რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 8 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 374 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 330. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 997 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 24 705 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 43 564 …

„ეშინიათ თამამი და პროფესიონალი მასწავლებლების“ – წულუკიანის სიძულვილის ენა

„თქვენ ხართ სამარცხვინო“, „რა ვუთხარი იმ სისტემას, ვინც პედაგოგობის უფლება მოგცათ“, „ბავშვთან არ უნდა მიუშვა“, „თქვენ საშიში ხართ არა მხოლოდ სახელმწიფოსთვის, არამედ იმ ბავშვებისთვის, ვისთანაც გიმუშავიათ“, – ეს არის იმ ფრაზების მოკლე ჩამონათვალი, რომლითაც „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრმა, თეა წულუკიანმა მიმართა სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, გიორგი [გოტა] ჭანტურიას პროპაგანდისტული მედიის ეთერში, როცა მან მასწავლებლის და აქტიური …

შეზღუდული შესაძლებლობებიდან შესაძლებლობის შეზღუდვამდე – ნათია კაპანაძე

ავტორი: ნათია კაპანაძე ____ ანდერძი ხომ არ გაქვთ ან მემკვიდრეს ხომ არ დაასახელებთ? იცით, ყველაფერი შეიძლება მოხდეს – ასე მითხრეს სამედიცინო კითხვარის შევსებისას. თითქოს ჩვეულებრივ პროტოკოლს ჰგავდა. კოხლეარული იმპლანტის ოპერაციამდე, რისკებში ნერვის დაზიანება, სახის კუნთების მოძრაობის შეზღუდვა და მენინგიტის განვითარება რომ აქვს. ეტიკეტი მოითხოვდა და დავფიქრდი. არაფერიც, ნიუ იორკში თავის, შესაძლებლობების და სმენის გადარჩენას ვცდილობ. …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 ივნისის 21 საათიდან 8 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო ღამით: 12 – 17 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 18  – 23 გრადუსი …

ქობულეთში დენის დარტყმის შედეგად 35 წლამდე კაცი დაიღუპა

ქობულეთში, დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. შემთხვევა გუშინ, 6 ივნისს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დაღუპული კაცი „ენერგო-პროს“ თანამშრომელია იყო. თუმცა, როგორც კომპანიაში გვეუბნებიან, ის კონკრეტულ ვითარებაში არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. „სავარაუდოდ კერძო სამუშაოებს ასრულებდა“- გვეუბნებიან კომპანიაში.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 7 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 7 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 373 620 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 350. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 989 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 24 700 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 43 479 …

„ჩაგვიარა სკუტერით და გვაგინა“ – ფოტოგრაფ ლევან ზაზაძეს და თამუნა გიორგაძეს დაზიანებებიც აღენიშნებათ

ფოტოგრაფ ლევან ზაზაძეს და საპროტესტო აქციის მონაწილე თამუნა გიორგაძეს, თბილისში შაბათის მარშის დაწყებამდე ერთი პირი თავს დაესხა. ლევან ზაზაძეს და თამუნა გიორგაძეს აღენიშნებათ დაზიანებებიც. „ბათუმელები“ თამუნა გიორგაძეს ესაუბრა. მისი თქმით, შაბათის მარშის დაწყებამდე უცნობმა პირმა ჩაუარა მოქალაქეებს სკუტერით და აგინა. „ფილარმონიასთან ვიდექით, მსვლელობის დაწყებას ველოდებოდით. ტროტუარსა და გზას შორის კუნძული რომ არის, იქ ვიდექით ხუთი …

„ოცნების“ ყოფილი მინისტრის დასაქმება იტალიაში – რა როლი ჰქონდა მას ევროპული კურსიდან გადახრაში

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, რომელმაც თანამდებობა გასულ წელს დატოვა, Italiana Petroli-ს დირექტორად დაინიშნა. ეს ინფორმაცია 14 მაისს გახდა ცნობილი. მანამდე, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი „ბლექ სი პეტროლიუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო. Italiana Petroli (IP)-ს ამჟამად აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია SOCAR ფლობს. კომპანიის სათავო ოფისი რომში მდებარეობს. SOCAR-მა კომპანიის დაახლოებით 99.8% წილი იტალიური ოჯახისგან, …

ბათუმში ავტომანქანებისთვის ბარცხანის ხიდი 3 დღით ჩაიკეტა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, დღეს 6 ივნისიდან სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდა ბარცხანის ხიდზე, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩიდან გიორგი ცაბაძის ქუჩამდე მონაკვეთში. მერიის ინფორმაციით, მოძრაობის შეზღუდვა საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება. ბარცხანის ხიდი ავტომანქანებისთვის ჩაკეტილი იქნება 8 ივნისის ჩათვლით. მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ითვალისწინებს ხიდზე გზის სავალი ნაწილის განახლებას. აღნიშნულთან დაკავშირებით დროებითი ცვლილებები შედის მუნიციპალური ტრანსპორტის შემდეგ სამარშრუტო მიმართულებებში: №8 – …

ბათუმში ინტერპოლის ძებნილი 2 პირი დააკავეს

ბათუმში, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი დააკავეს. დაკავებულები თურქეთის მოქალაქეები არიან. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 6 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 6 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 372 270 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 380. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 983 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 24 696 ერთეული [+12] საარტილერიო სისტემა – 43 397 …

რას ნიშნავს რუბიოს პოზიტიურ განცხადებაზე ივანიშვილის უკმეხი პასუხი – ინტერვიუ

„იმის ნაცვლად, რომ „ოცნების“ ხელისუფლებას ესარგებლა მარკო რუბიოს გაჟღერებული პოზიტიური განცხადებით, მივიღეთ სრულიად უკმეხი და არადიპლომატიური პასუხი… ეს შეიძლება ამყარებდეს იმ მოსაზრებას, რომ შესაძლოა ივანიშვილი საერთოდ არც არის თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში და რომ ის ერთგვარად მიბმულია რუსეთის ინტერესებზე,“ – მიიჩნევს დიპლომატი გიორგი ბადრიძე, მას საქართველოს შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნისთვის დასმულ შეკითხვასა და პასუხზე ვესაუბრეთ: რა …

ბარცხანის ხიდი 2 დღით ჩაიკეტება – იცვლება ავტობუსების მარშრუტი

ბათუმის მერიის ინფორმაციით 6 ივნისის დილის 9 საათიდან 8 ივნისის დილის 9 საათამდე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება ე.წ. ბარცხანის ხიდზე, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩიდან გიორგი ცაბაძის ქუჩამდე მონაკვეთში. შეფერხების მიზეზი საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რაც ითვალისწინებს ხიდზე გზის სავალი ნაწილის განახლებას. სამუშაოებთან დაკავშირებით დროებითი ცვლილებები შედის მუნიციპალური ტრანსპორტის შემდეგ სამარშრუტო მიმართულებებში: №8 – ჭავჭავაძის ქუჩა – ბაქოს …

ქობულეთში 300-მილიონიანი პროექტი ისევ დააანონსეს, აუშენებელი მწვანე ქალაქის შემდეგ

„არქის“ დამფუძნებელმა, ივლიანე წულაიამ ქობულეთის სანაპიროზე ახალი პროექტის დაწყების შესახებ პომპეზურად დაანონსა. პრეზენტაცია სანაპიროზე, ზღვისა და აფრებიანი გემების ფონზე გამართეს. კომპანიის ინფორმაციით, სანაპიროზე „ქობულეთი რიზორთის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე „Swissotel Kobuleti Beach Resort“-ის ბრენდის სასტუმრო-რეზიდენციული საკურორტო კომპლექსი უნდა აშენდეს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი უნდა იყოს საქართველოში.“ მიწის ნაკვეთი, რომელზეც მშენებლობას „ქობულეთი რიზირთი“ გეგმავს, თბილისის …

მობილურის შესანახი სათავსოები სკოლამ უნდა შეისყიდოს – ახალი ბრძანება

განათლების სამინისტრომ სკოლებში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების წესი დაამტკიცა. ბრძანების მიხედვით, 2026 წლის პირველი სექტემბრიდან სკოლებმა უნდა უზრუნველყონ მობილური ტელეფონების, სმარტფონების და „ჭკვიანი“ საათების შესანახი სათანადო რაოდენობის სპეციალური სათავსოების შესყიდვა-მონტაჟი. ბრძანების მიხედვით: „სკოლა ადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგად წესს სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესის განმავლობაში, მოსწავლეთა მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების, მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან კომუნიკაციის …

400 ათასი ლარი საქართველოში მურა დათვის მდგომარეობის შესასწავლად

საქართველოში მურა დათვის საკონსერვაციო სტატუსისა და პოპულაციის მდგომარეობაზე არსებული მონაცემების განახლება იგეგმება. შესაბამისი კვლევის ჩატარებაზე გარემოს დაცვის სამინისტრომ ტენდერი 400 ათასი ლარით გამოაცხადა. კვლევის შედეგად უნდა მოხდეს ასევე ადამიანსა და მურა დათვის კონფლიქტის რისკების შეფასება და მომზადდეს მურა დათვის თავდასხმების ცხელი წერტილების რუკა. მურა დათვი წითელ ნუსხაშია შეტანილი. „წითელი ნუსხის“ განახლება ხორციელდება ყოველ ათ წელიწადში …

მესტიაში მაინერები ისევ ამოიღეს – ამჯერად 47

შსს-ს ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტში დამატებით 47 მაინერი ამიიღეს. „აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით, ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით, სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას“ – წერს შსს. უწყების ინფორმაციით, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენისთვის. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც …

თბილისის აეროპორტში FBI-ის მიერ ძებნილი პირი დააკავეს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს პირი, რომელიც, შსს-ს ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მოთხოვნის საფუძველზე იძებნებოდა სხვადასხვა დანაშაულისთვის. „მათ შორის, დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობისა და თანამონაწილეობის, დანაშაულებრივი შეთქმულებისა და ფულის გათეთრების ბრალდებებით. ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“- წერს შსს.  

4 ოქტომბრის საქმეზე 8 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება

დღეს, 5 ივნისის სასამართლო სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული პირებიდან 8 პირს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება. ბრალდებულები, რომლებმაც ბრალდება აღიარეს და საპროცესო გაუფორმდებათ, არიან: ალექსანდრე გოგოლაძე; სულხან აბრალავა; ევა შაშიაშვილი; გოჩა ყატაშვილი; დავით ღურწკაია; ჯანდრი თირქია; რამაზ ჯორბენაძე; გენადი კელიხაშვილი. აღნიშნული პირები საპროცესო შეთანხმების შემდეგ, 3-წლიანი პირობითი მსჯავრით გათავისუფლდებიან. დღევანდელ პროცესზე ბრალდება არ …

„თუ საჭირო იქნება, გავალთ ОДКБ-დან“ – ფაშინიანი

საარჩევნო დებატების დროს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ „თუ საჭირო გახდება“, სომხეთი გავა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან“- ОДКБ-დან. სომხური გამოცემა news.am-ის ცნობით, დებატების დროს, პარტია „ძლიერი სომხეთის“ საბჭოს წევრმა და პარტიის ლიდერის ძმისშვილმა, ნარეკ კარაპეტიანმა, ფაშინიანს ჰკითხა, რატომ არ იყო ჯერ მიღებული გადაწყვეტილება ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ. „ჩვენ გადავწყვეტთ; უცხოელი აგენტები არ გადაწყვეტენ, რა ვქნათ. ჩვენ არ …

შსს 73 594 ლარს მოიგებს ეროვნულ გამოცდებზე – დაცვის პოლიციას 1 მილიონს გადაუხდიან

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან ითხოვს თანხმობას, რომ შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ექსკლუზიურად გადაუხადოს 985 ათას 345 ლარი. „შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით უნდა უზრუნველყოს გამოცდების მიმდინარეობის პერიოდში საგამოცდო ცენტრებში საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, ასევე უზრუნველყოფენ გამოცდების დამთავრების შემდეგ ნამუშევრების შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრამდე მიტანას, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან …

სტრასბურგში „გამჭვირვალობამ“ კიდევ ერთი საჩივარი გაგზავნა მოქალაქის უკანონოდ დაჯარიმების გამო

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ  ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში კიდევ ერთი მოქალაქის საჩივარი გაგზავნა, საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის 5 000 ლარით დაჯარიმების გამო. „ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გავგზავნეთ. სისტემური რეპრესიისა და უკანონობის მორიგი მსხვერპლი GCRT-ის თანამშრომელი, კლინიკური ფსიქოლოგი თინათინ ჯავახიშვილია, რომელიც წლებია წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის პროგრამებში მუშაობს. პროტესტში მონაწილეობის გამო,  5 000-ლარიანი ჯარიმა მას …

„რუს ტურისტებს უყვართ ქართული სტუმართმოყვარეობით ტკბობა და საქართველოს ბუნება“ – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, რუსულ პროპაგანდისტულ „იზვესტიასთან“ საქართველოზე წარსულ დროზე საუბრისას ახსენა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის ხშირი ვიზიტები საქართველოში და თქვა – „სრულიად აშკარა იყო, რომ სურდათ რუსეთისგან მოეგლიჯათ საქართველო…“ დღევანდელობაზე საუბრისას კი ლავროვმა საქართველოს ხელისუფლების პრაგმატულობას გაუსვა ხაზი, ამავდროულად კი ევროკავშირის „გასაშავებლად“ კი ყალბი ინფორმაციები მოიშველია. „რაც შეეხება საქართველოს ამჟამინდელი …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 ივნისის 21 საათიდან 6 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 17  – 22 გრადუსი …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 5 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 5 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 370 890 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 550. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 980 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 24 684 ერთეული [+8] საარტილერიო სისტემა – 43 315 …

ბათუმის ნაგავსაყართან ახალი გზის აშენებაზე 5,3-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება

ბათუმში, გონიოს ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან ახალი ბულვარის გაგრძელებამდე მონაკვეთში ახალი გზის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი ხელშეკრულების მომზადების ეტაპზეა. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი 6,3 მილიონი ლარით ჰქონდა გამოცხადებული, ხელშეკრულება კი შპს „კოხტის ძირი 2010“-თან უნდა გაფორმდეს 5 მილიონ 350 ათას ლარზე. სწორედ ეს თანხა შესთავაზა კომპანიამ სამმართველოს. ახალი გზა ერთმანეთთან გონიოს ხიდის მიმდებარე …

არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით 1 პირი დააკავეს

არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს. „დიღმის მასივის ერთ-ერთ სკვერში, ბრალდებულმა არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა. პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავა“- ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

25-დღიან სარეზერვო წვრთნებზე მიჰყავთ რუსეთიდან სომხეთში ჩასული კაცები – ფაშინიანის საარჩევნო ბრძოლა პუტინთან 

„რუსეთს აშკარად აქვს სურვილი, გაიმეოროს იგივე, რაც საქართველოში მოხდა. ჩვენ ასევე ვნახეთ რუსეთის სპეცსამსახურებიდან გაჟონილ დოკუმენტებში ჩანაწერი – იქ „სომეხი ივანიშვილი“ წერია,“ – ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გიორგი ტუმასიანი. მას სომხეთის წინასაარჩევნო კამპანიაზე ვესაუბრეთ. 7 ივნისს გადაწყდება: სომხეთი პროევროპულ გზას განაგრძობს, თუ რუსეთის ორბიტაზე შემოტრიალდება. „სომხეთში უფასო ჩინურ ფულს ჰპირდებიან, ივანიშვილი რაღაც სხვა უფასო ფულს …

დააკავეს მძღოლი, რომლის მიერ შექმნილი ავარიული ვითარების გამო მანქანა მტკვარში გადავარდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში,  მტკვრის მარცხენა სანაპიროზე  მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი  დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 ივნისს, მისი მართვის ქვეშ  არსებული ავტომობილით გადაადგილებისას შექმნა ავარიული ვითარება და შეეჯახა იქვე მოძრავ  ავტომობილებს, რის შემდეგაც ერთ-ერთი  ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა“ – წეს შსს. უწყების ცნობით, მტკვარში გადავარდნილი …

„ბევრად მკაცრები ვიქნებით შეფასებაში“ – რა იციან მასწავლებლებმა ახალი სახელმძღვანელოების შესახებ

განათლების სამინისტრომ სკოლებში ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების შეტანის თარიღად 15 სექტემბერი დაასახელა. ეს იმას ნიშნავს, რომ წესით, სახელმძღვანელოების შემუშავების პროცესი უკვე დაწყებული უნდა იყოს. თუმცა, სამინისტროს ჯერ ახალი სასწავლო გეგმაც კი არ გამოუქვეყნებია. რა იციან სკოლებში ახალ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს გიორგი ჭაუჭიძეს ესაუბრა. ბატონო გიორგი, როგორც ვიცით, სახელმძღვანელოზე …

ისრაელის „მოსადის“ დირექტორი პირველად გახდა ემიგრანტი საბჭოთა კავშირიდან

ისრაელის სპეციალური დაზვერვის სამსახურს, „მოსადს“, პირველად უხელმძღვანელებს პირი, რომელიც ემიგრანტია ყოფილი საბჭოთა კავშირიდან. 1990 წელს ბელარუსიდან ისრაელში რეპატრირებული გენერალ-მაიორი რომან ჰოფმანი ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 2 ივნისს წარადგინა ამ პოსტზე. ფიცის დადების ცერემონიაზე ნეთანიაჰუმ გენერალ ჰოფმანის მთავარ მისიად ირანის რეჟიმის განადგურება დაასახელა. ნეთანიაჰუს მრჩეველმა დიმიტრი გენდელმანმა ჰოფმანის „მოსადის“ ხელმძღვანელად დანიშვნას „ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა“ უწოდა. „ეს …

ბათუმის საბავშვო ბაღებში ელექტრონული რეგისტრაცია 5 ივნისს იწყება

ბათუმის საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პირველი ეტაპი 5 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება და 25 ივნისის 00:00 საათამდე გაგრძელდება. ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან და ეტაპობრივად ჩაირიცხებიან, პრიორიტეტით გათვალისწინებული სტატუსის მქონე აღსაზრდელები: ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 100 000 და ნაკლებს; მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 4 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 4 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 369 340 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 300. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 978 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 24 676 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 43 247 …

ბათუმის მერიამ გოგებაშვილზე გარე ვაჭრობისთვის ფასი განსაზღვრა – ვის შეხვდება ადგილები

ბათუმის მერიამ გოგებაშვილის ქუჩაზე გარე ვაჭრობისთვის 1. კვ. მეტრის ფასი განსაზღვრა. ამ ქუჩაზე, რესტორან „სანაპიროს“ მიმდებარედ, საქმიანობის უფლებას სუვენირებით და წვენებით მოვაჭრეები ითხოვდნენ. მერიის ინფორმაციით, რაზეც განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში წერენ, ამ ქუჩაზე საბაზრო ღირებულება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის შესაბამისად განსაზღვრეს და 1 კვ.მეტრით სარგებლობის უფლება წლიურად 400 ლარი იქნება. დასკვნის თანახმად, გოგებაშვილის ქუჩაზე 1.კვ …

გვირილები გზაზე გაჩენილ ორმოებში – რას ჰყვებიან ვალეში

ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე გაჩენილ ორმოებში მოქალაქეებმა გვირილები ჩარგეს და ამ გზით სცადეს ადგილობრივი მთავრობის ყურადღების მიქცევა. „საშინელი მდგომარეობაა გზებზე. რაც შეეხება ამ მონაკვეთს – ვალე არის სასაზღვრო ქალაქი, გზა, რომელიც აქ გადის, საქართველოსა და თურქეთს აკავშირებს. ამ გზის ბოლოს არის სასაზღვრო გამშვები პუნქტი. აქ გადაადგილება უწევთ არა მარტო ადგილობრივებს, არამედ საერთაშორისო მგზავრებსაც. გზა არის საშინელ …

არასრულწლოვანი გერის გაუპატიურებისთვის კაცს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

პროკურატურის ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და უმწეობის გამოყენებით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის ქმედების, არასრულწლოვანების მიმართ სექსუალური ხასიათის და გარყვნილი ქმედების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შენახვის, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე დაყოლიების და არასრულწლოვანის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა …

Exit mobile version