მთავარი,სიახლეები

30 ათასი ლარი წიგნების ბეჭდვისთვის აჭარის კულტურის სამინისტროსგან

16.10.2016 • 1825
30 ათასი ლარი წიგნების ბეჭდვისთვის აჭარის კულტურის სამინისტროსგან

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 10 დასახელების წიგნის ბეჭდვა-აკინძვაში მაქსიმუმ 30 ათას ლარს გადაიხდის. სამინისტროს ინფორმაციით, წიგნები ქვეპროგრამის „ხელოვნებისა და კულტურის საქმიანობის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია“ ფარგლებში იბეჭდება. სამინისტროს პროგრამები აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

შესაბამისი ელექტრონული ტენდერი სამინისტრომ უკვე გამოაცხადა. პირობების თანახმად „მიმწოდებელი იძლევა გაწეული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტებისადმი შესაბამისობის გარანტიას“. წიგნების ბეჭდვა მიმდინარე წლის 20 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს 10 დასახელების წიგნის 3 000 ეგზემპლარის ბეჭდვა [თითო 300 ეგზემპლარი; ყველა შავ-თეთრი ბეჭდვა]:

  • ვახტანგ ღლონტი „ციკლიდან წამოკრულები“, არანაკლებ 200 გვერდი;
  • სანდრო ბერიძე „Pro and Cantra“, 280 გვერდი;
  • შოთა ზოიძე „შეშლილი მუზა“, 240 გვერდი;
  • ალექსეი თარია; სერგეი დოვლატოვი „თარგმნები“. მთარგმნ. ლალი კონცელიძე, არანაკლებ 112 გვერდი;
  • თინა შიოშვილი „არტანუჯი“, არანაკლებ 528 გვერდი;
  • ანა დუნდუა „მისტერია სულისა“, არანაკლებ 320 გვერდი;
  • გენრიეტა ქუთათელაძე „ხმალოტოფაგების ქვეყნიდან“. არანაკლებ 160 გვერდი;
  • ნათელა დუმბაძე „პოეზია“, არანაკლებ 128 გვერდი;
  • მამია ვარშანიძე „რჩეული“, არანაკლებ 192 გვერდი;
  • მამუკა დოლიძე „პოეზია“, არანაკლებ 80 გვერდი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: