ხვალ, 18 ოქტომბერს 16:00 საათზე, ბათუმის ამერიკულ კუთხეში გაიმართება პირდაპირი ჩართვა ამერიკის საელჩოდან თემაზე – ამერიკული არჩევნების თავისებურებები, საარჩევნო სისტემა, პოლიტიკური პარტიები და დებატები. ჩართვას წარუძღვება ამერიკელი ექსპერტი ჯონ ფორტიერი, რომელიც პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ჰარვარდისა და პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი და საარჩევნო პროცესების მიმომხილველია. დასწრება თავისუფალია და შესაძლებელია კითხვების დასმა.
Category Archives: მთავარი
ფრანგული სამხედრო ხომალდი ბათუმში
17 ოქტომბერს 18:00 საათზე, ბათუმის პორტში, საფრანგეთის ეროვნული სამხედრო ფლოტის ხომალდი „პრემიე მეტრ ლ’ ერის“ შემოსვლის საზეიმო ღონისძიება გაიმართება. ფრანგულ სამხედრო გემზე ოფიციალურ მიღებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ქალაქის მერი და სხვა ოფიციალური პირები დაეწსრებიან. მთავრობის ინფორმაციით, დღეს საფრანგეთის ელჩი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჩხერის სამთო მომზადების სკოლისათვის შეძენილი აღჭურვილობის ნაწილს გადასცემს. ოთხშაბათს, 19 ოქტომბერს, „პრემიე მეტრ …
ალექსანდრე თვალჭრელიძის საჯარო ლექცია ბათუმში [ანონსი]
2016 წლის 17, 18, 19 ოქტომბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის ალექსანდრე თვალჭრელიძის საჯარო ლექციათა ციკლი თემატიკაზე: „ნედლეულის ეკონომიკა (ნედლეულის როლი მსოფლიო ეკონომიკაში)“. საჯარო ლექციათა ციკლი გათვალისწინებულია როგორც სტუდენტებისა და ლექტორ – მასწავლებლებისათვის, ასევე თანამედროვე ეკონომიკური საკითხებით დაინტერესებული მსმენელებისათვის. საჯარო ლექციის ჩატარების …
Continue reading “ალექსანდრე თვალჭრელიძის საჯარო ლექცია ბათუმში [ანონსი]”
30 ათასი ლარი წიგნების ბეჭდვისთვის აჭარის კულტურის სამინისტროსგან
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 10 დასახელების წიგნის ბეჭდვა-აკინძვაში მაქსიმუმ 30 ათას ლარს გადაიხდის. სამინისტროს ინფორმაციით, წიგნები ქვეპროგრამის „ხელოვნებისა და კულტურის საქმიანობის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია“ ფარგლებში იბეჭდება. სამინისტროს პროგრამები აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსდება. შესაბამისი ელექტრონული ტენდერი სამინისტრომ უკვე გამოაცხადა. პირობების თანახმად „მიმწოდებელი იძლევა გაწეული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტებისადმი შესაბამისობის გარანტიას“. წიგნების ბეჭდვა მიმდინარე წლის 20 დეკემბრამდე …
Continue reading “30 ათასი ლარი წიგნების ბეჭდვისთვის აჭარის კულტურის სამინისტროსგან”
გარდაცვალების სტატისტიკა და სიკვდილის მიზეზები საქართველოში
სტატისტიკის სამსახური სიკვდილის ძირითად მიზეზებს ავადმყოფობათა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკატორის (დსკ-10) მიხედვით აქვეყნებს. ამ კლასიფიკატორის მიხედვით, სიკვდილის ძირითადი მიზეზებია: რაც შეეხება გარდაცვალების სტატისტიკას, 2010 წელს საქართველოში გარდაცვლილთა რიცხვი იყო 47 864, გასულ წელს კი – 49 121. გასულ წელს გარდაცვლილთა შორის 20 ათასზე მეტ შემთხვევაში სიკვდილის მიზეზი იყო – სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები; …
Continue reading “გარდაცვალების სტატისტიკა და სიკვდილის მიზეზები საქართველოში”
განქორწინებათა რიცხვი ბოლო 5 წელში გაორმაგდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში განქორწინების მაჩვენებელი 2010 წლიდან 2016 წლამდე 4386-ითაა გაზრდილი. 2010 წელს ქვეყანაში რეგისტრირებული იყო სულ 4726 განქორწინება, 2015 წელს კი – 9112 განქორწინება. აჭარის რეგიონში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განქორწინებათა რიცხვი ორჯერ უფრო მეტადაა გაზრდილი:
ქალაქ ქობულეთის ძლიერი და სუსტი მხარეები
ქობულეთის საკრებულომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმა ორი კვირის წინ დაამტკიცა. გეგმა მოიცავს დოკუმენტურ კვლევებს, არსებული სიტუაციის აღწერას, გეგმებსა და დასკვნებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უშუალოდ „ქ. ქობულეთის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის ტექნიკური (საპროექტო) დავალების თანახმად, მის წინმსწრებ, ურბანული პოლიტიკის ხასიათის ნაწილს წარმოადგენს „ქ. ქობულეთის სივრცითი განვითარების ხედვა“, რომლის შემუშავების მიზნებია: ქალაქის ოპტიმალური, ეფექტიანი, საზოგადოების მოთხოვნილებების და შესაბამისი …
6 მაისის პარკთან მომხდარი მკვლელობის საქმე სასამართლოში
14 მაისს, დღისით, ბათუმში, 6 მაისის პარკთან ირაკლი აბუსერიძე მოკლეს. თვითმხილველების თქმით, გაჩერებულ ჯიპში მას მკვლელმა სამი ტყვია ესროლა და მიიმალა. გარდაცვლილის ქვრივმა უკვე მისცა ჩვენება სასამართლოს და თქვა, რომ ისიც თვითმხილველია – ის ამ დროს მცირეწლოვან შვილებს პარკში ასეირნებდა. ორი დღის შემდეგ სამართალდამცველებმა ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე მდებარე საშაურმეში განზრახ მკვლელობის ბრალდებით არჩილ ფ. დააკავეს. ბრალდებული, …
Continue reading “6 მაისის პარკთან მომხდარი მკვლელობის საქმე სასამართლოში”
მახინჯაურში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა
შს სამინისტროს ინფორმაციით, დღეს 15 ოქტომბერს მახინჯაურში, სამი ავტომობილი ერთმანეთს შეეხაჯა, მათ შორის ერთ-ერთი მიკროავტობუსია. „ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი“. ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, სასწრაფოს ბრიგადამ მხოლოდ გადაიყვანა ერთი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ქალა-ტვინის დაზიანება. “საკმაოდ მძიმე დაზიანება იყო. ქალბატონი, როცა ჯდება მანქანაში, მაშინ მოხდა შეჯახება. იყვნენ ბავშვები, მაგრამ როგორც ვიცით, ისინი არ …
Continue reading “მახინჯაურში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა”
რა მოეთხოვებათ სპორტის მასწავლებლებს საგნობრივ გამოცდაზე
იმ 747 პედაგოგს შორის, რომლებიც საგნობრივ გამოცდაზე გავიდნენ, ბარიერი მხოლოდ 173-მა პედაგოგმა დაძლია. სპორტის მასწავლებლები საგნობრივ გამოცდაზე პირველად წელს, ივლისში გავიდნენ. 70 ქულიდან გამსვლელი 43 ქულა იყო. იმისათვის, რომ სპორტის პედაგოგმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვოს, ვალდებულია სამი წლის განმავლობაში 19 კრედიტქულა დააგროვოს. რა ევალებათ სპორტის პედაგოგებს ეროვნული სასწავლო გეგმით და რა მოთხოვნებს ვერ პასუხობს თანამედროვე …
Continue reading “რა მოეთხოვებათ სპორტის მასწავლებლებს საგნობრივ გამოცდაზე”
სამინისტროს გრანტი მხოლოდ წარმატებული სტუდენტებისთვის
აჭარის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სტუდენტებს, რომლებიც ამ სამინისტროსგან სასწავლო თანადაფინანსებას იღებენ, დაფინანსება მოეხსნებათ იმ შემთხვევაში, თუ ისინი პირველ სემესტრში ვერ დააგროვებენ აკადემიური ქულების 71 პროცენტს. სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს 17-მა სტუდენტმა ვერ დააგროვა ქულათა განსაზღვრული რაოდენობა, 4-მა კი – წელს. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, გიორგი თავამაიშვილის განმარტებით, გრანტის მიზანი სტუდენტების სტიმულირებაა. „გრანტს ვერ …
Continue reading “სამინისტროს გრანტი მხოლოდ წარმატებული სტუდენტებისთვის”
ტარიელ ნაკაიძე: სახელმწიფომ თქვას, ეს შენობა ეკუთვნის მუსლიმებს, თუ არა
დღეს 15 ოქტომბერს, სოფელ მოხეში, მუსლიმებმა სადავო შენობის წინ ილოცეს. შენობა, რომელსაც ადგილობრივი მუსლიმები სახელმწიფოსგან ითხოვენ, პოლიციამ ყვითელი ლენტით შემოსაზღვრა და შესასვლელი აჭედა. მუსლიმები, სადავო შენობასთან დაკავშირებით, სახელმწიფოსგან სამართლებრივ გადაწყვეტილებას ელოდებიან. რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს კომისიას კი, რომელსაც შენობის ისტორიული წარმომავლობა და კონფესიური კუთვნილება უნდა დაედგინა, დღემდე არცერთი დასკვნა არ წარმოუდგენია. „ბათუმელები“ სამცხე-ჯავახეთის მუფტს, მამუკა ვაშაყმაძეს …
Continue reading “ტარიელ ნაკაიძე: სახელმწიფომ თქვას, ეს შენობა ეკუთვნის მუსლიმებს, თუ არა”
შსს-მ გამოძალვის და ძარცვის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შს სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე დააკავა. „ბათუმში ერთერთ სასტუმროსა და კლუბში გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, მომხმარებლებისგან შეუსაბამოდ დიდი თანხა მოითხოვეს. უარის მიღების შემდეგ კი, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, თურქეთის მოქალაქეებისგან 18 000 ლარისა და 1 500 ლარის გამოძალვას შეეცადნენ, რა დროსაც …
Continue reading “შსს-მ გამოძალვის და ძარცვის ბრალდებით 2 პირი დააკავა”
ბოტანიკურ ბაღში ელექტრომობილით გადაადგილება 3 ლარი გახდა
ბათუმის ბოტანიკური ბაღის ინფორმაციით, ზამთრის სეზონზე, ბაღის ტერიტორიაზე ელექტრომობილით ტრასპორტირების მომსახურება 3 ლარი გახდა. „ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, ტურისტული მარშრუტის საწყისი პუნქტიდან (უნივერსიტეტის ან „მწვანე კონცხის“ მთავარი შემოსასვლელიდან ზღისპირა პარკამდე ან/და პირიქით) საბოლოო პუნქტამდე, ასევე მარშრუტის ცალკეული უბნებიდან ბოლო პუნქტამდე“. ხოლო, პირველი ივნისიდან, 31 დეკემბრამდე ელექტრო ტრანსპორტით სარგებლობა ისევ 5 ლარი იქნება.
პროპორციული სიის სავარაუდო დეპუტატებმა ნარკოლოგიური ცნობა წარადგინეს
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პროპორციული სიის 15-მა წევრმა, რომლებიც 2016 წლის საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების მიხედვით სავარაუდოდ, დეპუტატები გახდებიან, ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა უსკოში წარადგინეს. „ნარკოლოგიური ცნობის უსკოში წარდგენის ვადა ჰქონდათ 22 ოქტომბრამდე, თუმცა გუშინ, 14 ოქტომბერს წარმოადგინა იმ 15-ივე პირმა, რომლებიც პროპორციული სიის მიხედვით, სავარაუდოდ დეპუტატები გახდებიან“ – აცხადებენ უსკოში . 2016 წლის …
Continue reading “პროპორციული სიის სავარაუდო დეპუტატებმა ნარკოლოგიური ცნობა წარადგინეს”
ბათუმში “მწერალთა სახლის” რესტავრირებული შენობა გაიხსნა
დღეს ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე მწერალთა კავშირის ახლად რესტავრირებული შენობა გაიხსნა. აჭარის მწერალთა კავშირის შენობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ფონდი “ქართუ” აწარმოებდა. 1904 წელს აშენებულ შენობაში, ბათუმის მწერალთა სახლი 1957 წლიდან ფუნქციონირებს. ათწლეულების განმვალობაში შენობაში არ ჩატარებულა გამაგრებითი სამუშაოები. “შენობა, რომელშიც ახლა ვიმყოფებით იყო მართლაც სავალალო მდგომარეობაში, ფონდი ქართუ დაინტერესდა ამ ძეგლით და უმოკლეს ვადებში …
Continue reading “ბათუმში “მწერალთა სახლის” რესტავრირებული შენობა გაიხსნა”
„ოცნება” VS “ნაციონალები – ვინ ვის უპირისპირდება მეორე ტურში ბათუმში
