გონიოელთა სასამართლო დავა მიწებზე

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე ოთხი გონიოელის სარჩელს განიხილავს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წინააღმდეგ. მოსარჩელეები სექტემბერში კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვენ, რომლითაც გონიოელების ნაწილს საკუთრების აღიარებაზე უარი უთხრეს. საუბარია გონიოში 2008 წელს 271 ოჯახისთვის მიწების მასობრივად ჯერ გადაცემასა და რამდენიმე თვეში ჩამორთმევაზე. ბათუმის საკრებულოს მიწის კომისიამ ეს უკანასკნელი გადაწყვეტილება ბათილად მიიჩნია გასული წლის …

პატარაძის, ხაბაძისა და ვარშალომიძის ბრძანებები და მოქალაქე, რომელსაც ქონება წაართვეს

15 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი კახაბერში, ზედ ზღვის სანაპიროზე, კომპანია „რაკენ გრუპ ჯორჯიას“ აჭარის მთავრობამ არჩილ ხაბაძის ბრძანებით 3 მილიონ დოლარად მიყიდა. ხელშეკრულების გაფორმებიდან დღემდე, „რაკენ გრუპ ჯორჯია“, თანხის გადაუხდელობისა თუ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო რამდენჯერმე დააჯარიმეს, მაგრამ ამ დროისთვის მას ყველა ჯარიმა ჩამოწერილი აქვს. ბოლოს ეს ზურაბ პატარაძემ გააკეთა. ამ მიწის ნაკვეთის ნაწილი …

უმაღლესი საბჭოს მილიონერი დეპუტატი

ზაზა ოქუაშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს მილიონერი დეპუტატია. ის კანონმდებელია გასული წლის 27 დეკემბრიდან, თუმცა სავარძელი დღეს, 7 მარტს პირველად მოირგო, საგაზაფხულო სესიის გახსნის დროს. ზაზა ოქუაშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია. უმაღლეს საბჭოში მან ამ პარტიის ლიდერი, დავით თარხან-მოურავი ჩაანაცვლა, რომელიც აჭარაში პარტიული სიის პირველი ნომერი იყო და დეპუტატობაზე უარი თქვა. სიის მეორე ნომერი ზაზა ოქუაშვილი იყო. შესაბამისად, …

ენმ-ს წევრი: ბათუმში მდებარე სკოლა ხელვაჩაურის ბიუჯეტით უხარისხოდ გაარემონტეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიშა ბოლქვაძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან მწვანე კონცხის დაწყებითი საფეხურის სკოლა გასულ წელს გარემონტდა, თუმცა უხარისხოდ. სკოლა ტერიტორიულად ბათუმს ეკუთვნის, თუმცა სარეაბილიტაციო თანხა მაინც ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან გამოიყო. „რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 165 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. რეაბილიტაცია 2016 წელს დასრულდა. ამ შემთხვევაში ორი ფაქტორია ხაზგასასმელი, პირველი ის, რომ …

მერია ახალ სარაგბო ბაზას რვა მარტს გახსნის

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ხვალ, 8 მარტს, ფონდი „ქართუ“  ბათუმის სარაგბო ბაზას ქალაქის მერიას გადასცემს. სარაგბო ბაზის გადაცემას ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანიც დაესწრება. ასევე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი. ოფიციალური ინფორმაციით,  ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, ბათუმში, გენერალ აბაშიძისა და ლეონიძის ქუჩების მიმდებარედ, …

2885 დაუჯილდოებელი მოსწავლე – განათლების სამინისტრო ოქროსა და ვერცხლის მედლებს ხელახლა შეისყიდის

საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს, 2015 -2016 სასწავლო წლის და წინა წლების კურსდამთავრებულებს, ოქროსა და ვერცხლის მედლები განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ვერ გადასცა. სამინისტროს განცხადებით, მიზეზი ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაა: მოწოდებული იქნა გათვალისწინებულთან შეუსაბამო მედლები, რის შედეგადაც დაუჯილდოებელი დარჩა 1871 ოქროსა და 1014 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე. სამინისტრო 1 871 ოქროს [მოოქროვილ] და 1 014 …

„ქალის სურნელი“ – გახდი სუნამოების დამზადების თვითმხილველი და მფლობელი [ანონსი]

2017 წლის 7 მარტს, 17 საათზე, ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში გაიმართება ღონისძიება – ,,ქალის სურნელი’’. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება აჭარის მუზეუმებში დაცული უძველესი საფერუმარილე ჭურჭელი, მინის სანელსაცხებლები, რაშიც ჯერ კიდევ ჩვ. წ. აღ-მდე სურნელოვანი ზეთები ინახებოდა. ორგანიზატორთა თქმით, სტუმრებს საშუალება ექნებათ მოისმინონ სუნამოს შექმნისა და დანიშნულების ისტორია, მის განვითარების გზებსა და მნიშვნელობაზე საბერძნეთსა თუ რომში, ეგვიპტესა თუ …

ნაგვის გროვა პირდაპირ საბავშვო ატრაქციონებთან, შაფათავას ქუჩაზე

„ნახეთ, რა ვითარებაა შაფათავას ქუჩაზე: პირდაპირ ბავშვების სათამაშოებთან არის ნაგვის ურნები. ასევე არის აუტანელი სუნი. ამ ყველაფერს არავინ აქცევს ყურადღებას. ბევრჯერ ვცადეთ ადგილი შეგვეცვალა ურნებისთვის, მაგრამ უშედეგოდ დასრულდა. ეგება თქვენი დახმარებით რამე გვეშველოს“, – ეს შეტყობინება მიიღო „ბათუმელების“ რედაქციამ ელექტრონულ ფოსტაზე, ქვემოთ მოცემულ ფოტოსურათებთან ერთად. ბათუმი, შაფათავას ქუჩა

5 მილიონის მითვისების საქმეზე ირაკლი ცეცხლაძე დააკავეს

შპს „ჰიგიენა 2009“-ის ყოფილი დირექტორი, ირაკლი ცეცხლაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. ირაკლი ცეცხლაძე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე ბრალდებულის სახითაა დააკავებული. „გამოძიების შედეგად შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა,  რომ ბრალდებულმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა კომპანიის ანგარიშზე არსებული, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა, რაც უნდა …

გონიოს მცხოვრებს მიწის აღიარების კომისიამ მიწის გადაცემაზე ისევ უარი უთხრა

გონიოში მცხოვრებ ლადო მჟავანაძეს, რომელმაც 271 გონიოელ ოჯახთან ერთად მიმართა ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, მიწის გადაცემაზე ისევ უარი უთხრეს. ბათუმის მერიის საკუთრების აღიარების კომისიის განკარგულებაში წერია: „უარი ეთქვას ლადო მჟავანაძეს ქ. ბათუმში, გონიოს დასახლებაში მდებარე 1370 კვ/მეტრ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე“. კომისიის დადგენილებაში ასევე წერია: „არ ჩაითვალოს ლადო …

რა ხდება ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში

ბათუმის სამედიცინო საერთაშორისო ჰოსპიტლის დირექტორი დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართავს: „ცდილობენ საავადმყოფოს პარალიზებას“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც კლინიკის ერთ-ერთი მეწილე და დირექტორი, ისმეთ დინდარი ავრცელებს. სამედიცინო ჰოსპიტლის დირექტორი კლინიკაში შექმნილ ეკონომიკურ კრიზისში ყოფილ დირექტორებს ადანაშაულებს. ამ დირექტორებს გასული წლის სექტემბერში შეუჩერა დირექტორობის უფლებამოსილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ. ყოფილი დირექტორები არიან იღით თუღრულ თოქმანი და მეჰმეთ …

130 ათასი ლარის შესყიდვები ტენდერის გარეშე – საკონსტიტუციო სასამართლო თანხმობას ითხოვს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 130 ათასი ლარის სახელმწიფო შესყიდვებს, დიდი ალბათობით, გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე განახორციელებს. შესაბამისი თანხმობის მისაღებად სასამართლომ უკვე მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს. სასამართლო მიუთითებს, რომ ეს თანხა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების XVII კონგრესის ორგანიზება-ჩატარებისთვისაა საჭირო. სასამართლოს ინფორმაციით, 2014 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აირჩიეს ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის თავმჯდომარედ სამი წლის ვადით და შემაჯამებელი ღონისძიების [XVII კონგრესის] …

აჭარის ფინანსთა მინისტრის განმარტება ხეების მოჭრასთან დაკავშირებით

რამდენად კანონიერია მწვანე კონცხზე, ყოფილი სანატორიუმი „კოლხიდას“ ტერიტორიაზე ხეების მოჭა-მოთხრა? მიწის ნაკვეთი ცოტა ხნის წინ გაასხვისა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, ტერიტორიის 50%-ზე რეკრეაციული ზონის შენარჩუნების პირობით. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე ამ საკითხზე „ბათუმელებთან“ შემდეგს განმარტავს: „პირობაში ნამდვილად დევს, რომ 50% ტერიტორიის იყოს რეკრეაციული. მაგრამ ჯამში მაქ არის 32 ათასი კვ/მ ტერიტორია. გარდა იმისა, რომ …

რეკრეაციულ ზონაში ბიძინა ივანიშვილისთვის ხეებს ჭრიან და თხრიან

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ზღვისპირა ზოლში  გასხვისებულ ტერიტორიაზე, რომელიც ინვესტორს რეკრეაციული დანიშნულებით უნდა გამოეყენებინა, მრავალწლიანი ხეები ზოგი მოჭრეს, ზოგს კი თხრიან და იმ პარკში გადასატანად ამზადებენ, რომელსაც ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი შეკვეთილში აშენებს. გადასატან ხეებს მახინჯაურში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარედ, ყოფილ სანატორიუმ „კოლხიდას“ ტერიტორიაზე თხრიან. ხეებთან მისასვლელი გზის მოსაწყობად კი ყოფილ სანატორიუმ „მზიურის“ ტერიტორიას იყენებენ. ამ სამუშაოებისთვის …

საფრთხეში მყოფი ოჯახებისთვის აგარაში შესაძლოა სოციალური სახლი აშენდეს

აჭარის მთავრობა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში მცხოვრები ეკომიგრანტებისთვის ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის მიმდებარედ სოციალური სახლის მშენებლობას გეგმავს. ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის თქმით, აგარაში მცხოვრები 11 ოჯახი, რომლებიც განსახლებას საჭიროებენ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 25 000-ლარიან პროგრამით სარგებლობაზე უარს ამბობს, სანაცვლოდ კი, ამ თანხით ხელისუფლებას სოფელ აგარასთან მისასვლელ გზაზე სოციალური სახლის აშენებას სთხოვენ. „აგარაში მცხოვრები 11 ოჯახი …

განათლების სამინისტრო 7,9 მილიონი ლარის გამარტივებულ შესყიდვას გეგმავს

შესყიდვები საჯარო სკოლის მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურებას უკავშირდება. სამინისტროს ინფორმაციით, 2016-2017 წლის სასწავლო წლის მეორე სემესტრის სატრანსპორტო მომსახურების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოაცხადა 6 ელექტრონული ტენდერი, მათ შორის 4  ელექტრონული ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით, ერთი – არ შედგა, ხოლო ერთი შეწყდა. „…საჯარო სკოლები ვეღარ ასწრებენ ტენდერების გამოცხადებას და მხოლოდ მოკლე პერიოდზე ახდენენ შესყიდვას, სანამ …

სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაზე

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებით ხაზგასმულია, რომ 2016 წლის განმავლობაში საქართველოს შსს-მ ამოიღო მნიშვნელოვანი ოდენობის არალეგალური ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის, ბათუმში, შავი ზღვის პორტში, 177 კგ ჰეროინი და სხვა ოპიოიდები. „ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული საერთაშორისო გამოძიებების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს წარგზავნილი ჰყავს პოლიციის ატაშეები აზერბაიჯანში, სომხეთში, …

შსს: დაკავებულია ანკარის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საკონტროლო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ თანამშრომლებმა, ანკარის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო დონეზე წითელი ცირკულარით ძებნილი, 1967 წელს დაბადებული ჰ.გ. დააკავეს. „ჰ.გ. დამნაშავედ არის ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 109/1, 105/1, 53, 43, 63 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც სექსუალურ ძალადობას …

ვინ აგებს პასუხს, როცა საერთო საკუთრება ზიანდება

ჯავახიშვილის 74-ში, ამხანაგობა „ნუგეშის“ თავმჯდომარეს გაფრთხილება ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ჩააბარა. გაფრთხილებაში წერია, რომ ამხანაგობამ „მობინადრეთა მიერ თვითნებურად გაუქმებული ბარდიური“ უნდა აღადგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამხანაგობის წევრები 1000 ლარით დაჯარიმდებიან. „როგორ გვაჯარიმებს მერია ყველას, როცა არავის გაურკვევია, ვინ მოშალა ბორდიური? იქნებ სრულიად სხვა ეზოს მცხოვრებმა მოშალა“, – კითხულობს თალიკო რუხაძე. იგი ამხანაგობა „ნუგეშის“ ხელმძღვანელია. ამბობს, რომ …

ბათუმის ბოტანიკური ბაღი საქორწილო მაგიდას ყიდულობს

ბათუმის ბოტანიკური ბაღი საქორწილო ცერემონიალისთვის ხის თეთრი ფერის მაგიდას იყიდის. ბაღის ადმინისტრაცია სხვადასხვა ზომის 45 სტენდსა და ერთ მაგიდაში მაქსიმუმ 3 500 ლარს გადაიხდის. როგორც სატენდერო განაცხადშია აღნიშნული, ეს თანხა არა ბიუჯეტიდან, არამედ ბოტანიკური ბაღის საკუთარი შემოსავლებიდან დაიხარჯება. თეთრი ფერის მაგიდა „ბოტანიკურ ბაღს“  საქორწილო ცერემონიალის უზრუნველსაყოფად სჭირდება. როგორც ბაღის ადმინისტრაციაში გვითხრეს, მომსახურება ფასიანია: მაყრიონის დაშვება ბაღის ტერიტორიაზე …

უმაღლესი საბჭოს შტატგარეშე თანამშრომლები

გასული წლის ოქტომბრიდან დღემდე აჭარის უმაღლესმა საბჭომ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებისთვის 18 055 ლარი დახარჯა. ამ პერიოდში უმაღლეს საბჭოს, სადაც 25 დეპუტატს 104-კაციანი აპარატი ემსახურება, 11 ადამიანი დამატებით, ხელშეკრულებით აიყვანეს. უმაღლესი საბჭოსგან მიღებული ინფორმაციით, 2017 წლის 17 თებერვლის მდგომარეობით, ამ ეტაპზე საბჭოში მხოლოდ 4 შტატგარეშე თანამშრომელია: ბესო შერვაშიძე, თენგიზ ჯინჭარაძე, დავით ჩხენკელი და ლაშა ჩხარტიშვილი. ამ ოთხი …

ვახტანგ ღლონტის „წამოკრულები“ და სარგებელი ბიუჯეტიდან

ჟურნალ „ჭოროხის“ 6 ნომრის და კიდევ ერთი წიგნის დასაბეჭდად „აჭარის მწერალთა სახლმა“ ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 9900 ლარია. აქედან ჟურნალის ერთი ნომრის ბეჭდვისთვის მაქსიმუმ 1400 ლარი დაიხარჯება, წიგნისთვის – 1500 ლარი. წიგნის ავტორი პოეტი, ბათუმის საკრებულოს კონსულტანტი და „სალონური საღამოების“ წამყვანი – ვახტანგ ღლონტია. „აჭარის მწერალთა სახლი“ წელს მხოლოდ მისი წიგნის დაბეჭდვას აპირებს ბიუჯეტის …

„ბათუმის სამშობიარო სახლი“ „მედინამ“ იყიდა

„ბათუმის სამშობიარო სახლი“, რომელიც რუსთაველის ქუჩაზე მდებარე შენობაშია განთავსებული, გაყიდულია. ახალი მესაკუთრეა შპს „ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი მედინა“. შესაბამისი ხელშეკრულება მხარეებს შორის გუშინ, 2 მარტს გაფორმდა. მეწილეების საერთო კრება სამშობიარო სახლში, რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, მიმდინარე წლის 24 თებერვალს ჩატარდა. შპს „ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლის“ 187 მეწილედან კრებას 154 ესწრებოდა. შპს „ბათუმის სამშობიარო სახლის“ 100% წილის გასხვისებას …

კონკურსი გოეთეს უნივერსიტეტში სასწავლო კურსის გასავლელად

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო სადოქტორო სკოლის – „დიგიტალური ჰუმანიტარია“ – პირველი შესარჩევი ტური მიმდინარეობს. წინა მოსამზადებელ ტურში გამარჯვება ქართველ სტუდენტებს საშუალებას აძლევს, პროგრამის ფარგლებში, სასწავლო კურსი ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტში გაიარონ. საერთაშორისო პროგრამის კონკურსში 11 უნივერსიტეტის [ექვსი საქართველოს და ევროპის ხუთი უნივერსიტეტის] სულ 61 სტუდენტი მონაწილეობს. კონკურსში მონაწილე შვიდი კონკურსანტი უცხოელია, დანარჩენი ქართველი და …

რატომ გამართა ბრიფინგი მეუფე დიმიტრიმ

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი დღეს, 2 მარტს, ჟურნალისტებს შეხვდა. დაახლოებით ერთსაათიანი შეხვედრის განმავლობაში მან ყველაზე ხშირად გამოძიების მიმართ სანდოობას გაუსვა ხაზი. „არ მაქვს საფუძველი, არ ვენდო გამოძიებას. ისე არ გამიგოთ, თითქოს ხელისუფლების კრიტიკას ვარიდებ თავს…“ – აღნიშნა მიტროპოლიტმა. კითხვას, აპირებთ თუ არა მოინახულოთ ციხეში დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც თქვენთან შეხვედრას ითხოვს, მეუფე დიმიტრიმ უპასუხა, …

ბათუმის მერიასა და საკრებულოს წელს 146 ტონა საწვავის შეძენა აქვთ დაგეგმილი

ბათუმის საკრებულოს და მერიას მიმდინარე წელს 146 ტონა საწვავის შეძენა აქვთ დაგეგმილი. აქედან საკრებულოს გეგმა, ანუ წლიური ლიმიტია 43 ტონა, ხოლო მერიის – 103 ტონა. მერიისდან და საკრებულოდან მიღებული მონაცემების შედარებით კი ჩანს, რომ რეალურ ხარჯსა და წლიურ ლიმიტს შორის საკმაო განსხვავებაა. მაგალითად, ბათუმის მერიაში გასულ წელს 87 ტონა საწვავი გაიხარჯა, წლიური ლიმიტი კი შარშან 110 …

შტორმისა და ღვარცოფის გაზრდილი რაოდენობა, როგორც კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი შედეგი

აჭარის რეგიონში შტორმებისა და ღვარცოფების გაზრდილი რაოდენობა კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი შედეგია, რაც სპეციალისტების მიერ 25-25-წლიანი პერიოდის შედარებით გამოვლინდა, ამის შესახებ დღეს, კლიმატის ცვლილების კონტექსტში, აჭარის სანაპირო ზონის განვითარების პერსპექტივების თემაზე ბათუმში გამართულ კონფერენციაზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის, კლიმატის ცვლილების სამმართველოს უფროსმა სპეციალისტმა ეკატერინე მიქაძემ, აჭარის სანაპირო ზოლზე კლიმატის ცვლილების გავლენებზე საუბრისას აღნიშნა. …

ასმათ დიასამიძის უფლებამოსილებას უმაღლესი საბჭო, სავარაუდოდ, 7 მარტს ცნობს

უმაღლეს საბჭოში მიმდინარე წლის 6 მარტს ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც ერთ-ერთ საკითხად ლევან ვარშალომიძის ადგილმონაცვლის, ასმათ დიასამიძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ დადგენილების პროექტი განიხილება. დადგენილება უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს. საჭოს პლენარული სხდომა კი 7 მარტსაა ჩანიშნული. პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტს დეპუტატები 6 მარტის ბიუროზე განსაზღვრავენ. მიმდინარე წლის 10 თებერვალს აჭარის უმაღლესი საბჭო ოფიციალურად დატოვა ლევან ვარშალომიძემ, …

 ბათუმში ნაპირდაცვის პროექტის განხორციელება იწყება

ბათუმში მუნიციპალური განვითარების ფონდი ნაპირდაცვის პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტის მთავარი მიზანი ბათუმის სანაპირო ზოლის ეროზიისაგან დაცვაა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, „ბათუმის სანაპირო განიცდის ძლიერ ეროზიას დაახლოებით 2,5 კმ სირგძეზე. ბათუმის ნაპირდაცვის პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით  2 კმ ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობას და სანაპიროს აღდგენას ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით. ბულვარის აღდგენილ სანაპირო ზოლთან დაკავშირების მიზნით მოეწყობა 12 ერთეული საფეხმავლო ხიდი, რომლის …

შეიცვლება თუ არა ქონების დაყადაღების წესები

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის“ სასამართლოს შეუძლია ბრალდებულის, ან მასთან დაკავშირებული პირების ქონება დააყადაღოს, მათ შორის, საბანკო ანგარიშები. არის თუ არა ეს წესი კონსტიტუციური? – საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს. სარჩელის ავტორი შპს „იუ-სი-ჯი გრინ ფაუერია“, რომლის უძრავი ქობებაც ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით დააყადაღეს და მისი სარგებლობის უფლება მესაკუთრეს შეუზღუდეს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სამართლებრივი ნორმა ბრალდებულთან დაკავშირებული …

შსს: ტურისტების რაოდენობა 24 პროცენტით გაიზარდა

2017 წლის იანვარ-თებერვალში ტურისტების რაოდენობა 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24, 3 პროცენტით გაიზარდა – ინფორმაციას ამის შესახებ შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი აქვეყნებს. სამინისტროს ნფორმაციით, იანვარ-თებერვალში საქართველოში 294 001 ტურისტი შემოვიდა, რაც ქვეყანაში უცხო ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტების  საერთო რაოდენობის 38,9%. ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოში  სულ 755 080 ვიზიტი განხორციელდა, რაც 10,5%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე. …

ორი ათსართულიანი სახლის პროექტი ძეგლის დაცვის ზონაში, გორგილაძის ქუჩაზე

ბათუმში გორგილაძის #22-ში, ძეგლის დაცვის ზონაში შპს „მინი-77“ ორი ათსართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. ამ ქუჩის #18-ში, 19-ში და 37-ში ძეგლის სტატუსის მქონე შენობები მდებარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიამ პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოს უნდა შეათანხმოს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის შესახებ კანონით ძეგლის დაცვის არეალში დაუშვებელია ისეთი მასშტაბების მშენებლობა, რომელიც დაჩრდილავს ძეგლს. ძეგლის დაცვის …

სახალხო დამცველის აპარატი სტაჟირებაზე კონკურსს აცხადებს

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს სტაჟირებას. სტაჟირების ვადა 6 თვეა, ადგილი: ბათუმი და ქუთაისი. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 2017 წლის 10 მარტია. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად -განცხადებების გადარჩევა და გასაუბრება. შერჩევის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა წარმოდგენილი სამოტივაციო წერილის შინაარსს და კანდიდატის პროფესიულ უნარ-ჩვევებს; მოთხოვნები: მინიმალური განათლება: ბაკალავრი/ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; სამუშაო გამოცდილება: გამოცდილება არ არის სავალდებულო; …

18 ათასი ლარი ლიტერატურის თარგმნისთვის

აჭარის განათლების სამინისტრო უცხოენოვანი სამეცნიერო/სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნას 9 ათასი ლარით აფინანსებს. სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის ფარგლებში პროექტის წარმოდგენა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს. სამინისტროდან მოთხოვნილი თანხა ერთი პროექტისათვის არ უნდა აღემატებოდეს 9000 ლარს. სულ დაფინანსდება ორი პროექტი.  „ქვეპროგრამის ბენეფიციარებს გამოავლენს სპეციალურად შექმნილი კომისია ღია კონკურსის საფუძველზე“. სამინისტროში საბუთების მიღება უცხოენოვანი სამეცნიერო/სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნის კონკურსში მონაწილეობისათვის,  2017 …

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია განცხადებას ავრცელებს

დღეს, პირველ მარტს, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმესთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა. „საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გვსურს კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ გაოგნებული ვართ მომხდარი ფაქტის გამო, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ეს იქნება უმძიმესი ტრაგედია თითოეული ჩვენთაგანისათვის. ნდობას ვუცხადებთ საგამოძიებო ორგანოებს, თვალყურს ვადევნებთ პროცესების მიმდინარეობას და მისი უწმინდესობის სრულიად საქართველოს …

მიტროპოლიტი დიმიტრი გიორგი მამალაძის დედას შეხვდა

დღეს, პირველ მარტს, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი “ციანიდის საქმეში” ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ოჯახს შეხვდა. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ბათუმში ეპარქიის რეზიდენციიდან გამოსული დეკანოზის დედა, ქეთევან მაღლაკელიძე ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. “ეს არის ჩემი პირადული, აღსარების მსგავსი. ეს არის ჩემი ოჯახის საქმე”. დეკანოზ გიორგი მამალაძის დედამ ასევე იმის შესახებ განაცხადა, რომ მისი ოჯახის …

Exit mobile version