„ზოოპარკის დანიშნულება არ არის ცხოველთა დატყვევება, ზოოპარკი ახდენს ცხოველთა მოვლა-პატრონობას და იმ ცხოველთა გადარჩენას უწყობს ხელს, რომელებსაც გადაშენების საფრთხე ემუქრება. ბათუმის ზოოკუთხე ცდილობს ამ გზაზე იაროს, ჩვენ რამდენჯერმე მოგვიყვანეს უდედოდ დარჩენილი რამდენიმე დღის ნუკრი, რომელიც აღვზარდეთ, მოვაძლიერეთ და ველურ ბუნებაში დავაბრუნეთ. ასევე ვაპირებთ ხალებიანი ირმების ბოტანიკურ ბარში გადაყვანას, რათა თავი უფრო თავისუფლად იგრძნონ და ასევე, …
Category Archives: მთავარი
ბათუმში ახალი პოლიტიკური პარტია დააფუძნეს
25 ივლისს ბათუმში ახალი პოლიტიკური პარტია „ემსახურე საქართველოს“ დაფუძნდა . პარტიის დამფუძნებლები არიან საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მედეა ვასაძე და ნუგზარ კეკელიძე, ამირან ცეცხლაძე და შალვა ჯინჭარაძე. როგორც პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მედეა ვასაძემ უთხრა „ბათუმელებს“, პარტიის ოფიციალურად დასარეგისტრირებლად იუსტიციის სამინისტროს განცხადებით ხვალ, 27 ივლისს მიმართავენ. „როგორც კი წარვადგენთ სადამფუძნებლო დოკუმენტებს რეგისტრაციისთვის, …
Continue reading “ბათუმში ახალი პოლიტიკური პარტია დააფუძნეს”
დავით ბალაძე აჭარაში საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მრჩეველი იქნება
დავით ბალაძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩევლად დაინიშნა. ინფორმაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში დაგვიდასტურეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, ყოფილი მინისტრი მრჩევლად მხოლოდ აჭარის რეგიონზე იმუშავებს, თუმცა უცნობია, სად იქნება მისი სამუშაო ადგილი და რა იქნება მისი მოვალეობა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ახალი შტატი შექმნა დავით ბალაძისთვის. აქამდე მინისტრის მრჩეველი, …
Continue reading “დავით ბალაძე აჭარაში საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მრჩეველი იქნება”
უნივერსიტეტებს შორის მობილობის პროცესი იწყება
27 ივლისს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის მობილობის პროცესი იწყება. ერთი უნივერსიტეტიდან სხვა უნივერსიტეტში გადასვლის მსურველი სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ საიტზე www.students.eqe.ge. უნივერსიტეტების მიერ გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულებით ჩატარდება. მისაღებ ბარიერს თავად უნივერსიტეტები აწესებენ. დღეს, დღის ბოლომდე დაზუსტდება ვაკანტური ადგილების რაოდენობა. რეგისტრაცია იწარმოებს 27 ივლისიდან 18 აგვისტომდე.
ბათუმში წინასაარჩევნოდ მედიაცენტრი გაიხსნა
დღეს, 26 ივლისს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მედიაცენტრი გაიხსნა. მედიაცენტრში მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაჟორიტარობის კანდიდატებსა და პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობა ექნებათ წინასაარჩევნო პერიოდში მოაწყონ დისკუსიები და გაავრცელონ ინფორმაცია. ასევე დაგეგმილია მედიაბრიფინგების ორგანიზება, კანდიდატებს შორის წინასაარჩევნო დებატების მოწყობა/ჩატარება, ჟურნალისტებისთვის არჩევნებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება და არჩევნების დღეს არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების …
Continue reading “ბათუმში წინასაარჩევნოდ მედიაცენტრი გაიხსნა”
“დემოკრატიის ინსტიტუტი” ხელვაჩაურში ეკომიგრანტი ოჯახების შემსწავლელი კომისიის მუშაობას აფასებს
„დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულ და თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახების შემსწავლელი კომისიის მუშაობის პროცესის შეფასება და რეკომენდაციები გამოაქვეყნა. კომისია მარტში შეიქმნა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლის პროგრამისათვის, თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ეკომიგრანტები უნდა შეარჩიოს. „დემოკრატიის ინსტიტუტის“ შეფასებით „კომისიის მუშაობის სისტემა, პროცედურები მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებელი და გასაძლიერებელია“. გავრცელებულ განცხადებაში ჩამოთვლილ პრობლემებს შორისაა კომისიის მუშაობის პროცესისადმი კომისიის წევრების …
კინო ღია ცის ქვეშ ბათუმში
ყოველ საღამოს, კარგ ამინდში, ბათუმის პარკში, ღია ცის ქვეშ, მხატვრული ფილმებს აჩვენებენ. დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მინდორში, რომელიც დაახლოებით 200-300 მაყურებელს იტევს, რამდენიმე ათეული ნარინჯისფერი პუფიც დაგხვდებათ, თუმცა იმისთვის, რომ ადგილი გარანტირებული გქონდეთ, უმჯობესია თავი დაიზღვიოთ და სახლიდან პლედი მაინც წამოიღოთ. „კინოთეატრი ჩარლი“ – ასე ქვია „სინემა გრუფისა“ და აჭარის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს მიერ …
ლევან კინწურაშვილი: ველოდი, რომ სასამართლოში გვიჩივლებდნენ
ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე გონიოელების მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანას გამოეხმაურა. „ამას ველოდი. ჩვენი გადაწყვეტილება არის ახალი გარემოება გონიოელებისთვის, რომ მათ სასამართლოში დავა განეახლებინათ“ – ამბობს ლევან კინწურაშვილი. 60-მა გონიოელმა სასამართლოში სარჩელი ბათუმის საკრებულოს წინააღმდეგ დღეს შეიატანა. გონიოელების ინტერესებს სასამართლოში “საერთაშორისი გამჭვირვალობა საქართველო” დაიცავს. სარჩელის მოთხოვნა საკრებულოს საკუთრების კომისიის 27 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად …
Continue reading “ლევან კინწურაშვილი: ველოდი, რომ სასამართლოში გვიჩივლებდნენ”
სოფელ ზედა აჭყვაში მისასვლელი გზა ორ კვირაზე მეტია ჩახერგილია
ზედა აჭყვაში, მეწყრის შედეგად ჩახერგილი გზის გაწმენდითი სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. ამის შესახებ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა კახა შაშიკაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, ივლისის დასაწყისში, მეწყრული პროცესების განვითარების დროს ადგილზე იმყოფებოდნენ როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა და შესაბამისი სამსახურები, ასევე აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების შესაბამისი სამსახურები, საგზაო და გეოლოგიური სამსახურები. თუმცა მეწყრული პროცესების …
Continue reading “სოფელ ზედა აჭყვაში მისასვლელი გზა ორ კვირაზე მეტია ჩახერგილია”
ბათუმში მედიკამენტოზური ინტოქსიკაციით ორი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს
დღეს, 25 ივლისს, ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისში მდებარე ერთ-ერთი ღია ბარიდან, უგონო მდგომარეობაში მყოფი ორი ახალგაზრდა მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც „ბათუმელებს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში უთხრეს, სავარაუდო მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია: „ადგილზე მისულ ბრიგადას ერთ-ერთი გონებადაკარგული დახვდა, ხოლო მეორეს ღებინება ჰქონდა. ორივე უკონტაქტო იყო, სავარაუდოდ 24-25 წლის“. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ადასტურებენ, რომ პაციენტები მედიკამენტოზური ინტოქსიკაციით შეიყვანეს საავადმყოფოში …
Continue reading “ბათუმში მედიკამენტოზური ინტოქსიკაციით ორი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს”
გონიოელებს ბათუმის საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვთ
ბათუმის საკრებულოს წინააღმდეგ გონიოში მცხოვრები 60 მოქალაქე სასამართლოში სარჩელს დღეს, 25 ივლისს, 5 საათზე შეიტანს. ისინი საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიის 27 ივნისის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ოქმი. 2010 წელს ამ ოქმით გონიოში 271 ოჯახს ის მიწის ნაკვეთები ჩამოართვეს, რომელიც მანამდე რამდენიმე თვით ადრე, წინასაარჩევნოდ დაურეგისტრირეს. გონიოელების …
Continue reading “გონიოელებს ბათუმის საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვთ”
შეთანხმება თუ გარიგება – განუხორციელებელი „ყაზახური ინვესტიცია“ აჭარაში
კომპანიასთან, რომელმაც ათი წლის განმავლობაში ნაკისრი ვალდებულებები, ფაქტობრივად, ვერ შეასრულა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ახალი შეთანხმება გააფორმა. ამით „ყაზახურ ინვესტიციასთან“ დაკავშირებული ხელშეკრულება ახალი პირობებით ამოქმედდა. აჭარის უკვე ყოფილ მთავრობას ახალი შეთანხმებისთვის ოთხი წელი დასჭირდა. ხელშეკრულება სწორედ მაშინ გაფორმდა, როცა მწვანე კონცხით მილიარდერი, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა. რაზე შეთანხმდნენ მთავრობა და კერძო კომპანია იმ …
Continue reading “შეთანხმება თუ გარიგება – განუხორციელებელი „ყაზახური ინვესტიცია“ აჭარაში”
„ანაგის ფოტოკონკურსი’’ დღეს „ანბანის კოშკში“ საზეიმოდ დაიხურება [ანონსი]
დღეს, 24 ივლისს, „ანაგის ფოტოკონკურსი’’ საზეიმოდ დაიხურება. ცერემონია ბათუმში, „ანბანის კოშკში“ 18:00 საათზე დაიწყება. ➤ საღამოზე მოეწყობა ფოტოების გამოფენა – გაყიდვა; ➤ იქნება კარგი ბათუმური ყავა, ღვინო და ცოცხალი მუსიკა; ➤ მოწვეული სტუმრებისთვის უფასო ტური ანბანის კოშკის საინფორმაციო ტურისტულ ზონაში. ➤ კოსტიუმირებული რეტრო ფოტოსესია, ბათუმის პანორამული ხედების ფონზე. ფოტოკონკურსი სამი თვის განმავლობაში გრძელდებოდა და როგორც …
Continue reading “„ანაგის ფოტოკონკურსი’’ დღეს „ანბანის კოშკში“ საზეიმოდ დაიხურება [ანონსი]”
რა იცვლება მიწის რეგისტრაციისას
მიწის რეგისტრაციის შესახებ სამ ივნისს დამტკიცებული კანონპროექტი ძალაში ორ კვირაში შევა. რას მოუტანს ეს კანონი მოსახლეობას, რამდენად შესაძლებელია ქვეყნის მასშტაბით მიწების რეგისტრაცია კანონით გაწერილ ორწლიან ვადაში განხორციელება და რა რისკები ვერ გათვალა საკანონმდებლო ორგანომ დროულად? – ამ საკითხებზე „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტს, ნინო სიორიძეს ესაუბრა. რას ცვლის კანონი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციისა …
მოწმის ჩვენებიდან: პოლიციელმა ფოტოსურათი ამოცნობამდე გვაჩვენა
მოწმის მიერ ნათქვამი ფრაზა, რომ მას პოლიციელმა ფოტოსურათი ბრალდებულის ამოცნობამდე აჩვენა, საქმეში მთავარ მტკიცებულებას აბათილებს და პოლიციელის პასუხისმგებლობას აყენებს. საუბარია 4 მარტს ბათუმში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სკვერში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე, სადაც კახაბერ ტ. სავარაუდოდ დანით დაჭრეს. ბრალდებული გიორგი ა. ბრალს უარყოფს, მას პროკურატურა სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით ედავება. „…4 მარტი იყო, ღამის 12 საათი, ეკლესიის …