აჭარაში არჩევნების შედეგად ვერ გაირკვა გამარჯვებული მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა, რადგან ერთი კანდიდატის გარდა ვერც ერთმა ვერ მოიპოვა ხმათა 50 პროცენტზე მეტი. მეორე ტურში გადადის ორი კანდიდატი, რომელთაც დააგროვეს ყველაზე მეტი ხმა. ბათუმში, ისევე როგორც მთელ აჭარაში, მაჟორიტარულ ოლქებში ერთმანეთს მხოლოდ ორი – „ქართული ოცნებისა” და ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები უპირისპირდებიან საქართველოს პარლამენტში და უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად. …
Continue reading “„ოცნება” VS “ნაციონალები – ვინ ვის უპირისპირდება მეორე ტურში ბათუმში”
რა ნერგები უნდა დავრგოთ შემოდგომაზე
რომელი მრავალწლოვანი კულტურების დარგვა შეიძლება შემოდგომაზე, როგორ უნდა მომზადდეს ნერგი და ნიადაგი დასარგავად ისე, რომ ნერგს გახარება არ გაუჭირდეს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს, შოთა ლომინაძეს ესაუბრა. ბატონო შოთა, რომელი მრავალწლოვანი კულტურების დასარგავად არის ხელსაყრელი შემოდგომა? მრავალწლოვანი კულტურების გაშენებისას უნდა გამოიყოს დაბალი და მაღალი ზონა. დაბალ ზონაში ყველაზე კარგი პერიოდი ციტრუსის დასარგავად შემოდგომაა, …
რატომ ამბობენ მამები უარს ალიმენტის გადახდაზე
ბოლო სამი წლის განმავლობაში ბათუმის საქალაქო სასამართლომ ალიმენტის დაკისრების 254 შემთხვევა განიხილა. 119 სარჩელი დაკმაყოფილდა, 52 – მორიგებით დასრულდა, ალიმენტის მიღებაზე უარი ეთქვა და არ დაკმაყოფილდა – 66-ჯერ. ადვოკატებს ალიმენტზე საუბრის დროს, პირველ რიგში, მამების არგუმენტი ახსენდებათ – მათ არ სჯერათ, რომ ალიმენტს დედები შვილებს მოახმარენ. „ამ პროცესში ხშირად ბავშვი სრულიად იგნორირებულია ორივე მშობლისგან,“ – …
Continue reading “რატომ ამბობენ მამები უარს ალიმენტის გადახდაზე”
ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები” ბათუმის საკრებულოში დაიშალა
“თავისუფალი დემოკრატები” დღეს, 12 ოქტომბერს ჯაბა ბერიძემ დატოვა. იგი ბათუმის საკრებულოში ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” წევრი იყო. “იმდენი რამ მოხდა ამ პარტიაში, იმდენმა დატოვა, უკვე მეც ვეღარ ვხედავ აქ საკუთარ თავს,” – უთხრა ჯაბა ბერიძემ “ბათუმელებს”. ამბობს, რომ ეს არჩევანი სხვადასხვა ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის, არჩევნების შედეგმა. ჯაბა ბერიძე კატეგორიულად გამორიცხავს სხვა პარტიაში შესვლას. ამბობს, რომ საკრებულოში …
Continue reading “ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები” ბათუმის საკრებულოში დაიშალა”
ენმ არჩევნების გაყალბების დასადასტურებლად ვიდეო ჩანაწერებს ასაჯაროვებს
ლევან ვარშალომიძემ ჟურნალისტებს ქობულეთის სხვადასხვა საუბნო საარჩევნო კომისიაში გადაღებული ვიდეო მასალა აჩვენა. მისი თქმით, ვიდეო პარტიის წარმომადგენლებმა გადაიღეს და მასზე გაყალბების სხვადასხვა შემთხვევაა დაფიქსირებული. ლევან ვარშალომიძემ ყურადღება გაამახვილა კომისიის იმ წევრებზე, რომლებსაც ხმების დათვლის დროს ხელში საწერი კალმები უჭირავთ. მისივე მტკიცებით, ერთ-ერთ საუბნო კომისიაში ამომრჩეველმა ხმა მისცა მარკირების შემოწმების გარეშე, ასევე გადასატანი ყუთის კონვერტები გადაუთვლელად …
Continue reading “ენმ არჩევნების გაყალბების დასადასტურებლად ვიდეო ჩანაწერებს ასაჯაროვებს”
„მამულიშვილთა კავშირი“ ახალ პეტიციას ამზადებს
„მამულიშვილთა კავშირი“ „აჭარის ოსმალთა ბატონობისაგან განთავისუფლების მემორიალის“ დადგმას ზუბალაშვილისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაში არსებულ სკვერში ისევ მოითხოვს. ანალოგიური მოთხოვნით კავშირმა ბათუმის საკრებულოს გასულ წელსაც მიმართა. რატომ ვერ განიხილა საკრებულომ „მამულიშვილთა კავშირის“ პეტიცია, უცნობია. “3200 ხელმოწერა შარშან ჩავაბარეთ, არადა საკმარისი იყო 1200. მივიღეთ სიტყვიერი დაპირებები, მაგრამ არ მოხდა საკრებულოს სხდომაზე მისი განხილვა. როგორც ჩანს, საკმარისი არ აღმოჩნდა …
Continue reading “„მამულიშვილთა კავშირი“ ახალ პეტიციას ამზადებს”
მადონა ბერიძე: როცა დარღვევებს ამართლებთ, ეს არის წამახალისებელი
ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისია ამ დრომდე განაგრძობს საჩივრების განხილვას. კომისიამ ხელახლა გადათვალა ბათუმის 70-ე მაჟორიტარული ოლქის 58-ე უბნის ბიულეტენები. აღმოჩნდა, რომ ბათილი და გაფუჭებული ბიულეტენების რაოდენობა საუბნო კომისიას ერთმანეთში აურევია. ასევე შემაჯამებელ ოქმში მონაცემი ისე შეცვალა, რომ შესწორების ოქმი არ გაუფორმებია. ოლქმა საუბნო კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს გაფრთხილება მისცა. “ეს იყო ტექნიკური ხასიათის შეცდომა, რაც …
Continue reading “მადონა ბერიძე: როცა დარღვევებს ამართლებთ, ეს არის წამახალისებელი”
“ჩვენი ქვეყანა სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება და ამისთვის ეს პარლამენტი მზად არ იქნება”
„შუა უნდა გაიკრიფოს“ – ბიძინა ივანიშვილის ეს პირველი, დასამახსოვრებელი ფრაზა ოთხი წლის შემდეგაც შესაძლოა ბევრს გაახსენდეს, როცა არჩევნების შედეგს ნახავს. პარლამენტში, ასევე აჭარის უმაღლეს საბჭოში „შუა“ აღარ იქნება. პოლიტიკური მრავალფეროვნების ნაცვლად, საკანონმდებლო ორგანოში მმართველი ძალა დიდი ალბათობით საკონსტიტუციო უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი. რა რისკებს აჩენს მონოლითური საკანონმდებლო ორგანო, რა რესურსი აქვს ოპოზიციას იყოს ანგარიშგასაწევი და გააქტიურდება …
მერიის გაზრდილი ბიუჯეტი და პრიორიტეტები, რომლებიც ვერ შესრულდება
2017-2020 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის სამუშაო ვერსიის მიხედვით, ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტში გადასახდელები მიმდინარე წელთან შედარებით 32 მილიონ ლარზე მეტითაა გაზრდილი. მერიამ თავისი გეგმა რომ განახორციელოს, 85 მილიონზე მეტი ლარის მოძიება დასჭირდება. წინასწარი პარამეტრებით ქალაქის ბიუჯეტის შემოსულობები 104 მილიონით, გადასახდელები კი 188 მილიონზე მეტი ლარითაა განსაზღვრული. „ეს გადასახდელები ჩვენი ხედვაა რამდენი უნდა იყოს, მაგრამ რაღაცებზე მოგვიწევს …
Continue reading “მერიის გაზრდილი ბიუჯეტი და პრიორიტეტები, რომლებიც ვერ შესრულდება”
შსს ერთიანი ვიდეომონიტორინგის სისტემისთვის 30 მილიონ ლარს დახარჯავს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე „ვიდეოანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვილი ერთიანი ვიდეომონიტორინგის სისტემის დანერგვისა და განვითარების“ პროექტის განხორციელებისთვის, 2016-2019 წლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარი დაიხარჯება. ქვეყნის მთავრობის განკარგულებით „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით“, ვიდეოანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფისა და სათვალთვალო ვიდეოკამერების სახელმწიფო შესყიდვას შსს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელებს. დღეს შსს, …
Continue reading “შსს ერთიანი ვიდეომონიტორინგის სისტემისთვის 30 მილიონ ლარს დახარჯავს”
ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დაიწყო
დღეს, 11 ოქტომბერს, ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილი საჩივრები განიხილა. „საია“ და „სამართლიანი არჩევნები“, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იურისტი ბათუმის 69-ე ოლქის #1 უბნის შედგების გაბათილებას და ხელახალ გადათვლას ითხოვდნენ, ორგანიზაციების წარმომადგენლების განმარტებით, ამ უბანზე საარჩევნო ყუთში არსებული ბიულეტენები სამაგიდო სიაზე არსებულ ხელმოწერებს აღემატებოდა. საოლქო კომისიამ გადათვლაზე უარი თქვა …
