რუსეთმა ფაქტობრივად დაიწყო შეტევა სუმისა და ხარკოვის რეგიონებზე – სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ფაქტობრივად დაიწყო შეტევა უკრაინაში სუმისა და ხარკოვის რეგიონებზე. მან მედიასთან განაცხადა, რომ უკვე თითქმის ერთი კვირაა გაორმაგებულია რუსეთის შეტევების რაოდენობა ყველა ძირითადი მიმართულებით. სირსკის კომენტარს ამ თემაზე წინ უძღოდა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება პარიზში ევროპელი ლიდერების შეხვედრისას. კერძოდ, ზელენსკის თქმით, უკრაინის დაზვერვის მონაცემები მიუთითებს იმაზე, …

ქობულეთში ორი მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების შედეგად ერთი გზიდან გადავარდა

დღეს, 9 აპრილს, ქობულეთში, ავტობანზე ასასვლელთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთი ავტომანქანა გზიდან გადავარდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების სამსახური და პოლიცია. ინფორმაცია განახლდება.

ბათუმში 9 აპრილის მემორიალთან აქცია მიმდინარეობს

დღეს, ბათუმში 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეები მივიდნენ და პატივი მიაგეს იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეეწირნენ. დილის 8 საათიდან აქ შეიკრიბნენ პროევროპული აქციების მონაწილეებიც. მემორიალთან შეკრებილი მოქალაქეები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს არ მისცემენ მემორიალთან მისვლის უფლებას, რადგან „ოცნება“ დღეს ემსახურება ოკუპანტი რუსეთის ინტერსებს და საფრთხეს უქმნის საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს. …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 9 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 927 580 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 270] ტანკი – 10 576 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 22 021 ერთეული [+10] საარტილერიო სისტემა – 25 912 ერთეული [+52] MLRS – 1 359 ერთეული [+0] …

„მე ხმა ვერ მივეცი“ – როგორ დაიკარგა ემიგრანტი ქალების ხმა საბერძნეთში

ლელა არაბული 22 წელია ემიგრაციაშია. საბერძნეთში ცხოვრობს და მუშაობს. ის საქართველოსთან მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს. ბოლო წლებში საქართველოში ჩამოსვლასაც ახერხებს და ქვეყანაში არსებულ პრობლემებთანაც ხშირად უწევს შეჯახება. ლელა არაბულის თქმით, მისთვის საზღვარგარეთ არჩევნებზე წასვლის მთავარი მოტივაციაც მშობლიურ მუნიციპალიტეტში დანახული პრობლემები იყო. ამბობს, რომ უნდოდა ცვლილებები და იმედი ჰქონდა, რომ ამჯერად მაინც შეიცვლებოდა რამე ქვეყანაში. ლელა არაბულმა …

ბათუმში მატარებლის დაჯახების შედეგად მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა

საქართველოს რკინიგზის ცნობით, დღეს, 8 აპრილს, უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. „სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. მატარებელი ბაქანთან მიდიოდა, რომელსაც ბათუმი-ქუთაისის რეისი უნდა შეესრულებინა. ადგილზე მისულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია“ – აცხადებს საქართველოს რკინიგზა.

„ქალი გეძახით ბოზებო და ვერ აკავებთ, რატომ? – ამაღლობელის ადვოკატი ცრუ მოწმე პოლიციელ ბჟალავას | ვიდეო

ცრუ მოწმე პოლიციელმა, გიორგი ბჟალავამ, რომელიც ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობს, სასამართლოს 7 აპრილს უთხრა, რომ მზია ამაღლობელი პოლიციელებს ეძახდა „ბოზებს“ და „მონებს“. „გაიმეორეთ, როგორ გაგინებდით, მინდა ვიცოდე, როგორ ხედავთ საკუთარ თავს“ – უთხრა მზია ამაღლობელმა პოლიციელს სასამართლო სხდომაზე. გიორგი ბჟალავამ ასევე განაცხადა, რომ 11-12 იანვრის აქციაზე ნიღბით იმყოფებოდა. „მციოდა და გავიკეთე …

რას ითხოვს გერმანიის მოქალაქე ბათუმის სასამართლოსთან

დღეს, 8 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან გერმანიის მოქალაქე ოიგენ გარდვიგი საპროტესტო ბანერით მივიდა. ის მოსამართლე ლევან ყოლბაიას მიმართავს და მოითხოვს, რომ ჩაინიშნოს მისი საქმის განხილვა, რომელიც თაღლითობას ეხება.  „მოსამართლე ბატონო ლევან ყოლბაია! ამიხსენით რა მიზეზით არ ატარებთ სისხლის სამართლის საქმის განხილვას, სადაც მე ვარ დაზარალებული“ – წერია ბანერზე. 68 წლის ოიგენ გარდვიგი ამბობს, რომ ფერწერის …

პოლიციელ გოგმაჩაძის ჩვენება: პატაკში წერია დგებუაძის შეურაცხყოფაზე და არა თავდასხმაზე – ვიდეო

„თავიდან საიდან გაჩნდა არ ვიცი“ – უპასუხა გამომძიებელმა ლევან გოგმაჩაძემ ადვოკატ კახა წერეთელს, რომელმაც მოწმის სახით სასამართლოში დაბარებულ „მზია ამაღლობელის საქმის“ გამომძიებელს – ლევან გოგმაჩაძეს ჰკითხა: რამ გადაგაწყვეტინათ ეს კვალიფიკაცია [პოლიციელზე თავდასხმა]? ძალადობის რა ხარისხი დაინახეთ თქვენ ქალბატონი მზიას ქმედებაში? რამ გადაგაწყვეტინათ ეს კვალიფიკაცია და არა, მაგალითად, 126-ე მუხლი [ძალადობა], ან ადმინისტრაციული? გამომძიებელმა თქვა, რომ …

ბათუმში 9 აპრილის მემორიალთან დილის 8 საათზე შეიკრიბებიან – „არ დავუთმოთ ეს დღე რუსულ მთავრობას “

9 აპრილს ბათუმში „თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენლები აჭარაში, მოქალაქეებთან ერთად აპირებენ, რომ ადრიანი დილიდან შეიკრიბონ 9 აპრილის მემორიალთან ბათუმში და ასე სოლიდარობა გამოუცხადონ პოლიტპატიმრების ოჯახებს.„მთელი დღის განმავლობაში ვიქნებით მემორიალთან და არ ვაპირებთ, ფარისევლებს და რუსული მთავრობის წარმომადგენლებს დავუთმოთ ეს ისტორიული დღე. გთავაზობთ ყველა მსურველს, დილის 8:00 საათიდან შემოგვიერთდეთ მემორიალთან და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ღირსება. ჩვენ შევძლებთ …

ბათუმში ქალს ზებრაზე მუნიციპალური ავტობუსი დაეჯახა

ბათუმში, ზებრა გადასასვლელზე მიმავალ ქალს მუნიციპალური ავტობუსი დაეჯახა. ამ დროს ავტობუსს უკან მიმავალი კიდევ ერთი მუნიციპალური ავტობუსი შეეჯახა. დაშავებული ქალი რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. შემთხვევა დღეს, 8 აპრილს მოხდა პუშკინის და გრიბოედოვის ქუჩების კვეთასთან. თვითმხილველის თქმით, ქალი ზებრაზე გადასვლას ვერ ახერხებდა, რადგან ის მსუბუქ ავტომანქანას ჰქონდა ჩახერგილი, სწორედ ამ დროს შეეჯახა ავტობუსი ზებრასთან ახლოს მყოფ ქვეითს. …

ერთ კვირაში „ოცნება“ ადამიანების უსასყიდლოდ დახმარებას აკრძალავს – საბა ბრაჭველი

„სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ წარმომადგენელი, იურისტი საბა ბრაჭველი ფეისბუქზე ეხმიანება „ქართული ოცნების“ ახალ რეპრესიულ ცვლილებას კანონში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიაორგანიზაციების წინააღმდეგაა მიმართული. „ოცნების“ მთავრობა ამჯერად მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტის მიღებას კრძალავს. „პაპუაშვილი გრანტების კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დონორების შეზღუდვად ასაღებს. სინამდვილეში, ამით ქართველ ხალხს ეკრძალება უსასყიდლო დახმარების მიღება. მაგალითად, აქამდე ნებისმიერ სამართლებრივ პრობლემაზე შეგეძლო რომელიმე …

ტრამპი უკმაყოფილოა, რომ რუსეთი „გიჟივით ბომბავს უკრაინას“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში არსებული ვითარების გამო, კერძოდ, უკრაინის ქალაქებზე რუსულ სარაკეტო თავდასხმებზე. ამის შესახებ მან ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ოვალურ კაბინეტში შეხვედრისას განაცხადა 7 აპრილს. ტრამპმა თქვა, რომ არ იცის „რა ხდება იქ, მაგრამ ძალიან ცუდი სიტუაციაა“. „არ მომწონს ის, რაც ხდება დაბომბვასთან დაკავშირებით, რადგან ისინი …

ბათუმში 9 აპრილს თავისუფლების მარში გაიმართება

2025 წლის 9 აპრილს ბათუმში თავისუფლების მარში გაიმართება. ანონსის თანახმად, მოქალაქეები 19:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბებიან, იქიდან კი დაიწყება მსვლელობა. „ვიკრიბებით საკონსტიტუციო სასამართლოსთან! იქ, სადაც კანონმა ხმა დაკარგა, ჩვენ ავიმაღლებთ ხმას – რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! დავიძვრებით მარშით 9 აპრილის მემორიალისკენ და გმირებს მივაგებთ პატივს, არა მხოლოდ ყვავილებით, არამედ ცოცხალი მეხსიერებით და ბრძოლის მზადყოფნით! გზა, რომელიც …

ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავი ვერ ჯდება

ბათუმის აეროპორტში დღეს, 8 აპრილს, თვითმფრინავი, რომელიც ასრულებდა თელავივი-ბათუმის რეისს, პირველ მცდელობაზე ვერ დაჯდა. თვითმფრინავი ამ წუთებში [12:21 სთ] ზღვის თავზე მანევრირებს. ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით, თვითმფრინავი აეროპორტში ნისლის გამო ვერ დაჯდა, ამასთან ამ დროისთვის მიღებული არ არის გადაწყვეტილება, თვითმფრინავი ბათუმში დაჯდება, თუ სხვა აეროპორტში. განახლება: თელავივი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში დაახლოებით 12:48 საათზე დაჯდა მთავარი ფოტო: …

აქციაზე დაკავებულები საუბრობენ პოლიციის მხრიდან შეურაცხყოფაზე – ომბუდსმენი

სახალხო დამცველის ინფორმაციით, 7 აპრილს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციული წესით სამი ადამიანი დააკავეს. დაკავებულები სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს. სახალხო დამცველის ცნობით, ორმა დაკავებულმა პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ისაუბრა. „სახალხო დამცველის აპარატმა შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. აპარატი სხვა უფლებადარღვევებთან დაკავშირებითაც მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“-აცხადებს …

უახლოეს დღეებში იწვიმებს – ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 აპრილის 21 საათიდან 9 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, ელჭექი. მაღალმთიან აჭარაში მოსალოდნელია თოვლ-ჭყაპი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 11 – 16 გრადუსი სითბო ღამით: 6 – 11 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 7 – 12 …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 8 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 926 310 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 290] ტანკი – 10 572 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 22 011 ერთეული [+14] საარტილერიო სისტემა – 25 860 ერთეული [+43] MLRS – 1 359 ერთეული [+3] …

არალეგიტიმურმა უმაღლესმა საბჭომ აჭარის ახალი მთავრობა დაამტკიცა

დღეს, 7 აპრილს, აჭარის არალეგიტიმურმა უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობა, 12 ხმით, დაამტკიცა. არალეგიტიმურმა საბჭომ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარის, სულხან თამაზაშვილის კანდიდატურასა და მის მიერ დასახელებულ მინისტრობის კანდიდატებს, ერთიანად უყარა კენჭი. მინისტრთა კაბინეტი უცვლელი დარჩა, თანამდებობა შეინარჩუნა აჭარის არალეგიტიმური მთავრობის ყველა მინისტრმა. დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში სხდომა დახურულ ფორმატში გაიმართა – სხდომაზე არ …

ბათუმში მიმდინარეობს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი

დღეს, 7 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. დღეს სასამართლო პროცესზე პროკურატურის მოწმეებს, პოლიციელებს ჰკითხავენ. ამ საქმის მთავარი ფიგურა ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძეა, რომელიც დაზარალებულად არის ცნობილი. მზია ამაღლობელმა 12 იანვარს აქციაზე სილა გააწნა ირაკლი დგებუაძეს, რისთვისაც მზია ამაღლობელის მიმართ სისხლის სამართლის მუხლით …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 7 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 7 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 925 020 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 350] ტანკი – 10 567 ერთეული [+13] ჯავშანტექნიკა – 21 997 ერთეული [+25] საარტილერიო სისტემა – 25 817 ერთეული [+31] MLRS – 1 356 ერთეული [+2] …

„მე ვიცი თუ არ ვიცი, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს“ – დავით გაბაიძე თორნიკე რიჟვაძის გადადგომაზე

„მე რომც ვიცოდე, არ მაქვს იმის უფლება, ვისაუბრო სხვის მაგივრად,“ – უპასუხა დღეს, 6 აპრილს, ჟურნალისტებს დავით გაბაიძემ თორნიკე რიჟვაძის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ. დავით გაბაიძე ანტიკონსტიტუციური უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა. ეს არალეგიტიმური ორგანო, ხვალ, 7 აპრილს აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას დაამტკიცებს. თორნიკე რიჟვაძემ 2025 წლის 4 აპრილს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა ფეისბუქპოსტით დატოვა. …

„ერდოღანი არ ელოდა ასეთ მუხტს“ – ინტერვიუ თურქოლოგთან თურქეთის საპროტესტო აქციებზე

„ერდოღანი არ ელოდა ასეთ მუხტს… ამიტომაც, ხელისუფლებამ ცოტა მუხრუჭს დააჭირა ფეხი,“ – გვიყვება თურქოლოგი ქამრან ოსმანლი. მისი დაკვირვებით, ერდოღანი ყველაზე მეტად ამდენი სტუდენტის ქუჩაში გამოჩენას არ ელოდა, თუმცა ბუნდოვანია, რა შეიძლება იყოს სტამბულის ქუჩებში დაწყებული წინააღმდეგობის შედეგი. ქამრან ოსმანლი მიიჩნევს, რომ ერდოღანი არჩევნებამდე 3 წლით ადრე ცდილობს თადარიგის დაჭერას და მთავარი პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორებას იმ …

“უსაფუძვლო ჩხრეკა და დაკავება ადამიანების დაშინების კიდევ ერთ იარაღად იქცა” – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრი გამოცემა „ინდიგოს“ ჟურნალისტის, საბა სორდიას დაკავებას ეხმაურება და წერს, რომ „ბოლო პერიოდში მოქალაქეების თვითნებური და უსაფუძვლო ჩხრეკა და შემდგომ, მათი დაკავება, პოლიციის ხელში ადამიანების დაშინების და რეპრესიის კიდევ ერთ იარაღად იქცა“. საბა სორდია, დღეს, 6 აპრილს, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ჟურნალისტი დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც სოციალური სამართლიანობის ცენტრის ადვოკატმა …

„მზია ამაღლობელის საქმის“ განხილვა ბათუმის სასამართლოში ხვალ, 7 აპრილს გაგრძელდება

მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 7 აპრილს, დღის პირველ საათზე განახლდება. ჯერ უცნობია, ვის დაკითხავენ ხვალინდელ სასამართლო პროცესზე. ამ ეტაპზე პროკურატურის მიერ დასახელებული მოწმეების დაკითხვა გრძელდება. ამ საქმეზე სასამართლოს ჩვენება უნდა მისცეს ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემაც, რომელიც სილის გაწვნის გამო პროკურატურის მიერ დაზარალებულად მიჩნეული პირია. წინა სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ნინო …

ავარია ბათუმში – დაშავებული ქალი კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალი დაშავდა. შემთხვევა დღეს, 6 აპრილს მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებული ქალი კლინიკაში გადაიყვანეს. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას.

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 აპრილის 21 საათიდან 7 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო ღამით: 5 …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 6 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 6 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 923 670 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 330] ტანკი – 10 554 ერთეული [+13] ჯავშანტექნიკა – 21 972 ერთეული [+20] საარტილერიო სისტემა – 25 786 ერთეული [+56] MLRS – 1 354 ერთეული [+4] …

„ყველგან დანიშნავენ პოლიციელს და სუსის წარმომადგენელს, ასეა პუტინის რუსეთში“ – ინტერვიუ

„პუტინი არ ენდობა სამოქალაქო პირებს და ყველგან ამწესებს ბრმად ერთგულ ძალოვნებს. ასეა ახლა ჩვენთანაც,“ – ამბობს პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი, რომელსაც მოსაზრება ივანიშვილის ახალ საკადრო ცვლილებებზე ვკითხეთ. საკადრო ცვლილებებია სუს-ში, პოლიციაში, აჭარის მთავრობაში. რის მიღწევას ცდილობს ამით ბიძინა ივანიშვილი? „როცა საქმე გვაქვს ასეთ დანაშაულებრივ რეჟიმთან, ჩვენ არ უნდა ველოდოთ საკადრო ცვლილებების შედეგად ოდნავ გაუმჯობესებასაც კი, თუნდაც …

„ვის აქვს 5 000 ლარი დღეს? პროტესტს მაინც ვერ ჩაახშობენ“ – ზებრაზე გადასვლისთვის დაჯარიმებულები

„ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს. სულ რაღაც ერთ კვირაში ოპერაცია მიტარდება, რომელიც საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. გარკვეული მიზეზების გამო, ოპერაცია არ მიფინანსდება. ოჯახს ვეღარ მოვთხოვ ჯარიმის გადახდის ნაწილშიც დამეხმაროს, იმიტომ, რომ მთელი ჩვენ ერთობლივი რესურსი ამ ოპერაციის ხარჯზეა გადანაწილებული“, – გვეუბნება 24 წლის მარიამ საგინაძე ბათუმიდან. ის დიზაინერია და ატელიეში მუშაობს. მარიამ საგინაძე ერთ-ერთია ბათუმში, 31 იანვრის …

„ემზადება გაძევებისთვის“ – ნინა კაკულიას თქმით, ბათუმელ მედროშეს მასთან დაქორწინების უფლება არ მისცეს

„სადაც არ უნდა ვიყოთ, რა პირობებში არ უნდა ვიყოთ, ჩვენი ბრძოლა ყველგან გაგრძელდება ბოლომდე, სახელოვნად გამარჯვებამდე!“ – წერს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის იზოლატორიდან დღეს, 2025 წლის 5 აპრილს გამოგზავნილ წერილში „ბათუმელი მედროშე“ თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი]. დღეს ბათუმელმა მედროშემ შიმშილობა შეწყვიტა. ხელახლა შიმშილობა „ბათუმელმა მედროშემ“ 2025 წლის პირველ აპრილს დაიწყო. თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია და …

„მიკროავტობუსი ისეთი გრაფიკით დადის, სამსახურში ვაგვიანებთ“ – რაზე წუხან სოფელ მახოში

ხელვაჩაურის სოფელ მახოში ამბობენ, რომ მათ სოფელში დაახლოებით ორი თვეა მუნიციპალური მიკროავტობუსი დაინიშნა ბათუმის მიმართულებით, თუმცა ადგილობრივებისთვის ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი მოუხერხებელია. აქ ამბობენ, რომ მახოს და სოფელ ონტოფოს მცხოვრებლებს ერთი მიკროავტობუსი ემსახურება, რომელიც დილის რვა საათზე სოფელ ონტოფოდან გამოდის, ჩაჰყავს მგზავრები ბათუმში და შემდეგ მიდის მახო-დავითაძეებში მგზავრების ასაყვანად. ადგილობრივების მთავარი წუხილი ის არის, რომ ვინც …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 5 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 5 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 922 340 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 390] ტანკი – 10 541 ერთეული [+13] ჯავშანტექნიკა – 21 952 ერთეული [+20] საარტილერიო სისტემა – 25 730 ერთეული [+67] MLRS – 1 350 ერთეული [+1] …

დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვია – რუსეთმა უკრაინაში კრივოი როგს დაარტყა

დღეს, 4 აპრილს, რუსეთმა უკრაინის ქალაქ კრივოი როგის საცხოვრებელ უბანზე ბალისტიკური დარტყმა განახორციელა. ოფიციალური ცნობებით, დარტყმის შედეგად დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვია. დარტყმის ადგილთან ახლოს საბავშვო მოედანი მდებარეობდა. დაიჭრა 50-ზე მეტი მოქალაქე. ბოლო ცნობებით, კრივოი როგში განადგურდა 2 ათეული მაღალსართულიანი შენობა, ოცდაათზე მეტი მანქანა, სასწავლო დაწესებულებები და საზოგადოებრივი კვების ობიექტები. ქალაქში სამაშველო ოპერაცია …

რით დაგამახსოვრდათ თორნიკე რიჟვაძე – „დავაი, დაახვიეთ“, „ლაჩრულად წაგებული ომი“ და სხვა

„ვერავის გადაუღუნოთ“, „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“, „დავაი, დაახვიეთ“, „ლაჩრულად წაგებული ომი“, „პირადად ვიძიებ შურს“ – ძირითადად ამ ფრაზებით დაამახსოვრა თავი მოსახლეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, რომელმაც 7-წლიანი უწყვეტი თავმჯდომარეობის შემდეგ დღეს, 4 აპრილს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. რიჟვაძეს ბრიფინგი არ გაუმართავს. მან ფეისბუქზე, საკუთარ გვერდზე დადო განცხადება, რომ პოსტს ტოვებდა, მადლობა პირველ რიგში …

„უკრაინას უპირატესობა აქვს იარაღის ხარისხში, მომზადებასა და დაზვერვაში“ – ინტერვიუ გენერალთან

„რუსეთი ვერანაირად ვერ ახორციელებს წარმატებულ შეტევას. რამდენით წაიწია წინ რუსეთმა 2025 წლის დასაწყისიდან, მეტრებს თუ არ ჩავთვლით?!“ – თავის დაკვირვებას გვიზიარებს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მისი აზრით, რუსეთი ძირითადად პოლიტიკური არგუმენტით აგრძელებს ომს უკრაინაში – თუ ომის შეწყდება, პუტინი ვეღარ მოატყუებს ხალხს, სამშობლოსთვის ვიბრძვით და ამიტომაც გვიჭირსო. გადამდგარი გენერლის აზრით, უკრაინელებმა დრონების ტექნიკაც დახვეწეს: უკვე …

Exit mobile version