შუახევში სახლი დაიწვა – გაუწმენდელი გზის გამო სახანძრო ადგილზე ვერ მივიდა

შუახევში, სოფელ კვიახიძეებში, გივი ფუტკარაძის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ინფორმაცია „ბათუმელებს“ შუახევის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, სოსლან ზოიძემ მოგვაწოდა. მისი თქმით, ხის ორსართულიანი სახლი დაიწვა, რადგან სახანძრო სამსახურის მანქანა თოვლისგან გაუწმენდელი გზის გამო ადგილზე ვერ მივიდა. სოფელში ამ დრომდე ვერ ავიდა შუახევის გამგებელიც. ტარიელ ებრალიძე ამბობს, რომ გზა გაწმენდილიც რომ ყოფილიყო, ხანძრის ჩაქრობა შეუძლებელი იქნებოდა: „იმდენად …

ბათუმში გარდაცვლილი დედა-შვილი შინმოვლის პროგრამაში ჩართული არ ყოფილა

ბათუმში გარდაცვლილი დედა-შვილი მერიის „შინმოვლის” პროგრამით არ სარგებლობდნენ. ისინი პოლიციამ გუშინ ინასარიძის ქუჩაზე საკუთარ ბინაში გარდაცვლილები იპოვა. შინმოვლის პროგრამას“ ბათუმის მერია ახორციელებს, რომლის ფარგლებში ოჯახს კვირაში ერთხელ ექიმი, ხოლო ორჯერ ექთანი სტუმრობს. პროგრამა, ძირითადად, მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე და სოციალურად დაუცველ ადამიანებზეა გათვლილი. გარდაცვლილების მეზობლების თქმით, ბოლო დროს მწოლიარე დედას შვილი უვლიდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის …

სახლის ჩამონგრევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

შს სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით, სოფელ ფერიაში საცხოვრებელი სახლის სახურავის ჩამონგრევის შედეგად მამაკაცი დაიღუპა . ადგილზე იმყოფებოდა სამაშველო ჯგუფი. მათი ინფორმაციით, დაახლოებით 45 წლის მამაკაცი სახლში მარტო იყო, მეულე და შვილები სტუმრად იმყოფებოდნენ. „სახლი ძველია, ავარიულ მდგომარეობაში,“ – ამბობენ სამაშველო სამსახურში. როგორც ხელვაჩაურის გამგეობის პრესსამსახურში განაცხადეს, „სახლის სახურავი, სავარაუდოდ, დიდთოვლობის შედეგად ჩამოინგრა“. შსს-ს ინფორმაციით, …

პოლიციამ აღმოაჩინა საკუთარ ბინაში გარდაცვლილი დედა-შვილი

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე, ცოტა ხნის წინ, ბინაში იპოვეს ორი გარდაცვლილი პირი. როგორც ადგილზე მისულ “ბათუმელებს” უთხრეს, გარდაცვლილია დედა-შვილი. მეზობლების ინფორმაციით, „შვილი – 50 წლამდე მამაკაცი უვლიდა დედას, რომელიც ავადმყოფობდა და, ძირითადად, იწვა. დღეს, პოლიცია როცა შევიდა სახლში, შვილი ნახეს საწოლში, დედა კი შესასვლელ კარებთან“. მეზობლებისავე თქმით, დედა-შვილი სოციალურად დაუცველი იყო. მათ ბინაში ელექტროენერგია გამორთულია, სახლში არ …

ლიანა აიკუცბა ბათუმში აფხაზური ენის სწავლებაზე: ერთადერთი სახელმძღვანელო თბილისში, არქივში მონახეს

დღეს აფხაზური ენის სწავლება აჭარის ორ სკოლაში – ბათუმის მე-14 საჯარო სკოლასა და ფერიის საჯარო სკოლაში დაიწყო. სკოლაში სრულწლოვანი მოქალაქეები სწავლობენ. სოფელ ფერიაში, სადაც 256 აფხაზურ-ქართული ოჯახი ცხოვრობს, მსმენელების ორი ჯგუფი შეიქმნა, მათ განათლებით ლინგვისტი ლიანა აიკუცბა ასწავლის. ერთი ჯგუფი 11 მსმენელით ისწავლის ბათუშიც. ბათუმის შემთხვევაში მსმენელების უმრავლესობა ეთნიკურად ქართველია. აფხაზურის სწავლების დაწყებასთან დაკავშირებით „ბათუმელები“ …

მახუნცეთში საზაფხულო თეატრი აშენდება

ქედის მუნიციპალიტეტში, დაბა მახუნცეთში, 156 მაყურებელზე გათვლილი საზაფხულო თეატრი აშენდება. თეატრის მოსაწყობად ქედის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 231 290 ლარი გამოყო და ელექტრონული ტენდერიც გამოაცხადა. ქედის გამგებლის მოადგილის, გურამ ბერიძის თქმით, დაბა მახუნცეთში საზაფხულო თეატრის მოწყობის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მახუნცეთში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა და უცხო ქვეყნიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა ადგილობრივი ფოლკლორის გაცნობის მიზნით სანახაობის მოწყობა არაერთხელ …

„გოდერძიზე“ გარდაცვლილი თემურ გაბაიძის მეუღლე კურორტის სამედიცინო დაწესებულებას უჩივის

13 იანვარს, კურორტ გოდერძიზე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი თემურ გაბაიძის მეუღლე, ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძე  სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიმართავს, თხოვნით, სააგენტომ შეისწავლოს ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში არსებული ვითარება. მიმართვაში, რომელიც ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძემ ფეისბუქზე გამოაქვეყნა, ვკითხულობთ: „თემურ გაბაიძე აღნიშნულ სამედიცინო პუნქტში შევიდა შემდეგი გარემოებებითა და სიმპტომებით: ძლიერი დარტყმა თავის მარჯვენა არეში, დარტყმის შედეგად გონების კარგვა რამოდენიმე …

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ციხისძირში მამუკა ხაზარაძის კომპანიამ იყიდა

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ე.წ. ზალენკის აგარაკი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში „თი ბი სი“ ბანკის მეპატრონის, მამუკა ხაზარაძის კომპანიამ იყიდა. შპს „ვაზისუბნის მამული“ 2013 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომლის 50 % -ს მამუკა ხაზარაძე ფლობს, ხოლო 50% -ის მეპატრონე „თი ბი სი “ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძეა. აუქციონზე გამოტანილი ძეგლისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის საწყისი …

მორიგი კონკურსი აჭარის ტელევიზიაში

აჭარის ტელევიზიამ კიდევ ერთი კონკურსი გამოაცხადა. ამჯერად ტელევიზია ოთხ პოზიციაზე აპირებს ახალი თანამშრომლების დაქირავებას. ეს პოზიციებია: 1. ეკონომიკური გადაცემის წამყვანი, რეპორტიორი 2. შემეცნებით/გასართობი გადაცემის წამყვანი რეპორტიორი 3. სპორტული გადაცემის წამყვანი რეპორტიორი 4. სტილისტი ვიზაჟისტი. ტელევიზიის მომავალ თანაშრომლებს სპეციალური კომისია შეარჩევს. კონკურსის პირობების მიხედვით, ტელევიზია თავდაპირველად თანამშრომლებს სამთვიანი გამოსაცდელი ვადით დაიქირავებს. განცხადების მიღება გრძელდება 10 თებერვლამდე. …

რატომ არ წმენდენ თოვლისგან სასოფლო გზებს

შიდა სასოფლო თუ საბნო გზების მოვლა-პატრონობა, მათ შორის თოვლის საფარისგან გაწმენდა, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრეროგატივაა. აჭარის მთიანეთში  სოფლის გზების გაწმენდას თოვლის საფარისგან მუნიციპალიტეტებში არსებული დეპარტამენტის ადგილობრივი სამსახურები ახორციელებენ. არასაკმარისი ტექნიკის გამო აქ სასოფლო თუ საუბნო გზებს დეპარტამენტი დროულად ვერ წმენდს. აჭარის ყველაზე მაღალმთიან – ხულოს მუნიციპალიტეტში, სადაც თოვლი უხვად მოდის, დეპარტამენტს მხოლოდ ათი ერთეული …

მოყინული ტბები ბათუმში [ფოტორეპორტაჟი]

  ამინდის პროგნოზი: მოსალოდნელია ძლიერი ყინვა 2016 წლის 27 იანვარს ბათუმში ნურიგელის ტბის ზედაპირი მთლიანად გაიყინა: მოყინული ტბა და გზები ბათუმში [ფოტო]

სასტუმრო ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკასთან, ძეგლის დაცვის ზონაში

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას 26-ში, ძველი, ორსართულიანი სახლის დანგრევის ნაცვლად ინვესტორი სასტუმროს აშენებას გეგმავს. ამ შენობის გვერდით რამდენიმე შენობას ძეგლის სტატუსი აქვს. ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, იმ ადგილის გასწვრივ, სადაც ინვესტორს სასტუმროს აშენება სურს, ორსართულიანი ძველი სახლებია, მათ შორის ძეგლის სტატუსის მატარებელია ვაჟა-ფშაველას #19-ში, #27-ში, #37-ში და # 42 ში მდებარე შენობები. ეს იმას ნიშნავს, რომ ინვესტორი მშენებლობას ძეგლის დაცვის ზონაში …

„სოკარის“ განცხადება აჭარაში ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებით

კომპანია ,,სოკარის“ ინფორმაციით, აჭარის რეგიონს ბუნებრივი აირი ამ დროისთვის უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება. „მიუხედავად უამინდობით გამოწვეული სირთულეებისა, რამაც გარკვეული პრობლემები გაზმომარაგების სისტემასაც შეუქმნა, დღეისათვის რეგიონში გაზი  თითქმის ყველა აბონენტს შეუფერხებლად მიეწოდება. ცალკეული ტექნიკური პრობლემების წარმოქმნის აღმოსაფხვრელად 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ „სოკარის“ ტექნიკური ჯგუფები, რომლებიც ოპერატიულად მოახდენენ რეაგირებას კომპანიის ცხელ ხაზზე განხორციელებულ თითოეულ ზარზე. ცხელი ხაზის ნომერია 16 114,“ …

ამინდის პროგნოზი: მოსალოდნელია ძლიერი ყინვა

2 თებერვალს, თოვის შეწყვეტის შემდეგ, მოსალოდნელია ძლიერი ყინვა. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალურ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში გვითხრეს, რომ ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა აჭარის მაღალმთიანეთში, სადაც ღამით 10-15 გრადუსი ყინვაა მოსალონდელი. სანაპირო ზოლში კი, ტემპერატურა – 6 გრადუსამდე დაიკლებს. „დღეს, 31 იანვარს, დღის განმავლობაში შენარჩუნებული იქნება ღრუბლიანი, უმეტესად უნალექო ამინდი, ზოგიერთ ადგილზე მოსალოდნელია მცირე თოვა. ხვალისთვის ველოდებით დროგამოშვებით თოვას. მთაში …

როდის აღუდგებათ აბონენტებს გაზის მიწოდება ბათუმში

ბათუმის აბონენტების ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზში“ „ბათუმელებს“ გაზის შეწყვეტის მიზეზად უამინდობა დაუსახელეს. „გაიყინა გარკვეული დანადგარები-რეგულატორები, მართალია ღამით ერთი ტექნიკური ჯგუფი მუშაობს, თუმცა სხვა თანამშრომლებიც ეხმარებიან და ეტაპობრივად ხდება ჩართვაც. თუ რაიმე შესაკეთებელი იქნება შეაკეთებენ. უბრალოდ, ჯგუფი თითოეულ აბონენტთან უნდა მივიდეს და გააფრთხილოს ჩართვის შემთხვევაშიც. სასურველია მოსახლეობამ, ვისაც შეუწყდა ან შეუწყდება …

რა აშენდება ყოფილი „მესხეთისა“ და „რივიერას“ ადგილზე

„ყოფილი „მესხეთის“ ტერიტორიაზე დაგეგმილია არანაკლებ 100-ნომრიანი ბრენდირებული აპარტოტელის მშენებლობა, 11,5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით,“ – გვითხრეს „სილქ როუდ ჯგუფში“. კომპანიაში ასევე განაცხადეს, რომ აპარტოტელი, რომლის მშენებლობაც ჯერ დაწყებული არ არის, 2020 წლის ბოლომდე უნდა აშენდეს. ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სასტუმრო „მესხეთი“ იმ 21 ობიექტიდან ერთ-ერთი იყო, რომელიც „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვი“-ს პირდაპირი მიყიდვის წესით …

თავშესაფრით მოსარგებლეები სადილის გარეშე

ბათუმში მესამე დღეა თოვს, ქალაქში მოქმედი ღამის თავშესაფრები კი დღისით იკეტება. სად მიდიან დღისით ადამიანები, რომლებიც ღამის თავშესაფრებით სარგებლობენ? „ჩვენთან დღისით იკეტება თავშესაფარი და საღამოს 6 საათზე იხსნება“, – გვითხრა თამაზ მღებრიშვილმა. ის საქველმოქმედო ფონდ „კარიტასის“ ბათუმის თავშესაფრის ხელმძღვანელია. მისი თქმით, თოვის გამო თავშესაფრით მოსარგებლეთა რაოდენობა არ გაზრდილა და ამჟამად იქ 28 ადამიანი ათევს ღამეს. თოვის …

ენმ: ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მთავრობამ ბინები უნდა უყიდოს

„ნაციონალური მოძრაობის“  და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, გია აბულაძის განცხადებით, მთავრობამ  იმ 12 ოჯახს, რომლებსაც  თამარის დასახლებაში გუშინ ხანძრის შედეგად სახლები დაეწვათ, ბინები უნდა შეუსყიდოს. „2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების დროს, ბიუჯეტის პროექტში ჩადებული იყო 25-მილიონიანი ფონდი და როცა ჩვენ დავსვით კითხვები, რისთვის იყო განკუთვნილი ეს თანხები, გვითხრეს, რომ საგანგებო შემთხვევებისთვის. ამიტომ, მოვუწოდეთ აჭარის მთავრობას, რომ …

სკოლებში შესაძლოა სწავლა შეწყდეს

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლებში შესაძლოა სწავლა შეწყდეს, რადგან მოსწავლეთა სწრებადობა დაბალია. „ჩვენ თითოეულ სკოლაში ვრეკავთ და ვამოწმებთ ინფორმაციას. ამ დროისთვის სასწავლო პროცესი შეწყვეტილი არც ერთ სკოლაში არ არის, თუმცა ძალიან დაბალია მოსწავლეთა სწრებადობა. ჩვენ არ ვიცით რა იქნება ბათუმის შემთხვევაში, რადგან ორცვლიანი სკოლები გვაქვს. ამიტომ, დღის ბოლოს მივიღებთ გადაწყვეტილებას. იქნება თუ არა ხვალ …

როცა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ძალიან ცივა

სალომე დუმბაძე, ბსუ-ს სტუდენტი გუშინ, 28 იანვარს, ანუ შაბათს, ჩვეულებრივ მოვემზადე უნივერსიტეტში წასასვლელად. სიცივე ძვლებში ატანდა არათუ ქუჩაში, არამედ შენობებშიც, მაგრამ ამ სემესტრში ბოლო ლექცია გვქონდა და გაცდენა არც მიფიქრია. ეს ლექცია აქამდე, ძირითადად, ოთხ საათზე გვიტარდებოდა, მაგრამ გუშინ, უბრალოდ, ადრე დაგვიბარა ლექტორმა და ჩვენც 11 საათზე უნივერსიტეტში ვიყავით. ლექცია ჩვეულებრივზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა, მალევე …

შსს: ბათუმში გამოძალვის, ძარცვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფი დავაკავეთ

შსს-ს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე – 1993 წელს დაბადებული ე.ბ., 1988 წელს დაბადებული ს.ბ., 1977 წელს დაბადებული ფ.ე. და საქართველოს მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული მ.მ. ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი გამოძალვის, ძარცვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ბათუმის ერთ-ერთ კლუბში მყოფი თურქეთის რესპუბლიკის …

თოვლი აჭარაში – უშუქობა და გადაადგილების პრობლემები სოფლებში

აჭარის მაღალმთიანეთში თოვის გამო გარკვეული პრობლემებია რიგ სოფლებში. გამგეობების ინფორმაციით ქედის, შუახევისა და ხულოს ზოგიერთ სოფლამდე მისასვლელი გზა თოვლისგან ვერ იწმინდება, ზოგ სოფელში კი მხოლოდ ორხიდიან ავტომობილებს შეუძლიათ ასვლა. გზებს ძირითადად დაბებამდე წმენდენ. პერიოდულად შეზღუდვებია ელექტროენერგიის მიწოდებაშიც. გამგეობებში აცხადებენ, რომ მეწყრული პროცესები არსად განვითარებულა. ხულოს გამგებლის თქმით, სტაბილური ვითარებაა სოფელ ქვემო თხილვანაშიც. ქედის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან …

ზურაბ პატარაძე: ყველა ბათუმელს ვთხოვ, ჩაერთოს ხე-მცენარეების გაწმენდის აქციაში

„ბათუმში მოვიდა უხვი ნალექი თოვლის სახით. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით აღინიშნება თოვლის მასა ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში და ბათუმში. ყველა სამსახური მობილიზებულია და 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. საკმარისი რაოდენობაა ტექნიკის. მინდა ყველა ბათუმელს ვთხოვო, გამოვიდნენ საზღვაო პარკში, ბულვარში, თავიანთი სახლების წინ და ჩაერთონ ხე-მცენარეების გაწმენდის აქციაში, დაასუფთაონ, გაწმინდონ ჩვენი ქალაქი. ჩვენ მზად ვართ მაქსიმალურად …

ამინდის პროგნოზი: აჭარაში 2 თებერვლამდე ითოვებს

აჭარაში თოვა უახლოეს დღეებშიც გაგრძელდება – ასეთია გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზი. როგორც “ბათუმელებს” ობსერვატორიაში უთხრეს, გამოდარება 2 თებერვლიდანაა მოსალოდნელი. “29-30 იანვარს აჭარაში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით თოვა, ზოგან ძლიერი. მთაში მოსალოდნელია ქარბუქი და ზვავსაშიშროება. 31 იანვარს ღამით და დღის პირველ ნახევარში თოვის ინტენსივობა იკლებს, დროებით გაუმჯობესდება აიმინდი, მაგრამ 31 იანვარსვე, დღის მეორე ნახევარში …

დიდთოვლობა ქობულეთში – ოზურგეთის მიმართულებით გადაადგილება შეფერხებულია

ქობულეთის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო ქობულეთი-ოზურგეთის მიმართულებით გადაადგილება ამ დროისთვის შეფერხებულია და მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებითაა რეკომენდებული; რაც შეეხება ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ მაგისტრალს, იყო შეფერხებები, თუმცა სატრანსპორტო მიმოსვლა უკვე აღდგენილია. „თოვლის საფარი ქალაქში 40 სანტიმეტრია, მაღალმთიან სოფლებში კი 60-70სანტიმეტრს აღწევს. სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები და ელექტრიკოსთა ბრიგადები. მუნიციპალიტეტში 11 ერთეული სპეცტექნიკა …

თოვლიანი დილა ბათუმში [ფოტორეპორტაჟი]

ბათუმში მესამე დღეა თოვს. მიუხედავად იმისა, რომ მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები, თოვლმა ქალაქის ზოგიერთ უბანში პრობლემები მაინც შექმნა.  ქალაქის რამდენიმე ცენტრალური ქუჩა და ტროტუარი თოვლისგან მეტ-ნაკლებად იწმინდება, თუმცა გადაადგილება უჭირთ როგორც ავტომანქანებს, ასევე ქვეითებსაც. თოვლმა ხეებს ტოტებიც დაამტვრია. ბათუმი, 29.01.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტოები.

დეპუტატის „წამოცდენა“ და „დაბოღმილი“ სამოქალაქო საზოგადოება

ტარიელ ცეცხლაძე, ჟურნალისტი  ამ დღეებში უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ლადო მგალობლიშვილმა ფეისბუქზე სტატუსი დაწერა უმაღლესი საბჭოს დეპუტაციის მხრიდან დახარჯულ დიდი რაოდენობით საწვავზე და არგუმენტები მოიყვანა, თუ რატომ ხარჯავს ერთი დეპუტატი თვეში 400 ლიტრ საწვავს. არგუმენტები, ვაი, რომ არ იყო საფუძვლიანი. ის, რომ აჭარის საკანონმდებლო ორგანო ქალაქიდან 15 კილომეტრშია და დეპუტატებს დღეში შეიძლება რამდენჯერმე მოუწიოთ ჩაქვი-ბათუმის გზაზე სიარული, …

უამინდობა ქობულეთსა და ხელვაჩაურში

ხელვაჩაურის გამგეობის ინფორმაციით, საავტომობილო გზების თოვლისგან გაწმენდა ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის 20 სოფელში მიმდინარეობს: „ყველა ცენტრალური გზა გაწმენდილია. ამჟამად ცენტრებიდან სოფლებში შესასვლელი გზები იწმინდება“. „უამინდობის გამო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში  მობილიზებულია სპეციალური ჯგუფები, შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებების გატარება. შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ხელვაჩაურში მოქმედებს ცხელი ხაზი: 0 800 – 100 – 106. საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს …

ბათუმის მერია: თოვლის გამო საგანგებო შტაბის შექმნის აუცილებლობა არ არის

ბათუმის მერიის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები დილიდან ახორციელებენ გზებისა და ტროტუარების თოვლის საფარისგან გაწმენდით სამუშაოებს. პარალელურად მიმდინარეობს ცხაურებისა და სანიაღვრე არხების გაწმენდა. ტექნიკური მარილი დაიყარა ძველ ბათუმში, ბარცხანის ხიდზე, ფარნავაზ მეფისა და გორგასალის ქუჩებზე. ბათუმის მერიამ ასევე გაავრცელა განცხადება, რომ მოქალაქეებმა„ თავი შეიკავონ ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან, რათა სრულყოფილად განხორციელდეს გზებზე ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოები“. დღეს დილიდან ქალაქში ინტენსიურად თოვს. ბათუმის …

ბულვარში ხეებს თოვლისგან წმენდენ

„ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, ბათუმის ბულვარში ხეები თოვლისგან იწმინდება. „ადმინისტრაცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. მთელ პერიმეტრზე მობილიზებულია ტექნიკური ზედამხედველობისა და აგრონომიული სამსახურის მობილური ჯგუფები“- აცხადებენ ადმინისტრაციაში. მათივე ინფორმაციით, სამუშაოებში ბულვარის 60-მდე თანამშრომელია ჩართული: „გაწმენდითი სამუშაოები თოვის ინტენსივობის შესაბამისად, მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება“.

რა ვითარებაა აჭარის მაღალმთიანეთში

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია, დაბებში თოვლის ახალი საფარი ხუთ, მაღალმთიან სოფლებში კი 15-20 სანტიმეტრს აღწევს. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, სოფიო ხაბაზის ინფორმაციით, ისეთ მაღალ სოფლებში, როგორიცაა უჩხითი და ზუნდაგა, უხვი ნალექის გამო გზები გუშინ გაიწმინდა: „ამ დროისთვის გადაადგილებაში პრობლემა არც ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზეა და არც შიდა სასოფლო გზებზე, ქედის მუნიციპალიტეტში“. …

დარჩებიან თუ არა „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ექიმები უხელფასოდ

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ  მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ბათუმის „რესპუბლიკური საავადმყოფო“ 6 თვით მუშაობას შეაჩერებს [შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ 100% წილის მფობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა]. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, საავადმყოფოს საქმიანობის შეწყვეტის შესახებ სამედიცინო პერსონალი ინფორმირებული არ იყო. დარჩება თუ არა დასაქმებული პერსონალი  ხელფასის გარეშე და რა გადაწყვეტილების მიღებას აპირებს საავადმყოფოს დირექტორი?  …

შსს: საპოლიციო კონტროლის დროს ამოღებულია სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის 26-27 იანვარს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა, რომლის დროსაც სამართალდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 57 დანაშაული, მათ შორის: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ს 236-ე მუხლი) – 9 ფაქტი; ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების (სსკ-ს 260-ე მუხლი) – 15 ფაქტი; ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა-გატანის (სსკ-ს 262-ე მუხლი) – …

დეპუტატის შენიშვნას საჯარო მოხელე ზეწოლად არ აფასებს

„მოდით რა, ყველამ მივხედოთ ჩვენს საქმეს. თუ მონიტორინგის განხორციელების სურვილი გაქვთ, მაგის გაკეთება საჯარო მოხელის პოზიციიდან რთულია, მაგას სამოქალაქო სექტორში ყოფნა სჭირდება“, – ასე გამოეხმაურა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ლადო მგალობლიშვილი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის, ირინე ურუშაძის კომენტარს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. ირინე ურუშაძე მას შემდეგ გამოეხმაურა ლადო მგალობლიშვილს ფეისბუქზე, რაც დეპუტატმა  ვრცელი განმარტებით გააზიარა …

როცა პროკურორის ვინაობა საიდუმლოა

„პროკურორს რა უნდა ჰქონდეს დასამალი? რა ლეგიტიმური მიზანი არსებობს იმისთვის, რომ პროკურორის ვინაობა დაიშტრიხოს?“, – ეს კითხვა დღეს მოსამართლე მერაბ ტურავამ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელს დაუსვა. საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს სარჩელს, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლოს ნებისმიერ ღია სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას დაინტერესებული პირი ისე გაეცნობა, რომ იქ დაშტრიხული აღარ იქნება: პროკურორი, მსჯავრდებული, ან პროცესში მონაწილე რომელიმე სხვა პირი. …

Exit mobile version