საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქსტატის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წლის აპრილში სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფებიდან ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა ჯანდაცვაში [9,2 პროცენტით], ხოლო სურსათი 7 პროცენტით გაძვირდა.
წინა თვესთან შედარებით ქვეყანაში ყველაზე მეტად გაძვირდა ხილი; ფასებმა მოიმატა ასევე პურსა და პურპროდუქტებზე; გაძვირდა თევზეული, ზეთი და სხვა პროდუქტები. ამავე სამსახურის ინფორმაციით, ფასები შემცირდა ბოსტნეულზე, რძესა და კვერცხზე.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის აპრილის მონაცემებით, წინა, მარტის თვესთან შედარებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები საშუალოდ 0.4 პროცენტით გაიზარდა.
- ფასები მომატებულია: ხილი და ყურძენი [5.2 პროცენტი], პური და პურპროდუქტები [2.2 პროცენტი], ყავა, ჩაი და კაკაო [1.9 პროცენტი], თევზეული [1.5 პროცენტი], ზეთი და ცხიმი [1.5 პროცენტი], ხორცი და ხორცის პროდუქტები [0.2 პროცენტი], შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული [0.2 პროცენტი].
ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული [-2.1 პროცენტი], რძე, ყველი და კვერცხი [-1.5 პროცენტი], მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები [-1.2 პროცენტი];
- ფასები მომატებულია ტანსაცმელზე [2.3 პროცენტით]; 0.4 პროცენტით გაიზარდა ფასები ჯანმრთელობის დაცვის სფეროშიც.
- აპრილში, მარტთან შედარებით გაძვირდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება [0.7 პროცენტი], სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა [0.5 პროცენტი] და საავადმყოფოების მომსახურება [0.3 პროცენტი];
იგივე პერიოდში ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასა [-1.9 პროცენტი] და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე [-0.2 პროცენტი], ხოლო ფასები გაზრდილია სატრანსპორტო მომსახურებაზე [1.3 პროცენტი].
რაც შეეხება ფასებს 2024 წლის აპრილთან შედარებით, 2025 წლის აპრილში ფასები 7 პროცენტითაა გაზრდილი სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე; 3,3 პროცენტითაა გაზრდილი – ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე;
9,2 პროცენტით გაიზარდა ფასები ჯანდაცვაში, 4,9 პროცენტით – განათლებაში, 6,1 პროცენტით დაიზარდა ფასები სასტუმროებში, კაფეებში, რესტორნებში, ასევე სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე.
შარშანდელთან შედარებით 1,1 პროცენტით გაძვირდა – საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი; 0.1 პროცენტით კი – დასვენება, გართობა და კულტურა.
ჯგუფში – კავშირგაბმულობა – ფასები შემცირებულია 12.4 პროცენტით; ტრანსპორტი – 2,2 პროცენტით; ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა – 2,7 პროცენტით.
„2025 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.4 პროცენტი შეადგინა“ – აცხადებს საქსტატი.