მთავარი,სიახლეები

ბათუმში “მწერალთა სახლის” რესტავრირებული შენობა გაიხსნა

14.10.2016
ბათუმში “მწერალთა სახლის” რესტავრირებული შენობა გაიხსნა

დღეს ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე მწერალთა კავშირის ახლად რესტავრირებული შენობა გაიხსნა. აჭარის მწერალთა კავშირის შენობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ფონდი “ქართუ” აწარმოებდა. 1904 წელს აშენებულ შენობაში, ბათუმის მწერალთა სახლი 1957 წლიდან ფუნქციონირებს. ათწლეულების განმვალობაში შენობაში არ ჩატარებულა გამაგრებითი სამუშაოები.

“შენობა, რომელშიც ახლა ვიმყოფებით იყო მართლაც სავალალო მდგომარეობაში, ფონდი ქართუ დაინტერესდა ამ ძეგლით და უმოკლეს ვადებში გავარემონტეთ. დაახლოებით აპრილში დავიწყეთ ჩვენ სამუშაოები. აღვჭურვეთ ყველა საჭირო ინვენტარით და დღეს ბათუმის მწერალთა სახლი არის მზად რომ შეასრულოს ის ფუნქცია, რაც მას აკისრია რეგიონში, კერძოდ გაავრცელოს ქართული სიტყვა” – ამბობს ფონდ “ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე, ნიკოლოზ ჩხეტიანი – “რაც შეეხება ფონდ “ქართუს” საქმიანობას, გვაქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის პროგრამა, ყოველ წელს ფონდი ქართუ აფინანსებს 50-60 ძეგლის აღდგენას, წელს ძალიან დატვირთული პროგრამა გვაქვს. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტავრირდება დაახლოებით 80 ძეგლი. დარწმუნებული ვარ რომ ეს ის ნაწილია ჩვენი საქმიანობის, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია”.


მწერალთა სახლის ფუნქციონირების განახლებასთან ერთად აღდგება ჟურნალ“ჭოროხის” გამოცემაც, რომლის რედაქციაც ამ შენობაშია განთავსებული.

ბათუმში მწერალთა სახლის გარდა “ფონდი ქართუ” ბათუმში ახორციელებს დრამატული თეატრის რესტავრაციას და “ბათუმის რაგბის კომპლექსის“ მშენებლობას. პარალელურად მიმდინარეობს ბოტანიკური ბაღში მეწყერსაშიში ზონების გამაგრებაც. სარესტავრაციო სამუშაოებს ასოციაცია “ატუ” აწარმოებს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: