მთავარი,სიახლეები

პროპორციული სიის სავარაუდო დეპუტატებმა ნარკოლოგიური ცნობა წარადგინეს

15.10.2016
პროპორციული სიის სავარაუდო დეპუტატებმა ნარკოლოგიური ცნობა წარადგინეს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პროპორციული სიის 15-მა წევრმა, რომლებიც 2016 წლის საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების მიხედვით სავარაუდოდ, დეპუტატები გახდებიან, ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა უსკოში წარადგინეს.

„ნარკოლოგიური ცნობის უსკოში წარდგენის ვადა ჰქონდათ 22 ოქტომბრამდე, თუმცა გუშინ, 14 ოქტომბერს წარმოადგინა იმ 15-ივე პირმა, რომლებიც პროპორციული სიის მიხედვით, სავარაუდოდ დეპუტატები გახდებიან“ – აცხადებენ უსკოში .

2016 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების მიხედვით, პროპორციული სიით,  ახალ უმაღლეს საბჭოში 15 პირი  ოთხი პოლიტიკური პარტიიდან შევა. ესენია: „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“, „პატრიოტთა ალიანსი“ და ნინო ბურჯანაძის პარტია.

რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს, უსკოს ინფორმაციით, ნარკოლოგიური შემოწმება მაჟორიტარობის კანდიდატებს გავლილი აქვთ. პროპორციული სიით გამსვლელმა კანდიდატებმა კი არჩევნების დასრულების შემდეგ წარმოადგინეს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს და საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, მხოლოდ  მაჟორიტარი კანდიდატები მონაწილეობენ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: