კაზინოებმა ყველა ვიზიტორი უნდა აღრიცხონ – რეკომენდაციები სათამაშო ბიზნესს

აჭარაში პირველი მარტიდან, ხოლო სხვა რეგიონებში პირველი აპრილიდან სათამაშო ბიზნესს შეუძლია მუშაობა განაახლოს. თუმცა, იფორმირებული ადამიანების თქმით, ბათუმში კაზინოები, დიდი ალბათობით, მუშაობას იქამდე არ განაახლებენ, ვიდრე თურქეთთან სახმელეთო საზღვარი [სარფი] არ გაიხსნება. ჯანდაცვის სამინისტრომ კაზინოებისა და სათამაშო ბიზნესოპერატორებისთვის რეკომენდაციები 27 თებერვალს გამოაქვეყნა. კაზინოს მფლობელები ხელისუფლებასთან შეხვედრებს საგადასახადო და სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც განაგრძობენ, იმ პირობების დასაზუსტებლად, …

სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით — ტერაბანკის ახალი აქცია

პირველი მარტიდან ტერაბანკი სამომხმარებლო სესხის აღების მსურველებს ახალ აქციას სთავაზობს. სპეციალური პირობების მიხედვით, მომხმარებლები აქციის ფარგლებში დამტკიცებულ სესხზე 3 თვის განმავლობაში სრული საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ.  ისინი არც სესხის პროცენტს გადაიხდიან და არც – ძირს. აქცია მოქმედებს ახალი სესხის აღების დროს, ტერაბანკის როგორც არსებული, ისე პოტენციური მომხმარებლებისთვის. აღსანიშნავია, რომ სესხის მოთხოვნა სრულად დისტანციურადაა შესაძლებელი. არსებული კლიენტები …

ქობულეთის შემოვლითი გზა ზოგიერთ მონაკვეთში დროებით შევიწროვდება

ქობულეთის შემოვლითი გზის ზოგიერთ მონაკვეთზე [კმ10-კმ13 და კმ31], ცხოველების დამცავ ლითონის ღობეს აწყობენ, რის გამოც სავალი ნაწილი დროებით შევიწროვებულია ჯერ ერთ, შემდეგ მეორე სამოძრაო მხარეს. შეზღუდვები მარტის თვის განმავლობაში გაგრძელდება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „დეპარტამენტსა და შპს „როუდ ქონსთრაქშენს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით  სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრული იყო 2021 წლის 28 თებერვალი. თუმცა ტექნიკური მიზეზების …

მშობელი შვილს მათხოვრობას აიძულებდა, მას 17 წლამდე პატიმრობა ელის | პროკურატურა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არასრულწლოვნის შრომითი ტრეფიკინგის ფაქტზე პ.მ-ს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, ბრალდებული 12 წლის შვილს, 2009 წელს დაბადებულ ნ.მ,-ს 2015 წლიდან 2021 წლის იანვრის ჩათვლით უწევდა შრომით ექსპლუატაციას, იგი შვილს ფიზიკური ძალადობით, ფსიქოლოგიური ზეწოლით აიძულებდა თბილისის ქუჩებში მოწყალების მიღების თხოვნას და სხვადასხვა ნივთის გაყიდვას. ამასთან, მშობელმა შვილს სავალდებულოდ დაუწესა მისთვის ყოველ დღე 50 ლარის …

„შეჩერდეს ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობა“ – EMC-ისა და „ბათომის“ საჩივარი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC], საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ბათომის“ სახელით, ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებლობაზე გაცემულ ნებართვას ასაჩივრებს. ამის შესახებ ორგანიზაციებმა დღეს, პირველ მარტს, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. ორგანიზაციებში მიიჩნევენ, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილება  უკანონოა და ზიანს აყენებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს – ბათუმის ბულვარს. „მივიჩნევთ, რომ არსებული სივრცე …

