მთავარი,სიახლეები

ბათუმელი სტუდენტის ფოტოპროექტი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ

18.08.2016
ბათუმელი სტუდენტის ფოტოპროექტი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ

სოციალურ ქსელ ფეისბუქში, ბათუმელი სტუდენტი, ედო მჟავანაძე ფოტოპროექტით ეხმაურება 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტს.

„არა ინდივიდუალურად, რომელიმე პოლიციელი არამედ თავად ეს სისტემაა დამნაშავე, ამ და სხვა უამრევი ადამიანის ცხოვრების დანგრევაში. მე არც ვეწევი, არც ვსვამ, მაგრამ მშვენივრად მესმის, რომ ქართული ნარკოპოლიტიკა არაადექვატურად მკაცრია. დღეს უკვე ყველამ ვიცით რომ მარიხუანას მომხამრებლისა თუ გარშემომყოფთათვის ბევრად ნაკლები ზიანი მოაქვს, ვიდრე ალკოჰოლს. ამ პირობებში ასეთი მკაცრი დევნა არააქედვატურია. გარდა ამისა ეს არის დასჯაზე დამყარებული პოლიტიკა და არასდროს იქნება შედეგის მომტანი“, – ამბობს ფოტოგრაფი ბათუმიდან.

დემურ სტურუა

ფოტო: ედო მჟავანაძე

ფოტოპროექტი სიმბოლურად 22 ფოტოს მოიცავს. პროექტის მონაწილეებს, ხელში აქვთ ქაღალდი, წარწერით: „დედა დარჩი მარტო მაგრამ რა ვქნა?!“. ამ სიტყვებით მთავრდებოდა დემურ სტურუას გამოსამშვიდობებელი წერილი.

ედო მჟავანაძის თქმით, მისი გზავნილი საზოგადოებისადმი არის მეტი თანაგრძნობა და იმის გაზიარება, რომ ამ სისტემამ, ხისტმა და ზედმეტად მკაცრმა მიდგომებმა, შეიძლება ნებისმიერი ადამიანი მიიყვანოს ზღვრამდე, რომლის წინაშეც დემურ სტურუა აღმოჩნდა.

13995588_10206138427773671_2594158220446332689_o

ფოტო: ედო მჟავანაძე

8 აგვისტოს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში, 22 წლის დემურ სტურუამ, სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან ზეწოლის გამო თავი ჩამოიხრჩო.

ამავე თემას გამოეხმაურება “თეთრი ხმაურის მოძრაობა”, რომელიც  შაბათს, 20 აგვისტოს, დემურ სტურუას თვითმკვლელობისა და ნარკოპოლიტიკის გასაპროტესტებლად სამტრედიის პოლიციის შენობასთან აქციას გამართავს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: