დენის გათიშვის გრაფიკი აჭარაში – 19-22 დეკემბერი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ დადგენილი გრაფიკის მიხედვით, აჭარის ტერიტორიაზე, 19-22 დეკემბერს ელექტროენერგია დროებით გაეთიშება 11 ათასზე მეტ აბონენტს: 19 დეკემბერს 1448 აბონენტს ბათუმში [ლერმონტოვის, ორბელიანის, ჯავახიშვილის, ბაგრატიონის და გიორგი ბრწყინვალის ქუჩები] 11:00-დან 14:00-მდე; 647 აბონენტს ქობულეთის გარეუბანში 11:00-დან 14:00-მდე; 20 დეკემბერს 1251 აბონენტს ბათუმში [განთიადი, მახინჯაური და მწვანე კონცხი] 11:00-დან 13:00-მდე; 281 აბონენტს ბათუმში [ხახულის ქუჩა და …

„არაკეთილსაიმედო“ სასმელი წყალი აჭარის სკოლებში

საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2016 წელს აღებული სინჯების ანალიზის შედეგად, სასმელი წყალი აჭარის სამ სკოლაში დაბინძურებულია. გასული წლის შემოწმებამ კი აჭარის შვიდ საჯარო სკოლაში გამოავლინა სასმელი წყლის დაბინძურების ფაქტი. სახალხო დამცველისავე ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით 45 საჯარო სკოლაში აღებული სინჯები არ შეესაბამება ნორმას. ეს  „სასმელი წყლის ეპიდემიოლოგიურ არაკეთილსაიმედოობაზე მიუთითებს“. დაბინძურებული წყალი გამოვლინდა ხელვაჩაურში, სოფელ თხილნარის პირველ …

როგორ გადანაწილდა ერთ მილიარდზე მეტი ლარი განათლებაში

განათლების ბიუჯეტი 2017 წელს ერთი მილიარდ 116 მილიონი ლარია. რა იქნება მომავალი წლისთვის განათლებაში პრიორიტეტული, ვის შეუმცირდა ბიუჯეტი და რატომ მიიჩნევენ სამინისტროში, რომ ცხრა თვეში პრემიებში დახარჯული ორი მილიონი ლარი  „საბიუჯეტო თანხის დაზოგვაა?“  „ბათუმელებთან“ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის პარამეტრებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა ისაუბრა. ქალბატონო ქეთევან, რომელი პროექტების დაფინანსება გაიზარდა, …

ასამდე ადამიანი ბათუმის ღამის თავშესაფრებში

ბათუმში მდებარე ღამის თავშესაფრებში ზამთრის დადგომასთან ერთად უსახლკაროთა რაოდენობამ იმატა. ძირითადად ეს ის ადამიანები არიან, ვისაც ღამის გასათევი არსად აქვს და რომ არა ღამის თავშესაფარი, ქუჩაში მოუწევდათ ღამის გათევა. ბათუმში ამჟამად ღამის ორი თავშესაფარი ფუნქციონირებს. ერთს მუნიციპალიტეტი აფინანსებს, ხოლო მეორეს საქველმოქმედო ორგანიზაცია – „საქართველოს კარიტასი“. ამ თავშესაფრებში მისულ ადამიანებს ცხელი ვახშამი, საწოლი და საუზმე გარანტირებული აქვთ. …

გაზის მიწოდება ბათუმსა და ხელვაჩაურში დღის ბოლომდე სრულად უნდა აღდგეს

„ბათუმელებს“ „სოკარ ჯორჯია გაზში“ განუცხადეს, რომ ბათუმსა და ხელვაჩაურში ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, 17 დეკემბერს, დღის ბოლომდე სრულად უნდა აღდგეს. „აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ვვარაუდობთ, რომ დღის 3 საათისთვის ყველა აბონენტს მივაწოდებთ ბუნებრივ აირს, თუმცა მეტი სიზუსტისთვის გეტყვით, რომ დღის ბოლომდე აირის მიწოდება სრულად აღდგება“ – გვითხრეს კომპანიაში. აჭარაში, მათ შორის ქალაქ ბათუმში, აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება …

გაზის შეწყვეტის გამო აჭარის მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს

გაზის შეწყვეტის გამო აჭარის მთავრობა განცხადებას ავრცელებს:  “თხოვნით მივმართავთ და მოვუწოდებთ ბათუმისა და ხელვაჩაურის მოსახლეობას, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის დანადგარების ონკანები, რათა ბუნებრივი აირის ჩართვის პროცესში თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი შედეგები”. 16 დეკემბერს ღამის საათებში ბათუმის ცენტრალურ მაგისტრალზე ავარიული მდგომარეობა შეიქმნა, რის გამოც გაზის მიწოდება შეუწყდა ბათუმისა და ხელვაჩაურის 50 …

აჭარაში გაზის მიწოდება, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში აღდგება

ბათუმსა და მთლიანად აჭარაში ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, 16 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში სრულად უნდა აღდგეს. ამის შესახებ „ბათუმელებს“ კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზში“ უთხრეს. კომპანიის ინფორმაციით, გაზის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი „წნევის დაწევა გახდა და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები“. აჭარაში, მათ შორის ქალაქ ბათუმში, აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება წუხელ შეუწყდათ. გაზის შეწყვეტის გამო დღეს ბათუმის საჯარო სკოლებში …

შსს მოუწოდებს მოქალაქეებს პიროტექნიკის გამოყენებისას უსაფრთხოების წესები დაიცვან

შინაგან საქმეთა სამინისტრო, შობა-ახალი წლის დღესასწაულების მოახლოებასთან დაკავშირებით, მოსახლეობას პიროტექნიკის გამოყენების თაობაზე რეკომენდაციით მიმართავს. „სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, სიფრთხილით მოეკიდონ სადღესასწაულო ასაფეთქებელ საშუალებებს, გამოიყენონ ისინი ინსტრუქციის მიხედვით და მოარიდონ პიროტექნიკას არასრულწლოვანი პირები, რადგან აღნიშნული საშუალებების არასწორად გამოყენება ხშირად სავალალო შედეგებით – ჯანმრთელობის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით სრულდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, პიროტექნიკის გამოყენებისას მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების …

დიდთოვლობა და გააქტიურებული მეწყერი – ვითარება აჭარის მუნიციპალიტეტებში

აჭარის მაღალმთიანეთში რამდენიმე დღეა დროგამოშვებით თოვს. გუშინ რეგიონის ზღვისპირა ზოლშიც გათოვდა. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის სოფლებთან დამაკავშირებელი გზები იწმინდება, ხოლო ელექტროენერგია ყველა აბონენტს მიეწოდება. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის ტარიელ ებრალიძის განმარტებით, დილის საათებში თოვდა, მაგრამ ამ დროისთვის შეჩერებულია,  „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლებისა და მოსახლეობის აქტიური ჩართულობით კი მიმდინარეობს ჭვანის ხეობის რამდენიმე სოფელში ელექტროგადამცემი ხაზების …

დავით თარხან-მოურავს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსი შეუწყდა

დღეს, 15 დეკემბერს, აჭარის უმაღლესმა საბჭომ, „პატრიოტთა ალიანსის“  ლიდერს, დავით თარხან-მოურავს  უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეუწყვიტა. გადაწყვეტილება უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კანონმდებლებმა 16 ხმით მიიღეს. კენჭისყრისას წინააღმდეგი მხოლოდ ორი დეპუტატი – ცოტნე ანანიძე და გია აბულაძე აღმოჩდნენ. საკითხი სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარადგინა. მისი განმარტებით, „დავით თარხან-მოურავმა უმაღლესი საბჭოს …

შეამცირებს თუ არა ადმინისტრაციულ ხარჯებს აჭარის მთავრობა

აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტი, პროექტის მიხედვით, ჯამში 6 მილიონი ლარით იზრდება, ხარჯები კი – 14 მილიონით. უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომისიის დასკვნით, მომავალი წლისთვის საბიუჯეტო ორგანიზაციებში ადმინისტრაციული ხარჯებია გაზრდილი და მხარჯავმა დაწესებულებებმა ისინი უნდა შეამციროს. ბიუჯეტის პროექტის ჩასწორებულ ვარიანტს მთავრობა უმაღლეს საბჭოს უახლოეს დღეებში წარუდგენს. აჭარის მთავრობას უმაღლესი საბჭოდან უკვე შეახსენეს, რომ აჭარის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული …

ბათუმის მერია: ქალაქში თოვლს პრობლემები არ შეუქმნია

ბათუმის მერიის განცხადებით, ბათუმში თოვლს პრობლემები არ შეუქმნია, მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები კი 24- საათიან რეჟიმში მუშაობენ. „თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში ხორციელდებოდა. ამჟამად მიმდინარეობს ტროტუარების გაწმენდა. ასევე ხორციელდება დათოვლილი მცენარეების ჩამოფერთხვის ღონისძიებები. ხეების ჩამოფერთხვა, საჭიროებისამებრ, მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამ დროისთვის გაწმენდილია ზღვაში შემავალი ყველა სანიაღვრე არხი. გაწმენდილია სანიაღვრე ცხაურების ზედაპირებიც. შეუფერხებლად …

ახალი კადრები უმაღლეს საბჭოში

წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოს კომპეტენციის ნაკლებობას საყვედურობდნენ. ასევე ამბობდნენ, რომ აჭარის საკანონმდებლო ორგანოს კვალიფიციურ მომსახურებას  ვერც აპარატებში დასაქმებული საჯარო მოხელეები უწევდნენ. „ბათუმელები“ დაინტერესდა რა გამოცდილება აქვთ მათ, ვინც ახალმა უმაღლესმა საბჭომ უკვე შეარჩია. აჭარის უმაღლესი საბჭოს კომისიებისა და ფრაქციების აპარატების თანამშრომლები ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე თანამდებობებიდან ავტომატურად გათავისუფლდნენ. ბევრიც, ჯერჯერობით, თანამდებობას ინარჩუნებს. უმაღლესი …

როგორ ემზადება მერია ზამთრისთვის

არის თუ არა ქალაქი მზად ზამთრისთვის, როგორია მერიის გეგმები? ამ და სხვა დეტალებზე „ბათუმელებთან“ ბათუმის მერის მოადგილემ, ბაგრატ მანველიძემ ისაუბრა. –  ბატონო ბაგრატ, იმ შემთხვევაში, თუკი ქალაქში ისევ მოვა უხვი ნალექი, შეძლებს თუ არა მერია დროულად ქუჩების გაწმენდას? – 300 ტონა ტექნიკური მარილია შესყიდული, რომელიც მთელ ქალაქზეა გათვლილი. თოვლის მოსვლის შემთხვევაში, მარილი ყველა ქუჩაზე დაიყრება. …

აჭარაში ორი მინისტრი იცვლება – ზურაბ პატარაძემ კანდიდატები დაასახელა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ახალი მთავრობის შემადგენლობა დაასახელა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე მან ინგა შამილიშვილი წარადგინა, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის პრორექტორი. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტზე  მთავრობის თავმჯდომარემ ზაალ მიქელაძის კანდიდატურა წარადგინა. თანამდებობაზე რჩება აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე, რომელიც ბოლო წლების მანძილზე გაეროს განვითარების პროგრამის პროექტების მენეჯერი იყო აჭარაში. …

მძღოლების საპროტესტო აქცია ბათუმში

ატომობილების შეძენაზე აქციზის დაწესება და საწვავზე ფასების მატება ბათუმში ათამდე ავტომობილის მძღოლმა გააპროტესტა. ისინი ახალი ბულვარის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და ჩართული სიგნალის ფონზე, რუსთაველის ქუჩის გავლით აჭარის მთავრობის სახლთან მივიდნენ. „აქციზის საფასურის გაზრდა ავტომობილების იმპორტს შეამცირებს. ამას გარდა, მანქანებზე გადასახადი რომ იქნება, მისი შენახვა უფრო ძვირი დაგვიჯდება“, – გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნიკა ასამბაძემ. აქციას ესწრებოდა …

მერია ბულვარზე უარს არ ამბობს, მაგრამ არც იბრუნებს

მერია ბათუმის ბულვარს მართვაში არ იბრუნებს, ამის მიზეზად კი ბულვარში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და სასამართლო დავებს ასახელებს. ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის ინიციატორი რატომღაც არა ბათუმის მერი ან მერიაა, არამედ საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქცია. სხდომაზე საკითხის წარდგენისას საკრებულოს იურისტს არ ჰქონდა არგუმენტირებული პასუხები კითხვაზე, რატომ ვერ შეძლებს ბულვარის საქმეების გაგრძელებას მერიის „აიპი“, რომელიც სპეციალურად ბულვარის სამართავად შექმნეს. …

15 დეკემბერს ქობულეთის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეუწყდება

15 დეკემბერს, 11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 2100 აბონენტს ქობულეთის მუნიციპალტეტის შემდეგ სოფლებში: კოხში, ჭახათში და ხუცუბანში, 11:00-დან 15:00 საათამდე კი – 977 აბონენტს ქობულეთის სოფელ კვირიკეში. ინფორმაციას ამის შესახებ „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ელექტროენერგია ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გაითიშება.

ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია: ბათუმში 17 დეკემბერს ითოვებს

ბათუმში 17 დეკემბერს ითოვებს – გვითხრეს გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში. სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს საღამოს 9 საათიდან ხვალ საღამომდე აჭარის მაღალმთიანეთში დროგამოშვებით ძლიერი თოვაა მოსალოდნელი. ამ პერიოდში მთაში ღამით – 8-13 გრადუსი ყინვა იქნება, დღისით 0-5 გრადუსი სითბო. სანაპირო ზოლში +2 – +7 გრადუსი სითბო დღისით, ხოლო ღამით – 0-5 გრადუსი. ნალექიანი ამინდი …

აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას უმაღლეს საბჭოში ზურაბ პატარაძე დღეს წარადგენს

აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას აჭარის უმაღლესი საბჭო სავარაუდოდ მომავალი კვირის ბოლოს დაამტკიცებს. ვინ შეარჩია აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მინისტრთა კაბინეტის წევრებად – დღეს გაირკვევა. მთავრობის აპარატში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ უმაღლეს საბჭოს წერილი უკვე გაუგზავნეს. ვინ ჩაწერა წერილში კანდიდატებად ზურაბ პატარაძემ, ამას მთავრობის აპარატი ამ დრომდე არ ასაჯაროვებს. „წერილი ჯერჯერობით უმაღლესი საბჭოს კანცელარიაში …

კურორტ გოდერძიმდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს, 14 დეკემბერს, თოვისა და ლიპყინულის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ 87-კმ 106 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია. ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ 87-კმ 106, ეს არის გზის მონაკვეთი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულიდან, კურორტ გოდერძის სათხილამურო ტრასამდე. სათხილამურო ტრასიდან …

სახლის სარდაფში დამარხული გვამის ამბავი

სოფელ ჭარნალში ალექსანდრე ფუტკარაძის საცხოვრებელი სახლის სარდაფში დამარხული ცხედარი გამოძიებამ გაზაფხულზე იპოვა. იმ დილით პოლიციაში ქალმა დარეკა. მან პოლიციელებს უთხრა, რომ სარდაფში გვამი მისმა მეუღლემ ორი დღის წინ დამარხა და მას არც არავინ მოძებნიდა, თუკი პოლიცია არ დაინტერესდებოდა. საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლომ გასულ კვირას დაასრულა. „ისინი ერთმანეთისთვის ბიძაშვილ-მამიდაშვილი იყვნენ,“ – გვითხრა ალექსანდრე ფუტკარაძის ადვოკატმა, …