ვან გოგის აქამდე უცნობი ტილო აუქციონზე გაიყიდება

კერძო კოლექციებში დაცული ვან გოგის ნახატების რაოდენობა მცირეა. რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა მხატვრის 1887 წლის ტილო, რომელიც ვან გოგმა პარიზში ხანმოკლე ყოფნისას დახატა. აქამდე კერძო კოლექციაში დაცული „მონმარტრის ქუჩის სცენა“ ცოტა ხნის წინ გადაეცა Sotheby-ისა და მირაბო მარსიეს აუქციონთა სახლებს. ნახატი 25 მარტიდან გაიყიდება აუქციონზე, გამოფენის შემდეგ. პარიზში შექმნილი ნახატების სერია ვან გოგის ამ ქალაქში …

ბათუმში საბავშვო ბაღებში ბავშვების 54% არ გამოცხადდა

დღეს, პირველ მარტს, საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა. როგორც საბავშვო ბაღების გაერთიანებაში „ბათუმელებს“ უთხრეს, პირველ დღეს ბავშვების 54 პროცენტი საბავშვო ბაღში არ გამოცხადდა. „8 ათასი ბავშვია სულ რეგისტრირებული ბათუმში, დღეს მხოლოდ 3 766 ბავშვი მოვიდა“, – გვითხრეს ბაღების გაერთიანებაში. კანონმდებლობის მიხედვით, თუ ბავშვი ათი დღის განმავლობაში ბაღში არ გამოცხადდება, ადმინისტრაციას უფლება აქვს ბავშვი ამორიცხოს, თუმცა …

კოვიდის დადებითობის მაჩვენებელი 1.9 პროცენტია ბოლო ორი კვირის მონაცემებით

საქართველოს მთავრობის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  17 947 კვლევა და გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 160 ახალი შემთხვევა. დღეის მონაცემებით, ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  270 918-ს. 28 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.89 %, ბოლო 14 დღის  – 1.9 %, ხოლო 7 დღის – 1.44%. გასული 24 …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში მარტის პირველ დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, პირველი მარტის 21 საათიდან 2 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების  ქარი 10-15 მეტრი წამში. მთიან აჭარაში მოსალოდნელია თოვა და ზვავსაშიშროება. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო ღამით:  3 – 8 გრადუსი …

აჭარაში კოვიდის 17 ახალი შემთხვევა დადასტურდა | პირველი მარტი

პირველი მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 17 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში 14 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ბოლო მონაცემებით აჭარაში კოვიდკლინიკაში 120 პაციენტი მკურნალობს, მათგან 4 მართვით სუნთქვაზეა.

ბათუმში სამი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს

ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში, სამი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია ადმინისტრაციული საქმისწარმოება.

რა შეზღუდვები იხსნება დღეიდან ბათუმსა და დანარჩენ საქართველოში

პირველი მარტიდან ბათუმში რამდენიმე შეზღუდვა მოიხსნება. კერძოდ, მუშაობას იწყებენ საბავშვო ბაღები, მუზეუმები და ბიბლიოთეკები. რესტორნებს შესაძლებლობა აქვთ, სტუმრები შიდა სივრცეშიც მიიღონ. ნახეთ ვრცლად ჩამონათვალი: სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ 1-ლი მარტიდან 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით; მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ 1-ლი მარტიდან; ბათუმში რესტორნები სტუმრების მიღებას …

“დატოვოს კომპანიამ რიონის ხეობა” – ათასობით ადამიანი ხელისუფლებას 2 კვირის ვადას აძლევს

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მდინარე რიონის ხეობაში ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება. ათასობით ადამიანი ქალაქის  ცენტრალურ მოედანზეა შეკრებილი და მთავრობისგან ითხოვს, შეაჩეროს ჰესის მშენებლობა. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა, აქციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ თუკი კომპანია “ენკა რინიუებლზი”, რომელიც რიონის ხეობაში ჰესის მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს, ორი კვირის ვადაში არ დატოვებს რიონის ხეობას, მოსახლეობა ქალაქ …

საპროტესტო აქცია ნამახვან ჰესის წინააღმდეგ [LIVE]

ქუთაისში დღეს, 28 თებერვალს, ნამახვან ჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება. ქუთაისის მთავარ მოედანზე  ათასობით ადამიანია შეკრებილი ჰესის მშენებლობის  გასაპროტესტებლად. რა შენდება მდინარე რიონის ხეობაში მდინარე რიონის ხეობაში ნამახვანი ჰესების კასკადის მშენებლობაა დაგეგმილი. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი აღნიშნულს ეწინააღმდეგება და 3 თვეზე მეტია ხეობაში აქციებს მართავს. ამჟამად ხეობაში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. 10 თებერვალს, ადამიანის უფლებების …

ათ დღეზე მეტია ბათუმში ზღვაში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ

ათ დღეზე მეტია ბათუმში ზღვაში დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. დაკარგული კაცის ოჯახის ახლობლები ითხოვენ, რომ სამაშველო სამსახურმა ძებნის მასშტაბები გააფართოოს. “როგორც გავარკვიეთ, თავდაცვის სამინისტროს ჰყავს ისეთი მაშველები, რომლებსაც შეუძლიათ სიღრმეში ჩასვლა და იქ მოძებნა. ახლა რაც კეთდება, კეთდება ზედაპირულად და ჩვენც ვხედავთ, რომ არ აქვთ სხვა რესურსი,”- ამბობს “ბათუმელებთან” დაკარგული მამაკაცის დეიდაშვილი პაატა სიჭინავა. საგანგებო …

“სოლიდარობა ნიკა მელიას” – ქართველი ემიგრანტების საპროტესტო აქცია ჰამბურგში

ემიგრანტთა ორგანიზაციამ #ერთადსახლში ჰამბურგში საპროტესტო აქცია გამართა. ამ აქციით ჰამბურგში მცხოვრებ ემიგრანტთა ნაწილი შეუერთდა საქართველოში და ევროპის სხვადასხვა ქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციებს. მათ უპირობო სოლიდარობა გამოუცხადეს ნიკა მელიას, სამოქალაქო აქტივისტებს და სრულიად პროდასავლურ ოპოზიციას. „კატეგორიულად ვგმობთ და ვაპროტესტებთ: საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ რეპრესიებს, ქართული ოცნების უპასუხისმგებლო, სიძულვილის გამღვივებელ რიტორიკას, პოლიტიკას და არჩევნების გაყალბებას, ოპოზიციის ლიდერის ნიკა …

ბათუმელი წყალბურთელები პანდემიის გამო „პლაზას“ აუზში ვეღარ ივარჯიშებენ

ბათუმელი წყალბურთელები „მარდი პლაზას“ საცურაო აუზით ვეღარ ისარგებლებენ. პანდემიისა და დაწესებული რეგულაციების გამო წარმოქმნილი ფინანსური პრობლემების გამო „პლაზამ“ წყალბურთის კლუბთან ხელშეკრულება შეწყვიტა. იმის გამო, რომ კლუბს საკუთრებაში არ გააჩნია საცურაო აუზი, შპს „წყალბურთის კლუბი ბათუმი“ შესყიდვების სააგენტოსგან ითხოვს თანხმობას, რათა ხელშეკრულება პირდაპირი წესით გააფორმოს შპს „მარი ჯგუფთან“. ბათუმელი წყალბურთელები მარტიდან, სავარაუდოდ, სწორედ „მარი ჯგუფის“ აუზში …

კურორტ გოდერძიზე წყალმომარაგების სისტემის მოწყობაში 3,5 მილიონი დაიხარჯება

კურორტ გოდერძიზე წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოსაწყობად აჭარის წყლის ალიანსმა ტენდერი 3 530 760 ლარზე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2021 წლის 14 მარტს დაიწყება და 19 მარტს დასრულდება. სამუშაოები კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დამთავრდეს. მიმწოდებელი ვალდებულია ერთდროულად იმუშაოს ყველა ლოკაციაზე, აუცილებლობის შემთხვევაში კი უნდა შეძლოს სამუშაოები 24-საათის განმავლობაში აწარმოოს. …

კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა აჭარაში – 28 თებერვალი

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 18 პაციენტი. ოფიციალური სტატისტიკით, აჭარაში კორონავირუსისგან უკვე 35 592 პაციენტია გამოჯანმრთელებული. რაც შეეხება აქტიური ინფიცირების შემთხვევებს- 28 თებერვლის მონაცემებით, კლინიკაში მკურნალობს 115 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 48, ხოლო ბინაზე  – 91 ადამიანი. დღეს საქართველოში სულ კორონავირუსის 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან უმეტესობა – 129 შემთხვევა თბილისზე …

კორონავირუსის 248 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 11 ადამიანი – 28 თებერვალი

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა  11 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 525.  ბოლო 24 საათში ჩატარდა 27 885  კვლევა ტესტით, მათ შორის 18 814 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 071 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 თებერვლის მონაცემებით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.89 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.96 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.55%.  ინფიცირების 248 ახალი შემთხვევა  რეგიონების …

დეპუტატის წვეულება პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე წვეულებას მართავს. გართობის ამსახველი ვიდეო გუშინ, 27 თებერვალს გვიან ღამით გავრცელდა. წვეულების ერთ-ერთ მონაწილეს ფეისბუქ ლაივი ჰქონდა ჩართული. ვიდეოს ორიგინალი ამჟამად სოციალურ ქსელში აღარ იძებნება, თუმცა მისი ჩაწერა ენმ-ის წევრმა, ხელვაჩაურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მიშა ბოლქვაძემ მოასწრო და გაავრცელა კიდეც. “22:10 საათზე ჰქონდა ანზორ ბოლქვაძის …

ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების პროექტის პრეზენტაცია აჭარაში

აჭარაში პროექტის „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება, “განათლება დასაქმებისთვის” (SKills4Jobs) პროგრამის ფარგლებში, საქართველოს გაეროს ასოციაციისა (UNAG) და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მიერ. პროექტი მიზნად ისახავს ცოდნის და უნარების განვითარებისა და დასაქმების ხელშემწყობი პლატფორმების, რესურსებისა და ღონისძიებების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდას ოთხ …

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მანიფესტი ჟურნალისტებზე ძალადობის წინააღმდეგ

დღეს, 27 თებერვალს, ჟურნალისტებმა სოლიდარობის აქცია გამართეს და ტელეკომპანია “ფორმულას” სპეცეთერში საჯაროდ მოაწერეს ხელი მანიფესტს, რომლითაც ითხოვენ ქვეყანაში დაცული იყოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. მედია და სამოქალაქო საზოგადოება ითხოვს, ხელისუფლებამ უზრუნველყოს ჟურნალისტებზე თავდასხმების სწრაფი გამოძიება  და შეწყვიტონ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წამოწყებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები. “ბათუმელები” უერთდება მანიფესტის მოთხოვნებს. მანიფესტის სრული ტექსტი 2020-21 წლებში საქართველოში მედიაგარემო  …

ბრიტანელმა ველოსიპედისტმა საქველმოქმედო მოგზაურობა ჩინეთამდე ბათუმიდან დაიწყო

26 წლის ლუკ გრენფელ შოუ თავის საქველმოქმედო მოგზაურობას ბათუმიდან იწყებს. “ბრისტოლიდან ბეიჯინამდე” – ამ სახელწოდების ველომარშუტის გავლას ლუკ გრენფელ შოუ თავის დედასთან ერთად ველოსიპედით აპირებს. ველოსიპედისტი ამ გზით 30 ქვეყანას გაივლის და ამ დროის განმავლობაში სიმსივნით დაავადებულთათვის 300 ათასი ევროს შეგროვება აქვს განზრახული. დიდი მოგზაურობის დაწყებამდე ველოსიპედისტმა მთიანი აჭარა მოიარა. მისი ბათუმში ყოფნის კადრები აჭარის …

რა შემთხვევაში განაახლებს მუშაობას კაზინოები ბათუმში

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის დადგენილებით აჭარაში კაზინოების მუშაობა პირველი მარტიდან ნებადართულია, ბათუმში არცერთი კაზინო არ გაიხსნება. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ხელისუფლება და სათამაშო ბიზნესი ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდნენ იმ პირობებზე, რომლითაც უნდა განაახლონ მუშაობა კაზინოებმა. ბათუმის კაზინოებისთვის მთავარი პრობლემა მაინც ის არის, რომ სარფი [სახმელეთო საზღვარი] ჩაკეტილია, ამასთან, ქვეყანაში კვლავ მოქმედებს კომენდანტის საათი [საღამოს 9 საათიდან დილის …

“ეს არის სატანის მიკროფონი” – სხალთის ეპისკოპოსი კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიებზე

სხალთის ეპისკოპოსი სპირიდონი კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიებს “სატანის მიკროფონს” უწოდებს და იმედოვნებს, რომ ისინი “მოექცევიან”. „საქართველოზე არის შემოტევა, საშინელი. ბოროტი ძალების, ბნელი ძალების. თქვენც ხედავთ ახლა რა ხდება ხომ? ლანძღავენ და აგინებენ ეკლესიას. პატრიარქს აუგად იხსენიებენ. კაცმა, რომელმაც  საქართველო ფეხზე წამოაყენა, პირჯვრის გადაწერა ასწავლა ქართველ ხალხს და დაცემული აღადგინა. და ეს ტელევიზიები… რომელია მაგი ახლა… მთავარი …

კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა აჭარაში – 27 თებერვალი

27 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში 33 პაციენტი გამოჯანმრთელდა, კლინიკა დატოვა 7-მა პაციენტმა. ბოლო მონაცემებით აჭარაში კოვიდკლინიკაში 120 პაციენტი მკურნალობს, მათგან 4 მართვით სუნთქვაზეა. კოვიდ სასტუმროში მკურნალობს51 მოქალაქე, ბინაზე კი 133.

კორონავირუსის 373 ახალი შემთხვევა საქართველოში, გარდაიცვალა 14 ადამიანი – 27 თებერვალი

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 14 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 542 პირი. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  34 933 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 966 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 967 PCR ტესტით. 373 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით  ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 177 შემთხვევა, აჭარა – 19, იმერეთი – …

ქართველი მწერლები რიონზე ჰესების მშენებლობის გამო მთავრობას ღია წერილით მიმართავენ

„არასწორ ადგილზე აშენებული ჰესები დიდი საფრთხის შემცველია ჩვენი ბუნებისთვის, ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე, სოციალური გარემოსთვის. XXI საუკუნეში ცივილიზებული სამყარო უარს ამბობს დამაზიანებელ ჰესებზე, ევროპაში ახლა ძველი კაშხლების მოშლაზე და მდინარეების ბუნებრივი დინების შენარჩუნებასა და აღდგენაზე მეტად ფიქრობენ, ვიდრე ჰესების მშენებლობაზე,” -ასე იწყება ღია წერილი, რითაც საქართველოს პენცენტრის წევრები, ქართველი მწერლები საქართველოს მთავრობას მდინარე რიონზე …

საკადრო ცვლილებები ნეპოტიზმის ნიშნებით ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში

„გაგვიშვეს ალბათ დამსახურების გამო,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მანანა ცინცაძე. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში მუშაობდა და უმუშევარი დარჩა. მანანა ცინცაძე თითქმის 30 წელი „აგროვებდა სოფელ-სოფელ მარგალიტებს“, როგორც ამას თავად აღნიშნავს და მის პერიოდში შეიქმნა ანსამბლი „ათძალიც“…  ხელვაჩაურის ხელოვნების და კულტურის ცენტრში ფოლკლორის და კლუბებთან ურთიერთობების განყოფილებები გააუქმეს და მის ნაცვლად ტურიზმის, ასევე …

დანით 55 ჭრილობა მომაყენა – 14 წლის ასაკში გათხოვილი 4 შვილის დედის ისტორია

მეექვსე კლასში იყო, როცა სწავლა მიატოვებინეს, შემდეგ კი 14 წლის ასაკში 14 წლით უფროს კაცზე გაათხოვეს. უთხრეს, რომ ქმარი უპატრონებდა. სწორედ აქედან დაიწყო ირმას ტრაგიკული ცხოვრება. 29 წლის ირმას ახლა 4 შვილი ჰყავს და ქმართან თანაცხოვრების მძიმე წლებზე გვიყვება. ნარკოტიკზე დამოკიდებული ქმარი ჯერ მას სცემდა, შემდეგ კი, როცა ბავშვები გაჩნდნენ, ბავშვებსაც უსწორდებოდა ფიზიკურად. ქმარი მუდმივად …

მასწავლებელთა საგნობრივ გამოცდაზე რეგისტრაცია პირველ მარტს დაიწყება

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცხადდა რეგისტრაცია მასწავლებელთა საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად. მსურველები პირველი მარტის 10:00 საათიდან 31 მარტის 18:00 საათამდე  უნდა დარეგისტრირდნენ. ამავე პერიოდში უნდა გაიარონ რეგისტრაცია აბიტურიენტებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. ასევე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსსა და საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გამსვლელმა პირებმა. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: online.naec.ge. …

„ნაცმოძრაობის“ 2 წევრს ქობულეთის საკრებულოში უფლებამოსილება შეუწყვიტეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ორ წევრს,  ბონდო თედორაძესa და მამული სურმანიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტა. გადაწყვეტილება საკრებულოს უმრავლესობამ დღეს, 26 თებერვალს, რიგგარეშე სხდომაზე მიიღო. წინააღმდეგი მხოლოდ ორი წევრი იყო ასევე ოპოზიციის ფრაქციიდან. საკრებულოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზად 6 თვის განმავლობაში მათი საკრებულოს საქმიანობაში მონაწილეობის არმიღება და სხდომებზე გამოუცხადებლობა დაასახელეს. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს წევრის მიმართ უფლებამოსილების …

ბათუმის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარით შემცირდა

ბათუმის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარით შემცირდა, ეს თანხა ქონების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელს მოაკლდა, კლება პანდემიის პირობებში დაწესებულ შეღავათებს უკავშირდება. შესაბამისად შემოსავლების საპროგნოზო მოცულობა, რაც  151 მილიონით იყო განსაზღვრული, 145 მილიონ 992 ათას ლარამდე შემცირდა. როგორც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის სამსახურის უფროსმა ედნარ ნატარიძემ განმარტა, ქონების გადასახადის სახით საპროგნოზო თანხა დაზუსტდა მოგვიანებით, 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცების შემდეგ: …

გერმანიაში დასაქმების პორტალზე 91 616 მოქალაქე დარეგისტრირდა – 26 თებერვალი

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამაზე, 25 თებერვლის მონაცემებით, საქართველოს 91 616 მოქალაქე დარეგისტრირდა. პირველ ეტაპზე გერმანიაში დასაქმებას საქართველოს 500 მოქალაქე შეძლებს [ანუ, ამ დროისთვის დარეგისტრირებულთა 0,54%]. საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო. დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. დასაქმების სააგენტოს …

ცენტრალურ პარკში, „ცეროდენასთან“, სავალი ბილიკი გადაღობეს

ბათუმის ცენტრალურ პარკში მელიქიშვილის ქუჩიდან ბილიკით ვეღარ შეხვალთ – ბილიკი გადაღობილია რკინის კონსტრუქციით, რომელიც კაფე „ცეროდენამ“ მოაწყო. „ცეროდენას“ წინა წლებშიც ჰქონდა აქ ღია კაფე, თუმცა ბილიკზე გასასვლელს არ ხერგავდა. არის თუ არა გაცემული ნებართვა და რატომ გაიცა მსგავსი ნებართვა? – ამ კითხვით ბათუმის მერიის პრესცენტრს გუშინ საღამოს მივმართეთ, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია. „არ …

Exit mobile version