უსკოში 20 პარტია დარეგისტრირდა, 8 კი რეგისტრაციის პროცესშია

აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში (უსკო) პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის ვადა დაახლოებით 1 საათის წინ ამოიწურა. უსკოს თავმჯდომარის პარმენ ჯალაღონიას ინფორმაციით საარჩევნო ადმინისტრაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციისთვის სულ 28 პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა. საარჩევნო ადმინისტრაციაში შევიდა ორი ისეთი პოლიტიკური პარტიის განცხადებაც, რომელიც არ არის რეგისტრირებული ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, შესაბამისად …

„ყვითელი ჩემოდანი“ თბილისი-ბათუმის გზაზე – თეონა პაიჭაძის გამოფენა ხელოვნების გალერეაში

ბათუმში, ხელოვნების მუზეუმის გალერეაში, თბილისელი მხატვრის, თეონა პაიჭაძის პერსონალური გამოფენა მიმდინარეობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ჟანრობრივად მრავალფეროვანი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. მხატვარი იყენებს ისეთ მასალებს, როგორიცაა: პოლიგრაფიული საღებავი, თუნუქის ფირფიტები და პოლიეთილენი. „ყვითელი ჩემოდანი“ – ასე ეწოდება თეონა პაიჭაძის ნამუშევრების გამოფენას, რომელიც ხელოვნების მუზეუმის გალერეაში 14 აგვისტომდე დარჩება. „იყო ასეთი სიმღერა ჩემს ბავშვობაში, ძალიან მოდური. შეიკრიბებოდნენ თუ …

რუსული პროპაგანდა, ხელისუფლება და საზოგადოების რეაქცია

რას უკავშირდება ბოლო დროს პრორუსული ჯგუფების გააქტიურება საქართველოში? რატომ დუმს ხელისუფლება და რა არის რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.  ბოლო დროს რუსული პროპაგანდა საქართველოში გასცდა მედიის საზღვრებს, გასულ კვირას გამოჩნდა ჭიქა-სუვენირები რუსეთ-საქართველოს სიყვარულზე, ნაყინი სახელწოდებით  -„СССР“, სხვადასხვა ჯგუფმა ღიად გამოიტანა საბჭოთა სიმბოლიკაც… რას უკავშირდება საქართველოში პრორუსული პროპაგანდის …

ბრიკეტი – შეშის ალტერნატივა

„მოგვწონს, მაგრამ მთავარი პრობლემა ფასია“ „ოჯახებში მივიტანეთ და გამოვცადეთ ბრიკეტები – 15-20 წუთში ორი ჩაიდანი წყალი აადუღა“, – ყვება მაჭახელას ეროვნული პარკის დირექტორი გიორგი ქურიძე. იგი ბიომასის ბრიკეტებზე საუბრობს, დაპრესილ ბიოსაწვავზე, რომელიც სატყეო და სოფლის მეურნეობის ნარჩენებისაგან მზადდება, გამოირჩევა მაღალი თბოუნარიანობით და რაც მთავარია, საშეშე მერქნისგან განსხვავებით გარემოს დაბინძურების მინიმალური მაჩვენებლით. ბიომასის ბრიკეტები მოსახერხებელია საქართველოში გავრცელებული ნებისმიერი …

რკინიგზელები „საქართველოს რკინიგზას“ შეუსრულებელ პირობებს ახსენებენ და გაფიცვით იმუქრებიან

დღეს, 11 აგვისტოს, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის პირველადი ორგანიზაციის წევრებმა, სადგურ „ბათუმის“ წინ გამაფრთხილოებელი აქცია გამართეს. როგორც „ბათუმელებს“ სადგური ბათუმის რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გელა გოგელიამ უთხრა, დღეს მცირე აქციით შეახსენეს საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციას იმ ვალდებულებებისა და რვაპუნქტიანი შეთანხმების შესახებ, რომელიც 2014 წლის გაფიცვის დროს დაიდო. „გაფიცვიდან მერვე დღეს შემოგვთავაზეს ლამაზი სიტყვებით დაწერილი რვაპუნქტიანი …

სასამართლომ საიას სარჩელი უსკოს წინააღმდეგ დააკმაყოფილა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” სარჩელი აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ. საჩივრის მიზეზი საიას განცხადება იყო, რომელიც უსკომ განუხილველი დატოვა. მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ მიიჩნია, რომ უსკო არის იმ კომპეტენციის ორგანო, რომელმაც სავარაუდო წინასაარჩევნო აგიტაციის შემთხვევები უნდა განიხილოს. სავარაუდო წინასაარჩევნო აგიტაციად საიამ 31 ივლისის შემთხვევა მიიჩნია, როცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე ყოფილმა …

იარე ნელა! – რას ითვალისწინებს შსს-ს ახალი სტრატეგია

საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კამპანია – „მართე ფრთხილად!“, „იარე ნელა!“, „იცოდე შენი სიჩქარე – ნუ მოისწრაფებ სიცოცხლეს“ და ა.შ. – სოციალურ ქსელებში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ოთხი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. აქედან ერთ-ერთი, ცნობილი მორაგბის მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მას სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. …

ასლან აბაშიძეს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

“ასლან აბაშიძის საქმის” განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს დასრულდა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მას და კიდევ ხუთ მაღალჩინოსანს სისხლის სამართლის კოდექსის 16 მუხლის დარღვევაში ჰქონდათ ბრალი წაყენებული. ასლან აბაშიძეს ბრალად ედებოდა ნოდარ იმნაძის მკვლელობაც. ამ ნაწილში მოსამართლემ პროკურატურის კვალიფიკაცია შეცვალა და ასლან აბაშიძეს აუცილებელი მოგერიების ფარგლების …

პარაშუტი, დელტაპლანი, იახტა თუ დაივინგი? ექსტრემალური გართობის ფასი ბათუმში

„ბათუმში ყველაზე ექსტრემალური გასართობი ბატუტია. დიდი ადრენალინია, როცა ადიხარ დიდ სიმაღლეზე და შემდეგ ეშვები. განსაკუთრებით ზღვაშია კარგი, შეგიძლია მაღლა ახვიდე და წყალში ჩახტე. ეს ექსტრემალებისთვის ძალიან მაგარია“, – ამბობს ინდირა ევგენიძე და წყლის ბატუტს უბრუნდება. ის ამ გართობისთვის საათში 15 ლარს იხდის, თუმცა ამბობს, რომ განცდილი ამად ღირს. ბათუმში დასასვენებლად ჩამოსულ ექსტრემალებსა და აქტიური დასვენების …

როგორ აარიდა თავი სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებას „საქართველოს ფოსტამ“

„საქართველოს ფოსტას“ სასამართლოში საქმე ბათუმიდან ათმა ყოფილმა თანამშრომელმა მოუგო. ათივე მათგანმა ხელახლა უჩივლა ფოსტას. ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც ბათუმში ცხოვრობენ, „საქართველოს ფოსტამ“ ბათუმის ნაცვლად აჭარის და გურიის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აღადგინა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, „საქართველოს ფოსტამ“ ამ გზით აარიდა თავი სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას და დასაქმებულები არაადამიანურ პირობებში ჩააყენა. ფოსტის 100-პროცენტიანი წილი სახელმწიფოს ეკუთვნის. ფოსტის უკანონო გადაწყვეტილებებს, …

ვინ არის ვალდებული ფული დაგვიხურდავოს

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილი ლარის ბანკნოტების გადაცვლაზე სხვა ნომინალის ლარის ბანკნოტებზე უარს ამბობს. ერთ-ერთმა მოქალაქემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას ბათუმში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენელმა 50- ლარიანის წვრილ კუპიურებად დაშლაზე უარი განუცხადა და უთხრა, რომ ამას შიდაგანაწესი უკრძალავდა. “მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს არ აქვთ ვალდებულება ფულის გადაცვლაზე, კომერციულ ბანკებს – კი,”- უთხრეს “ბათუმელებს” საქართველოს ეროვნული ბანკის პრესსამსახურში. ბანკისგან მიღებულ …

საია უსკოს სასამართლოში უჩივის

ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკვე დაარეგისტრირა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” [საია] სარჩელი. ადმინისტრაციული წესით საია აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას [უსკო] ედავება. საჩივრის მიზეზი საიას განცხადებაა, რომელიც უსკომ განუხილველი დატოვა. საუბარია 31 ივლისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილმა მემედ აბაშიძის ქუჩაზე, პარტიული ოფისის წინ შეკრებილებს ვიდეოჩართვის საშუალებით მიმართა.  “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” შეფასებით, ეს ვიდეომიმართვა წინასაარჩევნო …

ბულვარი ველოსიპედის გაქირავების წინააღმდეგ

ზურაბ ზანდარაძე ბათუმის ბულვარის სამართალდარღვევათა ოქმის გასაჩივრებას აპირებს, რომლითაც ის 500 ლარით დაჯარიმდა. ჯარიმის კანონიერება ბათუმის საქალაქო სასამართლომაც დაადასტურა. ზურაბ ზანდარაძე მეოთხე წელია ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ველოსიპედებს აქირავებს. “თუკი დარღვევაა, აქამდე რატომ არ მოვიდა ვინმე? ჩემი დაც აქირავებს ველოსიპედებს მელიქიშვილის ქუჩის დასაწყისში. ის ადგილი ქალაქის მერიას ეკუთვნის და ყოველთვიურად იხდის გადასახადს, დაახლოებით 40 ლარს. …

„ბეშუმობის ინციდენტზე“ ენმ უწყებათშორის კომისიას მიმართავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უწყებათშორის კომისიას და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას განცხადებით მიმართავს და ბეშუმის ინცინდენტის შესწავლას მოითხოვს. პარტიის განცხადებით, საუბარია 6 აგვისტოს, ბეშუმში გამართულ სახალხო დღესასწაულზე, სადაც ტრიბუნაზე გამოსვლის შესაძლებლობა აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან ვარშალომიძეს არ მისცეს. „მოვისმინეთ, რომ იქ გაჟღერდა პოლიტიკური შინაარსის დაპირებები „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან. წინასაარჩევნო პერიოდში თანაბრად უნდა ჰქონდეს ნებისმიერ პარტიას …

„სმარტი“ ბათუმში კიდევ ერთი წელი არ გაიხსნება

ტბელ აბუსერიძის ქუჩის მიმდებარედ, ტერიტორიაზე, სადაც სუპერმარკეტ „სმარტის“ მშენებლობა მიმდინარეობს, სამშენებლო მოედნის დამცავი ღობე აიღეს. მშენებელი კომპანიის, „ველაჯიო დეველოპმენტის“ წარმომადგენლის, ზურაბ ოდილავაძის განცხადებით, ღობის აღება მიმდინარე სამუშაოებს უკავშირდება – ტერიტორიაზე უნდა დაიგოს ბეტონის საფარი. ობიექტი 2013 წელს უნდა ჩაბარებულიყო, შემდეგ ვადა 2015 წლამდე გადაიწია. შენობის [სუპერმარკეტის] გახსნის თარიღი კომპანიისთვის ამ ეტაპზეც უცნობია. მშენებლების თქმით კი, …

რას ჰპირდება „გირჩი“ მდიდრებსა და ღარიბებს

სწრაფად გამდიდრება – ეს ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ მთავარი გზავნილია. „გირჩის“ ბათუმის ოფისში არ მალავენ, რომ ბიზნესია მათი მთავარი აქცენტი, შემდეგ კი: „კაპიტალისტები, ვის ხელშიც მოიყრის ფული, დაეხმარებიან ღარიბებს“, – გვითხრა ჯემალ ბერიძემ, „გირჩის“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელმა. ახალი პოლიტიკური ცენტრის ბათუმის ოფისში შეკრებილების ხედვებს „ბათუმელები“ მანამდე გაეცნო, ვიდრე „გირჩი“ გიორგი ვაშაძის „ახალ საქართველოსთან“ და პარტია …

ახალი ბულვარი ტურისტებისა და კონცეფციის გარეშე

აგვისტოში, ტურისტული სეზონის პიკზე, განსაკუთრებული დატვირთვით სანაპირო ზოლი და ბულვარი გამოირჩევა. თუმცა ბულვარის ახალი და ძველი ნაწილი კონტრასტულ სურათს ქმნის. მაშინ, როდესაც ძველ ბულვარში სიცოცხლე დუღს, ახალ ბულვარში ადამიანები კანტიკუნტად დადიან. დღის განმავლობაში ძველ ბულვარში შესამჩნევი ხალხმრავლობაა. სკამებზე, მინდვრებსა და ხეივანში დასასვენებლად გამოსულ უამრავ ადამიანს შენიშნავთ. დიდი დატვირთვით მუშაობს სხვადასხვა კვების ობიექტი, ჯიხური თუ მაღაზია. …

უსკომ საიას საჩივარი არ განიხილა

უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ [საია] საჩივარი არ განიხილა. საია ბათუმის N-79-ე ოლქის 6 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, უსკოში მათ მიერ პირველ აგვისტოს წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას და სამართალდარღვევის დადასტურების შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვდა. საუბარია, 2016 წლის 31 ივლისს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის, საქართველოს …

სარფში 50 აბი “ექსტაზი” ამოიღეს

სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე, შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1978 წელს დაბადებული ნ. შ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, დააკავეს. სამართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 50 აბი „ექსტაზი“ ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 7,4071 გრ ნარკოტიკულ საშუალება „მდმა“-ს შეიცავს. შსს-ს იფორმაციით ნ. შ. აღიარებს …

ვინ შეძლებს ბათუმში ბინის იაფად ყიდვას

ბათუმის მერიის პროგრამას, რომელსაც ბათუმში „იაფი სახლის“ სახელით იცნობენ, რამდენიმე წელია ათასობით ბათუმელი ელოდება. პროგრამამ სახელი შეიცვალა, ახლა მას „ხელმისაწვდომი სახცოვრისი“ ჰქვია, გაირკვა ისიც, რომ პროგრამის ფარგლებში აგებულ კორპუსებში ბინის შეძენას არა სოციალურად დაუცველები, არამედ გადახდის უნარის მქონე ადამიანები შეძლებენ, რომელთაც ხელფასი იმდენი არ აქვთ, რომ ახალი ბინა იყიდონ, თუმცა შეუძლიათ მინიმალური ყოველთვიური შენატანი უზრუნველყონ. …

ბათუმში საზოგადოებრივი ტუალეტების მშენებლობა შეჩერდა

„ჩემი ხელით დავანგრიე, მივშალე, მოვშალე და ხელშეკრულების გაუქმების შესახებ მერიაში განცხადება შემაქვს,” – უთხრა “ბათუმელებს” ინდმეწარმე თამილა თოფურიძემ. ის ბათუმის ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარე სკვერში საზოგადოებრივ ტუალეტს აშენებდა, რაც 5 აგვისტოს “მამულიშვილთა კავშირმა” გააპროტესტა.  თამილა თოფურიძემ “ბათუმელებს” უთხრა, რომ ის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მთლიანად მოშლას აპირებს. ხელშეკრულების მიხედვით, ბიზნესმენს წლის ბოლომდე ქალაქის 6 სხვადასხვა სკვერში უნდა …

დაჯარიმდებიან თუ არა პრემიერ-მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე

ბეშუმში გამართულ შუამთობის დღესასწაულზე, 6 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ახლად დაქორწინებულ წყვილს – იგორ აბულაძესა და ნათია დეკანაძეს საჩუქრად ოქროს ბეჭდები გადასცეს. ინფორმაციას ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ ავრცელებს და ფაქტს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევად აფასებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ხულოს გამგეობაში აცხადებენ, რომ წყვილისთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ გადაცემული ბეჭედი ხულოს გამგეობამ …

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

დღეს 8 აგვისტოს, აჭარის უმაღლესი საჭოს, მთავრობისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის წევრები, ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა სკვერში შეიკრიბნენ. ხელისუფლებისა წარმომადგენლებთან ერთად გმირთა სკვერში იმყოფებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და ადლიის მე-3 ქვეთი ბრიგადის 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები, შინდისის ომში დაღუპული მეომრებისა და აჭარის რეგიონის მასშატაბით ომი დაღუპულთა ოჯახის წევრები. 8 აგვისტოს ომში აჭარიდან 16 ჯარისკაცი დაიღუპა. „რვა წელი …

„დახატე შენი გმირი“ – ბავშვების თვალით დანახული გმირები (ვიდეო)

დღეს 8 აგვისტოს,  ბათუმში „თანამედროვე ხელოვნების ცენტრში“,  აგვისტოს ომთან დაკავშირებით აქცია გაიმართა, სახელწოდებით – „დახატე შენი გმირი“.  სხვადასხვა ასაკის ბავშვები თავიანთ საყვარელ გმირებს, ხელოვნების ცენტრის კედლებზე ხატავდნენ. კედლებზე გამოსახური ბავშვების საყვარელი გმირები ჯარისკაცებიც იყვნენ, რომლებიც ბავშვების თქმით, იმიტომ არიან გმირები, რომ თავიანთ  სამშობლოს იცავენ. კედლებზე ბავშვებმა მათი საყვარელი ნაწარმოების გმირებიც გამოსახეს.  აქცია – „დახატე შენი …

ყოფილი სანატორიუმი „მზიური“ აუქციონზე არ გაიყიდა

ტერიტორია, სადაც ადრე სანატორიუმი „მზიური“ იყო, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ორჯერ გაიტანა აუქციონზე, თუმცა ქონება არ გაიყიდა. არშემდგარი აუქციონებიდან პირველი, მიმდინარე წლის 17 ივნისს დასრულდა, ხოლო მეორე – 14 ივლისს. ტერიტორია, 15 070 კვ/მ  ფართობი, ზღვის პირას, მახინჯაურის რკინიგზის სადგურთან ახლოს მდებარეობს. როგორც „ბათუმელებს“ იქვე მცხოვრებმა ადამიანებმა უთხრეს, ტერიტორიის დასათვალიერებლად აქ ხშირად მოდიან: „ბოლოს 10 …

3 ათასი ლარი აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს

აჭარიდან 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს  3000 ლარი გადაეცა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „თანხა 2008 წლის რუსული აგრესიისა და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულთა ოჯახების დახმარების“ ფარგლებში გამოიყო. ამავე ინფორმაციით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების წევრებს უფასო სამედიცინო მომსახურებაც გაეწიათ. „აქცია, 7 აგვისტოს აჭარის მთავრობის მხარდაჭერით  კლინიკა „მედცენტრში“ ჩატარდა“- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს …

რა ნიშნით არჩევენ პოლიტიკური პარტიები მაჟორიტარობის კანდიდატებს

„პროფესიონალი“, „სუფთა წარსულის მქონე“, „ავტორიტეტული უბანში“, „პარტიული“ – ეს არის იმ კრიტერიუმების ჩამონათვალი, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები მაჟორიტარობის კანდიდატების შესარჩევად ასახელებენ. კრიტერიუმები არსებობს, კანდიდატები კი – არა. „შერჩევის პროცესში ვართ“, „გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია,“-  გვპასუხობს თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია. ამის მიუხედავად, თავიანთი კანდიდატების გამარჯვებაში ისინი დარწმუნებულნი არიან. 2016 წლის უმაღლესი საბჭოს და საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე პოლიტიკურ …

42 ათასი ლარი ანიმაციური ფილმების ფესტივალისთვის

ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე წელს 12 სეანსი გაიმართება – 9 ბათუმში, ხოლო თითო სეანსი ქობულეთში, ხელვაჩაურსა და ხულოში. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ანიმაციური ფილმების ფესტივალის ორგანიზებისათვის ტენდერი უკვე გამოაცხადა. სამინისტროს ფესტივალისთვის 42 373 ლარი აქვს გამოყოფილი. ფესტივალის ფარგლებში ანიმაციური ფილმების კონკურსი, ჩვენებები და ვორკშოფები მოეწყობა. როგორც სატენდერო დოკუმენტში ვკითხულობთ, ფესტივალის ორგანიზატომა უნდა უზრუნველყოს, კონკურსის …

პარტია „ახალი საქართველოს“ ახალი სახეები ბათუმიდან

სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა ისევ არ იცის ვის აირჩევს, თუკი საერთოდ არჩევნებზე მივა. „განაწყენებული“ და გაურკვევლობაში მყოფი ამომრჩეველი გარკვეული პირობაა ახალი პოლიტიკური ძალების შესაქმნელად. ერთ-ერთი ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე შეიქმნა, პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოა“. მისი ლიდერი გიორგი ვაშაძეა, მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ერთ-ერთი სახე და იმდროინდელი იუსტიციის მინისტრი. პარტიის …

შეღავათიანი აგროკრედიტი, რომელიც შეღავათს ვერ იძლევა

დაბალპროცენტიანი სესხით ფერმერები აჭარაში ნაკლებად სარგებლობენ. პროექტს – „შეღავათიანი აგროკრედიტი“ საქართველოს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. სახელმწიფო ამ შემთხვევაში სესხის პროცენტის ძირითად ნაწილს ფარავს. „ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, თუ რამდენად ხელმისაწვდომია შეღავათიანი აგროკრედიტი ფერმერებისა და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეებისთვის. არათუ დაბალპროცენტიანი, არამედ, ზოგადად, ბანკებისგან სესხის აღება სოფლის მეურნეობის დარგისთვის, ქვეყანაში პრობლემაა. ფერმერები კი სესხის სამომავლოდ …

შეკვეთილში ვანესა მეის კონცერტი იწყება

დღეს, 6 აგვისტოს, შეკვეთილში, „ბლეს სი არენაზე” ვირტუაზი მევიოლინეს, ვანესა მეის კონცერტი გაიმართება. კონცერტი 8 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა „ბლექ სი არენაზე“ ამბობენ, რომ ვანესა მეი სცენაზე სავარაუდოდ 21:30 საათზე გამოვა. კონცერტს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. tkt.ge-ს მონაცემებით, კონცერტზე თითქმის ყველა ბილეთი გაყიდულია. ვანესა მეი  ბრიტანელი მუსიკოსია, რომელსაც მილიონობით ალბომი აქვს გაყიდული. 2006 …

საია ბათუმსა და თელავში მომხდარ ინციდენტებზე

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აგრძელებს საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგს. ამჯერად გვსურს საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ საქართველოს ორ ქალაქში, ბათუმსა და თელავში 4 აგვისტოს მომხდარ ინციდენტებზე და მოვუწოდოთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, რომ გამოიჩინონ სათანადო პასუხისმგებლობა, ჯეროვნად შეასრულონ მათზე საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ, სტაბილურ და ძალადობისაგან …

ქუჩის თეატრის ფესტივალი ბათუმში

5 აგვისტოს ბათუმში ქუჩის თეატრის ფესტივალი გაიხსნა და 14 აგვისტომდე გაგრძელდება. ფესტივალი CheckinGeorgia-ს ფარგლებში ტარდება და სხვადასხვა ქვეყნის თეატრალური დასები იღებენ მონაწილეობას. საზღვარგარეთიდან მოწვეული დასების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: სლოვაკეთი (BIG NAMES); საფრანგეთი (TRANSE EXPRESS,TAMBOURS & GIANT DOLLS); რუსეთი (პატარა ისტორიები – ჯამბზის შოუ); ესპანეთი (CAMUT BAND); დიდი ბრიტანეთი (FRANTIC, SPARK). ფესტივალში ასევე მონაწილეობენ ქართული თეატრალური დასებიც. …

ბეშუმში დოღზე ორი ადამიანი დაშავდა

დღეს, 6 აგვისტოს ბეშმობაზე ორი ადამიანი დაშავდა. როგორც „ბათუმელებს“ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ  უთხრა, ორივე დაშავებულს მსუბუქი დაზიანებები ჰქონდათ, რომლებიც დოღზე ცხენებით ასპარეზობისას მიიღეს. „ორივე მათგანი პრემიერის ვერტმფრენით გადაიყვანეს ბათუმში“, – თქვა ხულოს გამგებელმა. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

ავტობუსი ზაფხულში

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსით თუ გიმგზავრიათ, ალბათ უკვე იცით, თუ როგორ „გაახლოვებს“ ავტობუსი სრულიად უცხო ადამიანებთან. მთელი გზა უხერხულად დგახარ, ცდილობ ისუნთქო და ასეთივე მონდომებით ცდილობ, შენ გვერდით არსებულ სავარძლის ნარჩენს ტანსაცმელი ან საკუთარი კანი არ შესწირო. ერთი დამუხრუჭება, მოსახვევი და უცნობ ადამიანს შეიძლება ჩაეკრა. წაქცევაც შეიძლებოდა, მაგრამ ფეხზე მდგომი ხალხის მასა ამ საფრთხეს თითქმის სრულიად …

Exit mobile version