გონიოელები მომავალი ორშაბათიდან მასობრივ საპროტესტო აქციებს და მთავარი მაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ, თუკი ბათუმის საკრებულო მათი მიწების ჩამორთმევის გახმაურებულ საკითხს ისევ არ განიხილავს. გონიოში მცხოვრებმა ადამიანებმა დღეს ბათუმის საკრებულოსთან საპროტესტო აქცია იმიტომ გამართეს, რომ იანვარში მიწერილ ოფიციალურ, კოლექტიურ წერილზე პასუხი ვერ მიიღეს. გონიოელებს ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე ლევან კინწურაშვილი და …
Category Archives: მთავარი
რესტორანი „BK“: „ბათუმის წყლის“ დირექტორმა სასურველი მაგიდის ვერშეთავაზების გამო წყალი ჩაგვიკეტა“
ბათუმის წყლის დირექტორს ალეკო მიქელაძეს რესტორანმა „ BK“-მ ბათუმში სასურველი მაგიდა ვერ შესთავაზა. ის რესტორნიდან გაბრაზებული წავიდა. რამდენიმე წუთში კი რესტორანს წყლის მიწოდება შეუწყვიტეს – რესტორანმა ორგანიზაციის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა. რესტორნის პერსონალის ინფორმაციით, გასულ შაბათს, საღამოს „ბათუმის წყლის“ დირეტორი ალეკო მიქელაძე რესტორან „bk“-ში მეგობრებთან ერთად მივიდა. მას რესტორანში სასურველი მაგიდა არ დახვდა თავისუფალი, რის გამოც უკმაყოფილება გამოხატა. …
ციალა ქათამიძე აჭარაში სახალხო დამცველის წარმომადგენლად დაინიშნა
სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს პირველი მარტიდან ახალი უფროსი ეყოლება და ის 29 წლის იურისტი ციალა ქათამიძე იქნება. ციალა ქათამიძე ჯერჯერობით სამთვიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნება. ციალა ქათამიძე მანამდე არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალის“ აღმასრულებელი დირექტორი იყო. ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ეკომიგრანტების პრობლემატიკაზე მუშაობა იყო. ციალა ქათამიძე კონკურსის წესით იქნა შერჩეული, რომელიც სახალხო დამცველის ოფისმა სულ …
Continue reading “ციალა ქათამიძე აჭარაში სახალხო დამცველის წარმომადგენლად დაინიშნა”
სტუდენტური თვითმმართველობის ფინანსური პოლიტიკა
წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა ბიუჯეტის გაზრდას და 190 997 ლარის დახარჯვას აპირებს. ყველაზე მეტი თანხის, 23 ათასი ლარის დახარჯვას თვითმმართველობა საახალწლო, კურსდამთავრებულთა გაცილებისა და პირველკურსელთა დასახვედრი წვეულებებისთვის გეგმავს. სპორტული გუნდების სამი მწვრთნელის ხელფასისთვის 18 000 ლარია გათვალისწინებული, ანსამბლ „ტბეთისთვის“ კოსტიუმებისა და აქსესუარების შესაძენად – 12 230 ლარი, სტუდენტური თეატრისთვის – 4 …
Continue reading “სტუდენტური თვითმმართველობის ფინანსური პოლიტიკა”
სახლი სკოლაში კვირაში ხუთი დღე
აქ დღე 07:30 საათზე, დილის ვარჯიშით იწყება. მთელი დღე დაგეგმილია და ხანგრძლივი ზარის ხმაც ამ დღის დაწყებაზე მიანიშნებს. ასე ცხოვრობს 220 ბავშვი კვირაში ხუთი დღე და მიუხედავად იმისა, რომ მშობლებთან ერთად არ არიან, ეს ის ადგილია, სადაც, მათი თქმით, თავს სახლში გრძნობენ. ავტობუსის გაჩერების წინ ფართო და მაღალი ჭიშკარია. დიდი ასოებით წარწერა გვამცნობს, რომ აქ …
რეისი: ბათუმი – კირნათი
თამთა კახაბერიძე ინგლისურის გაკვეთილი საღამოს შვიდის ნახევარზე მიმთავრდება. 2-3 წუთში გამოვდივარ ნატო მასწავლებლის სახლის სადარბაზოდან. აი, ამ წამიდან იწყება ჩემი და ჩემი სოფლის ავტობუსის შეჯიბრი, რომელიც ზუსტად იმ დროს გამოდის ქალაქის მეორე ბოლოს მდებარე ავტოსადგურიდან, როცა მე ინგლისურის გაკვეთილს ვამთავრებ. ჩვენი მარშრუტის გადაკვეთის ადგილამდე აუცილებლად უნდა მივასწრო, თუ სახლში დაბრუნება მინდა, რადგან ეს ბოლო ავტობუსია, …
ძველი ბათუმის ახალი სიმაღლე – როცა მერია გასაჯაროვების შიშით მოქმედებს
ბათუმის ძველ უბანში რამდენიმე შენობას ნახავთ, რომელთა სიმაღლეც დასაშვებზე მეტია. რეგულაცია მარტივია: 2013 წლიდან „ძველ ბათუმში“ მოქმედებს ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, არც ერთი შენობა 15 მეტრზე მეტი არ უნდა იყოს. მაგალითად, კომპანია „ჩემპიონი-2“-მა კანონდარღვევით შენობაზე სართულის დაშენება ისე დაასრულა, რომ მერიას რეაგირება არ ჰქონია. კომპანიებმა, რომლებმაც შენობები სიმაღლეში გაზარდეს, ზედამხედველობის სამსახურისგან გაფრთხილება ერთდროულად გასულ …
Continue reading “ძველი ბათუმის ახალი სიმაღლე – როცა მერია გასაჯაროვების შიშით მოქმედებს”
დეკორატიული ფილების დაგება ბულვარში [ვიდეო]
ნინოშვილის ქუჩის გასწვრივ ცენტრალური ბულვარის შესასვლელიდან უნივერსიტეტამდე არსებულ ალეაში მოზაიკის ნაცვლად ახალი ბეტონის დეკორატიულ ფილებს აგებენ. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბულვარში სარეაბილიტაციო სამუშაოები მარტის თვეში დასრულდება.
ახალი ინვესტორი სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარედ
კომპანია „ვესტინვესტი“ სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარედ სასტუმროს ტიპის აპარტამენტების, საკონფერენციო დარბაზისა და სპორტულ-გასართობი ობიექტების აშენებას გეგმავს. ამ მიზნით ბათუმის საკრებულომ რუსთაველის # 51-ში მდებარე 3508 კვ/მ მიწის ნაკვეთი განსაკარგავად აჭარის მთავრობას გასული წლის დეკემბერში გადასცა, თუმცა აჭარის მთავრობას კომპანიასთან ჯერ ხელშეკრულება არ გაუფორმებია. პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, რომელიც მერიამ საკრებულოს სხდომაზე გამოიტანა, 2016 წლის 22 იანვარს …
Continue reading “ახალი ინვესტორი სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარედ”
თევზაობა აჭარისწყალზე – რა უნდა ვიცოდეთ
რა აკრძალვები მოქმედებს მდინარე აჭარისწყალზე თევზაობისას, როდის ჯარიმდებიან და რა უნდა გაითვალისწინონ მეთევზეებმა? „ბათუმელები“ ამ თემაზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსს, მაია ჩხობაძეს ესაუბრა. ქალბატონო მაია, რა შეზღუდვა მოქმედებს მდინარე აჭარის წყალზე თევზაობისას? აჭარისწყალი საორაგულე და საზუთხე მდინერეების ჩამონათვალში შედის. ამ ტიპის მდინარეებზე კი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი …
“ტელეარხ 25”-ის ვებგვერდი გატეხეს
„ეგ საიტი იმიტომ გავტეხეთ, რომ თქვენ გაიგოთ ამ საიტზე არის დაშვებული შეცდომა, მაგრამ ასეთ საიტს ჯერ ბევრს გავტეხავთ. მალე ყველა გაიგებს ჩვენს შესაძლებლობებს. by elmar & h1d3“ – ეს ტექსტი ჯერ კიდევ დევს „ტელეარხ 25“-ის ვებგვერდზე. არხის მფლობელი და გენერალური დირექტორი გია სურმანიძე ამბობს, რომ დღეს არხის ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა. გია სურმანიძე: „დილით რომ …
„მადლიანი მაცივარი“ ბათუმში პირველი მარტიდან დაიდგმება
პირველი მარტიდან ბათუმში მოქალაქეებს ე.წ. მადლიანი მაცივრით [„სოციალური მაცივარი”] სარგებლობის საშუალება ექნებათ. მაცივარი ფარნავაზ მეფის 138-ში, ერთ-ერთი მაღაზიის წინ განთავსდება. „მოლოდინი მაქვს, რომ მოქალაქეების სოციალური პასუხისმგებლობა გაიზრდება და მარტო აქ კი არ დატოვებენ საკვებს, არამედ სხვა მისამართებზეც გაჩნდება სოციალური მაცივარი. “ – ამბობს ბათუმში სოციალური მაცივრის დადგმის ინიციატორი ნინო ბიაძე, კერძო სტუდია „მონ პარნასის“ მენეჯერი. …
Continue reading “„მადლიანი მაცივარი“ ბათუმში პირველი მარტიდან დაიდგმება”
„შემოსავლების სამსახურის“ პასუხი მუსლიმი სასულიერო პირის სავარაუდო დისკრიმინაციაზე
ჭელას მეჩეთის წინამძღვრის, ჯამბულ აბულაძის სავარაუდო დისკრიმინაციის შესახებ შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელებს“ წერილობით აცნობა. უწყებას “ბათუმელები” სარფის საბაჟოს ვიდეოჩანაწერს სთხოვდა, სადაც ასახული იქნებოდა ჯამბულ აბულაძის მიერ საზღვრის გადაკვეთა. შემოსავლების სამსახურმა ვიდეოჩანაწერის მოწოდებაზე უარი იმ მიზეზით თქვა, რომ რედაქციას ჯამბულ აბულაძის წერილობითი თანხმობა არ წარუდგენია. ამავე წერილში შემოსავლების სამსახური აღნიშნავს: „ამასთან, საგულისხმოა, რომ თქვენ მიერ მოთხოვნილი ვიდეოჩანაწერები …
მუსლიმი სასულიერო პირების სავარაუდო დისკრიმინაცია სარფის საბაჟოზე
„საქართველოში თუ მუსლიმანი ხარ, ესე იგი, არაფერს ნიშნავ“, – ეს განცდა სოფელ ჭელას მეჩეთის წინამძღვარს – ჯამბულ აბულაძეს მას შემდეგ გაუჩნდა, როცა თურქეთიდან დაბრუნებულს სარფის საბაჟოზე 2 ყურანისა და 4 ლოცვანის შემოტანის გამო პრობლემები შეუქმნეს. ჯამბული ამბობს, რომ საბაჟოზე არაფორმალური დაკითხვა მოუწყვეს, შეურაცხყვეს და საათობით ლოდინით დაღლილს არც კი უთხრეს, რა უნდოდათ მისგან. პროტესტი სოციალურ …
Continue reading “მუსლიმი სასულიერო პირების სავარაუდო დისკრიმინაცია სარფის საბაჟოზე”
რით ეხმარება ენერგოომბუდსმენი მომხმარებლებს
„ენერგეტიკის სექტორში… კონკურენცია არ არსებობს. მომხმარებლებს ურთიერთობა უწევთ ისეთი სახის კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, რომლებიც ბაზარზე ერთადერთია. საზოგადოებრივი დამცველის დახმარების გარეშე მომხმარებელთა ინტერესების დაცვა მათივე ძალებით, დამოუკიდებლად, თითქმის შეუძლებელია,“ – აღნიშნულია ენერგოსექტორში საქართველოს საზოგადოებრივი დამცველის [ენერგოომბუდსმენის] 2014 წლის ანგარიშში. სწორედ ამ წლიდან ფუნქციონირებს ენერგოომბუდსმენის წარმომადგენლობა ბათუმში, სახალხო დამცველის ოფისში. „ბათუმელები“ ოფისის ხელმძღვანელს, ბექა სიორდიას ესაუბრა …
Continue reading “რით ეხმარება ენერგოომბუდსმენი მომხმარებლებს”
ისევ შეუსრულებელი ვალდებულებები და „ანბანის კოშკი“
„ანბანის კოშკთან“ დაკავშირებული ვალდებულებები ინვესტორმა ვერ შეასრულა. შენობა, რომელშიც ბიუჯეტიდან 60 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა, ისევ უფუნქციოდაა. გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კომპანიის წილები გადანაწილდება და ახალი პარტნიორი რუსული ინვესტიციით შემოვა, კომპანიაში არ ადასტურებენ, თუმცა ადასტურებენ იმას, რომ ახალი კადრი გამოჩნდება მართვის მენეჯმეტში, რომელიც რუსი ტურისტების მოზიდვაზე იმუშავებს. „ის ახალგაზრდა ბათუმელი ბიჭია, რომელიც რუსეთში მოღვაწეობდა და აქვს …
Continue reading “ისევ შეუსრულებელი ვალდებულებები და „ანბანის კოშკი“”
გელა წულაძის კომენტარი ქანდაკებაზე, რომელსაც გეიწყვილი უწოდეს
„აჭარის მამულიშვილთა კავშირი“ ბათუმის ბულვარიდან მხატვარ გელა წულაძის ერთ-ერთი ნამუშევრის აღებას ითხოვს. მათი განცხადებით, ქანდაკება ჰომოსექსუალ წყვილს ასახავს. ქანდაკების ავტორის, გელა წულაძის განცხადებით, კონცეფციაში მსგავსი არაფერია ჩადებული. „უილიამ შექსპირი წაიკითხონ და მერე მიხვდებიან რა კონცეფციაა ეს. საერთოდ მაგ სერიას ჰქვია „ვარიაციები სიყვარულზე“. ფეხზე რომ დგას, ეგ არის გოგო, დაჩოქილი გოგო მე არ მინახავს ან დაჩოქილი …
Continue reading “გელა წულაძის კომენტარი ქანდაკებაზე, რომელსაც გეიწყვილი უწოდეს”
“ბოდიში და ეს ცისფერების ქანდაკებას გავს” – ბათუმის ბულვარის დირექტორის მოადგილე
„აჭარის მამულიშვილთა კავშირი“ ბათუმის ბულვარში მდებარე სკულპტურის აღებას მოითხოვს. ამის შესახებ დღეს „აჭარის მამულიშვილთა კავშირმა“ ბრიფინგი გამართა ბათუმში და ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა: „ბათუმში, ნოდარ დუმბაძის ქუჩის გასწვრივ რომ არის აღმართული მამათმავლების ძეგლი, იმის აღება მოვითხოვეთ. ეს არის მამათმავლების ძეგლი, ჩვენმა ცნობილმა მხატვრებმა და მოქადაკეებმა, როგორც ექსპერტებმა, ეს წერილობით დაადასტურეს, ამიტომ მოვითხოვეთ მისი აღება. შემიძლია წერილობით …
Continue reading ““ბოდიში და ეს ცისფერების ქანდაკებას გავს” – ბათუმის ბულვარის დირექტორის მოადგილე”
ტყიბულელი მუშების მხარდასაჭერი აქცია ბათუმში [ფოტო]
დღეს, 26 თებერვალს 13 საათზე ბათუმში, ევროპის მოედანზე ტყიბულელი მუშების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციას სტუდენტები, არასამთავრობო სექტორისა და პროფკავშირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აქციის ორგანიზატორი სტუდენტი ედიშერ მჟავანაძეა. მისი თქმით, აქციის მიზანია სოლიდარობა გამოუცხდადოს ყველა იმ ადამიანს ვინც თავისი შესრულებული სამუშაოს ექვივალენტურ ანაზღაურებას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვს. „მივმართავთ მესამე სექტორს, უფრო აქტიურად ჩაერთოს შრომითი უფლებების გაუმჯობესებაში და მთავარი …
Continue reading “ტყიბულელი მუშების მხარდასაჭერი აქცია ბათუმში [ფოტო]”
დელფინარიუმს ანტიდისკრიმინაციული კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ
ბათუმის საქალაქო სასამართლო „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სარჩელის განხილვას იწყებს. ორგანიზაცია ბათუმის დელფინარიუმს დისკრიმინაციულ მიდგომაში სდებს ბრალს. დელფინარიუმში დელფინებთან ინტერაქტივის ფასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის 10 ლარით უფრო ძვირია, ვიდრე სხვებისთვის. „მიგვაჩნია, რომ ასეთი მიდგომა არის დისკრიმინაციული და იგი არღვევს ანტიდისკრიმინაციულ კანონს. არ არსებობს არავითარი გონივრული დასაბუთება, თუ რატომ უნდა იყოს დელფინებთან ურთიერთობა შშმ პირებისთვის განსხვავებული …
Continue reading “დელფინარიუმს ანტიდისკრიმინაციული კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ”
„ოცნების“ აქტივისტები საარჩევნო კომისიებში თანამდებობებზე
ისინი, ვინც წინა არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობდნენ, მომავალ არჩევნებს ცესკოს წარმომადგენლის სტატუსით ჩაატარებენ. ისინი ცესკომ ოლქებში გამოცხადებულ ვაკანსიებზე კონკურსის წესით შეარჩია და ამა თუ იმ ოლქის საარჩევნო მოხელის სტატუსი ხუთი წლის ვადით ანდო. მომავალ საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებს ბათუმში საოლქო-საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარე ჩაატარებს. ციალა შავაძე ბათუმის #79 საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრად ცენტრალურმა საარჩევნო …
Continue reading “„ოცნების“ აქტივისტები საარჩევნო კომისიებში თანამდებობებზე”
როგორია გერმანული საგანმანათლებლო მოდელი
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 16 თებერვალს ბიზნესასოციაციებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მთავრობა გეგმავს განათლების სისტემაში გერმანული მოდელის გადმოტანას, რომელიც ორიენტირებულია პროფესიული განათლების განვითარებაზე. არის თუ არა პრემიერის განცხადება წინასაარჩევნო და რა სჭირდება ქვეყანას ამ მოდელზე გადასასვლელად? თემაზე „ბათუმელებთან“ განათლების ექსპერტმა სიმონ ჯანაშიამ ისაუბრა. ბატონო სიმონ, იქნებ განმარტოთ რა მოდელზეა საუბარი და რამდენად არის საქართველო ამ მოდელზე გადასასვლელად …
ბათუმის საკრებულომ „ჭაჭის კოშკის“ ტერიტორიასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა გადადო
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროს მიმართვის განხილვა, „ჭაჭის კოშკის“ მიმდებარე ტერიტორიის განვითარების კონცეფიის შესყიდვის საკითხზე, ბათუმის საკრებულომ გადადო. ბათუმის საკრებულომ ეს საკითხი ხვალინდელი, 26 თებერვლის სხდომის დღის წესრიგიდან ამოიღო. გადაწყვეტილებას „ჭაჭის კოშკის“ მიმდებარე ტერიტორიის ათვისებაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო საინვესტიციო ინტერესების გაზრდით ასაბუთებს. თუმცა, წერილში, რომლითაც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ ბათუმის მერიას, …
გამხდარი და არა მშიერი
როგორ უნდა ვიკვებოთ სწორად და თვეში რამდენი კილოგრამის კლება მიიჩნევა ნორმად – ამ და კვების სწორ რეჟიმთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე „ბათუმელებთან” ენდოკრინოლოგმა, მედიცინის დოქტორმა, ბათუმის ენდოკრინოლოგიური ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა ინგა აბესაძემ ისაუბრა. ის ბათუმის ენდოკრინოლოგიურ ცენტრში „სიმსუქნის სკოლას” ხელმძღვანელობს. ქალბატონო ინგა, როგორია თქვენი მეთოდი, რას ასწავლით „სიმსუქნის სკოლაში“? სიმსუქნე არის ქრონიკული, დაავადება, რომელსაც სჭირდება მუდმივი …
მთავრობის გეგმები „ჭაჭის კოშკის“ მიმდებარედ და „თავისუფალი დემოკრატების“ გაფრთხილება
თუ მთავრობა ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარედ რეკრეაციული ზონის განვითარებისთვის ერთიანი კონცეფციის შესყიდვაზე ბათუმის საკრებულოს თანხმობას მიიღებს, მომავალში შეიძლება ერთიანი განვითარების მოტივით ეს ქონება საკუთრებაშიც მოითხოვოს – ასეთი ეჭვი ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა გამოთქვა წერილში, რომელიც ბათუმის საკრებულოს ამ ქონების გადაცემასთან დაკავშირებულ განკარგულების პროექტთან ერთად გადაუგზავნა. მერი მართალი აღმოჩნდა. მთავრობას უკვე აქვს გეგმები იმასთან დაკავშირებით, თუ …
ვინ მიიღებს ნერგებს აჭარაში
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მრავალწლოვანი კულტურის ბაღების გასაშენებლად წელს მილიონ 613 085 ლარს დახარჯავს. მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოსგან 80% თანადაფინანსებით თხილის, კაკლის, მანდარინისა და ლურჯი მოცვის ნერგებს მხოლოდ იმ ფერმერებს დაურიგებენ, რომლებსაც მიწის საკუთრების დამადასტურებელი ცნობა მოეპოვებათ. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო „მრავალწლოვანი კულტურების ფერმერთა და მეწარმეთა უზრუნველყოფის~ მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ბაღების გასაშენებლად ფერმერებს წელს თხილის, …
სასჯელი 4 წლის შვილის ცემისთვის
შვილზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით ბათუმის საქალაქო სასამართლომ ზურა მ.-ს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ის 4 წლის გოჩა მ.-ს მამაა. ბავშვს ქობულეთის საავადმყოფოს ექიმმა დაუდგინა: სისხლჩაქცევები ორივე ბარძაყზე, სახეზე, ყურებსა და საფეთქლებთან. ის ერთი წლის და 4 თვის იყო, როცა დედა გარდაეცვალა. თუკი სასამართლო მამას შვილის ცემის ფაქტს დაუდასტურებს, მას 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება. როგორც სოციალური …
ტყიბულში გაფიცული მაღაროელების მხარდასაჭერად ბათუმში აქცია გაიმართება
ბათუმში, ევროპის მოედანზე, 26 თებერვალს, 13:00 საათზე, ტყიბულში გაფიცული მაღაროელების სოლიდარობის აქცია გაიმართება. ტყიბულში მაღაროელები უკვე მეთორმეტე დღეა გაფიცულები არიან. ისინი გაუსაძლისი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ხელფასების მომატებას და მაღალი თანამდებობის პირების ჩართულობას მოითხოვენ. როგორც მაღაროელები ამბობენ, მათ “საქნახშირის” ადმინისტრაციას ზემოაღნიშნული მოთხოვნებით ჯერ კიდევ დეკემბრის შუა რიცხვებში მიმართეს, თუმცა მათგან დამაკმაყოფილებელი პასუხის ვერმიღების გამო, გაფიცვა გადაწყვიტეს. …
Continue reading “ტყიბულში გაფიცული მაღაროელების მხარდასაჭერად ბათუმში აქცია გაიმართება”
ჩქაროსნული მატარებლების მიმოსვლა ბათუმიდან დროებით შეჩერებულია
„საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, „2016 წლის 25 თებერვლის 06:00 სთ-დან 26 თებერვლის 05:59 სთ-მდე მსვლელობიდან იხსნება ჩქარი ელექტრომატარებლები თბილისი-ბათუმი-თბილისი №852/851 და №858/857, აგრეთვე საგარეუბნო მატარებელი ბათუმი-ქუთაისი-ბათუმი№683/684, რაც საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებას უკავშირდება [სუფსა-ურეკის გადასარბენზე არსებულ ლითონის ხიდზე მალის ნაშენის შეცვლის სამონტაჟო სამუშაოები]. 25 თებერვალს თბილისის, ქუთაისი I-სა და ოზურგეთის მიმართულებაზე მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ქუთაისი-ოზურგეთის №12/11 და …
Continue reading “ჩქაროსნული მატარებლების მიმოსვლა ბათუმიდან დროებით შეჩერებულია”
ხელვაჩაურში ქალის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლოში არ გამოცხადდა
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს დღეს სასამართლო სხდომის გადადება ბრალდებულის გამოუცხადებლობის გამო მოუწია. ხელვაჩაურში ქალის მკვლელობაში ბრალდებულ მ.მ-ს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 20 წლით პატიმრობა, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელოდება. „სურვილი არ მაქვს დავესწრო სასამართლო სხდომას“, – ეს ამონარიდი ბრალდებულის წერილიდან მოსამართლემ წაიკითხა, რომელმაც ხაზი გაუსვა იმას, რომ ბრალდებული კონკრეტულად 24 თებერვლის სხდომის …
Continue reading “ხელვაჩაურში ქალის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლოში არ გამოცხადდა”
1 დღეში 1 ლარად გასხვისებული მიწა ციხისძირში სახელმწიფომ 1 დღეში დაიბრუნა – გამოძიება გრძელდება
საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მდებარე 90 605 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთები სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნდა. თუმცა, ამ ქონებასთან დაკავშირებით, 2011 წლის აგვისტოდან, 2016 წლის თებერვლამდე არავის მიუმართავს. აღსანიშნავია ისიც, რომ ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიას ერთთვიანი ვადა აქვს – მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შესაბამისი დოკუმენტაციით და ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენა მოითხოვოს. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირიდან, …
ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილმა უფროსმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ასლან აბაშიძის და მისი თანაგუნდელების წინააღმდეგ საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. დღეს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილი უფროსის – დავით ხალვაშის, იგივე „ქელფეთას“ ჩვენება მოისმინა. დავით ხალვაში 2004 წლიდან 2014 წლის 22 აპრილამდე იძებნებოდა. ამჟამად იგი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და გამოძალვის გამო იხდის სასჯელს. „ისე ვიმუშავე, ერთი შემთხვევითი გასროლა არ ყოფილა“, „მე …
Continue reading “ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილმა უფროსმა სასამართლოს ჩვენება მისცა”
მამაკაცს კასტრაცია ჩაუტარეს
აჭარის ერთ-ერთ სოფელში მამაკაცს კასტრაცია ჩაუტარეს. მას სისხლდენა სოფლის ექიმმა შეუჩერა, ხოლო შემდეგ ბათუმში გადმოიყვანეს ერთ-ერთ საავადმყოფოში. მამაკაცი ამ დროისთვისაც საავადმყოფოში იმყოფება. კასტრაციის ჩატარების მონაწილე პირების შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები არსებობს, ერთ-ერთი ვერსიით მამაკაცზე ოჯახის წევრებმა იძალადეს. შს სამინისტროს პრესცენტრში აცხადებენ, რომ მსგავსი შემთხვევის შესახებ შეტყობინება უწყებაში არ შესულა.
ბათუმში ქუჩის გათხრის დროს თლილი ქვები აღმოაჩინეს [ფოტო]
დღეს, 24 თებერვალს, ბათუმში, ლუკა ასათიანისა და კლდიაშვილის ქუჩების კვეთაში, სადაც „სოკარი“ სამუშაოებს ახორციელებს, მუშებმა მიწაში თლილი ქვები აღმოაჩინეს. ადგილზე იმყოფებოდა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ბიძინა აფხაზავა. მისი თქმით, ქვების ნაწილი იატაკისაა, ნაწილი კედლის, თუმცა როდის მოხდა ისინი იქ, ჯერ გაურკვეველია. „ეს ქვები შესაძლოა რომელიმე დანგრეული შენობის იყოს, ან კიდევ შეიძლება იყოს რელიგიური …
Continue reading “ბათუმში ქუჩის გათხრის დროს თლილი ქვები აღმოაჩინეს [ფოტო]”
მედეა ვასაძე: ფრაქციის შექმნით ოპოზიციურ ძალთა ბალანსს ვაძლიერებთ
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი მედეა ვასაძე „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსულ დეპუტატებთან, ასმათ დიასამიძესა და მურმან ბერიძესთან ერთად ფრაქციას შექმნის. მედეა ვასაძის თქმით, მისი მისამართით კრიტიკა ყოფილ „ნაციონალებთან“ თანამშრომლობის შესახებ, უსამართლოა, რადგან, მისივე თქმით, „ქართული ოცნება პრაქტიკულად ათქვეფილია ნაციონალურ მოძრაობაში.“ „რაც შეეხება მოტივაციას, რომლითაც პირადად ვიხელმძღვანელე. მე არ ვიცი რას ნიშნავს, სიმბოლურად [ასმათ დიასამიძემ „ბათუმელებთან“ …
Continue reading “მედეა ვასაძე: ფრაქციის შექმნით ოპოზიციურ ძალთა ბალანსს ვაძლიერებთ”
ახალი ფრაქციის შექმნა უმაღლესი საბჭოს ხარჯებს მინიმუმ 108 ათასი ლარით გაზრდის
ახალი ფრაქციის შექმნა უმაღლესი საბჭოს ხარჯებს წლიურად მინიმუმ 108 ათასი ლარით გაზრდის. მხოლოდ ფრაქციის აპარატისთვის ყოველთვიურად 9 ათასი ლარი იხარჯება. ამ ხარჯებს ემატება ავტომანქანა (რა მანქანას გამოუყოფენ ახალ ფრაქციას, ან შეიძენენ, ჯერ უცნობია). ფრაქციას ასევე ყოველთვიურად 400 ლიტრ საწვავს გამოუყოფენ. ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი თვეში 3700 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) იქნება, რომელიც განსხვავებულია საბჭოს რიგითი წევრის …
Continue reading “ახალი ფრაქციის შექმნა უმაღლესი საბჭოს ხარჯებს მინიმუმ 108 ათასი ლარით გაზრდის”