Continue reading “მოწმის ჩვენებიდან: პოლიციელმა ფოტოსურათი ამოცნობამდე გვაჩვენა”
ძალადობის მსხვერპლი ქალები პროფესიის და დასაქმების გარეშე
დღეს 23 ივლისს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, საქველმოქმედო ორგანიზაცია „იალქანის“ ინიციატივით, ოჯახში ძალადობის თემაზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სახალხო დამცველის რეგიონალური დეპარტამენტის აჭარის საამართველოს ხელმძღვანელი, ციალა ქათამიძეც ესწრებოდა. საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თიკო აბაშიძის განცხადებით, ორგანიზაცია ოჯახში ძალადობის მსხვერპლ რვა ქალს უწევს დახმარებას. თუმცა, ორგანიზაციას არ ჰყოფნის იმის რესურსი რომ ძალადობის მსხვერპლ ქალებს გარკვეული პროფესიის დაუფლებაში ან განათლების …
Continue reading “ძალადობის მსხვერპლი ქალები პროფესიის და დასაქმების გარეშე”
ორსართულიანი, ნაწილობრივ ადაპტირებული მატარებლები
39 მილიონ ევროდ შეძენილი შტადლერის ფირმის მატარებლების პრეზენტაცია „საქართველოს რკინიგზამ“ უკვე გამართა. პრეზენტაციის დროს განაცხადეს რომ მატარებლები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. პრეზენტაციაზე იმყოფებოდა თომა კაკაბაძეც, რომელიც ეტლით მოსარგებლეა და ამბობს, რომ ახალი მატარებლები ნაწილობრივ ადაპტირებულია და არა სრულად. 400 ადგილიან მატარებელში, ადაპტირებული მხოლოდ ორი ადგილია. „როცა აანონსებენ რომ სრულიად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზეო, …
Continue reading “ორსართულიანი, ნაწილობრივ ადაპტირებული მატარებლები”
აჭარაში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 134 589 ლარია
ოფიციალური ინფორმაციით, აჭარაში, მაისში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგები, დათვლილია. უხვი ნალექის მიერ, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებისთვის მიყენებული ზარალი 134 589 ლარს შეადგენს. სტიქიის შედეგები მუნიციპალიტეტის გამგეობებმა ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე იყო წარმოდგენილი. ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციით, 2016 წლის 7-8 ივლისს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა გამგეობის ბალანსზე რიცხული ინფრასტრუქტურული ობიექტები: სოფელ შევაბურის …
Continue reading “აჭარაში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 134 589 ლარია”
„ოცნების ქალაქის“ მაცხოვრებლები ზურაბ პატარაძესთან შეხვედრას ითხოვენ
ამ წუთებში, ე.წ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ადამიანები, საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი იმ გარემო პირობებს აპროტესტებენ, რაშიც მათ ოჯახებს უწევთ ცხოვრება. აქ მცხოვრები ოჯახები აჭარის მთავრობას თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს სთხოვენ, რომ სანამ მათი ბინებით უზრუნველყოფის საკითხი გადაწყდება, მანამდე, მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა „ოცნების ქალაქში“. „გვინდა შევხვდეთ ზურაბ პატარაძეს რომ ჩვენი მოთხოვნები მოისმინოს. საკანალიზაციო სისტემა, განათება და გზები მოგვიწესრიგონ, …
Continue reading “„ოცნების ქალაქის“ მაცხოვრებლები ზურაბ პატარაძესთან შეხვედრას ითხოვენ”
ვიდეოსათვალთვალო კამერები პოლიციელების წინააღმდეგ
აჭარის მთავარი პროკურორი ლევან პაქსაშვილი გამოძიების დაწყებას ბრალდებულების – გიორგი პაპიძისა და კარლო სურგულაძის ოჯახის წევრებს დაჰპირდა. შეხვედრა საპროტესტო აქციის შემდეგ შედგა. აქციის მონაწილეები იმ კადრების ამოღებას მოითხოვენ, რომელიც მათი მტკიცებით, პოლიციელებმა ბრალდებულების დაკავებისთანავე რამდენიმე ობიექტიდან ამოიღეს. გასულ კვირას ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაამართლა ბრალდებული სხვა საქმეზე, სადაც გადამწყვეტი აფთიაქის ვიდეოკამერის ჩანაწერი აღმოჩნდა – ჩანაწერმა გამორიცხა ის, რაც …
Continue reading “ვიდეოსათვალთვალო კამერები პოლიციელების წინააღმდეგ”
სახელმწიფო აუდიტი: აჭარის მუნიციპალიტეტებში უკეთესი კადრებია საჭირო
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დღეს, 22 ივლისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე, რომელსაც მუნიციპალიტეტების გამგეობებისა და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ, განიხილეს აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში [ხულოს, შუახევის, ქედის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის] 2014–2015 წლებში ჩატარებული სახელმწიფო აუდიტის შედეგები. „ჩვენ ყოველწლიურად ვახდენთ მუნიციპილალიტეტების, ბათუმის მერიის, საკრებულოს აუდიტს. დასკვნები, რომლებიც ჩვენი სამსახურის მიერ ქვეყნდება, მოიცავს რეკომენდაციებს როგორ გაიხარჯოს ბიუჯეტი. …
Continue reading “სახელმწიფო აუდიტი: აჭარის მუნიციპალიტეტებში უკეთესი კადრებია საჭირო”
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2016 დასრულდა
დღეს, 22 ივლისს, აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდა ბოლო საგანში, ფიზიკაში ჩააბარეს. ამით ერთიანი ეროვნული გამოცდები 2016 დასრულდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, ივა მინდაძის ინფორმაციით, წელს რეგისტრირებული იყო 38 500 აბიტურიენტი, აქედან გამოცდაზე, დაახლოებით 97 % გამოცხადდა. მისივე ინფორმაციით, წელს ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა ხარვეზების გარეშე ჩაიარა. რაც შეეხება ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატის გამოყენებას გამოცდებზე, …
პარკირების წესების დარღვევისთვის დღეს ბათუმში 500-ზე მეტი ადამიანი დაჯარიმდა
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე სულ 534 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის 405 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 78 – ნიშანში დგომის გამო, 18 – ტროტუარზე დგომისთვის, 14 – ტაქსის, სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის, 15 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის, 4 კი იდგა ავტობუსის გაჩერებაზე.
ორსართულიანი მატარებელი მგზავრებს შემდეგი კვირიდან მოემსახურება
ამ წუთებში, “ბათუმი ცენტრალში” შვეიცარული კომპანია Standler Bussnang AG-ის ორსართულიანი, ელექტრო მატარებლის პრეზენტაცია მიმდინარეობს. ახალი მატარებელი ბათუმის სადგურში დღეს 17:00 საათზე შემოვიდა. ახალი ელექტრომატარებლები თბილისიდან შავი ზღვის სანაპიროსკენ მიმავალ მგზავრებს შემდეგი კვირიდან მოემსახურებიან. ელექტრომატარებელი თბილისიდან შავი ზღვის მიმართულებით გაჩერების გარეშე იმოძრავებს და მხოლოდ ზღვისპირა კურორტების სადგურებში – ურეკში, ქობულეთსა და ბათუმში გაჩერდება. მატარებლით მგზავრობის საფასური შავი ზღვის კურორტების …
Continue reading “ორსართულიანი მატარებელი მგზავრებს შემდეგი კვირიდან მოემსახურება”
Prodigy ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე – ჯაზ-ფესტივალის მეოთხე დღე
21 ივლისს, შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში ბრიტანული ელექტრონული ჯგუფის The Prodigy-ს კონცერტი ჩატარდა. Prodigy-ს კონცერტს უჩვეულოდ ბევრი ადამიანი ესწრებოდა და როგორც ფესტივალის ოფიციალურ ვებ გვერდზე ჩანდა, ფესტივალის ამ დღეს ყველა ბილეთი გაიყიდა. ფესტივალის წარმომადგენლების თქმით, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში 7000 ადამიანი ეტევა. The Prodigy წლევანდელ ფესტივალზე ჟანრობრივად ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი მონაწილე იყო. ჯგუფი 90-იანებში გამოჩნდა მუსიკალურ ინდუსტრიაში …
Continue reading “Prodigy ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე – ჯაზ-ფესტივალის მეოთხე დღე”
ბასტა რაიმსი ქრის ბრაუნის ნაცვლად – კიდევ ერთი ცვლილება ჯაზ-ფესტივალის მონაწილეთა სიაში
23 ივლისს, ბათუმის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში, ამერიკელი პოპვარსკვლავის ქრის ბრაუნის ნაცვლად კონცერტს ამერიკელი რეპერი, პროდიუსერი და მსახიობი ბასტა რაიმსი გამართავს. ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის ინფორმაციით, ქრის ბრაუნი ბათუმში თურქეთში მომხდარი უკანასკნელი მოვლენების გამო ვეღარ ჩამოვა. მათივე ინფორმაციით კომპანია “ისთერნ პრომოუშენმა” ერთ დღეში გააფორმა კონტრაქტი ამერიკელ რეპერთან ბასტა რაიმსთან, რომელიც მსმენელის წინაშე 23 ივლისს …
ბათუმის არქიტექტურა ქობულეთში
„თქვენ როგორ ფიქრობთ, ქობულეთში არ შეიძლება იყოს მაღალი კორპუსები?“ – კითხვა ქობულეთის მთავარმა არქიტექტურმა შემოგვიბრუნა, როცა ვკითხეთ, რატომ დაუშვეს პრეცედენტი და აშენებენ ათსართულიან საცხოვრებელ კორპუსს, ზუსტად გამგეობის შენობის გვერდით, ზღვის პირას. ასლან ქათამაძემ გვითხრა, რომ რამდენიმე სხვა მშენებლობის ნებართვაც გაიცა, სადაც შენობის სიმაღლე დადგენილ ნორმას ბევრად აღემატება. ქობულეთის ცენტრში, იქ, სადაც მუნიციპალიტეტის გამგეობა მდებარეობს, დადგენილი …
რატომ უმაღლესი საბჭო? – ინტერვიუ დავით ბერძენიშვილთან
„რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკური მდივანი, პარლამენტის წევრი დავით ბერძენიშვილი 2016 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ბათუმის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს. დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ის ამ არჩევნებზე მთავარი პოლიტიკური ძალა იქნება აჭარაში და კონკურენციას გაუწევს როგორც ყოფილი, ასევე ამჟამინდელი სახელისუფლებო პარტიის კანდიდატებს. რატომ უმაღლეს საბჭოში და როგორ აპირებს პოლიტიკურ ბრძოლას აჭარაში? – ამ თემაზე დავით ბერძენიშვილმა „ბათუმელებთან“ ინტერვიუში ისაუბრა. …
Continue reading “რატომ უმაღლესი საბჭო? – ინტერვიუ დავით ბერძენიშვილთან”
სუვენირები რუსეთ-საქართველოს “სიყვარულზე”
წყვილი ჭიქა, რომელსაც სახის ფორმა აქვს და კოცნას განასახიერებს, ბათუმის ბულვარში მდებარე სუვენირების მაღაზიებში იყიდება. ორი ჭიქიდან ერთს საქართველო აწერია და საქართველოს სახელმწიფო დროშა ახატია, მეორეზე კი ან საქართველოს სახელმწიფო გერბია გამოსახული და აწერია საქართველო, ან სხვა ქვეყანის დროშა/გერბი და სახელწოდებაა გამოსახული. „წყვილი ქვეყნების“ ერთ-ერთი ხაზი საქართველო და რუსეთია. ოკუპანტ ქვეყანასთან დაწყვილებული საქართველოს ჭიქა-სუვენირის ფასი განსხვავებულია. …
Continue reading “სუვენირები რუსეთ-საქართველოს “სიყვარულზე””
შთაბეჭდილებები ბათუმზე
ნანო სარალიშვილი, სტუდენტი როცა სიცხე აუტანელ ნიშნულს აღწევს, წლის საბოლოო გამოცდის შემდეგ ავტობუსში ჩახტომა და ბათუმისკენ გამოქცევა იდეალური სცენარია. ბათუმი დაგხვდება წვიმით, ისეთი წვიმით, რომ გგონია ვეღარასოდეს ნახავ მზეს. მთავარ ეფექტს რომ მოახდენს, მერე გადაიწმინდება, დაწყნარდება და თავის ქუჩებში მშვიდად მიგიღებს. ჩამოხვალ დაღლილი, ნამგზავრი, ჩანთებით ხელში და აღმოჩნდები წიგნების მაღაზიასთან პატარა ლამაზ კონცერტზე. ყველა ერთად …
გიორგი პაპუაშვილი: მოსამართლეებს უთვალთვალებენ
„მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა ცალკეულ მოსამართლეებზე,“ – განაცხადა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა. მისი განმარტებით, ზეწოლა არ უკავშირდება უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს და ის ამჟამად განხილვაში არსებულ, მაღალი საზოგადო ინტერესის მქონე საქმეებს უკავშირდება. გიორგი პაპუაშვილი არ აკონკრეტებს, ვისგან განხორციელდა ზეწოლა, ან რომელ მოსამართლეზე. „ზეწოლა გამოიხატება მათ ფარულ თვალთვალში, მათი ოჯახის წევრების კომერციული …
Continue reading “გიორგი პაპუაშვილი: მოსამართლეებს უთვალთვალებენ”
რა ეღირება თხილი?
ქართული თხილის საექსპორტო პოტენციალის ზრდასთან ერთად მოსახლეობამ თხილის ბაღების გაშენება დაიწყო. ბოლო ორი წლის განმავლობაში აჭარის სოფლებში თხილის ბაღებმა ტრადიციული სიმინდის კულტურა თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის ზაფხულში 1 კილოგრამი ნედლი თხილის ჩაბარების ფასი 4-5 ლარი იყო, მოსახლეობამ გასულ წელს მოწეული მოსავლის რეალიზაცია ვერ შეძლო. აჭარის სოფლებში თხილის კრეფის სეზონი რამდენიმე დღეში …
საჯარო მოხელე, რომელმაც სამსახურიდან წასვლა გადაიფიქრა
ყოფილი საჯარო მოხელე თემურ ბეჟანიძე სასამართლოში სამსახურში აღგენას მოითხოვს. ის ბათუმის მერიის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოში მუშაობდა. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე განიხილავს. „უფლება მქონდა, მიღებული გადაწყვეტილება შემეცვალა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ თემურ ბეჟანიძე. მან მიმდინარე წლის მარტის ბოლოს სააგენტოს უფროსს უთხრა, რომ სამსახურიდან წასვლა სურდა და შვებულება მოითხოვა: „განცხადება დავწერე და მივუთითე, რომ …
Continue reading “საჯარო მოხელე, რომელმაც სამსახურიდან წასვლა გადაიფიქრა”
ზურაბ პატარაძე: რადიკალურ ცვლილებებს არ ვაპირებთ
15 ივლისს ზურაბ პატარაძე აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დაამტკიცა. პატარაძემ ამ პოსტზე არჩილ ხაბაძე შეცვალა. ის ამბობს, რომ „რადიკალური ცვლილებები არ იქნება“, აქცენტს აკეთებს ინვესტიციების გაზრდაზე, ტურიზმზე და დიპლომატიურად ცდილობს აირიდოს თავიდან არასასურველი კითხვები. „ბათუმელები“ მას პოსტზე დანიშვნის შემდეგ ესაუბრა. ბატონო ზურაბ, როგორც ვიცით, შეხვდით იპოთეკით დაზარალებულ პირებს. იპოთეკით დაზარალებული პირები და „ოცნების …
Continue reading “ზურაბ პატარაძე: რადიკალურ ცვლილებებს არ ვაპირებთ”
აჭარის ბიუჯეტიდან სამი ადგილობრივი ბენდი 68 723 ლარით დაფინანსდება
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სამი ბენდის პრომოუშენს 68 723 ლარით დააფინანსებს. როგორც აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე ამბობს, ბენდები კონკურსის საფუძველზე შეირჩა. „მოთხოვნა იყო, რომ ბენდები ყოფილიყვნენ აჭარაში რეგისტრირებული, მინიმუმ ხუთი წლის გამოცდილებით, ჰქონოდათ სტუდიური ჩანაწერი, ქმნიდნენ საავტორო მუსიკას და მონაწილეობა ჰქონოდათ მიღებული სხვადასხვა ფესტივალებზე და კონცერტებზე“, – აღნიშნა ნათია სირაბიძემ და …
Continue reading “აჭარის ბიუჯეტიდან სამი ადგილობრივი ბენდი 68 723 ლარით დაფინანსდება”
ფიჭვნარში არქეოლოგიური გათხრები განახლდება
ქობულეთში, ფიჭვნარში არქეოლოგიურ გათხრებს ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი ჩაატარებს, რისთვისაც 25 ათასი ლარია გათვალისწინებული. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ შესაბამისი ტენდერი აუქციონის გარეშე მიმდინარე წლის 12 ივლისს გამოაცხადა. სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ზემოაღნიშნულ ტენდერში მხოლოდ ბათუმის არქეოლოგიურმა მუზეუმმა მიიღო მონაწილეობა, რომელთანაც ხელშეკრულება 25 ივლისამდე გაფორმდება. [ახალი შესყიდვის საშუალება – „ტენდერი აუქციონის გარეშე“ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემას …
Continue reading “ფიჭვნარში არქეოლოგიური გათხრები განახლდება”