ბათუმში, ირანის საკონსულოს წინ, სადაც ბათუმში მცხოვრებმა უკრაინელმა დევნილებმა საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართეს რუსეთისთვის დრონების მიყიდვის წინააღმდეგ. „ვაპროტესტებთ იმას, რომ ირანის ხელისუფლება ყიდის რუსეთზე კამიკაძე-დრონებს, „შაჰიდებს“, ეს დრონები კი ანადგურებენ ჩვენს ქალაქებს, კლავენ ჩვენს ბავშვებს, ჩვენს თანამემამულეებს. გვინდა, რომ ირანი არ იყოს ტერორიზმის სპონსორი,“ …

რა გაირკვა ბულვარში მოკლული 19 წლის კაცის საქმეზე – „2 მლნ ევრო ვალი ჰქონდა“

„არ მოგაწოდეს საჭმელი წინასწარი დაკავების იზოლატორში?“- ჰკითხა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 22 წლის ჰაიდარ აქშაქანს, მას ბათუმის ბულვარში განზრახ მკვლელობის ჩადენას ედავება გამოძიება. „მოგვაწოდეს, მაგრამ ვერ ვჭამეთ აქაური საჭმელი“, – უპასუხა მოსამართლეს მკვლელობაში ბრალდებულმა, დაჯდომა დააპირა, თუმცა გადაიფიქრა და ისევ მოსამართლეს მიმართა: „ამ ბრალს არ ვაღიარებ, არ ვადასტურებ დანაშაულის ჩადენას“, – დასძინა ბრალდებულმა. მოსამართლეს არ უთხრა, …

ღარიბი ჯარისკაცების მდიდარი გენერალი – სუროვიკინს $2 მილიონის ქონება აღმოუჩინეს

უკრაინაში რუსეთის ძალების ახალდანიშნული მთავარსარდალი $2-მილიონიანი ელიტური ქონების მფლობელი აღმოჩნდა, დოკუმენტების თანახმად კი, 2017-2019 წლებში სერგეი სუროვიკინმა 30,9 მილიონის რუბლის (დაახლოებით $ 500 000) შემოსავალი მიიღო, ხოლო მისმა ცოლმა – 19,7 მილიონის ($ 320 000). როგორც გამოცემა Верстка წერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირების შემოსავლები და ქონება გასაიდუმლოებული აქვს, თუმცა გამოცემის ჟურნალისტებმა მაინც მოახერხეს გაერკვიათ, …

მაღალ მთაში მოთოვს – როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 ოქტომბრის 21 საათიდან 22 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს, დღისით კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 13 – 18 გრადუსი ღამით: 8 – 13 გრადუსი მაღალ მთაში …

ლუკაშენკო ცდილობს, აიძულოს უკრაინა ჩრდილოეთ საზღვარი დაიცვას – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ყურადღების ცენტრში რუსულ-ბელარუსული არმიაა. 14 ოქტომბერს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ახალ რუსულ-ბელარუსულ დანაყოფში 70 ათასი ბელარუსი და 15 ათასი რუსი სამხედრო შევა. 15 ოქტომბერს ბელარუსის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, მათი მტკიცებით, აჩვენებს, როგორ შედიან რუსული ძალები ბელარუსში, თუმცა დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ამ ვიდეოზე ასახული ფაქტის ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებს. „ნაკლებსავარაუდოა, რომ …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 21 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 21 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 66 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +100] ტანკი – 2 573 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 5 258 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 1 648 ერთეული [+2] MLRS – 372 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა – …

საზაფხულო თეატრში ადაპტირებულ ლიფტს დაამონტაჟებენ – ტენდერი 33,5 ათასი ლარით

ბათუმის საზაფხულო თეატრის შენობაში შშმ პირებისთვის ადაპტირებულ ლიფტს დაამონტაჟებენ. ლიფტის შეძენა-მონტაჟზე ტენდერი ბათუმის კულტურის ცენტრმა გამოაცხადა. მომსახურების შესყიდვის სავარაუდო [სატენდერო] თანხა 33 ათას 540 ლარია. გამარჯვებულმა ლიფტი ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა დაამონტაჟოს. ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 26 ოქტომბერს დაიწყება და 28 ოქტომბერს დასრულდება. პირობის მიხედვით: „შეთავაზებულ საქონელზე მონტაჟით უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 2-წლიანი გარანტია, …

რუსეთისთვის ამერიკული სამხედრო ტექნოლოგიების მიწოდების ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა 19 ოქტომბერს თითქმის ათეული ადამიანისა და ორი კომპანიის წინააღმდეგ რუსეთში სამხედრო ტექნოლოგიების გაგზავნის უკანონო სქემებთან დაკავშირებით ბრალდებები გაასაჯაროვა. როგორც იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, აშშ-დან არალეგალური სქემით გატანილი ტექნოლოგიების ნაწილი, სავარაუდოდ, უკრაინაში, ბრძოლის ველზე აღმოაჩინეს. დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ზოგიერთმა ბრალდებულმა ასევე სცადა რუსეთში „ბირთვული გავრცელების ტექნოლოგიის“ გაგზავნა, რაც …

Exit mobile version