გაზი, შესაძლოა, გაძვირდეს, ხელშეკრულებას ვადა ეწურება – ინტერვიუ

„მიამიტური მოლოდინია, რომ ვიღაც ხათრით გაგვიგრძელებს ისეთივე პირობებით გაზის მოწოდებას, რაც აქამდე გვქონდა… სავარაუდოდ დაახლოებით 60-70 მილიონით მეტი გვექნება გადასახდელი გაზის იმავე მოცულობისთვის, რასაც მანამდე ვიღებდით,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი. მას საერთაშორისო კონსორციუმთან გაფორმებული 20-წლიანი ხელშეკრულების ვადის 2026 წელს დასრულებაზე ვესაუბრეთ. ბოლო 20 წელი 500 მილიონ კუბურ მეტრ გაზს წლიურად [2025 წელს, მაგალითად, …

164 მოგებული ტენდერი – ვისია „ბონდი 2009“, რომლის ანგარიშზეც მოდის ქუჩის ჩავარდნა და უსწორმასწორო ტროტუარი

ბათუმში, მამია ვარშანიძის ქუჩის ერთ მონაკვეთში, ახლად დაგებული ქვაფენილი აყარეს და გრუნტი ქვაფენილის თავიდან დასაგებად მოამზადეს. კომპანია „ბონდი 2009“-მ, რომელიც ვარშანიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს, ტროტუარი ოღროჩოღროდ დააგო. უსწორმასწორო ტროტუარის ვიდეოკადრების გასაჯაროების შემდეგ, ბათუმის მერი ვარშანიძის ქუჩაზე მივიდა და თქვა, რომ „სამუშაოებს არ ჩაიბარებდა“. 20 აპრილს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ახლად დაგებული ასფალტის საფარი ჩავარდა …

მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერების საქმის განხილვა გადაიდო

დღეს, 23 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ „მზია ამაღლობელის საქმის“ განხილვა გადადო. მზია ამაღლობელი დღევანდელ პროცესს არ დაესწრო, მის ადვოკატს, საია-ს იურისტს, ნინო ხუციშვილს კი, ორდერით დაცვის უფლება სასამართლომ არ მისცა, მას სასამართლომ მინდობილობა მოსთხოვა. პროცესი 11 მაისისთვის გადაიდო. „ეს არ ატარებს გაჭიანურების ხასიათს,“ – აღნიშნა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ. „რატომ არ განიხილა მზია …

აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძე წარადგინეს

მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ვაკანტურ პოსტზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა. ამ თანამდებობას 22 აპრილამდე სულხან თამაზაშვილი იკავებდა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრად გადაიყვანეს. ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე მუშაობდა 2018 წლის ივლისიდან. მანამდე კი, 2016-2018 წლებში, იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. ზურაბ პატარაძეს აქვს მრავალწლიანი დიპლომატიური კარიერა. ის სხვადასხვა დროს იყო ელჩი ყაზახეთსა და თურქეთში. …

თანხის მითვისებისა და გაფლანგვის ბრალდებით დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დააკავეს შპს “ენგურჰესში” შემავალი, შპს „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც ბრალად ედება დიდი ოდენობით თანხის მითვისება და გაფლანგვა. სუს-ის ინფორმაციით, შპს „კოდორიჰესები“ ოკუპირებული  აფხაზეთის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს. „დაკავებულმა პირმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა ჩადენილი დანაშაული. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით …

აფეთქება ბათუმში, სასტუმრო „ამბასადორში“ – დაშავდა ერთი ადამიანი

დღეს, 23 აპრილს, შუადღისას, ბათუმის ცენტრში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. ხმა ბულვარში მდებარე სასტუმრო „ამბასადორიდან“ მოდიოდა და ამავე დროს, სასტუმროს თავზე  დაკვამლიანება იყო. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ცნობით, პირველადი ინფორმაციით, სავარაუდოდ აფეთქდა გაზის ბალონი. ამ დროის მონაცემებით [15:30] მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო სამსახური. ინფორმაცია განახლდება.  ნახეთ „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვა შემთხვევის ადგილიდან: 

