მთავარი,სიახლეები

შარშან 122 ადამიანი დაიღუპა ავარიაში რკინიგზის გადასასვლელზე

04.02.2021
შარშან 122 ადამიანი დაიღუპა ავარიაში რკინიგზის გადასასვლელზე

2020 წელს საქართველოში 450 ადამიანი დაიღუპა ავტოავარიის შედეგად.

ავტოავარიაში დაღუპული 450 ადამიანიდან 45 ავტომანქანით არ გადაადგილდებოდა, ისინი ქვეითები იყვნენ.

ავტოავარიით 450 გარდაცვლილიდან 19 ბავშვია, მათი ასაკი 0-დან 16 წლამდე  იყო.

სტატისტიკის თანახმად, ავტოავარიის დროს სიკვდილის ყველაზე ხშირად გამომწვევი მიზეზი რკინიგზის გადასასვლელის გავლის წესის დარღვევაა – საქართველოში გასულ წელს 122 ადამიანი დაიღუპა ამ მიზეზით.

სიჩქარის გადაჭარბება გახდა 56 ადამიანის ავარიაში დაღუპვის მიზეზი გასულ წელს, შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლის ან გასწრების წესების დარღვევის შედეგად 37 ადამიანი მოკვდა, 12 ადამიანი დაიღუპა ქვეითად მოსიარულის გადასასვლელის გავლის წესების დარღვევის გამო, 9 ადამიანი – საგზაო ნიშნის დაუმორჩილებლობის შედეგად და 9 – საჭის მთვრალ მდგომარეობაში მართვის გამო.

ავარიაში დაღუპვის მიზეზი დანარჩენ შემთხვევებში სხვადასხვა იყო.

მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები მოქმედებდა – მათ შორის კომენდანტის საათი, რომლის ფარგლებშიც ღამით გადაადგილება შეზუდული იყო, ასევე შეზღუდული იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, 2019 წელთან შედარებით ავარიით გარდაცვალების სტატისტიკა მხოლოდ მცირედით შემცირდა:  2019 წელს საქართველოში 481 ადამიანი დაიღუპა ავარიის შედეგად, 2020 წელს კი – 450.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: