მთავარი,სიახლეები

უბანს, რომელიც ხშირად იტბორება, მერია სავარაუდოდ 2018 წლიდან მიხედავს

17.08.2016
უბანს, რომელიც ხშირად იტბორება, მერია სავარაუდოდ 2018 წლიდან მიხედავს

იგეგმება თუ არა შარაბიძეების დასახლებაში აკაკი შანიძის პირველი ჩიხის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება? –  ბათუმის მერის  წარმომადგენლის თანაშემწის, ზვიად ჭელიძის თქმით, ამ დროისთვის მხოლოდ მოხრეშვა-მოშანდაგებითი სამუშაოების ჩატარებაა დაგეგმილი. მისივე განმარტებით, კაპიტალური სამუშაოები აქ მოგვიანებით დაიწყება: „ველოდებით ქალაქის განაშენიანების მეოთხე ფაზას. 2017 წლის ბოლოსთვის დაიწყება დაპროექტება და 2018 წლისთვის სავარაუდოდ დაიწყება ეს მეოთხე ეტაპიც“.

აკაკი შანიძის პირველ ჩიხში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ სანიაღვრე სისტემის არარსებობის გამო ყოველი გაწვიმების დროს იტბორება უბანი და არავინ ყურადღებას არ აქცევს. „ჯერ გვითხრეს, რომ 2014 წელს გაკეთდება და აღარ დაიტბორებაო, ეხლა გვეუბნებიან, რომ 2017 წელს იქნებაო, როდემდე უნდა ვიყოთ ასე დაპირების  მოლოდინში? სკოლის დროს ბავშვებსაც უჭირთ წვიმიან ამინდში სასწავლებელში მისვლა,“ – ამბობს იამზე მჟავანაძე.

აქ მცხოვრები მალხაზ ირემაძე ამბობს, რომ „სკოლის ეზოსაც არ გააჩნია სანიაღვრე სისტემა და წვიმის დროს წყალი გუბდება,  შემდეგ სკოლის ეზოდან გადმოდის აქეთ და ტბორავს სახლების პირველ სართულებს“.

კითხვაზე, თუ რატომ მოხდა 2014 წლის სავარაუდო პროექტის 2017 წელში გადატანა, პასუხი ბათუმის მერიაში ვერ მივიღეთ.

აკაკი შანიძის პირველი ჩიხი, ბათუმი / 14.08.2016 / როინ გუნდაძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.