ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ზებრა, რომელიც მანქანის გზაზე გტოვებს – არაადაპტირებული გადასასვლელები ბათუმში

04.05.2025 •
ზებრა, რომელიც მანქანის გზაზე გტოვებს – არაადაპტირებული გადასასვლელები ბათუმში

ბათუმში, ერთ-ერთ ხალხმრავალ ადგილზე, სადაც იუსტიციის სახლი, პროკურატურა, სასტუმროები და გმირთა ხეივანია, მოუწესრიგებელი და არაადაპტირებულია ზებრა გადასასვლელები.

შარტავას გამზირზე ზებრა გადასასვლელი [ფოტოები იხილეთ ქვემოთ] მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებას გმირთა ხეივანთან აკავშირებს. უფრო სწორად, უნდა აკავშირებდეს, რადგან თუ ამ ზებრაზე გადახვალთ, სამანქანო გზას ვერ გასცდებით – ზებრა გმირთა ხეივნის ნაცვლად ბეტონის ქოთნებთან მიგიყვანს. შემდეგ კი გზა სამანქანო გზაზე უნდა განაგრძოთ, როგორმე გმირთა ხეივანში რომ აღმოჩნდეთ.

ეს ზებრა გადასასვლელი ავტობუსის მოსაცდელის მხრიდან ადაპტირებულია.

ზებრა გადასასვლელი ქვეითებისთვის ბათუმში, შარტავას გამზირზე / 3.05.2025

ზებრა გადასასვლელი ქვეითებისთვის ბათუმში, შარტავას გამზირზე / 3.05.2025

ზებრა გადასასვლელი ქვეითებისთვის ბათუმში, შარტავას გამზირზე / 3.05.2025

ამ „ზებრა გადასასვლელის“ გვერდით, რამდენიმე მეტრში, კიდევ ერთი ზებრაა, მაგრამ ისიც, ხეივნის ნაცვლად საფეხმავლო ხიდის ასასვლელთან და მოაჯირთან წყდება.

ამ ზებრადან ხეივანში ასასვლელის არაადაპტირებულია:

ზებრა გადასასვლელი ქვეითებისთვის ბათუმში, შარტავას გამზირზე / 3.05.2025

ზებრა გადასასვლელი ქვეითებისთვის ბათუმში, შარტავას გამზირზე / 3.05.2025

გმირთა ხეივნის რეაბილიტაციაში 22 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. აქ საფეხმავლო ხიდების აშენება ხელისუფლებამ სწორედ ქვეითთა უსაფრთხოების მიზნითა და შშმ პირთა საჭიროებებით ახსნა.

იუსტიციის სახლის მიმდებარედ, გმირთა ხეივანში მხოლოდ ეს ერთი ზებრაა, რომელიც თავის ფუნქციას ასრულებს და ტროტუარზე ასასვლელებიც ადაპტირებულია. მართალია, ეს ზებრა შესაღებია და ნაწვიმარზე ძნელად მისადგომია, მაგრამ მაინც:

ზებრა გადასასვლელი ქვეითებისთვის ბათუმში, შარტავას გამზირზე / 3.05.2025

იუსტიციის სახლთან, ოდნავ მოშორებით, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ორი ზებრა გადასასვლელია. აქედან ერთი არაადაპტირებულია, მეორე ადაპტირებულია, თუმცა ტროტუარზე ასასვლელი მოუხერხებელია და ქვეითებისთვის არც თუ უსაფრთხოა:

ზებრა გადასასვლელი ქვეითებისთვის ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე/ 3.05.2025

ზებრა გადასასვლელი ქვეითებისთვის ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, არდაგანის ტბასთან / 3.05.2025

ზებრა გადასასვლელი ქვეითებისთვის ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, არდაგანის ტბასთან / 3.05.2025

გადაბეჭდვის წესი


ასევე: