რით დაისჯება „ნაციონალური მოძრაობა“, თუკი ამომრჩევლის მოსყიდვა დადგინდება

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე დარეგისტრირდა განსახილველად განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. განცხადებით ცესკოს უწყებათშორისმა კომისიამ მიმართა და იგი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ წინასაარჩევნო პროგრამას „სოციალურ სახლებს“ ეხება. ამ პროგრამის ფარგლებში პარტიის ერთ-ერთი წევრი – ლევან ვარშალომიძე მოსახლეობასთან ხელშეკრულებებს დებს. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე “ნაციონალური მოძრაობის” სახელით მოქალაქეებს საცხოვრებელ სახლებს უსასყიდლოდ პირდება. გუშინ, 19 ივლისს “საერთასორისო გამჭვირვალობა საქართველომ” …

წერილი ბათუმის ციხიდან: „უსაფრთხოების საკანი“, როგორც დასჯის მეთოდი

სამი პატიმარი ბათუმის ციხიდან სამედიცინო მომსახურების ხარისხს აპროტესტებს და მთავარი ექიმის, ინგა სურმანიძის მოპყრობას ღირსების შელახვად აფასებს. წერილში პატიმრები კონკრეტულ შემთხვევას ასახელებენ, როცა მსჯავრდებული რეგისტრირებულია, როგორც საოპერაციო და ამ დროს მას ე.წ. ანტივანდალურ საკანში ათავსებენ: „დღეს, 14 ივლისს, ეს პატიმარი ექიმის, ინგა სურმანიძის გულგრილი დამოკიდებულებიდან გამომდინარე არის მოთავსებული „უსაფრთხოების საკანში“… მისი ქცევა და მიდგომა თითოეული …

რა უთხრეს ლევან ვარშალომიძეს „ოცნების ქალაქში“ [ვიდეო]

ხმაურით შეხვდა „ოცნების ქალაქი“ ლევან ვარშალომიძეს, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აპირებს კენჭისყრას. მოსახლეობის ნაწილმა მასთან გასაუბრებაზე უარი თქვა, ნაწილმა კი აჭარის მთავრობის ყოფილ ლიდერს შეუსრულებელი დაპირებები შეახსენა და აგრესიულად მოუწოდა, დაეტოვებინა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ტერიტორია. ლევან ვარშალომიძე დღეს, 20 ივლისს, ე.წ. ოცნების ქალაქში წინასაარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული „სოციალური სახლების“ პროგრამის შესაბამისად, ხელშეკრულებების გაფორმებას …

შიმშილობის 34-ე დღეს გიორგი პაპიძე სასამართლომ გაათავისუფლა

„მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობა არ შეიძლება იყოს აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის საფუძველი, მე ვაკმაყოფილებ ადვოკატის შუამდგომლობას. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს გიორგი პაპიძე პატიმრობიდან“, – მოსამართლე გიორგი გრატიაშვილის ამ გადაწყვეტილებას ბრალდებულის ახლობლებმა ტაში დაუკრეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ყველაზე დიდი დარბაზი დღეს სავსე იყო. ვიდრე მოსამართლე წინასწარ პატიმრობას 10 ათასლარიანი გირაოთი შეუცვლიდა გიორგი პაპიძეს, ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ თხოვნით მიმართა სასამართლოს: …

„პატრიოტთა ალიანსი“ ბათუმში 15-მა წევრმა დატოვა

დღეს, 20 ივლისს, ბათუმში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა პარტიის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთეს. „პარტიაში მოხდა მუხანათური საქციელი, რის გამოც ჩვენ დღეს აღმოვჩნდოთ პარტიის გარეთ, ხოლო ის ადამინები ვის გამოც დავტოვეთ პარტია, პარტიის ცენტრალურ თანამდებობზე არიან“- განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილმა წევრმა მანუჩარ აბაშიძემ. ის კონკრეტულ პირებს, თუ ვის გამო დატოვა 15-მა წევრმა პარტია, არ ასახელებს. …

„ევროპული დონის“ საპირფარეშოები ქალაქის სკვერებში

ბათუმის ცენტრში მდებარე ექვს საზოგადოებრივ სკვერში საპირფარეშო მოეწყობა. ქალაქის მთავრობის გადაწყვეტილება გააპროტესტეს აბაშიძისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაში, ე.წ. „ბლაგოევგრადის სკვერთან“  მცხოვრებლებმა. მერია აქციის მონაწილეებს საპირფარეშოს მისამართის შეცვლას დაჰპირდა. სხვა სკვერებთან მცხოვრებლებს საპირფარეშოების აშენების შესახებ ჯერ ინფორმაცია არ აქვთ. საპირფარეშოებს ბათუმის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სკვერებში ინდივიდუალური მეწარმე თამილა თოფურიძე ააშენებს. ის მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონის ერთადერთი …

ბათუმში, დილის 4 საათისთვის, რამდენიმე ადამიანი დაჭრეს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში, 20 ივლისს, დილის 4 საათზე რამდენიმე ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ ბარში მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, სამი დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, ერთი კი მსუბუქადაა დაჭრილი. საქმეს პოლიციის ბათუმის საქალაქო განყოფილება იძიებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაჭრილია სამი ადამიანი, სავარაუდოდ ბლაგვი საგნით; დაკავებული ამ დროისთვის არავინაა და მომხდარზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის …

მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ი.ა.-ს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საუბარია მიმდინარე წლის 17 ივლისს თხილნარის ერთ-ერთ რესტორანში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრაზე, რომლის მდგომარეობაც ამ დრომდე მძიმეა. ბრალდებული, ვისაც დღეს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, პოლიციამ მეორე დღესვე დააკავა. დღეს, 19 ივლისს პოლიციაში სხვა ახალგაზრდა გამოცხადდა, ვინც თქვა, რომ დანაშაული მან ჩაიდინა და თავად უნდა …

რას ეტყვის „ოცნების ქალაქი“ ზურაბ პატარაძეს

ყოფილი 53–ე ბატალიონის ტერიტორიაზე ე.წ. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებნი აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მისვლას ელოდებიან. „ოცნების ქალაქში“ ამბობენ, რომ მთავრობის ახალი თავმჯდომარისთვის ბევრი რამ აქვთ სათქმელი, თუმცა მოსახლეობის აზრი აქ ორად იყოფა, მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ახალი კადრის მოსვლამ „ოცნების ქალაქში“ ზოგს იმედი გაუჩინა, ზოგი კი მიიჩნევს, რომ ამით არაფერი შეიცვლება. თამარ კოკობინაძე „ოცნების ქალაქში“ …

“გამჭვირვალობა”: ლევან ვარშალომიძის საარჩევნო კამპანია ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” განცხადებას ავრცელებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ვარშალომიძის წინასაარჩევნო აქტივობასთან დაკავშირებით, რომელიც, ორგანიზაციის აზრით, ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს. ლევან ვარშალომიძე ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს აფორმებს მეჯინისწყლის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებთან. ხელშეკრულების თანახმად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის რეგიონული ორგანიზაცია იღებს ვალდებულებას, რომ ბათუმში მრავალბინიან სახლებს ააშენებს და უსასყიდლოდ გადასცემს დასახლებაში მცხოვრებ პირებს. ამის განხორციელებას „ნაციონალური …

„მზე ჩავიდა ბატონებო!“

„მზე ჩავიდა ბატონებო!“ – ასე ეწოდება სპექტაკლს, რომელიც 18 ივლისს, ბათუმის თეატრალურ სარდაფში ნახა მაყურებელმა. სპექტაკლი ანტონ ჩეხოვის პიესის, „ალუბლის ბაღის“ ადაპტირებული ვერსიაა. აქ ალუბლის ბაღი უკვე გაყიდულია და პერსონაჟები ჩაკეტილ სივრცეში იმყოფებიან, საიდანაც მუდმივად ცდილობენ გაღწევას, მაგრამ არსად აქვთ წასასვლელი. ბაღი განადგურდა, იგი აღარ არსებობს და დარჩა მხოლოდ მოგონებები და განცდები. პერსონაჟებს მუდმივად სტანჯავთ …

გადაუდებელი დახმარების განყოფილება ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალმა გადაუდებელი დახმარების სახელმწიფო ლიცენზია მიიღო. წესრიგი, ტექნიკურად ევროსტანდარტების დონეზე აღჭურვილი განყოფილება და პროფესიონალი ექიმები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მზად არიან პაციენტებს გადაუდებელი დახმარება გაუწიონ – ეს ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაა, სადაც ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებაზე ზრუნავენ. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში იდეალური წესრიგია. პაციენტებს აქ მათი ჩივილების მიხედვით ათავსებენ პალატებში, …

რამდენი ქუჩა ატარებს ქალის სახელს ბათუმში

ბათუმში 220-ზე მეტი ქუჩაა, მათგან 163 ქუჩა საქართველოს ან კონკრეტულად აჭარის ისტორიაში მნიშვნელოვანი წვლილის მქონე მამაკაცების სახელობისაა, ქალი მოღვაწეების სახელს კი მხოლოდ 9 ქუჩა ატარებს. თუ ქუჩების დასახელებებით ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ აჭარის ან მთლიანად საქართველოს ისტორიიდან, საზოგადოებამ მხოლოდ 9 ღვაწლმოსილი ქალი გამოარჩია. გენდერული დისბალანსი ქუჩების სახელდებისას მხოლოდ ბათუმის პრობლემა არ არის. გენდერის კვლევების სპეციალისტი, ეთუნა …

20 წლის ევროპის ჩემპიონი აჭარიდან – „ყველაზე დიდი მიზანი ოლიმპიური ოქროა“

ახლახან რუმინეთში, ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოსა და აჭარის ნაკრების წევრმა, 20 წლის რამაზ ზოიძემ 66 კგ. წონით კატეგორიაში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამავე ჩემპიონატზე პირველი ადგილი აიღო საქართველოს ნაკრებმაც – ჯამში 62 ქულა და 12 ქულით აჯობეს მეორე ადგილზე გასულ რუსეთის ნაკრებს. რამაზ, როგორ ემზადებოდით ჩემპიონატისთვის და ელოდით თუ არა …

ბრალდებული, ვის გასამართლებასაც ხალხი ლინჩის წესით ითხოვდა

ორი კვირის წინ პოლიციამ გურიაში დააკავა დიმიტრი გ. მას ბრალი მცირეწლოვანზე განხორციელებულ მუქარაში ედება. იმავე დიმიტრი გ.-ს ქობულეთის მოსახლეობის ნაწილი პედოფილიაში ადანაშაულებს. მის საცხოვრებელ სახლთან მაისში ქობულეთელებმა რამდენჯერმე გამართეს საპროტესტო აქცია და ბრალდებულის ლინჩის წესით გასამართლება მოითხოვეს. აქციის მონაწილეებმა და ბავშვის დედამ მაშინ ჟურნალისტებს უთხრეს, რომ 61 წლის დიმიტრი გ.-მ 12 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირის …

პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემაში ბრალდებულის საქმე

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს მ.მ.-ს საქმეს. მას გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას ედავება. სასტუმრო ჯორჯიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს, ხოლო ბრალდებულს რამდენიმე წლის წინ პირობითი მსჯავრი ჰქონდა შეფარდებული იგივე ბრალის გამო. „ბრალი უსაფუძვლოა, რადგან სასტუმრო, რომელსაც გამოძიების ვერსიით პროსტიტუციის მიზნით გამოიყენებენ, საერთოდ არ ეკუთვნის ბრალდებულს“, – ამბობს ადვოკატი ჯემალ კიკნაძე. მისი განმარტებით, მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, ბრალი შესაძლოა წარდგენილი …

კაზინოს ყოფილი თანამშრომლის საქმე სასამართლოში

პეტრო განჯა სასამართლოში კაზინო „რედისონ ივერიას“ ედავება. ის სამსახურში აღდგენას და განაცდური ხელფასის სრულ ანაზღაურებას მოითხოვს. მასთან კაზინოს ადმინისტრაციას ხელშეკრულება 2019 წლამდე ჰქონდა გაფორმებული, თუმცა იგი მიმდინარე წლის თებერვალში შეწყდა. ადმინისტრაციის განმარტებით, პეტრო განჯა გათავისუფლებამდე ერთი კვირის განმავლობაში უმიზეზოდ არ გამოცხადდა სამსახურში. პეტრო განჯას თქმით კი, კაზინოს ადმინისტრაციამ მას 27 იანვარს უთხრა, რომ სამსახურში აღარ …

„არშემდგარი გადატრიალება თურქეთში ქემალიზმის დამარცხებაა“

15 ივლისს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა არ შედგა. ბოლო მონაცემებით ამბოხს 265 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ათასობით ადამიანი ხელისუფლებამ დააპატიმრა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ პროცესები აშშ-ში მცხოვრები მწერლის, ყოფილი იმამის, ფეტულა გულენის მიერ იმართებოდა. მეზობელ სახელმწიფოში განვითარებულ მოვლენებს „ბათუმელებთან“ შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი,  ისტორიკოსი ემზარ კახიძე აფასებს. ბატონო ემზარ, პირველ რიგში, რა …

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ელექტრონულ ავტობუსებზე: ეს არის მხოლოდ სურვილი

„ბათუმის ავტოტრანსპორტის “ დირექტორის ინფორმაციით, ბათუმში ელექტროავტობუსების შემოყვანის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. „ჩვენ გვქონდა წინადადება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, რომ  გაგვეკეთებინა ერთი საცდელი ხაზი ელეტრონული ავტობუსების,  დანარჩენი კი,  ევრო 5 დიზელის სტანდარტზე მომუშავე ავტობუსები  შეგვეძინა. დასკვნები, რაც ბანკისგან მივიღეთ, არის კონფიდენციალური და  ვერ გავასაჯაროვებთ მანამ, სანამ ოფიციალური თანხმობა არ გვექნება“ -გვეუბნება „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორი პაატა …

სლოვაკი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა ბათუმში

„პოზა სიარული წინ და უკან“ – გამოფენა ამ სახელწოდებით ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში მიმდინარეობს. ოთხი სლოვაკი ხელოვანის: გინტა ვეისერმენის, იზაბელ ვენცელის, MML Studio-ს და ლუსია ნიმცოვას ნამუშევრები შემოქმედებითმა ჯგუფმა „ფლოატმა“ ჩამოიტანა ბათუმში. გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტოები და ვიდეო ინსტალაციები, რომელიც სხვადასხვა სოციალურ დონეზე მყოფი ადამიანის მდგომარეობას ასახავს. როგორც თანამედროვე ხელოვნების სივრცის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ლაშა ფალავანდიშვილი …

„თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატები პარლამენტში

„თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატები საქართველოს პარლამენტში ნუგზარ ვარშანიძე და ნინო ბერაძე იქნებიან. მესამე კანდიდატი პარტიას ჯერ არ დაუსახელებია. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, კობა ჩხეიძე, რომელიც „ბათუმელების“ ინფორმაციით, სიის პირველი ნომერი და ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება აჭარის უმაღლეს საბჭოში აცხადებს, რომ, საარჩევნო სუბიექტების პრეზენტაცია უახლოეს დღეებში ექნებათ და ყველა კანდიდატის ვინაობა მაშინ გახდება ცნობილი. „ჯერ-ჯერობით საქართველოს პარლამენტში …

სოფიო კახაძე უსკოს მდივნად აირჩიეს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მდივანი 8 ხმით სოფიო კახაძე გახდა. იგი უსკო-ს წევრად, უმაღლესმა საბჭომ, 2016 წლის 5 ივლისს აირჩია. უმაღლესი საარჩევნო კომისიის მდივნის თანამდებობაზე კიდევ ერთი კანდიდატი იყო წარდგენილი. რამაზ გოლომანიძემ 5 ხმა მიიღო. მდივნის ასარჩევად მინიმუმ 7 წევრის მხარდაჭერა იყო საჭირო. „საარჩევნო კომისია სრულფასოვან მუშაობას მაშინ შეძლებს, როცა არჩეული იქნება მდივანიც და თავმჯდომარის …

პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის საქმეზე ექსპერტი დაიკითხა

სასტუმრო „ლეო გრანდთან” დაკავებული ირაკლი ჯაშის და ირაკლი ბჟალავას საქმეზე დღეს შსს-ს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა, ლევან ფუტკარაძემ სასამართლოს ჩვენება მისცა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სამივე პოლიციელს აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები და სხეულის მსუბუქი დაზიანებები. ირაკლი ჯაში და ირაკლი ბჟალავა მიმდინარე წლის 16 აპრილს დააკავეს სასტუმრო „ლეო გრანდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. რამდენიმე დღეში ადვოკატებმა სასტუმროს სათვალთვალო კამერის ჩანაწერი …

შაჰინის სკოლის კურსდამთავრებულები თურქეთის კონსულის განცხადებაზე

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, 16 ივლისს, თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში, იასინ თემიზქანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ „ბათუმში შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან“ [იგულისხმება ბათუმში მდებარე კერძო სკოლა-ლიცეუმი „მეგობრობა“]. განცხადებას სოციალურ ქსელებში მალევე მოჰყვა სკოლის მასწავლებლების, კურსდამთავრებულების, მოსწავლეებისა და მშობლების რეაქცია. „ბათუმელები“, განცხადების შეფასებისთვის დაუკავშირდა სკოლა-ლიცეუმ „მეგობრობას“ რამდენიმე კურსდამთავრებულს. სახელი, გვარი, ასაკი: ასლან ართმელაძე, 23 წლის.  …