Continue reading “ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დაიწყო”
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე 13 111 ბიულეტენი გაბათილდა
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ცნობით, საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში დაახლოებით 137 საჩივარია შესული. აქედან, გუშინ, 10 ოქტომბერს კომისიებმა განიხილეს 75 საჩივარი, დღეს და ხვალ კი განიხილავენ 63 საჩივარს. უსკოს ცნობით, განცხადება/საჩივრები ძირითადად პროცედურულ დარღვევებს, მათ შორის ყუთების გახსნამდე პროცედურებს ეხებოდა. 8 ოქტომბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნებისთვის ჯამში დაიბეჭდა 585 400 ბიულეტენი. გამოყენებული ბიულეტენების …
Continue reading “აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე 13 111 ბიულეტენი გაბათილდა”
„სამართლიანი არჩევნები“ ბათუმში რვა უბნის ოქმის ბათილობას და საარჩევნო მოხელეების დასჯას ითხოვს
,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოება“ ბათუმში # 79 ოლქში რვა საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას და იმ საარჩევნო მოხელეების დასჯას ითხოვს, რომლებმაც ხმები საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევით დათვალეს. „ დარღვევები მნიშვნელოვანია და ძირითადად დაკავშირებულია უბნის შედეგების ბალანსთან. შემაჯამებელი ოქმების მიხედვით მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი აღემატება არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას, ოქმებს ასევე აკლია აუცილებელი …
მობილური ტელეფონის ძარცვის საქმე ბათუმის სასამართლოში
მოსამართლე დავით მამისეიშვილი 24 წლის გიორგი ა.-ს საქმეს განიხილავს. მას გამოძიება მობილური ტელეფონის ძალადობრივად მისაკუთრებას ედავება. იმის გამო, რომ ბრალდებული პირობითი მსჯავრის ქვეშ უკვე იმყოფება, მას სავარაუდოდ 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება ახალი დანაშაულისთვის. “ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?” – მოსამართლის შეკითხვას სასამართლო დარბაზში ბრალდებულმა დადებითი პასუხი გასცა. იგი წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფება. მოსამართლემ …
Continue reading “მობილური ტელეფონის ძარცვის საქმე ბათუმის სასამართლოში”
რა შეიცვლება მეორე ტურით
საარჩევნო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, თუ არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა მაჟორიტარმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ანუ 50+1 პროცენტი, ინიშნება არჩევნების მეორე ტური. წინასწარი მონაცემებით, 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, მეორე ტური გარდაუვალია. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის არჩევნების შედეგების მიხედვით, მეორე ტური ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდება. საქართველოს პარლამენტის 73 მაჟორიტარული ოლქიდან კი, წინასწარი …
ვინ შევა აჭარის უმაღლეს საბჭოში პროპორციული სიით
21-წევრიან უმაღლეს საბჭოში ექვსი ადგილი მაჟორიტარებს ეკუთვნით, სადაც 8 ოქტომბერს არჩევნებზე გამარჯვებული ვერ გამოვლინდა – ბარიერი ვერც ერთი პარტიის კანდიდატმა ვერ გადალახა. შესაბამისად, მეორე ტური გაიმართება. დარჩენილ 15 მანდატს კი გადაინაწილებენ პარტიები, რომლებმაც 5%-იანი ბარიერი გადალახეს. ამ დროის მონაცემებით უმაღლეს საბჭოში შედიან „ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული საქართველო“ და “პატრიოტთა ალიანსი“. აჭარის უმაღლესი …
Continue reading “ვინ შევა აჭარის უმაღლეს საბჭოში პროპორციული სიით”
საია ბათუმის შვიდი საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობას ითხოვს
საქართველოს იურისტთა ასოციაციის [საია] აჭარის ორგანიზაცია ბათუმის შვიდი საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების ბათილობას და ხელახლა გადათვლას ითხოვს. საიამ შესაბამისი საჩივრებით ბათუმის საოლქო კომისიას უკვე მიმართა. „დარღვევა არსებითია, ვინაიდან საარჩევნო ყუთიდან ამოსული ბიულეტენების რაოდენობა აჭარბებს ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას სამაგიდო სიიდან. ვითხოვთ შედეგების ბათილად ცნობას. ხმების ხელახალ გადათვლას, რადგან ბიულეტენების მეტი რაოდენობა დიდ კითხვით ნიშანს აჩენს ზოგადად …
Continue reading “საია ბათუმის შვიდი საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობას ითხოვს”
ბათუმში შუქის ჩაქრობის პირობებში რამდენიმე მაღაზია დააყაჩაღეს
გუშინ, გვიან ღამით – 4-6 საათამდე პერიოდში, ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე რამდენიმე მაღაზია დააყაჩაღეს. ამ დროისთვის უბანში გამორთული იყო ელქტროენერგია. წინასწარი ინფორმაციით, მათ შორის ერთ-ერთია სუპერმარკეტი “ნიკორა”. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აღნიშნულ მისამართებზე ელექტროენერგიის გამორთვის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა “ბათუმელებს” უთხრა, რომ “უბანზე მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები”. შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე …
Continue reading “ბათუმში შუქის ჩაქრობის პირობებში რამდენიმე მაღაზია დააყაჩაღეს”
ანიმაციური ფილმების მე-8 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ დაიწყო
დღეს 10 ოქტომბერს, ანიმაციური ფილმების მე-8 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ დაიწყო. ფესტივალის ფარგლებში დღეს, ხულოს მუნიციპალიტეტში მასტერკლასები გაიმართა. საკონკურსო და საინფორმაციო პროგრამებში ნაჩვენები იქნება 33 ქვეყნის 130 ფილმი. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა კატეგორიის ანიმაციური ფილმები: ფილმი უფროსებისთვის, საბავშვო ფილმი, ბავშვების მიერ შექმნილი ფილმი, ექსპერიმენტული ფილმი, ტელესერიალი, დებიუტი, სტუდენტურიფილმი, ფესტივალ „ექო თოფუზის“ ფარგლებში შექმნილი ანიმაციური ფილმი. ფილმების ჩვენება გაიმართება ბათუმის თოჯინების სახელმწიფო თეატრსა და ხელოვნების უნივერსიტეტში,ხულოს დრამატულ თეატრში, ხელვაჩაურის და ქობულეთის კულტურის სახლებში. ფესტივალის გამარჯვებულებს გამოავლენს საერთაშორისო და საბავშვო ჟიური, რომლის შედეგებიც გამოცხადდება ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე. გარდა საკონკურსო ფილმების ჩვენებებისა, ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებში. 13-14-15 ოქტომბერს, თოჯინების სახელმწიფო თეატრში გაიმართება ვორქშოფები – „ანიმაცია – ურთიერთობის მხატვრული ფორმა“; 13-14 ოქტომბერი, სასტუმრო პლაზაში – მასტერკლასები – …
Continue reading “ანიმაციური ფილმების მე-8 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ დაიწყო”
შვიდი წელი საწოლში
21 სექტემბერს გიორგი 21 წლის გახდა. მეათე კლასში იყო, როცა ხელვაჩაურში, ცენტრალურ გზაზე მას ავტომანქანა დაეჯახა და თავის ქალის მძიმე დაზიანებები მიიღო. მას შემდეგ შვიდი წელი გავიდა, გიორგის კი სიარული და საუბარი აღარ შეუძლია. ავარიამ მისი ცხოვრება დრამატულად შეცვალა. ოჯახში გვეუბნებიან, რომ გიორგის საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება. უსახსრობის გამო ორი წელია არც ექიმთან ჰყოლიათ. გიორგის საწოლში …