„მე პიარს არ დავარქმევდი, მე დავარქმევდი აგენტურის მიერ მიღებული დავალების შესრულებას, რასაც შეეწირნენ ჩვენი გმირები, მათ შორის გიორგი ანწუხელიძე“- განაცხადა „ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული სხვა გმირების შესახებ 16 აპრილს, სატელევიზიო ინტერვიუში. რატომ ცდილობს გმირობის გაუფასურებას ირაკლი კობახიძე? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, ისტორიკოს …
Category Archives: მთავარი
პოლონეთმა დაასანქცირა 8 ქართველი სამართალდამცავი
პოლონეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა 8 ქართველ სამართალდამცავს, რომლებიც, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობაზე არიან პასუხისმგებელნი. „საქართველოში ოპოზიციის წინააღმდეგ გაძლიერებული რეპრესიების საპასუხოდ, პოლონეთმა რვა სამართალდამცავი პირის შემოსვლა აკრძალა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მომიტინგეების მიმართ ძალადობის გამოყენებაში“ – წერს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოში საზოგადოების …
Continue reading “პოლონეთმა დაასანქცირა 8 ქართველი სამართალდამცავი”
უკრაინის თავდაცვამ გაათავისუფლა 16 კვ. კილომეტრი პოკროვსკის მიმართულებით – სირსკი
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ალექსანდრე სირსკიმ დღეს, 17 აპრილს, განაცხადა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაათავისუფლეს დაახლოებით 16 კვ. კილომეტრი პოკროვსკის მიმართულებაზე. „მტერს არ შეუცვლია თავისი გეგმები – შეავიწროოს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებს მიღმა და ამ რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებამდე მიაღწიოს, თუმცა მტრის გეგმა განუხორციელებელი რჩება. ჩვენ ვაგრძელებთ თავდაცვით …
Continue reading “უკრაინის თავდაცვამ გაათავისუფლა 16 კვ. კილომეტრი პოკროვსკის მიმართულებით – სირსკი”
მედიაგარემო უარესდება და ჟურნალისტებისთვის საფრთხის შემცველია – ქარტია
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებულია ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში მედიაგარემოს უწყვეტი და სისტემური გაუარესებით. 17 აპრილს გამოქვეყნებულ მიმოხილვაში ქარტია აჯამებს ყველა იმ ბოლოდროინდელ შემთხვევას, რაც ამ უკუსვლას ადასტურებს და საერთაშორისო საზოგადოებას მედიისა და ჟურნალისტების უფლებების დასაცავად „ქართული ოცნების“ მიმართ წნეხის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. ქარტია მიუთითებს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები და დამოუკიდებელი …
Continue reading “მედიაგარემო უარესდება და ჟურნალისტებისთვის საფრთხის შემცველია – ქარტია”
რუსეთში თალიბანის საქმიანობა აკრძალული აღარ არის
რუსეთში თალიბანის საქმიანობა აკრძალული აღარ არის – გადაწყვეტილება დღეს, 17 აპრილს მიიღო რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ, პროკურორის ადმინისტრაციული სარჩელის პასუხად. მედიის ცნობით, საქმე დახურულ კარს მიღმა განიხილებოდა. თალიბანის ქვეყანაში მოქმედების ნებართვის მოთხოვნით რუსეთიდან გენერალურმა პროკურატურამ სარჩელი შეიტანა 31 მარტს უზენაეს სასამართლოში. თითქმის ერთი წლით ადრე, 2024 წლის მაისში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და იუსტიციის სამინისტრომ …
Continue reading “რუსეთში თალიბანის საქმიანობა აკრძალული აღარ არის”
პარაგრაფთან და დენდროპარკში ხე-ტყეზე ოზურგეთის მერია 40 ათასს დახარჯავს – საჩუქარი ივანიშვილისგან
ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე დიდთოვლობის დროს დაზიანებული ხეები ოზურგეთის მერიას უსასყიდლოდ გადასცეს, ოღონდ მერიამ თავად უნდა გაიტანოს ხეები და ტერიტორიაც უნდა გაწმინდოს. კომპანიები მერიას წერენ, რომ ხე-ტყე „სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის დახმარების მიზნით“ გადასცეს. შეკვეთილში იმ ნაკვეთებზე, სადაც ბიძინა ივანიშვილის რეზიდენცია, სასტუმრო „პარაგრაფი“ და დენდროლოგიური პარკია, ხეების მოჭრა-გატანა, ტყეკაფის გაწმენდა …
27 000 კგ ქათმის ხორცის სინჯებში სალმონელა აღმოჩნდა – ტვირთი საზღვრიდან უკან გააბრუნეს
შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, გერმანიიდან და ეგვიპტიდან შემოტანილი ქათმის გაყინული ხორცით და ტკბილი კარტოფილით (ბატატი) დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებები გააჩერეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, ფიზიკური შემოწმების/დათვალიერების დროს ტკბილი კარტოფილის 70% საკვებად უვარგისი აღმოჩნდა, რის გამოც ტვირთი გაანადგურეს. ამასთან, საბაჟო კონტროლის ფარგლებში, 27 000 კილოგრამი ქათმის გაყინული ხორციდან …
22 წლის ანრის მხარდაჭერა სჭირდება – „ჩემი ერთადერთი შვილის სიცოცხლე საფრთხეშია“
22 წლის ანრი მახარაძის ოჯახი დახმარებას ითხოვს – ანრის სასწრაფოდ სჭირდება თირკმლის გადანერგვა. ის ამჟამად სტამბოლში იმყოფება, სადაც გადაუდებელი ოპერაციის ჩატარებას ელოდება. „ის ჩემი ერთადერთი შვილია და ახლა მისი ცხოვრება დიდ საფრთხეშია. ანრი ამჟამად სტამბოლში იმყოფება მძიმე მდგომარეობაში. სამწუხაროდ, თურქეთში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ანრის სჭირდება არა მხოლოდ თირკმლის, არამედ შარდის ბუშტის გადანერგვაც, რაც პროცედურას …
Continue reading “22 წლის ანრის მხარდაჭერა სჭირდება – „ჩემი ერთადერთი შვილის სიცოცხლე საფრთხეშია“”
რუსეთში ტერორისტად გამოაცხადეს ქართველი მებრძოლი, რომელიც ზელენსკიმ დააჯილდოვა
რუსეთმა ტერორისტებისა და ექსტრემისტების რეესტრში დაამატა უკრაინაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქე რატი ბურდული. 2024 წელს ქართველი მებრძოლი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიმამაცისთვის III ხარისხის მედლით დააჯილდოვა. რუსული პროპაგანდისტული მედია tass-ი რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურ სამსახურის განცხადებას ციტირებს: „დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე რატი ბურდული, რომელსაც აქვს ნატოს მხარეს საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის გამოცდილება სხვადასხვა ცხელ წერტილში, უკრაინის ტერიტორიაზე …
Continue reading “რუსეთში ტერორისტად გამოაცხადეს ქართველი მებრძოლი, რომელიც ზელენსკიმ დააჯილდოვა”
ბათუმში აღდგომის დღესასწაულზე მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 20 და 21 აპრილს ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის მერია ავრცელებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ბათუმში უფასოა რელიგიური დღესასწაულების [აღდგომა, ბაირამი], ახალი წლის და ასევე, „ბათუმობის“ დღესასწაულებზე.
„ოცნება“ საჯარო სკოლებში ჩინური ენის სწავლებას აპირებს
„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის, ალექსანდრე წულაძის განცხადებით, საჯარო სკოლებში ჩინური ენის სწავლებას აპირებენ. მან ამის შესახებ 16 აპრილს, განათლების სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა. სამინისტროს ინფორმაციით, დამტკიცდება ჩინურის, როგორც მეორე ენის სტანდარტი და დაიწყება ჩინური ენის შემსწავლელი საგანმანათლებლო რესურსების განვითარება. „ჩვენი მიზანია შევქმნათ და დავამატოთ ჩინური ენის სტანდარტი იმ სკოლებში, სადაც მოთხოვნა იქნება ჩინური ენის სწავლებაზე. …
Continue reading “„ოცნება“ საჯარო სკოლებში ჩინური ენის სწავლებას აპირებს”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 აპრილი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 937 440 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 230] ტანკი – 10 654 ერთეული [+16] ჯავშანტექნიკა – 22 217 ერთეული [+54] საარტილერიო სისტემა – 26 442 ერთეული [+65] MLRS – 1 366 ერთეული [+2] …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 აპრილი”
ლარის საიუბილეო ფორუმის ჩატარებაში ეროვნული ბანკი 771 ათას ლარს დახარჯავს
საქართველოს ეროვნული ბანკი წელს ლარის 30 წლის იუბილეს აღნიშნავს, იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმის ორგანიზება-ჩატარებაში კი 771 ათას ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, „პირველად ლარი მიმოქცევაში 1995 წლის 25 სექტემბერს ჩაეშვა და იმავე წლის 2 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა“. „დაგეგმილია მასშტაბური ღონისძიებები, მათ შორის მაღალი დონის, საერთაშორისო ფორუმი [2025 წლის 29 …
Continue reading “ლარის საიუბილეო ფორუმის ჩატარებაში ეროვნული ბანკი 771 ათას ლარს დახარჯავს”
ჯანაშია უმაღლესში ქართულის სავალდებულო სწავლების ინიციატივაზე – „ეს არის პოპულიზმი“
„დარბაზებში ჩაკეტილი ხალხი გამოიგონებს რაღაც ახალ სამყაროს და იმ სამყაროში გამოგონილი პრობლემების მოგვარებას დაუთმობენ საზოგადოების ფინანსებს. რეალური პრობლემები კი გვრჩება მოუგვარებელი“ – ამბობს განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია ახალ ინიციატივაზე, რომ ყველა უნივერსიტეტში, ყველა ფაკულტეტზე სავალდებულო უნდა გახდეს ქართული ენის კურსის გავლა. 14 აპრილს „ქართული ოცნების“ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო წინადადებას უნივერსიტეტებში …
რაკეტა „ბარსი“ – რა არის ცნობილი ახალი უკრაინული იარაღის შესახებ
უკრაინამ შექმნა ახალი რაკეტა სახელწოდებით “ბარსი”. დიდი ხნის განმავლობაში ინფორმაცია ამ რაკეტის შესახებ საიდუმლოდ ინახებოდა. ახალი უკრაინული იარაღის შესახებ ინფორმაციას BBC-ის უკრაინული სამსახური ავრცელებს. “ბარსი” პირველად საჯაროდ ახსენა უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა. გერმან სმეტანინმა, რამდენიმე დღის წინ – 11 აპრილს. BBC-ის სამთავრობო წყაროების თანახმად, უკრაინული რაკეტა „ბარსი“ არ არის სახელმწიფო მწარმოებლის მიერ შემუშავებული იარაღი, ის …
Continue reading “რაკეტა „ბარსი“ – რა არის ცნობილი ახალი უკრაინული იარაღის შესახებ”
„ტვ 25“ იყიდება – ტელეარხი განცხადებას ავრცელებს
ადგილობრივი მედია „ტვ 25“ იყიდება. ამის შესახებ განცხადება ტელეარხის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, ფეისბუქზე. „ტვ25 -ის სპეციალური განცხადება! პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით “ტვ25”-ის 100%-იანი წილი იყიდება!“ – წერია განცხადებაში. საჯარო რეესტრის ბოლო მონაცემებით, „ტვ 25“ -ის წილებს ფლობენ გიორგი სურმანიძე [49%] და ჯემალ ვერძაძე [51%]. 2025 წლის 20 იანვარს არხმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ 2025 წლის …
Continue reading “„ტვ 25“ იყიდება – ტელეარხი განცხადებას ავრცელებს”
თემურ ქათამაძე სასამართლოს რამდენიმე საათით გათავისუფლებას სთხოვს ქორწინებისთვის
ბათუმის პროევროპული აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე სასამართლოსგან ითხოვს რამდენიმე საათით გათავისუფლებას რელიგიური ქორწინებისთვის. მისი თქმით, მიგრაციის დეპარტამენტმა ამ რიტუალის ცენტრში ჩატარების შესაძლებლობა არ მისცა. „5 წელია მყავს საცოლე ნონა კაკულია. ამიტომ, თურქეთში გაძევებამდე, ნონა კაკულიასთან რელიგიური წესით ქორწინების დიდი სურვილი მაქვს. ჩემი თურქეთში გაძევების შემდეგ, დიდი ალბათობით, აღნიშნულის შანსი აღარ გვექნება. სამწუხაროდ აღნიშნული რიტუალის მიგრაციის …
Continue reading “თემურ ქათამაძე სასამართლოს რამდენიმე საათით გათავისუფლებას სთხოვს ქორწინებისთვის”
ბათუმში გრძელდება აქციაზე დაჯარიმებულებისათვის თანხის შეგროვების კამპანია
ბათუმში გრძელდება საპროტესტო აქციებზე დაჯარიმებულებისათვის ჯარიმის თანხის შეგროვების კამპანია. ბათუმში საპროტესტო აქციების 36 მონაწილეა დაჯარიმებული. აქედან 4 ადამიანი 11-12 იანვრის ღამეს გამართულ საპროტესტო აქციაზე დააჯარიმეს, სხვები კი – „ზებრაზე გადასვლის საქმეზე“, 31 იანვარს. დაჯარიმებულთა უმრავლესობისთვის ჯარიმის დასაფარი თანხა სამოქალაქო აქტივისტების, ციალა ქათამიძისა და მალხაზ ჭკადუას ანგარიშებზე გროვდება. ციალა ქათამიძე „ბათუმელებთან“ აღნიშნავს, რომ 12 ადამიანი არ …
Continue reading “ბათუმში გრძელდება აქციაზე დაჯარიმებულებისათვის თანხის შეგროვების კამპანია”
„ციხე ვერასდროს დამატყვევებს, რადგან მე ვწყვეტ, ვიყო თავისუფალი“ – ზვიად ცეცხლაძის წერილი
ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ აქვეყნებს 19 წლის სინდისის პატიმრის, სტუდენტ ზვიად ცეცხლაძის წერილს ციხიდან. წერილში, რომელიც 2 აპრილით თარიღდება, ზვიად ცეცხლაძე საზოგადოებას მოუწოდებს 19 აპრილს, 19 საათზე, შევიკრიბოთ პარლამენტის წინ შეკრებისკენ. „ბათუმელები“ სრულად აქვეყნებს ზვიად ცეცხლაძის წერილს: „ოდესმე გიფიქრიათ, თუ როგორია ციხე? ოთხი კედელი, გისოსები და ბალანდა. სინამდვილეში პატიმრობა სულაც არ არის რთული. სინამდვილეში სხეული ყველაფერს …
მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ მიანიჭეს, გამოძიება არაეფექტურია – საია
მზია ამაღლობელს, არაერთი მიმართვის მიუხედავად, ამ დრომდე მინიჭებული არ აქვს დაზარალებულის სტატუსი – აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც სხვა ადვოკატებთან ერთად იცავს ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის უფლებებს. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხება 2025 წლის 12 იანვარს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსისა და ამავე სამმართველოს თანამშრომელთა მხრიდან …
კესარიას მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
დღეს, 16 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ 26 წლის ბექა ჯაიანს. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ბექა ჯაიანი დამნაშავედ ცნო ყველა ბრალდებაში, მათ შორის დამამძიმებელ გარემოებებში გენდერის ნიშნით და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში. კესარია აბრამიძე 2024 წლის 18 სექტემბერს თბილისში, დიდ დიღომში, საკუთარ სახლში მოკლეს. ბრალდებულმა კესარია აბრამიძეს ცივი …
Continue reading “კესარიას მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 აპრილი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 16 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 936 210 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 050] ტანკი – 10 638 ერთეული [+9] ჯავშანტექნიკა – 22 163 ერთეული [+13] საარტილერიო სისტემა – 26 377 ერთეული [+87] MLRS – 1 364 ერთეული [+0] …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 აპრილი”
„კანონები, რომლებიც ბოლოს შემოიღეს, ჩვენც აგენტებად გვაცხადებს“ – ემიგრანტი საბერძნეთიდან
„გაბრაზებული და გულნატკენი ვარ“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ხატია კირთაძე. ქართველი ემიგრანტი, რომელიც 16 წელია საბერძნეთში, ათენში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. ემიგრაციის მიუხედავად, ხატია არ წყვეტს სამშობლოსთან კავშირს და ცდილობს საქართველოს ევროპულ მომავალს მხარი უცხოეთიდანაც დაუჭიროს. 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, ხატია საარჩევნო უბნის კომისიის წევრიც გახდა და ხმის მიცემაც შეძლო. თუმცა, მიუხედავად იმისა, …
საზღვაო აკადემია 1,3 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს IMO-ს გენერალური მდივნის ვიზიტის გამო
ბათუმში, მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის [IMO] გენერალური მდივნის, არსენიო დომინგესის ვიზიტია დაგეგმილი. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია IMO-ს გენერალური მდივნის ვიზიტთან დაკავშირებული ღონისძიებების „უმაღლეს დონეზე ჩატარების“ მიზნით საკოფერენციო დარბაზისა და სამუშაო ოთახების რემონტს და აღჭურვას გეგმავს. საამისოდ საჭირო 1,3 მილიონი ლარის სამუშაოებს აკადემია ტენდერის გარეშე შეისყიდის. „ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებისთვის“ 1 366 …
ლიეტუვამ დაასანქცირა მზია ამაღლობელის უკანონო დაკავებაში მონაწილე 11 პოლიციელი
ლიეტუვამ დაასანქცირა ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის საქმეში მონაწილე 11 პოლიციელი. მათ შორის არიან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია და ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დგებუაძე. სანქცირებულნი არიან მზია ამაღლობელის საქმეში მონაწილე პოლიციელები, მათ შორის ისინი, ვინც ცრუ ჩვენება მისცეს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ და ხელი შეუწყვეს მის უკანონო დაკავებას. სიაში არიან: გრიგოლ ბესელია …
Continue reading “ლიეტუვამ დაასანქცირა მზია ამაღლობელის უკანონო დაკავებაში მონაწილე 11 პოლიციელი”
ავტომანქანა მოპედს დაეჯახა – ავარია ბათუმში
დღეს, 15 აპრილს, ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ავარია მოხდა, ერთმანეთს ავტომანქანა და მოპედი შეეჯახა. თვითმხილველის თქმით, დაშავდა მოპედის მძღოლი. ადგილზე იმყოფება პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი. შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით.
ბათუმში პროტესტის ადგილზე ტროტუარის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი მესამედ არ შედგა
ბათუმში ქალაქის მერია ტროტუარზე ფილებისა და ბორდიურების შეცვლას გეგმავს იმ ადგილზე, სადაც უკვე 139 დღე უწყვეტი პროევროპული საპროტესტო აქცია იმართება. სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი უკვე მესამედ დასრულდა უარყოფითი შედეგით, მორიგი ხელახალი ტენდერი კი მერიის სამმართველოს ჯერ არ გამოუცხადებია. ბათუმში პროევროპული საპროტესტო აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან 2024 წლის 28 ნოემბრიდან ყოველდღე იმართება. ტროტუარზე ფილებისა და ბორდიურების შეცვლაზე პირველ …
„ბათუმობის“ ჩატარებას მერია 3-4 მაისს გეგმავს – 108 ათასი ლარი ორგანიზებისთვის
ბათუმის მერია 3 და 4 მაისს „ბათუმობა 2025“-ის ჩატარებას გეგმავს. ღონისძიების ორგანიზებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 141 ათას 225 ლარია გათვალისწინებული. ამ დროისთვის უცნობია ვინ მიიღებს მონაწილეობას და ასევე, უცნობია ინფორმაცია ჰონორარების შესახებ. ღონისძიება წელსაც ძველ ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარედ უნდა ჩატარდეს. ბათუმის კულტურის ცენტრმა ღონისძიების ორგანიზებაზე ორი ტენდერი გამოაცხადა: ერთი ტენდერი 103 050 ლარით – დაგეგმილია …
Continue reading “„ბათუმობის“ ჩატარებას მერია 3-4 მაისს გეგმავს – 108 ათასი ლარი ორგანიზებისთვის”
ბათუმელ მედროშეს საემიგრაციო პატიმრობის ვადა 6 თვემდე ვადით გაუხანგრძლივეს
ბათუმელ მედროშეს, თემურ ქათამაძეს (გაფფარ ილმაზი) საემიგრაციო პატიმრობის ვადა 6 თვემდე გაუხანგრძლივეს. თემურ ქათამაძე ბათუმში, საპროტესტო აქციაზე 11 იანვარს დააკავეს და ის დღემდე შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფება პატიმრობაში. თუმცა სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ ქათამაძე კიდევ დარჩება პატიმრობაში. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადა გახანგრძლივდეს დამატებით, დაკავების საფუძვლის აღმოფხვრამდე, ან …
Continue reading “ბათუმელ მედროშეს საემიგრაციო პატიმრობის ვადა 6 თვემდე ვადით გაუხანგრძლივეს”
დუგინი საქართველოს ახალ მაკროსახელმწიფოში „ეპატიჟება“, ასევე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს
რუსეთი საქართველოს უნდა დაუახლოვდეს და აღადგინოს მასთან ურთიერთობა, თანაც ეს უნდა გაკეთდეს, „რაც შეიძლება მაღალი სიჩქარით“ – ამბობს დუგინი. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი პოსტსაბჭოთა სივრცეში ახალი მაკროსახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე ალაპარაკდა და ამ საკითხში განსაკუთრებულ როლს საქართველოს ანიჭებს. ამავდროულად, პროპაგანდისტს მიაჩნია, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის ახლა კარგი პირობები შეიქმნა. დუგინმა ამის …
4 ბავშვი დაიღუპა ბათუმში სახიფათო ინფრასტრუქტურის გამო ბოლო 2 თვეში – მოუწესრიგებელი ხალვაშის გამზირი
მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, ცუდად დაპროექტებული გზები და უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფა ქალაქებს ბავშვებისთვის სახიფათო ადგილად აქცევს. ურბანული გარემოს უსაფრთხოების საკითხი ბათუმში, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. მხოლოდ ბოლო ორ თვეში, ბათუმში სახიფათო ინფრასტრუქტურის გამო სამი ბავშვი დაიღუპა. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა ბარცხანაში მოხდა, 8 აპრილს – მატარებელი 13 წლის დათუნას დაეჯახა, რომელიც სკოლიდან სახლში …
Amnesty International-ი იწყებს კამპანიას მზია ამაღლობელის საქმეზე
საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია, Amnesty International-ი, იწყებს კამპანიას მზია ამაღლობელის საქმეში სამართლიანობის მოთხოვნით. იმის გათვალისწინებით, რომ 11 იანვრის ღამეს, როდესაც მზია ამაღლობელი დააკავეს, არაერთი კადრია გადაღებული და გავრცელებული, სადაც ჩანს, როგორ არღვევს პოლიცია, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ჩათვლით, დემონსტრანტების უფლებებს, დაკავებული და გასამართლებული კი მხოლოდ მზია ამაღლობელია სილის გაწვნის გამო, ორგანიზაცია ავრცელებს წერილს კოკა კაციტაძის, …
Continue reading “Amnesty International-ი იწყებს კამპანიას მზია ამაღლობელის საქმეზე”
აპრილის თოვლი ხულოში – ფოტოამბავი
15 აპრილს, ხულოს სოფლებში დილიდან თოვს. ადგილობრივების თქმით, თოვლის საფარის სიმაღლე დაახლოებით 15 სანტიმეტრია. ფოტოები გადაღებულია სოფელ ქვედა თხილვანასა და ბეღლეთში.
ბათუმში ხვალიდან გამოიდარებს – ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 აპრილის 21 საათიდან 16 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – დროგამოშვებით წვიმა, დღისით კი – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: …
Continue reading “ბათუმში ხვალიდან გამოიდარებს – ამინდის პროგნოზი”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 აპრილი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 15 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 935 160 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 180] ტანკი – 10 629 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 22 150 ერთეული [+20] საარტილერიო სისტემა – 26 290 ერთეული [+68] MLRS – 1 364 ერთეული [+2] …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 აპრილი”
„ახალი ერეკლე მეფეები ისევ მუხლებზე დაჩოქილები შეეხვეწებიან დედა რუსეთს“ – სიმონიანი საქართველოზე
„ახლა დედა რუსეთი იბრუნებს თავისას… დროა ყველა სახლში დაბრუნდეს, დროა ჩვენთან მეგობრობის. მე თქვენ გარწმუნებთ, თუ რამე სრულიად გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ღმერთის დახმარებით წელს დამთავრდება ეს კონფლიქტი, რომელიც ახლა ხდება და ჩვენ კიდევ ვნახავთ, ახალი ერეკლე მეფეები, ისევ მუხლებზე დაჩოქილები, როგორ შეეხვეწებიან დედა რუსეთს, რომ დააბრუნონ ისინი სახლში“, – თქვა კრემლის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა, პროპაგანდისტი …