სარფში მეწყრის შედეგად ჩახერგილი გზა გახსნილია

სოფელ სარფში მეწყრის შედეგად ჩახერგილი ავტომაგისტრალი გაწმენდილია და დღეს დილიდან მოძრაობა აღდგენილია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის ინფორმაციით, სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს, არის გეოლოგების დასკვნაც, რომ გასატარებელია სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის საჭიროა ფერდის გამაგრება. მეწყერი სარფში წუხელ გვიან ღამით ჩამოწვა. დირექციის ინფორმაციით, მაგისტრალზე დაზიანდა ერთი ტრაილერი, სხვა რაიმე მნიშვნელოვანი ზარალი არ არის და არავინ დაშავებულა. მეწყერი სარფში …

ბათუმის მერიისგან ბინას 4567 ოჯახი ითხოვს

ბათუმის მერიისგან თავშესაფრითა თუ საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფას ათასობით ოჯახი ითხოვს. მერიიდან გამოთხოვილი მონაცემების მიხედვით, მხოლოდ 2013 წლის იანვრიდან მიმდინარე წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ასეთი 4567 განცხადებაა შესული. რა კატეგორიის ადამიანები ითხოვენ ბინებს? – მერიაში ამით არ ინტერესდებიან. „როცა განცხადებას წერენ, მიზეზს არ ასახელებენ. ძირითადად წერენ – არ გამაჩნია საცხოვრებელი ფართობი, გთხოვთ მომცეთ ბინა. იქედან გამომდინარე, …

ვინ განიხილება აჭარის განათლების მინისტრის პოსტზე

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის განათლების მინისტრის პოსტზე, რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის პრორექტორის, ინგა შამილიშვილის კანდიდატურა განიხილება. ინფორმაციას გვიდასტურებს ინგა შამილიშვილიც. „კი განიხილება ჩემი კანდიდატურა. ჯერ გადაწყვეტილი არ არის, განხილვის პროცესშია“. განიხილება თუ არა მისი კანდიდატურის გარდა სხვა კანდიდატურებიც, ინგა შამილიშვილი ამბობს, რომ ამ ინფორმაციას არ ფლობს. მიმდინარე წლის ივნისში ინგა შამილიშვილს უნივერსიტეტში გამოფენილი რუსული დროშის გამოც მოუხდა …

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ვენეციის კომისიის პრეზიდენტს შეხვდა

მომავალი წლის ივნისში, ბათუმში ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესი გაიმართება. კონგრესს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უმასპინძლებს და მასში მონაწილეობას ვენეციის კომისიის პრეზიდენტი, ჯანი ბუკუკიოც მიიღებს. კონგრესის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ზაზა თავაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ვენეციაში შეხვედრის დროს ესაუბრა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ასევე სიტყვით გამოვიდა ვენეციის კომისიის 109-ე პლენარულ სხდომაზე. ზაზა თავაძემ ისაუბრა საქართველოს საკონსტიტუციო …

შსს: პირი რომელმაც თურქეთის მოქალაქე დაჭრა, დაკავებულია

შს სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1981 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ს.შ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ამა წლის 3 დეკემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, ცეცხლსასროლი იარაღით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა თურქეთის მოქალაქეს, 1967 წელს დაბადებულ გ.მ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გ.მ.-ს ჯანმრთელობის …

რეზო ხარაზი: ამ ობიექტებით საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რეზო ხარაზის განცხადებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2016 წელს დაწყებულ სამ ობიექტზე სამუშაოები არასათანადოდ შესრულდა, თანხები კი გადახდილია. მისი თქმით, ამ სამუშაოებით საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. „ჩვენ საკრებულოს წევრებთან ერთად გამოვითხოვეთ 2016 წელს დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების დოკუმენტაცია, რომელიც ხელშეკრულებების მიხედვით, ამ დროისთვის უნდა იყოს დასრულებული. სამი მსხვილი ობიექტის მაგალითზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს …

ქობულეთში ოჯახი დააყაჩაღეს

ქობულეთში, სოფელ ლეღვაში, ჯემალ დადიანის ოჯახი დააყაჩაღეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ყაჩაღობა გვიან ღამით მოხდა. სახლში ჯემალ დადიანი, მისი მეუღლე და შვილი იმყოფებოდა. წაღებულია ფული და ოქროს ნივთები. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსსკ-ის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ოფიციალური ინფორმაციით, შემთხვევა 5 დეკემბერს მოხდა.

