ავტობუსი ზაფხულში

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსით თუ გიმგზავრიათ, ალბათ უკვე იცით, თუ როგორ „გაახლოვებს“ ავტობუსი სრულიად უცხო ადამიანებთან. მთელი გზა უხერხულად დგახარ, ცდილობ ისუნთქო და ასეთივე მონდომებით ცდილობ, შენ გვერდით არსებულ სავარძლის ნარჩენს ტანსაცმელი ან საკუთარი კანი არ შესწირო. ერთი დამუხრუჭება, მოსახვევი და უცნობ ადამიანს შეიძლება ჩაეკრა. წაქცევაც შეიძლებოდა, მაგრამ ფეხზე მდგომი ხალხის მასა ამ საფრთხეს თითქმის სრულიად …

როგორ მუშაობს მოძრავი ამბულატორია ბულვარში

„დღეში მინიმუმ 15-20 გამოძახება გვაქვს პლაჟზე. ხშირია ალკოჰოლის მიღების, მზისგან დამწვრობისა და წნევის ფაქტები. დღის მეორე ნახევარში მატულობს ტრავმული შემთხვევებიც,“ – გვეუბნება სასწრაფოს ექიმი ნინო გურგენიძე, რომელიც ბათუმის ბულვარში მოძრავ ამბულატორიაში მუშაობს. რა სირთულეებს აწყდებიან სასწრაფოს ექიმები გამოძახებისას და რატომ არ ითვალისწინებენ მოქალაქეები ექიმის რეკომენდაციებს? თანამედროვე, მოძრავი ამბულატორია ბათუმის ბულვარში ერთი თვეა რაც განთავსდა. ამბულატორიის …

ვარსკვლავებზე დაკვირვება ფიჭვის ტყეში

თუ ზაფხულის სიცხესა და ქალაქის ხმაურს გინდათ გაექცეთ და წიწვოვანი ტყეების ჩრდილსა და რამე მაგიურს ეძებთ – დროა კურორტ აბასთუმნის, უფრო ზუსტად აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მონახულებაზე დაფიქრდეთ. კურორტი აბასთუმანი ბათუმიდან 350 კილომეტრის დაშორებით, მესხეთის ქედის ერთ-ერთ განშტოებაზე, მდინარე ოცხეს ხეობაში, ზღვის დონიდან 1270-1340 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ხეობის თითქმის ვერტიკალურად აზიდული ფერდობები წიწვოვანი ტყით არის დაფარული …

562 დაჯარიმებული პარკირების წესების დარღვევისთვის [ფოტო]

  სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით 17:00 საათის მონაცემებით, პარკირების წესების დარღვევის გამო, დღეს ბათუმში 562 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის 504 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო, 18 – ნიშანში დგომის გამო,  13 – ტროტუარზე დგომისთვის, 11 – ტაქსის, სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობის გამო,  15 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და მხოლოდ 1 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო.

ეკლესიის მიმდებარე სკვერში ტუალეტის მშენებლობას აპროტესტებენ

“მამულიშვილთა კავშირის” თავმჯდომარე ნიაზ ბოლქვაძე, ბათუმის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე  საზოგადოებრივი ტუალეტის მშენებლობას აპროტესტებს – “ამ ადგილზე უახლოეს მომავალში (ოსმალთა სამასწლოვანი ბატონობისგან აჭარის განთავისუფლების და  დედა–სამშობლო საქართველოსთან დაბრუნებისთვის თავდადებულ) გმირთა მემორიალი უნდა დაიდგას.  ასევე ეს ადგილი ძალიან ახლოს არის ტაძართან და აქვეა განთავსებული ბავშვთა  გასართობი ადგილიც, ამიტომ მიგვაჩნია რომ აქ საზოგადოებრივი ტუალეტის მშენებლობა დაუშვებელია. საზოგადოებრივი ტუალეტი აუცილებელია და …

ცურვა დელფინებთან [ფოტო, ვიდეო]

დღის 5 საათია. ბათუმის დელფინარიუმის აუზთან 11 წლის სონია და 6 წლის მაშა დგანან და მოუთმენლად ელიან დელფინებთან შეხვედრას. რამდენიმე წუთიც და ბავშვები პირველად, ახლოს შეხვდებიან დელფინებს, ხელით შეეხებიან და მათთან ერთად გაცურავენ. ინტერაქტივი – ასე ეწოდება 15-წუთიან ცურვას დელფინებთან ბათუმის დელფინარიუმის აუზში, რა დროსაც ადამიანს შეუძლია ხელით შეეხოს დელფინს, მასთან ერთად გაცუროს და ჩაეხუტოს. …

დეტექტივები სარფის საბაჟოდან

ისინი ექვსი არიან. მათგან ორის წინაპრები გერმანელები იყვნენ, ოთხის – ბელგიელები. 24-საათიან ცვლაში მუშაობენ და დასვენებისა და კვების წინასწარ განსაზღვრული რაციონი აქვთ. ყველას თავისი სახელი ჰქვია, თუმცა, მათი საჯაროდ დასახელება არ შეიძლება, რადგან მათი სამსახური, ფაქტობრივად, გასაიდუმლოებულია. მათ განსაკუთრებული უნარი აქვთ, ყნოსვით შეუძლიათ იპოვონ ნარკოტიკი. აჭარის საბაჟო-გამშვებ პუნქტებში უკვე ორი წელია ორი გერმანული ნაგაზი და …

ბელორუსიის მოქალაქეს ბათუმში ბებიასა და ბაბუას საფლავი აღარ დახვდა

ეროვნებით ბელორუსი ოლღა და ვლადიმერ იუცკევიჩები ბათუმელები იყვნენ. ოლღა 1987 წელს გარდაცვლილა, ვლადიმერი – 1995-ში. ისინი ფერიის სასაფლაოზე დაუმარხავთ შვილებს და შვილიშვილებს, რომლებიც საქართველოში  აღარ ცხოვრობენ. 2014 წელს ბებიასა და ბაბუას საფლავების მოსანახულებლად შვილიშვილი ოლია ჩერნიშოვა ჩამოსულა. მას წინაპრების საფლავზე სხვისი საფლავის ქვა დახვდა, რომელზედაც  უცნობი ქალის სახელი და გვარი ამოიკითხა. „ეს არ არის პირველი …

№9 ავტობუსს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

დღეს, 4 აგვისტოს რამდენიმე წუთის წინ აეროპორტის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს შეეჯახნენ №9 ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი. ბათუმის ავტოტრანსპორტში გვითხრეს, რომ შემთხვევის ადგილზე გასულია ტექნიკური ჯგუფი. მათი თქმით დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. „ბათუმელებს“ ავტოავარიის შესახებ ინფორმაცია თვითმხილველმა მოაწოდა. როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში უთხრეს, შეტყობინება აღნიშულ შემთხვევასთან დაკავშირებით ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.

ყვითლად მონიშნული ბილიკით “მწვანე სამოთხეში“

„საკუთარი თვალით ნანახს არაფერი სჯობია“ – პრინციპით, უჩვეულოდ ადრე ვიღვიძებ და ვემზადები, რომ ვნახო „მწვანე სამოთხე“, რომელზეც ამდენს ყვებიან. დღეს მაჭახელას ეროვნულ პარკში მივდივარ. ფოტოებს დიდი ხანია ნაკლებად ვენდობი, თან მაღალმთიან აჭარაში დაბადებულ-გაზრდილს მთებით გააკვირვებ?! ბათუმიდან ორმოცი წუთი მანქანით და სოფელ აჭარისაღმართის ცენტრში, მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის შენობის ეზოში ხარ. ეროვნული პარკი წელს პირველად მასპინძლობს ვიზიტორებს, …

ბათუმში მზიანი ამინდი ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმში, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ამინდი არ გაუარესდება, დღისით შენარჩუნებული იქნება ძირითადად მშრალი ამინდი, ხოლო ღამით, პერიოდულად, მცირე ნალექია მოსალოდნელი. დღეიდან, 4 აგვისტოდან, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, ჰაერის ტემპერატურა იქნება: დღისით 28-29, მაქსიმუმ 30 გრადუსი, რაც ობსერვატორიის განცხადებით აგვისტოს თვისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა და საგანგაშოდ მაღალ ტემპერატურას ამდღეებში არ უნდა ველოდოთ. ზაფხულში, …

ფოტორეპორტაჟი მაჭახელას ეროვნული პარკიდან

რეპორტაჟი მაჭახელას ეროვნული პარკიდან: ყვითლად მონიშნული ბილიკით “მწვანე სამოთხეში“

პლაჟის დანაგვიანებისთვის ჯარიმა 80 ლარია

სიმინდის ტაროები, პოლიეთილენის პარკები, სიგარეტის ნამწვავები – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ნარჩენების, რაც ბათუმის სანაპიროზე შეიძლება ნახოთ, უფრო ხშირად საღამოს. ზღვის პირას მყოფი დამსვენებლები ფიქრობენ, რომ პლაჟი მეტ-ნაკლებად სუფთაა. „მე 10 ბალიანი სისტემიდან დავწერდი ცხრა ქულას პლაჟის სისუფთავეში“ – ამბობს მიჰკენ მარტინი, დამსვენებელი ესტონეთიდან. „პლაჟი ისე თუ ასე სუფთაა, რაც შეეხება წყალს, უბრალოდ ძალიან მაგარია. …

ენმ-ს აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი სამშობლოს“ მიერ ბათუმში გამართული აქცია გააპროტესტეს. ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თორნიკე ხალვაში აღნიშნული აქციის ორგანიზებაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ადანაშაულებს: „დღეს აქ შევიკრიბეთ, რათა  გავაპროტესტოთ დღევანდელი აქცია, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ იყო ორგანიზებული. ეს აქცია იყო უშუალოდ მთავრობის თავმჯდომარის მიერ დაკვეთილი, კორკოტაშვილის …

უმაღლეს საარჩევნო კომისიას ახალი ლოგო 590 ლარი დაუჯდა

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ დღეს, 4 აგვისტოს სხდომაზე, კომისიის 2006 წლიდან მოქმედი ლოგო გააუქმა და ახალი დაამტკიცა. კომისიას ახალი ლოგოს შეძენა 590 ლარი დაუჯდა. ლოგო კომპანია “Look Production”-მა დაამზადა. ახალი ლოგოს შესაქმნელად უსკოს კონკურსი არ გამოუცხადებია. ლოგო უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ პირდაპირი შესყიდვის წესით შეიძინა.  

ბათუმში აქციაზე ერთი პირი დააკავეს [ფოტო-ვიდეო]

დღეს, 4 აგვისტოს, ბათუმში, მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ჩვენი სამშობლო“ საპროტესტო აქცია გამართა. აქცია დილით, 11 საათზე ევროპის მოედანზე დაიწყო და მოგვიანებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისთან გადმოინაცვლა. მონაწილეთა მოთხოვნა „ენმ-ს აკრძალვა, ხოლო მისი წარმომადგენლების, როგორც სისხლისმღვრელი რეჟიმის შემქმნელების დასჯა“ იყო. აქცია წინასწარ იყო დაანონსებული, მათ შორის ისიც, რომ აქციის მონაწილეები  გეგმავდნენ ენმ-ს ბათუმის ოფისის …

ნაყინი „СССР“ – კომპანია მომწოდებელთან კონტრაქტის შეწყვეტას აპირებს

ბათუმის ბაზარზე გამოჩნდა რუსული წარმოების ნაყინი, წარწერით „СССР“. ნაყინმა მალევე მიიქცია ყურადღება. როგორც შეფუთვაზე მითითებული ინფორმაციით ვიგებთ, ნაყინის იმპორტს შპს „არქტიკა“ ახორციელებს. „ბათუმელები“ დაუკავშირდა შპს „არქტიკას“ წამომადგენლობას. მათი ინფორმაციით, ბათუმის ბაზარზე მაისიდან ოპერირებენ. „არქტიკაში“ ამბობენ, რომ მწარმოებელმა კომპანიამ, რომელიც რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკაში მდებარეობს, თავად გამოგზავნა საქონელი, ისე რომ შერჩევის საშუალება მათ არ ჰქონდათ: „ჩვენ არ შეგვიკვეთავს ამ წარწერის …

ბათუმის ბიუჯეტი კიდევ 898 ათასი ლარით გაიზრდება

არჩევნების დღის გამოცხადებიდან დღემდე პერიოდში ბათუმის ბიუჯეტი უკვე მესამედ იზრდება. ამჯერად, 898 100 ლარით. ბათუმის მერიის შესაბამისი გადაწყვეტილება ქალაქის საკრებულომ 4 აგვისტოს რიგგარეშე სხდომაზე უნდა დაამტკიცოს. მერიაში აცხადებენ, რომ ბიუჯეტის გადასხდელების ზრდა, ბიუჯეტში შემოსავლების ზრდითაა განპირობებული. რაც შეეხება იმას, თუ რას მოხმარდება დამატებითი თანხა, მერიაში გვითხრეს, რომ დაფინანსდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები – ჭაობის დასახლებაში გაგრძელდება ქუჩების რეაბილიტაცია, …

მზის ჩასვლა ბათუმში (ფოტო)

ბათუმში ცხელი ამინდები კვირის ბოლომდე შენარჩუნდება. დღეს 3 აგვისტოს, ბათუმში ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსს აღწევდა. სინოპტიკოსთა პროგნოზით, თბილი ამინდები ბათუმში მომდევნო ერთი კვირის განმავლობაშიც შენარჩუნდება. 8 აგვისტოს კი, ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა დღისით 34 გრადუსსაც მიაღწიოს.  

კადრების გაზრდის მცდელობა მერიაში წინასაარჩევნოდ

“სპორტული საკლუბო გაერთიანება – ბათუმი” –  ამ სახელწოდებით ახალი ა(ა)იპ-ის შექმნას მერია აპირებს. მერიაში ადასტურებენ, რომ ახალი სამსახური შტატების გაზრდას გამოიწვევს. აქვე არ აკონკრეტებენ, რამდენით გაიზრდება საშტატო ერთეული, თუკი საკრებულო მერიის ინიციატივას დაეთანხმება და სპორტული საკლუბო გაერთიანება შეიქმნება. “ჩვენი მიზანია გვქონდეს მოქნილი მენეჯმენტი” – განაცხადა მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსმა, ია შალამბერიძემ, მერიის სპორტისა და …

ბათუმის საკრებულო გადაწყვეტს ეყოლება თუ არა წარმომადგენელი სასამართლოში

ბათუმის საკრებულო თუკი შესაბამის ინიციატივას ხვალ, 4 აგვისტოს რიგგარეშე სხდომაზე მხარს დაუჭერს, ბათუმის საკრებულოს სპეციალური წარმომადგენელი სასამართლოში აღარ ეყოლება. საკრებულოს იურისტი, სულიკო შვენთიძე “ბათუმელებთან” ამბობს, რომ ცვლილების მიზეზი მიწის საკუთრების აღიარების კომისიაა, რომელიც საკრებულოს ნაცვლად, პირველი აგვისტოდან მერიას ექვემდებარება. “საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლო დავა იშვიათია. ძირითადად დავა უკავშირდებოდა მიწის საკუთრების აღიარებას და რადგან ეს კომისია მერიაში …

გზების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე: პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლეს

რევაზ მიქელაძე სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, როცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე გახდა. ავტომატურად გათავისუფლებული სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელობის შემდეგ, რევაზ მიქელაძე მოადგილის პოზიციაზე აღარ აღადგინეს. ის აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტში მუშაობდა. „პოლიტიკური მოტივაცია იყო რევაზ მიქელაძის გათავისუფლების საფუძველი. ის აჭარის გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშაობდა ბოლო 5 წლის განმავლობაში,“ – აცხადებს პეტრე …

უსკო მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვის საკითხს არ განიხილავს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვის საკითხს არ განიხილავს. საუბარია ბათუმში 31 ივლისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილმა მემედ აბაშიძის ქუჩაზე, პარტიული ოფისის წინ შეკრებილებს ვიდეოჩართვის საშუალებით მიმართა.  „უკრაინის მოქალაქემ, ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა სავარაუდო წინასაარჩევნო აგიტაცია“ – ასე შეაფასა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ექსპრეზიდენტის ვიდეომიმართვა და ადმინისტრაციული წარმოების …

აშენდება თუ არა ესტაკადა ბათუმის პორტთან

„შედეგი ამ მიმართულებით აუცილებლად მალე დადგება“ – ასეთია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის პასუხი, თუმცა როდის დადგება ეს შედეგი, იგი არ აკონკრეტებს. ბათუმის მერიაში ესტაკადის პროექტი კარგა ხანია შესულია, თუმცა მერია მშენებლობის ნებართვას არ გასცემს. „ხშირად, გოგებაშვილის ქუჩაზე, რკინიგზაზე სატვირთო ვაგონების გადაადგილების გამო იკეტება გზა და სხვა რომ არაფერი, უკვე მერამდენედ დამაგვიანდა მატარებელზე. ბოლოს და …

ძარცვის საქმის განხილვა სასამართლოში საპროტესტო აქციების შემდეგ

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა დღეს, 2 აგვისტოს, დაზარალებული ზინაიდა ანტონიანის ჩვენება მოისმინა. საუბარია ჯგუფური ძარცვის საქმეზე, რაშიც ბრალი ედება გიორგი კაკაბაძეს და ხვიჩა კიწმარიშვილს. სასამართლო განხილვის დაწყებამდე, ბრალდებულების ნათესავებმა პროკურატურასთან საპროტესტო აქციები რამდენჯერმე გამართეს უკანონო წინასწარი პატიმრობის შეწყვეტის მოთხოვნით. პროტესტის საგანი საქმის ახალ გარემოებაა – მოპარული ნოუთბუქი დაზარალებულმა ქალებმა საკუთარ სახლში აღმოაჩინეს. ზინაიდა ანტონიანის ჩვენების მიხედვით, …

რატომ უნდა ვერიდოთ ალკოჰოლს ზაფხულში

ზაფხულში ალკოჰოლური სასმელის მიღება ჯანმრთელობისთვის გაცილებით უფრო საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე წელიწადის სხვა დროს. ამ პერიოდში ალკოჰოლით ინტოქსიკაციის ალბათობა იზრდება და ორგანიზმს განსაკუთრებით უჭირს ალკოჰოლურ თრობასთან გამკლავებაც. რომელ ალკოჰოლურ სასმელებს უნდა ვერიდოთ ზაფხულში და რატომ არის საშიში ალკოჰოლით ინტოქსიკაცია ზაფხულში? – ამ თემაზე „ბათუმელებს“ ტოქსიკოლოგი ვოვა მგელაძე ესაუბრა, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ექიმი. რატომ არის უფრო …

მერიის გაფრთხილება: მოქალაქეებმა 3 აგვისტოს, 14:00 საათამდე თავი შეიკავონ ბავშვების 6 მაისის პარკში გასეირნებისგან

ბათუმის მერიის განცხადებით, „გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური“ 6 მაისის პარკში ხე-მცენარეთა შხამ-ქიმიკატებით შეწამვლას განახორციელებს. უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, მოსახლეობას მოვუწოდებთ, ხვალ, 3 აგვისტოს, 14:00 საათამდე თავი შეიკავონ ბავშვების პარკში გასეირნებისგან“.

ვინ უმკურნალებს ცხოველებს? – „საქართველოში ვეტერინარები აღარ გვეყოლება“

„მთაში ყოფნისას იყო შემთხვევა, როდესაც სხვა სოფლიდან ღამე გამომიძახეს, პირუტყვი ავად გაუხდათ. ღამე ფეხით ვერ წავედი, ტრანსპორტი არ იყო. დილით უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა. თუმცა, რომ დავათვალიერე, დროული დახმარების შემთხვევაში მისი გადარჩენა შეიძლებოდა,“ – დანანებით ამბობს 57 წლის ბადრი შავაძე, რომელიც 33 წელია ხულოს მუნიციპალიტეტის 8 სოფლის ერთადერთი ვეტექიმია. მთლიანობაში ხულოს მუნიციპალიტეტის 80-მდე სოფელს სულ 7-8 …

150 წლის ყაბალახი და 10 ათასი წლის წინანდელი თოხი – რას ნახავთ მაღალმთიანი აჭარის მუზეუმებში

აჭარის მაღალმთიანეთში ტურისტს შესაძლებლობა აქვს ნახოს როგორც ისტორიული, ასევე არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და ცნობილი საზოგადო მოღვაწეების სახლ- მუზეუმები. აქ სულ რვა მუზეუმი ფუნქციონირებს – სამი შუახევში, სამი ხულოში და ორიც ქედაში. აჭარის მთიანეთის უძველესი ყოფის ამსახველ ექსპონატებს ქედის ისტორიული მუზეუმი ინახავს. აქ ვიზიტორი 8-10 ათასი წლის წინანდელი ქვის თოხსა თუ შურდულის ქვებს ნახავს, რომლებსაც, როგორც ისტორიული წყაროებით …

რა ხდება ქალთა საპატიმროებში

ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმამ“, იმის დასადგენად, თუ რამდენად არის გათვალისწინებული ქალთა გენდერსპეციფიკური ფაქტორები და საჭიროებები სისხლის სამართლის სისტემაში, კვლევა ჩაატარა, რომელიც სისტემის ყველა ეტაპს მოიცავს –  დაკავების მომენტს, სასამართლო განხილვას და შემდეგ უკვე სასჯელის აღსრულებას, როგორც საპატიმრო, ისე არასაპატიმრო კუთხით. კვლევის ავტორის, ტატო ქელბაქიანის თქმით, ფოკუსჯგუფებთან, ყოფილ პატიმრებთან, პროკურორებთან, მოსამართლეებთან და სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან …

საავადმყოფოები დონეების მიხედვით – რა უნდა იცოდეს ორსულმა

აჭარა პერინატალური მოვლის რეგიონალიზაციის პროექტში ჩაერთო, რაც იმ სამედიცინო დაწესებულებების დონეებად დაყოფას გულისხმობს, რომლებიც დედათა და ჩვილ ბავშვთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სამედიცინო სერვისებს სთავაზობენ პაციენტებს. ამჟამად საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჯგუფი აჭარაში სამედიცინო დაწესებულებებს სწავლობს. ბათუმის სამშობიარო სახლი, რეფერალური საავადმყოფო, კლინიკა „მედინა“, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი – ეს ბათუმში მდებარე იმ სამედიცინო დაწესებულებების მოკლე ჩამონათვალია, რომლებიც პერინატალური მოვლის …

როგორ აისახება თურქეთის „საგანგებო რეჟიმი“ საქართველოზე

„დემოკრატიის დასაცავად“ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სამი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. თქვა, რომ ამ პერიოდში თურქეთის ჯარს „ვირუსებისგან გაწმენდს“, რადგან სამხედრო გადატრიალების მცდელობის პროცესი შესაძლოა დასრულებული ჯერ კიდევ არ იყოს. ექსპერტების შეფასებებით, „დემოკრატიის დაცვის“ სახელით, შეიძლება თურქეთის პოლიტიკური პრიორიტეტები შეიცვალოს. თურქეთში მიმდინარე პროცესი ეკონომიკურად ბათუმში უკვე ძირითადად თურქულ რესტორნებზე, ღამის კლუბებსა და სასტუმროებზე აისახა. …

რა იწვევს ფუტკრის ოჯახების განადგურებას

აჭარის სოფლებში მეფუტკრეები ამბობენ, რომ ფუტკრის ოჯახები ეღუპებათ. ანალოგიური სიტუაციაა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც. ზოგიერთი მეფუტკრე მიიჩნევს, რომ ფუტკარს ის შხამ-ქიმიკატები ანადგურებს, რასაც სოფლის მეურნეობაში ერთწლოვანი თუ მრავალწლოვანი კულტურების შესაწამლად იყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ფუტკრის ასობით ოჯახი განადგურდა, სახელმწიფოს პრევენციული ზომებისთვის ამ დრომდე არ მიუმართავს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო მეფუტკრეებს …

უსკოს კომენტარი მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვაზე

დღეს, 1 აგვისტოს, უმაღლეს საარჩევნო კომისიაში  წარმოდგენილ იქნა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის  განცხადება, რომელიც  უცხო ქვეყნის მოქალაქის  წინასაარჩევნო აგიტაციაში სავარაუდო მონაწილეობას ეხება. საქმე ეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას, რომელიც გუშინ, 31 ივლისს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების პრეზენტაციაზე განხორციელდა. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პარმენ ჯალაღონიას განმარტებით, უსკო კანონით დადგენილი …

საკრებულოს გადაწყვეტილება, რომელიც ბაღის თანამშრომლებს არ აცნობეს

ბათუმის საკრებულოს წევრის, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლის, ნინო ბერაძის განცხადებით, საკრებულოს მიერ სამი თვის წინ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის 50-პროცენტიან მგზავრობის შეღავათს ითვალისწინებს,  ამ დრომდე ადრესატამდე არ მისულა. საკრებულომ  საშეღავათო ტარიფით სარგებლობის შესახებ დადგენილება 2016  წლის 20 აპრილს მიიღო. „ეს ინიციატივა იყო „თავისუფალი დემოკარტების“, რომელიც გაითვალისწინა საკრებულომ და საბავშვო ბაღების  თანამშრომლებს  შესაძლებლობა მიეცათ, …

პოლიციის შენობაში მოქალაქის სავარაუდო ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გამოძიება დაიწყო

ირაკლი ქაჯაიას საქმეზე, „ბათუმელების“ ინფორმაციით, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა გამოძიება დაიწყო. გამომძიებელი დროებითი მოთავსების იზოლატორში დღეს, პირველ აგვისტოს, დაკითხავს ირაკლი ქაჯაიას, რომელმაც ” ბათუმელებს” იზოლატორში მოთავსებამდე უთხრა, რომ 26 ივლისს პოლიციის მე-6 განყოფილებაში ფიზიკურად გაუსწორდნენ. დღესვე “ბათუმელებს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, რომ საქმის მასალები გენერალურმა ინსპექციამ პროკურატურაში გადააგზავნა. 26 ივლისიდან დღემდე პროკურატურამ არ მოგვაწოდა ინფორმაცია …

Exit mobile version