,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოება“ ბათუმში # 79 ოლქში რვა საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას და იმ საარჩევნო მოხელეების დასჯას ითხოვს, რომლებმაც ხმები საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევით დათვალეს. „ დარღვევები მნიშვნელოვანია და ძირითადად დაკავშირებულია უბნის შედეგების ბალანსთან. შემაჯამებელი ოქმების მიხედვით მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი აღემატება არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას, ოქმებს ასევე აკლია აუცილებელი …
Category Archives: მთავარი
მობილური ტელეფონის ძარცვის საქმე ბათუმის სასამართლოში
მოსამართლე დავით მამისეიშვილი 24 წლის გიორგი ა.-ს საქმეს განიხილავს. მას გამოძიება მობილური ტელეფონის ძალადობრივად მისაკუთრებას ედავება. იმის გამო, რომ ბრალდებული პირობითი მსჯავრის ქვეშ უკვე იმყოფება, მას სავარაუდოდ 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება ახალი დანაშაულისთვის. “ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?” – მოსამართლის შეკითხვას სასამართლო დარბაზში ბრალდებულმა დადებითი პასუხი გასცა. იგი წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფება. მოსამართლემ …
Continue reading “მობილური ტელეფონის ძარცვის საქმე ბათუმის სასამართლოში”
რა შეიცვლება მეორე ტურით
საარჩევნო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, თუ არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა მაჟორიტარმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ანუ 50+1 პროცენტი, ინიშნება არჩევნების მეორე ტური. წინასწარი მონაცემებით, 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, მეორე ტური გარდაუვალია. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის არჩევნების შედეგების მიხედვით, მეორე ტური ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდება. საქართველოს პარლამენტის 73 მაჟორიტარული ოლქიდან კი, წინასწარი …
ვინ შევა აჭარის უმაღლეს საბჭოში პროპორციული სიით
21-წევრიან უმაღლეს საბჭოში ექვსი ადგილი მაჟორიტარებს ეკუთვნით, სადაც 8 ოქტომბერს არჩევნებზე გამარჯვებული ვერ გამოვლინდა – ბარიერი ვერც ერთი პარტიის კანდიდატმა ვერ გადალახა. შესაბამისად, მეორე ტური გაიმართება. დარჩენილ 15 მანდატს კი გადაინაწილებენ პარტიები, რომლებმაც 5%-იანი ბარიერი გადალახეს. ამ დროის მონაცემებით უმაღლეს საბჭოში შედიან „ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული საქართველო“ და “პატრიოტთა ალიანსი“. აჭარის უმაღლესი …
Continue reading “ვინ შევა აჭარის უმაღლეს საბჭოში პროპორციული სიით”
საია ბათუმის შვიდი საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობას ითხოვს
საქართველოს იურისტთა ასოციაციის [საია] აჭარის ორგანიზაცია ბათუმის შვიდი საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების ბათილობას და ხელახლა გადათვლას ითხოვს. საიამ შესაბამისი საჩივრებით ბათუმის საოლქო კომისიას უკვე მიმართა. „დარღვევა არსებითია, ვინაიდან საარჩევნო ყუთიდან ამოსული ბიულეტენების რაოდენობა აჭარბებს ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას სამაგიდო სიიდან. ვითხოვთ შედეგების ბათილად ცნობას. ხმების ხელახალ გადათვლას, რადგან ბიულეტენების მეტი რაოდენობა დიდ კითხვით ნიშანს აჩენს ზოგადად …
Continue reading “საია ბათუმის შვიდი საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობას ითხოვს”
ბათუმში შუქის ჩაქრობის პირობებში რამდენიმე მაღაზია დააყაჩაღეს
გუშინ, გვიან ღამით – 4-6 საათამდე პერიოდში, ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე რამდენიმე მაღაზია დააყაჩაღეს. ამ დროისთვის უბანში გამორთული იყო ელქტროენერგია. წინასწარი ინფორმაციით, მათ შორის ერთ-ერთია სუპერმარკეტი “ნიკორა”. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აღნიშნულ მისამართებზე ელექტროენერგიის გამორთვის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა “ბათუმელებს” უთხრა, რომ “უბანზე მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები”. შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე …
Continue reading “ბათუმში შუქის ჩაქრობის პირობებში რამდენიმე მაღაზია დააყაჩაღეს”
ანიმაციური ფილმების მე-8 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ დაიწყო
დღეს 10 ოქტომბერს, ანიმაციური ფილმების მე-8 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ დაიწყო. ფესტივალის ფარგლებში დღეს, ხულოს მუნიციპალიტეტში მასტერკლასები გაიმართა. საკონკურსო და საინფორმაციო პროგრამებში ნაჩვენები იქნება 33 ქვეყნის 130 ფილმი. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა კატეგორიის ანიმაციური ფილმები: ფილმი უფროსებისთვის, საბავშვო ფილმი, ბავშვების მიერ შექმნილი ფილმი, ექსპერიმენტული ფილმი, ტელესერიალი, დებიუტი, სტუდენტურიფილმი, ფესტივალ „ექო თოფუზის“ ფარგლებში შექმნილი ანიმაციური ფილმი. ფილმების ჩვენება გაიმართება ბათუმის თოჯინების სახელმწიფო თეატრსა და ხელოვნების უნივერსიტეტში,ხულოს დრამატულ თეატრში, ხელვაჩაურის და ქობულეთის კულტურის სახლებში. ფესტივალის გამარჯვებულებს გამოავლენს საერთაშორისო და საბავშვო ჟიური, რომლის შედეგებიც გამოცხადდება ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე. გარდა საკონკურსო ფილმების ჩვენებებისა, ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებში. 13-14-15 ოქტომბერს, თოჯინების სახელმწიფო თეატრში გაიმართება ვორქშოფები – „ანიმაცია – ურთიერთობის მხატვრული ფორმა“; 13-14 ოქტომბერი, სასტუმრო პლაზაში – მასტერკლასები – …
Continue reading “ანიმაციური ფილმების მე-8 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ დაიწყო”
შვიდი წელი საწოლში
21 სექტემბერს გიორგი 21 წლის გახდა. მეათე კლასში იყო, როცა ხელვაჩაურში, ცენტრალურ გზაზე მას ავტომანქანა დაეჯახა და თავის ქალის მძიმე დაზიანებები მიიღო. მას შემდეგ შვიდი წელი გავიდა, გიორგის კი სიარული და საუბარი აღარ შეუძლია. ავარიამ მისი ცხოვრება დრამატულად შეცვალა. ოჯახში გვეუბნებიან, რომ გიორგის საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება. უსახსრობის გამო ორი წელია არც ექიმთან ჰყოლიათ. გიორგის საწოლში …
„ოცნება“, ენმ, „პატრიოტთა ალიანსი“ ? – წინასწარი მონაცემები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2016 წლის 10 ოქტომბრის დილის 8 საათისთვის დათვლილია უბნების 99,92%. პროპორციული სისტემით კი, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 5%-იანი ბარიერი 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გადალახა ორმა პარტიამ, ერთს კი ხმების 5% აქვს მიღებული: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 48,6% „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ [ენმ] – 27,14% „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული …
Continue reading “„ოცნება“, ენმ, „პატრიოტთა ალიანსი“ ? – წინასწარი მონაცემები”
არჩილ ხაბაძე და სვეტლანა კუდბა პარლამენტარები გახდებიან
კანდიდატების სიაში, რომლებიც წინასწარი მონაცემების მიხედვით გახდებიან პარლამენტის წევრები, არიან აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და უმაღლესი საბჭოს წევრი სვეტლანა კუდბა. არჩილ ხაბაძე „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ პარტიულ სიაში 21-ე ნომრადაა შეყვანილი, ხოლო სვეტლანა კუდბა ამავე სიაში 38-ე ნომრად. ცესკოს წინასწარი მონაცემებით ამჟამად დათვლილია უბნების 82.55 %, რომლის მიხედვითაც პარლამენტში 2 პარტია ხვდება, თუმცა …
Continue reading “არჩილ ხაბაძე და სვეტლანა კუდბა პარლამენტარები გახდებიან”
უბნები აჭარაში, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ოცნებას“ მოუგო
საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ქართულ ოცნებას“ 254 უბნის შედეგების მიხედვით 27 უბანზე მოუგო პროპორციული სისტემით. აჭარაში 94 უბნის შედეგები კი, ჯერ კიდევ დაუთვლელია. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ოცნებას“ მოუგო: ბათუმის 68-ე ოლქში – 5 უბანზე [დათვლილია 34 უბანი, დასათვლელია – 7]; ბათუმის 69-ე ოლქში – 1 უბანზე [დათვლილია 21 უბანი, …
Continue reading “უბნები აჭარაში, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ოცნებას“ მოუგო”
აჭარაში მეორე ტური მხოლოდ ანზორ ბოლქვაძეს არ სჭირდება
საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე მხოლოდ ერთმა მაჟორიტარმა კანდიდატმა გადალახა 50%-იანი ბარიერი. ცესკოს წინასწარი მონაცემებით 73-ე მაჟორიტარულ ოლქში [ქედა, შუახევი, ხულო] „ქართული ოცნების“კანდიდატმა ანზორ ბოლქვაძემ ხმების 51,77% მიიღო. ამ დროისთვის მონაცემები დათვლილია ამ ოლქის 125 უბნის მიხედვით. ოლქში სულ 130 უბანია. აჭარის სხვა მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტური „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის უნდა …
Continue reading “აჭარაში მეორე ტური მხოლოდ ანზორ ბოლქვაძეს არ სჭირდება”
უმაღლესი საბჭოს არჩევნების წინასწარი შედეგები აჭარაში
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისათვის დათვლილია 245 უბანი, დასათვლელი – 103 უბანი. წინასწარი მონაცემებით აჭარის უმაღლესი საბჭო ოთხი პარტიით დაკომპლექტდება: წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სისტემით აჭარის უმაღლეს საბჭოში ხმები ასე ნაწილდება: „ქართული ოცნება” – 44.77% [46602 ხმა] – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 30.01% [31241 ხმა] „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა” – 5.87% [6107 ხმა] “პატრიოტთა ალიანსი” – 5.77% [6003] …
Continue reading “უმაღლესი საბჭოს არჩევნების წინასწარი შედეგები აჭარაში”
წინასწარი მონაცემებით ნინო ბურჯანაძის პარტია და პატრიოტთა ალიანსი უმაღლეს საბჭოში შევლენ
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის 5-პროცენტიან ბარიერს უმაღლეს საბჭოში პროპორციული სისტემით შესასვლელად მხოლოდ ოთხი პარტია ლახავს. ხმათა უმრავლესობით პირველ ადგილზეა “ქართული ოცნება” – 45.03% [5770 ხმა], მეორეზე – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” -29.22% [3745 ხმა], მესამეზე “პატრიოტთა ალიანსი” – 6.02% [772 ხმა], მეოთხეზე კი ნინო ბურჯანაძის პარტია – 5.92% [759 ხმა]. ამ დროისათვის აჭარაში დათვლილია 44 …
1:30 – ექვსი უბნის შედეგები აჭარაში
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ცნობით, ამ დროისთვის აჭარაში 342 უბნიდან 6 უბანია დათვლილი. წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სისტემით, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგები ექვს უბანზე ასე გამოიყურება: ლიდერობს „ქართული ოცნება” – 44.97% [652 ხმა] მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 26.48% [384 ხმა] მესამე ადგილზეა „ბურჯანაძე – დემოკრატები” – 6.76% [98 ხმა] მეოთხე ადგილი – „პატრიოტთა ალიანსი“ – 6.55% …
20:00 საათის მონაცემებით აჭარაში არჩევნებზე გამოცხადდა 162 076 ამომრჩეველი
უსკოს ინფორმაციით, 20:00 საათის მონაცემებით აჭარაში არჩევნებზე გამოცხადდა 162 076 ამომრჩეველი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (308 506) 52,5%-ია. ამომრჩეველთა რაოდენობა ოლქების მიხედვით ასე გამოიყურება: N79 – ბათუმის ოლქი (68,69,70) – 77, 998 ამომრჩეველი, 49% N71 – ქობულეთის ოლქი- 27, 677 ამომრჩეველი, 56,1% N72 – ხელვაჩაურის ოლქი- 24, 459 ამომრჩეველი, 50,8% N73 – ხულოს ოლქი- 31, …
Continue reading “20:00 საათის მონაცემებით აჭარაში არჩევნებზე გამოცხადდა 162 076 ამომრჩეველი”
ჩაქვში გადასატანი ყუთის მონაცემები გაბათილდა
ბათუმის ჩაქვის #68-ე მაჟორიტარული ოლქის 42-ე უბანზე გაბათილდა გადასატანი ყუთის შედეგები. როგორც დამკვირვებლებმა აღმოაჩინეს, გადასატან ყუთში ჩაყრილი იყო 25 ბიულეტენი, მაგრამ ხელმოწერების ჟურნალში ამომრჩევლის ხელმოწერის ნაცვლად მხოლოდ პლუსები იყო დასმული, რაც მნიშვნელოვანი დარღვევაა. გადასატანი ყუთის 25 ბიულეტენის გაუქმების შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ დაუდასტურეს ბათუმის 79-ე ოლქში. „გადასატანი ყუთის სამაგიდო ვერსიაში არ ჰქონდათ ხელმოწერები და გაბათილდა ყუთი. …
Continue reading “ჩაქვში გადასატანი ყუთის მონაცემები გაბათილდა”
დავით ბერძენიშვილი: „ოცნება” ზუსტად ისე იქცევა, როგორც იქცეოდა “ნაციონალური მოძრაობა”
ბათუმში მდებარე #51-ე უბანთან შელაპარაკება მოხდა. “რესპუბლიკური პარტიის” წევრი, დავით ბერძენიშვილი მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ სხვადასხვა უბნებთან მობილიზებულია “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც სპეციალურ სიებში აღნიშნავენ ამ უბანზე გამოცხადებულ და არგამოცხადებულ ამომრჩევლებს, რათა შემდგომში დააშინონ ისინი: “ნაციონალურმა მოძრაობამ დააკანონა ეს მახინჯი პრაქტიკა, ასეთი ჯგუფები იდგა მაშინაც უბნებთან, სიებით ხელში, ურეკავდნენ ტელეფონზე და აშინებდნენ ამომრჩევლებს. …
დღის სამი საათისთვის აჭარაში ამომრჩეველთა 35-მა პროცენტმა მისცა ხმა
უსკოს მონაცემებით, 15:00 საათისათვის აჭარაში 308 506 ამომრჩევლიდან 108 871-მა უკვე გააკეთა არჩევანი. დღის სამი საათის მონაცემებით ყველაზე აქტიური ამომრჩეველი ხულოშია. აქტივობის მიხედვით აჭარაში, ოლქებში შემდეგი მონაცემებია: N79 ბათუმის ოლქი (68,69,70) -52 308 ამომრჩეველი, 32.9 % N71 – ქობულეთის ოლქი- 18 611 ამომრჩეველი, 37.7 % N72 – ხელვაჩაურის ოლქი- 17 063 ამომრჩეველი,35.4 % N73 – ხულოს ოლქი- 20 …
Continue reading “დღის სამი საათისთვის აჭარაში ამომრჩეველთა 35-მა პროცენტმა მისცა ხმა”
აჭარაში ამ დროისთვის ამომრჩეველთა 19.3%-მა მისცა ხმა
უსკოს, 12:00 საათის მონაცემებით 59 547-მა ადამიანმა მისცა ხმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (308 506 ამომრჩეველი) 19.3%-ია. მათ შორის: N79 ბათუმის ოლქი (68,69,70) – 29 047 ამომრჩეველი, 18.27 % N71 – ქობულეთის ოლქი – 10 106 ამომრჩეველი, 20.4% N72 – ხელვაჩაურის ოლქი – 9 604 ამომრჩეველი, 19.9% N73 – ხულოს ოლქი – 10 790 …
Continue reading “აჭარაში ამ დროისთვის ამომრჩეველთა 19.3%-მა მისცა ხმა”
8 ოქტომბრის არჩევნები აჭარაში – განახლებადი
დღეს, 8 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო, ხოლო აჭარაში ავტონომიის საკანონმდებლო ორგანოს, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც მიმდინარეობს. „ბათუმელები“ გთავაზობთ საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების დღის ქრონოლოგიას განახლებად რეჟიმში.
Live: საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები
დღეს, 8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, აჭარის ავტონომიის მოსახლეობა კი პარლამენტის წევრებთან ერთად ავტონომიის უმაღლესი საბჭოს წევრებსაც ირჩევს. ნეტგაზეთი იწყებს გაშუქებას განახლებად რეჟიმში და “ნეტგაზეთის” და “ბათუმელების” რეპორტიორების საშუალებით ოპერატიულად მოგაწვდით ინფორმაციას არჩევნების მიმდინარეობის შესახებ. თვალი ადევნეთ მოვლენების განითარებას აქ. ახალი ამბები თქვენს ბრაუზერში ავტომატურად განახლდება.
ცესკო: 8 ოქტომბრისთვის 7 446 850 ბიულეტენი დაიბეჭდება
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა 2 ოქტომბერს დაიწყო. ცესკოს ინფორმაციით, „ბეჭდვის პროცესი თბილისის 8 სტამბაში მიმდინარეობს, რომელსაც როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკვირდებიან. 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საერთო ჯამში 7 446 850 ბიულეტენი დაიბეჭდება. 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის იბეჭდება: პროპორციული წესით ჩასატარებელი არჩევნებისთვის – 3 286 200 …
Continue reading “ცესკო: 8 ოქტომბრისთვის 7 446 850 ბიულეტენი დაიბეჭდება”
უსკოს შემაჯამებელი ბრიფინგი
8 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც იმართება. მოქალაქეები აირჩევენ უმაღლესი საბჭოს 21 დეპუტატს: 6-ს მაჟორიტარული წესით, ხოლო 15-ს პროპორციული სიით. ცოტა ხნის წინ, უსკო-მ საარჩევნოდ მზადების პროცესი შეაჯამა და გამოაცხადა, რომ არჩევნებისთვის, უსკოში დამკვირვებლის სტატუსით 7 ადგილობრივი და 1 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან დარეგისტრირებული. ასევე, აკრედიტებული არიან ჟურნალისტები 16 მედია საშუალებიდან. არჩევნებში მონაწილეობს …
6 მაისის პარკის ტბაში აერაციის სისტემა მონტაჟდება
დღეს, 6 მაისის პარკში არსებულ ტბაში აერაციის სისტემის მონტაჟი დაიწყო. ტბაში ჩამონტაჟებული აერაციის სისტემა ტბის წყალს ჟანგბადით გააჯერებს, ეს კი ტბის ეკოლოგიური დეგრადაციის პროცესს შეაჩერებს. აერაციის სისტემის პირველი ეტაპი უკვე განხორციელდა, რაც ზედაპირული აერაციის შადრევნის მოწყობას გულისხმობს. გარდა ამისა, მიმდინარეობს 10 სიღრმისეული დანადგარის მონტაჟი, რაც 10 დღის განმავლობაში დასრულდება. ტბაში ციანობაქტერიის დონე მიმდინარე წლის ივნისში გაიზარდა, რამაც ტბის ზედაპირზე ნადები …
Continue reading “6 მაისის პარკის ტბაში აერაციის სისტემა მონტაჟდება”
არჩევნებამდე ერთი დღით ადრე
ავტორი: სულხან ღლონტი მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პროცესში აქტიურად არ ვარ ჩართული და როგორც კანდიდატი არ ვმონაწილეობ საარჩევნო პროცესში, როგორც ჯერ კიდევ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, თავს ვალდებულად ვთვლი ჩემი მოსაზრება გავუზიარო მკითხველს არჩევნებთან დაკავშირებით. არჩევნების არსი მდგომარებას იმაში, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ შანსი გამოიყენონ კონსტიტუციური უფლება, გააკეთონ არჩევანი თუ როგორი …
ველომოყვარულთათვის “არამეგობრული” ბათუმი
ბათუმში ველოინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად ველოსიპედისტები მომრავლდნენ, მაგრამ დღემდე მათთვის განკუთვნილ ველობილიკებზე არანაკლები რაოდენობით შეხვდებით ქვეითებსა და წესების დარღვევით პარკირებულ ავტომობილებს. უკვე ხუთი წელია ბათუმის ზღვისპირა პარკსა და ქუჩებზე ჯამში 20 ათასი კვ/მეტრი სიგრძის წითლად გამოყოფილი ველოტრასები და ფასიანი ველოტრანსპორტი – „ბათუმველო“ ფუნქციონირებს. თუმცა, ველოსიპედი, როგორც საქალაქო ტრანსპორტი, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მაინც ვერ იქცა. ევროპის ქალაქებში ხშირად …
„დავინახეთ, რომ ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გვაშორებდა რეალობას“
ინტერვიუ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარის მოადგილესთან კონსტანტინე ვარძელაშვილი ერთ-ერთია იმ ოთხ მოსამართლეს შორის, ვისაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება შეუწყდა. მოსამართლის მანდატი 10 წლის ვადით ამჯერად პრეზიდენტმა ირინე იმერლიშვილსა და გიორგი კვერენჩხილაძეს გადასცა, უზენაესმა სასამართლომ – თემურ ტუღუშს. სასამართლოს კიდევ ერთ წევრს ახალი პარლამენტი შეარჩევს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უკვე ყოფილმა მოადგილემ, კონსტანტინე ვარძელაშვილმა თავის ბოლო სამუშაო დღეს …
Continue reading “„დავინახეთ, რომ ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გვაშორებდა რეალობას“”
დავით ბერძენიშვილი არჩევნებზე, ივანიშვილის შიშებსა და სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებაზე
საქართველოს პარლამენტის მოქმედი დეპუტატი და რესპუბლიკური პარტიის ერთ- ერთი დამფუძნებელი დავით ბერძენიშვილი კენჭს იყრის ბათუმის 69-ე ოლქში. ის არის უსუფაშვილი- რესპუბლიკელების მაჟორიტარი კანდიდატი და საარჩევნო სიის პირველი ნომერი აჭარის უმაღლეს საბჭოში. ბატონო დავით, თქვენ არჩევნების შედეგების ერთგვარი მონახაზი გქონდათ. თქვით, რომ პარტიების – „რესპუბლიკელები“, „ქართული ოცნება“ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ – რიგითობას არჩევნების შედეგებში განაპირობებდა საარჩევნო კამპანია. …
ახალი „ყაზახური ინვესტიცია“ ძველის ნაცვლად
ყოფილი პანსიონატ „მზიურისა“ და სანატორიუმ „მახინჯაურის“ ტერიტორიები აჭარის მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით გაასხვისა კომპანიაზე, რომლის მფლობელი კომპანიაც „საპარტნიორო ფონდის“ პარტნიორია. თავის დროზე 1 ლარად გაყიდული „აჭარის კურორტების“ ქონების ნაწილი, სადაც ათი წლის წინ „ყაზახური ინვესტიცია“ უნდა განხორციელებულიყო, სახელმწიფომ „სილქ როუდ ჯგუფისგან“ მიმდინარე წლის აპრილში დაიბრუნა. მათ შორის ყოფილი „მზიური“ და „მახინჯაური“. „მზიურის“ ტერიტორია ფინანსთა და …
Continue reading “ახალი „ყაზახური ინვესტიცია“ ძველის ნაცვლად”
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა გადაიდო
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა გაურკვეველი ვადით გადაიდო. მოსამართლეთა ნაწილმა დღევანდელ სხდომაზე თავმჯდომარის კანდიდატურაზე ჩამოსაყალიბებლად დრო ითხოვა. შესაბამისად, დღევანდელ შეხვედრაზე კანდიდატურები არ დასახელებულა. საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ შემადგენლობას თავმჯდომარის კანდიდატურის დასასახელებლად ორკვირიანი ვადა აქვს, ასარჩევად – ერთი თვე. საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მოსამართლეებად ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე საქართველოს პრეზიდენტმა შეარჩია, ხოლო თემურ ტუღუში – უზენაესმა სასამართლომ. კიდევ …
Continue reading “საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა გადაიდო”
თბილისისა და საარბრუკენის ვალდორფის სკოლების ორკესტრი ბათუმში დაუკრავს
ხვალ, 7 ოქტომბერს, თბილისისა და საარბრუკენის ვალდორფის სკოლების გერთიანებული ორკესტრი 18:00 საათზე, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ სკოლაში კონცერტს გამართავს. პროგრამაში წარმოდგენილი იქნება დვორჟაკის სიმფონია N9, ვ. აზარაშვილის ნოქტიურნი, ტელემანის – კონცერტი ალტისა და კამერული ორკესტრისთვის, კინომუსიკა და ქართული, გერმანული და აფრიკული ფოლკლორი. ორკესტრის დირიჟორები არიან ჰუბერტ პეჰი და ირაკლი შერმაზანაშვილი. ოფიციალური ინფორმაციით, თბილისისა და საარბრიუკენის …
Continue reading “თბილისისა და საარბრუკენის ვალდორფის სკოლების ორკესტრი ბათუმში დაუკრავს”
ბათუმის მერია სათვალთვალო კამერების შესყიდვას გეგმავს
ბათუმის მერია ადმინისტრაციული შენობების ვიდეოკონტროლზე ასაყვანად სათვალთავალო კამერების შეძენას გეგმავს. შესყიდვების სამსახურმა ელექტრონული ტენდერი ვიდეოკამერების სერვერების დაზიანებული გენერატორის დენისა და ძაბვის რეგულატორის, ასევე ავტომატური გადამრთველი პანელის შეძენა-მონტაჟის შესყიდვაზეც გამოაცხადა. ორივე შესყიდვისთვის მერიამ ჯამში 14 608 ლარი გაითვალისწინა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ვიდეოსათვალთვალო კამერები უნდა იყოს თავსებადი არსებული ვიდოედაკვირვების ინფრასტრუქტურასთან; მერიას ცხრა შიდა კამერა და სამი გარე …
Continue reading “ბათუმის მერია სათვალთვალო კამერების შესყიდვას გეგმავს”
„ოცნების“ კანდიდატი „ნაციონალებზე“: როგორც მიპოვეს, ისე დამკარგეს
ანზორ ბოლქვაძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატია ხულო-შუახევი-ქედის [მახუნცეთის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქის გამოკლებით] 73-ე მაჟორიტარულ ოლქში. ის აქამდეც იყო ორი მოწვევის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში. ორივეჯერ დეპუტატად არჩეული იქნა, როგორც „ნაციონალურ მოძრაობის“ მაჟორიტარი. თუმცა, ბოლო მოწვევის პარლამენტში მან „ნაციონალური მოძრაობის“ მანდატი დატოვა და „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა. ბატონო ანზორ, რა გააკეთეთ ისეთი, რომ ახლანდელმა მმართველმა პარტიამაც თქვენზე შეაჩერა არჩევანი? ყოველთვის მქონდა …
Continue reading “„ოცნების“ კანდიდატი „ნაციონალებზე“: როგორც მიპოვეს, ისე დამკარგეს”
რატომ წაიყვანეს ბათუმიდან მუშები ხულოში პატარაძესთან შესახვედრად
გასულ შაბათს, 24 სექტემბერს [ერთი დღით], სამშენებლო კომპანია „ალიანს ჯგუფმა“ კურორტ გოდერძზე მიმდინარე სამშენებლო პროექტზე დასაქმებულთა რაოდენობა ბათუმში, მისსავე მშენებლობაზე დასაქმებული მუშების ხარჯზე გაზარდა. ასე საგანგებოდ კომპანია აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შესახვედრად გაისარჯა. „ბათუმიდან გოდერძზე ორი „მარშრუტკა“ მუშების აყვანის“ შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ რამდენიმე ინფორმირებულმა პირმა დაუდასტურა. „ალიანს ჯგუფში“ სამშენებლო ობიექტზე მუშების ხელოვნურად გაორმაგების შესახებ ინფორმაციას არ …
Continue reading “რატომ წაიყვანეს ბათუმიდან მუშები ხულოში პატარაძესთან შესახვედრად”
ქართველი და უცხოელი პროფესორების ლექციები ბსუ-ში
დღეს 6 ოქტომბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალი პროექტის – „მედია და კულტურის მეცნიერების მიმართულების განვითარების“ ფარგლებში, ქართველი და გერმანელი პროფესორების მონაწილეობით, მედიისა და კულტურის საკითხებზე სემინარები და დისკუსიები გაიმართება. 14:00 საათზე უნივერსისტეტის 55-ე აუდიტორიაში, თემაზე, – „ადამიანი და კულტურის სამყარო“, ლექციას წაიკითხავს მიუნსტერის უნივერსიტეტის პროფესორი, ლუდვიგ ზიპი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი …
Continue reading “ქართველი და უცხოელი პროფესორების ლექციები ბსუ-ში”