უსახლკაროები ხელისუფლების დახმარების მოლოდინში [ვიდეო]

რა მოლოდინი უნდა ჰქონდეთ სახელმწიფოსგან უსახლკაროდ დარჩენილ იმ ოჯახებს, რომლებიც საკუთარი რესურსით ბინის შეძენას ვერ ახერხებენ, წლების განმავლობაში ახლობლებს აფარებენ თავს, ან უკანონოდ ცხოვრობენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობებში. რას ნიშნავს ბათუმის მერიის „იაფი სახლი“ და რას უპირებს აჭარის მთავრობა „ოცნების ქალაქს“? ბათუმის მერიაში ბინის მოთხოვნით უკვე 5 ათასამდე განცხადებაა შესული. მერიაში კი ამბობენ, რომ მოქალაქეთა ბინით …

„მასწავლებელს უნდა შერცხვეს, რომ მოსწავლეს აზეპირებინებს“

განათლების სპეციალისტების შეფასებით, დღეს ქართული სკოლა ორიენტირებულია არა აზროვნებაზე, არამედ დამახსოვრებაზე. რა განაპირობებს ამას და როგორ შეიძლება აზროვნებაზე ორიენტირებული სისტემის შექმნა? – თემაზე  „ბათუმელებთან“ სკოლის პედაგოგებმა და განათლების სპეციალისტმა სიმონ ჯანაშიამ ისაუბრეს. მე-18 საჯარო სკოლის პედაგოგი, დალი აბურჯანია მიიჩნევს, რომ თანამედროვე ქართული სკოლა მოსწავლეს მხოლოდ ტესტების ჩასაბარებლად ამზადებს და ნაკლებად არის ორიენტირებული აზროვნების განვითარებაზე. მისი …

გამოძიება დამნაშავის სასარგებლოდ – ადამიანის დაჭრისთვის მსჯავრდებული 1000 ლარით დააჯარიმეს

აზერბაიჯანის მოქალაქეს, არაზ ზეინიევს ქართულ გამოძიებასთან აქვს პრეტენზია. ის ამბობს, რომ მისი ჩვენება შეცვალეს. არაზი ამ ზაფხულს ქობულეთში, სოფელ ციხისძირის ერთ-ერთ ზღვისპირა კაფეში დაჭრეს. გამოძიების მტკიცებით, არაზს გაუფრთხილებლად ნასროლი ტყვია მოხვდა და მისი ჩვენებაც ამას მოწმობს. სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის მსჯავრდებული მხოლოდ 1000 ლარით დაჯარიმდა. მსჯავრდებულს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება არ ჰქონდა, თუმცა ამით პროკურატურა …

სახელმწიფოს არაადეკვატური რეაგირება – პირდაპირი სიგნალი პოტენციური მოძალადისთვის

2014 წელს მსოფლიოს 28 ქვეყანაში 226 ტრანსგენდერი ადამიანი მოკლეს, ხოლო 2008  წლიდან დღემდე მსოფლიოს 62 ქვეყანაში – 1 613. 2014 წლის 11 ნოემბერს საქართველოც შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც ტრანსგენდერს მისი გენდერული იდენტობის გამო კლავენ. ტრანსგენდერი თემის საჭიროებებზე „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ ხელმძღვანელი, გენდერის სპეციალისტი ეკა აღდგომელაშვილი გვესაუბრა. – ქალბატონო ეკა, ბოლო დროს ტრანსგენდერ ადამიანებზე …

ბათუმში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს და სამეგრელოს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.რ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. „სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალების 63 აბი და აბის ნატეხები ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,55178 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. გამოძიება …

Exit mobile version