აჭარის ახალი მთავრობა უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა

დღეს 18 ივლისს, აჭარის უმაღლესმა საბჭომ ახალი მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა. უმაღლესმა საბჭომ კენჭი უყარა  ზურაბ პატარაძის მიერ წარდგენილ მინისტრობის კანდიდატებს: ნუგზარ სურმანიძე, გიორგი თავამაიშვილი [ყოფილი მინისტრები], რამაზ ბოლქვაძე და ლაშა კომახიძე.  პოსტი ვერ შეინარჩუნა  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა დავით ბალაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ. ფინანსთა და ეკონომიკის ახალ მინისტრად, ყოფილი მინისტრის მოადგილე, …

11 ხმით მერაბ ხალვაში ბსუ-ს რექტორად აირჩიეს

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს. უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ერთხმად, 11 ხმით, რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში რექტორად აირჩია. რექტორის არჩევნები, ფაქტობრივად ერთი კანდიდატით ჩატარდა, რადგან რექტორობის მეორე კანდიდატმა, ანთაზ ქიქავამ საკუთარი კანდიდატურა კენჭისყრის დაწყებამდე მოხსნა. კითხვაზე, ჰქონდა თუ არა 11-ივე ხმის მიღების მოლოდინი, მერაბ ხალვაშმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ანთაზ ქიქავამ კანდიდატურა …

მის ლორენ ჰილი ბათუმში – ჯაზ-ფესტივალის მესამე დღე [ვიდეო]

17 ივლისს, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში, შავი ზღვის რიგით მე-10 ჯაზ ფესტივალის ფარგლებში, ამერიკელი მომღერლის, კომპოზიტორის, რეპერისა და პროდიუსერის  – მის ლორენ ჰილის კონცერტი ჩატარდა. მუსიკოსი შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზე 17 კაციანი ბენდით წარსდგა და კონცერტი სიმღერით – Conformed To Love-ით გახსნა. ლორენ ჰილი 90-იანებში გახდა ცნობილი, რამდენიმე გრემის მფლობელი ჯგუფის Fugees-ის ვოკალისტის სახელით. მისი მუსიკა რეპს, …

აუდიტი აჭარის ფინანსთა სამინისტროში არსებულ დარღვევებზე

აჭარის უმაღლეს საბჭოს, რომელმაც დიდი ალბათობით, აჭარის ახალი მთავრობა უნდა დაამტკიცოს, „ძველი“ მთავრობისგან გასული წლის ბიუჯეტის შესრულების  ანგარიში არ მოუსმენია. ბიუჯეტის კონტროლზე, ქონების განკარგვასა თუ ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაზე, უმთავრესად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროა პასუხისმგებელი. სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით კი, სამინისტრო ქონებასაც არაეფექტურად განკარგავს, ბიზნესთან დამოკიდებულებაში ხშირად ორმაგ სტანდარტს ავლენს და საკუთარ ბიუჯეტსაც არასათანადოდ …

ხელვაჩაურში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ხელვაჩაურში, სოფელ თხილნარში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევა 17 ივლისს ღამით მოხდა – შელაპარაკებისა და შემდეგ ჩხუბის დროს, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მეორეს დანით მუცლის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა. დაზარალებული, 28 წლის მამაკაცი, კლინიკა „მედინაშია“ გადაყვანილი და ჩვენი ინფორმაციით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მამაკაცის დაჭრაში სავარაუდო ბრალდებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით,  დაკავებული …

აჭარის ტელევიზიამ თურქეთის კონსულის ინტერვიუს სრული ვერსია გამოაქვეყნა

ბათუმში თურქეთის კონსულის იასინ თემიზქანის ინტერვიუ შაჰინის სკოლასთან დაკავშირებით იყო არასწორი ინტერპერაცია – ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ ბათუმში მდებარე თურქეთის საკონსულოდან მიაწოდეს. მედიის ცნობით, კონსულმა განაცხადა, რომ ბათუმში მდებარე შაჰინის სკოლა-ლიცეუმი ტერორისტულ ორგანიზაციასთანაა კავშირში. კონსულის ინტერვიუ აჭარაში ორმა ტელევიზიამ: „ტელეარხ 25“-მა და „აჭარის ტელევიზიამ“ გაავრცელა. კონსულის ბრალდების საპასუხოდ იასინ თემიზქანის ინტერვიუს სრული ვერსია გამოაქვეყნა დღეს აჭარის …

თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს საქართველოში ისევ არ უშვებენ

თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს თურქეთის მხარე საქართველოში ამ დრომდე არ უშვებს. ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლა თურქეთის მხარემ შეზღუდა და როდემდე გაგრძელდება ეს შეზღუდვა, ჯერჯერობით, უცნობია. აღნიშნული ზომები 15-16 ივლისს, თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობას უკავშირდებოდა. გადატრიალების მცდელობა თურქეთის ხელისუფლებამ აღკვეთა.

ანთაზ ქიქავამ რექტორის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

18 ივლისს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში მიმდინარე რექტორის არჩევნებზე რექტორობის კანდიდატმა ანთაზ ქიქავამ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მან აკადემიური საბჭოს სხდომა ჟურნალისტებთან კომენტარის გარეშე დატოვა. ამჟამად აკადემიური საბჭო რექტორობის მეორე კანდიდატის, მერაბ ხალვაშის სამოქმედო გეგმას ისმენს. მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება კენჭისყრის პროცედურა. რექტორის არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობდა, რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში და ამავე უნივერსიტეტის გეოგრაფიის …

ბათუმის უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რექტორის არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობს, რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში და ამავე უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ანთაზ ქიქავა. მერაბ ხალვაში რექტორის მოვალეობას 2015 წლის 8 აპრილიდან ასრულებს.  შარშან დაგეგმილი რექტორის არჩევნები ჩაიშალა. მაშინ არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა, ერთ-ერთი ანთაზ ქიქავა იყო. მაშინდელმა ვერცერთმა კანდიდატმა საკმარისი ხმები ვერ დააგროვეს. …

განათლების მინისტრი მოსწავლეებზე: სწავლა რომ უნდოდეთ, YouTube-ზე ნახავდნენ ცდებს და ისწავლიდნენ

„პრობლემა არის, მაგრამ უფრო მოსწავლეების და რატომ. მე ვსწავლობდი საბჭოთა სკოლაში, იქ იყო ლაბორატორია, მაგრამ გვეუბნებოდნენ: „არ შეხვიდეთ, ხელი არ ახლოთო“. ლაბორატორია ვერ მოვა და ბავშვს ვერ ასწავლის, ბავშვს ასწავლის მასწავლებელი და იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს უნდა სწავლა. ბავშვებს სწავლა რომ უნდოდეთ, YouTube-ზე ნახავდნენ ცდებს და იქ ისწავლიდნენ. ბავშვს თუ არ უნდა სწავლა, პედაგოგობა რთულია“ …

ზურაბ პატარაძე: რექტორის არჩევნებზე ზეწოლა გამორიცხულია

ხვალ, 18 ივლისს, ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფი უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები გაიმართება. არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობს: მერაბ ხალვაში და ანთაზ ქიქავა. აჭარის მთავრობის ახალმა თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ უპასუხა „ბათუმელების“ შეკითხვას, ლობირებს თუ არა მთავრობა რომელიმე კანდიდატს: „უნივერსიტეტი არის თავისუფალი, რა თქმა უნდა. ყველანაირი ზეწოლა გამორიცხულია, მივესალმებით უნივერსიტეტის გადაწყვეტილებას, ჩვენ აბსოლუტურად არ ვერევით ამ პროცესში,“ – განაცხადა …

მაილს დევისის ელექტრონული პერიოდის მუსიკა – ჯაზფესტივალის მეორე დღე ბათუმში

16 ივლისს, შავი ზღვის  რიგით მე-10 ჯაზ ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში მაილს ელექტრიკ ბენდის (MILES ELECTRIC BAND) კონცერტი გაიმართა. 11 მუსიკოსისგან დაკომპლექტებულიმა ბენდმა  მაილს დევისის დისშვილის, მუსიკოსი ვინს უილბერნის ხელმძღვანელობით, მაილს დევისის „ელექტრონული პერიოდის“ მუსიკა დაუკრა.   ბენდის შემადგელობაში შედიან არიან გრემის ორი ნომინანტი – ჯონ ბიზლი და რობერტ ირვინგ III (John Beasley and Robert Irving …

Exit mobile version