მთავარი,სიახლეები

საქართველოში კოვიდით 18 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 538 ახალი შემთხვევა

05.02.2021
საქართველოში კოვიდით 18 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 538 ახალი შემთხვევა

5 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 18 პაციენტი.

stopcov.ge-ის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 261 018-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 252 246, ბოლო 24 საათში – 498.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ ქვეყანაში გარდაიცვალა 3258 პირი.

ბოლო 24 საათში ჩატარდა კვლევა ტესტით – 16 808, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9163, PCR ტესტით – 7645.

ამ დროისთვის ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელია: დღიური – 3,2%, ბოლო 14 დღის – 4,2%, ბოლო 7 დღის – 3,75%.

კარანტინის რეჟიმშია – 478, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2 287, ხოლო კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 274 პირი.

2021 წლის 4 თებერვალს მთავრობამ განაცხადა, რომ 8 და 15 თებერვლიდან შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდება. თუმცა 21:00 საათიდან 5:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა.

NGO-ების შეფასებით, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა იმ ფორმით, როგორც ის დღეს მოქმედებს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას:

https://netgazeti.ge/news/516824/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: