Batumelebi | 18 ათასი ლარი ლიტერატურის თარგმნისთვის 18 ათასი ლარი ლიტერატურის თარგმნისთვის – Batumelebi
RU | GE  

18 ათასი ლარი ლიტერატურის თარგმნისთვის

აჭარის განათლების სამინისტრო უცხოენოვანი სამეცნიერო/სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნას 9 ათასი ლარით აფინანსებს. სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის ფარგლებში პროექტის წარმოდგენა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს.

სამინისტროდან მოთხოვნილი თანხა ერთი პროექტისათვის არ უნდა აღემატებოდეს 9000 ლარს. სულ დაფინანსდება ორი პროექტი.  „ქვეპროგრამის ბენეფიციარებს გამოავლენს სპეციალურად შექმნილი კომისია ღია კონკურსის საფუძველზე“.

სამინისტროში საბუთების მიღება უცხოენოვანი სამეცნიერო/სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნის კონკურსში მონაწილეობისათვის,  2017 წლის 28 აპრილის  ჩათვლით მიმდინარეობს.

კონკურსში გამარჯვებული პროექტების განხორციელებას, ორგანიზებას გაუწევს სამინისტროს  მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com