„თომას ბედი ჰქონია, რადგან აშშ-ში გაჩნდა“ – როგორ და რითი მკურნალობენ ამერიკაში დიუშენის დისტროფიას

თიკო თედელურს სამი შვილი ჰყავს. მის ორ შვილს – 7 წლის თომას და 6 წლის თეოდორეს დიუშენის კუნთოვანი დისტროფია აქვთ. თიკო ამბობს, რომ თომას გაუმართლა, რადგან ის აშშ-ში დაიბადა და მის მკურნალობას სრულად უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული შტატები. თეოდორეს გადასარჩენად კი, რომელიც ახლა საქართველოშია, თიკოს ოჯახის წევრები ქუჩაში, მთავრობის კანცელარიასთან ღამეებს ათევენ. როგორ მკურნალობენ ამერიკაში დიუშენის …

ბათუმში საწებლების არალეგალური საწარმო დააჯარიმეს – „დარღვეული იყო ჰიგიენური ნორმები“

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბათუმში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოავლინეს. სააგენტოს ცნობით არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არალეგალური საკონსერვო საწარმო (საწებლებისა და აჯიკის წარმოება) – შპს „ნთკ 2016“ (მის: ქ. ბათუმი, ქიქავას 13) გამოავლინეს. „ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის, დარღვეული იყო ჰიგიენური ნორმები“ – აცხადებს სააგენტო. სააგენტოს ინფორმაციით, დარღვევების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა საქართველოს კანონმდებლობის …

რატომ ვერ ააშენა შსს-მ ბათუმში ახალი ოფისი, სადაც ქალაქის პოლიციის I განყოფილება გადადის

ბათუმში, გუდიაშვილის ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის ახალ ადმინისტრაციულ შენობას აშენებს. მშენებლობა 2026 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ვერ დასრულდა. ორსართულიანი შენობის მშენებლობაზე სამინისტროს ხელშეკრულება 3,2 მილიონ ლარზე ჰქონდა გაფორმებული. აქედან 1,1 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა სამინისტრომ ეს ხელშეკრულება შეწყვიტა და მშენებლობის დასრულებაზე ამჯერად ახალი ტენდერი 1,6 მილიონი ლარით გამოაცხადა. სამინისტრომ ტენდერში გამარჯვებულ შპს „გეგუსთან“ …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 23 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 23 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 322 550 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 100. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 888 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 24 441 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 40 574 …

შადრევანი კაფე „ტყუპების“ ნაცვლად – ბათუმის საკრებულომ ბულვარის გენგეგმა ისევ შეცვალა

ბათუმის მერიამ ბულვარში კაფე „ტყუპები“ ჯერ დაანგრია, შემდეგ კი საკრებულოს მიმართა ბულვარში განაშენიანების გეგმაში ცვლილების შეტანის მოთხოვნით. ცვლილებების პროექტი, რომლითაც მერიამ საკრებულოს მიმართა, კაფე „ტყუპები“ გენგეგმაში დემონტაჟს დაქვემდებარებულ ობიექტად ჩაწერეს, ნაცვლად რეკონსტრუქციას დაქვემდებარებული არსებული ობიექტისა. დღეს, 22 აპრილს, საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს წევრმა ვაჟა დარჩიამ „ლელოდან“ გადაწყვეტილება გააპროტესტა და განაცხადა, რომ არასწორია, როცა სპეციალისტების მომზადებულ დოკუმენტს …

ადგილს და შენობას, სადაც კაფე „ნეოკაა“ ბათუმის მერია აუქციონზე ასხვისებს

ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე, #1-ში მდებარე მიწის ნაკვეთს და შენობას ბათუმის მერია ელექტრონულ აუქციონზე საიჯარო წესით გასასხვისებლად გაიტანს.  ბოლო წლების განმავლობაში აქ კაფე „ნეოკა“ ფუნქციონირებდა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ყოფილ მოიჯარეს შპს „აჭარა ბათუმს“ საიჯარო ხელშეკრულების ვადა 2025 წლის ივლისამდე ჰქონდა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ნინოშვილის ქუჩის #1 ში მდებარე ქონებას აუქციონზე ამ ქონების საბაზრო ღირებულების 5 …

„ივანიშვილი ბორგავს“ – რა იცვლება თამაზაშვილის წასვლით, ვინ იქნება ახალი?

„ივანიშვილი ბორგავს“ – მიიჩნევს ივანიშვილის ჯგუფის ყოფილი წევრი მურმან დუმბაძე საკადრო ცვლილებებზე, რაც გუშინ, 21 აპრილს, ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ გაგვაცნო. ამ საკადრო ცვლილებების მიხედვით, მაგალითად, ბრიტანეთისგან დასანქცირებული სულხან თამაზაშვილი შს მინისტრი გახდება. „ბათუმელები“ რამდენიმე პოლიტიკოსს ესაუბრა ბოლო საკადრო ცვლილებებზე „ოცნებაში“ და იმაზე, თუ რა იყო მნიშვნელოვანი იმ ამბავში, რომ სულხან თამაზაშვილი 2025 წლის აპრილიდან აჭარის …

როგორ უკავშირდება დენის 33%-ით გაძვირება ბიტკოინების ბიზნესს და ივანიშვილს 

რამდენიმე დღის წინ საქართველოში დენის ტარიფი 33% – ით გაძვირდა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც დენი გაძვირდა და რაც ყველა სხვა პროდუქტს გააძვირებს, ელექტროენერგიის ხარჯვის გაზრდაა. თუ გადაავლებთ თვალს კომპანიებს, რომლებიც ყველაზე მეტ ელექტროენერგიას ხარჯავენ, ნახავთ, რომ დენი ძალიან ბევრი სჭირდებათ და თან ელექტროენერგიას დღგ-ს გარეშე იღებენ ის ბიზნესკომპანიები, რომლებიც მაინინგის ბიზნესით არიან დაკავებული. რა სარგებელი …

„არც ქოლგა მინდა, არც კარავი, სიკვდილი მინდა ამ შენობასთან“ – შშმ ბავშვის დედა ანგარიშების გაუქმებაზე

სამოქალაქო აქტივისტი თამარ იარაჯული აცხადებს, რომ სახელმწიფოს მოთხოვნით „თიბისი“ ბანკმა პირადი ანგარიში გაუუქმა. პირდაპირ ჩართვაში, რომელიც თამარ იარაჯულმა მთავრობის კანცელარიიდან გააკეთა, ამბობს, რომ მას ქველმოქმედების მიზნით ჩარიცხული თანხების ქვითრებს სთხოვს უსაფრთხოების სამსახური. „თიბისი“ ბანკმა გამიუქმა პირადი ანგარიში. როცა მოვითხოვე განმარტება, არაოფიციალურად მითხრეს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოება ითხოვს ჩემს პირად ანგარიშზე დარიცხული საქველმოქმედო თანხების შესახებ ინფორმაციას. ანუ, …

ბათუმის სასამართლო იძულებულია, დღეს მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერება განიხილოს

23 აპრილს, დღის 3 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ისევ განიხილავენ ჟურნალისტის და სახაროვის პრემიის ლაურეატის, მზია ამაღლობელის საქმეს. საქმე ეხება სტიკერის გაკვრას აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე – კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისთვის ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ორჯერ გაასამართლეს. ამ შემთხვევაში დავის საგანი იქნება არა ის – ჩაიდინა თუ არა სამართალდარღვევა მზია ამაღლობელმა ღობეზე სტიკერის გაკვრით, …

2025 წელს 1080 ხანდაზმულ ადამიანზე იძალადეს – ომბუდსმენის ანგარიში

სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის მიხედვით, რომელიც დღეს, 22 აპრილს გამოქვეყნდა, 2025 წელს 60+ ასაკის 766 ქალი გახდა ძალადობის მსხვერპლი, 314 კი – კაცი. ამავე ანგარიშის მიხედვით, ხანდაზმულებზე ძალადობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იყო 2024 წელს, როცა 860 ხანდაზმული ქალი გახდა ძალადობის მსხვერპლი. კაცების შემთხვევაში კი ეს  რიცხვი 298 იყო. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, საინტერესოა ის ფაქტი, რომ …

აჭარის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ბათუმში ცხოვრობს – სტატისტიკა

საყოველთაო აღწერის დაზუსტებული მონაცემებით აჭარაში 402 929 ადამიანი ცხოვრობს, აქედან ნახევარზე მეტი – 235 668 ადამიანი ცხოვრობს ბათუმში. ანუ აჭარის მთლიანი მოსახლეობის 58,4 პროცენტი. რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, საქსტატის მიერ დაზუსტებული მონაცემები ასეთია: ქედის მუნიციპალიტეტი – 14 697 ადამიანი ქობულეთის მუნიციპალიტეტი – 74 027 შუახევის მუნიციპალიტეტი  – 11 104 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი – 51 091 ხულოს …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 აპრილის 21 საათიდან 23 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, უმეტესად წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 12-17 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 15– 20 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო …

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი მოქალაქე ბათუმში დააკავეს. შსს-ს მიერ დღეს, 22 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ძებნილი ხელვაჩაურის პოლიციის თანამშრომლოებმა დააკავეს. დაკავებული თურქეთის მოქალაქეა და იგი ძალადობის გამოყენებით ფულადი თანხის გატაცების ბრალდებით იძებნებოდა. ამჟამად მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 22 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 321 450 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 140. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 885 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 24 436 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 40 516 …

კორუფცია – რატომ ვერ ხედავს მერია უკანონო რესტორანს და მდიდარი სტუმრების ავტომანქანებს ბულვარში

ბათუმის ბულვარში 20 ავტომანქანით შესვლის ამბის გახმაურების შემდეგ, აჭარის მთავრობამ გამოაქვეყნა კლიპი, სადაც მოქალაქეებს უამბობენ, თუ რა სამუშაო გასწიეს ქალაქის მთავარი სარეკრეაციო სივრცის იერ-სახის მოსაწესრიგებლად. ამავე კლიპის მიხედვით, ბულვარში ამ დროისთვის ასამდე კომერციული ობიექტი დაანგრიეს: მათ შორის მცირე კომერციული ობიექტი, გასართობი სივრცეები, რესტორნები და ე.წ. ბრენდირებული სანაპიროები. დღემდე ფუნქციონირებს რესტორანი G17, მიუხედავად იმისა, რომ ისიც …

პატიმარი წამალს ითხოვს და ამის გამო კვირაზე მეტია შიმშილობს ლაითურის ციხეში – ადვოკატი

„მისთვის აუცილებელი ფსიქოტროპულ მედიკამენტის დანიშვნას მსჯავრდებული თვეზე მეტია ითხოვს… ადმინისტრაციის მხრიდან გულგრილი მოპყრობის გამო, მსჯავრდებული ერთ კვირაზე მეტია შიმშილობს პროტესტის ნიშნად,“ – ამბობს ადვოკატი ნესტან ანანიძე. იგი ერთ-ერთი პატიმრის ინტერესებს იცავს, რომელიც ლაითურის პირველ დაწესებულებაშია მძიმე ფსიქოლოგიური და მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობით. ადვოკატი განმარტავს, რომ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია პატიმარს საჭირო დოზით მედიკამენტებს არ უნიშნავს, პატიმარს აქვს …

„ეს არის უზნეო განცხადება“ – ინტერვიუ უსახლკარო ქალის მიმართ აჭარის მთავრობის პასუხზე

„წასასვლელი არსად მაქვს, ღია ცის ქვეშ ვარ, არ ვიცი, სად წავიდე“ – ამბობს მზია მეგრელიშვილი. ის უსახლკარო ქალია და მარტოხელა დედა, ნაქირავებში ცხოვრობს მცირეწლოვან შვილთან ერთად და „ოცნების“ მთავრობისგან ბინით დაკმაყოფილებას უშედეგოდ ითხოვს. გუშინ, 20 აპრილს, მას შემდეგ, რაც მზია მეგრელიშვილი ისევ მივიდა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან, აჭარის მთავრობის პრესცენტრში ჟურნალისტებს უთხრეს, რომ „მზია მეგრელიშვილს …

მამუკა მდინარაძე სუსის უფროსი აღარ არის, ის სახელმწიფო მინისტრი ხდება

მამუკა მდინარაძე სუსის უფროსი აღარ იქნება. მას ამ თანამდებობაზე გეკა გელაძე ჩაანაცვლებს – შს უკვე ყოფილი მინისტრი. საკადრო ცვლილებების შესახებ დღეს, 21 აპრილს, განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს მამუკა მდინარაძე,“ – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ. მამუკა მდინარაძე ასევე იქნება ვიცე-პრემიერი. „სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებას, შესაბამის …

სულხან თამაზაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა

სულხან თამაზაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა და შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ეს ინფორმაცია დღეს, 21 აპრილს გახდა ცნობილი ირაკლი კობახიძის საგანგებო ბრიფინგზე. სულხან თამაზაშვილმა თანამდებობაზე 1 წელი გაატარა. ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ 2025  წლის 7 აპრილს დაამტკიცეს. არალეგიტიმურმა უმაღლესმა საბჭომ აჭარის ახალი მთავრობა დაამტკიცა  

„ივანიშვილი ტესტავს, რამდენად მისაღებია პროცესებში მისი შვილის ჩართვა“ – ინტერვიუ

„რა თქმა უნდა, ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს არ უნდა მომხდარიყო“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილის უმცროსმა შვილმა, ცოტნე ივანიშვილმა, 18 აპრილს „ოცნების“ მხარდამჭერებთან შეხვედრისას. მისი თქმით, პოლარიზაციიდან გამოსავალი დიალოგი, „ერთმანეთის განსხვავებული აზრის მოსმენაა“. თუმცა, ამ განცხადების პარალელურად, არ შეცვლილა „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანთა რიტორიკა განსხვავებული აზრის დევნაზე. რის მიღწევას ცდილობს ივანიშვილი? – ამ თემაზე „ბათუმელები“ …

„მაქსიმი“: თუ საწვავის ფასების ზრდა გაგრძელდება, კომპანია მზადაა განიხილოს ტარიფების გადახედვა

„ჩვენ გავაგრძელებთ ბაზრის ცვლილებებზე ოპერატიულ რეაგირებას. თუ საწვავის ფასების ზრდა გაგრძელდება, კომპანია მზადაა განიხილოს ჩვენი ტარიფების გადახედვა,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ კომპანია „მაქსიმში“ ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით. დღეს, 21 აპრილს, ბათუმში, ტაქსის მძღოლებმა კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართეს და ტაქსის კომპანიებისგან მგზავრობის ტარიფის გაზრდა მოითხოვეს. „გაიზარდოს მგზავრობის ტარიფი და შემცირდეს საკომისიო,“ – ასეთია ტაქსის მძღოლების …

ბათუმში რამდენიმე ხაზზე „მარშუტკით“ მგზავრობა 10 თეთრით გაძვირდა და 80 თეთრი გახდა

ბათუმში რამდენიმე სამარშრუტო ხაზით მგზავრობა 10 თეთრით გაძვირდა. დღეს, 21 აპრილს, მგზავრებს 70 თეთრის ნაცვლად 80 თეთრის გადახდა მოუხდათ. ამ ეტაპზე გაძვირებულია #25, #46 და #28 სამარშრუტო ხაზებით მგზავრობა. „გაძვირება უკავშირდება საწვავის გაზრდილ ფასს და სხვა ხარჯებიც მომატებულია. დიდი ხანია თავს ვიკავებთ გაძვირებაზე, მაგრამ ბოლოს მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება. გაუჭირდა ხაზებს მუშაობა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნუგზარ …

აყრილი იატაკი ბოლნისის სიონში – რა ხდება მე-V საუკუნის ძეგლზე

ბოლნისის სიონში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სამუშაოები მიმდინარეობს. კადრები, რომელიც გუშინ, 20 აპრილს გავრცელდა ფეისბუქში, ჩანს, რომ V საუკუნის ქართული სასულიერო არქიტექტურის საეტაპო ძეგლში აყრილია იატაკი. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ განცხადება, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს ძეგლზე, მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელა, როცა ადამიანებმა კითხვები დასვეს სოციალურ ქსელებში. დღეს, 21 აპრილს, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ განაცხადა, რომ ბოლნისის …

„3-ლარიან გამოძახებაზე 100 ლარს ჯარიმას რომ მიწერ, სადაა სამართალი?“ – ტაქსის მძღოლების აქცია ბათუმში

დღეს, 21 აპრილს, ბათუმში, ტაქსის მძღოლებმა კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართეს და ტაქსის კომპანიებისგან მგზავრობის ტარიფის გაზრდა მოითხოვეს. „გაიზარდოს მგზავრობის ტარიფი და შემცირდეს საკომისიო,“- ასეთია ტაქსის მძღოლების მოთხოვნა ტაქსის ოპერატორი კომპანიების მიმართ. აქციაზე შეკრებილი იყვნენ როგორც „ბოლტის“, ისე „მაქსიმისა“ და „იანდექსის“ აპლიკაციით დასაქმებული მძღოლები. მათი მოთხოვნა საერთოა – გაძვირდა ფასები საწვავზე, პროდუქტზე, მათი შემოსავალი კი …

ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს, 21 აპრილს ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო და სასწრაფოს ეკიპაჟები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

რა დაუჯდება მთავრობას წამლის ყიდვა დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის – ყოფილი მინისტრი

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, სანდრო ურუშაძე ფეისბუქზე ეხმიანება მშობლების მიერ ბავშვებისთვის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო წამლების მოთხოვნას და აღნიშნავს, რომ ამ ბავშვების მკურნალობის დაფინანსება არა ფინანსური, არამედ პრიორიტეტის საკითხია.  ყოფილი მინისტრი წერს ის პრეპარატებზე, რომლითაც აღნიშნულ დაავადებას მკურნალობენ და ფასსზე, რაც შეიძლება სახელმწიფოს ამ წამლების შეძენა დაუჯდეს. „ძნელია გულგრილი დარჩე იმ ოჯახების და ბავშვების მიმართ, რომლებიც …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 21 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 320 310 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 040. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 884 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 24 429 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 40 478 …

„აქ ცხოვრება გაუსაძლისია, ტაქსიც კი არ შემოდის“ – რეპორტაჟი ბათუმის ერთი ქუჩიდან

„აქ ცხოვრება უკვე გაუსაძლისია: გუბეები, ტალახი, მზეში კიდევ საშინელი მტვერია… მთავრობა ყურადღებას არ გვაქცევს, მარტო არჩევნების დროს ვახსენდებით,“ – ამბობს ქეთევან წამებულის ქუჩაზე მცხოვრები მანანა ბერიძე. ბათუმში, ქეთევან წამებულის ქუჩასა და მიმდებარე ჩიხებში კარგი გზა და მოწესრიგებული სანიაღვრე სისტემა წლებია არ აქვთ. ამ ქუჩაზე გვითხრეს, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა მას შემდეგ, როცა ამ ქუჩაზე …

მოქალაქემ ნანადირევის დამუშავების მოზარდებისთვის სწავლება გააპროტესტა – ის ორგანიზაციიდან გაუშვეს

„ვეგანობის ნიშნით გაგვრიცხეს სამი პირი „აისის“ მმართველმა პირებმა უსაფუძვლოდ, ასევე გენდერული და პირადი, რეპროდუქციული შეხედულებების მიზეზით,“ – ამბობს მოქალაქე ნინი ტურიაშვილი. იგი ამბობს, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციიდან მას შემდეგ გაუშვეს, როცა გააპროტესტა ნანადირევის ხორცის და ტყავის დამუშავების სწავლება მოზარდებისთვის. ნანადირევის დამუშავებას მოსწავლეებს „გარისა“ ასწავლის. ეს საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომლის მიზანია ახალგაზრდებს, მათ შორის, მოსწავლეებს ასწავლოს თვითგადარჩენა და …

Exit mobile version